შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილი გამოსავალი არ არის.


7-12-2017, 22:08
ავტორი mimimimo
ნანახია 2 356

-მოკვდა?
-მართლა მოკვდა?
-მიზეზი იცით?
-რა მოხდა?
-გადმოხტა?
-მართლა გადმოხტა?
ჩოჩქოლი ატყდა
ვერ გაეგოთ
რა მოხდა?
გოგონამ თავი მოიკლა?
უცნობმა გადაარჩინა?
როგორ გადაარჩინა?


გოგონა, რომელიც სახურავზე იჯდა.
ფეხები გადმოეწყო და აქეთ-იქით აქანავებდა.
დაბლა არ იყურებოდა.
მაღლა იხედებოდა.
"თავისაც ვერ იკლავ."
"მაგდენსაც ვერ ბედავ." - საკუთარ თავს დასცინოდა.
რამდენიმე ცდა
თუმცა
ეს გაუბედაობა...

უცნობი ბიჭი, რომელიც უბრალო გამვლელი იყო.
წვიმის წვეთი დაეცა და მაღლა აიხედა.
გოგონა დაინახა.
ცდილობდა
რას ცდილობდა..?
დაუფიქრებლად გაიქცა სადარბაზოსკენ, რაც შეეძლო სწრაფად ავიდა სახურავზე და გოგონას მიუახლოვდა.

-გამარჯობა.
გოგონამ გაკვირვებული მზერით გახედა.
-გინდა ერთად გადავხტეთ?
გოგონა ჩაფიქრდა. ვერ გაეგო რა ხდებოდა.
-მაგისთვის არ ხარ შენც?
ბიჭის კითხვები არ წყდებოდა.
გოგონა კი დუმილს არ არღვევდა.
-სამ თვლაზე გადავხტეთ.
ოღონდ
ხელი ჩამკიდე,
ერთად გადავხტეთ.
გოგონას თვალებში შიში ჩანდა.
დაბლიდან ხალხის მღელვარე შეძახილები არ წყდებოდა.
ბიჭმა ხელი ჩაკიდა. გვერდზე მიუჯდა და თვლა დაიწყო.
-ერთი...
გოგონას გახედა.
-ორი...
თვალებში ჩახედა.
-სამი...
წინ წაიწია, მაგრამ
გოგონამ მოულოდნელად ხელი მოუჭირა.
-არა... - ჩუმი ხმით თქვა.
ბიჭი გაჩერდა და გაეღიმა.
-რა მოხდა?
-არ შემიძლია. - ცრემლები წამოუვიდა.
-რატომ? ხო გინდოდა?
მეც მინდოდა.
-არა
შენ არ გინდოდა.
არ გინდოდა.
შენ იცოდი, რომ...
იცოდი... - ხმა ჩაუწყდა.
-სიკვდილი გამოსავალი არ არის.
თუ იქაც არსებობს სიცოცხლე
თუ იქაც ვიარსებებთ
ისევე დავიტანჯებით, როგორც აქ
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ნებით ვიზამთ ამას.
დედამ მიმატოვა.
მამამ ჩემ თვალწინ ჩამოიხრჩო თავი.
ბიძასთან ვცხოვრობდი
მცემდა, ბოლოს სახლიდან გამაგდო.
14 წლის ვიყავი
14 წლის...
გესმის?
თავი უნდა მომეკლა?
ეს ხომ მარტივია..?
მაგრამ
რატომ არ ვქენი?
იქნებ ცხოვრება
უფრო საინტერესო იყო, ვიდრე მე ვხედავდი?
იყო და არის კიდეც.
სიკვდილი გამოსავალი არ არის.
არ არსებობს ტკივილი, რომელსაც ადამიანი ვერ, ან არ გაუძლებს.
ამ შემთხვევაში
"ვერ" და "არ" - სუსტი ადამიანების გამოგონილია, რომლებსაც ცხოვრება იმდენად ერთფეროვანი აქვთ, მათთვის სიკვდილი გამოსავალი არის, მაგრამ, რეალურად...
სიკვდილი გამოსავალი არ არის.
არ იყო სუსტი
და
არ ეძებო გამოსავალი სიკვდილში.
გამომყევი...
მე განახებ
ცხოვრებას...

სადარბაზოდან ორი ხელჩაკიდებული უცნობი ბიჭი და გოგონა გამოვიდა.
მღელვარე შეძახილები წამში მიჩუმდა.
ხალხის გაოცებული მზერა კი ქუჩის ბოლომდე გაჰყვათ.



№1  offline წევრი Barbare ❤

chanaxatebs ishviatad vkitxulobdi, sheidzleba itqvas titqmis arc ki vkitxulobdi iseve, rogorc aq myofta umetesoba... tumca mivxvdi, dzalian bevrs vkargavdi!
dzalian mnishvnelovani azri devs shignit. amas yvela, rom kitxulobdes amdeni suicidis msxverplo agar gveyoleboda.
mshvenialurad wer!❤️ warmatebebi ❤️

 


№2  offline მოდერი bla.ell

რა კარგიაheart_eyes დამაჟრიალა❤

 


№3  offline წევრი mimimimo

Barbare ❤
chanaxatebs ishviatad vkitxulobdi, sheidzleba itqvas titqmis arc ki vkitxulobdi iseve, rogorc aq myofta umetesoba... tumca mivxvdi, dzalian bevrs vkargavdi!
dzalian mnishvnelovani azri devs shignit. amas yvela, rom kitxulobdes amdeni suicidis msxverplo agar gveyoleboda.
mshvenialurad wer!❤️ warmatebebi ❤️

გამიხარდა, რომ წაიკითხე.
ძალიან დიდი მადლობა.
bla.ell
რა კარგიაheart_eyes დამაჟრიალა❤

მადლობა.

 


№4 სტუმარი სტუმარი keke

Martali xar... Sikvdili arasodesaa gamosavali... :/:/:(:(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent