შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმარტოვე 2


30-05-2018, 02:21
ავტორი marikokoko
ნანახია 985

კარს მიღმა გიო იდგა . კარი სწრაფათ გავაღე და შეშინებული ვუყურებდი მის შავ თვალებს.

- რახდება გიო მშვიდობა გააქვს ?
- კი , მომენატრე
ამ სიტყვების თქმა და გიოს ჩახუტება ერთი იყო მეც მოვეხვიე ძლიერაად ამასობაში მისი სასმლის სუნი ვიგრძენი და ცოტა არ იყოს შევწუხდი , არაფერი არ მიკითხავს , ცივი აბაზანა მოვუმზადე ლოგინი გავუშალე და დავაწვინე რაღაცეებს ბოდავდა ძილში კარგად ვერც კი ვიგებდი რაღაც სახელს ამბობდა და ყვიროდა ვერ გაგიშვებო .
მე იქვე თავთან დავუჯექი და სახეზე ჩემდა უნებურად მოფერება დავუწყე და თან ჩემი გრძნობები გავუმხილე ალბათ იმიტომ რომ ვიცოდი ძალიან მთვრალი იყო იმისათვის რომ ეს ყველაფერი გაეგო .
დილის 7 ზე გამეღვიძა ვიცოდი , რომ ნაბახუსევზე იქნებოდა წამალი ამოვუტანე გაზიანი სასმელი და საუზმე მოვუმზადე ზუსტად ვიცოდი რა უყვარდა , ტოსტები .

- დილამშვიდობის ბუჩქიი ! აქ როოგოორ აღმოვჩნდი არც კი მახსოვს .. ვა რამდენი გიწვალია ჩემთვის - და ხელით ტოსტს წაეტანა უცბათ ხელში იმხელა მოხვდა ჩემი ხელი
- ჯერ ხელპირი დაიბანე
- რა სიმკაცრეა ძვირფასო - დამეჯღანა და აბაზანაში შევიდა
ერთად ვისუზმეთ და სახლიდანაც ერთად გავედით მე სკოლაში ის სახლში . დამემშვიდობა და მითხრა საღამოს ვისაუბროთ ჩვენს კაფეში გუშინდელი ამბის შესახებო , მეც დავეთანხმე და დავემშვიდობე .
სკოლას რომ მოვრჩი სახლში ვბრუნდებოდი როცა გზად ერთი იდიოტი ამეკიდა ლუკა ჩვენი უბნის ,, ბეზძელნიკი“ . სიმპათიური იყო მაგრამ ზედმეტად თავდაჯერებული და ამაყი ამის გამო დასანახად ვერ ვიტანდი .

სახლში მშვიდობით მივედი . შხაპი მივიღე ცოტა ვიმეცადინე და მზადება დავიწყე გიოსთან შესახვედრად. ჩემი წითელი სარაფანი გამოვიღე გარდერობიდან და ტანზე გადავიცვი ფეხზე კეტები და გარეთ გავედი . მივედი დანიშნულების ადგილას და სანამ დავჯდებოდი ცივი ყავა ნაყინით შევუკვეთე ცოტა გარემო მეუცნაურა ყველა გაკვირვებული და ღიმილნარევი სახით მიყურებდა , როდესაც მოვტრილდი გიორგი დავინახე ხელში უზარმაზარი მინდვრის ყვავილები ეჭირა ძალიან გამიკვირდა მეგონა ნათიაც უნდა მოსულიყო და იმისთვის იყო განკუთვნილი მაგრამ ჩემდა გასაკვირად ეს ყვავილები მე მაჩუქა გიომ , ცოტა ხანს გაშტერებული ვიყურებოდი აქეთიქით , მერე მალევე მოვეგე გონს და ყვავილები გამოვართვი მერე ჩვენს ადგილას დავსხედით გიო ღიმილით მიყურებდა აი იმ ღიმილით ასე რომ მწვავდა .

- რა ხდება გიო ვკვდები და სამოთხე ასეთია ?
- მარიამ მიყვარხარ ! ყველაფერიი ვცადე რომ დამევიწყებინე არ მინდოდა შენი დაკარგვა ისე მეგობრული თვალებით მიყურებდი მთელი ეს დრო ვერ შევძელი იმის თქმა თუ როგორ არაამქვეყნიურად მიყვარხარ შენ შენი თმის სუნი , როდესაც მეხუტებოდი ჩუმად მე შენს სურნელს ღრმად ვისუნთქავდი რომ დიდი ხანი გამყოლოდა , მეშინოდა იმ უარყოფითი რეაქციიის შენი დაკარგვის შემეშინდა . - სევდიანად თავი კაფის ფანჯრისკენ მიატრიალა
- და ახლა აღარ გეშინია ჩემი დაკარგვიის ?
- გუშინ შენი სიტყვები გავიგე , გავიგე როგორ მიშლიდი გულს როოგორ მიყვებოდი შენს გრძნობებზე და დღეს გამბედაობა მომცა შენმა სიტყვებმა მივხვდი რომ უშენოდ ვეღარ ვისუნთქებდი .
ვეღარ გავუძელი მის ამ სიტყვებს ცრემლმა თვალები დამწვა ვეღარ შევაკავე და ჩემს ლოყაზე გადმოინაცვლა , გიო რამოდენიმე წამში ჩემს სკამთან აღმოჩნდა მისი უსაშველოდ გრძელი ხელები შემომეხვია მეც იმავეთი ვუპასუხე . საღამო კარგად გავატარეთ უკვე შეყვარებულის სტატუსი გვქონდა და ეს უფრო გვახალისებდა .. გიომ სახლამდე მიმაცილა ჯიბიდან რაღაც ამოიღო და თმის აწევა მთხოვა ყელზე რაღაც გამიკეთა ვერ დავინახე სიბნელეში ზუსტად რა იყო მერე უცებ ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და რაღაცნაირად მომინდა რომ მეკოცნა ასეც მოვიქეცი მოწყვეტით და სწრაფათ ვაკოცე მის მარწყვებზე და სახლისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი თან უკან მოხედვის მცხვენოდა ... სახლში რომ ავედი პირველ რიგში ყელსაბამს დავაკვირდი ზედ დღევანდელი დღის რიცხვი დღე და წელი იყო ამოტვიფრული და ქვემოთ ეწერა მიყვარხარ . ამის დანახვაზე რაღაცნაირად გამაკანკალა . დავწექი მაგრამ ის ღამე ვერ დავიძინე სულ ჩვენზე ვფიქრობდი როგორ კარგად დამთავრდა ყველაფერი .... ( საკითხავია )

ძალიან მიყვარხართ და არ განმკიცხოთ ძალიან, დამწყები ვარ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent