შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამომყევ ქალავ(თავი მეორე)


31-05-2018, 00:17
ავტორი ჟიზელი
ნანახია 1 206

თავი მეორე.
Updated May 30, 2018
- უხეში, ხეპრე კრაზანა. ბალღობიდან ეგეთი იყო.ერთს გეტყოდა და ისეთს,დაგიდუდგავდა მთლიან შიგნეულობას, _ გოგიას ორი სათლით მოზიდული წყაროს წყლით რკინის ოვალურ ტაშტში მდუღარე გადაანელა ტასო ბებომ და გავარვარებულ გულზე მკვახე სახით ამოჭყვიპა სარეცხი.
- რასა ბობოქრობ დედი? _ გაიღრიჯა გოგია. "ირაჯალას დუქანში" უკვე მოესწრო გვარიანად გამოთრობა და ახლა აივნის ბოძის გარშემო რეტდასხმული ბზრიალებდა ღიღინ-ღიღინით.
- ეს მეორე ავაზაკი. კაცმა უნდა გადაგაბათ თოკით და გაგისროლოთ კლდიდან ორთავე, _ ამოწურული შარვალი სუფთა წლით სავსე სათლში შხუილით გაისროლა ტასომ და აალებული ცისფერი თვალები მყისიერად ვარსკვლავებად აუკიაფდა ეზოში მომავალი ბიჭის დანახვისას.
- რაო ბებო?! _შორიდანვე შესცინა შავბერეტიანმა,_ხომ არ გინდა ამ უსაქმურს ცხვირი გავულამაზო?
- პეტრე ბიჭი ჩამოსულაა. _ბოლო ხმაზე ენის ბორძიკით შეჰყვირა გოგიამ. საკუთარ ცხვირზე შეპარული ხუმრობა მამაცურად უგულებელყო და ფეხებთან მიწოლილ თეთრბეწვა ბათუს მკვირცხლად გადააბიჯა დაბრეცილი ფეხები. თაფლისფერთმიან ბიჭს ჰაერში ასატაცებლად მთელი მონდომებით დაეჭიდა სასმლისაგან აჭარხლებული კაცი. პეტრეს გულიანმა გაცინებამ მოიცვა ერთ ადგილზე მიყინული ტასოს თავშალში გამოკრული თმის ღერებიც კი და მიანავლა უწინდელი ბრაზი.
- გოგი, ფხიზელზე თუ აწევ შენ ოთხმოც კილოს,ახლა ქუთუთოებიც ვერ აგიქაჩავს, ვერა გრძნობ?რაღას მეჯაჯგურები ?_მხარზე მისალმების ნიშნად რამდენჯერმე დაუტყაპუნა ხელი გაბადრულმა ახალგაზრდამ და შურდულივით დაერჭო მომლოდინე ბებოს წინ .
თვალცრემლიანმა ტასომ ერთი გემრიელად ჩაიკონა მონატრებული შვილიშვილი და თბილ-ტკბილი ღიმილით შავი ჯემპრის სახელო წინ წამოქაჩა,სახის წმენდა დაუწყო პეტრეს.
- ბები, თოთიას თუთას თუ მისდექი, აიყროლებს ეგ უჯიშო პირს,როცა მნახავს. მთელი სახე დაგისვრია შე ონავარო,_გადაიხითხითა ტასომ.
-არა, ბებო. დათა პაპაც იქ იყო,როცა ვჭამდი.ასე მითხრა,დღეს ნამეტანი წავკინკლავდით,ნაწყენი იქნება,თავისდროზე მოუსვი აქედან და გაახარეო.
- დათა კი არა ,თოთია ჰქვია მაგას,_გულისწრომა დაეტყო ტასოს,_ სინდის-ნამუსი არ გააჩნია მაგ ვიგინდარას, მაგისი ნათქვამი ერთი სიტყვაც არა მწყინს,_ მერამდენედ იცრუა დედაკაცმა ამ საკითხზე.

ტასო ბებოსთან ბაასში ორიოდე საათი დაჰყო ცერცვაძეების აივანზე შემოდგმულ კუშეტკაზე წამომჯდარმა პეტრემ. ზურგსუკან ხმელ-ხმელი მუთაქები ჩაეწყო მისთვის ქალს და უნივერსიტეტის ამბებს აყოლებდა მონატრებულ ტატიშვილს,თან მისთვის რუდუნებით გათლილ ხილს აძალებდა, გინდა თუ არა ჭამეო. გვარიანად გამხიარულებულმა, ფერზემოსულმა ბიჭმა შებინდებისას გაიხსენა,სანამ რომელიმე ხელმძღვანელი შეამჩნევს,რომ დაუკითხავად წამოვედი,მანამდე ვარო მისასვლელი ბანაკში. არც ის ვიცი,რომელ კოტეჯში ან ვისთან ერთად დამაბინავესო. დედაკაცს დაჰპირდა,როგორცვე მოვახერხებ გინახულებო და შეფიქრიანებულმა,ველოსიპედის წითელ პედალს ზლაზვნით დააჭირა ფეხი.
ოცი წუთი არც გასულა,შესასვლელს აჩრდილივით რომ მიეპარა. კარგად იცოდა,როგორ უნდა მოეგო ხელმძღვანელის გული. მთების ფერდებზე ამოშლილი გვირილები ლაზათიანად მოებღუჯა შუა ხნის ქალისათვის მისართმევად, თუმცა სანამ დასახულ გეგმას სისრულეში მოიყვანდა,მანამდე ველოსიპედი უნდა შეეტანა როგორმე ეზოში,წინაადეგ შემთხვევაში სხვების კოტეჯების დასუფთავება მოუწევდა ერთი დღით.
ექვსი საათის შემდეგ,ჭიშკარს ყოველთვის შიგნიდან კეტავდნენ,ამიტომ ურდული შიგნით მყოფს უნდა გადაეწია. პეტრემ მაშინღა უგდო ყური შორიახლოდან მომავალ მუსიკის ხმას. ნაწყვეტ-ნაწყვეტად აჟღერებულ ნოტებს თუ დაუკვირდებოდით,ვიღაცა უთოდ ტუჩის გარმონზე წერდა მუსიკას.
- ჰეი,შენ! _ დაბალ ტონალობაზე დაიძახა ბიჭმა, - მანდ ვინ ხარ?
ხმა არ გაიღო არავინ.
მუსიკის ხმაც მიწყდა.
როგორც ჩანს, მუსიკოსმა ყური დაუგდო ჭიშკრის მეორე მხრიდან მომავალ კაცის სიტყვებს.
თაფლისფერთმიანმა მობეზრებულად აატრიალა თვალები.
- მანდ ვინ ხარ-მეთქი. რას დამუნჯებულხარ?!
- შენ თავად ვინ ხარ?_ ზარივით აწკრიალდა გოგონას შიშჩამდგარი ხმა.
- კარი გამიღე,ურდულითაა ჩაკეტილი. შიგნით ვერ შემოვდივარ.
- უცხოებს არ ვუშვებთ ბანაკში,იმიტომაცაა ჩაკეტილი!
- ღმერთო! რა ჭკვიანი ხარ,_დაუცაცხანა ბიჭმა,_ პეტრე ვარ ტატიშვილი. მეც ამ საზაფხულო სკოლაში ჩამოვედი ამ დილით. გამიღებ თუ არა მახინჯო?
- შენ რა იცი მახინჯი ვარ თუ არა, ჭკუათხელო ?! _ დაიბუხუნა გოგონამ ბრაზით. ნაპერწკლებმა გაკვესეს მის ნუშისებრ თვალებში,თითქოს სადაცაა გრძელ და ხშირი წამწაბებს ცეცხლი მოედებაო ტკაცა-ტკუცით. შავთმიანს კარგად ეცნო ბიჭის სახელი და გვარი.
ბიჭის საწყენინსიტყვების მიუხედავად, სწრაფად გადაწია რკინის საკეტი და მძიმედ მიაწვა ფოლადის მწვანე მართკუთხედს. კარს იქით პეტრეს სილუეტი მკაფიოდ გამოიკვეთა.
- არ ვიცოდი, თუმცა ახლა ვიცი. კარგი წინათგრძნობა მქონია, _ წარბები მჭიდროდ შეეყარა ბიჭს ერთმანეთთან,ველოსიპედი რიხინით შეიყვანა ეზოში და ვითომც არაფერიო,სწრაფი სვლა განაგრძო კოტეჯებისკენ.
- არაფერს! _ მკვახედ გამოადევნა შავთმიანმა ბოლო სიტყვა. ბიჭი ადგილზე შედგა,კიდევ უფრო მჟავე სახით გადმოხედა გოგოს ცალი მხრიდან.
- ახლა რა? ქრთამის სახით, რამეს ხომ არ მომთხოვ კიდეც სიჩუმის სანაცვლოდ?
- მე...არ..._აბლუყუნდა შავთმიანი.
- მე...არ..._ენის ჩლიფინით გამოაჯავრა ბერეტიანმა და ისევ აახრიგინა ველოსიპედი მოხრეშილ ბილიკზე.
გოგონას სახეზე წყენა და ბრაზი ერთმანეს შეეზილა და სინანულს დაემსგავსა.
- უზრდელი,_ დარწმუნებით ჩაიდუდღუნა გაავებულმა,_ცისფერპერანგა მართალი ყოფილა.ნამდვილი ქათამია. უზრდელი,გაქუცული დედალი ქათამი!

სიბნელე ერთიანად შემოაწვა გომბორის უღელტეხილს. გეგონებოდა დიადმა მხატვარმა შავ-შავი მაყვლის ნაყოფი დააჭლიტაო ზეცას. ბერეტიანი სამმართველო შენობას მიუახლოვდა და კარზე გამოკრულ სიას საჩვენებელი თითი დაკვირვებით ჩააყოლა. ოცდამეთოთხმეტე კოტეჯში გაენაწილებინათ.
ერთი გემრიელად დაამთქნარა სახლის სიახლოვე რომ იგრძნო.
ხელმძღვანელის მოთაფვლა საბედნიეროდ აღარ დასჭირვებია. გვირილების კონა გადასაყრელად დაენანა და სამმართველოს მოპირდაპირედ ჩამდგარი კოტეჯის კართან მიაწყო.
მერე ფეხაკრეფით გაემართა დასაძინებლად.



№1  offline წევრი ჟიზელი

ბოდიშს ვიხდი ბეჭდური შეცდომებისთვის ან იმისთვის ,თუ ცოტა მშრალი მოგეჩვენებათ ნაწერი,თუ რა თქმა უნდა,საერთოდ ვინმე წაიკითხავს :D არ გადამიხედავს რა დავწერე. უბრალოდ ახლა დავსვი წერტილი და პირდაპირ ავტვირთე. თუ რამე,დამიტოვეთ კომენტარი. საშინელი კრიტკაც რომ იყოს,მაინც ^^

 


№2 სტუმარი როზა

მე გგულშემატკივრობ და თუ არავინ,მე მაინც წავიკითხავ.შენში დევს ნიჭი და ამიტომ. აბა შევუდექი პეტრეს ამბებს

 


№3  offline წევრი ჟიზელი

როზა
მე გგულშემატკივრობ და თუ არავინ,მე მაინც წავიკითხავ.შენში დევს ნიჭი და ამიტომ. აბა შევუდექი პეტრეს ამბებს

როზა დიდი,დიიიიიდი მადლობა ^^ ძალიან მიხარია ასეთი სიტყვები

 


№4  offline წევრი ჟიზელი

mirandaa31
აქამდე მხოლოდ კომენტარებით გიცნობდი. ახლა გაგიცანი როგორც მწერალი. ძალიან მაგარია. ძალიან კარგად წერ. გელოდები რაღათქმაუნდა სიამოვნებით წავიკითხავ და დაველოდები ახალ თავს ❤️

მირანდაა,ძალიან გამახარე ახლა შენი შეფასებით ^^ 2-3 დღე დაქალის ქორწილში ვგუგუნებ და მერე დავდებ ახალ თავს ^^

 


№5  offline წევრი ჟიზელი

ჰაიკო
ძალიან კარგად წერ, ყოჩაღ!!!!

ჰაიკო,დიდი მადლობა ^^ ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent