წამომყევ ქალავ!
მაგრად ჩამჭიდე ნაზი ხელები, წამომყევ ქალავ, უნდა გაჩვენო, მწვანე მინდვრებზე მზის ქალღმერთი რომ გვირილებს ფანტავს. წამო წამომყევ, სწრაფად წავიდეთ! წყეულ დროს წამებს მეტს ვეღარ ვპარავ. წარომოსახვაში ჩუმი ღიმილით,მაგ ლამაზ თმებში გვირილებს გაწნავ. შეხედე ქალავ, იმ მხატვარს შეხედე,შენს თვალებს ცაზე სილაღით ხატავს. შეხედე ღრუბლებს, ძლიერ გაწვიმდა. ჩემს სიყვარულზე ატირდნენ ალბათ. წამო დავლაშქროთ სველი მინდვრები,ფეხშიშველები გავუყვეთ შარას. წამო წამომყევ, რად იგვიანებ?! ნუ გადამაქცევ მაგ წუთის ხარბად. სული ამტკივდა, აქ ვეღარ ვუძლებ, წამო წავიდეთ ამ სივრცის გაღმა. ახლა, უბრალოდ, ის მინდა,რომ ცას ღამე შევხედო გიჟურად ლამაზს. წამოდი ქალავ, მთებში წავიდეთ, ცა უფრო ახლოს იქ არის მაღლა... წამოდი,თორემ გულში გაწვიმდა,ცრემლების ზღვაში დავიწყებ წანწალს. _____________________________________________________________ 2012 წელს დამიწერია ეს ლექსი. ფეისბუქ მემორიმ ამომიგდო. იმის მერე,ლექსების წერას შევეშვი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.