შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ და სამუდამოდ (თავი 3)


31-05-2018, 10:32
ავტორი აფხაზი
ნანახია 1 064

გამეღვიძა. შეზლონგზე ვიწექი და პლედი მეფარა. საშას ნახელავია. ვდგები და პლედმოხვეული სამზარეულოში შევდივარ. თავს მსუბუქად ვგრძნობ. თითქოს ვიღაცამ, შუაღამისას ტვინიდან ჰორმონები გამომიფერთხა.
- დილა მშვიდობისა. ხმამაღლა ვამობ და სამზარეულოს მაგიდასთან ადგილს ვიკავებ.
-დილა მშვიდობისა. მიღიმის და უკვე მზა ომლეტს თეფშზე მიდებს.
-რომელი საათია?
-ჯერ ადრეა. შვიდიც არაა.
-მშვენიერი, მაშინ მოვასწრებ მომზადებასაც.
-დღეს მე გაგიყვან. პირველი დღეა მაინც.
-კარგი, როგორც გინდა. უხმოდ შევექეცით ომლეტს და წვენს. ბოლოს ამოვიხვნეშე და ოთახში ავედი.
-გამოვიცვლი და წავიდეთ.
-კარგი. გელოდები. დღეს რაღაც უჩვეულო წყნარია. ასეთი საშა არასდროს მინახავს. თითქმის ერთი თვეა აქ ვარ. ვფიქრობ, მაგრამ ვერ ამომიხსნია. სააბაზანოში შევდივარ, წყალს ვუშვებ და ნებას ვაძლევ წყლის ჭვალმა ჩემი გონებიდან აზრები გაფანტოს. ონკანი გადავკეტე. პირსახოცი შემოვიხვიე და ოთახში შემოვედი. საშას დანახვისას შევკივლე და მანაც ინსტიქტურად, ყურებზე ხელები აიფარა.
-გაჩუმდი! რა გაკივლებს? აღშფოთებული მიყურე3ბს და პასუხს ელოდება.
-შენს ოთახში ვინმე რომ შემოდის, დაუკითხავად თან პირსახოცში ხარ გახვეული ცოტა არ იყოს, უხერხულია. თან შემეშინდა, არ გელოდი.
-ეს მოგიტანე. ხელით საწოლზე დადებულ ყუთზე მანიშნა. მგონი მოგიხდება.
-თუ სხვა არაფერი გინდა, იქნებ გახვიდე. უხერხულად შევიშმუშნე და ბრძანებას დაჰყვა. მეც მზადებას შევუდექი. კრემისფერი ბიუსჰალტერი შევიკარი, შავი ტოპი მივაყოლე. მაღალწელიანი შლაქსებიც მოვირგე და ფეხზე ქუსლებიანი ჩავიცვი. გავიფიქრე, ერთხელ მაინც ჩავიცვამ. იქნებ ცოტა სერიოზული გამოვჩნდე-მეთქი. თმა გავიშრე. არც უაზრო გასწორება დამჭირვებია და არც დახვევა. ისედაც ბუნებრივად ლოკონები მაქვს. მხრებზე ჩამოვიყარე. საშას ნაჩუქარი სამაჯური გავიკეთე და დავხედე. ღმერთო, რა ლამაზია! არა, ამ ბიჭს გემოვნება აქვს! ჩანთა მოვიკიდე დაქვევით ჩავედი. როგორც ყოველთვის, ტრადიცია არ დარღვეულა, ძია ოლეგი დივანზე იჯდა, ყავას მიირთმევდა და საინფორმაციოს უყურებდა. დეიდა სამზარეულოში ფუსფუსებდა და საშა ნერვებს უშლიდა. ჩავედი თუ არა, ძია ფეხზე წამოდგა, ჩემკენ დაიძრა და გამიღიმა.
-ღმერთო, რა ლამაზი ხარ! ანგელოზი ხარ, უბრალოდ! ძიას ხმაზე დედა-შვილმაც ჩემკენ გამოიხედეს და არაერთი ლამაზი სიტყვით შემამკეს.
-მადლობა, მაგრამ მთლად ასეთი, ლამაზი არ ვარ! დარცხვენილი თავს ვხრი და თითებს ვაწვალებ. ადგილზე ვცქმუტავ, წასვლა მინდა, ამ უხერხული მომენტიდან თავის დაღწევა მსურს. საშაც ხვდება ჩემს სურვილს და წინ მიდგება.
-მილედი, თქვენის ნებართვით, უნივერსიტეტამდე მიგაცილებთ! რევერანს აკეთებს, ხელს მიწვდის და მეკრიჭება.
-ნუ ცანცარებ, ამხელა კაცი რა! მეც მეცინება და ოჯახის წევრებს ვემსვიდობები. დეიდა თავის წესს არ არღვევს და პირკვარს მსახვას. კიდევ ერთხელ აბარებს ჩემს თავს საშას და მანქანისკენ მივდივართ.
-დღეს, საშინელი დღე მელის.
-გინდა, უნივერსიტეტის მერე სადმე გავიდეთ?
-ხომ არ დაგავიწყდა, ვმუშაობ.
-მაშინ სამუშაოდან რომ გამოხვალ, მერე წავიდეთ სადმე.
-დაღლილი ვიქნები! უაზროდ ვპასუხობ და ჰორიზონტს გავცქერი.
-კარგი რა, თავს რატომ მარიდებ? ამას წუხელმაგ პატარა თავში, ტვინი გადაუნერგეს, თუ რატომ მეჩვენება, რომ ყველაფერი ეჩვენება? თუ, მართლა ვარიდებ თავს?
-არა, რა სისულელეა, არ გარიდებ თავს! ვნახოთ, თუ არ ვიქნები დაღლილი წავიდეთ სადმე. კმაყოფილად ჩაიღიმა და მარცხენა ხელზე მაკოცა. გამაჟრჟოლა...
-ეს...ეს... რა იყო?
-მადლობის ნიშნად. შვებით ამოვისუნთქე და მინას თავი მივადე. მანქანა მალევე ჩერდება და გადმოვდივართ. კარებამდე მაცილებს, თან აყოლებს, რომ ჭკვიანად მოვიქცე და მიღიმის.
-შენ რა, არ აპირებ პირველ დღეს დარჩენას?
-მაშო!
-კარგი რა, მე შენთან ვარ! წამო რა, არ გამიტეხო. თან აქ შენს მეტს არავის ვიცნობ. მიდი რა! ხელი ჩამკიდა და უნივერსიტეტის კარებში შემიძღვა. მაშოს დანახვისთანავე ხელზე მექაჩება და უხერხულად იშმუშნება.
-არც კი გაბედო, მისკენ გახედვა. გაიღიმე და ამაყად იარე! იღიმის მაგრამ, ყველა იტყვის ნაძალადევი ღიმილიაო.
მაშ ასე! მიკროფონში სასიამოვნოდ გამოწყობილი მამაკაცის ხმა ისმის და გაუთავებლად საუბრობს.
-დავიღალე. დავიწუწუნე და მკლავე საშას ჩამოვდე. ისიც არ აყოვნებს და რაფაზე მასკპებს.
-ასე ჯობს! მიღიმის და იმ კაცს უსმენს.
წელს სამი საზღვარგარეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა გვეყოლება. გაცვლით პროგრამაში, ორი გოგო და ერთი ბიჭი მოხვდა. გთხოვთ, მიეგებოთ მათ.ლუდა ნიკულენკო, დავიდ ნადიბაიძე და ანნაბელ დადიანი. საშამ ჩამომასკუპა და მიკროფონისკენ მიბიძგა. ტაშის თანხლებით მივედით, უნივერსიტეტის რექტორთან და გვთხოვს ორიოდე სიტყვა ვთქვათ.
ოთახს თალს ვავლებ და დაძაბულობა მეხსნება, როცა მომღიმარ საშას ვაწყდები.
-გამარჯობათ. მე, ანნნაბელ დადიანი, მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში მოვხვდი. იმედებს არ გაგიცრუებთ და სწავლის მხრივ, თავს არ დავზოგავ. რათა გასახელოთ და ჩემი სამშობლოს საამაყომოხელე გავხდე. ვიღიმი და ადგილს სხვას ვუთმობ. დღმ მხიარულად ჩაიარა. თუ ერთ ინციდენტს არ ჩავთვლით. საერთო ჯამში კმაყოფილი ვიყავი. უნივერსიტეტიდან გამოვედი და სამსახურისკენ ავიღე გეზი. დღმ ისე ჩვეულებრივად ჩაიარა, რავიცი მოვიწყინ. მარკეტიდან გამოსულს საშა არ დამხვდა, გარეთ. მეც 40 ნომერ მანქანას დაველოდე და სახლში წავედი. შიგნით არავინ დამხვდა. მეც ჩემს ოთახს მივაშურე,საწოლზე მოწყვეტით დავეშვი და გადავწყვიტე ყველაფერი ამეწონ-დამეწონა. ზუსტად ამ დროს, კაკუნი გაისმა. კარი გავაღე.
-საღამო მშვიდობისა.-გაშეშებული იდგა, თითქოს არ იცოდა, რა ეთქვა.
-საღამო მშვიდობისა... არ შემოხვალ? შევტავაზე და გამიღიმა.
-ააა... წო, შემოვალ.-განზე გავდექი და ოთახში შემოვუშვი.
-მოხდა რამე?-დამარცვლით ვკითხე.
-დღეს მაშო ნახე ხო?
-კი! დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.
-მერე, რაო?
-მოიცა, შენ რისთვის მოხვედი?
-ახსნა-განმარტებისთვის. რატომ ნახე და რა უთხარით ერთმანეთს.
-ახსნა-განმარებას ჩემგან ელი? რა გეგონა? გეგონა შევარჩენდი რაც იფიქრა? გეგონა ასე მშვიდად დაველოდებოდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები? შენი მაშო ძუკნაა! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ვინც შენს ირგვლივაა ყველა მისნაირია!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent