ცქნაფა თავი - 1 (საცდელი)
29 მაისი , 21:59 სანამ კითხვას დაიწყებთ ,მინდა მანამდე გითხრათ ჩემს შესახებ ორიოდე სიტყვა , როცა რაიმეს კითხვას ვიწყებდი , ძირითად შეთხვევაში , ჩემს ქვეცნობიერში არსებული მე თავის ინდივიდს თავად ქმნიდა ხოლმე ისე , რომ არც დამეკითხებოდა , მიუხედავად იმისა რა დოზით იყო აღწერილი პერსონაჟი "ის " ყოველთვის ახერხებდა ჩემთვის სხვაგვარი ვიზუალური წარმოდგენა შეექმნა . მე მინდა რომ თქვენთანაც მოხდეს თქვენსა და თქვენივე "მე" ს შორის ჭიდილი პერსონაჟის ვიზუალზე ამიტომ გეტყვით რომ მე ვარ : 22წლის ემილია ,მოფერებით ემა ,ემი, ლილია ,ლილუ და უამრავი სახელით ცნობილი , გვარად ლოსაბერიძე ,( იმერელი ვარ ) ვცხოვრობ დედასთან მამასთან და ძმასთან ერთად , მაქვს იდეალური სამხური ,პროფესიით ვარ ბუღალტერი , ბლა ბლა ბლა რაც შეეხება გარეგნობას , დავკონკრეტდები, დანარჩენი თქვენთვის და თქვენი "მე" სთვის მომინდვია - ცხოვრების სტილი? ⁃ თაისუფალი ⁃ ჰობი? ⁃ მუსიკის მოსმენა ⁃ შეხედულებები ? ⁃ დიდხანს შემიძლია ვისაუბრო ⁃ გატაცება ? ⁃ სიჩქარე , სიმაღლე და ზოგადად რაშიც შეიძლება ადრენალინის გამოყოფა ყველაფერი ⁃ დაუცინიხართ? ⁃ გაგიკვირდებათ და უამრავჯერ ⁃ და თავად დაგიცინიათ? ⁃ რომ გითხრათ რომ არასდროს არ დამიჯერებთ ამიტომ პასუხი თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ რას ჩაწერთ . ⁃ სიყვარული? ⁃ ეგ რა არის??? და უბრალოდ ვიღიმი იმის ნიშნად რომ უკვე მომბეძრდა ამ ვითომ მოვალების მიზნით ჩაწერილი ინტერვიუ .იმდენად ამაზრზენად ასვამდა კითხვას ჟურნალისტი რომელიც უბრალო რეპორტაჟს აკეთებდა თინეიჯერებზე რომ ბოლო კოთხვა რომ ეკითხა " რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსნებდიო ", არ გამიკვირდებოდა , მაგრამ ალბათ იმ პატარა , ვითომ მიკროფონს გამოვართმევდი და თავში ვურტყამდი ,არ გეგონოთ რომ მოძალადე ვარ უბრალოდ სტყვას მოჰყვა ⁃ ემი გაიღვიძე დე 9 საათია , დედაჩემი 43 წლის , ნინო დარასელია , ქალი რომელმაც ყველაფერი შემოგვწირა იმისთვის რომ მე და გიოს არაფერი მოგვკლებოდა .პროფესიით პედაგოგი , საკმაოდ მშვიდი , მიუხედავად ყველაფრისა და ძალიან , ძალიან თბილი ადამიანი , იმიტომ არა რომ დედაჩემია მართლა ძალიან კარგი ადამიანია ⁃ ხო დე დადგმულია? -ისე ვიკითხე , არცერთი ნაკვთი არ გამინძრევია ⁃ კი დედი მანდ მოგიტანო თუ ადგები ? ⁃ ავდგები ,ავდგები - უძალიანესად მეძარებოდა მაგრამ.....ავდექი ჯერ აბაზანაში შევტყაპუნდი ნახევრად მძინარე .და მერე იქიდან ისევ ჩემ სამფლობელოში "პროცედურები " ჩავატარე და პირდაპირ სამზარეულოში შევაჭერი , ⁃ როგორ ეძინა მამას გოგოს? ხო მამაჩემი , ცალკე თემაა . იმერელი კაცი , რომელიც თბილისში გადმოსახლდა , აქაურ ცხოვრების წესს ფეხი აუწყო , მაგრამ აუ ამ ქუთეისურ სიმონს და "წეიღე " " მეიტანეს " ვერაფერს ვშველით , მამაჩემზე ვერ ვიტყვი რომ მისი ცხოვრება შემოგვწირა ,მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა , რომ მე შევწირე მთელი ცხოვრება მას ⁃ კარგად მა ,შენც არ გეტობა არაფერი უძილობის თვალი ჩავუკარო და ისევ გავაგრძელე ჩემი საქმე ⁃ გიო სადარის არ მოსულა წუხელ? ვიკითხე და ჭამას გულიანად ვაგრძელებდი ⁃ არა არ მოსულა სანდროსთან დარჩა , სანდროს ბიძია ჩამოდისო თუ "ვიცხა" -სასაცილოდ ჩაილაპარაკა მამაჩემმა ხოო გიო ,ჩემი ძმა ,ჩემი იმედი , სიმშვიდე ,ნეტარება ,სიუვარული ,მეგობარი ჩემი იდეალია და იმაის გამო შემიძლია ყველა ძეციურ ძალას ყოველ დღე ვუხადო მადლობა რომ მომცა საშუალება და მისი სახით მაჩუქა უანგარო და უზღვავი ბედნიერება , სანდრო მისი ძმაკაცია სკოლიდან ერთად მოდიან ეგეც ჩემიძმაა რააა ⁃ რამდენი გაქ დე ? ⁃ კარგია არ იჯავრო ,წავალ გავემზადები თეფში ნიჟარაში ჩავდე და ჩემ ოთახში წავედი , (თეფში რადგან არ გავრეცხე ზარმაცი არ გეგონოთ ) შავი მოკლე შარვალი თეთრი მაისური და რათქმაუნდა All STAR კედები ჩავიცვი , მეზობლები კონვერსას მეძახინ , უბრალოდ ძალიან მარტივად არ შემიძლია მათ გარეშე , გზას გავუყევი სამსახური არც ისე ახლოს იყო , მაგრამ ჩემი ფეხით სიარულისადმი სიყვარული , და ამასთანავე ჩემი კომფორტული ფეხსაცმელი საშუალებას მაძლევდა ფეხით სასიამოვნოდ განმევლო ის მანძილი რაც ეშმაკის მოგონილი მანქანით უნდა დეფარა , (ეშმაკის მოგონილში სამარშუტო ტაქსებს ვთლი , ზოგადად მანქამები არ იგულისოთ სამსახურში მივედი , სტანდარტული მისალმებით შემოვიფარგლე და მუშაობას შვუდექი ,ჩემი სამუშაო გრაფიკი 11 საათიდან 3-4 საათამდე განისაზღვრებოდა ,ხომ გითხარით იდეალური საამსაური მაქთქო. 13:30 ⁃ დე რას შვები ? ⁃ არაფერს დე ვმუშაობ ⁃ გაიკეთე? ⁃ კი . წავედი სუშაო მაქვს გკოცნი დედასთან საუბარი როგორც კი დავასრულე საპირფარეშოში გავედი და ჩემი ზემოთ ხსენებული "პროცედურები " ჩავიტარე და ისევ განვაგრძე მუშაობა . სახლში ისევ ფეხით ვბრუნდებოდი , რომ უცებ თურმე ჩემი ძმის მანქანა მომიახლოვდა ⁃ ეე სად მიხვალ ემი? ⁃ არ მოგენატრა შენი ეული და?-სასაცილოდ დავეჭყანე და ჩავეხუტე ⁃ სულელო , მართლა მომენატრე სახლში მოხვალ ? ⁃ ხო გიო აბა სად უნდა წავიდე ? ⁃ მიდი დაჯექი და ავიდეთ , გინდა დაჯდები? გასაღწბი ორი თითით გამომიწოდა და სიხარულისგან უცებ გამოვსტაცე ხელიდან ⁃ უუუ წავედით ,მანქანის გასაღები გადავატრიალე თუ არა გაზს მივაჭირე . სიჩქარე ჩემთვის ? სიჩქარეს ჩემთვის იმაზე მეტი სიამოვნება მოაქვს ვიდრე ოდესმე რომელიმე თქვენგანი წარმოიდგენთ , მუსიკებს ავუწიე და ვეცადე მაქსიმალური სიჩქარე ამეკრიბა ⁃ ემა მარტო არ ვართ , ბუნდოვნად მესმოდა ხმა არ გამიგონია რა მითხრა და ბედნიერი მხოლოდ გზას გავყურებდი ⁃ ემაა ნელა გაგიჯდა ადამიანი -მუსიკას დაუწია თუ არა მხოლოდ მერე მივხვდი , რომ მარტო მე და გიო არ ვიყავით ,სიჩქარე შევანელე , მანქანა გვერდზე მივაყენე და უკანა სავარძელზე მჯდომს გავხედე : პირველად დავინახე ასეთი ფერი ადამიანის სახეზე . გაოცებული მიყურებდა , ვერ ხსნიდა და ვერც მე ვხსნიდი რა ხდებოდა , ერთი კარგი რეჟისორი ,გვჭირდებოდა , კადრის ცოტა ოდენი შენელება და მინიმუმ ოსკარი ჩვენი იყო , მოდი კადრი გავაშეშოთ და მანამდე გეტყვით ვინ დამხვდა უკან სავარძელზე : შავი თმა .რომელიც იმდენად დაბალზე ჰქონდა რომ კანის სითეთრე აქა იქ ჭარბობდა ,შავი თვალები , რომ ვერ გაარჩევდი სად მიგაქანებდა, ალბათ უფსკრულში ,ხო უფსკრულივით შავი ძირი რომ არ უჩანს და არ იცი იქ რა გელოდება , იმდენად მკვეთრი იყო სიშავე სხვას ვერაფერს შევადრებ . წამწამები? ლამის ვკითხე რა ტუშს ხმარობთქო და ბოლოს ,ტუჩები , რომელმაც ფურორი მოახდინა , კომატოზური მდგომარეობის გარანატი ვიქნები რომ დაგენახათ . ერთ მომემტში ეჭვიც კი შემეპარა ეს ადამიანი იყო კი სართოდ ადამიანი ? თუ რომელიმე ფილმის პერსონაჟია ძალიან სიმპატიურები რომ ყავთ ხოლმე და შორიდან ვეტრფით ⁃ ვაახ ჩემი კარგი მოვტ.... საღოლ იმენაა ჩვეულებრივად ჩამასვრევიე 26 წლის კაცს - გაოცებულ სახის მიმიკებით მესაუბრება ადამიანი რომელიც არვიცი ვინარი და პირველი სიტყვა გამარჯობის მაგივრად შეგინება თქვა .მიუხედავად გაბრაზებისა (ვერ ვიტან ბილწსიტყვაობას ) თვალს ვერ ვაშორებ ხალხო , არვიცი რა ჯანდაბა მჭირს , მგონი კადრი კიდე დასტოპებული გვაქვს , უცებ აზრზე გიოს ხმამ მომიყვანა ⁃ ემა ხო კარგად ხარ? ⁃ კიი კარგად ... ⁃ გადმოდი დამსვი სახლში ავიდეთ ⁃ არა კარგად ვარ , რა საჭიროა ვიქნები ⁃ გადმოდი რა ემი ხოიცი არ.... ⁃ გიორგი ! მართლა კარგად ვარ . თალები ისე დავუქაჩე სიტყვა არ დავასრულებე ⁃ აუ რა იტოკში გულს მიხეთქავ ხოლმე ,ნელ ნელა ვრწმუნდები შენი მანქანის ყიდვის შანსი არაა ⁃ რა მანქანა ტოო , ამას რო მისი მანქანა ყავდეს იფრენს , აა ხო მე ერეკლე ვარ სანდროს ბიძა ⁃ ემილია -ნაზას ვუთხარი და გამოწეულ ხელზე ხელი ჩამოვართვი ლამის დავადნი ვითარცა სანთელი ეს ხუმრობით უბრალოდ სხვა შედარება არ მოუხდებოდა მის გრძელ თხელ თითებს რომელიც ძალიან მოვლილი ჩანდა ( პივრლი ჩემი დაკვირვების საგანი ფრჩხილებია ხოლმე და ამიტომ დავკონკრეტდები ) ⁃ ვახ რა გავითიშე ტოო -გამოერკვა გიო - ეკე ეს ემია , ჩემი ემი (ისე საყვარალად გამოუვიდა გიოს ჩემი წარდგენა ლამის ცრემელბი გადმოვყარე ) ,ეს კიდე ერეკლეა სანდროს ბიძა ⁃ წავედით ხო? უპასუხოდ დავტოვე და ძრავი ჩავრთე ⁃ წავედით და არ ფრენა -თითქოს იხუმრაო გზაში ჩემთვის უცხო თემებე საუბრობდნენ რომ უცებ ტელეფონზე ზარი გაისმა , დედაჩემი იყო , გიოს ვთხოვე აეღო და ხმოვანი ჩართო ⁃ ხო დედი ? ⁃ ემა როგორ ხარ დე გაიკეთე ? აი აქ ჩემი ნერვები ვეღარ გაქაჩავდა ტელეფონი გამოვგლიჯე ხელიდან გიორგის და გავთიშე ,თვალებით ვანიშნე გიორგის ან შეტყობინება გაეგზავნა ან კიდე საერთოდ გაეთიშა ტელეფონი . ერეკლე ამ დროს გაოცებული სახით მიყურებდა და ვერ გაეგო რა ხდებოდა , მაგარამ პრინციპში არც იყო საჭირო გაეგო ⁃ ემი სანდროსთან ააჭერი რა ერეკლე დავტოვოთ ,თანხმოის ნიშნად მხოლოდ ბეჭი ავწიე და გზას გავუყევით , მთელი გზა ამ ბიჭს ენა არ გაუჩერებია , რკაცებს რომ კითხოთ ქალები ჭორიკნებ ვართ , რეალურად კიდე თემა არ დატოვეს რომ არ განეხილათ ,იმდენ ი ილაპარაკა თავი გასკდომას მქონდა ,მაგრამ არც ის გამომპარვია როგორ აპარებდა თვალს სარკეში და ჩემს მიმიკებს აკვირდებოდა ვიცინოდი თუ არა მის ხუმრობებზე ,მიუხედავად იმისა რომ მართლა ძაან სასაცილო ამბებს ყვებოდა არ ვიცინოდი ,არვიცი რატო ამოვიჩემე ეს ბიჭი არადა მის სიცილს ჭკუიდან გადავყავდი ისე უხდებოდა ⁃ მივედით - ვთქვი და გიოს გავხედე რომ მანქანიდან გადასულიყო ,ორ კარიანი იყო მანქანა და ამიტომ მოუწევდა გადასვლა რომ ვაჟბატონი გამოგვეშვა ⁃ აუ გთხოვ ემუ გადადი რა ისეთი დაღლილო ვარ ფეხზე ვერ ვდგები -სასაცილოდ დამემანჭა გიორგი და იძულებული გავხდი მანქანის კარი გამეღო ,სავარძელი გადმოვწიე და გზა დავუთმე ვაჟბატონს ,და ამან რა გააკეტა იმის ნაცლად რომ ეჩქარა გადმოსვლა და უხერხულში ყოფილიყო ლაი ლაი გამიბა გიორგისთან ,მისი ფიზიკური მდგომარეობა მეტყველბედა რომ გადმოსვლას აპირებდა , მაგრამ ადგილიდან არ იძროდა , სადაც იყო ჩემი მოთნიების ფილიდან გადმოიღვრებოდა ჩემი მოთმინება რომ უცებ კეთილი ინება და გადმოვიდა .ნეთა არ გადმოსულიყო , ჩემზე ორი თავით მაღალი ‘’ ტიპი ‘’ გიოს დაემშვიდობა და ჩასაჯდომად ვემზადებოდი რომ გამომხედა თვალი ჩამიკრა , მომაკვდინებელი ღიმილით გამიღმა და მხოლოდ სამი სიტყვა მომაძახა - ნელა იარე ცქნაფ . მოგესალმებთ ყველას, ეს ჩემი პირველი ისტორიის პირველი თავია , ძალიან ვნერვიულობ , ვიცი ბევრი შეცდომები მაქვს , დარწმუნებული არ ვარ გავაგრძელო თუ არა წერა , როცა პირველი ისტორია წავიკითხე მას შემდეგ ფიქრობ გავბედო და დავიწყო წერა თუ არა , არ მაქვს იმის ამბიცია რომ აქ რამე სტატუსით ვიყო , უბრალოდ მინდა სასიამოვნო ისტორიები თქვენც გაგიძიაროთ, ძალიან მაინტერესბს თქვენი მოსაზრება , თუკი მიღცევთ რომ გავაგრძელო ისტორია გავაგრძელებ . <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.