იისფერი სიყვარული +18 #9
- მე ხომ გეუბნებოდი, მანდ რაღაცაშია მეთქი საქმე, შენ კიდე არ მიჯერებდი - კმაყოფილი ხმით ამოილაპარაკა ლილემ და ჩანგალი ნამცხვარს ჩაარჭო - ახლა იმას ვერ ვხვდები, უფრო ცუდად უნდა ვიყო თუ უფრო კარგად? - მობეზრებულმა ამოილაპარაკა ლილემ და მზერა ვიტრინიდან ხალხს გაუსწორა - არაფერი მანდ გაუგებარი არ არის, დემემ ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ შენ გული არ გტკენოდა. თანაც ხომ გაიგე ჯერ საბოლოოდ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ახლა უბრალოდ ბავშვზე უნდა იფიქრო და სისულელეებს მოეშვა. თანაც ვინ იცის შეიძლება მალე დასრულდეს ყველაფერი - უდარდელად ჩაილაპარაკა ლილემ - აი მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ გული მტკივა რომ ამ ყველაფრის გამო მოხდა ეს. ანუ არ ვიცი, ვერ გიხსნი რაა, ისე გამოვიდა რომ გაცვალა ბედნიერება ოჯახის გამო თუ რაღაც ასეთი - მინაბული თვალებით ჩაილაპარაკა და მზერა მოჭუტა - კარგი რა, მასაც გაუგე. ის მისი ოჯახია, ოჯახი კიდე შენი განუყოფელი ნაწილია. ახლა შენ გგონია დემეტრეს არ უყვარხარ? უბრალოდ ასე გამოვიდა. ნუ ხომ იცი კაცები და თანაც დემეტრე ცოტა სხვანაირად ფიქრობს რაღაცებს, რას იზამ. მთავარია იცი, რომ არც უღალატია, არც გადაუყვარდი და საერთოდ უფრო დასაფასებელი რამისთვის დაგშორდა, პარადოქსია მაგრამ ფაქტია - ლილე მაინც ცდილობდა თავისას. - არ ვიცი ლილე, უკვე დავიღალე ამდენი ფიქრისგან. რაც იქნება და როგორც იქნება მოდი ისე იყოს. ხვალიდან სამსახურშიც გავალ ჩვეულებრივად. ძალიან დავიღალე რა მართლა. - გულწრფელად ჩაილაპარაკა - აი ასე. მაგის მოსმენა მინდოდა. უბრალოდ გთხოვ ამ ბავშვს შეეშვი და სისულელე არ გააკეთო კარგი? მე დაგეხმარები, თუ გინდა შენთან გადმოვალ საცხოვრებლად და ყველანაირად დაგეხმარები, ეკამაც ხომ გითხრა არა? - მუდარის ტონი შესძენოდა მის ხმას - ეს ის სიტუაციაა ელტონ ჯონი და მისი პარტნიორი ოღონდ შემობრუნებულ ვარიანტში არა? - ორივეს გაეცინა - კარგი კარგი, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი მაგრამ მართალი იყავი, ცხელ გულზე არ უნდა მიიღო გადაწყვეტილება - ხოდა ასე! აი ასეთი მომწონხარ უკვე! არა კი არ მომწონხარ ასეთ კესოზე ვაფრენ მე - ხელები ცაში ააფრიალა და შემდეგ მზერა უცბად გადაიტანა - მოიცადე, შეხედე ამას, ეს ნინუცა არარის? - ვინ ნინუცა? - დაიბნა კესო და თავის აქეთ-იქით ქეცქეცს მოჰყვა - რა ვინ ნინუცა გოგო, ჩვენი კლასელი ნინუცა ავალიანი, შეხედე ერთი რა მანქანიდან გადმოვიდა, რა ვიდზეა ნახე რაა. მემგონი აქეთ მოდის - ორივემ მზერა კარებისკენ გადაიტანა და შემომავალი სილუეტი უფრო კარგად აათვალიერეს - აუ მართლა მაგარ ვიდზეა, ნეტა თუ გვიცნობს ერთი? - ჩაილაპარაკა თუ არა მათმა ობიექტმა თავი პირდაპირ შემოატრიალა და გაოცებულმა წარბები მხიარულად ასწია, შემდეგ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა - ამათ ვის ვხედავ ჰაა? - მხიარულად წამოიძახა და ორივე გემრიელად გადაკოცნა - აი დამთხვევა მესმის რაა, ზუსტად მაშინ თან როცა თქვენზე ვფიქრობდი. როგორ ხართ? - აშკარად ეტყობოდა, რომ მხიარული ადამიანი იყო და გოგოების მიმართაც სიმპატიებით იყო განწყობილი. პრინციპში ნინუცა მათთან ყოველთვის მეგობრობდა, მერე უბრალოდ მეგობრობა კარგ ახლობლობაში გადავიდა და ბოლოს ნინუცა საქართველოს ფარგლებსაც გასცდა ისე, რომ თავისი ცხოვრებაც იქით აიწყო. - გოგო მე მეგონა რომ მომეჩვენე, რა მაგარ ვიდზე ხარ ან როდის ჩამოხვედი საერთოდ? მე შენ ბელგიაში მგონიხარ და შენ თურმე შუა რუსთაველზე არ დაგულაობ? - გაეცინა ლილეს და კომფორტულად მოთავსდა დივანზე. - ორი კვირის წინ ჩამოვედი, ხო იცი სანამ სანათესაოს მოივლი და სანამ ყველა გამოგიტირებს და აბა როგორ მომენატრეო, დრო გადის რა. არადა გეფიცები ამასწინათ ვფიქრობდი ზუსტად თქვენ ორზე, რომ ჩავალ უეჭველი ვნახავ გოგოებს მეთქი და უცბად ასე დაუგეგმავად არ გნახეთ? ძალიან მომენატრეთ მართლა - მხიარულად ამოილაპარაკა და ორივეს სიყვარულით სავსე მზერა მოავლო - მოყევი აბა როგორ მიდის საქმეები, რა ხდება შენსკენ ახალი ან რამდენი ხნით ხარ აქ? - ნინუცას მხიარულება გადაედო კესოსაც და მეგობრებს ლაპარაკში აყვა - არ ვიცი რამდენი ხნით ვარ აქ, რაღაც ბიზნესი დავიწყე და მოკლედ მინდა რომ ფილიალი აქეთკენ გავხსნა, ხოდა ახლა ძალიან ძალიან მეჩქარება. თან მართლა გამიხარდა თქვენი ნახვა. მოკლედ გუშინაც ვფიქრობდი იქნებ რამდენიმე კლასელი შევიკრიბოთ მეთქი ვინც აქ ვართ და გავიხსენებდით ძველ დროს. - ჩაილაპარაკა დ ორივეს გამომცდელი მზერით გადახედა - აუ ძაან კაი იდეაა, ისევ შენი ჩამოსვლა თუ გაგვაერთიანებს თორე ეს ძაან ბიზნესმენები და ბიზნესვუმენები ვერ იცლიან - გაეცინა ლილეს - ხოდა ჩემს მეგობარს აქვს ძალიან მაგარი ლაუნჯი რა, ''ატვეჩაი'' ვარ ხვალისთვის ყველას შევკრებ, ხვალ საღამოს შევიკრიბოთ, გავიხსენოთ ბავშვობა, მოვყვეთ ყველაფერი და მოკლედ რა ჩვენებურად გავერთოთ. ახლა წავედი, უი ნომრები მითხარით და დაგირეკავთ, მეჩქარება და ხვალ გნახავთ აუცილებლად - ნომრები საჩქაროდ ჩაიწერა, ისევ გადაკოცნა გოგოები, უცბად აიღო დახლიდან შეკვეთა და სასწრაფოდ გავიდა. თან სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა გოგოებს ეკრიჭებოდა და ხელს უქნევდა. - საერთოდ არ შეცვლილა რაა, ძაან კაი ტიპია - ამოილაპარაკა კესომ და სახით მუჭს დაეყრდნო - კი სასწაული პოზიტივია. * დემეტრე * რამდენი დღეა უკვე კესო არ უნახავს. ისიც არ იცის რას აკეთებს და როგორაა, ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს რაღაც ამოაგლიჯეს და ახლა სიმსუბუქეს და სიცარიელეს გრძნობს. რამდენჯერმე შორიდან სპეციალურად შეათვალიერა და გული უფრო და უფრო აეწურა საყვარელი ქალის დანახვისას, თითქოს ის ხალისიანი და ლაღი კესო, სადღაც გამქრალიყო და ახლა მხოლოდ სიბნელით მოცული, წელში მოხრილი და დაჩაჩანაკებული ადამიანი დარჩენილიყო. ყველაზე მეტად იმას განიცდის, რომ გული ატკინა და ნორმალურად ვერც აუხსნა მიზეზი. ხან ბრაზი ერევა მშობლებზე და ხან ფიქრობს, იქნებ სჯობდა გაეწირა მაგრამ ეს ფიქრები მაშინვე ეფანტება, როგორც კი მის დას წარმოიდგენს, დედას და მათ შორის კესოსაც, რომელიც დემეტრეს არაკაცობით მთლიანად შეიცვლებოდა. არა! ყველაფერი სწორად გააკეთა, უბრალოდ ასე მოხდა. ერთადერთი უნდა, რომ რამე ხელჩასაჭიდი ნახოს, იქნებ იმ გოგოსთან ურთიერთობა დაეხმაროს, ხანდახან ჰგონია, რომ ჭკუიდან შეიშლება. მეგობრების და ოჯახის წევრების ახირებული თხოვნით, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. მანქანა კლუბთან ახლოს გააჩერა და ფეხით აუყვა კიბეებს. ძმაკაცის შეძახილებმა და მათმა ნახვამ ერთიანად მოადუნა და რაღაც ძველებური გრძნობები გაუღვიძეს. - რაზე ფიქრობ ეე - ხელი აუფრიალა ერთ-ერთა ცხვირწინ და დემეტრეც მაშინვე მოვიდა გონს. - აუ რავი ძაან დავიღალე და მემგონი სასმელმაც მაგრად მომთენთა - პუფზე გემრიელად მოკალათდა და თავი გვერდზე გადააგდო - შენ გელაპარაკებით სხვათაშორის, რას აპირებ თქო? - მობეზრებულად ჰკითხა აკომ და ლუდის ბოთლი მოიყუდა - აუ არ ვიცი ბიჭო რა ვქნა არ ვიცი და რა გითხრა? ფაქტია რომ გასაკეთებელი გავაკეთე და არც მე და კესო აღარ ვართ ერთად - გაღიზიანებულმა ამოიგმინა და ჭიქას დასტაცა ხელი - ხოდა მაგას გეუბნებით შე*ემა, რო რაღაცა უნდა მოვიფიქროთ. სისულელეა ახლა რასაც შენ აკეთებ, რატო პროსტა ამიხსენი აბა? სხვა გიყვარს და ბაზარი არაა ოჯახი ოჯახია და გინდა დაეხმარო მარა მაგ გოგოსთან როდემდე იქნები? - ამჯერად დაიწყო თორნიკემ და მზერა გაუსწორა - ნუ რა ვქნა მოვიყვან ცოლად და მერე ისეთ პირობებს შევუქმნი, რომ ადგეს და გამშორდეს - აუ კაი რა სისულელეს ამბობ აზრზე მაინც ხარ? რა ისეთ პირობებს შეუქმნი, მაგ გოგოს ვაბშე უნდა შენი ცოლობა? - გაცხარებლი იყო თორნიკე - არა არ უნდა, ეგ გოგო ცოტა ნორმალურია რა, მამამისისგან განსხვავებით მარა ბიჭო ეს მამამისია რაღაც სატანა რა, ჰკიდია ტიპს ყველაფერი ლიჟბი თავისი გაისწოროს, ან რავი რამე ნორმალური მოეთხოვა ეს გოგოს გათხოვება რად უნდა, მაგასაც ხო ფანტაზია უნდა არა? ეთქვა მე გადმომიფორმე შენი ბიზნესი ან რამეო მარა აესეთი ^ლეა. - ეგ გოგო რო დაელაპარაკოს მამამისს არა? - ამჯერად აკო ჩაერთო ლაპარაკში - შენ ბიჭო მისმენ რასაც ვამბობ? ჰკიდია მეთქი ამ მამამისს ყველაფერი, მაგ გოგოს კიდე მასე კი არ ვიცნობ. ჯერ ნორმალურად არც შევხვედრილვარ, ვნახავ დაველაპარაკები გავიგებ ვინარი და რა შეიძლება გავაკეთო, იქნებ ვაბშე თვითონ აქვს რამე გეგმა. - ფიქრისგან გადამწვარი იყო და როდესაც კარებში შემომავალი კესო დაინახა, თავიდან ეგონა რომ მოეჩვენა, ხელები სახეზე მოისვა და კიდევ ერთხელ კარგად დააკვირდა. არა ნამდვილად კესო იყო ლილესთან ერთად. კლუბის განათებაშიც და ხალხში მაინც კარგად ჩანდა მისი სახე. რამდენიმე კაციან მაგიდასთან მივიდა, ყველა სათითაოდ გადაკოცნა, გადაეხვია და პუფში ჩაჯდა. საყვარელი ქალის ნახვამ, მთლიანად აუშალა გრძნობები და ემოციები, მითუმეტეს იმდენად ლამაზი იყო. ადრე თითქოს ასეთად არ ეჩვენებოდა, უფროსწორად ეჩვენებოდა მაგრამ დღეს რაღაც განსაკუთრებულად სხვანაირი იყო, თითქოს სევდა და მოწყენა რაღაცნაირად გამჯდარიყო და მის სილამაზეს უფრო მედიდურობას ჰმატებდა. კარგად ხედავდა, რომ სხვებისგან განსხვავებით ის არც სასმელს სვამდა და არც ეწეოდა, რაღაც ცალკე პლანეტაზე იყო თითქოს. ცალყბიანი ღიმილით პასუხობდა ყველას და დროდადრო ლილეს უკმაყოფილო სახესაც ხედავდა. როგორც კი კესო დაიგულა, რომელიც აშკარად საპირფარეშოში მიდიოდა, მაშინვე აეკიდა უკან ქურდივით და მაქსიმალურად შეუმჩნევლად გაიარა ის ადგილი, სადაც კესო იჯდა. წყურვილი და მონატრება მთლიანად მოედო დემეტრეს სხეულს და ნელ-ნელა ლიბრი ეკვრებოდა თვალთან. კესომ ფრთხილად შეაღო საპირფარეშოს კარები და სანამ მოხურავდა დემეტრეც ჯაშუშივით სწრაფი ნაბიჯებით შევიდა, კარები უცბად გადაკეტა და ახლად მობრუნებულ, გაოცებულ კესოს პირდაპირ ტუჩებზე დაეძგერა ცხოველივით. მომენტალურად მოჰყვა კესოს წამოკვნესება, სავარაუდოდ გაოცებისგან და დემეტრე უფრო და უფრო მომთხოვნი გახდა. კესოს კი ეგონა, რომ რაღაც გაურკვეველ სიზმარში აღმოჩნდა და ყველაფერი ეჩვენებოდა, კოცნაში აჰყვა და სახეზე ნელა ჩამოუსვა ხელი, დასარწმუნებლად რომ ნამდვილად რაღაც ილუზია იყო. ქალის ტუჩებიდან, ნელ ნელა ყელთან ჩავიდა და როგორც კი მისი ჩვეული გემო შეიგრძნო მაშინვე მოეგო გონს, ტუჩები ყელთან გააჩერა და ნელ-ნელა აუყვა ლოყის გავლით საფეთქელამდე. თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა კესომ და რეალობა როგორც კი აღიქვა მაშინვე ჩუმი და მწარე ცრემლები ჩამოუვიდა სახეზე. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და თვალის რამდენიმე დახამხამების შემდეგ გამომცდელად დააკვირდა მამაკაცს. დემეტრე ისევ მიიწია მასთან ახლოს და ნელა აუყვა ხელის ზურგით ლოყას, შემდეგ კი ყელს და სველი და მწვავე კოცნა დაუტოვა ტუჩის კუთხეში. - მითხარი, რომ შენც ისე მოგენატრე როგორც მე - ჩუმად, თითქმის გაუგებრად ჩაიჩურჩულა და შუბლი მის შუბლს მიაკრო. - მენატრები - ამოიჩურჩულა მის მაისურზე ჩაბღაუჭებულმა და თავი კიდევ უფრო ქვემოთ დახარა, შეკავებული ცრემლები ობლად ჩამოცვივდნენ სახეზე და იატაკზე ისე დაეცნენ, თითქოს ხმა ჰქონოდათ. ყოველ შემთხვევაში კესომ იგრძნო. მძიმე ოხვრითა და სუნთქვით მოშორდა ქალის სხეულს და თავი გადააქნია. უცბად იგრძნო, რომ სისულელეს აკეთებდა და ამ ყველაფრით ისევ ქალი დაზარალდებოდა. ბოლოს და ბოლოს თვითონ დაშორდა და ახლა ისევ თვითონ აქეზებს. - მითხარი რატომ? - ამოიგმინა კესომ და დემეტრემაც თვალები უმალ ჭყიტა. - რა რატომ კესო? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და კედელს ზურგით მიეყრდნო - რატომ აკეთებ ამას? ჯერ მოდიხარ და გაურკვევლად მშორდები, შემდეგ საიდანღაც ჩნდები და საპირფარეშოში მივარდები, თან მკოცნი. მითხარი რატომ აკეთებ ამას? - გაღიზიანებულმა ამოილაპარაკა და მუჭით ცრემლი მოიწმინდა - კესო როგორ მინდა აგიხსნა და გესმოდეს, მაგრამ არ შემიძლია - ნაღვლიანად გადააგდო თავი გვერდზე და ისე მიაჩერდა ქალს, თითქოს მართლა ვერ გაიგებდა მის ნათქვამს. - თუ გინდა მე დაგეხმარები - ირონიულად წაისისინა კესომ - რა გირჩევნია შენს ნაძალადევ ქორწინებაზე ვისაუბროთ? ოჰ, იქნებ სულაც არარის ნაძალადევი? მითხარი დემეტრე, თამამად თამამად, ნუ გეშინია მე ყველაფერი ვიცი - ხმამაღლა მიახალა სათქმელი, ნათლად დააფიქსირა დემეტრეს სახის გაფართოება და მიმიკების ცვლა. - შენ ვინ გითხრა ეგ? - გაღიზიანებულმა ამოილაპარაკა და გამომცდელად დააკვირდა - არ აქვს მნიშვნელობა ვინ მითხრა, მთავარი ის არის, რომ შენ არ გითქვამს და ჩათვალე, რომ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ შენი გადასაწყვეტი იყო - გეკითხები და მითხარი ვინ გითხრა? - გაღიზიანებულმა და წყობიდან გამოსულმა ამოიგმინა და მუშტი მომენტალურად შეკრა - არ აქვს მაგას მნიშვნელობა. მთავარია რომ გავიგე და იცი რა? რომც გითხრა ვინ მითხრა, ვერაფერს ვერ დაუშავებ მაგ ადამიანს და ტყუილად ნუ კრავ მაგ მუშტებს, კაი მებრძოლი ყარაჩოღელივით - გველივით წაისისინა ისევ, დემეტრე დაღლილი უცბად მოეშვა და მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა კესოსთან ლაპარაკს - აი ხომ ხედავ ახლაც არ გესმის - ისე ამოთქვა, არც შეუხედავს და თავი ზემოთ აღაპყრო - არ მესმის? ბოდიში თუ არ მესმის. იცი შენი პრობლემა რა არის? ყოველთვის გეგონა, რომ ყველაფერი შენს გარშემო ტრიალებდა, როდესაც ურთიერთობა დავიწყეთ, არც გიკითხავს ჩემთვის მინდოდა თუ არა ეს ურთიერთობა, შენ ჩათვალე, რომ უკვე ერთად ვიყავით. მერე როდესაც მართლა ერთად ვიყავით, არასდროს არ გამოგივლენია გრძნობები, ყოველთვის შენი სცენარით მიდიოდა ჩვენი ურთიერთობა, აი ბოლოს როცა მართლა მეგონა, რომ შეიცვალა ყველაფერი, რომ შენც გიყვარდი და მართლა ისე იქცეოდი, როგორც უნდა მოქცეულიყავი, ზუსტად ბოლოს გამიცრუვდა იმედი, იმედი იმით კი არ გამიცრუვდა, რომ ეს ამბავი მოხდა და სხვა მოგყავს, არა უბრალოდ ასე შენით რომ გადაწყვიტე ჩვენი ურთიერთობა და შენით რომ დაასრულე, ისე თითქოს მხოლოდ შენი ყოფილიყო. მე არც ამიხსენი რა ხდებოდა, აზრი არც მკითხე, არ ვიყავი იმის ღირსი რომ სიმართლე მცოდნოდა როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო? მაგრამ არა, შენ ისევ პირველ საფეხურს დაუბრუნდი. აი ეს არ მესმის დემეტრე, თორემ ის რომ შეიძლება სხვა მოიყვანო ან სხვა შეგყვარებოდა ეს პრობლემა არ იქნებოდა. - ცრემლიანი და ხმა ჩახლეჩილი ლაპარაკობდა, დემეტრე კი უსმენდა დამნაშავესავით. - მე შენ ყოველთვის მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ, ეს იცი შენ კესო - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა - არაა, - ჩაეცინა კესოს ირონიულად - შენ სიყვარული არ იცი რა არის. შენ უბრალოდ გათამამებული ადამიანი ხარ, რომელიც ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს. შენ მე რომ გყვარებოდი, ასე არ მომექცეოდი და სულ მცირე სიმართლეს მაინც მეტყოდი მაგრამ შენ ხომ ყველაფერს შენით წყვეტ. იცი რა? დღევანდელ დღემდე მეგონა, რომ მართლა რაღაც გრძნობა გვქონდა მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს უბრალოდ ვნება იყო. ბედნიერებას გისურვებ დემეტრე და აი ასე, დღეს მე ვხურავ ჩვენს რომანს. - ჩაიქირქილა გაღიზიანებულმა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. ______ წინა თავმა რაღაც იმედები გამიცრუვა, რადგან საკმაოდ ბევრი ნახვა ჰქონდა და თითქმის არავინ არაფერს წერდა, რა თქმა უნდა თქვენ რასაც წერთ ჩემთვის მნიშვნელოვანია და სტიმულია, რომ გავითვალისწინო ყველაფერი, ასე რომ გთხოვთ უბრალოდ თუ კიდევ ვინმე ხართ მკითხველი გამოჩნდით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.