ჩემი მწვანეთვალება(საცდელი)
ბავშვობაში ყველასაგან განსხვავებული ბავშვი ვიყავი,თინეიჯერობის პერიოდშიც.და წარმოიდგინეთ ახლაც განსხვავებული პიროვნება ვარ. სახელიც კი განსხვავებული მაქვს ვილამეთი მქვია ბავშვთა სახლში გავიზარდე და როგორც მითხრეს როცა დამტოვეს მხოლოდ სახელი უთხრეს “ვილამეთი“ არ იყო ბავშვთა სახლი ისეთი როგორადაც ფილმებსა თუ წიგნებში აღწერენ,ან შეიძლება მე არ ვიყავი ასეთ პირობებში. არაჩვეულებრივი აღმზრდელები მყავდა და არაჩვეულებრივ ოჯახში მოვხვდი რომელთა დამსახურებაცაა რომ დღეს წარმატებული გოგონა ვარ.ყველანაირად შემიწყეს ხელი. იქ ბევრი მეგობარი არ მყავდა.ყველასთან მქონდა ურთიერთობა ყველას ვიცნობდი მაგრამ გამორჩეულად არცერთი არ მიყვარდა. არ მჯეროდა სიყვარულის.ეს გრძნობა სრულიად უცნობი იყო ჩემთვის,ეს იყო გამოგონილი ზღაპარი რომ წყვილებს ბედნიერი დასასრული ყოველთვის ქონდათ და ყოველთვის პოულობდნენ თავიანთ მეორე ნახევარს... 15 წელი რო შემისრულდა ერთმა მდიდარმა წყვილმა მიშვილა რომელთაც დიდიხანია შვილი არ ჰყავდათ არ იყვნენ ისეთი ხალხი რომელმებიც ყველაფერს აუკრძალავდნენ შვილს და ისე მოქცევას თხოვდნენ როგორც საჭიროა,მთავარი ის იყო რომ ვიყავი ზრდილობიანი კულტურული და ჭკვიანი.მიკვირდა რატომ არ აიყვანეს პატარა რამოდენიმე თვის გოგონა,ისინი ხომ ნახავდნენ მის პირველ ნაბიჯებს,პირველს სიტყვას გაიგონებდნენ,ლექსებს ასწავლიდნენ,პირველი დღე ბაღში,სკოლაში.მოისმენდნენ მის ჭირვეულობას გარდატეხის ასაკში...მათ კი მე ამიყვანეს.15წლის გოგო რომელსაც თითქმის ყველაფერი აქვს გავლილი და საშინელი დამოკიდებულებააქვს ცხოვრების მიმართ... “დედას“ ქეთი ერქვა “მამას“ კი ბექა ისე მალე შევედი მათთან კონტაქტში რომ მართლა დედ-მამად მივიჩნევდი. ქეთი ნამდვილი დაქალივით მყავდა,ყველაფერს ვუყვებოდი და არაფერს ვუმალავდი,ბექას კი ისეთი თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს მიმართ რომ ძალიან მალევე შემიყვარდა. მათ მიუძღვით დიდი წვლილი ჩემს წარმატებასა და ცოდნაში.ისინი რომ არა ამდენს ალბათ ვერ მივაღწევდი. 20წლის რომ გავხდი გავიგეთ რომ ქეთი ორსულად იყო.მათთვის ეს ღვთის სასწაული იყო რომ 15 წლის შემდეგ ეყოლებოდათ თავიანთი სიყვარულის ნაყოფი ისეთი სიყვარულის და ისეთი გრძნობის რომელიც ძალზედ იშვიათობაა და მხოლოდ განსაკუთრებულებს ეწვევა. არ ჰქონდა ჯუჯღუნა ფეხმძიმობაძალიან საყვარელი იყო.გაპუტკუნებულიყო და დაბაჯბაჯებდა პატარა ბავშვივით.მე და ბექა თავს ვევლებოდით და ყველაფერს ვუსრულებდით. მეცხრე თვეში იყო უნივერსიტეტიდან მივედი სახლში კარი გავაღე ორივე გადავკოცნე და ქეთიმაც ყვირილი დაიწყო.საავადმყოფოში წავიყვანეთ მაშინვე და რამოდენიმე საათში პატარა ელიზაბეთი დაიბადა.ეს იყო გოგონა რომელმაც გააფერადა ჩემი ცხოვრება. მას შემდეგ 5წელი გავიდა. სწავლა დავამთავრე და ბექას კომპანიაში დავიწყე მუშაობა.ელიზაბეთი უკვე 5წლისაა,მამიკოს და დედიკოს პრინცესაა.და ჩემი თოჯინა. ისეთ საყვარელია,ქეთის უფრო და უფრო ემსგავსება შავთმიანი შავთვალწარბა გოგოა,მხოლოდ მამიკოს ნაირი ცისფერი მოელვარე თვალები აქვს... ზაფხული იყო და კვლავ კომპანიის საქმეებს ვაგვარებდით. მამას არ ეცალა იმ დღეს საზღვარგარეთ ჰქონდა შეხვედრები ამიტომ მე მთხოვა ახალი მოკავშირეებისათვის დახვედრა.მეც რათქმაუნდა დავთანხმდი და დილიდანვე შევუდექი კომპანიაში საქმეს. რამოდენიმეჯერ დამირეკა ელიზაბეთმა რომელმაც ქეთის მოპარა ტელეფონი და შოკოლადების წამოღება მთხოვა -ვილიი(ასე მიძახიან შემოკლებით) -ხო ჩემო ცხოვრება -შოკოლადებშ ხო წამომიგებ?-ისეთი საყვარელიაა შ-ს ღ-ს და ჩ-ს თქმა ჯერ კიდევ უჭირს -კი სიყვარულო აბა რას ვიზამ -შნიკერში მინდა,კიდევ კიტკეტი და ნუტელა. ოგონდ დედიკოშ არ უუთხრა რო დაგირეკე,გთქოოვ -კაი არ ვეტყვი-ამდროს ქეთის ხმაც ის მის ტელეფონიდან და ზარი წყდება,მეღიმება და მხოლოდ ახლა ვამჩნევ კარებში მდგომ მაღალ მწვანეთვალებას რომელოც ვითომდა სერიოზული სახით დგას სინამდვილეში კი ღიმილი ეპარება... * * * |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.