უ'საზღვროდ
ეს არის ჩვეულებრივი მხიარული, ბევრი წყვილით ისტორია. ისეთი როგორიც ბევრი მქონია, არ იქნება რაღაც სხვანაირი რაღაც საოცრება და განსაკუთრებული უბრალოდ იქნება მხიარული, თავისუფლად წასაკითხი სახალისო ისტორია რომელსაც უცებ წაიკითხავთ და ღიმილიან გამომეტყველებას დაგიტოვებთ . ვინც რამე ღრმა ფილოსოფიას ეძებთ წინასწარ იცოდეთ რომ აქ მსგავსია რაფერი იქნება . მომენატრეთ საშინელი თვე იწყება ჩემთვის და იმედია თქვენ და ჩემი ისტორია დამეხმარებით განწყობის ამაღლებაში.... ...................... მგზავრობას ვერ იტანდა,ხალხით სავსე სამარშუტო ტაქსი კი მთელ ნერვულ სისტემას უნადგურებდა. ერთი ქალაქიდან მეორეში მიდიოდა ,სულ რამდენიმე საათი უნდა გაეტარებინა სხვადასხვა თემაზე მოსაუბრე ხალხის გარემოცვაში. მობილური რომ გაეთიშა და სიმღერის ხმაც აღარ ესმოდა აი მაშინ დაიწყო უბედურება. ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო მაინცადამაინც მაშინ მოუხდა მამას საქმეზე წასვლა რამდენიმე დღით თანაც საკუთარი მანქანით, იმ დღეს გადაწყვიტა დედას ბოსმა თათბირის გამართვა და სხვა რა გზა ჰქონდა? აიღო თავისი სამი უზარმაზარი ჩემოდანი და როგორღაც მოთავსდდა ავტობუსში. ახლა უკვე საოცარ სიმღერებს უსმენდა, წინ მსხდომი ქალები უცოლო ვაჟებზე საუბრობდნენ და გასათხოვარ გოგონებს ლანძღავდნენ. უკან ორი კაცი იჯდა და მათ გვერდით მჯდომ მოხუცს პოლიტიკაზე ესაუბრებოდა ყველანი სხვადასხვა აზრზე იყვნენ,ცოტაც და ჩხუბს დაიწყებდნენ. სულ წინ ქალი იჯდა სამ ბავშვსთან ერთად მათგან სულ პატარა ბოლო ხმაზე ტიროდა, დედა ორ უფროს გოგონას ეჩხუბებოდა და რაღაცის ჭამას უშლიდა ბოლოს ჰაერში ჩიფსის შეკვრა გაჩნდა და წამში იატაკზე მიმოიფანტა რასაც ორივე გოგონას ტირილი მოჰყვა.წინიდან მძღოლი სიგარეტს აბოლებდა და თან ბავშვებიან ქალს საყვედურობდა. თვალები დახუჭა,საფეთქლების თითებით ზელვა დაიწყო ,მაგრამ არაფერი შველოდა, მერე ღრმად ჩაისუნთქა ,რამდენჯერმე გაიმეორა და თითქოს შვებაც იგრძნო .როგორღაც დასრულდა მგზავრობა,ავტობუსი გაჩერდა და მგზავრებმაც ჩასვლა დაიწყეს. მუხლებზე დადებული ჩანთას თითები ჩაავლო და კარისკენ დაიძრა. ის იყო უნდა ჩასულიყო ვიღაც ქალმა ჩანთა რომ გაჰკრა და თავი კარს მიარტყა. დარეტიანებული ჩამოვიდა ძირს, არეული თმა შეისწორა და საბარგულისკენ დაიძრა. ღია იყო და მისი ჩემოდნებიც გადმოტანას ელოდნენ. მძღოლი იქვე მშვიდად იდგა და აშკარად არ აპირებდა დახმარებას. ერთი როგორღაც დაძრა ,მეორე გაჭედილი იყო და ვერაფერი მოუხერხა რომ მოქაჩა ისე გადაქანდა ლამის მიწაზე გაიშხლართა -დაგეხმარები შვილო გაიწიე - უცნობი კაცის ხმა გაიგო და გვერდით მიიხედა. ღვთისნიერმა ადამიანმა დახმარება გაუწია და უკვე სამივე ჩემოდანთან ერთად იდგა მტვრის კორიანტელში,ხმაურში ,ათასი მანქანის და ათასნაირი ადამიანის გარემოცვაში . მობილური გათიშული იყო, ჩართვას აშკარად არ აპირებდა, წესით იქ მისი ძმა უნდა ყოფილიყო,შეთანხმების მიხედვით უნდა დახვედროდა,მაგრამ მანქანა არსად ჩანდა. ნახევარი საათი უმისამართოდ რომ იხედებოდა,თავის შებრუნებაც რომ აღარ შეეძლო და დაასკვნა ,რომ თავისმა საყვარელმა ძმამ გადააგდო მხოლოდ შემდეგ იპოვნა ტაქსი და პირდაპირ მიაჩეჩა ჩანთები,მისამართი უთხრა და მანქანაში ჩასკუპდა. ასე მარტივად ხომ ვერ მიაღწევდა სახლამდე, შუა გზაში საცობში აღმოჩნდნენ. მძღოლის გინება, სიგარეტის კვამლი და აუტანელი სიცხე ნერვოზს უმწვავებდა. უკვე შიმშილიც აწუხებდა, წნევა დაუვარდა, თავბრუსხვევასაც გრძნობდა . ნაცნობი სახლის დანახვისას ამოისუნთქა,მძღოლს თანხა გადაუხადა და ჩემოდნებით შევიდა ეზოში. ყველაფერი ისეთი არეული იყო დაიგნორება ძლივს მოახერხა,ისე უნდოდა მშვიდად დაწოლა რომ ეზოზე ვერ იფიქრებდა. კარზე დააკაკუნა და დაელოდა , მანქანა ეზოში იყო ამიტომ იცოდა ბატონიც სახლში ბრძანდებოდა. რამდენჯერმე მიყოლებით დააკაკუნა ბოლოს ჩემოდნის ტარით აგრძელებდა კაკუნს ის იყო ყვირილი რომ უნდა დაეწყო საკეტის ხმა გაიგო.არც დალოდებია ისე დაიწყო ჩხუბი , ძმაზე უნდა ეყარა ჯავრი -იდიოტოოო როგორ გაბედე და როგორ დამტოვე იმ ჭუჭყის გროვაში მარტო, ამდენი ჩანთით .როგორ დაგავიწდა მოსვლა რამდენჯერ გითხარი ? შენ ვინ ხარ- შორტით მდგომ თმაგაბურძგნულ ბიჭს თვალებგაფართოებულმა შეხედა და კივილი შეწყვიტა ,თავი უკან გასწია სახლს დააკვირდა მერე ისევ ბიჭს შეხედა - ჩემი ბატი ძმა სად არის? -ვინ ძმა...ვისი და ხარ -ამ სახლის პატრონის და ვარ ,ძმაკაციც რომ თავისნაირი ჰყავს რა გასაოცარია.ეს ჩანთები შემოიტანე მე აღარ შემიძლია ამათი ზიდვა - ხელით გასწია და სახლში შევიდა. ფეხსაცმელი მაშინვე გაიხადა და მისაღებისკენ დაიძრა -რა უბედურებაა, რა ჯანდაბაა სახლია თუ სანაგაო- მისაღებში იდგა და სრულიად თავდაყირა მყოფ ოთახს თვალებდაჭყეტილი უყურებდა . უკან გავარდა კიბესთან დადგა და ბოლო ხმაზე დაიწყო კივილი-რეზიიიიიიიიიიიიიიი რეზიიიიიიიიიი ჩამოეთრიეეეეეეეე - რეზისი რა გითხრათ და სამი ოთახიდან მიყოლებით გამოცვივდნენ ბიჭები , ერთი ქაფიანი იყო, ერთი ტრუსით, ერთი პირსახოცმოხვეული -რა რა ხდება -რა ამბავია -რეზიიკოოს მოუვიდა რამე? -ღმერთო შენ მიშველე რა დღეა დღეს ესენი ვინ არიან- გულზე ხელი მიიდო, ისევ შეხედა ბიჭებს იმ უკან მდგომსაც გადახედა მერე კი უგონოდ გაიშხლართა იატაკზე -ამის დედაც...გაითიშა? -ვინაა შე ჩემა ,რეზის რატო ეძახდა -ცოცხალია ?- გოგოს თავზე ედგნენ და უყურებდნენ -რა ხდება აქ? - კარიდან შემოვიდა მეხუთე ბიჭი და მათთან მივიდა-გაეცალეთ - უცებ მოაშორა ყველა და გოგოსთან ჩაიმუხლა, მფეთქავ არტერიაზე თითები რომ დაადო და პულსი იგრძნო შემდეგ ახედა დანარჩენებს- ვინაა? რომელიმესგანაა ფეხმძიმედ? - უცებ აიყვანა ხელში სიფრიფანა სხეული და მისაღებში დივანზე დააწვინა.ხელები წყლით დაისველა და სახეზე ჩამოუსვა - გოგონი გამოფხიზლდი -რეზის და არის-თავაბურძგნულმა თქვა და ბიჭებიც მაშინვე გამოფხიზლდნენ -ამის დედაც, მოგვკლავს...მოდის უკვე გზაშია? -სად ხაართ ბიჭებოო ... რა სახეები გაქვთ? ვინ არის მანდ? 4 საათზე ჩემ დას უნდა დავხვდე სახლი მიალაგეთ რა -პარკები მაგიდაზე დააწყო თან მობილურში იყურებოდა ბიჭები ისევ გაშეშებულები იდგნენ- რა გჭირთ ტო, ბექა სააბაზანოში წყალი არ მოდიოდა? ისევ გაფუჭდა ონკანი თუ რატომ ხარ ქაფიანი? რა იყოთ ბიჭო კიდე ვერ გამოფხიზლდით? რას აიტეხეთ გუშინ დავლიოთ დავლიოთო გადაირევა ის ქაჯი -იციი-ერთ-ერთმა ბურდღუნი დაიწყო, ბოლოს მოსული ისევ ცდილობდა გოგოს გამოფხიზლებას და გამოუვიდა კიდეც. უცებ ამოისუნთქა, თვალები გაახილა და ბიჭს ხელზე ხელი დაარტყა -ქაჯიო? ეს ქაჯი დღეს დაასრულებს შენს სიცოცხლეს რევაზ!- აკეცილი კაბა უცებ გაისწორა ბიჭს ხელი ჰკრა და წინ კედელივით აღმართულ ახმახებიც განზე გასწია .რეზიმ ინსტიქტურად დაიხია უკენ და სახეზე ხელები ჩამოისვა -მეჩვენები? აქ რა გინდა გოგო -რა მინდა? შენ მოსაკლავად მოვედი სიკვდილის ანგელოზი ვარ -ასე რატომ მიყურებ? მოიცა რა გინდა ამათთან ერთად სახლში? ან დივანზე რატო იწექი -შეენ გგონია თემას შეცვლი ასე იდიოტურად? ვინ არიან ეს თმაგაბურძგნული ჩიჩილაკი, ეს ეს შიშველი გორილა, ის ქაფიანი ახმახი, ეს ბოქსერში გამოწკეპილი გაჩხიკული და ის ყინულის კაცი .რა ჯანდაბა ხდება ამ სახლში -დამშვიდდი ,დაწყნარდი. მოდი ჩამოჯექი , მითხარი ჯერ აქ რატომ ხარ...ოთხზე არ უნდა მოვსულიყავი? ჯერ სამი საათია ...მომენატრე პატარავ -ნუ იცინი, თვალებს ნუ მიჟუჟუნებ და ნუ ცდილობ ჩემს დამშვიდებას -გამატარეთ რა საქმეები მაქვს , თავი ამატკივა ისე კივის- „ყინულის კაცმა“ ბიჭებს შორის გაიარა და გასასვლელისკენ დაიძრა. გოგომ წარბაწეულმა გააყოლა თვალი და ლამის თმებში ეცა -ხედავ? ჩემ სახლში თურმე ვიღაცას ვაწუხებ ... ხმადაბლა ვილაპარაკებ იქნებ და რა საქმე აქვს შენს უმაქნის მეგობარს -ჩვენც წავალთ ... -ხო ხო წავალთ და მერე -მერე ჩამოვალთ რეზიკო - სამივემ ცალ-ცალკე თქვა და ოთახიდან გაიქცნენ.მეოთხეც ჩუმად მიჰყვა. -დაჯექი და მომისმინე -სად დავჯდე ,დასაჯდომი ადგილი არის სადმე? -რატომ ხარ ახლა აქ -იდიოტო ოთხი კი არა 2 გითხარი,ორ საათზე იქ იყავი-თქო , მაქსიმუმ ორზე-თქო და შენ ოთხზე აპირებდი მოსვლას? -ვერ გავიგონე დედა ლაპარაკობდა ... როგორ იმგზავრე გკითხავდი ,მაგრამ გეტყობა როგორც იმგზავრე -ესენი ვინ არიან -მარტო ვიყავი სახლში მომწყინდა და ბიჭები გადმოვიყვანე -სახლი გააქირავე? -არაა მეგობრები არიან რა გავაქირავე -მოიცა ხუთი კაცი ამ სახლში ცხოვრობს ისე უბრალოდ ? მე რომ გადმოვდიოდი ვერ გაითვალისწინე? საძინებელი არის კიდევ თუ მისაღებში დავწვე -სახლი გადავაკეთე და სხვენიც საძინებლად ვაქციე ... ხომ გინდოდა სულ საძინებელი ასეთ ადგილას გქონოდა, სპეციალურად შენთვის მოვაწყვე პატარავ -მართლა? ააჰ ანუ შენი ძმაკაცები საუკეთესო საძინებლებში გაამწესე, ყველა ცალ-ცალკე თან და შენი საკუთარი და სისხლი და ხორცი სხვენზე ააგდე? -არავის ხმა შეგაწუხებს,მშვიდად იქნები წინ უზარმაზარი ფანჯარაა და ლამაზი ხედი წამო გაჩვენებ გინდა? - გაუღიმა და მიუახლოვდა- ჩამეხუტეე ,მომენატრე პატარავ- ხელები მოხვია და ლოყები დაუკოცნა- ნუ მებუტები ხომ იცი ვგიჟდები ასე რომ ხარ -მაჩვენე ოთახი დასვენება მჭირდება ...სხვა დროს დაგელაპარაკები .ჩემოდნები წამოიღე კიბე აიარა და სხვენამდე მისასვლელ საფეხურებსაც აუყვა,სახვეული რკინის კიბე იყო საიდანაც მხოლოდ სხვენზე შეგეძლო მოხვედრა. კარი გააღო და ოთახში შევიდა, გაახსენდა ერთ დღეს რომ მოუყვა თავის სასურველ ოთახზე რეზის და მიუხედავად გაბრაზებისა მაინც ვერ დამალა სიხარული -მოგწონს? -ისეთია როგორიც მინდოდა...მადლობა- ლოყაზე აკოცა და ფანჯრისკენ დაიძრა.ოთახში ჰაერი შემოუშვა და მალევე გააქრო სპეციფიკური სუნი. შემდეგ საწოლზე დაწვა და თვალები დახუჭა-ხომ იცი ერთი საათი არავინ უნდა შემაწუხოს თორემ ნებისმიერს გავგლეჯ ვინც არ უნდა იყოს- ისე თქვა არც გამოუხედავს, ხელები მუცელზე ეწყო და გაშეშებული იწვა. რეზიმ გაიცინა ,უკან დაიხია კარი მიხურა და ისევ ჩაირბინა კიბე. ბიჭები ოთახში დადიოდნენ და მომხდარზე საუბრობდნენ -გაგიჟდება ვითომ? -რა ვიცოდით მისი და თუ იყო -ხო რა ვიცოდით არასდროს უჩვენებია ფოტო ის გოგო სულ უჩინარივით იყო -თანაც ყველანი 4- ზე ველოდით მანამდე წესით უნდა მოგვესწრო ჩაცმაც და დალაგებაც -მართლა ქაჯია მგონი...როგორ შემოვიდა სახლში უნდა გენახათ -აუუ ჩიჩილაკიო ტოოო რა მაგრად გითხრაა - ბექა ახარხარდა და ბიჭებიც აყვნენ -ქაფიანი გორილაც კარგი იყო -სხვენზე ის იცხოვრებს თუ ჩვენ უნდა ავიდეთ რომელიმე? -აუუ იმ კიბეს რა აივლის თავბრუმეხვეოდა რამდენჯერაც ავედი -ჩვენ რა გვინდა რეზიმ მისთვის მოაწყო ის ოთახი -დავმშვიდდი -ბიჭებოო სახლი მიმალაგებინეთ სანამ ჩემი ქაჯი ჩამოვა -უეჭველი? -მოდი ყველამ ჩვენ ჩვენი ნივთები ავიღოთ - რეზიმ გადაჭრა საკითხი და დაიწყეს მილაგება. ბოლოს თავად აიღო ლუდის ბოთლები, ქილები, თეფშები და სხვა ათასი რამ. სამზარეულოში რომ შევიდა ისევ უკან დაიხია-ჯანდაბა აქაურობა ჯოჯოხეთურად არეულია -მე ჩემ ოთახში ავდივააარ -მეეეც -ილო მოდის და მოგეხმარებაა- უცებ დაიყვირა ცოტნემ და გავარდა -ილიკო მიშველი? -ნიჟარაში ჩააწყვე დასარეცხები და ეგაა ... მე მეჩქარება ,მართლა -ცოტნეეე...ბექააააა ,საბაააააააააა ჩამოდით და მომეხმარეთ თორემ კონდიციონერის პულტს დავმალავ -აქ ვართ ...მე თეფშებს ავიღებ -პულტი სად არის? მოგვეცი მაინც -არა იყოს მე მექნება -კარგიი მე ნაგავს გავიტან დაქანცულები ისხდნენ სკამებზე გოგო რომ შევიდა და ყველას გადახედა. -სახლი ისევ არ დაგილაგებიათ? -რაო რა თქვა?- ბექამ ამოილუღლუღა და თავი ცოტნეს დაადო მხარზე -დავალაგეთ დაო მეტი რა გავაკეთოთ? გაიცანი ბიჭები ? -არა ... არ ვიცნობ -მე ბექა ვარ , ქაფიანი გორილა -მე ცოტნე აი ის შიშველი გორილა რა -რატი -კარი რომ გაუღო მან უთხრა და წარბები შეკრა- თმა დილით მაქვს მხოლოდ ჩიჩილაკივით -სამი საათი დილაა თქვენთან? -სწავლის დაწყებამდე დილაა -მე საბა მქვია და აი იმ ყინულის კაცს ილო ...ახლა სახლში არ არის საქმე ჰქონდა -იმედია სასიამოვნო იქნება, მთავარია ნერვები არ მომიშალოთ ჩემი ძმის მსგავსად -როგორ არ უნდა მოგიშალოთ...რა გიშლის ნერვებს? -არეულობა -რთულადაა საქმე -რეალურად ყველაფერი ნერვებს უშლის ,მაგრამ დაიკიდეთ შევეჩვევით ნელ-ნელა -თუ ვერ შევეჩვევით? -შევეჩვევით! ......... ბიჭები სახლიდან გაიქცნენ, ქალბატონი ისეთ დაღლილი იყო იმ დღეს ძალა არ ჰქონდა. სახეშეწუხებულმა მოამზადა ვახშამი. ჭამა უნდა დაეწყო მისაღებიდან ხმა რომ გაიგო -აუუ რა კაი სუნია ვინ გააკეთა საჭმელი ნეტავ? -მშიებია ,კუჭი მელაპარაკება -სუფთა თეფშზე მე ვჭამ თქვენ ისინი დარეცხეთ...დაგასწარით- ცოტნე წინ გავარდა და ბიჭებიც მიყვნენ.გოგო რომ დაინახეს ერთმანეთის მიყოლებით დაამუხრუჭეს და ისე შეასკდნენ ერთმანეთს ცოტა აკლდათ იატაკთან ჩახუტებამდე -ცოტა ნელა...იატაკი მოვწმინდე და სველია არ დაეცეთ -შენ მოამზადე ვახშამი? -ჩვენ გავალთ...გემრიელად მიირთვი -თეფშები კარადაშია ...ვერ ვიტან ჭამის დროს რომ ხმაურობენ და თუ გაჩუმებას ვერ შეძლებთ მეორე ოთახში გავალ- არც შეუხედავს მათთვის, თეფში მაგიდაზე დადო და ჭამა დაიწყო. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და უცებ აავსეს თეფშები. მაგიდის ირგვლივ დასხდნენ თან გოგოს უყურებდნენ და მაქსიმალურად მსვიდად მიირთმევდნენ -გემრიელია ,ძალიან თან -ვიცი ... თეფშებს თუ გარეცხავთ კარგი იქნება .ჩემი ძმა სად არის ხომ არ იცით? -მალე მოვა ... ილიკოსთან ერთადაა მანქანით -გადაყლაპე შე ჩემა პირი სავსე გაქ როგორ ლაპარაკობ -გემრიელია და მშია...-ჩუმად ლაპარაკობდნენ და გოგოს უყურებდნენ . ბიჭებისგან განსხვავებით ცოტა ჭამა,თავისი თეფში და ჭიქა თავად გარეცხა და შემდეგ სამზარეულოდან გავიდა. საწოლზე იწვა, მეგობრებს ესაუბრებოდა, დედას რამდენიმე სიტყვით უთხრა მომხდარზე და შემდეგ ისევ დაიძინა. მეორე დილით ადრე გაიღვიძა. სააბაზანოსკენ ნახევრად მძინარე წავიდა, ჩვეულებად ჰქონდა შხაპის შემდეგ გამოღვიძება.ვინაიდან ამ დროს არავის ეღვიძა ხოლმე და მითუმეტეს ამ მძინარებს არ ელოდა კარი პირდაპირ გააღი და გახდაც დაიწყო ჩახველების ხმა რომ გაიგო ცალი თვალი გაახილა და კაბინის კარიდან მომზირალ ილიკოს შეხედა -ჯანდაბა ...ამ დროს აქ რა გინდა? -მე მეკითხები ? შენ რა გინდა -ექვსიდან ერთი თურმე ადრე იღვიძებს - ისევ შეიკრა პიჟამას რამდენიმე ღილი და უკან გაბრუნდა- მალე გამოხვალ? -წაფს მოვიშორებ და გამოვალ აქ ხო არ დავრჩები -მე რა ვიცი იქნებ ერთი ნაბიჯით დამასწარი ... გელოდები -იმედია მანდ არ დამელოდები -არა აქ დახუთულობაა...ჰაერი არ მყოფნის და ხოო გამოსვლამდე იატაკი მოწმინდე -ისედაც არ დავტოვებდი შენ რომ არ გეთქვა -ხო სახლს ეტყობა როგორ ალაგებთ - წარბები შეკრა და სწრაფად გავარდა ოთახიდან. ფართე კოპლებიანი შარვალი ეცვა , ღილებიანი დიდი პერანგი ნახეარმკლავით და ისიც ფერადი კოპლებით .თმები არეულად ეყარა თავზე და მტქნარებას ვერ წყვეტდდა. კედელს მიეყრდნო და ლოდინი დაიწყო. სახლსი ისეთი სიმშვიდე იყო გეგონებოდათ იქ არავინ იყო , მხოლოდ წყლის ხმა გამოდიოდა . სახლს მოავლო მზერა და თვალები დახუჭა -საღორეა სახლი კი არა ... -შეგიძლია შეხვიდე...სულ ბოლოს ჩემი შამპუნია, მის წინ ცოტნეს, რატის, რეზის და -ჩემი მაქვს და ცალკე დავდებ რომ არ არგერიოთ... - გააწყვეტინა და სწრაფად შევიდა ,კარი გადაკეტა და პირდაპირ კაბინას მიაშურა.როგორც კი გამოფხიზლდა მაშინვე გეგმების დაწყობა დაიწყო. სწავლის დაწყებამდე ორი დღეც არ ჰქონდა ,უნდა მოესწრო განწყობის შექმნა, ახალ გარემოსთან მორგება და კომფორტული გარემოს მოწყობა. სამზარეულოში იყო საუზმე რომ მოემზადებინა,მაგრამ იქაურობის ატანა აღარ შეეძლო .ყავა გაამზადა დიდ ფინჯანში და შემდეგ საკუჭნაოში გადაინაცვლა. სარეცხი საშუალებები, ხელთათმანები და ყველა საჭირო ნივთი რომ იპოვნა საქმეს შეუდგა. ვინაიდან მეორე სართულზე საძინებლები იყო პირველით დაიწყო. ყველა ნივთს ადგილი შეუცვალა,სამზარეულო სულ მთლად თავდაყირა დააყენა, თეფშებიც კი აღარ ეწყო ძველ ადგილას,კარადებისთვის არ შეუცვლია მხოლოდ ადგილი. დაქანცული გაწვა დივანზე ბიჭები რომ ჩამოლაგდნენ, ისევ ისე გამოიყურებოდნენ როგორც წინა დღეს შორტებში,შარვლებში უმაისუროდ თმაარეულები და ნახევრად მძინარე გამომეტყველებით. -დილამშიდობისა-ყველა სათითაოდ მიესალმა და მისაღებს მოავლეს მზერა. -ჭიქა სად არის?- რატი სამზარელოში იყო და იქედან იძახდა- სად წავიდა ჭიქა?- თავი გამოყო და გოგოს შეხედა -სხვაგან გადავიტანე ... ნიჟარის თავზე რომ კარადაა იქ დავაწყვე მაღლა -გასაგებია... -ყველაფერი გადაანაცვლე ხო? დაოო რა გინდა? -კოფორტულად ყოფნა ისე რომ ტარაკნებმა და თაგვებმა არ შემჭამონ, სუფთად ვიყოთ არ გინდა რეზიკო? -ისე ნუ იზამ ბიჭები რომ გამექცნენ სახლიდან -არაა...ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ,მართლა -აი ხომ ხედავ -ისე იყურები ეშინიათ შენი თორე ფიქრობენ როგორ გაიქცნენ -რაღაც მეეჭვება რომელიმე ნორმალურ ახალგაზრდას სულ მზა საკვების ჭამა, ტანსაცმლის გროვაში ერთისუფთა მაისურის ძებნა, ქილების გროვაში ჯდომა და ფეხურთის ყურება ან დასვრილ თეფშზე ჭამა სურდეს. ყველას თაავისუფლად გინდათ ყოფნა, მათ შორის მეც ყველას უნდა ასეთ დაკრიალებულ სახლში ყოფნა უბრალოდ სულ მე არ დავალაგებ . ცივილიზებული ხალხი ვართ და ისე მოვახერხებთ რომ საქმე გავინაწილოთ და თან არ დაგვეზაროს ხომ ასეა?- დივანზე დადგა და ბიჭებს ღიმილით გადახედა,მერე თმა გაიშალა და მაისურიც მოიშორა -რაც შეეხება შიშველ სიარულს მეც ასე ვივლი თქვენის ნებართვით - მხოლოდ სპორტული ბრა ეცვა და ჯინსი - პირველი სართული დალაგებულია როგორც ხედავთ.ყველა კარადას თუ დაათვალიერებთ დაიმახსოვრებთ სად რა დევს,ერთი ორი დღე ტვინი ვერ შეეჩვევა და მერე დაიმახსოვრებთ ყველაფერს ხომ? -ვარჯიშობ? კარგ ფორმაში ხარ და იმიტომ გეკითხები... მე პრობლემა არ მაქვს,პირიქით მიხარია სუფთა სახლის დანახვა -მეც არ ვარ წინააღმდეგი და არსაც გავქიცევი...პროსტა ბევრსაც ნუ მოითხოვ ჩვენგან თორემ ცოტა გვეზარება -მე რომ ვარ ზარმაცი ისეთი არცერთი იქნებით, ამასთან ერთად უწესრიგობასაც ვერ ვიტან. ჩემი ძმა არი აცრილი თორემ ყველასთან შემიძლია საერთო ენის გამონახვა...შენც კარგ ფორმაში ხარ, საღამოობით ვვარჯშობდი ხოლმე და თუ მეტყვი აქ სად არის კარგი გარემო მადლობელი დაგრჩები ჭარბი ენერგია მაქვს ხოლმე და თუ არ დავხარჯე შეიძლება ვინმე შემომელახოს -რეზის გადახედა და ისევ გაიცინა - აბა? დილით ვინ საუზმობს და ვინ სვამს მხოლოდ ყავას ან ჩაის- დივნიდან პირდაპირ გადააბიჯა და მაისური ისევ გადაიცვა.თმის დაწნა დაიწყო და ბოლოს დახვეული თავსაფარი მოუჭირა -ყველანი ვისაუზმებთ თუ გვექნება რამე ... უნივერსიტეტში წასვლამდე თუ გაგვეღვიძება კიდევ მაშინ თუ არადა უბრალოდ გავიქცევით -ყველანი რეზის ტოლები ხართ? -არცერთი -აბა სად შეხვდით ერთმანეთს -უნივერსიტეტში... -მე ვარჯიშის დროს გავიცანი ...ლამის დაკერილი გოგო ამახია შენმა ძმამ - ბექამ თვალები აატრიალა და თან უკან გაჰყვა-კვერცხის შეწვა ვიცი შემიძლია გავაკეთო ახლა არ მეზარება -ნწ ... არ მიყვარს ჩემთან ერთად ვინმე რომ ამზადებს მე რომ დამეზარება მერე შეგიძლიათ მომიმზადოთ მეც რამე -შესანიშნავია ... -ბლინების დაცხობა იცი? - საბა დაუდგა გვერდით და გაეკრიჭა -კი ,მაგრამ მეზარება და ტყუილად მიცინი -სულ ხო არ დაგეზარება...ერთხელ მაინც ხო დამიცხობ? -ერთხელ კი ...ახლა დაღლილი ვარ -რა ხდება ამ სახლში? რამდენიმე საათით გავედი და გამოცვალეთ ? დილამშვიდობისა - ილიკო შევიდა და გაფართოებული თვალები გოგოს მიაპყრო- შენი ნამოქმედარია ხო? -არ მოგწონს? -მომწონს...იმედია დიდხანს დარჩება. მეორეზეც ასეა? -ნწ...მეორეზე საძინებლებია და არ ვაპირებ ვინმეს ნივთები დავალაგო. ხო რაც შეეხება საკუჭნაოს და სააბაზანოს -ჩვენ გავალთ -მანდ გაჩერდით...ვერ ავიტან ამდენ დაურეცხავ ტანსაცმელს ...დაახარისხებთ ყველაფერს ფერების მიხედვით და სხვადასხვა დღეს სხვადასხვა დარეცხავთ. იმედია სარეცხი მანქანის ჩართვა იცით ხო? იმდენი ტანსაცმელი ყრია სააბაზანოში მგონი არ იცით როგორ მუშაობს -ილიკო თავისას რეცხავს და ჩვენსას ტოვებს -მერე შენ შენსას ვერ დარეცხავ? კიტრი და პომიდორი სად არის გოგონი? -სახელი მაქვს ბიჭუნა...გართულება მაქვს სხვათაშორის სახელტან დაკავშირებით აუცილებლად თინი უნდა დამიძახოთ თორემ გავქაჯდები ,როგორც ჩემი ძამიკო მეძახის - ისევ იღიმოდა და თვალებს აფახუნებდა,ანგელოზს გავდა თან კი იგესლებოდა -ბაზარი არაა ...იყოს თინი...აბა თინი სად არის კიტრი და პომიდორი? -მაცივარში...სადაც სრული ქაოსი იყო სხვათაშორის -თინი? -ჰოო -რა ფაკულტეტზე სწავლობ? შენზე არაფერი ვიცით ვაფშე -სამედიცინოზე ჩააბარა მხოლოდ იმიტომ რომ დედას ეჩხუბა და წამოიყვირა განახებთ თუ სერიოზულ პროფესიას არ ავირჩევ,ექიმი არ გავხდები და დამოუკიდებელი ქალიოო. დედა ევედრებოდა არ დაწეროო და მარტო ეგ დაწერა ,მეგონა ვერ მოხვდებოდა ,მაგრამ გაუმართლა -კი არ გამიმართლა იდიოტო ვიმეცადინე და ჩავაბარე შენნაირი ხისთავიანი ნუ გგონივარ! მოგიყვეთ რა მოხდა? ბებიას ამოჩემებული აქვს ეს სამედიცინო, ოჯახში უნდოდა ყველა ექიმი ყოფილიყო და ვერავინ ჩააბარა ადრე რომ იცით რა ამბები იყო წლობით აბარებდნენ და მე ხომ სულ ქაჯს,თხას და რამე ეგეთს მეძახიან ოჯახში რომ ბრაზდებიან.მეთქი გაჩვენებთ რომ ოჯახში ყველაზე ჭკვიანი მე ვარ და გავხდები ექიმი-თქო, ბებოს სიხარულისგან ინფარქტი მოუვიდა და ძლივს რომ გამოცოცხლდა ხო არ გავუტეხავდი,მაინც არცერთი პროფესია მომწონდა და მეთქი ჩემი რა მიდის ჩავაბარებ სამედიცინოზე. თან ვგიჟდები ბიჭს რომ თეთრი ხალათი აცვია,თვალს მაინც დავალევინებ წყალს -ხოო ? ილიკო სწავლობს სამედიცინოზე - ჩუმად ჩაიცინა ბექამ,ტუჩზე იკბინა და ზურგით მდგომ ბიჭს იდაყვი კრა - ილუშ მიდი აბა ჩაიცვი შენი ხალათი აჩვენე როგორ გიხდება -ზოგისგან განსხვავებით მე ექიმობა მინდოდა, ექიმობა მხოლოდ ადამიანების დასახმარებლად,სიცოცხლის გადასარჩენად უნდა გინდოდეს ,რადგან ძალიან სერიოზული პროფესიაა და სანამ დრო გაქვს სხვა ფაკულტეტზე გადადი .ნუ შეიწირავ ვინმეს სიცოცხლეს და საკუთარსაც ზედ ნუ დააყოლებ -აი კიდევ ერთი საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული. თუ აკვირდებით იურისტს ჰგონია რომ ისინი არიან ყველაზე მაგრები,ყველაზე რთული პროფესია მაგათ აქვთ. მასწავლებელს ჰგონია რომ თუ კარგი მასწავლებელი ა რიქნება მომავალ თაობას დაღუპავს. მშენებელსაც იგივე ჰგონია, მეეზოვესაც, არქიტექტორსაც და გიდსაც...მე თუ მკითხავ მარტივი უბრალოდ ჯდომაც კი არ არის, მოგწყინდება და დიდი ნებისყოფა სჭირდება. მარტივი სუნთქვაც არ არის, ხომ იცი რამხელა გზა უნდა გაიაროს ჟანგბადმა ერთ ჩასუნთქვა ამოსუნთქვაში -და მაინც ყველამ ის საქმე უნდა ავირჩიოთ რომელიც სხვებთან შედარებით სიამოვნებას მოგვანიჭებს,შენნაირ ადამიანს კი არამგონია ექიმობამ მისცეს რამე მსგავსი ... დაგეწვება -ტოსტები თეფშზე გადაიტანა და მაგიდაზე დადო -მე კი დარწმუნებული ვარ რომ მუდმივად ტონუსში ყოფნა სწორედ ჩემი საქმეა, იქ სადაც მოდუნებული მშვიდად ჯდომა შეგიძლია დღეს გასაკეთებელს ხვალაც გააკეთებ მე არაფერი მესაქმება. -იმედია მე არ მომიწევს შენთან მოსვლა დაო ჩემო -იცის რეპროდუქტოლოგობა ან სექსოლოგობა რომ მინდა და იმიტომ მეუბნება ... პედიატრიას თუ ავირჩევ პატალავ შენ მერე მოხვაალ - თავზე ხელი გადაუსვა როგორც პატარა ბავშვს და ხმაურით აკოცა- დედას ლოყებწითელა ვინ არისო ვინაოო? -თინათინ -თინი ყელს გამოგჭრის ერთხელაც - უცებ აენთო და დანა ისე დაარჩო ხის დაფაზე თითქოს რეზისკენ უნდა გაექანებინა -ოოო როგორ მიხარია აქ რომ ვცხოვრობ...მეტი მხიარულება შეემატა სახლს -ეეე თინი ყიყლიყოებს აკეთებ?- პატარა ბავშვივით გაბრწყინებული სახით უყურებდა ცოტნე -ბავშვიი ...აუუ მეც მიყვარს , დაბრაწე რაა წითლები როა მე ასე მიყვარს -მეც , გაგიმართლათ -რატო გაგვიმართლა? -რაც არ უყვარს იმას არ გააკეთებს ...თუ ძაან არ მოეწონე -აფერისტობით ვერ გახვალთ ფონს იცოდეთ -ახლა ისეთ მდგომაროებაში ვიყავით ასარჩევად არ გვაქ საქმე,თანაც მშვენიერი გემოვნება გაქ დიეტაზე აშკარად არ ხარ და გრამობით არ ჭამ,ანუ გადავრჩით -აუუ რა სუნი ტრიალებს უკვე ცუდად ვარ ... ცოტა რო ვჭამოთ არა? -ეგრე თუ დაიწყეთ დაესევით დამშეული ბავშვებივით,რა წესია -წესებზე რომ იწყებ საუბარს ისე თითქოს შენ ყველა წესს ემორჩილებოდე ვგიჟდები..ამათ ჯერ არ იციან რა შარში არიან -რევაზ გეყოს ბიჭების დაშინება,აშკარად არ ეშნიათ ჩემი.ისეთი ფაქიზი,სათუთი და საყვარელი ვარ როგორ შეიძლება გაქცევა მოუნდეთ.დილაადრიან რომ ჩემნაირ გოგოს დაინახავ იმ სახლიდან სადმე წასვლა შეიძლება? -ხოო -მართალს ამბობს -არსად წავალთ ...სად წავალთ აწი მითუმეტეს- ყიყლიყოსკენ გასწია ხელი ცოტნემ მაგრამ თინიმ ტილო მოუქნია და ისიც წამსვე გაიწია-რომ მომხვედროდა ხომ მეტკინებოდა -ამხელა სპორცმენი კაცი ხარ ეს რას დაგიშავებდა -რომელი სპორტით ხარ დაკავებული? -მწრთვნელია კრივს ასწავლის დარბაზში სვეცკ გოგოებსა და ვაჟებს - გაინაზა ბექა და მიიღო კიდეც -შურით სკდები შე გაჭირვებულო ...თვითონ ცურვის ინსტრუქტორია და ჩემთან უკეთესი გოგოები დადიან ვიდრე ამასთან და გულზე სკდება -არაპროფესიონალური საუბარია, უნდა ვავარჯიშო წყალში შიშველ ფუგურას კი არ უნდა ვუყურო -მაგიდას ხო გაშლით? ძაან მეზარება თეფშების თვლა და ლაგება -არიის ქალბატონო -მასხარები როგორ აცანცარდნენ ... ქეიფი რომ მოგინდებათ ,სიმღერა და გოგოების ამოყვანა მერე ვნახოთ როგორი აღფრთოვანებულები იქნებით ამ ქაჯით -არ მიაქციოთ ყურადღება ბავშვობიდან ეჭვიანობს, მე რომ დავიბადე დედამ რძეც მე მაჭამა, მე უფრო საყვარელი ვიყავი ყველა მე მეფერებოდა , დედასთან მე ვიძინებდი და დაბოღმილია იმის მერე -რას ბედავ, შენ სულ რაღაცას აფუჭებდი და მე მაბრალებდი, მავნე იყავი ბავშვობიდან . დაამრგვალებდა თვალებს და ვინ რას დააბრაებდა, მეც ისეთ დროს დამიძახებდა დანაშაულის ადგილას რო ვყოფილიყავი შენ გამო რამდენჯერ მომხვდა ვინ იცის -ხომ გეუბნებით ბავშვობიდან დაბოღმილია -რა საშინელი გოგო ხარ -მე მიყვარხარ ხო იცი, გული არ გაიტეხო ...ბიჭებსაც უყვარხარ- მივიდა და ლოყები დაუწელა- ხო გიყვართ ბიჭებო? აიი უკვე ექვსი ვართ. იქნებ ვინმე გოგო მოატყუო იმასაც შეუყვარდები,ერთი ბავშვი თუ გააკეთე იმასაც ეყვარები და ცოტაა? -ბოროტო ქალო - უცებ მოხვია ხელი მუხლებზე დაისვა და ლოყები დაუკოცნა -საზიზღაროოო გამიშვიი მჩხვლეეტს წვერი ...ფუუუუ დამიწითლდა ლოყები რეზიკოოო გეყოფაა- ფართხალებდა,მაგრამ ბიჭი დახელოვნებული იყო და არაფერი გამოდიოდა. ყველანი იცინოდნენ , მაგიდაც გაამზადეს და სკამები დააწყვეს. თინი ის ეიყო დაწითლებული ჭამის თვიც აღარ ჰქონდა,ლოყებზე მიიდო ხელები და გაბრაზებული დაჯდა საბასა და რატის შორის თავისუფალ სკამზე. -მეგონა ჩემ ძამიკოს შეეძლო ამდენი საჭმლის კუჭში ჩატევა და თურმე სულ ა რჰქონია საწყალ ბიჭს მადა...ჭამე რეზიკო კიდე გავაკეთებ თორემ შეხედე გაჯობა ყველამ -აი ხომ ხედავთ ლუკმებს გიკონტროლებთ... -შენ ჭამ ცოტას თორემ ... ბევრის მომზადება ნამდვილად მოგიწევს ,ამიტო ჩაგენაცვლებით ხოლმე -რა კარგი ბიჭი ხარ რატიკუნა საკალელო შენ...ვნახავ ერთი რას იზამ რომ გეტყვის დღეს შენ მოამზადეო -რაც შეეხება მომზდებას სანამ ყველანი ერტად ვართ გეტყვით რომ მე შევადგინე სია რომელ დღეს რომელი რას გააკეთებთ აი აქ არის..მაცივარზე გამოვაკრავ გადახედეთ და ამის მიხედვით გადაანაწილეთ თქვენ მოგვარდით მერე რომ გაიგებთ ვის როდის გექნებათ ლექციები . ისე კი იგივე არეულობა რომ დამხვდეს ერთ დღეს გავგიჟდები -ამ შენს სიას ვინ დაემორჩილება... როდის მაქვს დრო ვინ იცის -უბრალოდ თქვენ თქვენს ნივთებს უნდა მიხედოთ, მარტივად. თუ დაგეზარებათ მაშინ გამოიყენეთ ეს ჩემთვის მთავარია არეულობა არ იყოს და მეორედ არ მომიხდეს დალაგება .ჩხუბს ნუ დამაწყებინებ ახლა რევაზ -ნუ მეძახი რევაზს -თეფშები დარეცხეთ თუ შეიძლება დაამშრალეთ და ისე დაალაგეთ. გადაანაწილეთ საქმე და აღარ დაგეზარებათ ამდენი ხართ. მე გავალ გავისეირნებ მოკლე სარაფანი ეცვა, თმები მაღლა შეეკრა სათვალე ცხვირზე დაეკოსა და თითებში ჩანთა მოექცია. ტუჩები იასამნისფრად ჰქონდა შეღებილი ისე როგორც კაბაზე ყვავილები და მიკუსკუსებდა სანამ რეზიმ არ გადაუჭრა გზა -სად მიდიხარ მარტო? რაღაც უბედურებას გადაეყრები ხომ ვიცი...ცოტნე დ აბექა დარბაზში მიდიან და გაგიყოლებენ. ივარჯიშებ ტრენაჟორებზე ან რა ვიცი ათასი რამეა ან მე გაგიყვან მანქანით სადმე -არ მინდა ...გასეირნება მინდა -ვის უნდა შეხვდე? -შენ რა გინდა 18 წლის ვარ უკვე -არ მითხრა რომ ის გიჟი ბიჭია აქ -გიჟი არ იყო ჩემმა სიყვარულმა გააგიჟა და რატომ ჩაგრავ ვერ გავიგე.არ არის აქ ,დავშორდით -დაშორდით თუ შენ დაშორდი -გავათავისუფლე ჩემგან,უკვე ძალა აღარ ჰქონდა ვეღარ მიძლებდა და რა მექნა -გავდივართ ჩვენ ...საღამომდე -საღამოს მე კლუბში წავალ და თქვენც გამოხვალთ? სახლში გამოსაცვლელად შემოვივლი სავარაუდოდ -თუ სადმე საღორეში არ დადიხართ მეც წამოვალ -ესეც წამოვა თურმე, არსად არ წახვალ ...ორ დღეში სწავლას იწყებ ქალს ექიმობა გინდა -სანამ კლინიკიდან შორს ვარ მანამ უნდა გავერთო თორემ ნახე ილიკოს რა სახე აქვს მეც ასე რომ გადავიქცევი მუმიად მერე რად მინდა გართობა -რა საყვარელია, როგორ უბრალოდ წამკბინა - ილიამ თავი გადააქნია და პირველი გავიდა სახლიდან -მე მივდივარ ,კარგად ბრძანდებოდეთ თუ მოხვალ ჩემ შეყვარებულს გაგაცნობ და მერე მითხარი როგორი მუმია ვარ- თვალი ჩაუკრა და მანქანაში ჩაჯდა -მაგარი გოგოა ხო? ჭკვიანი ექიმი მოატყუა ვიღაც მაგარი გოგო ხო? რა ენაღვლება...ღმერტო მე როდის გამაბრიყვებს ვინმე? -შენ ვინ გაგაბრიყვებს -ოო მაგაშია საქმე, აი ჩემ გაბრიყვებას რომ შეძლებს და თავის ნებაზე ერთხელ მაინც გამაკეთებინებს რამეს აი ეგ იქნება ჩემი რომეო ...წავედი გკოცნიით ხუთივეს - ტუჩები წინ გამოსწია და ხმების გამოცემა დაიწყო მერე კი ისე წავიდა უკან არც გაუხედავს -როგორ მინდა დაიკარგოს ან რამემ გააგიჟოს ვიხალისებ -რას ერჩი ძაან საყვარელია -ვინაა საყვარელი ბიჭო ეს? -რაც გააკეთა და რასაც ამბობს ყველაფერი სწორია, გამიკვირდებოდა იმ სახლში რო ეცხოვრა -აუ ხმაური მართლა არ ევასება? ოთახიდან ხმა არ გამოდის და რო რამე -გეყოფატ , არაფერს იტყვის მთავარია ძაან გადაფსიხებული არ იყოს -რა აფსიხებს ხოლმე? -ყველაფერი ან არაფერი ...ვერ გაიგებ -ისღა დაგვრჩენია რომ დავაკვირდეთ და ისე გავიცნოთ ბიჭები წავიდნენ, სახლი დაცარიელდა. თინი კი ფეხით მისეირნებდა მანამ სანამ ნაცნობი კაფე არ დაინახა და პირდაპირ იქეთ გადაუხვია. სწრაფად შევიდა ,კარი ძლივს მიხურა უკან ვიღაც მიჰყვებოდა და ხელიც არ შეაშველა ისე ჩაუქროლა ზუსტად კარში , შიგნით შევიდა ,მაგრამ ქარმა დაუბერა და კარი ვეღარ შეაჩერა წვრილი მკლავებით რას მოერეოდა. თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა ბიჭი რომ ახლოს ყოფილიყო ალბათ მოკლავდა,მაგრამ მხოლოდ მიმავალის ზურგს და შავ მოგრძო დატალღულ თმას მოჰკრა თვალი,ისე სწრაფად მიდიოდა და მიიმალა თვალის მიდევნებასაც ვერ მოახერხებდი. -იდიოტი,ხეპრე არა რა კაცი კაცს აღარ ჰგავს. ხედავ მივდივარ გალეული გოგო ქარია და ამ უზარმაზარ კარს ვერ მოვერევი ამხელა აშენებული ვირი ერთი წამი ვერ შეჩერდები? ჩამილურჯდა ჩემი სათუთი ფალანგი -თითს დახედა და თვალები აემღვრა - დამენახე ამ თითით ამოგთხრიდი თვალებს - სივრცე მოათვალიერა სასურველი მაგიდა შეარჩია და იქეთ წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.