დედა-შვილის ფოტომ მსოფლიო შეძრა - ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დედა-შვილი რეალურად არ არსებობს
ისტორია, რომელსაც წაიკითხავთ, სოციალურ ქსელი შეძრა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დედა-შვილი , სინამდვილეში არ არსებობს. ნატალი ჰარკუტი 16 წლის იყო, როდესაც მეგობარი ბიჭისგან დაორსულდა. ახალი ამბის გაგებისთანავე ბიჭმა ნატალი მიატოვა. თუმცა, გოგონამ გადაწყვიტა ბავშვი გაეჩინა და მარტო გაეზარდა. მალევე, ნატალის მუცელი მოეშალა , რამაც საშინელ დეპრესიაში ჩააგდო. გოგონა სახლში ჩაიკეტა, უარი თქვა საკვებზე და მეგობრებთან კონტაქტზე. მის დასახმარებლად მეგობრებმა საკმაოდ უცნაური გზა აირჩიეს. მათ დაახლოებით 400 დოლარი შეაგროვეს და ნატალის ჰიპერრეალური თოჯინა უყიდეს. ერთი შეხედვით სახიფათო ექსპერიმენტმა გაამართლა. მისი დანახვისთანავე გოგონამ თავი დედად იგრძნო, ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა, მას ლექსი დაარქვა და მთელს დღეებს მასთან ატარებდა. მაშინაც კი როდესაც მეგობრები წვეულებაზე ეძახდნენ, „ბავშვის“ სახლში დატოვებაზე უარს ამბობდა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ნატალი „შვილთან“ ერთად სეირნობდა, მეგობრებს სტუმრობდა. უფრო მეტიც, მას ტანსაცმელი, სათამაშოები და ახალშობილისთვის საჭირო ყველა ნივთი უყიდა. „რა თქმა უნდა ბავშვის დაკარგვა ძალიან განვიცადე და მას ვერასოდეს დავივიწყებ, მაგრამ ლექსი ამ ტკივილის გადატანაში დამეხმარა“ - ამბობს ნატალი. გოგონა ღამე რამდენჯერმე იღვიძებს, რომ „ბავშვს“ აჭამოს. „ვიცი, ეს უცნაურად ჩანს, მაგრამ ლექსი საკუთარი შვილივით მიყვარს. დიდი იმედი მაქვს, ოდესმე შვილს გავაჩენ. მანამ კი მინდა მედდა გავხდე“ - ამბობს ის. მიუხედავად იმისა, რომ თოჯინა ნატალის ტკივილის გადატანაში ეხმარება, ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს და ნატალის რეალურ ცხოვრებაში ტკივილთან გამკლავების შესაძლებობას უქვეითებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.