შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული ბედისწერა


1-06-2018, 23:16
ავტორი ენნი
ნანახია 1 053

უბრალოდ ყოველთვის მწამდა რომ ბედისწერა არ იცვლება და რამდენი დღე, თვე ან წელიც არ უნდა გასულიყო ის მაინც არ შეიცვლებოდა....
ჰო მე ის უბრალოდ ჩემს ბედისწერად მიმაჩნდა...
უნივერსიტეტის პირველ კურსზე გავიცანი, არა უფრო სწორედ დავინახე და გადავწყვიტე რომ მე ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად მჭირდებოდა...
სისულეების და დაუფიქრებელი საქციელების გამო დავხიე და უბრალოდ დავამტვრიე ყველა ოცნება...
როცა თვალები გავახილე და მივხვდი მისი საუკეთესო მეგობრის გვერდით მთელი ღამე გავატარე, მეტკინა... უბრალოდ სამყაროც დამენგრა თავზე არათუ ოცნებები. იმწამს სხეული კი არა სულიც მქონდა შიშველი, ვგრძნობდი როგორ მიკაწრვდა სულს დაუნდობლად უკვე ვნებაჩამქრალი, და ერთადერთ სიყვარულ დაკარგული გრძნობები...
წლები გავიდა... უნივერსიტეტსაც თავი დავანებე, და ყველა იმ სამეგობრო თუ ძალით სამეგობრო წრესაც, ტკივილარეულმა საუკეთესო მეგობარიც დავტოვე და წავედი, არსად შორს, იქვე მაგრამ ყველასთვის უჩინრად ვიქეცი...
არცერთი ღამე,არცერთი დილა,არცერთი წამი მასზე ფიქრის გარეშე... ორი წელი ისე გავიდა ერთი დღითაც არ გამნელებია ჩადენილი საქციელიდან გამოწვეული ტკივილი...
სამსახურიდან სახლში დაღლილი ვბრუნდებოდა როცა ორი წლის წინ მიტოვებულმა მეგობარმა დამირეკა და მაცნობა რომ უნივერსიტეტის ყოფილ მეგობარს შეხვდა და შეთანხმდნენ რომ შევხვედრილიყავით.
-და რატი?
მხოლოდ ერთი კითხვა დავსვი და მივხვდი რომ ისიც იქ იქნებოდა , უფრო მეტად მეტკინა როცა გავაანალიზე კიდევ ერთი სისულელის ჩადენას ვაპირებდი...
როცა ამდენი ხნის შემდეგ კიდევ ერთხელ წავაწყდი მის უძირო და უზომოდ ლამაზ შავთვალებს მივხვდი რა უაზროდ გავლიე წლები თავის დაჯერებით რომ თუნდაც სხვაც მიყვარდა და შემეძლო სხვა ურთიერთობაც მქონოდა... რამდენიმე ჭიქის შემდეგ ჩამობნელებულ ოთახში უკვე მხოლოდ ჩვენ ორნი ერთმანეთში ახლართულები ვნებიანი თვალებით შევყურებდით ერთმანეთს... მისი თითების შეხებას ვგრძნობდი და გონება მეკარგებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ , ერთი დღე მაგრამ მისი გავხდი...
ისევ გაქრა და გაწყდა ყველაფერი...
სამი წელი გავიდა, საქართველოდანაც წავედი და ვცდილობდი მორალურად გავზრდილიყავი , ძალიან ბევრი წამართვა ყოველმა ტკივილმა...
ყოველთვის ვაანალიზებდი რომ არასწორად მოვექეცი, მისთვის არასდროს გამიცნია არც ჩემი თავი არც გული და არც სული... დღემდე ვიცი ვერასდროს ამოვიდოდა ჩემგან ბოლომდე რომ გავეცანი.... მაგრამ ამის საშუალება მე არ მივეცი...მის საუკეთესო მეგობარს ჩემი პირველი ღამე ისე შევწირე ტკივილიც კი არ მიგრძვნია მთელი ღამე სანამ გონებას ჯერ კიდევ ალკოჰოლი ბინდავდა, ამის შემდეგ კი მისი გავხდი და ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო, მისთვის ჩემი თავი არ უნდა შემეთავაზებინა, ეს უზომოდ დიდი შეურაწყოფა იყო იმ სიყვარულის რასაც მე მის მიმართ ვგრძნობდი, თუმცა ეს ვერც მან გაიგო...
სულს და გულს ვერაფერს ვუდებდი იმდენად მომეჩქაროდა წლების შემდეგ საქართველოში, ვიცოდი რომ შეცდომას ვერ გამოვისყიდიდი მაგრამ მაინც მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინა მის დასაბრუნდებლად... ყოველდღე მახსენდებოდა როგორი ლამაზი თვალები ჰქონდა, როგორ ვიძირებოდი მასში, მტკიოდა ისევ ამდენი წლის მისგან შორს გატარების გამო, ვიცოდი ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო... ვიცოდი უამრავი ბოდიში უნდა მომეცადა მისთვის არაერთი შეურაწყოფის გამო, მზად ვიყავი ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი მის დიდ და გულჩათხრობილ გულში თავიდანვე მქონდა რაღაც ადგილი, და მჯეროდა ბრმად მჯეროდა ბედისწერის რომ ამჯერად მაინც გამომოვიდოდა ყველაფერი...
აეროპორტიდან გამოსვლისთანავე მის ქართულ ნომერზე დაკავშირება ვცადე ... გამორთულია........ სახლში მისვლისთანავე კომპიუტერს მივუჯექი, ამდენი წლის შემდეგ ძლივს გავბედე მის Facebook profile შესვლა. მომენტალურად ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხქვეშ მიწა და თავზე ჭერი, კედლები ჩამოინგრა, არა უფრო სწორედ ცა ჩამოიქცა და სამყარო თავზე დამემხო... ეკრანზე გაშლილ სურათს ვიყურებდი საიდანაც ორი რატი მიმზერდა, ერთი ჩემი 6 წლიანი ოცნება და მეორე პატარა , ჯერ კიდევ თვეების... კიდევ ერთი გოგო იყო"ცოლი" , საშინლად შემძულდა საკუთარი თავი და ის გოგოც, მხოლოდ ორი რატი არ მძულდა დიდი და პატარა... აკანკალებულ თითებს ვუსმევდი ეკრანზე მის სახეს და არააადამიანურად მეტირებოდა, ვგრძნობდი როგორ ვეგდე წარსულის მწარე მოგონენბსა და აწმყოს გაუსაძლის ტკივილს შორის... ყველაფერი შეწყდა, ჩემი გულის ცემაც... დავაგვიანე, ამჯერად ძალიან დავაგვიანე შეცდომების გამოსყიდვაც და მისი ლამაზი თვალების ნახვის შანსიც სამუდამოდ გავუშვი ხელოდან... მონატრებულ სახლის მაგივრად რამდენიმე დღე საავადმყოფოს ოთხ კედელში გავატარე, იქედან გამოსვლისთანავე გავიქეცი, ისევ გავიქეცი, ამჯერად სამუდამოდ... მე საფლავად ვაქციე ჩემი სამშობლო, იქ სამუდამოდ დავმარხე ჩემი გული რომელიც აღარასდროს იფეთქებდა ისევ ისე როგორც ადრე და ჩემი აუხდენელი და ნახევრად ახდენილი სიყვარული...


ბედისწრას არ კარგავენო, თუმცა მე დავკარგე ...ან უბრალოდ ჩემი აკვიატება იყო რომ ის ჩემი ბედისწერაა...
რატი... ეს უბრალოდ სახელი არ არის ადამიანის, ეს ჩემთვის ჩემი ღმერთის სახელია....
კიდევ ბევრი წელი გავა, კიდევ ბევრჯერ გავიხსენებ , თუმცა არასდროს გამინელდება მის მიმართ გრძნობები და ვიცი თუნდაც ათი ან ოცო ან ოცდაათი წლის შემდეგაც ისევ ისე უდრეკლად მეყვარება როგორც დღეს, როგორც მაშინ, ან იმის წინ ...



№1  offline წევრი izabella

ადამიანი სათამაშო არ არის, რომ მისით გაერთო, მერე მიაგდო და წახვიდე.
ამ გოგომ თვითონ დაანგრია თავისი მომავალი.
უფრო ვრცელი რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent