შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ერთხელ აეროპორტში" თავი 2


2-06-2018, 14:26
ავტორი lena lena
ნანახია 1 625

ზუსტად 3 დღე გავიდა "უცნაური შეხვედრიდან".
ზუსტად 3 დღეა ელე ჩემს ირგვლივ პერომეტრს ზვერავს, იმ იმედით რომ სადმე "მარმელადს" შეამჩნევს.
ზუსტად 3 დღეა თავს ჰოლივუდის ვარსკვლავად ვგრძნობ მუდამ რომ დაყვებათ დაცვა, ჩემს შემთხვევაში ელეს და ნუცის სახით.
ტელეფონის ხმა მაღვიძებს. თვალებს ვიფშვნეტ და სენსორზე თითს ვუსმევ.
-ყიფშიძე! აეგდე ფეხზე აშენდა ქვეყანა.
ჩამკივის ელე და პარალელურად სკამს (რომელსაც სავარაუდოდ ისე მიარტყა ფეხის ნეკა თითი) უშვერი სიტყვებით ლანძღავს.
-დამაძინე შენ დაგაძინა მამაზეციერმა
ვბურტყუნებ და სააბაზანოსკენ მივდივარ.
-მიდი, მიდი შოკოლადის ტორტს ვაცხობ.
ჩემს მოქრთამვას ცდილობს ელე.
-ამ დილაუთენია რა კონდიტერობა აგვიტყდა
ვფხუკუნებ მე
-შე კუჭის მონა სხვანაირად აქ ვერ მოგათრევდი
ხარხარებს და ტელეფონს მითიშავს.
უკვე გამზადებულია დედას ვაკოცე და სახლი დავტოვე.
ჩემი და ელეს სახლი ნახევარი საათის სავალზეა. იმის ფუფუნება არ მაქვს რომ აქეთ-იქით ტაქსებით ვისეირნო, ასე რომ გაჩერებისაკენ მივდივარ და jace everett-ის სიმღერას ვღიღინებ.
- when you came in the air went out
And every shadow filled up whit doubt
I don't know who you think you are but before the night in through
-I wanna do bad things with you
ამთავრებს ვიღაც ჩემს უკან ხრინწიანი ხმით. გაოგნებული ვტრიალდები და
ვუალაა....
-მარმელადო?
ჩემდაუნებურად მცდება სანამ ენას კბილს დავაჭერ.
გაოგნებული მიყურებს, გვიან აანალიზებს რაც ვუთხარი და ისეთ ხმაზე იწყებს ხარხარებდნენ ეჭვი მაქვს სერიოზული პრობლემები ექმნება ჩემს ყურთასმენას.
-ვახ ჩემი მარმელადიო ტო
მუცელზე იჭერს ხელს და იჭაჭება.
გაბრაზებული ვტრიალდები და გზას ვაგრძელებ.
ორ ნაბიჯში მეწევა და მატრიალებს.
-კაი ლენ რა გეწყინა? დაჟე მე არ მეწყინა ამხელა კაცი მარმელადს რომ შრმადარე და შენ რაზე გაბრაზდი?
ისეჳ ხარხარებს.წარბშეკრული ვუყურებ ჩემს სახეზე მომენტალურად სერიოზულადაა.
_კაი ჰო მოვრჩი. ხელებს მაღლა წევს დანებების ნიშნად.
-მადლობა ღმერთს. მაგალითად ვუღიმი და გაჩერებისკენ მივდივარ.
-გაგიყვან სადაც მიდიხარ. მეუბნება და ხელკავს მდებს.
-ზურგზე უნდა შემომისვა? ვეკითხები დამცინავად და ქუჩას გავცქერი სადაც ერთადერთი მანქანა არის გაჩერებული და ისიც ჩემი მეზობელი გელასი.
სერიოზულად ევა და დამნაშავის სახით მიყურებს. ვხვდები რამხელა სისულელე წამოვროშე და არ ვიცი როგორ ვიმართლო თავი.
-ჰო...ისა მე ...უბრალოდ რავი ტაქსი ვიგულისხმე.
თავს დაბნეულად იფხანს და წარბებს ქვემოდან მიყურებს.
ენა მიგახმეს ძირში ლენა ყიფშიძე. გეთქვა თავიდანვე ჩვეულებრივ არ მინდაო და ვსო.
ახლა რომ ვუთხრა არამეთქი "ჟეშტის ხამი", "ფულის მონა" და ღმერთმა უწყის კიდევ რა ჯანდაბა ვიქნები.
ნეგატიურ ფიქრებს ვიცილებ და მხიარულად ვპასუხობ.
-აგაშენა ღმერთმა.კი მეზარებოდა ახლა მარშუტით ჯაყჯაყი.
-აუ მართლა ლენ?
ახლოს მოდის და თვალებში მიყურებს.
ოღონდ ეს არა!
მისი თვალები... არც ლურჯი, არც მწვანე ყავისფერი ან შავი.
-თაფლისფერები.
ვბურტყუნებ და ღრმად ვაშტერდები თვალებში.
-ჯერ მარმელადიო მერე თაფლიო უეჭველი მაგრა გიყვარს ტკბილი ხო? ისევ ხარხარებს და ტაქსს აჩერებს.
-იდიოტი ხარ! მივახალე და ტაქსში ჩავჯექი. მძღოლს მისამართი ვუკარნახე.
-რა გქვია? ვკითხე და მისკენ შევტრიალდი.
-მარმელადს მეძახიან -მპასუხობს უცერემონიოდ და ტუჩები კუთხეში ღიმილი ეპარება.
ღრმად ვისუნთქავ ჟანგბადს და ვცდილობ არ ავყვე.
-ისე დაცვა რატომ არ გახლია? არღვევს სიჩუმეს.
-რა? ვპასუხობ დაბნეული.
-ნუცის და ელეს ვგულისხმობ განსაკუთრებით ელეს ამბობს და წარბს მაღლა წევს.
-მასთან მივდივარ ახლა -მონოტონურად ვპასუხობ და გვიან ვაანალიზებ რომ ამ დღეების განმავლობაში მიყურებდა.
ტაქსი ჩერდება და სასწრაფოდ ვტოვებ მანქანას.
უხეშად მივუგდე მადლობა და სადარბაზოსკენ წავედი.
-ზრდილობის გულისთვის მაინც დაგეპატიჟებინე. ნუ გეშინია მაინც არ ვაპირებდი წამოსვლას.
მისკენ ვტრიალდები და მოვეზრებულად ვეკითხები.
-გინდა ამოხვიდე?
-ბაზარი არაა. მაგრად მინდა მპასუხობს და ტაქსს ტოვებს.
თვალები მიფართოვდება ის კი ხარხარს იწყებს .
-კაი რომ ნუ გეშინია მართლა კი არ მოვდივარ.
სხვათაშორის მეწყინა მეუბნება და ტაქსში ჯდება.
...
გოგოებს ყველაფერი ვუამბე.
ელემ - რა საყვარელია ეგ ოხერიო.
ნუციმ- ფსიქოპატი, გიჟი ან მკვლელი ხომ არ არისო.
მე?
მე თაფლისფერებზე ვფიქრობდი.
დასაწოლად ვემზადებოდი ტელეფონმა რომ დაიწრიპინა. შეტყობინება გავხსენი და...
-I wanna do real bad things with you .
ნომერი მაინც საიდან გაიგო?
მაშ ასე ლენა ყიფშიძე ოფიციალურად დაგერხა.



№1  offline წევრი lena lena

ბეჭდური შეცდომებისთვის ბოდიში <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საინტერესოა

 


№3 სტუმარი Lile

Kaiaa ... Aba veli shemdeg tavs :)

 


№4  offline წევრი lena lena

mirandaa31
კარგია, მაგრამცოტა გაზარდე თავები.

გავითვალისწინებ აუცილებლაად <3

ანი ანი
საინტერესოა

მადლობა <3

Lile
Kaiaa ... Aba veli shemdeg tavs :)

დღეს დავდებ <3
მადლობა რომ კითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent