შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ერთხელ აეროპორტში" თავი 1


1-06-2018, 01:21
ავტორი lena lena
ნანახია 2 083

ქალი თვით ეშმაკსაც კი აცდუნებს!
რატომ?
იმიტომ რომ, ქალი ქალია და ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება!
...
აეროპორტში ვზივარ. სულმოუთქმელად ველი რეისს რომელსაც არ გავყვები.
ერთი მარტივი მიზეზის გამო:ბილეთი არ ამიღია.
მეტსაც გეტყვით პასპორტიც კი სახლში დავტოვე.
ალბათ ფიქრობთ შეიშალაო.
რომ მხედავდეთ იმასაც დაამატებდით აბა ამხელა ჩემოდანი ვისთვის გაამზადეო?
მაგ კითხვაზე პასუხს ზემოთ იპოვით.
ქალი ქალია და ღმერთმა უწყის რა მოუვლის თავში.
სიმართლე კი ისაა რომ არც სადმე წასვლას ვაპირებ და მითუმეტეს არც "მის" მიტოვებას.
თუმცა ზემოთხსენებულმა ამის შესახებ არ იცის.
დიახ ძალიან ბანალურია!
გასაფრენათ "გამზადებული" მე
აეროპორტში შემოვარდნილი კახი
ყვირილით ნათქვამი -"არ დამტოვო"
ჩახუტება
პატიება
და ბლა ბლა ბლა
მაგრამ მიყვარს მის ნერვებზე ცეკვა და მომკალით.
აბა რა ეგონა?
ხომ გამაბრზა?
ხოდა მიიღებს!
ჩასხდომა თბილისი- სტამბულის რეისზე ცხადდება
დადამმმ
და აი ვიღაც ხმაურით მოარღვევს ხალხის ნაკადს.
სუნთქვა აჩქარებული ნახევრად ღია ბაგეებით ხარბად ისუნთქავს ჟანგბადს.
თვალებში ასე ნაცნობი ჭინკები უხტის.
ხომ ვთქვი არა!
ქალის გეგმა ყოველთვის ამართლებს!
მაღიარეთ!
კარგი სანამ კახი ჩემამდე მოაღწევს და ბოდიშებად დაიღვრება ყველაფერს იქედან გიამბობთ საიდანაც დაიწყო.
მაშ ასე ქალბატონებო და ბატონებო მე ლენა ყიფშიძე ვარ და ეს ჩემი ისტორიაა.
...
ცხელ ასფალტს ქუსლების კაკუნით მივუყვები. გულში საყვარელ მელოდიას ვღიღინებ და პარალელურად ვცდილობ რომელიმე საცოდავი მძღოლის ცოდვა არ დავიდი და ბორბლებში არ შევუვარდე.
2 მძღოლის გალანძღვის და მათთვის ქვეითთა უფლებებზე სამსაათიანი ლექციის შემდგომ ასე თუ ისე მშვიდობიანად გადავლახე ავტომობილის სავალი ნაწილი და ნაცნობი კაფისაკენ ავიღე გეზი.ისე მხიარულად შევაბიჯე კარებში თითქოს წამის წინ მე არ ვიფურთხებოდი აქლემივით მძღოლების მიმართულებით და ცხონებული ბებიაჩემივით არ ვატანდი წყალს მათ თავს.
სკამზე მივესვენე და მაშინვე ელენეს წვენს დავწვდი.ნახევრამდე ჩამვცალე და უკან დავაბრუნე.
-სერიოზულად?
გადაიხარხარა ელემ და ნიცას მუჯლუგუნი ჰკრა
-რა? დავიღალე?
ისეთი გაკვირვებული სახე მივიღე რომ ოსკარი პირდაპირ სახლში უნდა მომიტანონ.
-ღმერთო რა სიცხეა ამიდუღდა ეს ჩემი ტვინით გადატენილი თავი დაიწუწუნა ნიცამ და ჩემთვის ფორთოხლის წვენი შეუკვეთა.
-ვის დაეკარგა ეს მარმელადი?
ფხუკუნებს ელე (რომელიც ყოველ მეორე ბიჭს მარმელადივით გემრიელს, შოკოლადივით ტკბილს, კაბფეტივით ჩასაწუწნს და სხვა უამრავი "ზედსართავით" ამკობს) და მზერას კარებისკენ აპარებს.
მე და ნუცამ მის მზერას გავაყოლეთ თვალი.
საშუალოზე მაღალი. გამხდარი. არც ისე დაკუნთული, შავი თმა მაგრამ რაც მე მაინტერესებს იმას მაინც ვერ ვარკვევ.
თვალები.
არ რას ვუყურებ პირველი მაგრამ ეს ბედივლათი მოშორებით დგას და ფერს ვერ ვარკვევ.
მწვანე ან ცისფერი არ იქნება. ადვილად შევამჩნევდი.
ყავისფერი ან შავი.
ვასკვნი და წვენს ვწრუპავ.
არაუშავს რა! უკეთესებიც მინახავს. თანაც არც ცისფერი თვალები აქვს და არც მწვანე.
-ოჰოო- ბურტყუნებს ლიზა და მრავალმნიშვნელოვნად წკიპავს წარბებს.
-არის რა. ვამბობ და ცხვირს ვიბზუებ.
ვიღაც ისეთი ძალით ებერტყება ჩემს გვერდით მიწისძვრა მგონია და ადგილზე ვტორტმანდები.
გოგოები გახევებული მიყურებენ.
ისეთი გამომეტყველება აქვთ თითქოს ბერბერული ჯიშის მაკაკა ვიყო.
-ერთი წვენი თუ შეიძლება - შეკვეთას აძლევს გვერდით მჯდომი.
გოგოებო რამეს ხო არ დაამატებთ?
ოჰოოო. ღმერთო ჩემო გავახსენდით ბიჭს.
რატომ ზის ჩემს გვერდით ელეს მიერ მარმელადათ შერაცხული ბიჭი?
გოგონებს ვუყურებ იმ იმედით რომ რომელიმე მიესალმება.
ორივე მე მიყურებს.
მე რატო? რა შუაში ვარ?
-ვაიმე ლენ როგორ დავიღალე. რა სიცხეა ტი! არც დამაღირსეს ეს წვენი. შენი მომე რა ლენ!
მებურტყუნება და თვითონ წვდება ჩემს ჭიქას.
კითხვა ნომერი ორი :
საიდან იცის ჩემი სახელი?
ნახევრამდე ჩაცალა და უკან დამიბრუნა.
-სერიოზულად?
ამოშაქრა ელენემ და ორივეს გაშტერებული მოგვაჩერდა.
-რა? დავიღალე?
დუდღუნებს "მარმელადი" და ხელს ჯარის ძმაკაცივით მხვევს ბეჭებზე.
ისე გავწითლდი ბრაზისგან ეჭვი მაქვს პომიდორს ღირსეული მეტოქეობა გავუწიე.
მის ხელს ხელი დავავლე და ისეთი ძალით მოვიქნიე იმედი მაქვს მყესები დაუწყდა.
-შენ საერთოდ ვინ გგონია თავი?
ვეკითხები გაღიზიანებული
-მე? მეკითხება და თითს მისი მიმართულებით სასაცილოდ ფშეკს.
გააჩნია შენ ვინ გინდა ვიყო.
თვალს მიკრავდა ადა სანამ პასუხს დავიბრუნებ სასწრაფოდ დგება ზევით.
-აუ ლენ უნდა წავიდე
ისე მეწუწუნება თითქოს ან მოსვლაზე დავახიე კალთები და ან დარჩენაზე.
ელე ნიცა სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ქალბატონებო.
თქვენი გადახდილი იქნება და ხო კიდევ შენ- მიყურებს და თითს გულზე მადებს-კიდევ მნახავ.
"მაიმედებს" ლოყაზე მკოცნის და მიდის.
აზრზე რომ მოვედი კაფეში აღარ იყო.
-დროზე დაფქვი- მიბღვერს ელე
-ვინ იყო აღარ იტყვი? წუწუნებს ნიცა
-წარმოდგენა არ მაქვს -ვბურტყუნებ და მის დატოვებულ წვენს ბოლომდე ვცლი.
ბლიც კითხვა:
რა ჯანდაბა იყო ეს?



№1  offline წევრი ბიბი

დიდად ვერაფერი გავიგე, მაგრამ განაგრძე სავარაუდოდ საინტერეოსი იქნება relaxed

 


№2  offline წევრი Kalina

რა მაგარია, ე!
:)))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3  offline წევრი lena lena

ბიბი
დიდად ვერაფერი გავიგე, მაგრამ განაგრძე სავარაუდოდ საინტერეოსი იქნება relaxed

ვნახოთ ვნახოთ.
იმედია მოგეწონება <3

mirandaa31
მართლა რა ჯანდაბა იყო ეს? ეს ხუმრბით :დ პატარა იყო და ჯერ ვერაფერი გავიგე მაგრამ აველოდები შემდეგ თავს აბა ვნახოთ რა იქნება :))


მადლობა რომ კითხულობთ <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგია, სახალისო, გააგრძელე აუცილებლად

 


№5  offline წევრი lena lena

მარიკუნაა♥️
რა მაგარია, ე!
:)))))

უიჰ მადლობა

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჰმ..
ბიჭი მომწონს :დ მალე დადე

 


№7  offline წევრი lena lena

ანი ანი
ჰმ..
ბიჭი მომწონს :დ მალე დადე

ავტორიზაციას გაივლის და დაიდება.
მადლობა რომ კითხულობ. <3

 


№8  offline წევრი მოცინარი

ძალიან ძალიან მომეწონა! ♡
ლენაც "დამევასა" და და დაქალებიც ♡ პაწუა თავი კი იყო და მალე დადე შემდეგი და უფრო დიდი რა ♡
არა მაინც რას ერჩის შავ და ყავისფერ თვალებს..?

 


№9  offline წევრი lena lena

მოცინარი
ძალიან ძალიან მომეწონა! ♡
ლენაც "დამევასა" და და დაქალებიც ♡ პაწუა თავი კი იყო და მალე დადე შემდეგი და უფრო დიდი რა ♡
არა მაინც რას ერჩის შავ და ყავისფერ თვალებს..?

მადლობა ჩემო კარგო მოტივაციის თვის.
ოჰჰ და თვალის ფერს რაც შეეხება Dემდეგ თავში ჩანს მნიშვნელობა. ასე რომ..
<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent