შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლე სიკვდილის სანაცვლოდ (სრულად)


2-06-2018, 16:25
ავტორი Mathew
ნანახია 4 317

“ერთი თვე გავიდა.ერთი თვე რაც დაგვტოვე.ასე გაუფრთხილებლად,მოულოდნელად.ყველაზე ბედნიერი დღე,ყველაზე უბედურ დღედ მიქციე ანნა.განა მჯერა,რომ ჩემთან აღარ ხარ?!გეფიცები,ახლაც მგონია რომ ისევ შევძლებ დაღლილი შენ მკლავებში განაბვას,ახლაც მგონია,რომ დილით ისევ შევეჩეხები შენ ჭაობისფერ სფეროებს,ისევ დავინახავ შენ სიყვარულით სავსე ღიმილს და ისევ მივიღებ ლოყაზე ამავე გრძნობით სავსე ამბორს,თუმცა ამაოდ.ფიქრები ფიქრებადვე რჩებიან.შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მენატრები.სიზმარშიც და ცხადშიც შენ მელანდები ანნა.გაბრაზებული ვარ,გიბრაზდები რადგან არაფერი მითხარი.დაგეხმარებოდი,გეფიცები ყველაფერს გავაკეთებდი და ორივეს გადაგარჩენდით!მაგარმ შენ რა გააკეთე?დაგვტანჯე,გვატკინე,გაგვაოცე,გაგვაბრაზე და მოგვკალი.სული წამართვი ანნა.დღემდე არ მჯერა,ვერ ვიჯერებ,რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ქალი მიწას მივაბარე.შეიძლება მე არ შეგეცოდე ,მაგრამ ჩვენმა შვილმა რა დაგიშავა? ჩემგან მოყოლილი მოგონებები თუ ექნება შენზე.რა ვუთხრა როცა გაიზრდება?როგორ ავუხსნა? ყველაზე მეტად უშენობის მეშინოდა ანნა,ესეც ამიხდა და შიშს თვალებში ჩავხედე.“
*-*-*
კალამი მაგიდაზე დადო და იქვე ,პატარა ოთახში შევიდა საიდანაც ტირილის ხმა მოდიოდა.ნელა შეაღო კარები და საწოლამდე მანძილი წამებში დაფარა.
-მამას ანგელოზს გაუღვიძია.-ჩაიჩურჩულა და კარგად დააკვირდა მის მკლავებში განაბულ შვილს,რომელიც ძალიან გავდა გარდაცვლილ დედას.ანასავით მწვანე თვალები და წითელი ტუჩებით,თეთრი ფიფქივით ქათქათა კანით და პატარა ცხვირი.მასში ხედავდა ლუკა თავის ანნას.კარგად ახსოვს მათი პირველი შეხვედრა,თვალს ვერ წყვეტდა მორცხვად მჯდომ ლამაზმანს.კლუბის განათება ურცხვად დათამაშებდა გოგონას სახეზე და უფრო იპყრობდა მის ყურადღებას.ცდილობდა ანა გახსნილის ყოფილოყო სამეგობრო წრეში,მაგრამ იქ მყოფნი რამდენიმე უცნობი არ აძლევდა ამის საშუალებას.მათ სიაში ლუკაც შედიოდა,რომელიც ამ დროის მანძილზე გოგონას თვალს ვერ წყვტდა.ანაც ამისგან მობეზრებული მეათედ ეხვეწებოდა დაქალს წასვლას,ნინოც მეათედ იმავე პასუხს უმეორებდა.
-ცოტაც და ყველა დავიშლებით-ისიც ჩუმად უქნევდა თავს და უფრო კომფორტულად მოთავსდა.რამდენიმე წუთში მართლა დაიშალნენ და მანქანებში განაწილდნენ.ნინი,მისი ძმა,ანა და ლუკა ამ უკანასკნელის მანქანაში მოთავსდნენ,დანარჩენებმა კი მეორე მანქანაში დაიკავეს ადგილი.
-ლუკა,პირველი მე და დემე დაგვტოვე,შენ და ანას ერთი გზა გაქვთ თითქმის.-ნინიმ ორს სავარძელ შორის გაყო თავი და მძღოლის სავარძელში კომფორტულად მოთავსებულ ლუკას გახედა,შემდეგ ჩუმად გააპარა თვალი გვერდით მჯდარ გოგონასკენ,რომელსაც თვალები გადმოყრაზე ჰქონდა.
არ უყვარდა ანას ადამიანების შეწუხება,მითუმეტეს უცხოსი,მაგრამ შეწინააღმდეგების მიუხედავად მაინც არაფერი გამოუვიდა.
ასე დარჩნენ მარტი დემეტრეს და ნინის წასვლის შემდეგ.დღესაც კარგად ახსოვს ლუკას ის აწითლებული ღაწვები რომელიც მის დამშვიდობებას მოჰყვა.
-ღამე მშვიდობისა ანნა-აი,ამ დღიდან გადაიქცა ანა არაბული ლუკა ლიპარტელიანის ანნად.მხოლოდ ის მიმართავდა მას ასე და მხოლოდ მას შეეძლო გოგონას ღაწვების წამში გაფერადება.
*-*-*
ფიქრებიდან კარებზე გაბმულმა ზარმა გამოიყვანა.ნელა გაიარა კორიდორი პატარა გოგონასთან ერთად და კარს იქეთ მომლოდინე დედა შინ შემოუშვა.
-სად იყავი ლუკა?ვინერვიულე.
-ფიქრებში-მოკლედ მოუჭრა მან და ქალიც ყველაფერს მიხვდა.მოგონებები ერთადერთი ადგილია სადაც ლუკა ანნას გაღიმებულს და სიყვარულით სავსეს ხედავდა.სევდიანად ჩაეღიმა და კარები დაკეტა,შვილიშვილს მოეფერა შემდეგ კი სამზარეულოში შევიდა რათა პატარა ლილესთვის საჭმელი გაემზადებია.ლილე ერთადერთია ვისაც შეუძლია მამამისს ისევ დაუბრუნოს ის სიყვარულით სავსე ღიმილი,რომელიც ერთი თვის უკან გაქრა.ვეღარ იცნობდით ლიპარტელიანს.სერიოზული, მაგრამ ბედნიერებით სავსე თვალების მქონე ბიჭი სადაც გაქრა.აღარც ის ღიმილი შერჩა,მისი ანნას დანახვისას რომ გადაურბენდა სახეზე,არაბულთან ერთად დამარხა.მთელი ქალაქი იცნობდა მას,ახლა მხოლოდ ერთეულები თუ ცნობენ,მაგრამ ყველამ კარგად იცის მისი ასე შეცვლის მიზეზი.წამში მოედო მთელ ქალაქს ლუკას შემზარავი ყვირილი,როცა ექიმებმა მისი ანნას დაკარგვის შესახებ უთხრეს.კედელთან ჩაკეცილი ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა მის სახელს.იმ იმედით,რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საშინელი ღამის კოშმარი იყო და გაღვიძებულს ისევ შეეჩეხებოდა მის მწვანე სფეროებს,თუმცა ამაოდ.
*-*-*
პირველად როცა ნახა პატარა ლილე ვერ იჯერებდა,რომ ის მამა იყო.ვერ იჯერებდა მსგავსებას პატარა პრინცესასა და ანნას შორის.მაშინ განცდილი ტკივილი დღემდე აქვს ჩაგუბებული თვალებში.
ლილე დედამისს გადააბარა,თვითონ კი მზადება დაიწყო რათა სამსახურში წასულიყო.მართალია ვერაფერს უდებდა გულს,მაგრამ ლილესთვის ის ვალდებული იყო,უნდა ემუშავა.ოფისშიც ვეღარ ცნობდნენ ლუკას.როცა ერთ დროს ყველას უხაროდა მის კაბინეტში შესვლა და საუბარი,ახლა ყველა გაურბის მისი სევდით და ტკივილით გაჟღენთილი თვალების ნახვას.მათაც ტკივათ,მაგრამ ცდილობენ,ცდილობენ რომ ლუკას არაფერი აგრძნობინონ.მხოლოდ თავის დაკვრით მიესალმა თანამშრომლებს და კაბინეტში შეიკეტა.რაღაცის კეთება დაიწყო,მაგრამ გულს ვერ უდებდა.ამის ნაცვლად მოგონებები ტივტივებდნენ მის თავში.გაახსენდა მეორე შეხვედრა და არც ახლა დააყოვნა ტკივილით გაჟღენთილმა ღიმილმა მისი სახის დაკავება.
*-*-*
კარებთან იდგა და ელოდა,როდის ინებებდა ბატონი დემეტრე კარების გაღებას.უკვე დარეკვასაც აპირებდა,მაგრამ საკეტის ხმა გაიგო და მობილური ისევ ჯიბეში ჩაიცურა.
-სად ხარ ბიჭო აქამდე?
-არ გვესმოდა,ბოდიში-დემეტრემ კეფა მოიფხანა და ძმაკაცი სახლში შეატარა.ლუკამ გეზი პირდაპირ მისაღებისკენ აიღო.შემოსასვლელში გაშეშდა,როცა ანას მომღიმარ სახეს წააწყდა.თვითონაც გადაედო ღიმილი,ღრმად ჩაისუნთქა და ნელა,სერიოზული სახით შეაბიჯა ოთახში.
-გამარჯობა-ბოხი ხმით მიესალმა გოგონებს.ანამ მაშინვე შეწყვიტა სიცილი,ნინი კი მომღიმარი სახით გადაეხვია მეგობარს.
-გამარჯობა-ანამაც ჩუმად ჩაიჩურჩულა.
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ?
-არა ლუკ,პირიქით,შენ უფრო გაგვართობ.-ნინიმ ბიჭს ხელი დაავლო და ანას გვერდით დაასკუპა.გოგო რა თქმა უნდა სირცხვილისგან აწურული იჯდა.იქ ყოფნის დროს ანაზე მცირე ინფორმაცია მიიღო,ბოლოს კი ისევ მის მანქანაში აღმოჩდნენ.დღის შუქზე უფრო შესამჩნევი იყო გოგონას სიმორცხვე და სახეზე გადაკრული წითელი ფერი.ლუკაც როცა შუქნიშანზე წითელ ფერს დაიგულებდა მანქანას აჩერებდა და ჩუმად ათვალიერებდა მას,გონებაში ღრმად ინახავდა მის ნაკვთებს და უკეთ სწავლობდა მის თითოეულ წერტილს.
ყველაფერზე მეტად დუმილის დარღვევა და საუბრის წამოწყება უნდოდა,მაგრამ ვერ არჩევდა სათანადო სიტყვებს,ყველაფერს გამოუჩხრეკდა რაღაც სასაცილო მინუსს და გონებაში გაიფიქრებდა “არა,ასე ცუდ შთაბეჭდილებას დავტოვებ“ ანა კი სახლში მისვლაზე და ლუკასგან,არა ჩამოწოლილი უხრეხრულობისგან გაქცევას ნატრობდა.
-მოვედით-სახე გაებადრა და ლუკასკენ შეტრიალდა-მადლობდა და ბოდიში,დღესაც შეგაწუხე.-ცხვირი საყვარლად შეჭმუხნა.
-გინდა ჩემი შეწუხება გამოისყიდო?-ლიპარტელიანს გონებაში შესანიშნავმა იდეამ გაუელვა.
-როგორ შევძლებ?
-ჩემთან ერთად ივახშმე-მომნუსხველად გაუღიმა ანას.
-კი მაგრამ,ასე ხომ უფრო შეწუხდები?-დაბნეული იყო,ვერ გაეგო ასე როგორ უნდა გამოესყიდა “დანაშაული“
-დამიჯერე,ასე გამოისყიდი.
-დანაშაულის გამოსასყიდად მზად ვარ-მართალია იცინოდა,მაგრამ ისევ არ თმობდა სიწითლე მის ღაწვებს.
-შეხვედრამდე ანნა.
-შეხვედრამდე.-ეს იყო მათი პირველი,ნორმალური დიალოგი რომლის დამსახურებითაც ლუკას მთელი დღის მანძილზე ღიმილი არ მოშორებია სახიდან.
*-*-*
ფიქრებიდან კარების ჭრიალმა გამოაგდო.თავი გააქნია,რათა მოგონებები გაეფანტა და შემოსასვლელისკენ გააპარა თვალები.იქ დემეტრე იდგა,რომელსაც ასევე სავდიანი ღიმილი დაგაჰკვროდა სახეზე და თვალებჩაწითლებული შესცქეროდა სხვა ადამიანად გადაქცეულ ძმაკაცს.
-შეიძლება?-სიჩუმე დაარღვია და შიგნით შევიდა,როცა ლუკას თანხმობა მიიღო.შემდეგ მის წინ დაჯდა და იქვე,მაგიდაზე დადებულ სურათს ასევე ტკივილით გაჟღენთილი ღიმილი ესროლა.
-ხვალ…-დემეტრეს რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ლუკამ არ დააცადა და მისი სათქმელი დაასრულა.
-ვიცი,ანნას დაბადების დღეა.
-ლუკა,კიდევ დიდიხანი უნდა იტანჯო?-ვეღარ გაუძლო ამდენ ტკივილს,უნებლიე წამიცდა ეს სიტყვები.აღარ შეეძლო ლუკას ასეთ მდგომარეობაში ყურება.
-არ ვიცი,შენი აზრით მე მსიამოვნებს ასე ყოფნა?დღემდე მგონია,რომ ისევ ვნახავ და მოვეფერები,მაგრამ ყოველი დღე იმედგაცრუებაა,გესმის?!ჩემ ტკივილს ვერ გაიგებ და არც მინდა,რომ ოდესმე გამოცადო.დრო მჭირდება,ტკივილი არ გაივლის,მაგრამ შევეგუები მარტოობას.-საშინელი სევდიანი ხმით და ჩაწითლებული თვალებით საუბრობდა,ხმა გაუწყდა და ცრემლები უკვე ახრჩობდა,მაგრამ არ მისცა თავს ატირების უფლება.
-კარგი,არ გვინდა ამ თემაზე-უხმოდ დაუქნია ძმაკაცს თავი.მთელი დღე მასთან გაატარა,შემდეგ კი ორივემ ერთად დატოვა შენობა.
სახლში მისული ლილესთან თამაშით გაერთო,შემდეგ კი პატარა გოგინა მშვიდად ფშვინავდა მამის მკერდზე.ვერ აშორებდა ლუკა პატარა საოცრებას თვალს,და ისევ გაახსენდა ძველი დრო,გაახსენდა მის მკერდზე მძინარე ანა და ისევ დარწმუნდა მათ იდენტურობაში.
*-*-*
-დემეტრე-ძმკაცს ჩასძახა ტელეფინში-ანნას ნომერი მომწერე.
-ვინაა ბიჭო ანნა?-გაკვირვება ვერ დამალა.
-არაბული,რა ვერ გაიგე,რა გჭირს შე *მა?
-ანნა?როდიდან გადაიქცა ანნად?
-კითხვების გარეშე,მითხარი ნომერი!-მკაცრად უთხრა.
-კარგი,იცოდე მითხარი შემდეგ ყველაფერი.
-ჭორიკანა.-ტელეფონში ჩაჰყვირა და გაუთიშა.მოუთმენლად ელოდა არაბულთან შეხვედრას.ათასი გრძნიბა ერეოდა ერთმანეთში-მოუთმენლობა,სიხარული,აღელვება,ბედნიერება და სიყვარული.ერთმანეთში ერეოდა ყველაფერი.მეტიც,ისედაც მნათობი თვალები უარესად უკაშკაშებდა.როგორ კი მიიღო ნომერი გოგონას დაურეკა და დროც შეუთანხმა,შენდეგ კი მომზადება დაიწყო.
არც ანა იყო ნაკლებ დღეში,ძალიან უნდოდა ლამაზი ყოფილიყო,მაგრამ მიზეზს ვერ ხედავდა.იცოდა გულის სიღრმეში პასუხი,მაგრამ არ ტყდებოდა.სარკის წინ ტრიალებდა და ცდილობდა უნიკალური ყოფილიყო,ბოლოს კი გახარებულმა მოავლო თავის თავს მზერა,როცა მიხვდა რომ ამ ყველაფერს ლუკასთვის აკეთებდა თავის თავს მხოლოდ ეს უთხრა “ლუკა არაფერ შუაშია,ყველას უნდა,რომ კარგად გამოიყურებოდეს-ო“.
ბოლოს შეტყობინებაც მიიღო და სახლი დატოვა.ლუკა კი მის სადარბაზოსთან იდგა და ისევ ნერვიულობდა.როგორც კი დაინახა უფრო გალამაზებული გოგონა ყველა ის კომპლიმენტი დაავიწყდა რაც გზაში მოიფიქრა,გონება დაებინდა და გაოცებული უყურებდა.არ ეგონა მას იმაზე მეტის გაკეთება თუ შეეძლო ვიდრე გაუკეთა,არ მოელოდა რომ კიდევ უფრო ლამაზს ნახავდა.
-შენ…სრულყოფილი ხარ-დაიჩურჩულა და მის ლოყას თავისი გახურებული ტუჩები მიაწება,მანქანის კარები გაუღო და შემდეგ თავისი ადგილიც დაიკავა.გზაში არაფერი უთქვამთ,რესტორანში დაჯავშნილი ადგილი დაიკავეს და სულ ცოტაც დალიეს,ნელ-ნელა ანას ეხსნებოდა სიმორცხვე.მიუხედავად იმისა,რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა არ უნდოდა არცერთს ამ დღის დამთავრება.ბოლოს ისევ მანქნაში აღმოჩდნენ და მათი გზები ანას სახლთან გაიყო.
-შეხვედრამდე ანნა.
-ლუკა-პირველად მიმართა სახელით ბიჭს და ლუკასაც წამში დაუარა ჟრუანტელა.
-ანნას რატომ მეძახი?
-რადგან განსხვავებული ხარ,ასე ჩემ გარდა მოგმართავს ვინმე?
-არა.
-ხოდა მარტო ჩემი ანნა ხარ-სახე გაებადრა ან“ნ“ას.
-შეხვედრამდე ლუკა-გავარვარებული ტუჩები ლოყაზე მიაწება და სადარბაზოში გაუჩინარდა.ლიპარტელიანი კი დატოვა ერთ ადგილას გაშეშებული და გაოცებული.ამის შემდეგ უფრო ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს.ზოგჯერ შენთხვევით,მაგრამ ზოგჯერ ისე დასეირნიბდნენ ქალაქში თითქის აქაც არაფერიო.ყველას უკვირდა მათი ასე დაახლოების ამბავი,მაგრამ მაშინ აეხადა ფარდა ყველაფერს როცა ხელჩაკიდებული,წყვილის სახით დააბიჯებდნენ ირგვლივ.9 თვე იყო მათი გაცნობიდან გასული თავისს ანნას გრძნობებში რომ გამოუტყდა.ეშინოდა,ეშინოდა იმის რომ გოგონას პასუხი იგივე არ იქნებოდა და ის ძლივს აშენებული მეგობრობის კოშკიც დაინგრეოდა,მაგრამ მაინც გარისკა.ანას პასუხი როცა მოისმინა იმ მომენტში მასზე ბედნიერი ადამიანი არ დააბიჯებდა ქვეყანაზე.
უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის,ყველაფერი ჩანდა მათ თვალებში და აი,ამიტომ არ სჭირდებოდათ სიტყვები.
როცა ანას ტკიოდა და ვერ ამბობდა?!
ლუკა ჩახედავდა მას მწვანე სფეროებში და მაგრად მოხვევდა ხელს.
როცა ლუკას უჭირდა?!
ანაც იმავეს აკეთებდა და უფრო მეტად უყვარდებოდათ ერთმანეთი.
მაგრამ იყო რაღაც რაც აწუხებდა ანას,მაგრამ ბოლოს სიყვარული და ბედნიერება იმდენად დიდი იყო,რომ გააქრო თაველბიდან დარდი და ტკივილი.
ვერც ლუკას ეუბნებოდა რამეს,იმედი ქონდა,რომ მის თვალებში ყველაფერს დაინახავდა ბიჭი,მაგრამ ამაოდ.
იცოდა ანამ,თუ ლილეს გააჩენდა ვერ იცოცხლებდა.იცოდა ამით რამხელა ტკივილს აყენებდა ლუკას,მაგრამ მხოლოდ შვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაზე ფიქრობდა.
ბოლოს?!
საკაცეზე იწვა და სამშობიაროში შესვლამდე ლუკას მაგრად ჩასჭიდა ხელი.
-ლუკა,დაიმახსოვრე,რაც არ უნდა მოხდეს მაპატიე.დაიმახსოვრე,რომ შენ ჩემ ცხოვრებაში ერთადერთი იყავი.დაიმახსივრე,რომ მუდამ მიყვარდი და მეყვარები.ყველაფერი გახსოვდეს და გთხოვ,არ გამიბრაზდე.იცოდე ჩვენ პატარას ლილე დაარქვი,ეს ერთი მაინც დარჩეს დედისგან.მიყვარხარ ლუკა,მაპატიე-ბოლოჯერ დაეკონა მის ბაგეებს და სამშობიაროში შევიდა,ლუკა გაკვირვებული იდა და ცდილობდა გაეაზრებია ანას ნათქვამი,ყველაფერი მაშინ გაიგო როცა ექიმმა მისი გარდაცვალების შესახებ უთხრა.აი,ამ დღის შემდეგ შეიცვალა ყველაფერი.
*-*-*
მათი ქორწილი?! ეს ცალკე თემაა.ლუკას უკვე სწავლა დამთავრებული ქონდა და მუშაობდა,ანა კი სწავლას ასრულებდა.აქედან გამომდინარე,ერთამენთს იშვიათად ხვდებოდნენ.ძალიან უნდოდა ლუკას სწავლა მალე დასრულებულიყო და სულ ამას გაიძახდა “ანნა სწავლას როცა დაასრულებს მოვიტაცებ-ო“.მართლაც ასე მოიქცა,იცოდა რომ გოგონა არ ეტყოდა ცოლობაზე უარს,მაგრამ ასე უფრო ორიგინალურია,ასე ხსნიდა.სვანეთში დაიწერეს ჯვარი,იქ იქორწინეს და მთელ თბილისსაც მალე მოედო ეს ამბავი.
*-*-*
ლუკას რომ კითხო შენთვის ყველაზე ბედნიერი დღე რომელიაო დაუფიქრებლად ჩამოგითვლით სამივეს.
პირველი-როცა ანას გრძნობები გაუმხილა და გოგონამაც იმავე უპასუხა.
მეორე-ქორწილი.
მესამე-როცა გაიგო,რომ მამა ხდებოდა.
*-*-*
დღემდე არ იცის ლუკამ იმის მიზეზი თუ რატომ აღარ ჰყავს ანა გვერდით.არც უცდია გარკვევა,იცის რომ უფრო დაიტანჯება.
*-*-*
დილით როვა გაიღვიძა მიხვდა,რომ ლილეს ოთახში იყო და პატარა პრინცესის გვერდით ჩასძინებოდა.ნელა წამოდგა,გოგონას აკოცა და ოთახი დატოვა.სააბაზანოში შეიკეტა და მოწესრიგდა.შემდეგ თავის ოთახს მიაშურა.თმა გადაივარცხნა და იქვე ,ტუმბოზე დადებულ მოცინარი გოგონას ფოტოს გახედა.
-დაბადების დღეს გილოცავ ანნა-ჩუმად დაიჩურჩულა და ოთახი დატოვა.სამზარეულოში შევიდა და მოფუსფუსე დედას მიესალმა.
-დილა მშვიდობისა.
-დილა მშვიდობისა ლუკა-დედასთან ერთად დღეს მუდამ ხალისით იწყებდა,მაგრამ ახლა ისიც გამქრალიყო.
-დედა შეგიძლია ლილე დაიტოვო?
-რას მეკითხები?! რა თქნა უნდა.
-კარგი,გამოვიცვლი და გავალ.-ოთახი დატოვა.
-ლუკა-ქალის ხმამ ისევ უკან მოაბრუნა.
-გისმენ.
-ჩემგანაც მიულოცე.-უხომოდ დაუქნია თავი,გაუღიმა და გრძელ კორიდორში გაუჩინარდა.ცოტახანში კი ნინისთან და დემეტრესთან ერთად სასაფლაოს გზას მიუყვებოდა.იქვე,მოხუც ქალთან ლურჯი ვარდები იყიდა და ისევ აუყვა სასაფლაოსკენ მიმავალ გზას.ისევ შემოაწვა მოგინებები და აგაახსენდა როგორ თქვა ანამ თავის საყვარელ ფერზე უარი და ლუკას გასახარებლად ლურჯი სიგიჟემდე შეიყვარა.უსასრულობას ადარებდა ანა ლურჯ ფერს,უსასრულობასთან ასოცირდებოდა,უკვდავებასთან.ლურჯად მიყვარხარო,ასე ეუბნებიდა ხოლმე ბიჭს.
*-*-*
მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილას,ნაცრისფერი ქვიდან ისევ იმავე მომღიმარი სახე იცქირებოდა.ნინი ახლოს მივიდა,ჩაეხუტა და ჩუმად დაიწყო მასთან საუბარი,ცრემლები კი ხელს უშლიდნენ.ნინი დემემ შეცვალა,ბოლოს კი ლუკა მიუახლოვდა მას.
-ერთი წლის წინ,ზუსტად ამ დღეს ერთმანეთს ათას რამეს ვეფიცებოდით.იმდენად ბედნიერები ვიყავით.გახსოვს ისიც ვთქვით,ერთამენთს არასდროს დავტოვებთო,მაგრამ რა მოხდა?!შენ წახვედი.გიბრაზდები,გეგონა არ გავბრაზდებოდი?! მტკივა კიდევაც,მაგრამ ისევ ისე ლურჯად მიყვარხარ ანნა.დრო გადის და თითქის ტკივილიც ქრება,თითქოს იარა ხორცდება,მაგრამ ილუზიაა.არასდროს გაქრება ის რასაც შენ მიმართ ვგრძნობ,ეს დიდი ტკივილი არ გაქრება და არც მონატრება.სიყვარული კი მუდამ დარჩება.
ლურჯად მიყვარდი.
ლურჯად მიყვარხარ.
და ლურჯად მეყვარები ანნა.
შეხვედრამდე.
*-*-*
-ანნა,უსასრულობა რა ფერია?
-ლურჯია ლუკა-თავი მუხლებზე დაადო და ცას ახედა.
-რატომ ანნა?
-ცას ხომ ხედავ ლუკა?
-კი
-რა ფერია?
-ცისფერი.
-არა ლუკა,ის ლურჯია.ცა ლურჯია,მას კი დასასრული არ გააჩნია.ლურჯი ცა უსასრულოა,ამიტომ ლურჯიც უსასრულობის ფერია.
-სიყვარული ანნა?
-ისიც ლურჯია ლუკა.
-ისიც?რატომ?
-უსასრულიბა ხომ არასდროს მთავრდება?ხოდა არც სიყვარული მთავრდება.
-ჩემი ლურჯი სიყვარული ხარ ანნა.
-შენ შემაყვარე ლურჯი-გაუღიმა და ისევ მიაკრო გავარვარებული ტუჩები ლოყაზე.


გამარჯობა.
ისევ დავბრუნდი და მინდა რაღაც გითხრათ.
ეს ისტორია არც თუ ისე დიდი ხანია რაც დავწერე.
საერთოდ,ეს ჩემი სტილი არაა,მაგრამ მინდოდა რაღაც განსხვავებული მეცადა.
ეს ყვეკაფერი ელპინის დამსახურებაა.
იმ ადამიანის რომელმაც ბევრი რამ მასწავლა.რომლის დამსახურებითაც მე თქვენთან ვარ!
შეიძლევა არ გამომივიდა კარგი,მაგრამ მაპატიეთ.ეს პირველი ცდა იყო.
ელი პირველი იყო ვინაც ეს ისტორია წაიკითხა,ამიტომ ამ ჩემ ნაჯღაბნს რომელშიც მთელი გული ჩავაქსოვე მას ვუძღვინი.
სჭირდება ახლა მას ეს.
დაო,მადლობა და გთხოვ,
პირობა არ დაარღვიო.



№1 სტუმარი kati

Guli metkina...cremlebs ver vishoreb da albat kidev ramdenimejer wavikitxav.

 


№2  offline მოდერი Mathew

kati
Guli metkina...cremlebs ver vishoreb da albat kidev ramdenimejer wavikitxav.

ღმერთო.
ძალიან დიდი მადლობა შენ,მიხარია ასეთი შეფასება ^^ მართალია ცრემლები არაა კარგი,მაგრამ როცა ჩემი ისტორია ასეთ გრძნობას გიღვიძებს ძალიან მიხარია ^^ მადლობა ^^

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

იცი? ბოლო წუთამდე ვფიქრობდი რომ ანნა გამოჩნდებოდა, რათქმაუნდა აფსურდული აზრია მაგრამ მე მაინც ვფიქრობდი, ვფიქრობდი იმასაც რომ ლუკასთან ვიღაც სხვა ახალი გამოჩნდებოდა მაგრამ მადლობა რომ ასე არ მოხდა. არაჩვეულებრივი ისტორიაა რაც კი დაგიწერია ეს მართლა ყველაზე მეტად მომეწონა იმ ისტორიებს შორის. მიხარია რომ სცადე და კიდევ ერთხელ გვაჩვენე რა შეგიძლია ლოდინად ღირდა და გთხოვ შენს ნაწერს ნუ მოიხსენიებ როგორც ნაჯღაბნს რადგან არაა ასე. წარმატებებს გისურვებ კიდევ მინდა შენი მოთხრობები...... წრფელი სიყვარული არსებობს თურმე „ლურჯად მიყვარხარ“ ამ ფრაზამ მთელი ჩემი გონება მოიცვა

 


№4  offline მოდერი Mathew

Crazy dreamer
იცი? ბოლო წუთამდე ვფიქრობდი რომ ანნა გამოჩნდებოდა, რათქმაუნდა აფსურდული აზრია მაგრამ მე მაინც ვფიქრობდი, ვფიქრობდი იმასაც რომ ლუკასთან ვიღაც სხვა ახალი გამოჩნდებოდა მაგრამ მადლობა რომ ასე არ მოხდა. არაჩვეულებრივი ისტორიაა რაც კი დაგიწერია ეს მართლა ყველაზე მეტად მომეწონა იმ ისტორიებს შორის. მიხარია რომ სცადე და კიდევ ერთხელ გვაჩვენე რა შეგიძლია ლოდინად ღირდა და გთხოვ შენს ნაწერს ნუ მოიხსენიებ როგორც ნაჯღაბნს რადგან არაა ასე. წარმატებებს გისურვებ კიდევ მინდა შენი მოთხრობები...... წრფელი სიყვარული არსებობს თურმე „ლურჯად მიყვარხარ“ ამ ფრაზამ მთელი ჩემი გონება მოიცვა

სიმართლე გითხრა მეც ვფიქრობდი ანას დაბრუნებაზე,მაგრამ გადავიფიქრე.
სხვა უნდა ყოფილიყო,და ვიპოვე ეს სხვა.
ალბათ შევძელი და მადკობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის.
მიხარია თუ წრფელი სიყვარულის არსებობა დაიჯერე ^^ ძალიან დიდი მადლობა შენ !!

 


№5  offline წევრი Crazy dreamer

Girl with pretty smile
Crazy dreamer
იცი? ბოლო წუთამდე ვფიქრობდი რომ ანნა გამოჩნდებოდა, რათქმაუნდა აფსურდული აზრია მაგრამ მე მაინც ვფიქრობდი, ვფიქრობდი იმასაც რომ ლუკასთან ვიღაც სხვა ახალი გამოჩნდებოდა მაგრამ მადლობა რომ ასე არ მოხდა. არაჩვეულებრივი ისტორიაა რაც კი დაგიწერია ეს მართლა ყველაზე მეტად მომეწონა იმ ისტორიებს შორის. მიხარია რომ სცადე და კიდევ ერთხელ გვაჩვენე რა შეგიძლია ლოდინად ღირდა და გთხოვ შენს ნაწერს ნუ მოიხსენიებ როგორც ნაჯღაბნს რადგან არაა ასე. წარმატებებს გისურვებ კიდევ მინდა შენი მოთხრობები...... წრფელი სიყვარული არსებობს თურმე „ლურჯად მიყვარხარ“ ამ ფრაზამ მთელი ჩემი გონება მოიცვა

სიმართლე გითხრა მეც ვფიქრობდი ანას დაბრუნებაზე,მაგრამ გადავიფიქრე.
სხვა უნდა ყოფილიყო,და ვიპოვე ეს სხვა.
ალბათ შევძელი და მადკობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის.
მიხარია თუ წრფელი სიყვარულის არსებობა დაიჯერე ^^ ძალიან დიდი მადლობა შენ !!

მიხარია რომ მოდერის სტსტუსით დაგვიბრუნდი

 


№6  offline წევრი Mariam Shengelia_3

წაკითხვის თანავე იგრძნობოდა ელპინის გავლენა, ხოიცი ორივენი რაძალიან მიყვარხართ?!
ბევრს არაფედს გეტყვი, მხოლოდ იმას გეტყვი რომ ლუკა საოცარია❤
გააგრძელე წერა და მეტიდამეტი იმუშავე საკუთარ თავზე, მე შენგან ძალიან ბევრს ველი, რადგან ზუსტად ვიცი რომ შეგიძლია❤
კარგი იყო❤
მიყვარხარ მე შენ

 


№7  offline წევრი teengirllove

meored wavikitxe da imaze didi grdznoba dameufla idre pirvelad wakitxvisas , dzalian kargi iyo, im kargi isyoriebis fonze rac saitze devs ,sadac yvelaferi kargad mtavrdeba ,es ragac sxva aris ,arachveulebrivi..miyvarxar me shen ,shenive istoriebit ...
didi siyvarulit sheni bembi

 


№8  offline მოდერი Mathew

Mariam Shengelia_3
წაკითხვის თანავე იგრძნობოდა ელპინის გავლენა, ხოიცი ორივენი რაძალიან მიყვარხართ?!
ბევრს არაფედს გეტყვი, მხოლოდ იმას გეტყვი რომ ლუკა საოცარია❤
გააგრძელე წერა და მეტიდამეტი იმუშავე საკუთარ თავზე, მე შენგან ძალიან ბევრს ველი, რადგან ზუსტად ვიცი რომ შეგიძლია❤
კარგი იყო❤
მიყვარხარ მე შენ

დღეს ვფიქრობდი,ნეტავ მარიამმა ჩემი ისტორია წაიკითხოს-თქო.
ეს კომენტარი რომ ვნახე თვალებს ვერ ვუჯერებდი.
ძალიან დიდი მადლობა შენ,არ იცი როგორ გამახარე და რამდენს ნიშნავ.
მეც ძალიან მიყვარხარ და ელიც გიჟდება შენზე.
მადლობა ბარსელონას გოგო ^^

teengirllove
meored wavikitxe da imaze didi grdznoba dameufla idre pirvelad wakitxvisas , dzalian kargi iyo, im kargi isyoriebis fonze rac saitze devs ,sadac yvelaferi kargad mtavrdeba ,es ragac sxva aris ,arachveulebrivi..miyvarxar me shen ,shenive istoriebit ...
didi siyvarulit sheni bembi

ჩემო ბემბიი,ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.გელოდებოდი და ძალიან გამიხარდაა ^^

 


№9  offline მოდერი ენემი

საოცარი ისტორიაა პატარა და საყვარელო გოგონავ,
მაგრამ,
რაღაცნაირად მე'ელპინისებ'ურა,
თითქოს მისი ნაწერი იყო,
დაწყებისთანავე მივხვდი რომ ეს "შენებური" არაა
მართალია ისტორია პატარა და რაღაცნაირად "თბილია" (დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაში "თბილი"ს მნიშვნელობას მიმიხვდები),
მაგრამ
ეს სტილი არ გიხდება რა,
თითქოს შენ "შენ" არ იყავი,
თითქოს ელი იყო.
მინდა გითხრა რომ "დემიანი და ანა" უფრო შენი სტილისაა, უფრო შენებური და არა ისეთი როგორიც ""ანნა" და ლუკა" (იმედია მიხვდები სათქმელს)
და მაინც საოცრად წერ kissing_heart
ახალ ისტორიას ველი ("შენებურს") kissing_heart

 


№10  offline მოდერი zia-maria

თავიდანვე,პირველი სიტყვა და მივხვდი რომ ტკივილით სავსე იქნებოდა ეს ისტორია,არც შევმცდარვარ და მართლა ამატირე,გული გამიჩერე და სუნთქვაც კი გამიჭირდა მომენტში,მაგრამ გავბედე და სამჯერ წავიკითხე,სამივეჯერ ისეთივე შეგრძნება მქონდა როგორც პირველად.არ მიყვარს ცუდად რომ სრულდება ისტორია,მაგრამ აქ ისეთი ძლიერი ტკივილი იყო, რომელმაც გულამდეც მოვდა და შიგნიდაც შეაღწია.ყოჩაღ,კარგი ნამუშევარია. kissing_heart

 


№11  offline მოდერი Mathew

zia-maria
თავიდანვე,პირველი სიტყვა და მივხვდი რომ ტკივილით სავსე იქნებოდა ეს ისტორია,არც შევმცდარვარ და მართლა ამატირე,გული გამიჩერე და სუნთქვაც კი გამიჭირდა მომენტში,მაგრამ გავბედე და სამჯერ წავიკითხე,სამივეჯერ ისეთივე შეგრძნება მქონდა როგორც პირველად.არ მიყვარს ცუდად რომ სრულდება ისტორია,მაგრამ აქ ისეთი ძლიერი ტკივილი იყო, რომელმაც გულამდეც მოვდა და შიგნიდაც შეაღწია.ყოჩაღ,კარგი ნამუშევარია. kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის,ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის <3

ლათინო
ნა!ანუკი! ანიკო! ვინ ხარ გოგო შენ? საიდან მოხვედი? ვინ გაგაჩინას ასეთი?
იცი როგორი ისტორიაა? აი რო წაიკითხავ ვერ იფიქრებ რომ შენია,იმდენად განსხვავებულია შენგან და შენი ისტორიებისგან რო აი არ ვიცი მართლა რა გითხრა.
აღარ დამიტოვეს სათქმელი,ყველაფერი გითხრეს.
არა არ უთქვამთ
უბრალოდ მე ვერ ვალაგებ რომ დაგიწერო თორემ უფრო მეტია.
მეც მეგონა რომ ანნა გამოჩნდებოდა,მეგონა მაგრამ არ მინდოდა,ამ ისტორიაში მასეთი დასასრული არ მინდოდა,ბოლოს რომ თბილი ჩახუტება ყოფილიყო მთელ ისტორიას დაშლიდა და კარგი ხარ,მაგარი ხარ რომ ეს არ გააკეთე!
ლუკას ვერ ვუძლებდი,ვერ ვუძლებდი მის და დედამისის დიალოგს.
დედამისიც შემიყვარდა,უსიტყვოდ რომ ესმოდა შვილის
ლუკას ძმაკაციც შემიყვარდა, ისიც გრძნობდა ლუკას და იმიტომ
მოკლედ რომ ვთქვა გამოგივიდა,თან ძალიან კარგად!♥♥♥♥♥

ჩემო სიცოცხლეე.
ძალიან დიდი მადლიბა შენ ასეთი სიტყვებისთვისს.
მაგრამ მაინც,ოდნავ გაბრაზებული ვარ შენზე.
ისტორიაში ანნას გამოჩენა ყველაფერს ძირფესვიანად შეცვლიდა,ეს არ მინდოდა.სხვანაირი უნდა ყოფილიყო და ასეთი შეფასებები მიხარია.
შენ მიხარიხარ და მადლობაა <3

 


№12  offline წევრი იზუკა

აი წერილის მერე წავიკითხე ეს და ვზივარ გამოთაყვანებული და გონებაარეული(( ამათი სიყვარული მწამს მე (( ანას ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი(( მეც მყავს ლუკასნაირი ლილე ❤

 


№13  offline მოდერი Mathew

იზუკა
აი წერილის მერე წავიკითხე ეს და ვზივარ გამოთაყვანებული და გონებაარეული(( ამათი სიყვარული მწამს მე (( ანას ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი(( მეც მყავს ლუკასნაირი ლილე ❤

ახლა,მე შენ კომენტარს ველოდებოდი.
საშინლად მიხარია,უზომოდ.
ამათი სოყვარულის მეც მწამს,გეფიცები.
მიხარია თუ ანას საქციელს ამართლებ,ძალიან დიდი მადლობა <3 დღე გამიხალისე!

 


№14  offline წევრი იზუკა

Girl with pretty smile
იზუკა
აი წერილის მერე წავიკითხე ეს და ვზივარ გამოთაყვანებული და გონებაარეული(( ამათი სიყვარული მწამს მე (( ანას ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი(( მეც მყავს ლუკასნაირი ლილე ❤

ახლა,მე შენ კომენტარს ველოდებოდი.
საშინლად მიხარია,უზომოდ.
ამათი სოყვარულის მეც მწამს,გეფიცები.
მიხარია თუ ანას საქციელს ამართლებ,ძალიან დიდი მადლობა <3 დღე გამიხალისე!

შენი ისტორიები გადავქექე, რადგან არ ვიცოდი სათაური და სასურველი სახელები რო ვნახე,მივხვდი რასაც ვეძებდი .

 


№15  offline წევრი მოცინარი

ვაიმე.
რა მაგარიაა ♡♡♡♡
ზოგადად, მიზიდავს ასეთი სტილი, და ცუდი დასასრული. უზომოდ ბევრს ვტირი ხოლმე, ნერვები მეშლება, მაგრამ სიგიჟემდე მიყვარს ♡
ძალიან, ძააალიან ბევრი ვიტირე ♡ გულში ჩაგწვდებოდა ისეთი იყო ♡
გ ა მ ა გ ი ჟ ე ♡
უზომოდ მომეწონა ♡
ახლა წავედი წერილს წავიკითხავ და ვიტირებ ♡
ბევრს♡

 


№16  offline მოდერი Mathew

მოცინარი
ვაიმე.
რა მაგარიაა ♡♡♡♡
ზოგადად, მიზიდავს ასეთი სტილი, და ცუდი დასასრული. უზომოდ ბევრს ვტირი ხოლმე, ნერვები მეშლება, მაგრამ სიგიჟემდე მიყვარს ♡
ძალიან, ძააალიან ბევრი ვიტირე ♡ გულში ჩაგწვდებოდა ისეთი იყო ♡
გ ა მ ა გ ი ჟ ე ♡
უზომოდ მომეწონა ♡
ახლა წავედი წერილს წავიკითხავ და ვიტირებ ♡
ბევრს♡

ძალიან გამახარე ასეთი კომენტარით,დიდი მადლობა
იმედია წერილიც მოგეწონა და ტყუილად არ ვიწვალე.
<3

 


№17  offline წევრი მელანია

უბრალოდ,ვერ ვხსნი ეს პატარა გოგო ამდენ გრძნობას როგორ იტევ?შეუძლებელია ასე გადმოცემდე ყველაფერს,შენი ასაკიდან გამომდინარე.გყვარობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent