დაბრუნება (1)
ძირს ეშვები თითქოს უფსკრულში და უკიდეკანო სივრცის ბოლოს სინათლე ჩანს, ეს დაშვება საასიამოვნოა, მიუხედავათ საშიშროებისა. მოვწყდი ჩემს გორგოლაჭებიან სკამს რომელიც ამ შეგრძნების წარმოდგენაში მეხმარება და ყავის ფინჯნით ხელში აივანზე გავედი, ჩემი სახლის წინ პატარა მყუდრო ბარია სახელად „უსაქმურების სამყოფელი“ ვინ მოიფიქრებდა ამ სახელს თუ არა ჩემი უსამქურიმაგრამ კრეატიული მეგობარი ირაკლი. მიმტანობით დაიწყო და აი უკვე საკუთარი ბარიც აქვს, სადაც თითქმის ყოველ საღამოს ვიკრიბებით. და აი მეპატრონეც გამოჩნდა ჰორიზონტზე... -ბატონო ირაკლი როგორ ბრძანდებით? -საქალბატონე მარიამსაც გაუღვიძია, კარგად თქვენ როგორ ხართ? -მასხარავ ამოდი ჩემთან მოვიწყინე დილიდან. -ამწუთას გეახლებით ორ წუთში წინ ამეტუზა და გააგრძელა მასხარაობა როგორც სჩვევია ხოლმე. მასზე ახლო ბიჭი მეგობარი არც მყავდა. ყოველსაღამოს მოდიოდა ჩემთან სასიყვარულო ისტორიებით დახუნძლული თანაც სულ ახალ-ახალით. რათქმაუნდა მის ქარიზმას და მომხიბვლელობას ვერცერთი გოგო ვერ უძლებდა ერთის გარდა. საუბრის ბოლოს ყოველთვის აღნიშნავდა რომ მის გარდა არავინ არასდროს ყვარიებია არცმანამდე და არც შემდეგ. ის კი გვერდითაც არ იკარებდა. -გუშინ მის სახლთან გავათენე- უცებ დასერიოზულდა -რა იმედით?-არმიყვარდა როცა ადამიანები არარეალურზე ოცნებებს და დროს კარგავენ, ამიტომ ყველას მწარედ ავაფარებდი ხოლმე რეალობას სახეზე. -იმედით რომ ერთ დღესაც მიხვდება რა ძლიერ მიყვარს -კარგი რა, არ დაიღალე, ამ უაზრო სახლთან თენებებით საჩუქრებით მისი უკან სდევით, რამე რომ ყოფილიყო აქამდე გამოხატავდა, არ იცნობდე მაინც. მე ვფიქრობ ფუჭად კარგავ დროს. -თავადაც შემიყვარებს უნდა თუ არა -როდის? გაჭაღარავებული ხელჯოხით რო მიადგები და ისიც მხედველობა დაკარგული წელში მოხრილი რო გაგიღებს კარს?! როდის შეგიყვარებს სხვა გზა რო არ ექნება?! -გეყოს მარიამ -არა არ უნდა მეყოს რეალობას უნდა ჩახედო თვალოებში და უნდა მიხვდე რომ რაც გაქვს და გყავს მხოლოდ ისაა შენი, რაზეც ოცნებობ ის ან სხვისია ან არავისი. მაგრამ შენი არ არის. -კარგი მოვრჩეთ ამაზე და მოიფიქრე რა ვქნათ ახლა ? -დეასთან წავიდეთ, გაბრაზებულია ჩვენზე დემეტრეს ამბების შემდეგ რომ არ ვინახულეთ -რა დემეტრეს ამბები მე არაფერი ვიცი. -გადაირიე?! მაგაზე უფრო გაგიბრაზდება წამოდი და გზაში მოგიყვები-მანქანაში ჩავჯექით და მეც ამბის მოყოლა დავიწყე. პიკის საათის დროს რათქმაუნდა გზები გადაჭედილია ამიტომ არ ვჩქარობდი და ნელა ვყვებოდი ამ არცთუისე სასიამოვნოდ მოსასმენ ამბავს-მოკლედ დეას დაბადების დღის შემდეგ, მოგეხსენება რაც მოხდა მაგ დღეს, ხელის თხოვნები აჟიოტაჟი და მთელი ამბები, მაგ დღის შემდეგ დემეტრე და დეა ყოველ დღე ნებისმიერ რამეზე ჩხუბობდნენ, ალბათ ეგონათ მეტად ვალდებულები იყვნენ რომ ეკამათათ თუ რა იყო არ ვიცი მაგრამ ფაქტი სახეზეა რომ ერთ დღესაც დეასთან მოვიდა ფოსტალიონი, დეას რათქმაუნდა ეგონა რომ მოუვიდა რომელიმე გამოწერილი ნივთი და სიხარულით ჩაირბინა კიბეები მაგრამ არამც და არამც, დეას მოუვიდა წერილი უცნობისგან, სადაც წერდნენ რომ მისი საყვარელი დემეტრე არის ნარკომანი, ლოთი, ნარკომოვაჭრე, მკვლელი, ქურდი და ათასი უბედურება. დეას გულუბრყვილობის კიდევ ყველას კარგად მოგვეხსენება და მანაც ეს ყველაფერი დაიჯერა მერე იყო საათობით ჩხუბი დემეტრესთან დეამ იფიქრა ამ გზას ავაშორებო დავეხმარებიო და არ ეჩხუბა, თუმცა დარწმუნებული იყო წერილის მართებულობაში, ერთ დღესაროდესაც დეამ ამ თემაზე ჩამოაგდო საუბარი დემეტრე გაცოფთა, შემდეგ დეამ ყველაფერი მოუყვა. დემეტრეც ადგა, ქუდი დაიხურა, უთხრა დეას ცოლად იმას გაყევი ვისაც მეტად ენდობიო, კარი გაიხურა და მის მერე ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერ გაიგებ- ირაკლი ყბაჩამოგდებული მიყურებდა სუპერმარკეტთან გააჩერა ბევრი შოკოლადები და სასმელი იყიდა და დეასკენ გავეშურეთ. დეას სახლის კარი როგორც ყოველთვის ღია იყო, სახლში სასიამოვნო სუნი ტრიალებდა, ეჭვიშემეპარა ნეტა სხვაგან ხომ არ მოვხვდითქო როდესაც თამბაქოს სუნიც შევიგრძენი, თუმცა არა დეაც გამოკუსკუსდა სამზარეულოდან. -ჰეი მეგობარო როგორ ხარ?-თბილად გადავეხვიე -შემოდით დაკარგულებო, ასე უნდა დამივიწყოთ ხო? -ხომ იცი ჩემი ამბები, სახლიდან თითქმის არ გავდივარ, თუ გავდივარ კიდე აუცილებელ საქმეებზე- ვიცრუე მე, დემეტრეს ამბების მერე ორი თვე გავიდა ვერ მოვდიოდი დეასთან არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა მისთვის. -მე ჩემი ბიზნესი და მთელი ამბები მაქვს ხანდახან რომ მესტუმრო არ იქნებოდა ურიგო, მე იმათ დიდხანს ვერ ვტოვებ ხომ იცი როცა არ გაკონტროლებენ დუნდები-ირაკლიმაც გაიმართლა თავი-შენ რასშვები? -ძველებურად, არაფერი შეცვლილა, დავდივარ მარტო, ვკითხულობ, ვსწავლობ, ვმზარეულობ და...- თვალები დახარა, ალბთ უნდოდა ეთქვა ვდარდობო მაგრამ სიტყვა ყელში გაეჩხირა, ვეღარ ამოთქვა ვერ გაგვიმხილა გულისტკივილი, ამან მეტად დამძაბა, მეტად გამიჩინა სურვილი მალე წავსულიყავი. კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ ზოგად თემებზე არაფერი პირადული არ გვითქვამს, ირაკლი კარგ საღამოს გვპირდებოდა ბარში და დეა ვერაფრით დავითანხმეთ ჩვენთან ერთად წამოსულიყო. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მე და ირაკლიმ უსაქმურების სამყოფელისკენ ავიღეთ გეზი. გაწვიმდა როგორ მიყვარდა გაზაფხულის წვიმა ყვავილის სუნს რო ერთვოდა წვიმის სუნი, საინტერესო და სასიამოვნო სინთეზია. ბარში სევედით მაგრამ არ ღირდა შესვლა იმდენი ხალხი ირეოდა ყველა მეცნობოდა, მაგრამ გამორჩეულ ნაცნობს ვეძებდი არვიცი რატომ ან ვის მაგრამ თვალებით ყველგან ვეძებდი მას ვისი აქ ყოფნის ალბათობა ასიდან ათი პროცენტი თუ იქნებოდა. ყველა ერთობოდა მხიარულობდნენ მე კი ვიჯექი ფიქრებში გართული და თავს მათ არარეალურობას ვუმტკიცებდი, ძილიც მერეოდა უკვე ირაკლისთან მივედი დასამშვიდობებლად მაგრამ არსად გამიშვა, აქ უნდა იყო კიდევ ცოტახანიც და დაპირებული კარგი საღამოც დაიწყებაო. დავუბრუნდი ჩემს პირვანდელ ადგილს და გავაგრძელე ფიქრი, შუა ფიქრში ვიყავი როდესაც მუსიკა შეწყდა მთელი ბარი ჩაბნელდა, კივილ-წივილი ატყდა მაგრამ ირაკლიმ ხალხი დაამშვიდა რომ ეს უბრალოდ სპეც-ეფექტი იყო, ყველა ჩუმად იყო და გაისმა ხმა, ხმა, სანატრელი ხმა, ათას კაცს რომ ერთად ემღერა ამ ხმას მაინც გამოვარჩევდი, გამოვარჩევდი ათასიდან ორიათასიდან და უფრო მეტიდანაც კი, ნელ-ნელა ყველაფერი ნათდებოდა ის კი იდგა მიკრაფონს ჩაბღაუჭებული გრძელი პალტო ეცვა თავზე შარფი ქონდა შემოხვეული შავი სათვალე ეკეთა მარჯვენა ხელში ახლადმოკიდებული სიგარეტი ეჭირა, თვალები ალბათ დახუჭული ქონდა და მთელი გრძნობით მღეროდა. მღეროდა ყველასთვის და უცებ ყველა შემძულდა, თვალები ამიწყლიანდა თითქოს ყველაფერი კარგად იყო მაგრამ ადგილიდან რომ გავნძრეულიყავი თავს ვერ შევიკავებდი და ძირს დავენარცხებოდი. ირაკლი მომიჯდა გვერდით. -ყველაფერი კარგად არის? -ჰო რათქმაუნდა -ფერი არ გადევს -არაუშავს -გამომხედე მაინც -ვერ ვწყვეტ თვალს -გაგიხარდა? -უნდა გამხარებოდა? -რათქმაუნდა -მაშინ გამიხარდა -არ მიუახლოვდები? -არა -რატო? -მე აქ ვარ თუ უნდა თავად მოვიდეს -იქნებ ვერ გხედავს -რომ უნდოდეს დამინახავდა იქაც კი სადაც არ ვარ -სისულელეა -სისულელე მხოლოდ უიმედო ოცნებაა -რას გულისხმობ? -ჩვენი დილის საუბარი გახსენე -თვალი მაინც მოწყვიტე ყველაფერი სახეზე გაწერია-ეს მითხრა და წავიდა. მე კი მაინც ვერ ვაშორებდი თვალს, როგორ შეცვლილა როგორ გამხდარა და თან როგორ უხდება და თან როგორ არა. მალევე სცენიდან ჩამოვიდა ხალხში გაერია ყველას ესალმებოდა ეხუეტბოდა თავი ზედმეტად ვიგრძენი და წასვლა გადავწყვიტე, შემეძლო მივსულიყავი გადავხვეოდი მომეკითხა მაგრამ არა ვიტყუები არ შემეძლო, ეს მხოლოდ თეორიაა ფიზიკურად მას ვერ შევძლებდი ჯერ საკმარისად არ გავუძლიერებივარ ტკივილს რომ მსგავსი თამამი ნაბიჯები გადამედგა. ავდექი სიგარეტს მოვუკიდე და გარეთ გავედი გასეირნება მომინდა თბილი ღამე იყო, ზაფხული ახლოვდებოდა, მივსეირნობდი ცარიელ ქუჩაში და უცებ ფეხის ხმა გავიგონე, არც მიფიქრია უკან გამეხედა, არ მეშინოდა არც ინტერესი მკლავდა ვინ იქნებოდა ჩემს უკან უბრალოდ ჩემთვის მივსეირნობდი და ვფიქრობდი იმ ბიწზე მიკრაფონს რომ ისე ებღაუჭება როგორც მე სიცოცხლეს. -მარიამ-ნაცნობი ხმა ნაცნობი შეგრძნება როდესაც რაღაც მინდა და არ შემიძლია გავაკეთო შინაგანად სხეული ისე მეწვის როგორც ახლად გაჭრილი იარა როდესაც სპირტს დაასხამ ---- ერთერთი, ძველი კოლექციიდან ** იმედია მოგეწონებათ )) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.