შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ ვიპოვე ბედნიერება (თავი!)


3-06-2018, 13:50
ავტორი nathali lifhonava
ნანახია 1 453

მე ვარ ნუცა,ოცდაოთხი წლის,პროფესიით იურისტი ვარ.
ოჯახი(საყვარელი მეუღლე და შვილები)არ მყავს.
მართალია ქმარ-შვილი არ მყავს მაგრამ მყავს ორი ისეთი ადამიანი რომლებიც "სიგიჟემდე"მიყვარს. ჩემი უსაყვარლესი დედა(ნათია),და უძვირფასესი მამა(ირაკლი),ამათ გარეშე მე სიცოცხლე არ შემიძლია. ნათია ორმოცდახუთი წლისაა,ირაკლი კი ორმოცდაშვიდი.
როგორც მიხვდით დედისერთა ვარ,ეხლა დიდად არ განვიცდი,მაგრამ პატარა რომ ვიყავი ყოველ დღე ვტიროდი და დედ-მამას ვეხვეწებოდი რომ ჩემთვის დაიკო ან ძამიკო ეჩუქათ.
(რათქმაუნდა პატარა რომ ვიყავი ვიცოდი რომ ბავშვები წეროებს არ მოჰყავდათ).
ჩემი ცხოვრება ასე თუ ისე სახალისოდ მიედინება,მაქვს კარგი გემოვნება და ჩაცმის სტილი.
(მართალია არ გამოვირჩევი ქერა თმით და ლურჯი თვალებით,მაგრამ შავგრემანი და მწვანეთვალებაც შესანიშნავად გამოვიყურები)
ვერ ვიტყვი რომ ჩემზე ლამაზი არავინაა-თქო,მეც ჩემებურად ლამაზი ვარ(ყველა გოგო ხომ თავისებურად ლამაზია?!არც ერთი არ ვართ ე.წ მახინჯები,მეც მასე ვარ ჩემებურად ლამაზი არც მეტი არც ნაკლები)
არ მიზიდავს ქერა ბიჭები,ლურჯი თვალებით...(ჩემთვის არ აქვს გარეგნობას დიდი მნიშვნელობა,მთავარი ადამიანობაა!,ადამიანი შეიძლება გარედან ლამაზი ჩანდეს მაგრამ სული ჰქონდეს მახინჯი,ამიტომ არ აქვს ფასი ჩემს თვალში დიდად სილამაზეს...)
მგონი შეძლებისდაგვარად შეძელით ჩემი გაცნობა, ამიტომ ბევრს აღარ გავაგრძელებ და დავიწყებ იმის მოყოლას თუ *როგორ ვიპოვე ბედნიერება*[h1][/h1]
***
რახან ძალიან განთქმული ვიყავი მთელს თბილისში,ცნობილი იურისტი ასე თუ ისე სილამაზეც ხელს მიწყობდა,შესაბამისად ბევრი თაყვანისმცემელიც მყავდა.
მათ ყურადღებას არ ვაქცევდი,ყოველდღე სიყვარულს მეფიცებოდნენ,რაც ნამდვილად მომაბეზრებელი იყო,ისინი უკვე ჩემს "ღამის კოშმარებადაც"იქცნენ,ყოველ ღამე ვბოდავდი სიზმარში "არ მიყვარხართ თავი დამანებეთ,აღარ შემიძლია ასე ცხოვრება"ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა,ამიტომ გეგმის შემუშავება დავიწყე,ავდექი და ჩემს უსაყვარლესს და უძვირფასეს მეგობარს "დიტოს" დავურეკე:
_დიტუ,ჩემო სიცოცხლე როგორ ხარ?
_მიდი ნუცი მთხოვე რაც გინდა(გამეცინა,მიხვდა რომ რაღაცის სათხოვნელად დავურეკე,მე ხომ სულ ასე ვიცი,თუ რამე მინდა დავურეკავ და თბილი სიტყვებით ავავსებ!განა არ მიყვარს?!ის ჩემთვის ყველაფერია,ბავშვობიდან ერთად მოვდიივართ ერთმანეთს ვუზიარებდით სიხარულს თუ სევდას.)
_ჩემო საყვარელო და მიხვედრილო ბიჭო!ჩემი აღმაფრენა ხარ შენ!
_კარგი გოგო,ნუ დამტანჯე,რა გინდა ასეთი ტო?
_შენ ხომ გყავს არა "სექსუალური" ძმაკაცები?
_ვაუუ ჩემი ნუცი თხოვდებააა(ისეთი დაიყვირა გული გამისკდა)
_შენ ხო ყვირილს ვერ გადაგაჩვიე,რა გაწივლებს ბიჭო ქალივით,მანდ იყავი ხუთ წუთში შენს სახლში ვარ(ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე.)
მართლაც ხუთ წუთში დიტოს სახლის კარებთან ვიდექი და ზარს ვრეკავდი,ხუთ წუთიანი კაკუნის და ზარის წკრიალის მერე ძლივს ინება ვაჟბატონმა ჩემთვის კარის გაღება
_სად ხარ ამდენი ხანი?დამაწყდა ნერვები(ვუთხარი,განზე გავწიე და დივანზე მოვკალათდი)
_ვერ გავიგე როდის მოხვედი,მუსიკებს ვუსმენდი ნუცი
_კაი,კაი მუსიკის დროა ეხლა?ანუ შენთან მაქვს თხოვნა რა
_მითხარი მერე,ჰო იცი რომ შენს გამო მთებს გადავდგავ,ზღვებს დავაშრო,მდინარეს კალაპოტს შევუცვლი,თოვლს მოვიყვან(ასე გააგრძელებდა უსაზღვროდ რომ არ შემეჩერებინა)
_კაი ჰო ვიცი რომ ჩემს გამო ყველაფერს გააკეთებ ჩემო საყვარელო ძმაო(ვუთხარი და ლოყაზე ვუჩქმიტე)
_კარგი მიდი ეხლა მთხოვე რაც გინდა
_ანუ ხომ იცი რო ცნობილი იურისტი ვარ არა? ჰოდა თბილისშიც განთქმული სახელი მაქვს,შეძლებისდაგვარად სილამაზეც ხელს მიწყობს,ასე თუ ისე მიმზიდველი და ლამაზი გოგო ვარ(თმებზე ხელი ავისვი და წარბები მაღლა ავწიე "თავის დაფასების ნიშნად")
ხოდამ ეს თაყვანისმცემლებიც რო არ მელევა რა ვქნა?
ნერვებს მიშლიან,რახან გაუთხოვარი და მარტოხელა ქალი ვარ მოსვენებას არ მაძლევენ,მე კიდევ ჯერ არ მინდა გათხოვება(ბოლო სიტყვები ისე სევდიანად წარმოვთქვი თითქოს სიკვდილი არ მდომებოდა)
ამიტომაც ჩემო საყვარელო დიტო შენი ძმაკაცებიდან ერთ-ერთი უნდა შემირჩიო,ბარში გაცნობილს მაინც ვერ ვენდობი.
_ინტიმური ურთიერთობა?(თქვა და გაეცინა)
_კოცნაზე თანახმა ვარ!
_გოგო ეგ თუ გინდოდა სხვა რამე ვერ მოიფიქრე?(ეს თქვა და დივნიდან წამოხტა,მეც გავეკიდე,მთელი დღე ზევით-ქვევით დავრბოდით,ასე გაგრძელდებოდა კიდევ დიდი ხანი რომ არა კარზე ზარი)
_ნუ-ცი მე-ტ-ი აღა-რ შ-ე-მ-ი-ძ-ლ-ი-ა მომას-ვ-ენე გთხ-ოვ (ძლივს ლაპარაკობდა,თან ყოველი ასოს წარმოთქმისას ჩერდებოდა,)
_კაი მე გავაღებ
კარისკენ დავიძარი,ზარის ხმა კი არ წყდებოდა.
გამოვაღე თუ არა პირი ღია დამრჩა,ასეთი საოცარი ბიჭი ჯერ არ მენახა!
ყავისფერი თმით და ფირუზისფერი თვალებით,წითელი სავსე ტუჩებით,არაამქვეყნიურად ლამაზი იყო...
_ვის ეძებთ?(ძლივს მომაფიქრდა რამის თქმა ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი მისი სილამაზით)
_დიტო სახლშია?
_კი,მობრძანდით.

_ვა,ეს ვინ მოვიდა ტო?,როგორ ხარ თოკუ ძმა?
_რავი ვარ რა შენ რას შვები?
_მე არაფერს რა ვქნა,მოგეწონა ამერიკა?
_კი მართლაც საოცარია,მაგრამ თბილისს ვერ შეედრება ტო!,თბილისი მაინც თბილისია.
_ნუცი მოდი აქ რას დამდგარხარ კარებთან(გავწითლდი,მერეღა გამახსენდა რომ მთელი ამ დროის მანძილზე ალვის ხესავით ვიდექი კარებთან,კარიც კი არ დამიკეტია,კარი მივხურე და დიტოს მივუჯექი გვერდზე)
_ეს შენი შეყვარებულია?(იკითხა "თორნიკემ" და ჩემსკენ საჩვენებელი თითით ანიშნა)
_არა რა შეყვარებული,ეს ჩემი დაიკოა,ნუცა გაიცანი
_სასიამოვნოა მე თორნიკე,(ხელი გამომიწოდა,მეც მის ხელებს ჩემი შევაგებე)
დიდი ხანი საუბრობდნენ,იხსენებდნენ ძველ და სასაცილო ისტორიებს,თავიანთ თავგადასავლებს.
_აუ თორნიკე ის გახსოვს შენი შეყვარებული რო იყო ქეთუსა?(გაცინათ)
_კი მაგას რა დამავიწყებს
_გახსოვს რა გავუჩალიჩე იმ საწყალს?სკოლაში დაქონდა რა სადილი მისი კონტეინერით,ჰოდა ერთხელ თორნიკეს რო ელაპარაკებოდა ისე მოვპარეთ ეგ კონტეინერი რა და მკვდარი გველი ჩავუდეთ შიგ,სკოლაში რო მივიდა და რო გახსნა ეგ მისი სადილის ყუთი,ისეთი იკივლა რო მთელი სკოლა მის კლასთან იდგა,აუ მაგის სახეს რა დამავიწყებს
მაგის მერე შენთვის აღარც კი შემოუხედავს,ეგ გათხოვდა ხო?
_კი ტო,ეგ ეხლაა რო გათხოვდა?ერთი-თუ-ორი წელია.
_არა ისე სილამაზით ვერ დაიწუნებდი.
_ერთი წუთით მე გავალ(ტელეფონზე დაურეკეს და გავიდა,ამ დროს დიტომ დრო იხელთა და ყურში ჩამჩურჩულა)
_რას იტყვი მოგწონს ეს ბიჭი?გამოდგება?
_უკეთესს არ იცნობ?(თავი გავისულელე არ მინდოდა შეემჩნია რომ მომეწონა)
_გოგო უკეთესი ვინ გინდა?მთელი თბილისი აბოდებს ამ ბიჭზე,ნუ ეხა მე ვერ შემედრება მაგრამ,გამოდგება(გამეცინა)
_კაი რახან ასე გინდა,იყოს,მაგრამ ეგ თუ დაგვთანხმდება ეგაა საქმე
_მოიცა მოდის,კაი შენ გადი რა და ყავა მოგვიტანე,თან ცოტა დრო გაწელე ამას მე დაველაპარაკები...
_თორნიკე შენთან სათხოვარი მაქვს რა
_რა უნდა მთხოვო?
_ანუ ჩემს ნუცის არ აძლევენ მოსვენებას თაყვანისმცემლები რა,გაუთხოვარია თან ჰოდა შეყვარებულებივით უნდა იყოთ რაა, თუარ გინდა არაა პრობლემა სხვას ვნახავთ
_თანახმა ვარ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent