შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთან...


3-06-2018, 23:45
ავტორი katiusha
ნანახია 2 935

ელენემ მადიანად ჩაკბიჩა ჰამბურგერი. ირაკლის და ქეთას გაეცინათ.
-ნუ დამცინიხართ. -ეწყინა მას და გაიბუტა.
-არ დაგცინივართ პატარა, -გაუცინა ირაკლიმ
-დეე აღარ მინდა საჭმელი,
-უნდა ჭამო პატარა,თორემ დიდი არ გაიზრდები.
-რომ შევჭამო რამხელა გავიძრდები?ინტერესით ჰკითხა ბავშვმა
-აი ჩემზე დიდი.ხელით ანიშნა მამაკაცმა.
-კარგი შევჭამ მაგრამ მერე მეთამაშები, დასტური რომ მიიღო სწრაფად გადასანსლა ჰამბურგერი და მოემზადა სათამაშოდ.ირაკლიც მხიარულად გაჰყვა მოედნისკენ, ქეთა უყურებდა როგორ ხტუნავდნენ და თამაშობდნენ ელენე და ირაკლი და უნებურად ქმარი გაახსენდა. ახლა ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ის უნდა ყოფილიყო ირაკლის მაგივრად. მას უნდა ეთამაშა შვილთან.წამით ცრემლი მოერია. სწორედ ამ დროს მობრუნდა ირაკლი მაგიდასთან სათამაშოს ასაღებად და ქეთას სახემ დააბნია
-რამე მოხდა? გიორგის ხომ არაფერი მოუვიდა?
- არაფერია,-გაიღიმა ქეთამ: -უბრალოდ ჩემი გარდაცვლილი მეუღლე გამახსენდა.
-ძალიან ვწუხვარ ამ ამბის გამო, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. მან ხომ ყველაზე კარგი საჩუქარი დაგიტოვა შენი შვილი, ნახე რა საყვარელია.-ანიშნა ირაკლიმ ბავშვებთან მოთამაშე ელენეზე და ქეთას ხელი ხელში მოიქცია.
-ჰო ელენე მართლაც ჩემი სიცოცხლეა.
-ნუ მოიწყენ, დარწმუნებული ვარ შენც იპოვი იმ ადამიანს, რომელიც ისევ ბედნიერს გაგხდის,
-დიდი მადლობა გამხნევებისთვის.
-ნეტავ ახლა გიორგი და ნინიკო როგორ არიან? რომ დამირეკა მე ვერ წამოვალ ნინიკოსთან ერთად მივდივარო ისეთი აღტაცებული ლაპარაკობდა მგონი ჩემი მეგობარი შეყვარებულია.
-ნამდვილად შეყვარებულია და გამიხარდება თუ მათ შორის ყველაფერი კარგად დასრულდება. გაეცინა ქეთას. - ჩვენი წასვლის დროა, უკვე გვიანია,საათზე დაიხედა მან.
-კარგი მე მანამდე გადავიხდი.შენ კი ელენეს დაუძახე და წავიდეთ.-უთხრა ირაკლიმ
****************************************************

იმ დილით ნინიკო საწოლი ოთახიდან არ გამოვიდა. იჯდა და ბოლო რამდენიმე დღე მომხდარ ამბავზე ფიქრობდა. თან მოეწონა გიორგის სიუპრიზი, თან ეშინოდა. უნდა წასულიყო, სხვა გზა არ ჰქონდა, არადა ძალიან არ უნდოდა ამ სახლიდან წასვლა.აქ პირველად იგრძნო ოჯახური სითბო,სხვანაირი სითბო, გულიდან წამოსული დედაშვილური,მეგობრული,დედ-მამაშვილური.თითქოს პატარა ელენეც მისი დისშვილი იყო იმდენად შეაყვარა თავი . აქ პირველად იწყო გულმა სხვანაირად ფეთქვა,აი ისე ზღაპრებში და ფილმებში რომ გადმოსცემენ მის დანახვაზე მუცელში პეპლები რომ იწყებენ ფრენას და მუხლები აგიკანკალდება,თავის დამოჩილება გიჭირსო.
იჯდა და ფიქრობდა გიორგიზე,განვლილ დღეებზე,გუშინდელზე მითუმეტეს, ეს არ იყო პირველი კოცნა მისთვის ,მაგრამ იმდენად განსხვავებული იყო და იმდენად სხვანაირი შეგრძნება დაეუფლა როგორიც აქამდე არასოდეს უგრძვნია დათოსთან,ხვდებოდა რომ ცუდ რამეს აკეთებდა,ცუდ რაღაცას სჩადიოდა თითქოს ამით დათოს ღალატობდა,გაორება დაეწყო.ასე მარტივად ვერ დააღწევდა თავს წარსულს,ბოლოსდაბოლოს ამდენ წელს მოიცავდა ის და შეიძლება ითქვას ეს ურთიერთობა მისი ცხოვრების განუყუფელი ნაწილი იყო,მაგრამ იმ საშინელი წუთების და ფოტოების ნახვის მერე ფაქტია რომ სხვა იწყებოდა და ეს უკვე დათოს გარეშე .რა გასაკვირი იყო რომ ახალ ცხოვრებაში სხვა მამაკაცი იქნებოდა...
მართალი ყოფილა ის ვინც პირველად თქვა ცხოვრებაში როცა ბედნიერების ერთი კარი იხურება მეორე აუცილებლად იღება,მთავარია ამ კარის დანახვა შევძლოთო, ნინიკოსთვისაც გაიღო ეს კარი, მაგრამ რატომღაც შეეშინდა და მასში გასვლა ვერ გაბედა.თუმცა კარგად ხვდებოდა და აცნობიერებდა როგორ სხვანაირად უცემდა გული გიორგის დანახვაზე და როგორი სხვანაირი შეგრძნებები უჩნდებოდა. ის სულ არ ჰგავდა დათოს სიყვარულს,ბავშვურს და ალბათ ჩვევაში გადასულს....
მართალია ამ სახლში დიდი დრო არ ჰქონდა გატარებული ამ ადამინების გვერდით,მაგრამ მაინც საოცრად ახსენდებოდა ეს დღეები,მაინც საოცრად განსხვავებულად დაინახა და შეაფასა გიორგი და როცა მიხვდა რომ ეს სიტუაცია უკვე საშიში ხდებოდა,მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო ალბათ უფრო ბიჭისთვის.ბარგის ჩალაგებას შეუდგა...
გიორგიმ საქმეს გული ვერ დაუდო. გუშინდელი საღამო თვალწინ ედგა სულ, უკვე საყვარელი ადამინისთვის მოპარული კოცნა,დაბნეული და გაწითლებული მისი ნინი,როგორც უკვე გონებაში უწოდა გაბრწყინებული თვალებით,მათი პირველი ცეკვა,რესტორნიდან წამოსულები ქალაქში მოხეტიალეები,რამდენი რამე მოინახულეს,გოგო ენას არ აჩერებდა იმდენს ლაპარაკობდა და იმდენ სურათს იღებდა ხან მასზე მიხუტებული და ხანაც მარტო.რამდენიმე ფოტო გიორგისაც გადაუღო მოტყუებით, წვიმაშიც მოყვნენ და ამან აიძულათ სახლში დაბრუნება...კიდევ ერთი მოპარული კოცნა საძინებელთნ დამშვიდობებისას . იხსენებდა და უფრო და უფრო მეტად ფიქრობდა მასზე
დილით გული უწუხდებოდა ისე არ უნდოდა ნინის ნახვის გარეშე წასვლა,მაგრამ შეხვედრა პარტნიორებთან უკვე დანიშნული იყო და გერმანელები დაგვიანებას ცოტა ცუდად უყურებდნენ,გოგოც თითქოს სპეციალურად იგვიანებდა.ბოლოს იძულებული გახდა წასულიყო,მთელი შეხვედრის განამვლობაში მასზე ფიქრობდა და ერთი სული ჰქონდა სახლში წასულიყო.. ბოლო დღეები განსაკუთრებით აეკვიტა მასზე ფიქრი,ისედაც სულ სახლისკენ მიუწევდა გული და იმ საღამოს მერე განსაკუთრებით...ამ პატარა,სიფრიფანა გოგომ უკვე დაიპყრო მისი გული და გონება....
სამსახურიდან გამოსულს გრილი ნიავი ძალიან ესიამოვნა.პირდაპირ მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ წავიდა,რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო გამალებით უძგერდა გული,ერთი სული ჰქონდა ნინი ენახა. კარი რომ შეაღო და სიჩუმე და სიბნელე დახვდა რაღაც რეჩხი უგრძნო გულმა და რამდენიმე ნაბიჯში აირბინა კიბეები.საძინებლის კარზე დააკაკუნა,ხმა არავინ გასცა.გვიანი არ იყო რომ ნინის სძინებოდა,კარი დაუკითხავად შეაღო და გაშეშდა.ოთახი ცარიელი იყო,საწოლზე წერილი და ის მაისური დაინახა რომელიც ნინის იმ ღამით ჩააცვა როცა აქ მოიყვანა.
-ნუთუ ნინიკო წავიდა?გაუელვა გონებაში.მერე ამ აზრმა მთელი სხეული მოიცვა და გულამდე რომ მიაღწია იქ რაღაც ძალიან ეტკინა.თითქოს დაუსერეს დანითო.ღონეგამოცლილი ჩამოჯდა მის საწოლზე და მაისური ხელში აიღო,მიიხუტა.ისევ მისი სურნელი შერჩენოდა. მერე წერილს გადაავლო თვალი.
-მაპატიე .მხოლოდ ეს ეწერა.
-მე შენ გიპოვი,რადაც არ უნდა დამიჯდეს გიპოვი.დაიჩურჩულა და მობილურში სასურველი ნომერი აკრიფა...

ქეთა რომ დაბრუნდა გიორგი სიბნელეში იჯდა და სვავდა.
-რატომ ხარ სიბნელეში? რა მოხდა?-ჰკითხა ძმას და სინათლე აანთო ?
-ჩააქარე,-ყრუდ უპასუხა მან და სასმელი დაისხა
-შენ მთვრალი ხარ გიორგი? რა დაგემართა?
-ნინიკო წავიდა. -გიორგი ერთ წერტილს მისჩერებოდა
-ძმაო,ჩაეხუტა ქეთა ძმას,- ნუ ნერვიულობ,დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება.არ მინდა ისევ დაიწყო დალევა და ის დრო დაბრუნდეს. ნინიკოს ვიპოვით. გეყოფა,ეს მომეცი.ბოთლი გამოართვა და გვერდით გადადო.-.- ხომ იცოდი რომ ადრე თუ გვიან წავიდოდა?
-ხო მაგრამ ახლა რატომ წავიდა?ახლა როცა ყველაფერი კარგად იყო?
-დაბრუნდება, აი ნახავ თუ არ დაბრუნდეს. მას დრო სჭირება. დაფიქრდება ყველაფერზე და დაბრუნდება, რამდენი რამე გადახდა მასაც. უჭირს დათოს ღალატთან შეგუება.ყველაფერს აწონ-დაწონის და მიხვდება რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები.
-რომ არ დაბრუნდეს? გიორგის ისეთი საცოდავი სახე ჰქონდა რომ ქეთას ძმა ძალიან შეეცოდა,
-დროს მიენდე და ყველაფერი კარგად იქნება.-უთხრა მან-თან შენნ გიორგი დევდარიანს არა მგონია გაგიჭირდეს ვინმეს პოვნა. გასამხნევებლად მხარზე ხელი მეგობრულად დაარტყა ქეთამ და დასაძინებლად თითქმის ძალით წაიყვანა.
**********************************************
თეკლა თანამშრომელთან ერთად იჯდა კაფეში და შეკვეთილ საჭმელს ელოდებოდა
-ცოტა მალე მოიტანე თორემ უკან დაბრუნება დაგვაგვიანდება და მერე ჩვენი ჯადოქარი ძვლებიანად შეგვჭამს, -გასძახა მიმტანს ლიკამ
-ნეტავ თვითონ როდის სადილობს?
-ალბათ არასდროს თეკლა. ჯადოქრებს რად უნდათ სადილი? ოპ,ერთს იტყვიან და მაშინვე გააჩენენ,-თქვა ლიამ. ორივეს გაეცინა. ამასობაში მიმტანმა ხაჭაპური და ფუნთუშები მაგიდაზე დაალაგა, მერე ყავაც მოიტანა და თეკლას საჩუქარი მიაწოდა.
-ეს რომ არ შეგვიკვეთია?-გაეცინა მას და გახსნა. -ეს ის სუნამოა რომელიც ძალიან მიყვარს , ნეტავ ვინ გამოგზავნა, -გაუკვირდა მას
-არ იცი ვინ გამოგიგზავნა?
-არა, ამ ბოლო დროს ხან ყვავილებს მიგზავნიან , ხან ლამაზ სასიყვარულო ლექსებს, ახლა კი სუნამოც გამოგზავნეს, იმედია თვითონაც გამოჩნდება იდუმალი რაინდი.
-ლამაზია რა გინდა?ეტყობა კარგად გიცნობს და შენი გემოვნება იცის.
-მაგრამ მირჩევნია გამოჩნდეს.კარგი, ახლა ვისადილოთ თორემ დავაგვიანებთ.-
ჭამა რომ დაიწყეს თეკლამ მისკენ მიმავალი ანანო დაინახა. მათ მიესალმა და მეგობარს უთხრა : -სალაპარაკო მაქვს.
-მე არ მაქვს, თან შესვენება ამომეწურა..-მოიშორა თეკლამ
-გთხოვ, ძველი მეგობრობის ხათრით . -შეეხვეწა ანანო.
-რომელ მეგობრობაზე მელაპარაკები ანანო. შენ რა ბავშვი გგონივარ და არ ვიცი რა ჩაიდინე? ეს როგორ გაუკეთე ნინიკოს? თან ორმა უახლოესმა ადამიანმა? მას ხომ ეს არ დაუმსახურებია?
-შენ სიმართლე იცი?-გაუკვირდა ანანოს
-კი ვიცი, მიკვირს დათომ არ გითხრა. ან როგორ მეტყოდა როცა იმაზე შორს წასულხართ, ვიდრე მხოლოდ ღალატია.
-რაზე ლაპარაკობ?-დაიბნა ანანო
-შენს მდგომარეობაზე.შეიძლება სხვამ ვერ შეამჩნიოს, მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ მე ექიმი ვარ და არ გამომეპარება შენი ორსულობა. ვიცოდი რომ ორივე საზიზღარი ადამიანები იყავით, მაგრამ ასე თუ გაწირავდით ბავშვობის მეგობარს არ მეგონა.
-თავს შენც ნუ მიიჩნევ ერთგულ მეგობრად. შენც ხომ იცოდი, მაგრამ არაფერი მითქვამს. ეს ბავშვი კი იმ ურთიერთობის და იმ გრძნობის ნაყოფია რასაც მე ვგრძნობ დათოს მიმართ.
-მეგონა გონს მოხვიდოდით, მეგონა რომ მეჩვენებოდა და საწოლამდე საქმე არ მივიდოდა,მაგრამ პირიქით, თქვენ უფრო ღრმად შეტოპეთ. თუმცა რა მიკვირს ის ბიჭი არ დაინდე და გაწირე და ნინიკოს დაინდობდი. შენ ხომ ზნედაცემული ხარ და მორალი არ გაგაჩნია. ძალიან მეცოდება ეგ ბავშვი თქვენნაირი მშობლების ხელში. -თეკლა ძალიან იყო გაბრაზებული.თვის გაკონტროლება უჭირდა.
-გაჩუმდი,-უყვირა ანანომ, შეგიძლია ყველაფერი მითხრა, მაკადრო მაგრამ არ მოგცემ ამ ბავშვზე ცუდის თქმის უფლებას. ის მარტო ჩემია. დათოს არ უნდა რომ გავაჩინო და არაფერი წამოგცდეს მასთან რომ ამ ბავშვს ვაჩენ, გთხოვ თეკლა. -შეევედრა ანანო. თეკლას ძალიან შეეცოდა ანანო როგორც დედა და მიხვდა რომ ის ყველაფერს გააკეთებდა ბავშვის დასაცავად
-წადი და აღარასოდეს ახსენო არც ჩემი და არც ნინიკოს სახელი. ადრე თუ გვიან ნინიკო ყველაფრისთვის მოგთხოვს პასუხს შენც და დათოსაც. დათოს არაფერს ვეტყვი მხოლოდ მაგ ბავშვის ხათრით. ის მაინც გააკეტე რომ ეგ უდანაშაულო ბავშვი მაინც არ გაამწარო და მასაც არ აურიო ცხოვრება. მას მაინც გაუწიე დედობა.- ანანომ იქაურობა სწრაფად დატოვა.

********************************

თბილისის აეროპორტში ბევრი ხალხი ირეოდა,გასასვლელი ძლივს გაიგნო ნინიმ.ისე იყო დაბენული თითქოს პირველად იყო აქ ან ასეთი სიტუაციაში,არა.ჰო ასეთ სიტუაციაში ნამდვილად პირველად იყო,ნამდვილად პირველად გაურბოდა სიყვარულს მისკენ წასვლის ნაცვლად.ტაქსი გააჩერა და სთხოვა რომელიმე სასტუმროში წაეყვანა. მალე მძღოლმა ერთი საშუალო დონის სასტუმროს წინ გააჩერა. მან ფული გადაუხადა და შენობაში შევიდა. ოთახი მოითხოვა. მსახურმა ფულის ნაწილი გადაახდევინა, მერე გასაღები მისცა და ოთახამდე მიაცილა.
-არც ისე კომფორტულია, მაგრამ ცოტა ხანს მეყოფა, -თქვა მან. პატარა სამგზავრო ჩანთა იატაკზე დააგდო და ლოგინზე წამოწვა. ტანსაცმლიანს დაეძინა. დილით რომ გაიღვიძა გამოიცვალა და სასაუზმოდ წავიდა. კაფეში მსუბუქად ისაუზმა. მერე განცხადებების გაზეთი იყიდა და სამსახურის ძებნას შეუდგა. რამდენიმეგან უარი უთხრეს. ბოლოს როცა უკვე იმედი გადაწურული ჰქონდა, ერთგან დაიბარეს გასაუბრებაზე.მშვიდად იჯდა მიმღებში და რიგს ელოდა. მის გარდა რამდენიმე ელეგანტურად ჩაცმული გოგონა იყო კიდევ. „-არა მგონია აქ ამიყვანონ,-გაიფიქრა მან“. ნელ-ნელა ხალხი დაიცალა და ისღა იყო მხოლოდ დარჩენილი. მდივანმა უთხრა თქვენი რიგიაო და კაბინეტში შეუძღვა.
-დაბრძანდით,-მიესალმა საშუალო ასაკის შავგვრემანი,ელეგანტურად ჩაცმული ქალბატონი
-გამარჯობათ,-ხმადაბლა თქვა ნინიკომ და მორიდებით ჩამოჯდა. ჩუმად იყო
-აბა გისმენთ, ვიცი სამსახურის თაობაზე ხართ. მიამბეთ თქვენზე. რას საქმიანობთ. რა განათლება გაქვთ?
-გასაგებია. დავამთავრე კერძო უნივერსიტეტი. ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. ერთი წელი ლონდონში ვისწავლე.
-, განაგრძეთ, ცოტა თამამად,-გაუცინა ქალმა -ლონდონში როგორ მოხვდით?
-როგორც საუკეთესო სტუდენტი სასწავლებელმა გამაგზავნა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
-მშვენიერია,პრინციპში რადგან იქ იყავით დარწმუნებული ვარ ინგლისური შესანიშნავად გეცოდინებათ.-გააწყვეტინა მან,- მე თქვენ სამსახურში აგიყვანთ, მოგცემთ შანსს და გამოსაცდელი პერიოდი დაგტოვებთ. თუ ყველაფერი ისე დასრულდა როგორც მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ რომ ყველა დავალებას თავს გაართმევთ ჩემი პირადი მდივანი იქნები. ხვალიდან დაიწყებთ, იმედია წარმატებით ვითანამშრომლებთ, მე ნატო კიკნაძე ვარ, ადვოკატი. ეს კერძო იურიდიული ფირმაა, სადაც წარმატებით მუშაობენ თქვენისთანა დამწყები კადრები, მე მათგან პროფესიონალებს ვზრდი და ვაყენებ ცხოვრების სწორ გზაზე.
-გასაგებია, ყველანაირად ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო. დიდი მადლობა ნდობისთვის. იმედებს არ გაგიცრუებთ.
-მხოლოდ ერთი პატარა თხოვნა მაქვს ჩაცმის სტილთან დაკავშირებით. იქნებ ცოტა კლასიკურად ჩაიცვათ და სპორტული ფორმა დაივიწყო, დასვენების დღეებში რაც გნებავთ ის ჩაიცვით. ახლა კი ჩემს მდივანს გაყევი აქაურობას დაგათვალეირებინებს, მერე შენს მოვალეობებს აგიხსნის, შენს სამუშაო ოთახს გაჩვენებს.
-გასაგებია, აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას, -ნინიკომ გაუღიმა და მდივანს უკან გაჰყვა. მან ჯერ ოფისი დაათვალიერებინა, მერე სამუშაო პირობები და დროის განრიგი გააცნო. მისთვის განკუთვნილი სამუშაო მაგიდა ანახა. შესწავლა როგორ უნდა ეპასუხა შემომავალი ზარებისთვის, როგორ უნდა შეეყვანა საბუთები კომპიუტერში და გადაეგზავნა საჭირო პირთან. სხვა წვრილმანები შემდეგისთვის გადადო და საღამოს შინ გაუშვა.
იქიდან მაღაზიებში წავიდა. ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი,პარფიუმერია და ყველა ის საჭირო ნივთი შეიძინა, რაც ელეგანტურ ქალს უნდა გააჩნდეს იმისთვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს....
დილით ადრიანად ადგა. შავი კაბა აარჩია, რომელიც მუხლამდე ძლივს სწვდებოდა. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, თმა უბრალოდ გაიშალა, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო და საკუთარი თავი ძლივს იცნო სარკეში რომ ჩაიხედა.“-ახლა გიორგი რომ მხედავდეს.“ გაიფიქრა უნებურად და საკუთარ თავზე გაეცინა...
სამსახურში მისულმა პირველი დავალება მალევე მიიღო უფროსოსგან. მან საბუთები მისცა და თარგმნა სთხოვა. ნინიკო მაგიდას მიუჯდა და დავალების შესრულებას შეუდგა. მართალია ბევრი იყო, მაგრამ რთული არ იყო. შუადღემდე მორჩა და საბუთები ნატოს შეუტანა. მან ყურადღებით გადახედა საბუთებს და ნამუშევარი შეუქო.
-გილოცავ, პირველი სამუშაო დღის წარმატებით დაწყებას,-უთხრა მან

რამდენიმე დღე გიორგიმ სახლში გაატარა. უმეტესად ნინიკოს ოთახში იყო და მასზე ფიქრობდა. ყველაფერს ჯერ კიდევ მისი სუნი შერჩენოდა. ხან ელენეს ეთამაშებოდა. გული უკვდებოდა როცა ბავშვი ეკითხებოდა ნინიკო სად არისო? მალე მოვა პასუხობდა ისიც. მერე თითქოს დამშვიდდა და სამსახურში დაბრუნდა. ჩვეული ენერგიით შეუდგა მუშაობას. ამჯერად დიდ დროს უკვე იქ ატარებდა და გვიან ბრუნდებოდა შინ. რამდენს ეცადნენ ქეთა და ირაკლი მაგრამ ვერაფერი უშველეს, გიორგის აშკარად დეპრესია დაეწყო...
ნინი ადრიანად მიდიოდა სამსახურში. თავიდან ყველა ამრეზით უყურებდა. მაგრამ მერე იქ მომუშვე გოგოებიც გაიცნო და თანდათან დაუახლოვდა. მის გარეშე აღარც შესვენებაზე მიდიოდნენ და აღარც დასვენების დღეებს ატარებდნენ. ნატოსთან ერთად რამდენიმე საქმიან შეხვედრაზე მოუწია წასვლა და იმასაც წარმატებით გაართვა თავი....საღამოობით ფეხით ბრუნდებოდა შინ. ახლა სამსახურთან ახლოს იქირავა ბინა და სიამოვნებდა კიდეც ფეხით სიარული ზაფხულის გრილ საღამოებზე... მართალი ყოფილა გიორგი როცა ამბობდა ამხელა სახლში ყოფნა და მარტოობა მტკივნეულიაო, ფიქრობდა ის. ახლა ხვდებოდა რას გრძნობდა და რისი თქმა უნდოდა გიორგის .უცებ იგრძნო რომ მასთან ყოფნა ძალიან მონატრებოდა და ის საღამო გაახსენდა როცა პირველად აკოცა....
ასე გავიდა რამდენიმე კვირა. ხანდახან ქალაქში თავისებს ურეკავდა და თავის ამბებს ატყობინებდა.
ერთ დღეს, როცა გიორგი კაბინეტში იჯდა და საბუთებს აწესრიგებდა, მის ტელეფონზე ნანატრი ზარი გაისმა. უპასუხა..-დიახ..გისმენთ,..კარგად,შენ?..მეც..რაა?დიდი მადლობა ძმაო, მიდი მითხარი ჩქარა....კი, კი ჩავიწერე კარგად..მან ტელეფონი გათიშა და სახე გაუბრწყინდა როცა მისამართი წაიკითხა.
-რა მოხდა? ხომ ყველაფერი კარგადაა?-ჰკითხა დაბნეულმა ირაკლიმ
- ვიპოვე,-წამოიძახა მან -ირაკლი გეხვეწები ყველაფერს შენ მიხედე მე უნდა წავიდე,-უთხრა გორგიმ და გიჟივით გავარდა ოთახიდან.


მაინტერესებს თქვენი აზრი.სწრაფად ვითარდება თუ არა მოვლენები და ხომ არ ვჩქაროობ?
:)



№1  offline წევრი დარინა

ჩემი გიო არ დამიტანჯოოოო, ეყოფა რაც იტანჯაა, დათოს ატანა არ მაქვს როგორ არ უნდა გინდოდეს საკუთარი შვილიიი.

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

კარგია მოვლენები ნორმალურად ვითარდება მაგრამ ცოტა დაძაბული მომენტებიც რომ იყოს კარგი იქნებოდაა წარმატებები

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ბოროტულად კი გამომდის მაგრამ ძალიან მინდა დათოს და ლიკას მიეზღით იმისათვის რაც გააკეთეს, თან მწარედ. ველოდები გაგრძელებას :) <3

 


№4  offline წევრი katiusha

Crazy dreamer
კარგია მოვლენები ნორმალურად ვითარდება მაგრამ ცოტა დაძაბული მომენტებიც რომ იყოს კარგი იქნებოდაა წარმატებები

ვერ ვძაბავ,აქ არ შემიძლია :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent