დაბრუნება (2)
სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგებით ჩვენი ემოციების დაგეგმვა სისულელეა, ბევრჯერ მიფიქრია რა მოხდებოდა დავითი რო დაბრუნებულიყო, მისი ხმა რომ გამეგონა, მისი სიახლოვე რომ მეგრძნო. ყოველთვის მტკიცედ ვახასიათებდი საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი რომ უსასრულოდ მენატრებოდა, მისი შეხვედრისას კი თავი მტკიცე და ამყი წარმომედგინა, თუმცა ახლა ისეთი ტორნადო ტრიალებდა ჩემს გულსა და გონებაში, რომ გავნძრეულიყავი მთელსქალაქსაც გავანადგურებდი საკუთარი ძალით, მე კი მხოლოდ ერთი მინდაოდა, დავითისთვის თვალებში ჩამეხედა და არაფერი მეგრძნო, მცირეხნიანი დუმილი ჩამოვარდა, მთვარეც სადღაც მიიმალა მარტო ლამპიონების შუქი, მე და დავითი ვიყავით ქუჩაზე. თბილი ღამე იყო ძალიან თბილი, ვერ დავაბრალებ ღამეს რომ ჩემში ყინული გადნო და მაგიტომ ვტიროდი. ახლა უფრო მეტად ვერ შევბრუნდებოდი და ვერ შევხედავდი მას. თუმცა სხვა გზა არც მქონდა მისი სიჯიუტის ამბავი ვიცოდი, თუ მიზანს დაისახავს მას მიაღწევს, მისი მიზანი კი მე რომ ვყოფილიყავი როცა მიმაღწია არ მიმატოვებდა. -დიდხანს ვიდგეთ და ველოდოთ რომელი გაბედავს ? -რას?-აკანკალებული ხმით ვუპასუხე -შეხებას -წადი გთხოვ -რომ მთხოვე მიტო დავბრუნდი -მე არაფერი მითხოვია მსგავსი-გაეცინა, ვგრძნობდი როგორ მიახლოვდებოდა, ნელ ნელა უფრო და უფრო მცირდებოდა ჩვენს შორის მანძილი და გული მეტად ბობოქრობდა.-გთხოვ წადი -გეშინია? -კი -რისი? -შენი-ვიგრძენი როგორ გაუხშირდა სუნთქვა ალბათ მსხვრევადი რომ ვყოფილიყავი დამამსხვრევდა კიდეც. მხრებზე ხელები დამადო და სწორედ ახლა მივხვდი რა არის ჟრუანტელის დავლა თხემით ტერფამდე და პირიქით. -ნუ გეშინია-ყუთან ახლოს მოიტანა ტუჩები -გთხოვ გეყოფა, ნუღა მტანჯავ- ხელები მარტივად გავაშვებინე და მისკენ შევბრუნდი, ვტიროდი თან ვყვიროდი. -არა ვერ მეყოფა, ვერ დავუშვებ რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასს ეშინოდეს -შენთვის ძვირფასები არ არსებობენ, შენთვის ყველა ერთ დონზე ვართ. არც სიყვარული იცი არც თანადგომა არც წასვლა და არც დაბრუნება, ყველაფერი შენითავისთვის გინდა და არასდროს ფიქრობ სხვაზე. შენ სხვაზე ვერ იფიქრებ *** -ცოტა მალე დეა ვაგვიანებთ-ვწუწუნები მე -არსადაც არ ვაგვიანებთ ხომ იცი ბავშვი უჩვენოდ არ გაჩნდება -ვითომ რატო? -იმიტომ რომ იმიტომ -ნუ სულელობ რაღაცებს მალე ჩაიცვი -ჰო აი ფეხსაცმელიც და... როგორც იქნა გამოიპრანჭა დეა და გზა სამშობიარომდე ძალიან გაიწელა, ჩვენი საუკეთესო მეგობარი დედა ხდებოდა ჩვენ დეიდები, პირველი ბავშვი სამეგობროში, განა რა უნდა იყოს ამაზე ბრწყინვალე. -ჰომ გითხარი დავაგვიანებთთქო -მოიცა რა მეორეც ჰო ეყოლება-არხეინად გააგრძელა დეამ სვლა -ნუ სულელობ რაღაცებს და დამელოდე ნიკა და მისი ძმაკაცები სამშობიაროს ეზოში იყვნენ და პატარა ალექსანდრეს დაბადებას აღნიშნავდნენ. ჩვენც შევუერთდით, ლიკასთან არ შეგვიშვეს დასვენება ჭირდება ახლად გამომცხვარ დედასო, ვერც ბავშვი ვნახეთ და იმედგაცრუებული დამშობიაროს ეზოში ვისხედით, ნიკა როგორც ძმა ისე გვყავდა მე და დეას, უფროსი ძმა ჩვენზე ექვსი წლით უფროსი იყო, ყველაფერში გვეხმარებოდა რაშიც კი გვჭირდებოდა. მის ყველა ახლო მეგობარს ვიცნობდით ერთად ვმხიარულობდით როცა ამის დრო და საშვალება გვქონდა, იმ წელს ვაბარებდით მე და დეა უნივერსიტეტში როდესაც ლიკა დედა გახდა. დიდხანს ვისხედით სამშობიაროს ეზოში წასვლას ვაპირებდი როდესაც ნიკა დავინახე როგორ მოემართებოდა ჩემკენ და გვერდით სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი მოყვებოდა, არსაიდან მეცნობოდა. -მარიამ ეს დავითია ჩემი მეგობარი, გაიცანი, გუშინ წინ ჩამოვიდა გერმანიიდან, ამიტომაც არ იცნობ -სასიამოვნოა დავით.-ხელი გავუწოდე მაგრამ მას არც კი ამოუღია ჯიბიდან ხელი, ამ თვხედობაზე ძალიან გავბრაზდი მაგრამ რა მარიამი ვიქნებოდი გაბრაზება რომ არ დამემალა, კვლავ ღიმილიანი სახით ვამცნობე ცემი წასვლის თობაზე. -მე წაგიყვან-როგორც იქნა ხმა ამოიღო, უჟმური გულში გავიფიქრე. მაგრამ ისეთი სასიამოვნო ხმა აქვს. ნამდვილად სხვიი სული შეუჩნდა ასეთი ხმის და ასეთი სხეულის პატრონს არ ეკადრება ასეთი უტაქტობა -არ არის საჭირო ჩემითაც შევძლებ -არც მითქვამს რომ არ შეგიძლია, უბრალოდ მე წაგიყვან -არ არის საჭირო. -საჭიროა მანქანამდე უსიტყვოდ მივედით და უსიტყვოდვე ჩავსხეით, ეკითხა მაინც საით მიდიხარო, უბრალოდ მანქანა დაძრა და გზას დაადგა. -იცი მე მართვის მოწმობა არ მაქვს -რომ გაგვაჩერონ? -ვერ შეგვაჩერებენ -ეგ ორი სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობის არის -ვიცი -მგონი სხვა გზით მივდივართ მე სხვაგან ვცხოვრობ -აქამდე ვერ მეტყოდი? მე რა ვიცი შენ სად ცხოვრობ, ახლა უკან ვეღარ დავბრუნდები -კარგი გამიჩერე ტაქსით წავალ -ვერ წახვალ -რატომ? -იმიტომ რომ აქ ტაქსები არ დადიან -გამოვიძახებ -ვერ გამოიძახებ-ხელში ჩემი ტელეფონი აათამაშა -ღმერთო რა დავაშავე, რა გინდა? მანიაკი ხარ ? -არა მანიაკებთან მებრძოლი. -რა გინდა მეთქი?-სახის ყველა ნაკვთი დამეძაბა. -ცოტახანი მინდა გიყურო, ლამაზი თმები გაქვს -ვიცი მაგრამ ახლა მე უნდა წავიდე -გპირდები მალე გაგიშვებ მაგრამ ცოტახნით უნდა დაგიტოვო, ჯერჯერობით -რა თქვი? -არაფერი -ჯერ ჯერობით ? -მოგესმა რაღაც ალბათ -არა მოჩვენებები ნამდვილად არ მქვს, გავიგონე -ვერ ედამიმტკიცებ, ცხადია მე უკეთ ვიცი რა ვთქვი და რა არა. გაბრაზებული მივეყრდენი სავარძელს და ხმა აღარ ამომიღია სანამ მანქანა არ დაძრა, მისამართი ვუთხარი, მასაც არაფერი უთქვამს და ცემს სახლამდეც მალე მივედით -მშვიდღამეს გისურვებ- მანქანიდან გადასულს მომაძახა თავი უბრალოდ შევაბრუნე და პასუხი არც გამიცია.-შეხვედრამდე-კიბეებზე დამეწია ხმა. *** ლოგინზე პირქვე ვიწექი და მოგონებები თვალწინ კადრებივით გადაივლიდა ხოლმე. კარგია როცა იხსენებ უკვე გასულს უკვე განვლილს, აღარაფერია გასაბრაზებელი იმ დღეებიდან, აღარც გულდასაწყვეტი უბრალოდ არის და მორჩა მეტი არაფერი. წამიერად გულიდამწყდა რომ ჩვენი პირველი შეხვედრის ფოტო არ მქონდა, არ შემეძლო ამეხსენებინა მაშინდელი ჩემი თავი, არც ის შემეძლო გამეხსენებინა, იმ ღიდან მიყვარდა დავითი თუ არა. ან პირიქით, თუმცა საერთოდ ვუყვარდი კი?! წამიერად სურვილი მგამიჩნდა ფანჯარასთან მივსულიყავი და იქაურობა შემეთვალიერებინა, წავიდა თუ კვლავ აქ იყო.ანჯრიდან გავიხედე იქ არავინ იდგა, და კარზე კაკუნი ვინ უნდა ყოფილიყო ამ შუაღამისას , ღამის ოთხი სრულდებოდა უკვე. შეშით გავაღე კარი და კვლავ ის, ისევ ახლადმოკიდებულ სიგარეტს აბოლებდა ნერვიულად და წარბები ქონდა შეკრული თითქოს მიბრაზდებოდა რამეზე. -შემომიშვებ ახლა თუ გავიყინო? -შემოდი -პალტო საკიდზე დაკიდე -გავიხადო? -ჰო -მერე რომ შემცივდეს? -ჩაიცმევ -მე უკეთესი იდეა მაქვს -ძალიან გთხოვ მითხარი რატომ მოხვედი და უკანვე წადი. -საერთოდ არ შეცვლილხარ.-მომიახლოვდა ვგრძნობდი როგორ გამალებით ცდილობდა გული ამოვარდნას და ლაპარაკს რომ დავითისთვის ეთქვა ხო შენ გელოდებოდი ხომ შენ ხარ ჩემი ერთადერთი სიყვარულიო. სუნთქვა გამიხშირდა ის კი უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა, წელზე ხელი მომხვია და თმებში თავი ჩარგო. -როგორ მენატრებოდა შენი თმის სუნი. -შენთითონ დატოვე -დიხანს უნდა მაბრალო ყველაფერი მე? -კი სანამ არ მიხვდები რომ შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე. -არ მაინტერესებს თუნდაც მეორემსოფლიო ომიც ჩემი დანაშაული იყოს თუნდაც ყველა რევოლუცია, თუნდაც საბჭოეთის დაშლა მაგრამ მე მაინც აქ დავრჩები-უცებ გამეღიმა -დარჩი -ასე უცებ მთანხმდები? მეგონა მეჩხუბებოდი დამსჯიდი თავხედობისთვის -არა, დარჩი, უბრალოდ მე წავალ -არსადაც არ წახვალ, შენც და მეც ამ ღამეს ერთ სახლში ვისუნთქებთ -ეს იქნება ბოლო -ეს იქნება პირველი -არა -კი -ჩვენ ვერ ვიქნებით ერთად -რატო? -ჯერ მაგდენი არ გიტკენია რომ ბედნიერების ღირსი ვიყო -გააფრინე?-ჩემი თვი ხელებში მოიქცია-მაპატიე ყველა ჩემი ქცევა და სიტყვა -არ შემიძლია -ყველაფერი შეგვიძლია რაც გვინდა -მე არ შემიძლია -სცადე და შეძლებ -მგონი უნდა მოვრჩეთ -რას? -ბავშვურ თამაშს -ჰო მართალი ხარ ბევრი დრო გავიდა თითქმის ოთხი წელია არ გინახივარ თითქმის არაფერი იცი ჩემზე და ძნელია მესმის ენდო ადამიანს რომელიც გტოვებს ამდენი წელი რომელიც მიდის და არც იცი დაბრუნდება თუ არა მაგრამ ახლა ყველაფერი სულ სხვა გვარადაა. იქ სადაც ვიყავი შენზე ფიქრმა და შენზე ოცნებამ გამაძლებინა, იქ შენმა სიყვარულმა და შენი ნახვის სურვილმა გამაძლებინა, იქ არაფერი იყო ნათელი მაგრამ მხოლოდ შენ ჩანდი ნათლად ჩემი გადარჩენა მხოლოდ შენ შეძელი და მხოლოდ შენ შეგიძლია დამიხსნა. -რისგან? -ადრე თუ გვიან ყველაფერს გეტყვი -ახლა უნდა მითხრა ყველაფერი -ახლა ძალიან ადრეა არ შემიძლია ყველაფრის თქმა. -მაშინ ჯობს მოვრჩეთ საუბარს რომელიც არაფერს მოგვიტანს. -კარგი მოვრჩეთ-შებრუნდა და წასვლა დაპირა, სწრაფად მივედი წინ გადავუდექი და მაგრად მოვეხვიე -ძალიან მომენატრე და არ შემიძლია კიდევ ერთხელ და კვლავ ჩემი ნებით გაგიშვა ამ სახლიდან არ შემიძლია დაგთმო ასე მარტივად, ვერ გაგიშვებ, მენატრებოდი, ძალიან მენატრებოდი, გთხოვ დარჩი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.