"ცეცხლი და ყინული"
როცა განთიადი მღვრიედ ამობრწყინდა, ბინდ-ბუნდი შეცვალა ნათელმა ფერებმა, ზღვის სანაპიროზე მწველი მზე მოვიდა, თავისკენ მომიხმო მხურვალე მკლავებმა... როცა ხეობები შავად შეიღება, ირგვლივ მიდამოში კი ბინდი ჩამოწვა, მისმა სათნო სახემ, ღვთაებრივმოსილმა ნაზად მიმიზიდა და ფრთხილად მაკოცა. ორი უჩვეულო, საშიში დროება ჩემს ირგვლივ სივრცეში ამაყად მოცულა. ორი უჩვეულო, ლამაზი სულები ჩემს გულში საშინლად მტკიცედ მოსულა. და მე მესმოდა მათი სიტყვები... და შევიგრძნობდი მათ წმინდა ალმურს, ერთს ცეცხლად ასდიოდა, ჩუმად გადამდები, მეორეს ყინვად მოდიოდა, აისბერგად ასულს. ცეცხლის სიახლოვე მუდამ მიმზიდველი თუნდაც საჭირო და ტკბილი გრძნობაა. ყინული კი ვისთვის მხოლოდ მეტისმეტი, ცივი და უგრძნობის ტყუილი ყოფნაა. მაგრამ არსებობენ ჩუმად მეოცნებე, მოუქნელი და სულელი კრავები, ვისთვისაც ყინული არის სიყვარული და სამუდამო გრძნობის საწყისი. ეს ორი სტიქია-ცეცხლი და ყინული გახდა დიდი აზრი ჩემი ცხოვრების. აღმოჩნდა ყინული იმ ცეცხლს სულ აქრობდა და სამუდამოდ ჩემს გულში სახლობდა...! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.