შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დიდებული იყო ის ზაფხული..." თავი V


4-06-2018, 21:55
ავტორი mariammeladze123
ნანახია 1 125

დღეები დღეებს ისე მიჰყვებოდა, რომ არაფერი ხდებოდა ვერც მეგობრებს ვნახულობდი. ცოტა მოვიწყინე ამიტომ გადავწყვიტე ყველაფერი მიმეტოვებინა და მეგობრებს ბარში შევხვედროდი. ბავშვებს შევატყობინე მათაც გაუხარდათ და უარი არ უთქვამთ. საღამოს ნიამ გამომიარა ერთად გამზადება შემომთავაზა მეც დავყევი მის ნებას.
-გოგო დღეს თოკოც მოვა.?
-ნიაჩკა რა იყო ხოარ მოგენატრა?
-კარგი რა გჭირს, უბრალოდ გკითხე..
-რათქმაუნდა მოვა. ნუმოიწყენ.
მალევე გავემზადეთ და უკვე ჩვენს საყვარელ ბარში მეგობრებს ველოდით. არც მათ დაუგვიანიათ მალე მოვიდა ყველა, არასასიამოვნოდ გამცრა როდესაც დემეტრეს სახე ამოვიცანი ჩვენს მეგობრებთან. თითქოს ხასიეთი გამიფუჭა ამ ფაქტმა. ხასიეთი შემეცვალა მაგრამ არმინდოდა რამე ეეჭვათ ბავშვებს ამიტომ ვეცადე არ შემემჩნია. ცოტახანს ვსვამდით და ბევს ვიცინოდით, ჩემს უკან რომ ვიღაც დადგა და მხარზე ხელი შემახო ცოტა შევხტი მოულოდნელობისგან. უკან რომ მივიხედე არც მეტი არც ნაკლები ჩემი კლასელი დამხვდა რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ არ მინახავს.
-ვაუ ნიკო როგორ ხარ? ავდექი და ჩავეხუტე.
-კარგად მაშიკო შენ? რამდენიხანია არ მინახიხარ.
-რავიცი მეც კარგად, მოდი შემოგვიერთდი.
და ამდროს რახდება სუფრასთან? ზოგს გაღიზიანებული სახე აქვს, ზოგს გაკვირვებული და ნაწილს დაბნეული.
ნუ რათქმაუნდა ნიკომ არაფრის თქმა არ მაცადა და თვითონ გაეცნო დამსწრე საზოგადოებას.
-გამარჯობა, მე ნიკო ვარ. მაშკას კლასელი და ბავშვობოს სიყვარული.
ნიაკომ სიტუაციის განსამუხტად დაიწყო სისულელეების ლაპარაკი.
-მაშ.. წამოდი ვიცეკვოთ კარგი?
ვინ მეტყოდა ამას თუარა ნიკო.
-რატომაც არა. გავუღიმე გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე და გავემართეთ საცეკვაო მოედნისკენ. ეს ნაწილი ჩაბნელებული იყო მაგრამ ლაზერების სინათლე სიბნელეს გამეფების საშუალებას არ აძლევდა.მეც მივენდე ჩემს მეწყვილეს მხარზე თავი დავადე. ამდროს არსაიდან ბატონი დემეტრე გამობრწყინდა და მეწყვილეს მიმწყვიტა.
-ახლა ჩვენ ვიცეკვებთ. თქვა და ჩემი ხელი მოიქცია მის ტორში.
ნიკოც გაგვეცალა ადგილიდან.
-ჯერ გეკითხა იქნებ არმინდა შენთან ცეკვა.?
-ჯობია გაჩუმდე და იცეკვო.
-დემეტრე არმინდა შენთან სიახლოვეს ყოფნა უბრალოდ გაქრი ხო შეგიძლია ეს?
-ჩემს მოთმინებას ნუ ცდი მაშა.
ვცადე ჩემი ხელი წამერთმია მისთვის მაგრამ სულ ტყუილად.
-დემეტრე ცეკვის ხასიეთზე საერთოდ არვარ გამიშვი ხელი.
-შენი ბავშვობის სიყვარულს რომ ეცეკვებოდი ხომ იყავი ხასიეთზე?
-ეგ შენ არ გეხება.
-ეხლა უკვე ინანებ.
და ჰოპ უეცრად დემეტრეს მხარზე აღმოვჩნდი ისე რომ სანამ ბავშვებს არდაემშვიდობა და ჩემი ჩანთა არ აიღო ვერ მოვედი გონზე.
ბოლოს როგორც იქნეა ჩემმა ტვინმა ერთიანად იფეთქა და არც ნერვებმა დააყოვნა.
-დემეტრე გირჩევნია ხელი გამიშვა ჩემს ნერვებზე მოქმედებ.
-მე გაგაფრთხილე მაგრამ შენმა სიჯიუტემ გაგიმეტა.
-დემეტრე არგეხუმრები ამ შუაღამეს სად მივდივართ სახლში დამაბრუნე.
-ხოიცი რო აზრიარაქვს ჯობია გაჩუმდე, ტყუილად კივი მაინც არაფერი არ გეშველება.
-ჯიუტი მუტანტი ხარ. ნუფიქრობ რო ესე მარტივად შეგარჩენ.
-გელოდები ძვირფასო.
ამის შემდეგ ხმა აღარ ამომიღია ვიცოდი რაც არუნდა გამეკეთებინა ტყუილად დავიღლიდი თავს. ბოლოს გზა რომ არა და არ დამთავრდა, ემოციებისგან დაღლილი სიზმრების სამყაროს ვესტუმრე. არვიცი სად მივდივართ მაგრამ ეს დიდიად არც მაღელვებს მაინც ყველანაირად ვეცდები იმ ადგილიდან თავის დაღწევას და შინ დაბრუნებას. როცა გავიღვიძე უკვე სახლში ვიყავი არვიცი რა ადგილას. მისი სახლი ნამდვილად არიყო რადგან იქ ნამყოფი ვარ. ავდექი იქვე მიგდებული დიდი მაისური გადავიცვი და ქვემოთ ჩავედი. ხმაური სამზარეულოდან გამოდიოდა ამიტომ პირდაპირ მანდ შევედი.
-დემეტრე სად ვართ?
-ოჰ გაუღვიძია პატარა ქალბატონს. რაჭაში ვართ.
-რა? დემეტრე რა რაჭა სახლში დამაბრუნე აქ რაგავაკეთო შენნაირ ტირანთან ერთად.
-დამშვიდდი ძვირფასო, აქედან სამამ არ მორჯულდები ვერსად წახვალ.
-მოსარჯულებელი მე კიარა შენხარ ხეპრე.
-დამშვიდდი და ვისაუზმოთ.
ხმა აღარ გავეცი პირდაპირ იმ ოთახისკენ ავიღე გეზი სადაც დილით გამეღვიძა. მთელიდღე აღარც გამოვსულვარ, მივალაგე ოთახი და მშვიდად დავჯექი. ვეცადე საღი გონებით მეფოქრა რაშეიძლება გამეკეთებინა რომ სახლში დავებრუნებინე ვაჟბატონს. სამწუხაროდ ჩემმა გონებამაც გამყიდა და ერთი იდეაც კი არ მომაწოდა. ბოლოს მომბეზრდა ოთახში ჯდომა და გადავწყვიტე ტელევიზორი ჩამერთა.
-ქალბატონმა იკადრა ჩამოსვლა?
პასუხი აღარ დავუბრუნე უბრალოდ ტელევიზორს მივუჯექი და ფილმების ყურება დავიწყე. ასე გავიდა რამდენიმე დღე ხმას არვცემდი. არც სურვილი მქონდა, მასთან დიალოგი გამემართა. ბოლოს მობეზრდა ალბათ ჩვენი ეს მდგომარეობა და პირდაპირ ოთახში შემოვიდა.
ერთი ავხედე, ხმა არ გამიცია.
-ასე თუაპირებ ჯდომას არასდროს აღარ წავალთ.
-ასე თუაპირებ მოქცევას, ხმას აღარ გაგცემ.
-ისე თავსიკლავ ხო ლაპარაკით?
-პიროვნებაზეა დამოკიდებული.
-მაშა! ან ადგები და ჩამოხვალ დაბლა ან ჩემით წაგიყვან.
-სერიოზულად დემე?
-ართქვა არ გაგიფრთხილებივარო!!
მომხვია ფეხზე ხელები გადამიკიდა მხარზე და ისე დაუყვა კიბეს.
-შენ სულ გამოშტერდი?
-მე გითხარი.
-დამსვი თვითონ ჩამოვალ.
-ასე ჯობია.
-მუტანტი.ჩემთვის ჩავილაპარაკე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent