შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დიდებული იყო ის ზაფხული..." თავი IV


14-05-2018, 00:50
ავტორი mariammeladze123
ნანახია 1 150

ანდრეამ დაატრიალა ბოთლი და გაჩერდა...ჩემზე და ნიაზე, აი ზუსტად ვიცოდი პასუხიც და ზოგიერთის რეაქციაც.
-ჩემო ყვავილო ვინმე მოგწონს?
ამდროს ნიას ნერვიულობა შეეპარა სახეზე ხოლო თოკას ინტერესი. ვერ გადაეწყვიტა რა ეპასუხა და ბოლოს მაინც იცრუა.
-რათქმაუნდა არავინ. ამაზე კი ჩვენს ბიჭს სახე მოეღუშა ისეთი სასაცილო იყო სიცილი ძლივს შევიკავე.. ერთმანეთი კიდე ვაწამეთ კარგახანს, ბოლოს მოგვბეზრდა ესეც და შევეშვით თამაშს. ამასობაში შემოგვაღამდა ისე რომ ვერც გავიგეთ. მე და ნია ოთახში ავედით დასაძინებლად. გულმა არ მომითმინა მეგობარი უნდა გამომეჭირა და ჩემი ეჭვებისთვის გასაქანი მიმეცა.
-ნიაკო ხომ მარტოები ვართ სიმართლე მითხარი მართლა არავინ არ მოგწონს?
-ნუ შეიძლება ვიღაც იყოს მაგრამ მნიშვნელობა არაქვს.
-და ის ვიღაც თოკოა?
-როგორ მიხვდი?
-ხუმრობ ხო?17 წელია გიცნობ და მეკითხები როგორ მივხვდი?
-კაი ხო ცოტათი მომწონს.
-ასეც ვიცოდი..
ამ დღეს მეტი არაფერი აღარ გვითქვამს სიზმრების სამყაროს მალევე ვესტუმრეთ. თუმცა დიდხანს არგაგრძელებულა მალე ძლიერმა წყურვილმა გამაღვიძა. გადავწყვიტე სამზარეულოში ჩავსულიყავი და წყურვილი მომეკლა. იქ კი გამოიცანით ვინ დამხვდა.. თქვენ შეცდით აქ თოკო დამხვდა რომელიც სკამზე შემომჯდარიყო და ფიქრებს მისცემოდა. როგორც კი შევედი გამოფხიზლდა.
-რატო არგძინავს?
-მე წყურვილმა შემაწუხა და შენ რატო არგძინავს ვაჟბატონო?
-როგორ გინდა დაიძინო იმის მერე რაც ნიამ თქვა.
-რომეო ტყუილად მოგიწყენია, ისიც შენს ბედშია ჰგონია რომ ვერ ამჩნევ.
-დარწმუნებული ხარ?
-რათქმაუნდა დღეს არ გამიცვნია ჩვენი ნიაკო.
-კაი ეხლა კი მშვიდად დავიძინებ და შენც იგივეს გირჩევ.
-ძილონების რომეო.
თოკო გავგზავნე დასაძინებლად ფიქრებ დამშვიდებული მაგრამ მე საერთოდ არ მეძინებოდა გადავწყვიტე დანამულ ეზოში გავსულოყავი და წვიმისგან დანამული გარემოს სურნელი შემეგრძნო, ამ სურნელმა ფილტვები გამიხსნა იმდენად სუფთა ჰაერი იყო სივრცეში მიმოფანტული, ისევ ჩემს საყვარელ ადგილს მივადექი და ჰამაკში ადგილი დავიკავე. ცოტახანს ვფიქრობდი შემდეგ კი ისე ჩამეძინა ვერც გავიგე. სველ ჰამაკში ისეთი მშვიდად მეძინა გეგონებოდა ფუმფულა ლოგინში ნავარდობსო. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როდესაც ცხვირი ნაცნობმა სურნელმა ამიწვა. თვალები ოდნავ შევხსენი, ჯერ კიდე არ იყო ბოლომდე გათენებული ამიტომ გადავწყვიტე ისევ სიზმრების სამყაროს ვსტუმრებოდი,ამჯერად გავარვარებული ხელები ვიგრძენი მუცელზე შემდეგ კი ცივი მატერიის შეხება მივხვდი რომ სველი ზედა გამომიცვალა, რაზეც ძალიან გავბრაზდი და მაშინვე გავახილე თვალები.
-სულ გაგიჟდი ხო? ვინ მოგცა ამდენი უფლება?
-ჰეი დაიმშვიდე ნერვები ლამაზო.
-გაეთრიე რეპტილია აქედან.
-მივდივარ ლამაზო მშვიდობიან ძილს გისურვებ. პასუხი აღარ გამიცია ერთი შევუბღვირე და ისიც კარის უკან გაუჩინარდა.
მეორე დილას როცა ყველამ გაიღვიძა გადავწყვიტეთ საჯინიბოდ წასვლა. რადგან სამეგობროში ძალიან ცოტა გვყავს ისეთი ვინც არიცის ჯირითი. საერთოდ გამარჯვებული მე ვბრუნდები ხოლმე სახლში მაგრამ ამჯერად არგამიმართლა, ვინ მოიგებდა თუ არა დემეტრე. ამ ფაქტმა ნერვები მომიშალა და მთელი დღის კარგი ხასიეთი ერთ წუთში გამიქრა. არაფრის გაკეთება აღარ მინდოდა და ბავშვებს ვუთხარი რომ სახლში ვბრუნდებოდი. უკვე დიდი დრო გავიდა რაც სოფელში ვისვენებთ ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ქალაქში დავბრუნებულიყავით. მართალია კარგად ვერთობოდით მაგრამ ბევრი საქმე დაგროვდა ამ ორი კვირის განმავლობაში. დაბრუნების შემდეგ დღეები ისე გაიწელა მეგობრებთან შეხვედრას ვერ ვახერხებდი. რამდენჯერმე შემთხვევით დემეტრეს გადავაწყდი სულ ეს იყო...



№1 სტუმარი სტუმარი Lika

Male dade ra

 


№2  offline წევრი mariammeladze123

სტუმარი Lika
Male dade ra

შევეცდები<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent