შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ მიყვარხარ


5-06-2018, 01:00
ავტორი N..L
ნანახია 1 588

ტელეფონი რეკავს.. თვალებს ძლივს ვახელდი. ტელეფონზე არც დამიხედავს ისე ვუპასუხე.
-გისმენთ, რომელი ხართ?
- ემა ვარ გოგო რა გჭირს? ახლა გაიღვიძე?- ემა არის ჩემი საუკეთესო დაქალი.
-ჰოოო, შენ ხომ ძილს არ მაცდი...
-დღეს ბოლოზარი გვაქვს და წესით უნდა ემზადებოდე!
-ვაიმეე... მართლა ეგ აღარც მახსოვდა-შევიცხადე მე- შენ მიდიხარ უკვე სკოლაში?
-არა ჯერ ვემზადები, გინდა გამოგიარო?
-კი რა ერთად წავიდეთ...
-კარგი დაო..- და ტელეფონი გათიშა..
სწრაფად ავდექი ფეხზე და მომზადება დავიწყე. ბევრი არც მიფიქრია რა ჩავიცვათქო, ჯინსის შარვალი და ტოპი ზედა ჩავიცვი, გარედან კი თეთრი „საროჩკა“ მოვიცვი.
ემაც მალევე მოვიდა და ერთად წავედით სკოლაში.
-ემილია დღეს აბა თუ იცი ბოლოზარზე ვინ იქნება?
-ვინ?
-ჩემი ბიჭი ჩამოვიდა და დღეს მოვა ბოლოზარზე, თანაც ერთი ძმაკაცი ახლავს.. კარგი ბიჭია..
-კარგია, ესე იგი თომა ჩამოდის?
-კიი -სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.
ამასობაში სკოლაშიც მივედით, ბავშვებმა წარწერები გამიკეთეს „საროჩკაზე“ ...ძალიან ვმხიარულობდი. ემა კი თომასთან ერთად იყო გასული... თომა ჩემი საუკეთესო მეგობარი არის და დიდი ხანი არ მყავდა ნანახი..... ის თბილისში სწავლობდა.. იშვიათად ვნახულობდი. დღეს დილიდან გაუჩინარდა, არ მინახავს, მაგრამ არაუშავს საღამოს მე და ემა ვაპირებთ კლუბში წასვლას და თომაც წამოვა...
როდესაც მარკეტში შევდიოდი უეცრად ერთ ბიჭს შევეჩეხე და ტელეფონი ხელიდან გამივარდა. (მაღალი,ქერა,თაფლისფერთვალება ბიჭი იყო)
-წინ ვერ იხედებიიი?-მითხრა უცნობმა
-უკაცრავად ... ამას უყურეთ ერთი თავადვე დამეჯახე და თანაც ტელეფონი ხელიდან გამაგდებინე და კიდევ მე მეჩხუბი? ბოდიში მაინც მოიხადე!
-მე მოვიხადო ბოდიში?!-იკითხა გაკვირვებულმა.
-დიახაც.
ამ დროს თომა გამოჩნდა და მან განმუხტა სიტუაცია...
-ემილია, ჩემო პატარა დაიკო, როგორ მომენატრე არ მინახიხარ რამდენი ხანია ..
-პატარა აღარ ვარ ძმაო ..
-ჩემი დაიკო ხარ ხომ იცი. -ამ დროს უცნობმა მიჭმა ემოციები ვერ დამალა და თომას კითხა:
-შენ რა ამ გოგოს იცნობ?
-კი .. როგორც ჩანს თქვენ უკვე გაიცანით ერთმანეთი... თუ არა? მოდი მე მაინც გაგაცნობთ. ემილია ეს ჩემი ძმაკაცია ვაჩე და ვაჩე ეს ჩემი დაიკოა ემილია..
სასიამოვნოათქო ვთქვით ერთდროულად-მაგრამ გაბრაზებულები ვუყურებდით ერთმანეთს.
საღამოს ემილია მოვიდა ჩემთან. კლუბში წასასვლელად ვემზადებოდი. მოკლე კაბა და ოდნავ ამოღებული ზედა ჩავიცვი, ფეხზე კი შავი მაღალქუსლიანები... როდესაც კლუბში შევედით თომა და ვაჩე იქ დაგვხვდნენ.. მათთან მივედით, ცოთა ვისაუბრეთ, რამდენიმე ჭიქა დავლიეთ და საცეკვაოდ გამოვედით... ემა თომას ეცეკვებოდა... მე კი ჩემთვის წყნარად ვიდექი, ამ დროს ვიღაც მიჭი მოვიდა (სიმპატიური იყო) და საცეკვაოდ გამიწვია. მეც დავთანხმდი... როდესაც ვცეკვავდი უცნობი გამეცნო:
-მე ნიკა მქვია და შენ?
- მე ემილია .
-სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც ...- მან წელზე შემომხვია ხელი, შემდეგ კისერში უნდოდა კოცნა.. მთვრალი იყო და ვერ აკონტროლებდა თავს ... მე მისი მოცილება მინდოდა, მაგრამ ამაოდ. ის არ მეშვებოდა ..
-თავი დამანებეთ!
-რაიყო პატარავ შეგეშინდა? ... მინდიხარ - მითხრა ჩუმად. მე კი თავის დაღწევას ვცდილობდი. ამ დროს კი სახეში ვიღაცამ უთავაზა, როდესაც უკან შევტრიალდი ვაჩე დავინახე, მან გვერძე გამიყვანა და მითხრა:
-ძალიან გამომწვევად გაცვია პატარავ და გვერდით სულ მე არ გეყოლები.. და კიდევ, მეორედ ასეთი ჩაცმული აღარ დაგინახო.
-მადლობა, რომ დამეხმარე, არ იყო საჭირო, მე თავადაც გავუმკლავდებოდი... და კიდევ, არავინ გეკითხება როგორ ჩავიცვამ. -და ერთი სახეში ვუთავაზე.
-მადლობის მაგიერი არის ხომ? ამაზე პასუხს მოგთხოვ პატარავ... მოვა დრო....-
მთელი საღამო საცეკვაოდ აღარ გავსულვარ ... როდესაც ვინმე მოვიდოდა თხოვნით, ვაჩე თვალებს უქაჩავდა, მაშინვე მიდოდნენ, თავად კი ერთობოდა გოგონებთან ერთად..



№1  offline წევრი nathali lifhonava

მოიცა ამას სხვა სათაური არჰქონდა?;დდ
რითაც დაიწყე იმით უნდა გააგრძელო "მე შენ მიყვარხარ პატარავ"
იმედია გაითვალისწინებ<3
და გთხოვ რომ თავები გაზარდო
ნამეტანი პატარაა ჩემიი აზრითთ<333
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№2  offline წევრი N..L

ის თავი შემეშალა შეცდომით დავდე. ესაა ახალი ისტორიაა და ამის გაგრძელებას დავწერ.
nathali lifhonava
მოიცა ამას სხვა სათაური არჰქონდა?;დდ
რითაც დაიწყე იმით უნდა გააგრძელო "მე შენ მიყვარხარ პატარავ"
იმედია გაითვალისწინებ<3
და გთხოვ რომ თავები გაზარდო
ნამეტანი პატარაა ჩემიი აზრითთ<333

 


№3  offline წევრი nathali lifhonava

N..L
ის თავი შემეშალა შეცდომით დავდე. ესაა ახალი ისტორიაა და ამის გაგრძელებას დავწერ.
nathali lifhonava
მოიცა ამას სხვა სათაური არჰქონდა?;დდ
რითაც დაიწყე იმით უნდა გააგრძელო "მე შენ მიყვარხარ პატარავ"
იმედია გაითვალისწინებ<3
და გთხოვ რომ თავები გაზარდო
ნამეტანი პატარაა ჩემიი აზრითთ<333

მე მაპატიე უბრალოდ არ ვიცოდი<3
ისტორიას რაცშეეხება კარგია ძალიან<3
წარმატებეებიშენ<3
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent