შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (3)


5-06-2018, 11:32
ავტორი ბიბი
ნანახია 1 230

მომეხვია ისე როგორც არასდროს, მაგრად ჩამიკრა გულში, ტმების სურნელს ხარბათ ისუნთქავდა, არვიცი რამდენხანს ვიდექით ასე კარის ზღურბლთან ახლოს და ერთმანეთისგან შორს მაგრამ ვიცი რომ გული გამალებით ცდილობდა მის გულთან მიახლოვებას. როცა ირგვლივ ყველაფერი შავია, ნაცრისფერში გარეული, ცდილობ ყველა პატარა ნათელ წერტილს ჩაებღაუჭო, არ გაუშვა შანსი ჭაობიდან ამოსასვლელად, არ დაკარგო იმედი. სწორედ ასე ვებღაუჭებოდი პერანგზე დავითს ვცდილობდი მაგრამდ ჩავბღაუჭებოდი მერე რომ ჩემგან თავის დახსნა გაჭირვებოდა. თუმცა წარსული ყოველთვის და ყველგან თან მსდევდა, ამ მომენტში ვეცადე მომეშორებინა განვლილ ტკივილებზე ფიქრები თავიდან და დავმტკბარიყავი დაბრუნებით. თვალები დავხუჭე და მარტო იმაზე ვფიქრობდი რომ უკვე დიდიხნის ნანატრ სხეულს ვიყავი ტკიპასავით მიკრული და ვერანაირი ძალა ვერ მომაშორებდა მას. იმღამეს როგორც მან თქვა ერთ ჰაერს ვსუნთქავდით. მთელიღამე ვუყურებდი როგორ მშვიდად ეძინა, გამთენიის ხანს მეც ჩამეძინა, უკვე შუადღე იყო რომ გავიღვიძე, არვიცი რატომ გადავეშვი ასე უსაფუძვლოდ ოცნებებში, მეგონა გამოვიდოდი და სამზარეულოში მოფუსფუსე დავითი დამხვდებოდა, მაგრამ არა,ის აღარ იყო სახლში, აღარ სუნთქავდაა ჩემს ჰაერს. მიჩვეული ვიყავი მის ასეთ ქცევას. წერილი: „მაპატიე“ და მეტი არაფერი....
***
-მალე მოწესრიგდი და ჩემთან გამოდი შენც დადეაც, ბავშვის გამოყვანას ავღნიშნავთ ნიკას ძმაკაცებიც იქნებიან
-ჰო ჩავიცმევ და გამოვალ-ლიკას მალე გავუთიშე მოვწესრიგდი და დეასთან ერთად გავეშურე ჩემი მომავალი ნათლულისკენ. ნიკაც და მისი საძმაკაცოც სახლში იყვნენ უკვე დაწყებული ქონდათ ალექსანდრეს დალოცვა და დედამამის მილოცვა. ჩვენც შევუერთდით, დავითიც აქ იყო, თითქმის თვალი არ მოუშორებია მე კი უხერხულად ვგრძნობდი თავს მისი მზერისგან თითქოს შეწუხებული ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, უკვე ღამდებოდა, აივანზე გავედი მოსაწევად, თითქმის დამთავრებული მქონდა განზრახული საქმე როცა დავითი გამოვიდა.
-ვა ყოჩაღ, თურმე ეწევი კიდეც
-ასეთი გასაკვირია?
-რათქმაუნდა, ხომ იცი იშვიათად თუ არის შენი ასაკის გოგო მწეველი
-არაუშავს ეგ სულაც არ მაწუხებს
-სტერეოტიპების დარღვევას ცდილობ?
-სულაც არა, არ მაწუხებს მასის აზრი
-ცალკეული ადამიანების?
-არც მათი
-ეგ არ არის სარფიანი?
-რატომ?
-კითხვებს მე ვსვამ აქ
-რატომ დამიჭირე?
-კი ფაქტზე წაგასწარი, არასრულწლოვნებისთვის მოწევა კანონით ისჯება
-და შენ რომელი კანონდამცველი გამომიდექი?
-გააჩნია სიტუაციას რომელიც მაწყობს ის ვიქნები
-რამე გინდა დავით?
-კი
-რა?
-რა ღირს შენი სითბო?
-არ ვიყიდები
-არც გრძნობებზე?
-არა
-შეგცივდა ?
-არა, ახლა ზაფხულია
-მერე რა
-მერე სიცხეა და არ მცივა
-სახლში გინდა?
-არა
-რატო?
-მეგობრებთან ყოფნა მირჩევნია
-მაგრამ ჩემთან ერთად დგახარ აივანზე-ნელ ნელა მიახლოვდებოდა და მაბნევდა მისი დაჟნებული მზერა, თმაზე ხელი ჩამომისვა და უნებურად თვალები დავხუჭე. ვიგრძენი ძალიან დიდი სისწრაფით მომწყდა მისი ხელი და სიცილი დაიწყო-მთელი გულით და სულით არ შემიყვარო-შუბლზე მაკოცა და სახლში შევიდა. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა მისი სიტყვები, მეც მალევე შევედი სახლში ის იქ აღარ დამხვდა, ზედმეტი ეჭვი რომ არ გამეჩინა არ ვიკითე სად იყო, მალე წამოვედი ლიკასგან, ნელა მივუყვებოდი ჩემი ქუჩის აღმართს ფეხით, ბედნიერი ვიყავი, ასეთი კარგი მეგობრები რომ მყავდა მაგრამ დავითზე მეფიქრებოდა ვერ ვხვდებოდი რატომ იქცეოდა ასე, ჩნდებოდა და ქრებოდა, როგორც იქნა სახლამდეც მივედი სადარბაზო ჩაბნელებული იყო კიბეზე ავდიოდი ხმა დამეწია.
-არ მეგონა ასე თუ დააგვიანებდი
-ვერ გხედავ რომელი ხარ ?
-ვერც უნდა მხედავდე, შენს სახლთან ჩემი საჩუქრის დატოვებას ვაპირებდი მაგრამ როგორც ჩანს დამასწრეს, ვინც არ უნდა იყოს შენი მადლობა ვერ მიუსწრებს. ავედი სახლთან ყუთი იდო გავხსენი და ორი პატაა თეთრი ზაზუნა იჯდა პატარა ვარდისფერ ყუთში, გამიკვირდა, დავიბენი რას უნდა ნიშნავდეს ორი ზაზუნა, არანაირი წერილი, თყვანისმცემლები ასე ნათლად არ მყავდა, არასდროს მხვდებოდა სახლთან საჩუქრები. ოთახში დავდე ყუთი ზაზუნებიც შიგნით დავტოვე და დავიძინე, დილით არცერთი დამხვედრია, მთელისახლი გადავქექე რა არ ვცადე მაგრამ არსად არცერთი არ ჩანდა, მეტად მეუცნაურა ეს ფაქტი მაგრამ რაც არ უნდა მეფიქრა ფიჭი დროსი ხარჯვა იქნებოდა და გადავწყვიტე საერთოდ დამევიწყებინა ის საღამო.
***
მე მახსოვს
ჩვენი ხასიათის
თავისებური გამოვლინებები:
როგორ ვსვამდით ჩაის ერთი ფინჯნიდან;
როგორ გვიყვარდა პირდაპირ იატაკზე წოლა;
როგორ გვქონდა ფანჯარა ღია,
მუდმივად,
ზამთარ-ზაფხულ…
მიუხედავად იმისა რომ მცირე დრო გავატარეთ ერთად, ორი წელი ვცხოვრობდით მხოლოდ ერთად, ამ ორ წელში იყო ბევრი სიხარული ბევრი ბედნიერება, ბევრი სიყვარული, ბევრი ტკივილიც ბევრი სევდაც, უპატიებელი შეცდომებიც ბევრი იყო მაგრამ როდესაც მონატრება ასეთი დიდია ტკივილსაც გადაფარავს ხოლმე. თითქმის ყოველ დილას მის მუხლებზე კომფორტულად მოვთავსდებოდი და ისე მივირთმევდი ჩაის, ის ტუჩებს მომადებდა მხრებზე და მიყურებდა როგორ იორთქლებოდა ცხელი ჩაისგან ჩემი სათვალე. თავიდან ყველაფერი კარგად იყო როგორც ხდება ხოლმე, მშვიდი ნეიტრალური ურთიერთობა გვქონდა, როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ მე პირვე კურსზე ვიყავი ის მუშაობდა საღამოს ორივე დაღლილები ერთმანეთზე გადახვეულებს გვეძინებოდა... თუმცა იყო ბედნიერებით აღასავსე დღეები, დღეები ვერც დრო და ვერც ტკივილი რო ვერ წაშლის. ასე მოგონებებში ჩაფლული ვაგრძელებდი ცხოვრებას. ერთი დღის მეორე დღემდე გადაგორებას ვითომ რაღაცას ველოდი, თითქოს ველოდი თავიდან გადარჩენას. ის კი კვლავ არ ჩანდა. აღარც ირაკლის ბარში ჩავდიოდი ის თუ მოვიდოდა ხოლმე ჩემთან და მიყვებოდა კვლავ თავის ისტორიებს, არაფერი მითქვამს დავითზე თითქოს ის საღამო არ არსებულიყო, ვიცოდი მეტყოდა მოძებნეო, ან მე მოგიძებნიო მაგრამ არვიცოდი სიმართლის მოსასმენად ვიყავი თუ არა მზად არ ვიცოდი რატომ მიმატოვა და მეშინოდა რომ ეს უსიყვარულობის მიტოვება იქნებოდა. ასე გავიდა თითქმის ერთი თვე ან უფრო მეტი, კალენდარს აღარ ვუყურებდი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უბრალოდ დრო გადიოდა და მე ვარსებობდი, ქალქაქში ჩამოცხა, აქ გაჩერება უკვე გაუსაძლისი ხდებოდა. ზღვისპირეთში გავიხიზნე მარტო ყოფნა მინდოდა, ბათუმის მშვენიერ სანაპიროზე ღამ ღამობით რომ მესეირნა და კენჭები მესროლა ზღვაში. აქაც მომაგნეს, ირაკლიმ, ჩასვლიდან მესამე დღეს და ძალით წამიყვანა ერთერთ ბარში, სახელი აღარც მახსოვს.
-აქ სულ კარგი მუსიკაა თან ბავშვებიც აქ მოვლენ
-რაღა ბავშვები დაბერდნენ უკვე
-ეგეც მართალია, დამელოდე, რამეს დალევ?
-კი ლუდს.
-ისევ ჩვიდმეტი წლის გოგო ხარ რა
-მოიცაა დაა მეტის ვარ რო?
-ოცდახუთს მიუკაკუნებ მალე -ტუჩები წინ გამობზიკა და ბართან მივიდა, დავფიქრდი ოცდახუთ წელზე, ჩვიდმეტის ვიყავი როდესაც დავითი გავიცანი უნივერსიტეტში რო ჩავაბარე იმის შემდეგ ერთად ვცხოვრობდით, მესამე კურსზე უკვე მარტო ვიყავი, რამდენი დრო გავიდა და გრძნობები და განცდები იგივეა, საოცრებაა. სისულელე იყო ამ ყველაფერზე ფიქრი მაშინ როდესაც გასართობად ვიყავი.
-აი თქვენი ლუდი გემრიელად მიირთვით სანამ შეგიძლიათ-შემოსასვლელისკენ გაიხედა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა
-რეებს ბოდავ-მეც თვალი გავაყოლე მის მზერას, დავითი იყო საკმაოდ ნასვამი სულელივით იცინოდა თვალები ჩაწითლებული ქონდა ალბათ როგორც იცოდა ხოლმე სიმთვრალის დროს, მაგრამ არ ჩანდა, შავი სათვალე უფარავდა თვალებს, ცალ მკლავზე აწეული პერანგი და მეორეზე ჩამოშლილი, ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა და ლამის პირს ვეღარ აგნებდა ბოთლით, დამინახა თუ არა თითქოს ერთიანად გადაასხეს ცივი წყალი. ერთ ადგილას გაშეშდა წელში გაიმართა და ნახევრად ღიმილიანი სახით პირდაპირ ჩემკენ დაიძრა. მომიახლოვდა, თმაზე ხელი ჩამომისვა ბოლოები მოიქცია თითებს შორის და სახესთან ახლოს მიიტანა.
-შენი თმის სურნელი არასდროს მავიწყდება-ახლა მე გადავყლაპე მძიმედ ნერწყვი და შეშინებული დავჯექი-გეშინია ჩემი?
-კი-ბოთლი ძირს დაახეთქა და მუხლებზე დაეცა
-შეგიძლიათ მიპასუხოთ რატომ ეშინია იმ ადამიანს ჩემი რომელიც ერთადერთია მთელს სამყაროში ვინც მიყვარს?! ვინმეს შეგიძლიათ გამცეთ პასუხი?!-ტიროდა, ჩემი გული ამომჯდარი იყო, მარცხენა თვალიდან წამომივიდა ცრემლი შედეგ მარჯვენა თვალიდან და მერე ორივედან ერთად მოიდოდა, მთელი ბარი ცვენ გვიყურებდა, უცებ მოვედი აზრზე მუხლებზე დავდექი მასსავით ჩუმად ვთხოვდი ამდგარიყო და წამოსულიყო. ხელი ჩამიჭიდა და უკითხავად გამიყვანა გარეთ, ირაკლი გამოგვყვა, დავითმა თხოვა დარჩენილიყო და მარტო დავეტოვებინეთ.
-წამოდი კენჭები ვისროლოთ ზღვაში-მის ხელს საიმედოდ ვებღაუჭებოდი და ვგრძნობდი რომ არ უნდა შემშინებოდა ამ ღამეს მასთან ყოფნის, თუმცა ვხვდებოდი რომ კვლავ გამექცეოდა, კვლავ დამტოვებდა. შემდეგ ისევ გამოჩნდებოდა. ვისხედით სანაპიროზე არაფერზე ვლაპარაკობდით უბრალოდ ვისხედით და ვისროდით კენჭებს ზღვაში, ხანდახან მღეროდა და თმებზე მეფერებოდა, მეტი არაფერი ხდებოდა იმ ღამეს მეც მალე დავბრუნდი სახლში დავითიც გამოვიდა სიმთვრალიდან და წავიდა, სად არვიცი...
ის დღე იყო და ის, იმ ზაფხულს მეტჯერ აღარ მინახავს. ზღვისპირეთიც დავტოვე, ჩემი დაბადებისდღე ახლოვდებოდა, სექტემბრის სამი, არც არავის მოლოცვა მინდოდა არც საჩუქრები არც აღნიშვნა. პატარა კექსი გამოვაცხვე ოცდახუთი სანთელი ჩავარჭე და სურვილი ჩავიფიქრე, მიუხედავად იმისა რომ არცერთი დაბადების დღის სურვილი არ ამიხდა ბავშვობიდან მჯეროდა დაბადების დღის სურვილის სასწაულის. უკვე ღამის თორმეტი ხდებოდა კარზე კაკუნი მეც გავაღე, მთელიდღე არავის გავხსენებივარ და ახლა ვინ უნდა ყოფილიყო, რათქმაუნდა დვითი.
-მგონი დავაგვიანე მაგრამ მოდი ავღნიშნოთ შენი დაბადება
-მეძინება
-ჩუ-ტუჩებზე თითი მომადო და შუბლზე მაკოცა, თმების სურნელიც შეიგრძნო-შენი თმის სუნს ვერ ვივიწყებ
-კიდევ დიდხანს უნდა მეთამაშო?
-არა
-დავით რა გინდა?-სამზარეულოდან გამოვიდა ორი ჭიქა გამოიტანა მაგიდაზე დადო ხელში არყით სავსე ბოთლი ეჭირა, ჩამოასხა და ერთი მე გამომიწოდა.
-მხოლოდ შენთან მინდა
-და რატომ არ ხარ?
-ჯერ არ შეიძლება
-როდის შეიძლება
-აუცილებლად პირველი შენ გაიგებ მაგას
-დავით
-შენ გაგიმარჯოს ჩემო მარიამ-ჭიქა ჩაცალა და სახე დაეჭყანა
-თუ არ შეგიძლია რას სვამ, თამამად ავიღე ჭიქა და გადავკარი თურმე მართლაც რომ ცუდი დასალევი ყოფილა თუმცა არაფერი შევიმჩნიე
-ემოცია გამოხატე თორე აფეთქდები
-რას გულისხმობ?
-მოდი ძველებურად მოძებნე შენი ადგილი ჩემს მუხლებზე და ისე დავლიოთ-მეორედაც ჩამოასხა-ჩვენს წარსულ ბედნიერებას გაუმარჯოს მარიამ-ახლა ორივემ ერთად გადავკარით და მეც მის მუხლებზე მოვთავსდი
-მესამეც ჩამოასხი
-შენი დათრობა და მერე შეცდენა არმინდა მაინც რომ იცოდე
-მე მინდა
-რა?
-რომ დაგათრო შეგაცდინო და დაგითანხმო რომ ჩემგან არასდროს აღარ წახვალ
-რომ შემძლებოდა არც არასდროს წავიდოდი
- რა მოხდა ასეთი იმ დღეს?
-მოდი ამ ჭიქით მოთმინებას გაუმარჯოს
-როდემდე უნდა ვითმინო ხუთი წელია ვითმენ კიდე რამდენხანს ვითმინო?
-გახსოვს ის დღე?
-რომელი?
-როდესაც შენ.. როცა შენ... ჯანდაბა.... ავარიიის დღე
-კი მახსოვს
-გახსოვს ის კაცი
-კი მახსოვს
-მის მერე სადმე ნახე?
-არა
-ვერც ნახავდი
-ჯანდაბა, რა გააკეთე?
-რაც საჭირო იყო, გპირდები ოდესმე აუცილებლად მოგიყვები ყველაფერს გპირდები, სულ ცოტა დარჩა მარიამ სულ ცოტა და სულ შენს გვერდით ვიქნები გპირდები, ახლა კი არ გავაფუჭოდ შენი დაბადებისდღის ბოლო წუთები, გთხოვ არ იტირო უბრალოდ დაბრუნდი შენს ადგილზე და მოთმინებას გაუმარჯოს.
-ესეც მესამე
-ჯობს გავჩერდეთ
-მერე რა მოხდა?
-როდის
-როდესაც მე საავადმყოფოში ვიწექი
-ჩემი ცხოვრების ყველაზე ბნელი პერიოდია, როდესაც ვიცოდი ყველაფერს ვკარგავდი მაგრამ უკან არ დავიხიე, გამაბოროტა ტკივილმა იმ დღეებში მაპატიე რომ არასათანადოდ შევაფასე სიტუაცია მაპატიე რომ დაგტოვე იმ საშინლად მტკივნეულ დღეებში მარტო. მაპატიე რომ მის მერე არაფერი იცოდი ჩემზე მაპატიე ყველა ჩემი ქცევა რაც დღემდე გულს გტკენს, ვიცი ძნელია ეს ყველაფერი ვიცი არ შეიძლება ეს აპატიო თუნდაც ყველაზე საყვარელს, სიმართლე რომ ვთქვა მე ვერ გაპატიებდი, არც გაგამტყუნებ ხელი რომ მკრა მაგრამ ბოლომდე, ბოლომდე, სანამ ვისუნთქებ მთელს დედამიწაზე ერთადერთი იქნები ვინც მართლა მიყვარს. სხვა ყველა ფარსი სიყვარული იყო, მეგობრებიც ოჯახიც და კიდევ მრავალი, შენ ხარ ერთადერთი სინათლე. ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი-წელზე ქონდა მოხვეული ორივე ხელი მისი თავი ჩავიკარი გულში და ვიჯექით ასე ჩახუტებულები ალბთ მთელიღამე თვალები რომ გავახილე ისევ ისე ვიჯექით გარეთ კი დღე იყო. ის არ წასულა



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რა პრობლემა აქვს ამ ბიჭს ესეთი, ამდენი წელი რომ ვერ მოგვარდა? ძალიან კარგი ისტორიაა. წინა ისტორია არ შეწყვიტო რაა, გააგრძელე ისიც

 


№2  offline წევრი ბიბი

Chikochiko
რა პრობლემა აქვს ამ ბიჭს ესეთი, ამდენი წელი რომ ვერ მოგვარდა? ძალიან კარგი ისტორიაა. წინა ისტორია არ შეწყვიტო რაა, გააგრძელე ისიც

არა, არ შევწყვეტ, უბრალოდ ეს დაწერილი მაქვს და ის არა, ცოტახანი ვერ ვიცლი და როგორც კი მოვიცლი გავაგრძელებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent