შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფისტანთროფობია(3)


5-06-2018, 13:14
ავტორი hedgehog
ნანახია 856

ჩემს სადარბაზოსთან ბექა იდგა..
-საღამო მშვიდობისა
-რახდება ბექა? როდემდე უნდა გაგრძელდეს ესე
-ნინ, მართლა მინდა რო შევრიგდეთ და ურთიერთობა აღვადგინოთ!
-აქ ამ თემაზე არ ვაპირებ ლაპარაკს! მე კაფეშიც გითხარი რო არაფერი არ გამოვა!
-ამოვალ შენთან, ყავას დავლევ და საბოლოოდ ვილაპარაკოთ! მერე კი წავალ…
-კარგი
ყვავილები და საჩუქრები ამატანია, ყავა დავუსხი და დავჯექი…
-ნინ მართლა ვნანობ იმ დღეს როცა ბილეთი ავიღე და წავედი, თან ისე რო არაფერი არ გითხარი..
-გვიან ხო არაა სინანული?!
-შენი თვალები...
-რაა ჩემი თვალები?
-შენი თვალები კროსვორდია ამოუხსნელი..
-გეყო რა ბექა!
-იცი ჩემი თვალები რა არის?
-არა
-ლაბირინთია, საიდანაც ვერასდროს გახვალ
-მგონი ჯობია წახვიდე! თემას ძაან აცდი!
-რატო ხარ მარტო?
-მარტოობამაც კი იცის შეჩვევა დიდ ხნიანი მარტოობის შემდეგ, დიდი სურვილის მიუხედავად. ურთიერთობის დაწყება ძნელია!
-ფისტანთროფობია გაქვს?
-დიახაც!
-მელოდებოდი?
-არა! ეხლა მეძინება, ჯობია წახვიდე!
კართან მივაცილე, გაჩერდა..
-ნინ რო მომენატრო?
-თუ ოდესმე მოგენატრები, გახსოვდეს მე არ წავსულვარ შენგან, შენ თვითონ გამიშვი..
ვერაფერი ვეღარ მითხრა, თავი ჩაღუნა და წავიდა.. კარი დავკეტე და აივანზე გავედი.. თვალი გავაყოლე სანამ ქუჩის კუთხეს მიეფარებოდა.
გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას და მომხდარზე ვფიქრობდი, მეგონა გავგიჟდი და ყველაფერი მომეჩვენა თქო, სანამ მისმა სუნმა არ ამიწვა ნესტოები და საცრემლე ჯირკვლებმაც მაშინვე მთელი მონდომებით დაიწყეს მუშაობა.
და მაინც, რამხელა უფსკრულს გავს 4 წელიწადი და როგორ არაფერს არ ნიშნავს იმ დროსა და სივრცეში , სადაც აცდენილი ნაფეხურები ერთმანეთს დაეძებენ და აკრძალული გრძნობები დღითიდღე ძლიერდებიან.
დილით შეუძლოდ ვიყავი, თვალები ამოღამებული მქონდა.. მარიკას დავურეკე:
-მარ საყვარელო დღეს შეუძლოდ ვარ და მაილზე გამომიგზავნე ანგარიშები, სახლში ვიმუშავებ.
-კარგი ნინ და ბაბუაწვერა მოიტანეს ისევ
-კაბინეტში ლარნაკში ჩააწყვე
-ისე ძველი ბაბუაწვერები ამოვიღო?
-არა
-კარგი, გამოჯამრთელებას გისურვებ
მარის დავემშვიდობე, სამზარეულოში გავედი, ლიმონი დავჭერი წვრილად და ჩაიში ჩავყარე) მაილი გადავამოწმე, მარის ანგარიშები გამოეგზავნა და საქმეს შევუდექი, რამდენიმე საათის შემდეგ ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა ისე ვიყავი ჩართული დებეტში და კრედიტში) უფროსი მირეკავდა:
-გისმენთ ბატონო მამუკა
-ხვალ 10საათზე თათბირი გვაქვს და არ დააგვიანო, ახალი მოადგილე უნდა გაგაცნოთ
-კარგით
ტელეფონი გავუთიშე და მარიკასთან გადავრეკე
-მარი რახდება სამსახურში?
-უფროსი იყო ეხლა მოსული ხვალ ახალი მოადგილე უნდა გაგვაცნოს, ვაპირებდი დარეკვას, მაგრამ ბატონმა მამუკამ მე დავურეკავო
-საინტერესოა, ესე უცებ ახალი კადრი როგორ ნახა
-ხო თანამშრომლებსაც გაგვიკვიკვირდა, ალბად ნათესავია მისი
-არ გაგიგოს ეგ თორე სამსახურის გარეშე დარჩები...წარმატებული სამუშაო დღე, ხვალამდე
დავხურე ანგარიშები და ფილმი ჩავრთე „მწვანე მილი“ ვუყურე და დასაძინებლად ვემზადებოდი კარზე კაკუნი იყო, საათს დავხედე და 22:45 წთ იყო.. გამიკვირდა ამ დროზე ვინ უნდა ყოფილიყო, ხალათი მოვიცვი და გლაზოკში გავიხედე, მომღიმარი ბიჭი შემომცქეროდა იქედან ყვაბილებით ხელში, მივხვდი რო კურიერი იყო და კარი გავაღე:
-საღამო მშვიდობისა, ქალბატონი ნინო ბრძანდებით?
-დიახ
-ეს ყვავილები თქვენ და ხელი აქ მომიწერეთ
ხელი მოვაწერე, დავემშვიდობე და სამზარეულოში გავედი რო საყვავილეში ჩამედო იასამანი, პატარა კონვერტი გავხსენი“რაც არ უნდა იყოს გაიღიმე, ჩვენ საერთო მოგონებები გვაქვს..ბექა“
იდიოტი, კრეტინი! რო დარწმუნდდა, ჩემს გარეშეც მოახერხა კარგად ყოფნაო, სწორედ მაშინ გაუჩნდა ცხოველური სურვილი კვლავ დაიკავოს ადგილი ჩემს ცხოვრებაში! ვერ ეღირსება! ერთხელ დამთავრებული ურთიერთობის მეორედ დაწყება დიდი შეცდომაა!
ბუდილნიკი დავაყენე და დავიძინე
დილით თავისუფლად ჩავიცვი და სამსახურში გავიქეცი რო თათბირზე არ დამგვიანებოდა.. საცობში მოვყევი და 10წთ დამაგვიანდა, უფროსის კაბინეტში რო შევვარდო ყველა მე მომაჩერდა.. კუთხეში დავდექი და უფროსი ლაპარაკობდა ახალგაზრდა ბიჭზე რომელმაც ამერიკაში ეხლახანს მორჩა სწავლას და ეხლა უფროსის მოადგილე იქნება და ათასი ბლა, ბლა, ბლა ოთახში შემოვიდა მაღალი, შავგრემანი და მართლაც სიმპატიური ბიჭი
-გაიცანით ეს ზაკო ჯიჯიეშვილია
თავი დავუკარი და გამოვედი კაბინეტიდან.. ბევრი საქმე მქონდა, კომპიუტერს მივუჯექი და მაილი გავხსენი, ისეთი არაფერი იყო..
-ნინი როგორ გრძნობ თავს?
თავი შემოყო კარებიდან მარიკამ
-არამიშავს საყვარელო, დღეს არ მოუტანიათ ყვავილები?
-არა და მეც კი გამიკვირდა
-კარგია, ალბად შემეშვა სამუდამოდ
მარიკა აღარ მისმენდა, ახალ მოადგილეს ზაკოს ელაპარაკებოდა.. რაღაცაზე თავს უქნევდა და უღიმოდა
ტელეფონი ავიღე და სმს დავწერე „სალ როგორ ხარ? მომენატრე“
-გამარჯობა, თათბირზე შეგამჩნიე და მოვედი რო ახლოს გამეცანი
გავუღიმე და ვანიშნე რო დამჯდარიყო
-შენ აქ რა გევალება? კაბინეტს მოავლო თვალი
-ფინანსისტი ვარ
-კარგია
რაღაცეები ვილაპარაკეთ, არ აღმოჩდა ცუდი მოსაუბრე და მსმენელი) გასვლა რო დააპირა კაბინეტიდან შემობრუმდა და:
-შეიძლება შესვენებაზე ყავაზე დაგპატიჟო?
-შეიძლება
შესვენებაზე ბუფეტში ჩავედი, ზაკოუკვე იქ დამხვდა მაგიდა აეღო და იჯდა, რო დამინახა ხელი დამიქნია
-რომელ ყავას დალევ?
-ესპრესოს
გამიღიმა და ყავის მოსატანად წავიდა
-აბა ხო არ მოიწყინე?
ყავის ფინჯნებით ხელში მიღიმოდა ზაკო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent