შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უ'საზღვროდ /5/

5-06-2018, 20:34
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 10 660

მეხუთე თავიც მოვიდა თქვენთააან
კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი უცნობი კაფიდან და იმედია ცოტას კიდევ გავიგებთ მის შესახებ
სულ ცოტა დაძაბულობაც იქნება ,მაგრამ მაპატიეთ მეტს აღარ ვიზამ
მიყვარხართ, მიხარიხართ
.......................

ბინასთან რომ მივიდნენ არც კი დაფიქრებულა ისე გააღო ლეას კარი და ისევ წინ წავიდა. ფეხსაცმელიც გაიხადა, დივანზე გაწვა ,ბალიშები ერთმანეთს დააწყო და ტელევიზორი ჩართო
-აი შენი ქურთუკი...რას აკეთებ?
-მაგრად მომეტყ*ა ტვინი აქეთ-იქით სირბილით. რომ დაბრუნდება შენი და ,მივხვდები რომ მეტჯერ აღარ მომიწევს დრეს შენი ხელით ტარება წავალ .იმედია აღარ წაიქცევი იქ სადაც მე ვიქნები
-ისე ამბობ ვითომ განგებ გავაკეთე
-შენი და რომელზე მოვა
-გვიან
-გვიანია ისედაც...
-კიდევ დიდხანს არ მოვა,შეგიძლია წახვიდე კარგად ვარ და არაფერი მომივა
-მასე იძახი მთელი დღეა,მაგრამ ვნახე როგორ კარგადაც იყავი
-გაბრიელის დანიშნულმა წამლებმა მიშველა, დამწევიც გაკეთებული მაქვს და დილამდე იმოქმედებს
-ხოდა წადი და დაიძინე
-შენ აქ იქნები?
-არ შეგჭამ ნუ გეშინია ... შენი და სად მუშაობს ?
-მაღაზიაში,მოლარეა და ღამის ცვლაშია...აქ ვერ დარჩები
-რატომ ვერ დავრჩები
-არ ხარ ვალდებული ... არ უნდა იყო აქ . თინის ვეტყვი რომ დამეხმარე, რომ კარგი ბიჭი ხარ და შენი ნდობა შეიძლება
-შეგიძლია ერთხელ ,ერთი დიალოგი მაინც დაასრულო ისე რომ რაღაც მაგარი სისულელე არ დაახეთქო? სერიოზულად მაინტერესებს...არადა სკოლაში ჭკვიან გოგოდ იჩითებოდი, მარტო მათემატიკა და ციფრები იცი სხვა ვაფშე არაფერი? - წამოდგა, მის წინ დადგა და ზემოდან დაჰყურებდა
-მე ...უბრალოდ წადი აქედან ,არ ვიცი სხვა რა გინდა
-რა მინდა? რა მინდა და მშვიდად ყოფნა ,შენ კი ყოველი გამოჩენის მერე ტვინს მიფეთქებ - ხელებს ისე შლიდა ლეა უფრო და უფრო იწურებოდა, მის თითებს აკვრიდებოდა სახეს და გონება ერეოდა. იმდენად სხვანაირი იყო ამ დროს სულ არ გადარდებდა რომ გეჩხუბებოდა-გესმის?
-მესმის ,მაგრამ ვერ გავიგე რა შუაში ვარ
-აბა ვინ არის ,მე ვარ? მე ვაფშე არ შენი დვიჟენიები?ვაფშე რა ვიცოდი ვინ იყავი ერთი მათემატიკოსა გოგო , ცხვრიზე დაკოსილი სათვალით და წიგნებით ხელში გამეჩითე იქ სადაც არ უნდა ყოფილიყავი და მერე უცებ დაიგრძელე ენა .თვითონ გაიჩითე უადგილო ადგილას და თვითონ გაყავი თავი შარში ,რა გინდოდა?
-გაიგე რომ მე არაფერი მითქვამს, საიდან უნდა მცოდნოდა იმ ადგილას შენ და შენ საყვარელს თუ სექს* გქონდათ გაჩაღებული მე იქ ვმეცადინეობდი სულ დ არასდროს არავინ ყოფილა ...
-შენ ვაფშე სექ*ი რა არი იცი? პროსტა გოგოს ვკოცნიდი და რა ამბები მოთხარე
-არაფერი მითქვამს !
-მოიცა ახლა ამ წამს დამიყვირე თუ მომეჩვენა- უცებ ჩაიცინა და უფრო ახლოს მიიწია - მომეჩვენა ხო?
-მართლა არაფერი მითქვამს, ასეთი რთული დასაჯერებელია? მაშინ უკვე თინისთან ცდილობდი ურთიერთობის დაწყებას და მე ...მე ვერ ვეტყოდი ის ბიჭი შენ რომ მოსწონხარ იმ გოგოს კოცნიდა შენ რომ ვერ იტან-თქო -ისევ ისე აბურტყუნდა, თვალებს დააცეცებდა და უკან იხევდა -დავიღალე უკვე...მაინც არ დამიჯერებ ,აზრი არ აქვს შენ ფაქტების შეჯამება და დასკვნის გამოტანა არ შეგიძლია
-ხო რა თქმა უნდა შენ წმინდანი ხარ, უფრთო ანგელოზი, მეხმარებოდი კიდეც ხო? გინდოდა თინისთნ ვყოფილიყავი თუ რას მეუბნები...მადლობაც ხომ არ გითხრა. პლიუს იდიოტი ვარ და ვერაფერს ვხვდები ხო?
-უბრალოდ წადი, რა გავაკეთო ამ დღისთვის რომ გადაგიხადო, დარწმუნებული ვარ არაფერი გინდა ამიტომ უბრალოდ დაბრუნდი შენ ბინაში და მე საერთოდ აღარ დაგენახები
-ეგ კარგად გამოგდის, დილით ნაბიჯების ხმას ელოდები ,წამებს ითვლი მიახლოებით და რომ წავალ მერე მიიპარები ხომ? გგონია ვერ ვხვდებოდი? რა სასაცილო ხარ ასე რომ კანკალებ და თვალებს აცეცებ...რატომ არ მიყურებ - ნიკაპზე მოუჭირა თითები და აიძულა მზერა გაესწორებინა - რა გინდა სინამდვილეში ლია?
-ჩემი ცხოვრებიდან რომ გაქრე, წარსულიდანაც გაქრე და საერთოდ აღარ მახსოვდე- ისე უთხრა თვალი არ მოუშორებია,მაგრამ სფეროები სითხით აევსო ცოტაც და იტირებდა,თავს ძლივს იკავებდა .
-არ გამოგივა, ყოველი დაცემისას მოვალ არ დავუშვებ რომ დაეცე და ამნეზიამ ჩემი არსებობა დაგავიწყოს ,თუნდაც რამდენიმე წუთით გამაქრო გონებიდან!
წავიდა, მშვიდად და დატოვა ლეა ,რომელსაც სიზმარშიც კი არ მოშორდა მისი სახე....
მაშო რომ დაბრუნდა არაფერი უთქვამს, წამლებს სვამდა და ისიც გვერდიდან არ შორდებოდა. თინიმ ლექციების შემდეგ გაუარა, შევიდა , შეიჭრა ქარიშხალივით და უკან მიჰყვნენ ექვსნი
-მაშენკაა როგორ გვყავს ავადმყოფი?
-თინიიი ... საძინებელში ვააარ
-მოვედივაართ ...მომყევით - განაცხადა და ლეას საძინებელში შეუშვა მას შემდეგ რაც დაინახა რომ გოგონა ტანსაცმლით იწვა
-ლეაკოოო პრივეეტ
-გეკადრებოდა ლეაკო ასე გაციება?
-ჩვენ შენ მაგარი გოგო გვგონიხარ სადაა შენი იმუნიტეტი...აი მოგიყვანეთ ექიმი , ამან იმაზე მეტი მაინც იცის
-ბიჭებოოოო
-ეეე ბიჭებოოო ამათი მოსვლა უფრო გაგიხარდა გოგო ? წავედი მე ვსიოოო გაგებუტე დაიტოვე ეს ახმახები , გყავდეს ...მაშო გამატარე ,მაშო გამიში უნდა წავიდე გული მომიკლა.ამდენწლიანი მეგობრობა გადახაზა ამ უმადურმა ამააან
-აუუ გაუბერა...
-გაგიბერა ნეკრესის ქარმა შენ
-ეგ რაღა ჯანდაბა...ილიკო მითარგმნე ძაან სტრანნად დამწყევლა ხო?
ლაპარაკობდნენ და სრული ქაოსი შექმნეს ბინაში. მაშო გაოცებული უყურებდა .ვერ არჩევდა ვინ ვინ იყო მოკლედ ერთობოდა,მაგრამ მაინც დაბნეული იყო. ლეა ასეთი კომუნიკაბელუური და ასეთი თავისუფალი ახალგაცნობილებთან არასდროს ყოფილა. ბიჭებს ცოტა ეჭვის თვალით უყურებდა,თავიდან,მაგრამ ბოლოს მიხვდა რომ ლეა მართალი იყო მათი შეფასებისას.
-თქვე არასწორებოოო უჩვენოდ გინდათ ლეაკოს გამოჯანმრთელებაში წვლილის შეტანა ხო?
-ვერ მოგართვით ....სურფრააიიზ მაი სვითიიი - ნუცა და ნიცაც გამოჩნდნენ და უცებ შესვეს ოთახში სოფიო- აი ნახე რა ქალი მოგიყვანეთ, ქალი ღვთაება , ქალი ფეხი, ქალი სილამაზეც კი შეიძრა შენი გრიპის გამო ხედავ გოგო როგორ გვიყვარხარ ყველას?
-სოფიოოო - გოგონები ნამდვილად გაახარა ქალბატონის გამოჩენამ. ბიჭები გაკვირვებულები უყურებდნენ, რეზი საერთოდ გაითიშა. უყურებდა და თვალს ვერ აშორებდა. ისეთ ადგილას იჯდა სოფიომ ვერც კი შეამჩნია, იქ მხოლოდ თინის ყოფნას ელოდა და იცოდა რომ გოგონები იკრიბებოდნენ.
-მოდი ,მოდი დაჯექი - თინიმ დასვა დივანზე ზუსტად რეზის წინ და სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა- გაიცანი ჩემი ბიჭები საბა,რატი, ბექა, ცოტნე ,ილია ერთი ორი სამი ოთხი ხუთი ხო მეექვსე რეზია... ისეა შეცვლილი შეიძლება ვერც იცანი მისი აღმატებულება ჩემი ძმა
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა...თინიმ მომიყვა ,მაგრამ არ ვიცოდი აქ თუ გავიცნობდით ერთმანეთს
-სასიამოვნო დამთხვევაა ნამდვილად
საუბარი არ გასჭირვებიათ, რაღაც უფრო დამშვიდნენ ისე აღარ ხმაურობდნენ. რეზი საერთოდ დუმდა და სოფიას არ აშორებდა თვალს.
-სულ მეგონა რომ ფოტოშოპის დამსახურებით იყავი ასეთი ლამაზი ფოტოებში ,თურმე ძალიან ვცდებოდი და იმაზე ლამაზი აღმოჩნდი ვიდრე რომელიმე ფოტოზე- ცოტნემ გულწრფელობა გადაწყვიტა და სოფია გაახალისა კიდეც. სიცილი ვერ შეიკავა, ნუშისებრი თვალები დაუწვრილდა .ისეთი ხმა ჰქონდა ნოზებსაც კი გაუთიშავდა გონებას. რეზის ერთიანად მოაწვა მოგონებები და სუნთქვა შეეკრა, ყელში ბურთი გაეჩხირა. ხელები ეწვოდა ისე უნდოდა მისულიყო და მოხვეოდა. როგორ უნდოდა დავიწყებული სურნელის თავიდან გახსენება , ემოცია რომელიც ასე ძლიერ ენატრებოდა.
-ძალიან დიდი მადლობა ,რომ აღნიშნე...ბევრს ჰგონია რომ ხელოვნური ვარ
-აუუ ამ ბოღმიან ქალებს ხომ ვერ შეაჩერებ რაა...რას არ მოიფიქრებენ- თინიმ ტუჩები დაბრიცა და თვალები აატრიალა
ლეა ნამდვილად უკეთ იყო. იცინოდა და წამითაც არ მოუწყენია,მათეზე ფიქრებიც არ აწუხებდნენ...
მთელი ეს დრო არ ცერდებოდა სოფიას მობილური, არ პასუხობდა ძირითადად,მაგრამ ბოლო ზარს წამსვე უპასუხა,ეკრანზე უცნობი ბიჭის ფოტო იყო გამოსახული
-ხუთ წუთში ჩამოვალ...- უცებ უთხრა და ჩანთა აიღო- მაპატიეთ ,უნდა დაგტოვოთ. ლეა ,მალე გამოჯანმრთელდი . ვეცდები კიდევ გინახულო ...ძალიან კარგი იყო თქვენთან,მაგრამ დრო აღარ მაქვს
ყველას დაემშვიდობა და წავიდა. რეზის წამით შეხედა და ზურგი აქცია
-ისე გაუშვებ ერთ სიტყვასაც არ ეტყვი? ძლიერი მეგონე ,თურმე ძალიან სუსტი ყოფილხარ- თინათინი იჯდა მის გვერდით და ისე ესაუბრბეოდა თითქოს სულ სხვაგან იყურებოდა. რეზის თითქოს ეს სჭირდებოდა,წამსვე გამოფხიზლდა და უკან გაჰყვა გოგონას. უკვე ლიფტში იყო,კარიც დაიხურა ,კიბეს ჩაუყვა და სწორედ იმ დროს გავიდა სადარბაზოსთან მდგომმა ბიჭმა ქოლგა რომ დააფარა და მხრებზე ხელი მოხვია, ლოყაზე აკოცა და სწრაფად აიყვანა იქვე გაცერებული მანქანისკენ. კარიც გაუღო, დაჯდომაშიც დაეხმარა, უღიმოდა და თვალს არ აშორებდა,შემდეგ საჭესთან დაიკავა ადგილი და წაიყვანა სოფია, სოფი რომელსაც ერთ დროს რეზის მკლავები ფარავდნენ, ათბობდნენ და სითბოთი ავსებდნენ. სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე, კედელს მუშტი მიარტყა და შემდეგ ხელები თავზე გადაისვა
-იდიოტი ხარ...აბა რა გეგონა მარტო დარჩებოდა და შენ დაგელოდებოდა? -საკუთარ თავს დასცინოდა და ისევ იმ გზას უყურებდა წამის წინ სოფიამ რომ გაიარა...
ბოლოს ყველამ დატოვა დების ბინა, თინიმ თავისი ბიჭები წაიყვანა, ტყუპებიც თავიანთ სახლში დაბრუნდნენ და დარჩნენ მხოლოდ მაშო და ლეა.
-ტემპერატურა შეამოწმე რა...იქნებ ისევ გაქვს
-არ მაქვს, კარგად ვარ ხომ ხედავ
-რომ ერთობი ყოველთვის კარგად ხარ...მალე უნდა დავიდე და ცუდად თუ ხარ არ დაგტოვებ
-მართლა კარგად ვარ, წადი...მიყვარხარ
-მე უფრო... ჩემი სიცოცხლე ხარ შენ - შუბლზე აკოცა და გულში ჩაიკრა - არ გაქვს სიცხე, კარგია...
-ხვალ უნივერსიტეტში წავალ
-ვნახოთ როგორ იქნები...მერე გადავწყვიტოთ რას იზამ .წავედი....მიყვარხარ
..................
ქალბატონი თინათინი ცოტნესთან და ბექასთან ერთად სავარჯიშოდ წავიდა. ისე გამოიყურებოდა თვალთ დაუბნელებდა ყველას.
-აბაა ცოტნიკოო გამაცნობ ტრენერებს? მიყვარს როდესაც ვიცნობ ყველას ირგვლივ...
-ბექა გაგაცნობს...მე ვარჯიშზე დავაგვიანებ და არ მიყვარს რო ვალოდინებ ბავშვებს- უცებ აკოცა და ბექას მიაბარა
-ბექუულიუუს
-გამოვიცვლი და მოვალ ... აქ დამელოდე
-ნოუუ პრობლემ - თვალი ჩაუკრა და კომფორტულად მოკალათდდა, მობილურს ყურსასმენები მოარგო და სიმღერის მოსმენა დაიწყო,თან ხალხს აკვირდებოდა,თავს ირთობდა სანახაობით. ბექა მალევე მივიდა და გიდობაც იკისრა. ყველა გააცნო , ყველაფერი აჩვენა და ბოლოს ერთ-ერთ ტრენერს მიაბარა
-აბაა შავლეგო საიდან ვიწყებთ?
-შალვა
-შავლა შალვა ...შავლეგო უფრო გიხდება - გაუღიმა და სარბენ ბილიკზე შეხტა-აქედან დავიწყებ და შენ მანამ გაიხსენე საკუთარი ვარჯიშის სისტემა
-ჯგუფებში ჩაგწერ...პირადი ტრენერი არ გჭირდება ,ისედაც მშვენიერ ფორმაში ხარ
-არ მიყვარს ვიღაცებთან ერთად ყოფნა...მერე ჭორაობა მინდება და ვარჯიში არანაყოფიერი გამოდის.მოდუნება მინდა ... შეგიძლია დამტოვო,მადლობა
-კარგი ,თუ რამე იცი სადაც მიპოვნო ...
-დანქეეე - თავი დაუკრა და ყურსასმენები მოირგო. ყველაფერი მშვენივრად იცოდა და ტრენერიც არ სჭირდებოდა, მალევე მოდუნდა . ფიქრობდა, ზოგჯერ სიმღერას ჰყვებოდა ღიღინით და ვარჯიშს აგრძელებდა. დაჟინებული მზერა რომ იგრძნო დააიგნორა, შემდეგ გონს მოვიდა და გაეცინა.კონტაქტებში „კაფის მოჩვენება“ იპოვნა და ზარიც განახორციელა. მშვიდ ადგილას იდგა, კედელს მიყრდნობილი და ტუჩებს იწვალებდა. რამდენიმე წამის შემდეგ ნაცნობი ხმაც გაისმა ,ჟრუანტელმა დაუარა
-გისმენთ
-სად ხარ
-უკაცრავად?
-მითხარი რომ გაგახსენდები დამირეკეო და დავიჯერო ისე გვიან გამახსენდი ,რომ შენ დამივიწყე?
-ქერავ ...გაგახსენდი თუ დამინახე
-ნწ , შენი მზერა ზედმეტად ხმამაღალია
-სად წახვედი...
-შემოსასვლელთან ვარ
-გხედავ...- გვერდით მიიხედა და კლასიკურ ფორმაში გამოწყობილს მზერა მიაპყრო-როგორ ხარ ?
-გმადლობ,თავად?
-კაფის მოჩვენება?- მობილურის ეკრანს შემთხვევით მოჰკრა თვალი და ფართოდ გაეღიმა -მოჩვენებას ვგავარ?
-დაუკითხავად ჩნდები და მოულოდნელად ქრები...მუქი კანი გაქვს მოჩვენებასთან შედარებით,მაგრამ
-შეგვიძლია წინასწარ დავგეგმოთ შეხვედრები
-ჰმ, რა საინტერესოდ მითანხმდებ შეხვედრაზე...უცნობო
-ჩემი სახელიც არ იცი ... სულ დამავიწყდა
-და შენ იცი?
-ვიცნობდეთ თინათინ -ხელი გაუწოდა და გაიცინა- ავთანდილი- თინის უკვე მის თითებზე ჰქონდა თითები შემოხვეული სახელი რომ გაიგო და წარბები მაღლა აზიდა
-მეღადავები?
-რა არ მოგწონს
-ტარიელი და ნესტან-დარეჯანიც ხო არ გყავს სადმე საახლობლოში
-ჩემს ბიძაშვილს ჰქვია ტარიელი, ნესტან-დარეჯანი ჯერ არ უპოვნია .მე გამიმართლა
-რას ამბობ - შეიცხადა და წარბები შეკრა- რა გქვია მითხარი თორემ მოჩვენებად დაგტოვებ
-მაბულინგებ სახელის გამო თუ რა ხდება?
-კარგი რაა ...შანსი არაა ავთანდილი არ გერქმევა
-მაშინ გაიგე რა მქვია - წარბები შეკრა, ძალიან დასერიოზულდა და თინის სულ აურია ტვინი
-უცნაური ხარ ... დარბაზში სულ ასეთ ფორმაში დადიხარ?
-აქ არ დავდივარ...ჩემ მეგობარს მოვაკითხე ,საქმე მქონდა
-დამთხვევაა ისევ?
-დიახ,თინათინ
-უცნაურია ... ვერ ვიტან თინათინს რომ მეძახიან, მაგრამ შენი ნათქვამი არ მაღიზიანებს,რატომ ვითომ?- თვალები დააწვრილა და ჩაფიქრებული გამომეტყველება მიიღო-ალბათ შენი ხმის ბრალია -დაასკვნა წამსვე
-მე მომწონს შენი სახელი
-ავთანდილი თუ გქვია მოგეწონება აბა რა იქნება- გაიცინა და თავი გააქნია -ავთანდილიო...შენი მეგობარი აქ მუშაობს თუ ვარჯიშობს?
-ვარჯიშობს და ვერ ჰკითხავ ჩემ სახელს
-ვითომ რატომ ვერ ვკითხავ?
-უცნობთან მიხვალ და ჰკითხავ იმ ბიჭს რა ჰქვიაო?
-რომელია შენი მეგობარი?
-სერიოზულად?
-სრულიად...
-ასე არაფერი გამოვა, ცოტა არ უნდა იწვალო ?
-შენ იწვალე ჩემი სახელი რომ გაგეგო?
-ცოტა,მაგრამ არ მინანია
-ანუ არ მეტყვი
-არაა- თავი გააქნია და ჩაიცინა- დაინტერესდდი?
-ახლა მიხვდი? შენელებული აზროვნება გქონია მოჩვენებავ- მშვიდად ჩაილაპარაკა და თითები მაჯაზე მოხვია- წამომყევი- დარბაზში დაბრუნდა სადაც ყველაზე მეტი ხალხი იყო
-რას აპირებ?
-ჩუმად გეთაყვა... უკაცრავააად ერთი წუთით თუ შეიძლება თქვენი ყურადღება დამითმეთ - მაღალზე დადგა ხელები მაღლა ასწია და ტაში შემოჰკრა- გმადლობთ, თუ შეიძლება ამ სიმპათიური ყმაწვილის მეგობარი დამენახოს - მხარზე ხელი დაადო ბიჭს ,რომელიც ქვემოდან გაკვირვებული უყურებდა და ღიმილი არ შორდებოდა
-არა-ნორმალური ხარ
-ვაიმეე რა სიმპათიური მეგობარი გყოლიააა ...ღმერთმანი აპოლონს ჰგავს - ბიჭი რომ შეამჩნია მაშინვე გადაულაპარაკა გვერდით მდგომს- გმადლობთ ყურადღებისთვის, შეგიძლიათ ვარჯიში განაგრძოთ, ნაკლებ კილოგრამებს და უკეთეს ფორმებს გისურვებთ - ქვემოთ ჩამოხტა და მოახლოებულ ყმაწვილს გაუღიმა- უკაცრავად რომ მოგაცდინეთ ყმაწვილო .მე თინათინი ვარ, თქვენი მეგობრის ნაცნობი ...შეგიძლიათ მითხრათ რა ჰქვია?
-სასიამოვნოა თინათინ...-ბიჭი ხელზე ეამბორა და შემდეგ ღიმილით გახედა მეგობარს- მოიცა თვითონ არ გითხრა სახელი?
-არც შენ მეტყვი?
-ავთანდილი ჰქვია...-უცებ განაცხადა და თინი გამოაშტერა. უკან რომ მიიხედა ბიჭი ისე ეშმაკურად იღიმოდა ყველაფერს მიხვდა
-ჰმ, საუკეთესო მეგობრები ხართ? ერთი მზერით როგორ განიშნა ... კარგი ასე იყოს . თქვენ რა გქვიათ გეთაყვა? აქ ვარჯიშობთ სულ? მინდა გითხრათ რომ შესანიშნავ ფორმაში ხართ
-მე შაკო
-შაკო,ანუ შაქრო ...შაქრო და ავთანდილი გადასარევია , აქეთ თინათინი. არცერთი ვუყვარდით მშობლებს?- არარსებული ცრემლი მოიშორა და ტუჩები დაბრიცა
-შაკუნა შეგიძლია დაუბრუნდე ტრენაჟორებს მე და თინათინი მივდივართ- ბიჭმა წელზე რომ შეუცურა ხელი უცებ შეხტა,თეძოზე რომ მოუჭირა თითები სულ წამოწითლდა .ისე უცებ შეაბრუნა და წაიყვანა ინსტიქტურად მიჰყვა
-ისა და ... ჩემი თეძოსგან თითებს ვერ განაშორებთ? ცოტა უხერხულად ვგრძNობ თავს, არ მიყვარს ასე გადაადგილება
-მე მომწონს ... ვარჯიში დაასრულე უკვე?
-არა ჯერ ... ველოდები მეგობრებს
-გამოიცვალე ,დაგელოდები და მე წაგიყვან
-სად წამიყვან
-დაგეგმილ შეხვედრაზე
-დღეს არ მცალია...ვვარჯიშობ ამ საღამოს - ღიმილით უთხრა და ბიჭის აბრჭყვიალებულ თვალებს მზერა გაუსწორა
-ხოო? ვარჯიშის შემდეგ რას აკეთებ?
-მეგობრებს ველოდები
-მეგობრები რომ დაივიწყო?-მის წინ იდგა, უკვე მეორე ხელიც წელზე ედო და ზემოდან დაჰყურებდა
-მოჩვენებავ , ეს შრამი საშინლად გიხდება- თითები თვალთან შეახო და ფრთხილად გადაუსვა ჭრილობის ნაკვალევს. ბიჭს მზერა რომ შეეცვალა და წელზე შემოხვეული მკლავებიც დაიჭიმნენ მაშინვე მოაშორა თითები - დღეს არ მცალია, სხვა დროს იყოს
-სხვა დროსაც იგივე რომ მითხრა მერე?
-არ მიყვარს ერთფეროვნება...თუ სურვილი არ მექნება სხვა მიზეზს მოვიგონებ
-ანუ ახლაც მატყუებ?
-ახლა მართლა არ შემიძლია, ხვალ დატვირთული დღე მაქვს და დროულად უნდა დავბრუნდე სახლში .ახლა ვარჯიში უნდა განვაგრძო
-იყოს ისე როგორც გინდა, მომავალ შეხვედრამდე თინათინ- დაიხარა, ლოყაზე შეახო ტუჩები და ხელებიც მოაშორა
-ნახვამდის ....
თინის დამკიდებულება არ ახასიათებდა, არც ამოკვიატებული ფიქრები ერთი კონკრეტული თემისა და ადამიანის მიმართ,მაგრამ უცნობშ იყო რაღაც რაც მასზე დაფიქრებას საინტერესოს ხდიდა,მოსწონდა ეს „თავსატეხი“ ზუსტად იცოდა რომ ავთანდილი არ ერქვა და ძალიან ,უაზროდ აფორიაქებდა მისი ხასიათი. მზერა, ხმა და შრამი თვალთან ახლოს ...
.............................
ააცივდა, სიცივეს ვერ იტანდა ლეა. ზედმეტად სუსტი იყო და ძალიან თბილი სამოსის ტარებაც კი აწუხებდა. თავს არაკომფორტულად გრძნობდა და სახეზეც კი ეტყობოდა ამინდის ცვლილება. ქარი რომ დაუბერავდა წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა, სულ დასცინოდა თინი როდის უნდა იყო იმხელა ქარის მიმართულებით რომ არ ივლიო.
უნივერსიტეტში ყველაფერი კარგად მიდიოდა, კურსელებთან ნელ-ნელა მეტ საერთოს ნახულობდა.ზოგთან მინიმალური კონტაქტი ჰქონდა, ვინც სისტემატიურად დადიოდა მათ კარგად იცნობდა. შესვენების დროსაც მათთან ერთად იყო , პრეზენტაციებსაც ამზადებდა, ბიბლიოთეკაშიც დიდ დროს ატარებდა და ჩვეულებისამებრ მშვიდად მიდიოდა მისი დღეები მათეს გამოჩენებს თუ არ ჩავთვლით.
უცნაურად იქცეოდა და ლეა ვერაფრით ხსნიდა მის ასეთ ცვლილებას, სულ უხეში იყო,მაგრამ ახლა რაღაც განსხვავებულად ვითარდებოდა მისი გამოხტომები. მაშოს სულ რამდენჯერმე შეხვდა და ყოველთვის ისე უყურებდა თითქოს რაღაც უნდა ამოეკითხა მის სახეზე.
-ერთი შეყვარებული არ გყოფნის , ვერ გაკმაყოფილებს თუ ამდენი ბიჭის გარემოცვა რა უბედურებაა- დერეფანში მშვიდად მიაბიჯებდა გვერდით რომ ამოუდგა და მასთან ერთად განაგრძო სვლა
-გამარჯობა მათე, გმადლობ მე კარგად თავად?-ისე უთხრა არც გაუხედავს მისკენ
-არ გეგონოს რო რომელიმეს მოატყუებ, მშვენივრად ვიცით ვინ გვღალატობს და ვინ ერთგულია. ისიც ისე გიღალატებს , მეტჯერ და უფრო დაგამცირებს ვიდრე შენ - ისევ თავისას აგრძელებდა
-ვერ გავიგე რა გინდა...რატომ მეუბნება ამ სისულელეს
-შესანიშნავად გაიგე ... მე ვერ გავიგე თინი როგორ მეგობრობს შენთან - ამრეზით შეხედა და ისე წავიდა როგორ მოულოდნელადაც გამოჩნდა
ლეას ყოველ ჯერზე გული სტკიოდა, თავს დამცირებულად გრძნობდა, ვერ ხვდებოდა საიდან ჰქონდა ასეთი წარმოდგენა ბიჭს, ან მისი გადაკრული სიტყვები რას ნიშნავდა. საერთოდ არაფერი ესმოდა ,მხოლოდ ტკიოდა და თავს ვერაფერს უხერხებდა. აგიჟებდა მისი მზერა , გულს უკლავდა მისი უხეშობა ....
დღეები კი ისევ ისე გადიოდნენ, დაუკითხავად ,შეუჩერებლად...
თანდათან უფრო ციოდა
დიდებული ზამთარი მოაბიჯებდა
..........................................
კარზე კაკუნის ხმამ გააღვიძა, იცოდა რომ მაშოს გასღების წარებაა დაავიწყდა და თვალებდახუჭული წავიდა კარის გასაღებად. ზღურბლს მიღმა უცნობი მამაკაცი რომ დახვდა გაკვრივებულმა გაუსწორა მზერა
-შენ ვინ ხარ...სადაა მაშენკა? - აშკარად არ იყო ფხიზელი და კარს ისე მიაწვა რომ ლეა ვერაფერს გახდებოდა
-ვინ ბრძანდებით? ჩემი და სახლში არ არის ... რა გგნებავთ
-გაიქცა ხომ? რა ჰგონია მაგ კ*ხპ*ს რომ დამემალება? - ხმამაღლა გაიცინა და ლეას ურცხვად შეავლო თვალი- ერთი და არ არის მეორეა ... ცოტა ჰგავხარ კიდეც შენს დას. შენ ცეკვავ თუ პირდაპირ ემსახურები კაცებს, მე ცეკვა მომწონს ძალიან
-რაღაც გეშლებათ აშკარად,მთვრალი ხართ და თუ შეიძლება მოშორდით კარს. გამოფხიზლდით და შემდეგ იპოვნეთ ქალი ვისაც ეძებთ
-ნწ ნწ ნწ არავინაც არ მეშლება ის მოცეკვავე აქ ცხოვრობს ,კარგად ვიცი ნუ ღელავ არც ისეთი მთვრალი ვარ რომ ვერ გასიამოვნო- ის იყო ხელი უნდა ჩაევლო უკან რომ დაიხია და იქვე დადებული ლარნაკი აიღო
-ახლავე მოშორდით აქედან ...კიდევ ერთი ნაბიჯი რომ გადმოდგათ პატრულს გამოვიძახებ -იმდენად უსუსური ჩანდა , აკანკალებულ ხელებში მოქცეული ლარნაკით რომ კაცმა ისევ ამოუშვა ამაზრზენი სიცილის ხმა . ლეას მკლავებში წვდა და მართალია გოგონამ ლარნაკი მოუქნია,მაგრამ ნამსხვრევები იატაკზე დაეცნენ კაცს კი რამდენიმე ნაკაწრი ჰქონდა მხოლოდ. უფრო გახელდა და ლეას განწირული კივილის ხმა მალევე გავრცელდა. ბინაში შევიდა და ლეაც თან წაიყვანა, ისე მიათრევდა ლეას სულ მთლად გადაეყვლიფა კანი .თმაში წვდა და ისე წამოაყენა
-შენი და რომ დაბრუნდება უთხარი შენს ნაცვლად მე მივ**ი-თქო
იატაკზე იჯდა კაცს გაფართოებული თვალებით უყურებდა, კიოდა და ოთახის მეორე ბოლოსკენნ მიცოცავდა. კაცი უახლოვდებოდა ის კი ვერაფერს აკეთებდა. ყველაფერი ესროლა რაც კი ხელში მოხვდა .საძინებელში შესვლა ვერ მოახერხა მობილური რომ აეღო .კაცი ფეხში წვდა და თავისკენ დაქაჩა
-აქ მოდი სად გარბიხარ...გგონია გამექცევი?
-გამიშვი...ხელი დ გამიშვი -ხელებს სახეში ურტყამდა , ფართხალებდა ,ფეხი დაარტყა,მაგრამ ძალა არ ჰქონდა ვერაფერს გახდა. წამებში შეიცვალა ყველაფერი, კარის ხმა, მზიმე ნაბიჯები და სხეულიდან აცლილი ბიჭი რომელიც წამში ტავად აღმოჩნდა იატაკზე. მათე დაინახა რომელიც გაცეცხლებული უშენდა მუშტებს კაცს, ღრიალებდა და ემუქრებოდა
-შე ...კიდევ რომ მიუახლოვდე ,თითის დაკარება რომ გადაწყვიტო ყელს გამოგჭრი
-ამ ბო*ს როგორ იცავ შენ ამათი სუტინიორი ხო არ ხარ- იცინოდა ტვინარეული და ტუჩიდან სისხლს იწმენდდა -ვინ ხარ ვაფშე
შემდეგ სიტყვები აღარ ესმოდა ლეას, სახეზე ხელები აიაფარა,ოთახის კუთხეში მოკეცილი იჯდა და მთელი სხეული უთრთოდა. ტიროდა და ვერარაფერს აღიქვამდა ირგვლივ, განვლილი კადრები ახსენდებოდა და ხელებზე თითებს ისვამდა, იმ ადგილას სადაც კაცი ეხებოდა. ვერ გაიგო როგორ გააგდო სახლიდან მათემ კაცი მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა მხრებში რომ წვდა ბიჭი ,ფეხზე წამოაყენა ა სხეულზე აიკრა
-ჩშშ...დამშვიდდი , მორჩა ...მორჩა გესმის? შემომხედე - თავი ააწევინდა და ცრემლები შეუმშრალა- გონს მოდი და თავიხელში აიყვანე - ხმამაღლა უთხრა და ძალაგამოცლილი გოგო ხელში აიყვანა, გონდაკარგულს გავდა ,მაგრამ მაინც ფხიზლად იყო. მათემ ხელში აიყვანა,სააბაზანოში დასვა და სახეზე ცივი წყალი შეასხა ,ზურგიდან ეკვროდა და ხელს წამითაც არ უშვებდა.თმები გადაუწია და გრილი თითები ყელზეც შეახო-ხო რა თქმა უნდა გეგონა მშვიდად იქნებოდი ქალაქის ცენტრში და არავინ შეგაწუხებდათ. შენი და ჩემგან გიცავდა და ახლა სად არის... აჰ ალბათ ისევ მუშაობს - ისევ ისეთი სეუვალი ხმა ჰქონდა, მიხვდა რომ უკვე გამოფხიზლებული იყო,მაგრამ მუცელზე შემოხვეულ მკლავს მაინც არ აშორებდა. სარკეში უყურებდა გოგოს გამოსახულებას- არც ისეთი მოუხერხებელი ყოფილხარ, ყველაფერი დაგიმსხვრევია - თმაზე გადაუსვა თითები და თავი დახარა ,მხოლოდ წამით დაეტყო ღელვა
-როგორ გაიგე
-ბოლო ხმაზე კიოდი...ჩემთან ხმა მარტივად შემოდის , ძილი დამირღვიე ხომ ხედავ- შარვლის ამარა იდგა ,წელს ზემოთ შიშველი, ფეხშიშველი და ლეას ზურგს წვავდა-მონაზვნური პიჟამა მაინც ჩაგეცვა , ახლა შეგაწუხა სიცხემ? - ისე საუბრობდა თითქოს არაფერი მომხდარა, ლეა კი ისევ გათიშლი იყო. ხელზე თითები მოუჭირა და მოშორება სცადა.მთელი სახე უხურდა, ნაბიჯი ვერ გადადგა, მუხლები სტკიოდა სისხლი სდიოდა,კედელს მიჰყვებოდა,
-იცი რა უნდოდა ? როგორ შეიძლება სხვის ნაცვლად ,სრულიად შემთხვევით რაღაც ...რაღაც სულელური დამთხვევის გამო ეძალადა
-დამთხვევის ? შენმა საყვარელმა დამ როგორც ჩანს უარი უთხრა და შენთან მოვიდა
-ბოდავ...ჩემი და მარკეტში მუშაობს
-ასეთი სულელი ხარ თუ თამაშობ... მოიხსენი ვარდისფერი სათვალე. შეხედე როგორ ბინაში ცხოვრობ, შეხედე როგორ გაცვიათ, მაცივარი გამოაღე სავსეა ხო? მოლარეს ამდენი ხელფასი აქვს რომ ეს ბინა იქირაოს და ყველაფრით უზრუნველყოფილი გაცხოვროს? ასეთი სულელი როგორ ხარ ,კითხვებისულ არ გაწუხებდა? მაინცადამაინც ეს უნდ ამომხდარიყო? რომ არ გამეგო ხმა , შემთხვევით რომ არ გამოვსულიყავი საძნებლიდან მერე რას აპირებდი მიპასუხე გოგო....- უცებ დაუღრიალა და მხრებში წვდა-შუაღამით რომ გამოხვედი და კარი გაუღე ვიღაც გალეშილ კაცს ,ასეთ ფორმაშ დაუხვდი და ბაასი გაუბი რა გეგონა ... სულელო , სულელო ბავშვო მარტო ტირილი შეგიძლია ხო? ხოდა მთელი ცხოვრება ტირილი მოგიწევს დაჯექი და იქვითინე -უცებ გაუშვა ხელები და ზურგი აქცია, უმისამართოდ შეიკურთხა თავზე გადაისვა ხელი და მერე ისევ მისკენ შებრუნდა .ისევ გზას აგრძელებდა, ჩუმად ბუტბუტებდა გაურკვეველ სიტყვებს, აგონიაში იყო ისევ.

№1  offline მოდერი sameone crazy girl

ჰაიკო
ეს ქალი ვინ არის? :D:D

მეც მომწონს smile smile

№2  offline მოდერი sameone crazy girl

ჰაიკო
sameone crazy girl
ჰაიკო
ეს ქალი ვინ არის? :D:D

მეც მომწონს smile smile

რა ფერხორციანი მდედრია, სად იპოვე :) :)

რომ იცოდე, ლაიქი სურათს დავადე და არა ისტორიას.

smile smile smile smile
ლაიქს არ დავკვირვებივარ ,მაგრამ ვიცი რომ ჩემი მკითხველი არ ხარ და ფოტომ დაგაინტერესა smile

№3  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, მომკალით ვინმემ scream დედაა, ეს რა გავიგე და წავიკითხეე scream ჩემი საწყალი მაშენკა, ჩემი ლეაკოო, ვაიმე საცოდაო ჩემო ბარტყებოო sob sob რაც არ უნდა იყოს, მე მაინც მომწონს მაშო, რა ვქნა? დისთვის ყველაფერს აკეთებს pensive აი, მათე კი, სულ ნერვებს როგორ უნდა მიშლიდეს? ვერ ხედავს, რომ ჩემი ლეაკო ასეთი სუსტი, უსუსური და დაუცველია? pensive ცუდი ბიჭი ეს unamused თან თავსაც რომ ვერ ანებებს, მაგაზე ვგიჟდები joy აბა, მალე მოვარჯულებ მათესო? joy რაც შეეხება ჩემს თინათინსა და ავთანდილს, უკვე ვგიჟდები მე მათ წყვილზე heart_eyes რაღაც არაორდინალური, უნიკალური და განსხვავებული სიგიჟის წყვილია blush და, ქალბატონო, ვინაა ის ბიჭი, რეზის სოფიას რომ ეხვეოდა? უნდა, რომ დავუპადიეზდო, ორნი გამოვიდეთ და მარტო დავბრუნდე? joy joy joy ძალიან გამახარე ამ ახალი თავით და მოუთმენლად ველი შემდეგს kissing_heart მაინტერესებს, როგორ მორჯულდება მათიკო joy აბა, შენ იცი, საყვარელოო heart_eyes kissing_heart

№4  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98

ვაიმეეე დაპადიეზდებაზე ავყირავდი smile smile smile smile smile smile
ასე მალე ახლა თოიძის მორჯულება არ გამოვა, ძალიანაც მზრუნველია ეხმარება. ჯერ არ ჩანს მომდევნოში იქნება როგორი საყვარელია ჯუჯღუნის მიუხედავად ოქრო ბიჭია პროსტა ხისთავიანია რა ქნას smile smile smile smile
ავთანდილიკო მაგარი მყავს ვენაცალე მაგაც

№5  offline წევრი marqetele

როგორ მინდოდა არ დამთავრებულიყო, ძალიან კარგოო ხარ heart_eyes

№6  offline მოდერი sameone crazy girl

marqetele
როგორ მინდოდა არ დამთავრებულიყო, ძალიან კარგოო ხარ heart_eyes

მადლობაა heart_eyes heart_eyes

№7  offline წევრი elene2619

ვაიმე ეს როგოერ განვითარდა და რეებიი მესმის scream joy არვიცი სასწაული გოგო ხარ რა <3 განვითარეები აქვს შენ ისტორიებს ყოველთვის საოცარი <3 მათე და ლეაკო ერთად უნდა იყვნენ რაღაც საოცარი მიზიდულობა აქვთ heart_eyes სასწაულები ოხდება აქ ვატყობ მე blush თავიდან მეგონა რო თინი და ილიკო ერთდ უნდა ყოფილიყვნენ და მინდოდა კიდეც სიმართლე გითხრა blush მაგრამ ავთანდილლაც არ ვიწუნებ რაღაც საინტერესო დასაწყისი ქონდათ თინის და მას <3 მოკლედ ყოველთვის ახერხებ რო გამაოცო და მოლოდინის რეჟიმში მამყოფო ახალი თავების <3 წარმატებები შენ კვლავ ველი შემდეგ თავს heart_eyes

№8  offline აქტიური მკითხველი Anuki96

აუ ეხლა ხვალამდე ლოდინი რა ძნელია :(

№9  offline მოდერი sameone crazy girl

elene2619
ვაიმე ეს როგოერ განვითარდა და რეებიი მესმის scream joy არვიცი სასწაული გოგო ხარ რა <3 განვითარეები აქვს შენ ისტორიებს ყოველთვის საოცარი <3 მათე და ლეაკო ერთად უნდა იყვნენ რაღაც საოცარი მიზიდულობა აქვთ heart_eyes სასწაულები ოხდება აქ ვატყობ მე blush თავიდან მეგონა რო თინი და ილიკო ერთდ უნდა ყოფილიყვნენ და მინდოდა კიდეც სიმართლე გითხრა blush მაგრამ ავთანდილლაც არ ვიწუნებ რაღაც საინტერესო დასაწყისი ქონდათ თინის და მას <3 მოკლედ ყოველთვის ახერხებ რო გამაოცო და მოლოდინის რეჟიმში მამყოფო ახალი თავების <3 წარმატებები შენ კვლავ ველი შემდეგ თავს heart_eyes

მიხარია რო დაგაინტერესათ და ცოტა გაგაკვირვათ smile smile
სხვა წყვილებიც რო შმეოვლენ უფრო საინტერესო გახდება
მადლობა დიდი
heart_eyes

Anuki96
აუ ეხლა ხვალამდე ლოდინი რა ძნელია :(

აუ რა ვქნა frowning არ შემიძლია სხვანაირად დადება სამწუხაროდ

№10  offline მოდერი Mathew

აუ,ავთანდილს რა ქვია?
ყოველთვის ინტრიგას აგდებ და უფრო მითრევ.
არა,მაშოზე ასეთს ვერასდროს წარმოვდგენდი.
მათე კიდე,კაი აქ არაფერს ვიტყვი,შენც ძალიან კარგად იცი ჩემი ტყუპი და მათიუშა როგორ მიყვარს.
ეს თინი და ბიჭები ხო არაამქვეყნიური არსებები არიან,მაგრამ სოფი?ოოო,აქ კიდევ უფრო დიდი ინტრიგა ჩამოვარდა და ის ბიჭი ვინაა გამაგებიეთ !
ისე,ეს მათიუშაც როდის გამოერკვევა რომ უყვარს ეს გოგო,არა რო აწვალბს ეგეც მომწონს,მაგრამ სულ ცრემლებამდე მიჰყავს.ერთი სული მაქვს მაგათ ერთდ როდის ვნახავ.
პ.ს. ახლა ლეასაც ვიპოვი !

№11 სტუმარი kati

Davikvnite titebi...rodis iqneba momdevno tavi...

№12  offline მოდერი sameone crazy girl

Girl with pretty smile
აუ,ავთანდილს რა ქვია?
ყოველთვის ინტრიგას აგდებ და უფრო მითრევ.
არა,მაშოზე ასეთს ვერასდროს წარმოვდგენდი.
მათე კიდე,კაი აქ არაფერს ვიტყვი,შენც ძალიან კარგად იცი ჩემი ტყუპი და მათიუშა როგორ მიყვარს.
ეს თინი და ბიჭები ხო არაამქვეყნიური არსებები არიან,მაგრამ სოფი?ოოო,აქ კიდევ უფრო დიდი ინტრიგა ჩამოვარდა და ის ბიჭი ვინაა გამაგებიეთ !
ისე,ეს მათიუშაც როდის გამოერკვევა რომ უყვარს ეს გოგო,არა რო აწვალბს ეგეც მომწონს,მაგრამ სულ ცრემლებამდე მიჰყავს.ერთი სული მაქვს მაგათ ერთდ როდის ვნახავ.
პ.ს. ახლა ლეასაც ვიპოვი !

აუუ ინტრიგანი ვარ რა ვქნა ...ავთანილის სახელს რომ დანებდება მაშინ გაიგებს თინიკო
რაც შეეხება მათეს მაგატი ერტად ყოფნა ჯერ მეც არ ვციი როგორი იქნება
სოფიოსთან ვინცაა ის არაა ვინც რეზიკოს ეჭვიანობით გაგიჟებულ ტვინს ჰგონია
აუუ ს იმდენჯერ ვნახე რო რა ვიცი smile smile

№13  offline მოდერი sameone crazy girl

kati
Davikvnite titebi...rodis iqneba momdevno tavi...

ხვალ იქნება სავარაუდოდ smile smile

Variable Ocean
არასდროს მყოფნიხარ.
მთელი დღე რომ გიკითხო მაინც ვერ დავნაყრდები.
რა ხარ გოგო ასეთი:დდ
მათემ რაღაც ამნეზიაო და ინტრიგაში ვარ))
ლეას მიმართ კიდევ რა ვერ გამოსწორდა, რა ხისთავიანი ტიპია)) სვანია??:დდ
აი მაშო ვიცოდი წმინდა წყლის დამლევი ქალი რომ არ იყო, თუ როგორცაა))
სოფი კიდე არ მემეტება რეზოსთვის რატომღაც.
და ბოლოს...
ავთანდილის ქალი
სიგიჟე და სიქაჯე
სიტკბო და სიყვარული
თინათინი
კაცი ერთდროულად ბედნიერი და უბედური ხარ ასეთი ქალი თუ გაიმეტე შენთვის :დდ

აიი თინიზე ზუსტად გეთანხმები smile smile smile smile მე ცვალებადი მგონია უბედურებასა და ბედნიერებას შორის უფრო ზღვარზე იქნებიან
მაშოს რაც შეეხება სულ არ მგონია რო რამე ცოდვას ჩადის ცეკვით ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა ნუ მერე გაირკვევა მომდევნოში უფრო
მათე ოდესმე მიხვდება ვინც უყვარს ,სვანი არაა smile smile smile
მადლობა დიდი ასეტი შეფასებისთვის
უი მართლა სოფიას რაც შეეხება რას უწუნებ ჩემ რეზუნას, რეზუნა მათეზე ნაკლები ხისთავიანია? smile smile smile smile

№14  offline წევრი INGOBERNABLE

ვაახ, მოკლედ ჩემ გაიცებას ყოველთვის ახერხებ რა❤❤❤. ძალიან მაგარი იყო❤❤.
სიტუაცია დაიძაბა, მაშოს თავს რა ხდება, ჰმ არ ველოდი ამას... ლეა რა საყვარელია, როგორ უნდა მკაცრი იყოს მათესთან და როგრ ვერ ახერხებს, მათეს ერთი შემოხედვა და ბრინჯივით იბნევა❤❤❤ ძალიან საყვარელი წყვილია. ეს მათე როგორ მომწონს, როცა ხვდება რო ნერვიულობს ლეაზე როგორი საყვარელი ხდება❤ ნუ ცოტა ხისთავიანია მაგრამ მოევლება მაგას❤❤❤
ოოო ავთანდილი ვინაა ასეთი ერთი ეგ გამაგებინა, თინისაც რომ დაურღვია ფიქრები.
ეს რეზი კიდევ ნერვებს მიშლის რა, როდის უნდა უთხრას სოფია რომ უყვარს, სულელი ბიჭი, მაგრამ მეცოდება და რავქნა, იმედია მაგათ წყვილსაც ეშველება❤❤.
მე მაინც მათე მომწონს ძალიან თავისი პლიუს მინუსებით❤ მათეს რატომ ჰქონდა თავგზა აბნეული ადრე ლეას გამო, ძალიან მაინტერესებს❤❤.
უამრავი ემოცია გამოიწვიე ისევ და ისევ❤ საოცრება ხარ მარიამ, ჩემი პირადი საოცრება❤ არ გავუყოფ სხავ შენს თავს იცოდე :დ. უ'საზღვროდ მარიამ❤

№15  offline მოდერი sameone crazy girl

BidBif

ძალიან ძალიან მახარებ შენ მე
აი არ ვციი რა ვთქვააა ყველას და ყველაფერს მივხედავ და მათეს ამბებს პირველ რიგში ჯერ მთავარი წყვილი მათე და ლეაა, თინი და ავთანდილი არ გაჭედავენ პროსტა თავისფერუად გაუბერავენ
რეზიკოს და სოფიასთან ცოტა რტულადაა საქმე და მაგასაც ვუზამ რამეს
ვაახ ეს იმხელა გამოვა მგონი ვეფხისტყაოსანივით გაიწელება smile smile

№16  offline წევრი INGOBERNABLE

ყველა გზა შენთან მოდოს მარიამ- ამას თუ გავითვალისწინებთ არამგონია მაგხელა იყო, რაც მთავარია ბოლომდე მოგყვები და აუცილებლად წავიკითხავ❤❤❤

№17 სტუმარი სტუმარი ქეთი

Yoveltvis sulmoutqmelad rom Velodebi shens istoriebs <3

№18  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ქეთი
Yoveltvis sulmoutqmelad rom Velodebi shens istoriebs <3

დიდი მადლობა kissing_heart kissing_heart ამჯერად ვეცდები ყოველდღე დავდო

BidBif
sameone crazy girl
BidBif
ვაახ, მოკლედ ჩემ გაიცებას ყოველთვის ახერხებ რა❤❤❤. ძალიან მაგარი იყო❤❤.
სიტუაცია დაიძაბა, მაშოს თავს რა ხდება, ჰმ არ ველოდი ამას... ლეა რა საყვარელია, როგორ უნდა მკაცრი იყოს მათესთან და როგრ ვერ ახერხებს, მათეს ერთი შემოხედვა და ბრინჯივით იბნევა❤❤❤ ძალიან საყვარელი წყვილია. ეს მათე როგორ მომწონს, როცა ხვდება რო ნერვიულობს ლეაზე როგორი საყვარელი ხდება❤ ნუ ცოტა ხისთავიანია მაგრამ მოევლება მაგას❤❤❤
ოოო ავთანდილი ვინაა ასეთი ერთი ეგ გამაგებინა, თინისაც რომ დაურღვია ფიქრები.
ეს რეზი კიდევ ნერვებს მიშლის რა, როდის უნდა უთხრას სოფია რომ უყვარს, სულელი ბიჭი, მაგრამ მეცოდება და რავქნა, იმედია მაგათ წყვილსაც ეშველება❤❤.
მე მაინც მათე მომწონს ძალიან თავისი პლიუს მინუსებით❤ მათეს რატომ ჰქონდა თავგზა აბნეული ადრე ლეას გამო, ძალიან მაინტერესებს❤❤.
უამრავი ემოცია გამოიწვიე ისევ და ისევ❤ საოცრება ხარ მარიამ, ჩემი პირადი საოცრება❤ არ გავუყოფ სხავ შენს თავს იცოდე :დ. უ'საზღვროდ მარიამ❤

ძალიან ძალიან მახარებ შენ მე
აი არ ვციი რა ვთქვააა ყველას და ყველაფერს მივხედავ და მათეს ამბებს პირველ რიგში ჯერ მთავარი წყვილი მათე და ლეაა, თინი და ავთანდილი არ გაჭედავენ პროსტა თავისფერუად გაუბერავენ
რეზიკოს და სოფიასთან ცოტა რტულადაა საქმე და მაგასაც ვუზამ რამეს
ვაახ ეს იმხელა გამოვა მგონი ვეფხისტყაოსანივით გაიწელება smile smile

ყველა გზა შენთან მოდოს მარიამ- ამას თუ გავითვალისწინებთ არამგონია მაგხელა იყო, რაც მთავარია ბოლომდე მოგყვები და აუცილებლად წავიკითხავ❤❤❤

აუუ ისე ხოო მაგაზე დიდი რა უნდა დაიწეროს საერთოდ mask

№19 სტუმარი anuka

vaimee ra moitmenss exaa kidev dade .axali tavi dzaalian momeons mara cota kidev didi dade ra

№20  offline მოდერი sameone crazy girl

anuka
vaimee ra moitmenss exaa kidev dade .axali tavi dzaalian momeons mara cota kidev didi dade ra

აუ არ ვიცი რამდენად გამომივა ...ვეცდები ყოველდღე დავდო

№21 სტუმარი Qeti qimucadze

Kidev mindodaaa, gamiskda guli, es ra moxdaaa, lea ra gulubryvilo gogoa, zalian momcons, moutmenlad velodebi shemdegs, saocreba xar shen mariamo

№22  offline მოდერი sameone crazy girl

Qeti qimucadze
Kidev mindodaaa, gamiskda guli, es ra moxdaaa, lea ra gulubryvilo gogoa, zalian momcons, moutmenlad velodebi shemdegs, saocreba xar shen mariamo

მადლობაა დიდიიი
აუ რა ვქნა მეტი დიდი ევრ დავდე მერე აღარ მექნება და მერე რო ვერ დავწერო რა ვქნა frowning
ვეცდები ცოტა დიდი დავდო

როგორი უ'საზღვროდ მაგარი თავი იყო მარიამ.
როგორც იქნა ჩვენი ავთანდილი გამოჩნდა :დ თინის სიგიჟეებზე ვგიჟდები მე, საოცარი პერსონაჟია დადებითი რა ზედმეტად პოზიტიური.
ავთანდილიც კარგი ვინმე ჩანს
და ავთანდილის აპოლონი ძმაკაციც 3:)
ლეაკო დამიტანჯე ძალიან მოკლედ , ნუ შენ რააა დამპალმა მათემ მოუღო ბოლო :დ
შემეცოდა მართლა და საინტერესოა რა ხდება მაშოსთან :(
მათეე ძააან ვირიააა და ღირსიააა გააგიჟოს ლეამაააც.
რეზი დააა სოფიაა ვაფშე სხვა განზომილებაა, ვატყობ რეზი აფეთქდება ეჭვიანობისგან :დ
ბიჭები დამაკლდნენ ამ თავში ილიკო და დანარჩენები რააა :დ
რა ვქნა რომ არ მყოფნის მარიამ არასდროს არცერთი თავი.
უსასრულოდ შემიძლია წავიკითხო.
წესით სადიპლომოს უნდა ვწერდე და გამოცდებისთვის თავს უნდა ვიკლავდე მაგრამ შენი ისტორიით რომ ბოლომდე პოზიტივით არ ავივსო ისე არ შეიძლება.
დაძაბული დღის ბოლოს წამალივითაა მართლა.
ველოდები შემდეგ თავს სულმოუთმენლაააადდ <3

№24  offline მოდერი sameone crazy girl

ბროწეულისფერი

გამოცდები მკლავს მეც და კომენტარებს რო ვკითხულობ შვებას ვგრძNობ ცოტას წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო heart_eyes heart_eyes kissing_heart ძალიან რო მიყვარს ისეთი დიდი მსუყე კომენტარი იყო აი რა ვქნა მიყვარს რო წერენ ამ წყვილებზე და რა გითხრა იმის გარდა რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერს გამოვასწორებ ყველას თავის ადგილს მივუჩენ smile smile

№25 სტუმარი სტუმარი ნანუ

დაძაბულობაო რომ თქვი მეთქი რეზის მოუვა რამე, ვიფიქრე ეხლა საკუთარ თავზე გაბრაზებული დაჯდება მანქანაზე სიჩქარეს გადააჭარბებს შეასკდება ბოძს ერთ ორი დღე მეხსიერებას დაკარგავს მერე პირველი სოფია გაახსენდებათქო და კაროჩე იქნება დრამები და დაბიღვრები ცრემლებად თქო მაგრამ ადვილად გამოვძვერი, ჯერ მათეს მივხედოთ ძაან მიბრაზებს ჩემს ლეაკოს დანარჩენი მერე მოვაყუმაროთ :D

№26 სტუმარი თამუნე

აქაც დავწერ ხო
ბედნიერება ხარ
სიყვარულის
ნაპერწკალი
მაბედნიერებ
მიყვარხარ
უღმეროდ
ღმერთამდე
მკლიხარ ხო
მაგრამ მალე ავანაზღაურებ
ბედნიერება ხარ
ჩემო სიყვარულო
გულების დედოფალო
მაბედნიერებ
საუკეთესო ხარ შენ
აუ მაშოს მე უპოვე კაი
კოჭებ მხვრეტია :დდდდდ
ოოო რა იქნება მოცეკვავე მაშო
და ჩემი ვაჟკაცი
ქართველი პურისმჭამელი ბიჭი :დ მიყვარხარზე მეტი ხარ
მაბედნიერებ
აქაც
იქაც
ყველგან
მარად შენზე
გიჟი
გადარეული მე
მიყვარხარ მე შენ
გულების დედოფალო

№27 სტუმარი სტუმარი თამო

ცოტა კი მანერვიულე მარიამ მაგრამ მათეს იმედი მქონდა მაინც.კარგი იყო ძალიან.მიხარია ასე ყოველდღე რომ დებ თავებს.ველი შემდეგს

№28  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნანუ
დაძაბულობაო რომ თქვი მეთქი რეზის მოუვა რამე, ვიფიქრე ეხლა საკუთარ თავზე გაბრაზებული დაჯდება მანქანაზე სიჩქარეს გადააჭარბებს შეასკდება ბოძს ერთ ორი დღე მეხსიერებას დაკარგავს მერე პირველი სოფია გაახსენდებათქო და კაროჩე იქნება დრამები და დაბიღვრები ცრემლებად თქო მაგრამ ადვილად გამოვძვერი, ჯერ მათეს მივხედოთ ძაან მიბრაზებს ჩემს ლეაკოს დანარჩენი მერე მოვაყუმაროთ :D

smile smile აუუ რამდენი უბედურება გიფიქრიაა დამშვიდდი ეგეთ რამეს არ ვაპირებ ვაფშე არცერთი გმირის შემთხვევაში ,მსგავსი რაღაცები ადრე მქონდა და არ განვმეორდები ასეც smile smile ხო ნუ სხვა თავებთან შედარებით იყო დაძაბული თორე აქ დრამები არ იქნება გპირდები

სტუმარი თამო
ცოტა კი მანერვიულე მარიამ მაგრამ მათეს იმედი მქონდა მაინც.კარგი იყო ძალიან.მიხარია ასე ყოველდღე რომ დებ თავებს.ველი შემდეგს

მათეს იმედი სულ უნდა გქონდეს მათე ისეთი მყავს მე smile stuck_out_tongue_closed_eyes ვეცდები სანამ შემიძლია რო ყოველდღე იყოს და მერე არ ვიცი

თამუნე
აქაც დავწერ ხო
ბედნიერება ხარ
სიყვარულის
ნაპერწკალი
მაბედნიერებ
მიყვარხარ
უღმეროდ
ღმერთამდე
მკლიხარ ხო
მაგრამ მალე ავანაზღაურებ
ბედნიერება ხარ
ჩემო სიყვარულო
გულების დედოფალო
მაბედნიერებ
საუკეთესო ხარ შენ
აუ მაშოს მე უპოვე კაი
კოჭებ მხვრეტია :დდდდდ
ოოო რა იქნება მოცეკვავე მაშო
და ჩემი ვაჟკაცი
ქართველი პურისმჭამელი ბიჭი :დ მიყვარხარზე მეტი ხარ
მაბედნიერებ
აქაც
იქაც
ყველგან
მარად შენზე
გიჟი
გადარეული მე
მიყვარხარ მე შენ
გულების დედოფალო

თამროოო თამროო თამააღ მეც ვგიჟდები შენზეეე ნუუ bowtie kissing_heart

№29  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან კარგი თავი იყო , მათეს გაგიჟება მომეწონა იქნებ დროულად მიხვდეს ლეა რომ მოსწონს. რეზი და სოფიო უფრო განავრცე დარწმუნებული ვარ მაგათი სიყვარული უფრო თავბრუდამხვევი იქნება.

№30  offline მოდერი sameone crazy girl

lalita
ძალიან კარგი თავი იყო , მათეს გაგიჟება მომეწონა იქნებ დროულად მიხვდეს ლეა რომ მოსწონს. რეზი და სოფიო უფრო განავრცე დარწმუნებული ვარ მაგათი სიყვარული უფრო თავბრუდამხვევი იქნება.

განვავრცობ აუცილებლად ახლა უბრალოდ ერთად ევრ ვახერხებ smile
დიდი მადლობა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent