უ'საზღვროდ /4/
დაპირებული ახალი თავი ტკბილებო იმედია მოგეწონებათ და ბევრ ახალ დეტალს დაინახავთ ........ კუთხის მაგიდასთან დაჯდებოდა,ყურსასმენებს გაიკეთებდა და მონახაზსაც გააკეთებდა. ნაცნობ კაფეს რომ მიუახლოვდა მინის კარი მოხვდა თვალში და გაეღიმა, მაშინვე გაიღო როგორც კი მიუახლოვდა მშვიდად შეაბიჯა შიგნით. ერთ მაგიდასთან იჯდა წყვილი სხვა ყველა ტავისუფალი იყო. იმ ადგილისკენ დაიძრა სადაც ყველაზე მყუდროდ მოკალათდდებოდა , ზურგჩანთა მოიშორა წიგნი და რვეული ამოიღო ,ბუმბულიანი კალმისტარიც არ დავიწყნია . შეკვეთა მისცა ოფიციანტს და წერას შეუდგა. ყურსასმენებიც არ დავიწყნია,ყოველი შემთხვევისთვის პირადი ჰარმონია რომ შეექმნა. ხმა მაინც ესმოდა და ხშირად აკვირდებოდა გარემოს. ისეთი არაფერი ხდებოდა, წყვილი მშვიდად საუბრობდა, ჩაის მიირთმევდა და იღიმოდა. პერსონალი ალაგებდა, მიმტანმა მალევე მიუტანა ყველაფერი და წავიდა. რამდენიმე წუთში დაჟინებული მზერა იგრძნო, იფიქრა ვიღაც შემოვიდა და უკვირს აქ რომ ვმეცადინეობ ამ შაბათ დილასო. კითხვა და მნიშვნელოვანი ნაწილების ამოწერა განაგრძო, ბოლოს ფიზიკის ამოცანების გაკეთება დაიწყო და ნერვიც შუტოკდა. სკამის გამოწევის ხმა გაიგო და წიგნის წინ ყავის ფინჯანიც დაიდო , ზემოთ აიხედა ყურსასმენები მოიხსნა და მაგიდაზე იდაყვებით დაყრდნობილ ბიჭს გაუღიმა -გააგრძელე ხელს არ შეგიშლი,უბრალოდ მარტო საუზმობას ვერ ვიტან -ფიზიკა იცი? - თვალებში უყურებდა ბიჭს, შემდეგ წარბები მაღლა აზიდა და ისე ჰკითხა -ფიზიკა? - გაოცება ეხატა სახეზე, რას არ ელოდა და ამ კითხვას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა- ნამდვილად ფიზიკა გაინტერესებს? ფიზიკოსი ხარ ? -ფიზიკოსი რომ ვიყო სწავლებას დაგიწყებდი თუ რატომ გკითხავდი?- ისიც ისე დაეყრნო მაგიდას როგორც ბიჭი , ზუსტად ისე შეხედა და თავი გვერდით გადახარა -ვერასდროს ვიტანდი ფიზიკას, მიუხედავად იმისა რომ შენნაირი მასწავლებელი სკოლაში გამახარებდა მაინც არ დაგთანხმდებოდი სწავლებაზე -მეც ვერ ვიტან, მაგრამ გათვლა ვერ მოვახერხე! - რვეული დახურა და ბუმბულიანი კალამით ჩამოშლილი თმა შეიკრა - შენი საუზმე ყავით შემოიფარგლება? -დავრჩე? -მეგონა უკვე დარჩი ... - საფირმო ომლეტი გასინჯა და შემდეგ წვენი დააგემოვნა - შენი მზერა მეცნობა - ცოტა ხნის შემდეგ თქვა და ბიჭს ახედა -მზერა გეცნობა თუ მე -შენ არა, მზერა ნაცნობ ემოციას აღმიძრავს...შეიძლება მეჩვენება. რომ გიცნობდე დაგიმახსოვრებდი, ლამაზი ტუჩები გაქვს და თვალთან შრამიც სექსუალურადაა - ისევ ომლეტს მიუბრუნდა, ჩანგალი ნაჭერს დაარჭო და ბიჭს ისევ ახედა -არა-ჩვეულებრივი ქერა ხარ -ვიცი, ბევრჯერ გამიგია ... უკაცრავად მირეკავენ- წამოდგა და მაგიდას მოშორდა - გისმენ ძმაო ,დაალაგეთ სახლი? -სად ხარ გოგო -ვინაიდან სახლში გაჩერება შეუძლებელი იყო წავედი,ბიჭო -აუუ როგორ ატრაკეებ , პროფესიონალი გამტრაკებელი ხარ -შენ კიდე პროფესიონალი ხეპრე...ხიხო -მიყვარხარ ხო რა იყო -აუტანელოო -მოდი რაა -ეე შენ ხო არ ატრაკებ ცოტას? რაც მოვედი მას მერე დიასახლისად ვიქეცი, წავალ ბარმ გავთხოვდები გავაჩენ 6 შვილს და პლიუს ქმარს მოვუვლი, ვისიამოვნებ მაინც თქვენგან რა ხეირი? -ბიჭებმა თქვეს რასაც უნდა იმას ვუყიდითო ... -მანქანა მინდა, ლამბორჯინი მიყიდიან? -დუმილი ჩამოწვა დაოოო -ხოდა პაკაააა...ისე მოიქეცით როგორც ჩემ ჩამოსვლამდე იქცეოდით -გოგოგოები გაგვიგდე და რა ვქნათ? -ცოტნიკო ძვირფასო ...დააკვირდი მაგათ რა საჯდომები აქვთ ცოტა ხანს უყურე იქნებ ძვრებიც იგრძნო .ჩემ ძმასთან ფრთხილად იყავით...სათუთად მოეპყარით ვაჟიშვილია- გაიცინა და მობილური ჯიბეში ჩაიდო- იდიოტები- თავი გააქნია და სახეზე ჩამოისვა თითები ეშინოდა ხარხარი არ დაეწყო და არ მიექცია ზედმეტი ყურადღება. ისედაც ძლივს აკონტროლებდა ხმას ვინმეს რო არ გაეგო მისი სიტყვები. მაგიდასთან რომ დაბრუნდა ბიჭი აღარ დახვდა. ირგვლივ მიმოიხედა,მაგრამ არსად იყო -მომეჩვენა ვითომ? ხო აბა ზედმეტად სხვანაირი მზერა ჰქონდა...- მაგიდასთან დაჯდა და ისევ წიგნებს მიუბრუნდა. ღიმილი ვერ შეიკავა რვეულის ყდაზე წარწერა რომ დაინახა „მაპატიე ,ისევ მეჩქარებოდა. დამირეკე რომ გაგახსენდები“-ნომერიც ეწერა და თინათინმაც ზუსტად იცოდა „ისევ“ რას ნიშნავდა, ხელწერაც ზედმეტად დამახასიათებელი ჰქონდა ბიჭს და მარტივად ამოიცნო. ნომერს „კაფის მოჩვენება“ დააწერა და ამაღლებული განწყობით განაგრძო მეცადინეობა. დიდხანს ვერ გაუძლო,მალევე დაბრუნდა სახლში. ბიჭები რაღაცას მიირთმევდნენ სახლი ისევ არეული იყო , გვერდი აუარა ყველას და სავარძელში ჩაჯდა -ილიკო სად არის? -ცოტა ხნის წინ წავიდა მარიასთან ერთად...წუხელ აქ იყო? -არა , არ ყოფილა ..ბიჭი შენ საქმე არ გაქვს? ილარიონის ძმა ასეთი სალახანა უნდა იყო? -პატარა ბავშვივით ნუ მელაპარაკები! -ოოოჰ როგორი გაბაზება ცოდნიაოოო იკაკოსოოო ... ქალებში დავდივართო და დიდი ბიჭი გვგონია თავიოოო -რამდენი წლის ხარ ასე რომ მელაპარაკები, დეიდას კი გავხარ,მაგრამ რეზის უმცროსი და ასეთი დიდიც ვერ იქნება როგორც გამოიყურები -ამ პატარა მაიმუნს დამიხედეთ რა...ვინ გავს ბიჭო დეიდას -დამშვიდდი ნერვიულობა ნაოჭებს გაგიჩენს ... -პატარავ იცი ამ სახლში ვინც ცხოვრობს ყველა ალაგებს ერთ დღეს სახლს...საძინებლებსაც საღამომდე თუ დარჩები დაალაგებ -როგორც მიბრძანებ ქერავ -წამოხვალ ამ საღამოს ჩვენთან ერთად? -ლოთი სპორცმენები მხოლოდ საქართველოში...წამოვალ , იმედია სიმპათიური ტრენერები ჰყავთ -ბიჭის დასათრევად მოდიხარ თუ სავარჯიშოდ -არც კი გიპასუხებ..წავედი მე .იმედია ვირთხები არ დაგესევათ -მწარე ხარ -.სწერვა უფრო -ვერ ვიტან მაგ სიტყვას და მეორედ ნუ გამოიყენებ ჩემი მისამართით ,თუ კიდევ შევხვდებით გახსოვდეს გთხოვ საძინებელს მიაშურა და საღამომდე არც გასულა იქედან. მშვიდად ყოფნა სურდა, რაც ამჯერად მარტო ყოფნით უნდა მოეხერხებინა. ........... სადარბაზოდან გადიოდა , იცოდა მათე წასული იყო და მშვიდად მიაბიჯებდა. ის იყო ქოლგა გაშალა და შენობიდან გავიდა ბიჭმა მკლავზე მოუჭირა თითები და შეაჩერა. თითებ შორის სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი და მშვიდად ეწეოდა -ლიაა საით გაგიწევია? -მათე..გამარჯობა,მეჩქარება -ხოო? სად გეჩქარება? -უნივერსიტეტში...შენ არ მიდიხარ?- იდაყვზე მოჭერილი თითები უნდოდა მოეშორებინა, ქოლგას ვერ უშვებდა და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. წვიმის წვეტები მაინც ხვდებოდნენ და საკმაოდ ციოდა -ფეხი დამწვი იცი? -არ მინდოდა... -შენ ჩაგვიშვი, ვერ ვიტან ჭორიკანა ,ჩამშვებ გოგონებს ენას კბილს რომ ვერ აჭერენ და ნანახს არ ივიწყებენ! -მე არ ვყოფილვარ -შენ დაგვინახე აბა ვინ იყო? -დაგინახეთ,მაგრამ მე არავისთვის მითქვამს...გამიშვი , ცივა და უნდა წავიდე -არაუშავს... -მეჩქარება ,მართლა -პრობლემები შემიქმენი...გამაბრაზე -და არ გეყო როგორც მექცეოდი? ახლა რაღა გინდა ... ხომ შეიძლება უბრალოდ შემეშვა -ნწ, არ შეიძლება -რას ნიშნავს არ შეიძლება, როგორ მესაუბრები აღარ დაიღალე? რა გინდა ჩემგან -შენგან? რა უნდა მინდოდეს -არაფერი! შემეშვი ... საშინლად წვიმდა, ხელი რომ გამოგლიჯა და შებრუნდა, გაყინული სხეული ძლივს დაიმორჩილა სწრაფად წავიდა , უცებ ქვას წამოსდო ფეხი და მაინცადამაინც გუბეში ჩაეშვა. ჩანთიდან ფურცლებიც გადმოუცვივდა და რეფერატი რომელსაც მთელი ღამე ამზადებდა მთლიანად განადგურდა. თავიდან ფეხებამდე გაწუწული ეგდო, ქოლგა ქარმა გაუტეხა და იქვე მიფრიალებდა . -ჩემი ნაშრომი... დავიღუპე ლექტორი ქულას არ დამიწერს. დღეს ბოლო დღე იყო...ჯანდაბაააა დავიღუპე - დასველებულ ფურცლებს კრეფდა ჩანთა მხარზე მოიკიდა და ქოლგაც აიღო. რა აზრი ჰქონდა, ნაგვის ურნაში მოისროლა და ტალახში ამოვლებულ შარვალს დახედა -მეზიზღები, ვერ გიტან ცხოველო ყველაფერი შენი ბრალია ყველაფერი შენი ბრალია -ცრემლებს ვერ იკავებდა. ბინაში რომ შევიდა მაშოს ეძინა, თავის ოთახში გამოიკეტა და მთელი დღე არ გასულა. უნივერსიტეტში წასვლას აზრი აღარ ჰქონდა, ყველაფერთან ერთად გაცივდა კიდეც. მაშოს ნათესავის დაკრძალვაზე მოუხდა წასვლა, ღამითაც იქეთ რჩებოდა, უკან დაბრუნებას აზრი აღარ აქვსო. მისთვის არაფერი უთქვამს ,მარტო იყო სახლში. დიდხანს ეძებდა საჭირო წამალს ,მაგრამ ვერაფერი იპოვნა. ისევ წვიმდა, სხვა გზა არ ჰქონდა . ქურთუკი ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. აფთიაქი მოშორებით იყო , ფეხით უნდა გასულიყო, ქოლგაც აღარ ჰქონდა. ისევ დასველდა, აფთიაქში რიგში დგომაც მოუხდა ყველა სიკეთესთან ერთად. უკვე ცუდად იყო ბინაში რომ დაბრუნდა. დაბარებულივით დახვდა სიბნელეში მათე , გვერდი აუარა და ლიფტისკენ დაიძრა. ცახცახებდა, მთელი სხეული ეწვოდა...ძალა აღარ ჰყოფნიდა და ჩაიკეცა კიდეც. ლიფტში კედელს იყო მიყრდნობილი და გონს ვერ მოდიოდა. გაიგო როგორ გაიღო კარი ,ვიღაც შევიდა და ხელში აიყვანა. თვალები ეწვოდა, მაგრამ გონება გამოფხიზლებას აიძულებდა. წამწამები ერთმანეთს დააშორა და ირგვლივ მიმოიხედა, პირველი რაც თვალში მოხვდა ბიჭის გამომეტყველება იყო. იქვე იჯდა და ზემოდან დაჰყურებდა .წამსვე წამოდგომა სცადა,მაგრამ ისე მიაწვა მხრებზე თავის აწევაც არ ადროვა -იწექი! -შენ...სად ვარ...შენთან რა მინდა. სიცხე მაქვს -გაჩუმდი რა...აჰა ეს დალიე - რაღაც აბი მიაწოდა და წყლის ჭიქაც მიაჩეჩა ხელში -არ მინდა...მე წავალ -არ უნდა, თან წავა... ვიცით როგორი სიარული იცი.კიდე სადმე გაიშხლართები და ჩემი სათრევი იქნები , ცოდვები გაქვს ეტყობა სხვებთანაც და ყოველ ნაბიჯზე გახსენებს თავს -არავის უთხოვია -ლიფტში რომ გაიშხლართე ადგილი აღარ იყო ფიზიკურად... იქ ვერ დაგტოვებდი თორემ კი არ მეხალისებოდა -დერეფანში გამოგეყვანე მერე, შენნაირ ცხოველს გული არ უნდა შესტკიოდეს -გოგოოო ენას ამოგაცლი, ისედაც გრძელი გაქვს - ისე მიუახლოვდა სუნთქვა შეეკრა. თვალები გაუფართოვდა, ისედაც გათიშლი იყო სიცხისგან იწვოდა-შემომხედე- ნიკაპზე მოუჭირა თითები და თავი ააწევინა -პირი გააღე ...აი ასეე -აბი ენაზე დაუდო და მერე წყლის ჭიქა მიუტანა ტუჩებთან - გადაყლაპე რას მიყურებ ...დაიხრჩობი ასე .ღმერთო რა თავის ტკივილი ხარ -მომშორდი -უმადურიც რომ ხარ ყველაფერთან ერთად ...ტუტუცი გოგო.რა არის, ტირი? - უცებ დაიხარა და სახეზე დააკვირდა - ასე თუ გეშინოდა ჩემი უნდა გაჩერებულიყავი, ენაზე კბილი დაგეჭირებინა და არც კი შემოგხედავდი ახლა უბრალოდ მეზობელი იქნებოდი მობილური აიღო და დარეკა . სიცხის გამო ვრაფერს აკეთებდა, ბავშვობიდან ასე იყო . გაციებისას ძალას კარგავდა, სულ მთლად გაფერმკრტალდა თვალებს ვერ ახელდა. თვალები ეწვოდა და ისევ დიოდა ცრემლები -რა დაემართა ...შენთან რა უნდა საერთოდ - შორიდან ესმოდა თინის ხმა ,მერე უფრო მიუახლოვდა. ქარიშხალივით შეიჭრა ბინაში გოგო- რა სჭირს -სიცხე აქვს...სიარული არ იცის რა ჩემი ბრალია. გაწვა ამ დილის ტბაში და გაიწუწა ,მე რას მეჩხუბები ტო -მერე გასაღები არ ჰქონდა თავისთან რო შეგეყვანა? -უკაცრავად ხელების ფათური ვეღარ დავუწყე... ისე იყო გახვეული გასაღებს სად ვიპოვნიდი -თინიი -აქ ვარ... შეგიძლია წამოდგომა? შენთან გავიდეთ თავი დაუქნია და წამოიწია. ისე ტკიოდა თავი ყველაფერი ტრიალებდა. თინიმ მოხვია ხელი და სიარულში დაეხმარა -აუუ ასეთი არაფერი მინახავს, სიცხე აქვს თუ კვდება ტო - უცებ დაიგმინა და ისე აიყვანა ხელში გონს მოსვლა არ აცადა-რას მიყურებ ხო არ გადავაგდებ, მოგეხმარები -რა კეთილი ხარ ღმერთო ჩემო -უმადურები ხართ,მაგრამ ჯანდაბას ღმერთი დამიფასებს -დარწმუნებული ვარ შენ უთხარი რაღაც და ახლა დანაშაულს გრძნობ -დანაშაული თვითონ უნდა იგრძნოს ჩემ წინაშე...- ბინის კარი როგორც კი გააღო თინიმ მაშინვე შევიდა და როგორც კი დააწვინა უკან დაიხია- წავედი მე, იმედია სენც არ გადმოგდებს -მაღალი სიცხე აქვს... -წამალი დავალევინე...იმ პარკში ჰქონდა დამწევი .კაროჩე ექიმი შენ ხარ,მიხედავ- ისევ დახედა გოგოს, რატომღაც ვერ ტოვებდა.ზედმეტად სუსტი და უსუსური ეჩვენებოდა ,ბრაზის მიუხედავად ანერვიულდა იქ რომ დაიანხა სრულიად მარტო ,დაუცველი.არც ის ახარებდა მისი სიახლოვის გამო რომ ტიროდა, საერთოდ არ მოსწონდა რომ აშინებდა.ბინა სასწრაფოდ დატოვა და საერთოდ გაეცალა იქაურობას. გაახსენდა როგორ დაეცა დილით, როგორ უყურებდა დასველებულ ფურცლებს და ნერვები მოეშალა,სადღაც გულის სიღრმეში დანაშაულის შეგრძნებაც აწუხებდა. თინიმ როგორღაც გამოაფხიზლა გოგო, სიცხემაც დაუკლო და ჩაის ორი ფინჯანიც დააცლევინა. ახლა წვნიანს უმზადებდა და თან ელაპარაკებოდა -ანუ ვერ ჩააბარე ის რაღაც წუხელ რომ წერდი? -ვერა...სულ დასველდა -ნაწერი აღარ ჩანს? მე გადავწერ რა პრობლემაა. ვორდში არ გეწერა გოგო? -აზრი არ აქვს...აღარ ჩაიბარებს. პირველივე ლექცია მქონდა, მე რომ გამოვიცვალე მერე რომ წავიდოდი უკვე მეორეც დასრულებული იქნებოდა. გადაწერას დრო ხომ უნდოდა -ხვალ რომ ჩააბარო? მე მივუტან...შენ უნდა იწვე ცოტა ხანს, ანთება არ დაგემართოს. შენ და შენი ფილტვები ვერ ხართ მწყობრში -არ მინდა წვნიანი რაა ...გთხოოვ -გინდა როგორ არ გინდა,ნუ მასწავლი ახლა შენ მე რა გინდა და რა არა. დუუტ -აუუ თინიიი გთხოოოვ -მაშოს მოსვლამდე უნდა გამოგაჯანმრთელო -სამეცადინო არ გაქვს? რამდენ ხანს დარჩები ჩემთან -ოო დაიკიდე...მერე ჩავაბარებ რა პრობლემაა. ამ ღამით აქ დავრჩები .გინდა ტყუპებსაც დავურეკავ და ამოვიყვან -არ მინდა...გადაედებათ,თან მალე გამოცდები აქვთ -კარგი მხოლოდ მე და შენ ვიყოთ...ფილმს ვუყუროთ. ლეას რომ ჩაეძინა თინიმ ყველაფერი მიალაგა და მხოლოდ შემდეგ დაწვა დასაძინებლად. დილით საუზმის მომზადებას აპირებდა, მაღაზიაში უნდა გასულიყო მათე რომ დახვდა კარის წინ -შენთან მოვდიოდი...გამომართვი ესენი- პარკები მიაწოდა და შიგნით შევიდა -რა არის ეს? -არაფერი... საუზმობას ხომ აპირებთ. -აქეთ-იქით იხედებოდა,აშკარად ლეას ეძებდა,რაც არ გამოჰპარვია თინის მახვილ მზერას. მისაღებში დასვა და განგებ არ ახსენებდა გოგონას. -გმადლობ, არ იყო შეწუხება საჭირო. ყავა თუ ჩაი? -ყავა...დღეს ლექციები არ გაქვს? -მაქვს...წავალ მოგვიანებით -მარტო დატოვებ? -ვის? -იმ მოუხერხებელ გოგოს -საიდან მოიტანე რომ მოუხერხებელია... შენი ბრაზი მოქმედებს თორემ ძალიანაც მოხერხებულია -თინიი მოვიდა უკვე მაშო? კარის ხმა გავიგე- ფუმფულა ჩუსტებით და პიჟამათი გავიდა , თმებს იკრავდა და ამთქნარებდა- მგონი ისევ სიცხე მაქვს, თერმომეტრი სად დადე? -მიფრატუნებდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა სანამ მათე არ დაინახა ,უცებ შეკრთა თვალები გაუფართოვდა და უკან დაიხია. წარმოიდგინა რა სასაცილოდ გამოიყურებოდა და სახეზე წამოწითლდა -აქ არის...აბა ნახე იქნებ გეჩვენება. კაკაო გავამზადე ხომ დალევ? -მე გავალ და -ეს ყურებიანი ჩუსტები სად იშოვე? ჩემი ძმაკაცის შვილს ვუყიდი ... ოთხი წლისაა -შენ არ გაქვს მათიკო ასეთები? სულ მეგონა რომ წელს ზემოთ შიშველი ,ზოლიანი პიჟამათი და ფუმფულა ჩუსტებით დადიოდი სახლში, ძალიან მესექსუალურება იცი? - თინიმ შანსი არ გაუშვა, ლეა გამოიყვანა მდგომარეობიდან და ყურადღება წამსვე გადაატანინა ისე ჩამოსკუპდა სავარძლის სახელურზე -მე უფრო გულებიანი მოწკეპილი შარვალი და ყურებიანი ქუდი -ღმერთო ჩემოო როგორ დამინგრიე ფანტაზიები არადა წარმოგიდგენდი მალე -გაერთე ? -რატო მეგრუზები მათიკო? მე თუ არა სხვა ვინ გაერთობა ? -არანორმალური ხარ ! -ყავას მოგიტან...ისე სამზარეულოში გამოდი ბარემ ,მეზარება გამოტანა... ლეაააა გაცივდა შენი კაკაო მალე გამოდიიი -მოვდივაარ - საძინებლიდან გამოსძახა და მალევე გამოვიდა.გრძელი ჟაკეტი ჰქონდა მოცმული პიჟამაზე და ისე დაგულდაგულოდ შეკრული რომ აღარაფერი უჩანდა. ჩუმად ისხდნენ, ბატონი ყავას აგემოვნებდა და თინის ესაუბრებოდა. უცებ გაშალა ხელი და ლეა თავისკენ მისწია, სკამიანად გააჩოჩა და შუბლზე გაშლილი ხელისგული მიადო- სიცხე არ გაიზომე? იწვი -მე..მე არ მე -მე მე მე ...შენ შენ შენ 38 მაინც გექნება მინიმუმ - წარბშეკრულმა გააკავრა და ჟაკეტის ქამარი გაუხსნა- მოიშორე კიდე ეს ისედაც არაფერი გიცანს, ზე მონაზვნური პიჟამაა -მათე შენ ექიმი ყოფილხარ სულით , რატომ არ ჩააბარე ? - თინიმ ისევ გამოაფხიზლა გათიშული ლეა, ბიჭს თვალს ვერ აშორებდა და საერთოდ ვეღარ სუნთქავდა -ლეაკო ეს დალიე ,მე თერმომეტრს მოვიტან -კრუნჩხვები დაგეწყება მალე ...ასე თუ გააგრძელებ -არ დამეწყება...სულ ასე ვარ -მერე რას გაწექი იმ წვიმაში, ვერ შეეშვი იმ ფურცლებს? -იქ იყავი? მიყურებდი და ერთობოდი ხომ? საოცარია როგორ ვერ გავიგე შენი სიცილის ხმა -სამაგიეროდ კარგად გამომლანძღე და ისე შევარდი კორპუსში . ყველაფრის ჩემზე გადმობრალება კარგად იცი , არადა ბრმა ხარ აშკარად იმხელა ქვა როგორ ვერ უნდა დაინახო ადამიანმა -მათე იქნებ მიმიშვა ავადმყოფთან ... რატომ ერევი როდესაც ამხელა ექიმი ქალი აქ ვარ? რა უფლებით? -სულ შენთვის დამითმია , მალე გადაიწვება და ნახავს. ექიმო ექიმტან თუ წაიყვან კარგი იქნება - უცებ წამოდგა და ისე გავარდა თითქოს ვინმე მისდევდა -სულ გაგიჟდა ეს ბიჭი...მართლა ცხელი ხარ, რომ გახვედი მეგონა გაიზომე -ცუდად ვარ ... ძალა აღარ მაქვს -ოცი კილო ხარ შვილო და რა ძლაა გექნება...გეუბნები ჭამე გასუქდი წაგიღებს ქარი-თქო და აჰაა ერთხელ დასველდი და გაცივდი -შენც აქ დაგტოვე, ჩემი დაც არ მოდის აუუ -აუუ მართლა და მართლა აუუუ რა როგორ ატრაკებ ხოლმე ვგიჟდები, შემაწუხე, შეგაწუხე ნერვებს მიშლი ლია -ლიას ნუ მეძახი -ის რომ გეძახის არაფერს ეუბნები,ჩემი არ გეშინია? -ის მონსტრია -არაფერიც, მშვენიერი ბიჭია. მოვიდა მოგიტანა ხილი და ტკბილეული. მაწონი აკლდა და ავადმყოფის საჭმელი იყო ზუსტად...რომ ჰკითხო მე მომიტანა .რანაირი კაცია , ვგიჟდები -შენი ვერაფერი გავიგე, თუ მოგწონს რას აწვალებ თინი? -სხვანაირად მომწონს, ვერ გაიგებ -სხვანაირად მოწონება რას ნიშნავს -შენ ხომ მოგწონს ჩემი ძმა, რატი, საბა და ბიჭები ისე მომწონს მეც ეს იდიოტი...ისევ 39 გაქ -აღარ მინდა წამალი -თვალები გეხუჭება ხომ ხედავ , უფრო აგიწევს და მერე ნახავ -არ ამიწევს...წავალ დავწვები,მეძინება- ძლივს წამოდგა, წონასწორობას ვერ იცავდა. საწოლში დაწვა და საბანში გაეხვია.თინიმ წამალი მაინც დაალევინა,მერე ცივ საფენებს ადებდა შუბლზე და მაშოც მოვიდა -ვაა თინი? როგორ ხარ? რა ხდება, ლეაკო სად არის? -გაცივდა და სიცხე აქვს...ახლა ჩაეძინა 37 აქ მგონი. უფრო დაბლა არ უწევს, ეგ არაფერი.შენ რას შვები -რატომ არ მითხრა არ წავიდოდი...ჩემი პატარა, სულ ასეა ხოლმე -ნუ ღელავ, წამლებს დალევს და გადაუვლის. ვირუსი არ აქვს...გრიპია უბრალო -წუხელ აქ იყავი ხომ? -ხოო...ყავას დალევ? არ დაიღალე? მე მგზავრობა მაგიჟებს -არა,კარგად ვარ .მგონი შენი ტელეფონია მართლაც თინის ურეკავდნენ, როგორც იქნა მისმა მშობლებმა მოიცალეს და მონახულება გადაწყვიტეს შვილის. უკვე სახლში იყვნენ და ელოდნენ ქალბატონს. -აუუ მაშო მე უნდა წავიდე, ჩემები ჩამოვიდნენ,არ მინახავს სწავლის დაწყების შემდეგ. წავალ და თუ რამე დამირეკე ხო? ცუდად თუ გახდება რეზი წაგვიყვანს ექიმთან, დამირეკე აუცილებლად -წადი საყვარელო...დიდი მადლობა ,ყველაფრისთვის -რა მადლობა, დამირეკე გესმის? არ მოგერიდოს -კარგი, მადლობა ჩემო კარგო არ უნდოდა წასვლა ,მაგრამ მშობლებიც მოენატრა. ისე დაურეკა დედამ რომ ეთქვა ცოტა ხანს დამაგვიანდებაო ალბათ მობილურში გადმოძვრებოდა. სახლში ისეთი წესრიგი დახვდა სიცილი ძლივს შეიკავა. ექვსივე გასუსულები ისხდნენ და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ თითქოს ცხოვრებაში ხმამაღლა არ უსაუბრიათ, ნამდვილი ჯელტმენები იყვნენ და სრულიად ზეციურ ქმნილებებს წარმოადგენდნენ. -დეეეე ,მაააა როგორც იქნა გაიხსენეთ თქვენი ერთხელ შობილი ქალიშვილი და მოიცალეთ ჩემთვის -დედას გოგოოო,როგორ მომენატრეე -ხო არა? გუშინ მეუბნებოდა რა სიმშვიდეა თინის გარეშეო -მამაა ნუ გააგიჟებ აქ...ამდენი უცხო ბიჭია ნუ აფიქრებინებ რომ დედას ვგავარ -დედას გავხარ და რა უნდა იფიქრონ? -მომენატრე პატარავ -მეეეც ...ორივე მომენატრეთ. ჩემი ძმა მაბრაზებს აქ, ცუდად იქცევა ხოლმე.მა ყურს არ აუწევ? -შპიონაჟს აქვს ადგილი... -ვიღაცას დაავიწყდა რომ რეზი 6 წლის აღარაა... -აუუ ეგრე ყურს არც უწევდი ხოლმე...წიგნებს აკითხებდი -მასე გადაიკითხა მთელი ბიბლიოთეკა. -შენ კი ხარ უწიგნური, მე მაბრალებდი ყველაფერს.გახსენებაც არ მინდა ასე დაიწყეს და ბიჭებიც გაამხიარულეს.მიხვდნენ რომ ორივე და -ძმა მშობლებს გავდა და არავითარ გენურ მუტაციას არ ჰქონდა ადგილი. მაშო ლეას გვერდით იყო, სამსახურის გაცდენას ისევ აპირებდა ,მაგრამ მეორე ღამე იყო უკვე და უფროსმა უარი უთხრა. ლეას ესმოდა როგორ თხოვდა გათავისუფლებას ,ბოლოს ისიც თქვა რომ საერთოდ დატოვებდა სამსახურს და მობილური გათიშა. კიდევ ერთხელ იგრძნო თავი დამნაშავედ, არ უნდოდა მის გამო პრობლემები შექმნოდა ვინმეს,მხოლოდ იმიტომ რომ ასეთი სუსტი იყო. თავისთვის უნდა მოევლო და თავადვე ეზრუნა საკუთარ ჯანმრთელობაზე -მაშოო...მე სამეცადინო მაქვს. ხვალ უნიში უნდა წავიდე, მივწერე ჩემებს და გავიგე რაც გვაქვს -პატარავ, ვერ გაგიშვებ. ცუდად ხარ -არაა,არ ვარ ცუდად კარგად ვარ.უკეთ ვგრძნობ თავს. წამლები და სითხეები მშველის ხომ იცი. იმდენი ჩაი და რძე დავლიე -ნუ მატყუებ -არ გატყუებ მაშო -ხომ გიცნობ არა? თვალს ვერ მისწორებ რამეს რომ იტყუები -წადი სამსახურში, მე მალე დავიძინებ. დამწევს დავლევ და მორჩა. გამტენიისას შენც მოხვალ -არა არსად წავალ მის დარწმუნებას ცდილობდა კარზე ზარის ხმა რომ გაისმა და დაბარებულივით გამოჩნდა მათე. გაუკვირდა მისი დანახვა, მერ ემიხვდა რომ ისევ თინის გამო იქნებოდა მისული და დამშვიდდა. -ლეაა შენთან არიან... -თქვენ არ იცნობთ ხომ? ჩვენი წინა მეზობელია, მათე ... ჩვენს სკოლაში სწავლობდა -მართლა? სასიამოვნოა მე მაშო ვარ, ლეას და -ჩემთვისაც სასიამოვნოა...მგონი გიცნობთ კიდეც, ძალიან ნაცნობი სახე გაქვთ -მე თქვენზე ბევრად უფროსი ვარ... დიდი ხანია ქალაქიდან წამოვედი. მეეჭვება ვიცნობდეთ-მაშინვე უპასუხა ,ცოტა დაიბნა,მაგრამ არ შეიმჩნია- რას მიირთმევთ ? -არაფერს,მადლობთ...მალე წავალ მე უბრალოდ -დაიკო აი ხომ ხედავ მარტო არ ვარ , სამსახურში არ დაიგვიანო. ცუდად თუ გავხდები მათეს მივწერ, აქვეა და შემოვა - საათს ხომ შეხედა არც დაფიქრებულა ისე თქვა -იქნებ სახლიდან გადის...მერე? -არა ,გასვლას არ ვაპირებ ცუდი ამინდია სახლში ყოფნა მირჩევნია. შეგიძლიათ წახვიდეთ,თუ გეჩქარებათ არ დაიგვიანოთ ლეა ნამდვილად არ ელოდა მისგან მხარდაჭერას. ბოლოს მაშო გააცილა და კარი როგორც კი მიხურა, მაშინვე გაიხედა. დაელოდა როდის შევიდოდა ლიფტში გოგონა და უკან მდგომს მიუბრუნდა -შეგიძლია წახვიდე...მადლობა რომ დამეხმარე ,არ მინდოდა ჩემ გამო სამსახურად გამოეშვათ- ჩუმად თქვა და კარი გააღო. მათე ჯერ უყურებდა,მერე მშვიდად დაიძრა კარისკენ და ისე წავიდა არაფერი უთქვამს. ვერ მოისვენა, სახლიდან საერთოდ წავიდა.მეგობრებთან იყო,მაგრამ სულ ლეაზე ფიქრობდა. ბოლოს ნერვები მოეშალა და ისევ უკან დაბრუნდა.ლიფტიდან გასვლისას სწრაფად დააკაკუნა კარზე და დაელოდა როდის გააღებდა.იცოდა შემდეგ გადაიფიქრებდა , დიდხანს აკაკუნებდა, ბოლოს სახელური ჩამოსწია და ღია რომ დახვდა გაუკვირდა,მაგრამ დდხანს აღარ უფიქრია პირდაპირ შევიდა. -ლიაა...სად ხარ? -რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და დერეფნის ბოლოს ფუმფულა ჩუსტიც დაინახა. გული ისე შეეკუმშა ამოსუნთქვაც ძლივს შეძლო. უგონოდ მყოფი, რომ დაინახა უარესად იგრძნო თავი ვიდრე პირველად. ახლა ისე ცუდად გამოიყურებოდა რომ დიდხანს არც უფიქრია.ხელში აიყვანა და პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანა. საკუთარ ქურთუკში გაახვია და ტუჩებს შუბლიდან არ აშორებდა. ლიფტიც ისე ნელა მიდიოდა ლამის კიბეზე დაშვება გადაწყვიტა-სულელო გოგო, რატომ არ მიხედე თავს. კარგად იქნები...როგორი ცხელი ხარ,იწვი ...ჯანდაბა ,იწვი - გარეთ ისევ წვიმდა,მანქანამდე რომ მიეყვანა სწრაფად უნდა ევლო. ისე მოხვია მკლავები მინიმალურად რომ დასველებულიყო ისიც აღარ ახსოვდა თავად მხოლოდ თხელი პერანგი რომ ეცვა . წინა სავარძელზე დასვა, ღვედი შეუკრა და სწრაფად დაჯდა საჭესთან. მთელი გზა უყურებდა, ხელს არ უშვებდა და ცდლობდა როგორმე გამოეფხიზლებინა. თვალები ოდნავ გაახილა,მაგრამ ისევ მიეძინა. თავს ვერ ერეოდა,ძალას ვერ იკრებდა. მათემ ხელში რომ აიყვანა მკლავების მოხვევაც ვერ მოახერხა, სიზმარი ეგონა ვერ წარმოიდგენდა თუ რეალურად გრძნობდა ასე ახლოს მის გულისცემას, მის სუნთქვას. ექიმები რომ დაინახა შვება იგრძნო, დერეფანში მარტო იდგა და პალატიდან თეთრხალათიანის გამოსვლას ელოდა -ვინ არის ეს გოგო მათე? -როგორაა... -კარგად იქნება ნუ გეშინია, დამწევი გავუკეთეთ, წვეთოვანსაც დავუდგამთ და მალე გამოჯანმრთელდება. ძალიან სუსტია -კაროოჩე რაა...გული გამიხეთქა. მთელი დღეა ტვინი ამიფეთქდა მაგაზე ფიქრით -კარგად იქნება დამშვიდდი... უბრალოდ სიცხე აქვს . ვიტამინებსაც გამოვუწერ და იმუნიტეტსაც ავუმაღლებ -რა გაცინებს გაბრიელ? -დიდი ხანია ასეთი აღელვებული არ ყოფილხარ...ისე მორბოდი ამ სიფრიფანა გოგოთი ხელში ვიფიქრე რომ რაღაც საოცრება სჭირდა -შენთვის საოცრება მარტო ისაა სისხლისგან რომ იცლებიან და ცალი ფეხით იქეთ არიან...მე რო შევედი და იატაკზე გაშხლართული დამხვდა გული გამისკდა. სულელი გოგო, არა კარი რომ არ ჰქონოდა ღია რა უნდა მექნა...ან კარი რატომ ჰქონდა ღია სხვა რომ შესულიყო მერე? -ვინ არის არ მეტყვი? დაჯექი წყალს მოგიტან -არ მინდა წყალი,არაფერი მინდა...მეზობელია ჩემი -ერთი თვის წინ გადახვედი და მეზობელზე ასე ღელავ უკვე? -მანამდეც ვიცნობდი ...დამშვიდდი ახლა? -მე მშვიდად ვარ ძმაო ,მთავარია შენ დამშვიდდე. არ შეხვალ? -შევალ ხო ...შეიძლება? -შეიძლება ... -ამაღამ აქ დატოვებ? -გამოფხიზლდება, დასტაბილურდება, სიცხე დაუწევს დანიშნულებას მივცემ და წაიყვანე.მერე თავს გაუფრთხილდეს და არაჩვეულებრივად იქნება...ლამაზი გოგოა -შენ სინჯავდი თუ აკვირდებოდი ვერ გავიგე -დაკვირვება არაა საჭირო სილამაზის შესამჩნევად -ჩვეულებრივი გოგოა -ზუსტად. ჩვეულებრივია ,უბრალოა -პატარაა შენთვის , ყველა მნიშვნელობით პატარაა გაბრიელ. საქმე არ გაქვს ? თუ დასჭირდები დაგიძახებ- უცებ უთხრა და პალატაში შევიდა. საწოლთან მდგომ სავარძელში დაჯდა,მობილური აიღო და ეკრანს თვალს არ აშორებდა. ბოლოს თავი ვერ შეიკავა და მძინარეს დააკვირდა-სულელო გოგოვ, რატო ამირიე ტვინი ისევ? თავიდან უნდა შემიჩნდე ხომ? არ გამოგივა ! ჯანდაბა - მიხვდა რომ საკუთარ თავს ესაუბრებოდა და ჭკუიდან გადავიდა. გაიაზრა მთელი განვლილი დღე თავისი ემოციებით და საკუთარ თავზე გაბრაზდა. ლეას გაღვიძებამდე იჯდა გაუნძრევლად და თვალს არ აშორებდა, როგორ არ ეცადა ,მაგრამ ვერაფერი მოახერხა. ლეას მიმიკები რომ შეეცვალა მიხვდა იღვიძებდა . დიდხანს არც დააყოვნა, ისე სწრაფად გაახილა თვალები და წამოიწია თითქოს წყლის ფსკერიდან ამოვიდა . მათეს დანახვისას ისევ ჩვეული რეაქცია ჰქონდა ,ამჯერად თვალები დახუჭა და თითები სახეზე მოისვა მერე სახის წინ გააიტარა ხელი და თითების თვლა დაიწყო -ერთი, ორი, სამი, ოთხი , ხუთი...სიზმარი არ არის? - ჩუმად ამბობდა ,მაგრამ მათეს მშვენივრად ესმოდა.ისე უნდოდა სიცილი დაეწყო თავი ძლივს შეიკავა -დერეფანშიც ქვა იდო და ფეხი წამოჰკარი თუ რა მოხდა -მე... -არ დაიწყო ახლა მე მე მე თორე გავაფრენ.კარი რატომ გქონდა ღია იმ დროს -ცუდად რომ გავხდი გამოვედი ...არ იყავი და მერე უკან დავბრუნდი ვიფიქრე ცივი წყლის აბაზანა მიშველის-თქო ,მაგრამ სააბაზანოში შესვლამდე გონება დავკარგე - ჩუმად თქვა ისევ, დასჯილი ბავშვივით ლაპარაკობდა დატუქსვის მოლოდინში რომ ვერ უსწორებდა მშობლებს თვალს-მადლობა ,დახმარებისთვის -იწექი ჯერ...ექიმს დავუძახებ და მერე წავიდეთ -პალატიდან გავიდა და გაბრიელი იპოვნა -რა ხდება გაიღვიძა? -კი...გასინჯე , დანიშნულება მიეცი და წავიყვან -როგორაა -მეტყველებს -ვაიმე აქამდე მუნჯი გეგონა? -მოკეტე რა ... ექიმის ფორმა მიიღე -ექიმის ფორმას რას ეძახი შენ -თვალები არ გაქვს ჩაშავებული და გამოღამებული ... რა ხდება ისვენებ ხოლმე? -დამპალი ხარ რა , აი სულ დამპალი იყავი და დარჩები ბოლომდე .კარი რომ გააღო პირველი შევიდა და ლამის ცხვირზე მიაჯახა მათეს- გამარჯობა მშვენიერო ... როგორ ხარ? -გმადლობთ, უკეთ -ძალიან კარგი ...-საწოლთან ჩამოჯდა და ფონენდოსკოპი აიღო- სანამ გეძინა ანალიზების პასუხები მივიღეთ , ისეთი არაფერია უბრალო გრიპი გაქვს. ჰემოგლობინია ცოტა დაბალი და სავარაუდოდ არასწორი კვების ბრალია. ისეთი საშიში არაფერია , ეფექტურ ვიტამინს გამოგიწერ და აუცილებლად დალიე ხო? -არ მიყვარს წამლები -ყველაფერი გიყვარს რასაც აკეთებ ხოლმე? ბედნიერი ყოფილხარ ...ფილტვებს მოვუსმინოთ მაინც კიდევ ერთხელ ხო?- წამოჯდომაში დაეხმარა ხელი რომ არ სტკენოდა, ჯერ კიდევ ნემსი ჰქონდა ვენაში . მაისური აუკეცა და საქმეს შეუდგა,მაგრამ მათე ისე უყურებდა მის მოძრაობებს და ისე უსმენდა თითქოს რაღაც არა-ჩვეულებრივს აკეთებდა. სულ გაგიჟდა ლეა თვალებში რომ შესციცინებდა, მშვენივრად ესაუბრებოდა ,არც დაბნეულა და ნახევრად შიშველი რომ უჯდა წინ ამაზეც არ ჰქონია რეაქცია. დაწოლის შემდეგ მუცელზეც დაუწყო თითების ფათური ბიჭმა და ისიც ისევ მშვიდად იყო -კარგი გოგო ხარ ...უბრალოდ ცოტა მეტი და ჯანსაღი პროდუქტი ჭამე ხო? ლეა...ლეა ლამაზი სახელია ,რამდენი წლის ხარ ლეა? -მადლობა, 19 წლის ვარ იმდენი და ისეთი კითხვები დაუსვა ფილტვის გარდა ათას ორგანოს ეხებოდა და ეს არ ესმოდა მათეს, ან უბრალოდ არ იგებდა რომ ზურა ზედმიწევნით კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას და არ უნდოდა რამე გამორჩენოდა . -გაბრიელ ექიმო იქნებ დროულად დაასრულოთ, სახლში მინდა დავბრუნდე. დრო თავზე საყრელად არ მაქვს ,ისედაც დიდი ხანია მოვცდი საქმეს -შენი საქმეები რომ ვიცი ... -მალე დაასრულებთ თუ კიდევ რამე უნდა ჰკითხოთ ...უბრალოდ გრიპი აქვს სხვა არაფერი აწუხებს. ჭამას ისწავლის , ცოტა ძალას მოიკრებს და ეგაა რა -გმადლობთ დახმარებისთვის დოქტორო -თან დანიშნულებას წერდა თან მათეს ესაუბრებოდა-მოკლედ ლეა ესაა ყველაფერი რაც უნდა მიიღო ...ჩემი ნომერი ზემოთ აწერია, თუ ისევ ცუდად იგრძნობ თავს დამირეკე -გმადლობთ ექიმო მათემ თვალები აატრიალა და ღრმად ჩაისუნთქა, ცეცხლს ისროდა თვალებიდან. ზურამ გვერდი აუარა და ისე ჩაიცინა სულ მთლად გადარია -არა რა იყო ეს? რაში გაინტერესებდა ამდენი რამ -შვილო ჩემო, ძმაო ჩემო უვიცო და უგნურო მათე.პაციენტს უნდ აჰკითხო რა აწუხებს, რამე დაავადება ხომა რ აქვს, წამალს რომ უნისნავ უკურეაქცია რომ არ ჰქონდეს , რომ მოუხდეს და უარესად არ გახადოს. ისიც უნდა ვიცოდე დიაბეტი აქვს, ჩიყვი, ანემია, რამე ვირუსის მატარებელია, ციკლი აქვს თუ არა, სექსი კვირაში რამდენჯერ აქვს და თუ საჭირო გახდება რამდენ კაცთან...წავალ ვკითხავ ეგ არ მიკითხავს -მეღადავები ხო? ნახე გასართობი -საუკუნეა არ მსულხარ ჩემთან,ახლა მოხვედი და ეჭვიანობ ვიხალისებ აბა რას ვიზამ. ისე რაც ვკითხე არაფერი იყო ზედმეტი -ჩემი ნომერი ზემოთ წერია, ცუდად თუ გახდები დამირეკეეე - ხმა დაიწვრილა და ისე თქვა- კაცი გამოძახებით ხარ თუ რა არი...აუწევს სიცხე დალევს წამალს და დაუწევს ,შენთან დარეკვა რაში ჭირდება -ექიმთან კონტაქტი უნდა ჰქოდნეს პაციენტს მანამ სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება -რა საოცარი ხარ... სახელი რომ ლამაზი ჰქვია ესეც ჰიპოკრატეს ფიცის მიხედვით უთხარი? ფლირტაობა ექიმების მეორე პროფესიაა? -ბოლოს რომ გნახე იმ გიჟ გოგოზე აბოდებდი და ასე უცებ გადაგიყვარდა და შეგიყვარდა? -ღმერთო გაძლება მომეცი...მოხსენი ის ნემსი და წავიყვან . ვაბოდებდი კიდე გადაჭარბებული ნათქვამია, მევასება უბრალოდ -ექთანი მოხსნიდა უკვე,შეგიძლია წაიყვანო -ანალიზების ფული სად გადავიხადო -საყოველთაო დაზღვევა ძირფასო..აუ რა შორს ხარ აქაურობისგან? რა ხარ ასეთი ჯანმრთელი -ბოროტი ექიმი ხარ რა ... გინდა ცუდად ვიყო ხო? -არაა...მინდა ვინმემ ერთხელ შენც მიგილამაზოს ეგ ლამაზი პირისახე.წავედი პაციენტები მელიან- კოცნა გაუგზავნა და დერეფანს გაუყვა. პალატაში რომ შევიდა წავედითო უთხრა და მერე ხმა არ ამოუღია. მხოლოდ ქურთუკი მოახურა და წინ გაიქცა. მერე დაინახა როგორ მიიტანა ცხვირთან ქურთუკის საყელო და თვალები აატრიალა-სულელი ბინასთან რომ მივიდნენ არც კი დაფიქრებულა ისე გააღო ლეას კარი და ისევ წინ წავიდა. ფეხსაცმელიც გაიხადა, დივანზე გაწვა ,ბალიშები ერთმანეთს დააწყო და ტელევიზორი ჩართო -აი შენი ქურთუკი...რას აკეთებ? -მაგრად მომეტყ*ა ტვინი აქეთ-იქით სირბილით. რომ დაბრუნდება შენი და ,მივხვდები რომ მეტჯერ აღარ მომიწევს დრეს შენი ხელით ტარება წავალ .იმედია აღარ წაიქცევი იქ სადაც მე ვიქნები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.