დაბრუნება (4)
ყველაზე ბედნიერი დილა გამითენდა ბოლო წლების მანძილზე, მის მუხლებზე მოკალათებულს და მასზე ჩახუტებულს მეძინა მთელიღამე, ჩემს ყელში ქონდა თავი ჩარგული და ხარბად ისუნთქავდა თმები სუნს, უკვე ეღვიძა. -რატომ არ გამაღვიძე ? -ვერ წავართვი ბედნიერება თავს-ღიმილი მომეფინა მთელს სახეზე, თვალები ამიწყლიანდა სიმშვიდე იყო ქუჩაშიც და სახლშიც, უკვე სულშიც და დავითიც მშვიდი იყო. -ჩაი თუ ყავა? -ჩაი-მაცდურად გამიღიმა და ხელები მოაშორა ჩემს წელს, სამზარეულოში გავედი და ჩაისთვის ორი ჭიქა ავიღე, უკვე აღარც მახსოვდა რა გემო ქონდა ჩაის მასთან ერთად, გაუაზრებლად ინსტიქტურად ვაკეთებდი მოძრაობებს ის კი იდგა სამზარეულოს კარზე მიყუდებული და ღიმილნარევი სახით მიყურებდა. -დაჯექი და ამწუთას იქნება-კუთხეში დაჯდა სკამზე იდაყვით მაგიდას დაეყრდნო და მანიშნა მის მუხლებზე მოვკალათებულიყავი, მეც არ ვიუარე უკვე განცდილი მონატრების წუთები და ჩაის ჭიქით ხელში მუხლებზე დავუჯექი. ძველებურად მომადო მხარზე ტუჩები და უყურებდა დაორთქლილ სათვალეს. მე კი ყველაფერს ბურუსით მოცული ვუყურებდი მაგრამ არ ვართმევდი ამ ბედნიერებას დავითს და სათვალეს არ ვიხსნიდი. -ამის მერე რა იქნება? -არვიცი -ისევ წახვალ? -მომიწევს -რას ნიშნავს მოგიწევს, შენ არასდროს აკეთებდი იმას რაც არ გინდოდა დავიჯერო წლებმა ასე შეგცვალა? -კი წლები ბევრ რამეს ცვლის, გრძნობებს ვერ ერევა მხოლოდ -რისი თქმა გინდა? -მე ჩემ თავს აღარ ვეკუთნი სამწუხაროდ არც შენ გეკუთვნი, მაპატიე -რას გულისხმობ? -მაპატიე უბრალოდ -რა გაპატიო -მა-პა-ტი-ე-ახლა უკვე დამარცვლით გამიმეორა და მის შემდეგ მეც არაფერი მითქვამს, ჩაი დავლიეთ უხმოთ შემდეგ მოვშორდი მას და სამზარეულოდან გავედი, ისიც გამომყვა -მე უნდა წავიდე, შევხვდებით, მალე -თუ ისევ წასვლას ნიშნავს შენი მოსვლა აღარ მოხვიდე-შუბლზე უხმოდ მაკოცა და სახლიდან გავიდა ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა მის ცხოვრებაში ახლა, ვის ეკუთნოდა თუ არა საკთარ თავს, ფიქრით თავი აღარ დავიღაკე აივანზე გავედი სამი ღერი მოვწიე გაუჩერებლად, მერე თითქოს ფილტვებმა მითხრეს შეგვიბრალეო და გავჩერდი, თორემ მთელს კოლოფსაც მოვწევდი გაუაზრებლად, ვიყურებოდი კორპუსებს ზევით, ცისკენ და ვერაფერზე ვფიქრობდი, ვოცნებობდი უბრალოდ ფრთები მქონოდა და გავქცეულიყავი, ბავშვობიდან მებრძოლი ვიყავი მაგრამ ახლა ბრძოლის ჟინის და ყველაფრის გამოსწორების სურვილიც კი დაკარგული მქონდა. არაფერზე ფიქრებში გართულს ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა. -გისმენთ? -ასე უნდა დაივიწყო მშობლები?-საყვედურით სავსე დედას ხმა მომესმა -ღმერთო ჩემო მაპატიე -როგორ ხარ? -კარგად დედი შენ როგორ ხარ, რახდება ამერიკაში ჩქეფს სიცოცხლე? -შენს გარეშე ხომ იცი ჩვენს ოჯახში ყველაფერი მკვდარია -არ არის საჭირო ნოსტალგიები -მოგვენატრე დე, იქნებ ჩამოხვიდე -მეც მომენატრეთ დედა მაგრამ მანდ რა უნდა ვაკეთო -და მანდ რას მიკეთებ ერთი-დავფიქრდი და მართლაც არაფერს ვაკეთებდი საქართველოში, დარდის მეტს, თუმცა წასვლის სურვილი არ მქონდა არც ახლა და არც არასდროს, მიყვარდა ჩემი ქვეყანა. -საქმეს რა გამოლევს -კარგი დედი ახლა უნდა წავიდე და არ დაგვივიწყო. -მომიკითხე მამა და ჩემი უსაქმური ძმა. ტელეფონი გავთიშე თუ არა შემდეგი მონატრების ზარი გაისმა ლიკა იყო, ღმერთო ალბათ საყვედურებით უნდა ამავსოს იმდენიხანი არ მიმნახავს ჩემი ნათლულითქო გავიფიქრე და საცოდავი ხმით ვუპასუხე -უპასუხისმგებლო და საშინელი გოგო ხარ -მადლობთ ქალბატონო ლიკა მაგრამ იქნებ რამე ახალი გეთქვათ -სწრაფად გამოდი ჩემთან თუ არგინდა ცელით დაგადგე სახლში და თავი წაგაწყვიტო -ახლა არ შემიძლია -ვიცი მე შენი არ შეძლება, გელოდები-ტელეფონი გამითიშა, გადავურეკე მაგრამ არ მიპასუხა, ძალიან გაბრაზებული იყო ჩემზე, მეც ავიკარი გუდანაბადი და გავეშურე ბავშვობის მეგობრისკენ. კარი ნიკამ გამიღო -ოჰო, ამას ვის ხედავს ჩემი თვალები მე მეგონა გასვენება გამომაპარეს და თურმე ცოცხალი ყოფილა -ნუ მასხარაობ ერთი გამატარე-თბილად გადავეხვიე და სახლში შევედი. პატარა დემეტრე უკვე დიდი ბიჭი იყო წინ გადამიდგაა და წელზე შემომეხვია უკვე პირველ კლასელი ნათლული. გაბრაზებული და გახარებული თავალებით ამომხედა. -როგორ ხარ დემეტრე-მის სიმაღლეზე გავთანაბრდი და მოვეხვიე -დაღლილი, აღარ შემიძლია ამდენი სწავლა, და ესენი სკოლაში სიარულს მაძალაბენ.-უკმაყოფილოდ ბურტყუნებდა -თუ არ ისწავლი იქნები ხეპრე ბიჭი და არავის მოეწონები, არც გოგოს და არც ბიჭს -შენც იგივეს მიმეორებ, რასაც დედაჩემი მომბეზრდა ამდენი ჭკუის რიგება.-ბუზღუნით გამაშვებია ხელი და ოთახიდან გავიდა. -რას ვეღირსე, ვისი ხმა მესმის-ლიკამ გამოანათა-რა არის ეს როგორი გამხდარი ხარ საჭმლის ფული არ გაქვს? -კიდე გშურს ხომ ჩემი ტანწერწეტობის-გადავეხვიე მონატრებულ დაქალს -მშურს კი არა მოგკლავ, სადაა რო დაიკარგე, კარგი მე არ გახსოვსარ ნუ გახსოვარ მაგრამ საკუთარი ნათლულიც არ გახსოვს?-დიდხანს ვისმინე საყვედურები, შიგადაშიგ მონატრებაც გამოსჭვიოდა ლიკას ხმაში, ნელ-ნელა ნიკას საძმაკაცო იკრიბებოდა, მეშინოდა დავითიც არ მოსულიყო. ვისხედით მგვრალ მაგიდასთან ძველ სასიამოვნო ამბებს ვიხსენებით, ახლებს ვამცნობდით ერთმანეთს ყველაფერი მშვიდად იყო სანამ ნიკამ აივანზე გაყოლა არ მთხოვა -რახდება?-შეშინებულმა ვუპასუხე -შენ მაინც არ იცი სად არის დავითი? -გუშინ ჩემთან იყო -ოთხ წელზე მეტია არ მინახავს, მარტო შენგან არ წასულა ჩვენც მიგვატოვა -რას ნიშნავს მიგატოვათ -ჰო აი ასე უბრალოდ ერთ დღესაც ადგა და გაქრა, მის მერე ვეძებ შენ არაფერს გეუბნებოდი აქამდე არ მინდოდა უფრო მეტად დამეთრგუნე, ვფიქრობდი ალბათ ქვეყნიდან გადაიხვეწა ან რამე უბედურება შეემთხვათქო -ქვეყნიდან მართლაც იყო გადახვეწილი თუმცა ამაწლის მაისში გამოჩნდა, ჩამოვიდა რა, მის მერე აქ არის, რამოდენიმეჯერ ვნახე -შერიგდით? -არა, უბრალოდ მოდის მეუბნება მალე დავბრუნდებიო მაპატიეო და მიდის -მაინც ვერ გადაეჩვია ამ იდუმალებით მოცულ სამყაროში ცხოვრებას როდის უნდა დასერიოზულდეს უკვე ოცდაცხრა წლის არის, კარგი შენ მაგაზე არ იდარდო მთებს გადავაბრუნებ და მაინც ვიპოვი ყველაფერს გავარკვევ და რამე მიქარული თუ აქვს ცემაშიც ამოვხდი სულს, ძმაკაცია მაგრამ არ ვაპატიებ შენს გულის ტკივილს-მომეხვია შუბლზე მაკოცა და სახლში შევედით. დაძაბული ვიჯექი მთელი საღამო, ვერაფერზე ვფიქრობდი ერთის გარდა, რა მოხდა ასეთი დავითის ცხოვრებაში რომ ძმაკაცებსაც კი ზურგი შეაქცია. სუსხი შეინიშნებოდა უკვე ქუჩაში შემოდგომის სუსხი მიუხედავად იმისა რომ დღე ძალიანაც ცხელოდა ღამე ცივი იყო, აბუზული გავუყევი დაღმართს ცაზე ვარსკვლავები აქა-იქ მიმოფანტულიყო და როგორც ბავშვობაში ახლაც დავიწყე მათი თვალიერება, თან ვითვლიდი, ოღონდ დავითზე არ მეფიქრა და ყველანაირ სისულელეს გავაკეთებდი, მაღაზიაში შევიარე შოკოლადებით გავავსე კალათი და სახლში წავედი, ჩუმი, იდუმალი ღამე იყო, ირაკლის ბარიდან ხმაური ამოდიოდა მაგრამ ვერაფრით გადავაწყვეტინე თავს იქ წასვლა. ლოგინში შევძვერი საბანში გახვეული ვიწექი და ძილი არ მეკარებოდა... *** -სწრაფად ჩაჯექი და წავედით? -სად მივდივართ -სადაც მარტო ჩვენ ვიქნებით -დავით რას აპირებ -ბედნიერი ვიყო -შენთან ერთად მინდა მთელი ცხოვრების გატარება და ამას წინ ვერავინ გადაუდგება, უბრალოდ შენ მანქანაში ჩაჯდები და ჩვენ ვიქნებით სამუდამოდ ერთად-მეც მინდოდა მასთან მთელი ცხოვრება, დაუფიქრებლად გავაღე მანქანის კარი და ადგილს მოვწყდით სწრაფად, ცარიელი სახლი მალე შევავსეთ, ავეჯით, ჩვენი საყვარელი ნივთებით, მუსიკით ყავის სუნით და ერთმანეთით. ერთი კვირა დაკარგული ვეგონე ცემებს ბოლოს შემეცოდნენ და გაავგებინე სადაც და ვისთან ერთადაც ვიყავით, თვეების განმავლობაში არ მელაპარაკებოდნენ, ეს როგორ გაგვიკეთეო, ასე რატომ იჩქარეო, ვინაა ნორმალურად არც იცნობო, მაგრამ ვუსმენდი და პასუხს არ ვცემდი, მერე მიხვდნენ რომ აზრი არ ქონდა მათ საუბარს, თანაც ხედავდნენ რომ ბედნიერი ვიყავი და გაბრაზებამაც გადაუარა, დავითს კი დიდხანს ვერ მიიღებდნენ სიძეთ. ვცხოვრობდით ერთმანეთთან შესისხლხორცებული, ხშირი სტუმრიანობა გვქონდა, სიმართლე ვთქვა მაწუხებდა ყველა სახლში, მხოლოდ მასთან ერთად ყოფნა მინდოდა. ამიტომ ღამეებს ვათენებდით რომ ერთმანეთით ტკბობა განგვეცადა, პირველი თანაცხოვრების დღეები ისეთი იყო როგორსაც ვერცერთ ლამაზ ზღაპარში ვერ წარმოვიდგენდი, ანთებული თვალებით ვიღვიძებდი და რაც მთავარია ვგრძნობდი როგორ ვუყვარდი ჩემს თანამეცხედრეს. *** ამ მოგონებებით სავსე დავიძინე იმ ღამეს, დილით გაბრუებულს გამეღვიძა, თითქოს მათრობელა ყოფილიყოს მოგონებები, სამზარეულოში შესვლისას მოვედი მხოლოდ გონს რომ ვიყავი მარტო. აღარ ტრიალებდა სახლში დავითის სუნი, ახლა ის სხვა ჰაერს სუნთქავდა. სულის შემძვრელი იყო მონატრება, ინტერესი. ოთხი წელი ვიტანჯე, ველოდე, იმედი არ დავკარგე, დაბრუნდა მაგრამ ჩემთან არა, ვერ წამრმომედგინა ეს კოშმარი, სიზმარშიც კი, ერთი წამითაც არ ვუშვებდი რომ სხვასთან იყო, ვფიქრობდი რომ პრობლემებში გახვეული იყო და არ უნდოდა ჩემთვის დაემძიმებინა ამაოება. ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა ფიქრებისგან -მარიამ, ყველაფერი გავიგე-ნიკა იყო -რახდება?-ხმა ამიკანკალდა, თითქოს არ მინდოდა სიმართლის გაგება თითქოს მეშინოდა, მეშინოდა რომ ჩემგან სამუდამოდ ქონდა წასვლა გადაწყვეტილი, რეალობას გავურბოდი, ოღონდ ახლა არაფერი ეთქვა, მოვეტყუებიე, ეთქვა რომ მატყუარა, რომ არ ვყვარებივარ არასდროს ოღონდ არ ეთქვა სიმართლე, მეშინოდა, შინაგანად მჭამდა აზრი რომ რეალობა წარმოდგენილზე საშინელი იყო . -უნდა გნახო, ტელეფონით ვერაფერს გეტყვი -სახლში ვარ -კარგი მალე მოვალ. წუთებს ვითვლიდი, ერთი წუთიც ვერ გავძელი, მერე წამების დათვლა დავიწყე, ღერი ღერზე ვეწეოდი, ვერაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ წინდაუკან დავდიოდი ცარიელ ოთახში და ველოდებოდი, ველოდებოდი განაჩენს, მოუსვენრობამ შემჭამა, მეგონა უკვე ღამდებოდა, საათს დავხედე და ჯერ მხოლოდ ხუთი წუთი იყო გასული ნიკას ზარის შემდეგ, მერე სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი თავი უკან გადავწიე და თვალები დავხუჭე თავი ვაიძულე არ მეფიქრა, არც წამები დამეთვალა, უბრალოდ მოთმინებით დავლოდებოდი. ასე გავიდა თითქმის ნახევარი საათი ნერვიულობა უფრო მატულობდა და როგორც იქნა კარზე ზარი, ფეთიანივით მოვარდი საკეტს და კარი გავაღე. -შემოდი-ვცდილობდი ნერვიულობა არ დამტყობოდა მაგრამ ხელის კანკალით და ტუჩების სილურჯით ყველაფერი ნათლად ჩანდა. ნიკაც ნერვიულობისგან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა ბოლოს როგორც იქნა მოვიფიქრეთ და მისაღებში შევედით -დაჯექი -მარიამ -რახდება? -მიმძიმს ამის შენთვის თქმა მაგრამ ასე არ შემიძლია, დამახრჩობს ეს ცოდნა თუ არ გაგიზიარე, არ შემიძლია მოგატყუო და სხვასაც მოვატყუებიო შენი თავი, ერთს გთხოვ რომ მშვიდად მომისმინო, გთხოვ რომ არ იტირო-უკვე ცრემლები ცამდგარი მქონდა თვალებში-არ ღირს დარდად, დამიჯერე, არც ზედმეტი ჩაძიებაა საჭირო, დავითის მაგივრად მე მაპატიე რომ ასე ხდება, თავის დროზე რომ არ გავუერთიანე ცხვირ-პირი დავითს ის მაპატიე-ხმას ვერ ვიღებდი მოუთმენლობა კი მჭამდა, ოღონდ მალე ეთქვა რა ხდებოდა და მერე თუნდაც მოვმკვდარიყავი უბრალოდ სიკვდილამდე მცოდნოდა რა ხდებოდა-მოკლედ, მთელიღამე მე და ბიჭები ვცდილობდით დაგვედგინა დავითის ადგილსამყოფელი, ბოლოს მივაგენით შუაღამეს დავადექით სახლში, ჩვენი დანახვა რათქმაუნდა არ გაუხარდა, ვეცადეთ ყველაფერი აგვეხსნა და დაწვრილებით გაგვეგო მაგრამ მან მხოლოდ ის გვითხრა, რომ შენს თვალებში ჩახედვა ცხვენოდა მაშინ, ავარიიდან მესამე დღეს და ამიტომაც წავიდა, განზრახული ქონდა მალევე დაბრუნება მაგრამ ვერ შეძლო, მე მხოლოდ მის ნათქვამს გეუბნები, ცოლი მოიყვანა...-მის მერე არაფერი გამიგონია უბრალოდ თავს ინსტიქტურად ვამოძრავდებდი, კედელზე ერთ წერტილს ვუყურებდი. თვალს ვერ ვწყვეტდი იმ წერტილს. ნიკა კიდევ მელაპარაკებოდა რაღაცას მაგრამ ახლა მხოლოდ დავითის ხმა ჩამესმოდა, მისი თბილი ჩუმი ლაპარაკი, მისი სიმღერა, მისი "მიყვარხარ". და ვხვდებოდი რომ არასდროს, აღარასდროს აღარ განმეორდებოდა მსგავსი რამ, მერე ვიგრძენი რომ ნიკა სახეში მირტყამდა ხელებს-გამოფხიზლდი, გონს მოდი მარიამ -აქ ვარ, არსად წავსულვარ -მაპატიე რომ მე მომიწია ამ ყველაფრის თქმა -გამოდის რომ აღარ ვუყვარვარ? -როგორც მან თქვა უყვარხარ მაგრამ მიზეზი შენგან წასვლისა კვლავ ვერ გავიგე, გპირდები რომ ამასაც გავიგებ და აუცილებლად გეტყვი, გთხოვ არ იდარდო ყველაფერ ამაზე, ხდება, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და შენ იმიტომ ხარ ადამიანი რომ გაუძლო, გაუსაძლისსაც უნდა გაუძლო და ერთ დღესაც როდესაც ყველაფერი დალაგდება და გაგახსენდება შეიძლება სიცილითაც მოკვდე. -შვილი ყავს? -კი-და დუმილი -მეც უნდა მყოლოდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.