შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (5)


7-06-2018, 10:58
ავტორი ბიბი
ნანახია 1 232

როდესაც ყველა ჭრილობა იხსნება და ზედ მარილს გაყრიან ისეთი მტკივნეული იყო ჩემი შვილის გახსენება, შვილის რომელიც ვერ მოევლინა ქვეყანას, ცრემლები მოდიოდნენ დაუკითხავად, ბურუსით მოცული იყო ირგვლივ ყველაფერი, ნიკას სახეს ვეღარ ვარჩევდი ვიცოდი რომ იყო თავდახრილი და მწუხარე, ვერ ვხედავდი მაგრამ ვიცოდი რომ ჩემს ყველა ტკივილს ძმასავით განიცდიდა, არაფერი მესმოდა გარდა ტალღების ხმისა, მერე ნელ-ნელა გაიწმინდა გამოსახულება, ვხედავდი რომ ნიკა ტუჩებს ამოძრავებდა მაგრამ არაფერი მესმოდა, მტკიოდა იარები, ვერც ცრემლებს ვგრძნობდი და ვერც ნიკას შეხებას. სახეში მირტყამდა ნიკა ხელებს, მე არაფერი მესმოდა, მერე ნელ-ნელა მიწყდა ტალღების ხმა.
-მარიამ, მარიამ, კარგად ხარ ?
-ნიკა-ენას ვერ ვიბრუნებდი, ამოვილუღლუღე
-წყალი ხომ არ მოგიტანო?-თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, ცივმა წყალმა ცოტა გონზე მომიყვანა.- ყველაფერი რიგზეა?
-არაფერი არ არის რიგზე
-მაპატიე რა
-შენ არაფერ შუაში ხარ, ადრე თუ გვიან ასე მოხდებოდა.
-მე ახლა ჩემთან წაგიყვან მარტო ვერ დაგტოვებ
-არა ნიკა არ არის საჭირო კარგად ვარ
-მარტო ვერ დაგტოვებ-მკაცრად მითხრა
-არ არის საჭირო
-საჭიროა, ადექი და წავიდეთ-ლაპარაკი კვლავ მიჭირდა და ბოლოს დავნებდი ნიკას, მასთან წავყევი, თავს მეხვეოდა ცოლ-ქმარი თითქოს მომაკვდავი ვყოფილიყავი, დემეტრე გაოცებული მიყურებდა, არც იღიმოდა, თავს ძალა დავატანე და მოვახერხე ბავშვისთვის გამეღიმა, გადამეხვია, თანაგრძნობით იყო მისი ჩახუტება სავსე, არაფერი არ იცოდა რა ხდებოდა მაგრამ იცოდა რომ მჭირდებოდა ჩახუტება, გვერდით დგომა და თავისი პატარა სუფთა გულით და სუფთა განზრხვით ჩამებღაუჭა, ცოტახანი ასე ვიყავი ბავშვზე გადახვეული. ვცდილობდი არ მეფიქრა ჩემს არარსებულ შვილზე მაგრამ მაინც მეფიქრებოდა, ვერაფრით ამოვიგდე მასზე ფიქრი თავიდან. მერე დემეტრეც წავიდა, ლიკა მელაპარაკებოდა რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ არ უნდა დავნებებულიყავი არავის.
-ახლა რა ვქნა?
-იცხოვრე
-ვისთვის
-შენთვის მარიამ
-არ შემიძლია
-შეგიძლია ყველაფერი
-მე წავალ ასე აჯობებს, მარტო ყოფნა მინდა
-დამირეკე სახლში რომ მიხვალ.
არვიცი რამდენხანს მივდიოდი ფეხით სახლამდე, სახლში არ შევსულვარ ირაკლის ბარში შევედი.
-ამას ვის ხედავს ჩემი თვალები გაგახსენდით საქალბატონევ?
-გთხოვ არ გინდა ახლა არ მაქვს ამის თავი დამისხით რამე უნდა გავითიშო
-მოხდა რამე?
-მერე მოგიყვები გთხოვ ახლა არ მინდა, დამისხით რამე ისეთი რაც გამთიშავს
-კარგი ახლავე
ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი, ნელ-ნელა ბრუვდებოდა სხეულიც და გონებაც, თვალებიც ამემღვრა და ირგვლივ ყველაფერი გაურკვევლი იყო ისევე როგორც ჩემი ხვალინდელი დღე. ირაკლი გვერდით მეჯდა და ჩემთან ერთად თვრებოდა. მეგობრებიც აქვე იყო, მათთან ყოფნა მშველოდა, ერთი ფაქტი რომ არ ყოფილიყო. ისინი დავითს ელოდნენ.უკვე შუაღამე იყო თორმეტზე მეტიც ალბათ.
-ბარს არ კეტავ?-უინტერესოდ ვკითხე ირაკლის
-ჯერ ადრეა, ბოლომდე გავერთოთ-ამასაც თუ გართობა ქვია გულში გავიფიქრე და ბოლო ჭიქაც გადავკარი, მერე მთელი საღამო ვცეკვავდი სანამ დავითი არ მოვიდა. კუთხეში დავჯექი რომ არ შევემჩნიე მაგრამ რას გამოაპარებდი
-კარგად ხარ მარიამ?
-კი
-არ შემომხედავ?
-არა
-რატო?
-მეზიზღები
-ყველაფერი გასაგებია
-რა არის გასაგები?!-თავი მაღლა ავწიე და ხმამაღლა ვუთხარი
-ყველაფერი
-ჰო ნიკა იყო ჩემთან, ჰო ყველაფერი მითხრა, იქნებ თქვა რომ არ უნდა ეთქვა?-უკვე ვყვიროდი
-იქნებ ამაზე მარტო გვესაუბრა
-რატო? არგინდა სხვამ გაიგოს როგორი მხდალი და ნაგავი ხარ ?
-მარიამ გთხოვ
-ნურაფერს მთხოვ
-მარიამ გარეთ გავიდეთ
-არსად არ გამოვალ. ან აქ ვილაპარაკებთ ან არსად
-კარგი პრობლემა არ არის-ჩემს პირდაპირ დაჯდა
-გისმენ
-მე გისმენ
-მითხარი ყველაფერი
-იმ დღეს ავარიის დღეს-გული შემეკუმშა-ვინც დაგეჯახა, ორი დღე ვეძებდი, მერე ვიპოვე და ცემაში შემომაკვდა, როცა გავაცნობიერე რა გავაკეთე როცა გავაცნობიერე რომ მკვლელი ვიყავი ვერ გავბედე შენთვის თვალებში ჩახედვა, ვერ გავბედე მეორე ტკივილი მომეყენებინა შენთვის, ვერ გავბედე მკვლელის გვერდით გეცხოვრა, მაშინ გადავწყვიტე სამუდამოდ წავსულიყავი შენგან და როდესაც დაგემშვიდობე მეორე დღეს ნატასთან ერთად წავედი სოფელში, ჰო ცოლად მოვიყვანე, ვუყვარდი ისევე როგორც შენ მაგრამ არა შენ, შენ უფრო მეტად გიყვარდი, დაუმსახურებლად გიყვარდი, მერე გერმანიაში წავედი, სამ წელზე მეტი ვიყავი იქ ნატასთან ერთად, შვილიც შეგვეძინა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თითქოს ყველაფერი დალაგდა, თითქოს კარგი, ბედნიერი ოჯახი ვიყავით მაგრამ ღამე როცა მას ეძინა მე ტკივილისგან ვიტანჯებოდი, როცა ვეხებოდი ქალს რომელიც არ მიყვარდა, მას ვკოცნიდი და შენზე ვფიქრობდი, გეფიცები არცერთი წამი არ ყოფილა ამ სამი წლის განმავლობაში როდესაც სხვა ქალზე მეფიქრა, დღემდე ისევ ისე ძლიერად მიყვარხარ როგორც მაშინ სამუდამოდ ერთად ცხოვრება რომ გადავწყვიტეთ, ბევრს ვფიქრობდი, ვფიქრობდი შენზე და მხოლოდ შენზე, ვფიქრობდი შეცდომაზე, ჩემს გასვრილ ხელებზე და შენზე. ნატამ იცის რომ არ მიყვარს იცის რომ დღემდე შენ მიყვარხარ და მოთმინებით ელოდება როდის გადაგიყვარებ, მაგრამ ეს არ მოხდება გესმის, სამუდამოდაც მასთან რომ მომიწიოს დარჩენა შენ ვერასდროს დაგივიწყებ, მე ვერაფერი გაგიკეთე მხოლოდ გატკინე...
-მე რომ იმ ღამეს არ გავქცეულიყავი გაბრაზებული ახლა ჩვენი შვილი მუხლებზე დასმული მეყოლებოდა-თავი მაგიდაზე დავდე და ავტირდი...
-მაპატიე რომ იმ ღამეს გაგაბრაზე, მაპატიე რომ ჩემი შვილის მკვლელი მოვკალი, მაპატიე რომ ის ქალი ჩემი ცოლია, მაპატიე რომ შენ ტირი, მაპატიე რომ შენი არ მქვია...
-წადი გთხოვ და აღარასდროს დაბრუნდე, როგორმე გავუძლებ უშენობას.
-არ შემიძლია შენი დატოვება, შენი სამუდამოდ მიტოვება არ შემიძლია, დავბრუნდები, აუცილებლად დავბრუნდები და მერქმევა შენი, ჩვენ ვიქნებით ოჯახი, ძველი ტკივილებით და ახალი ბედნიერებით გპირდები- ადგა და წავიდა, მე არც ამიწევია თავი მაგიდიდან, არც მისთვის გამიხედავს, არვიცი რამდენხანს ვიყავი ასე პირდამხობილი მაგიდაზე, სხეული გაჭირვებით ავზიდე სახლამდე, ლოგინამდე მივაღწიე და ძილს მივეცი...
დღეები იყო უფერული, შავთეთრი, შემოდგომა იდგა, სევდიანი ამინდები, ხეები იძარცვებოდა, წვიმა მატულობა, მე ვიჯექი ფანჯარასთან ჩაის ჭიქით ხელში და გავყურებდი უსასრულო სივრცეს კორპუსებს ზევით, არაფერი იყო კარგად, არც ცუდად, უბრალოდ იყო, დღეები უღონოდ გადიოდნენ, მირეკავდნენ ხშირად მაგრამ მე არ ვპასუხობდი, ხშირად აბრახუნებდნენ კარზე, მთხოვდნენ გამეღო მაგრამ არავის დანახვა არ მინდოდა, ვუყურებდი სივრცეს და ვსუნთქავდი, ასე თითქმის ორი თვე გავლიე, სარკეში ჩახედვისას თავი მეზიზღებოდა, თვალის ჩაცვენილი გუგები ფეხები ზედმეტად გამხდარი, უფერო კანი და ბევრი სევდა წყლიან თვალებში. დავითიც მოდიოდა, თავიდან კვირაში ერთხელ, მერე თითქმის ყოველდღე, მე კი უბრალოდ არ ვუსმენდი არცერთ მის სიტყვას. გარეთ გასვლა როცა გადავწყვიტე დიდიხნის ჩაუსუნთქავი ჰაერი ფილტვებს ეუცხოვათ. მე კი მხოლოდ არსეობა მინდოდა, სიცოცხლეს ყველაზე დიდ საჩუქრად ვთვლიდი სანამ დავითი გამოჩნდებოდა, ახლა კი კვლავ სიცოცხლე იდგა პირველ ადგილას. ნელ-ნელა მეგობრებთან კონტაქტიც დავიწყე, ზარებსაც ვპასუხობდი, ნათლულთანაც დავდიოდი, ერთადერთი დავითის დანახვა არ მინდოდა, ის კი არ ჩერდებოდა ყოველსაღამოს მოდიოდა და გამეტებით ურტყამდა მუჭებს კარს, ერთხელ კართან ახლოს მივედი, ჭუჭრუტანიდან დავინხაე როგორ ჩაიკეცა კედელთან და როგორ ატირდა, ვერ გავუძელი მის სისუსტეს და კარი გავაღე. გაკვირვებულმა გამომხედა, სწრაფად წამოდგა ფეხზე.
-მადლობა ღმერთს-ძლიერად მომეხვია თავი ჩემს კისერში ჩარგო. მეც ვეღარ მოვთოკე გრძნობები და ჩავეხუტე. კარი დავკეტე. ის კი მეხუტებოდა და მეხუტებოდა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად შეეხო ჩემს ტუჩებს და ეს იმაზე სასიამოვნო შეგრძნება იყო ვიდრე პირველი. ის ღამე ერთად გავატერეთ ერთ ლოგინში, არცერთს მეტი არაფერი გვითქვამს, უბრალოდ უწინდელად ვტკბებოდით ერთმანეთით. მის მკერდზე მიკრულს მეძინა, მშვიდად, უკვე აღარც მახსოვდა როგორია როცა გძინავს და არ დარდობ. დილით უბრალოდ ერთმანეთს დიდხანს ვუყურეთ გაღიმებულებმა. მერე ის წავიდა უთქმელად. და დამიბარა რომ არასდროს მენანა. არც ვნანობდი, თუმცა სისუსტე ვიგრძენი როცა გავაცნობიერე რომ ჩემს თავს ვერ მოვერიე, ვერ მოვერიე, გრძნობებს, ვნებებს.
ის წავიდა, დღეები კვლავ მიფრინავდნენ შეუმჩნევლად, მე აღარ ვიკეტებოდი სახლში, თუმცა ირგვლივ ყველაფერი კვლავ შავთეთრი იყო. ზამთრის სუსხიანი დღეებიც დაიწყო და შემცივნებული ხალხიც აბუზული დადიოდა ქუჩებში, ეს პერიოდი კი ჩემთვის ყველაზე საყვარელი იყო, მაღაზიის ვიტრინები მორთული იყო საახალწლო ნათურებით, ყველაფერი გაფერადდა ირგვლივ, საახალწლო ნაძვისხეებიც უკვე გაყიდვაში იყო. წელს არ ვაპირებდი სახლში გამეტარებია ახალი წლის ღამე. ახალწლამდე ორი კვირით ადრე დავიწყე მზადება. ყოველდრე სახლს ახალ მოსართავს ვმატებდი, და დადგა ის მშვენიერი ახალი წლის დღეც 31 დეკემბერი, როგორც დაბადებისდღის ტორტის სასწაულების მჯეროდა, ისევე მჯეროდა ახალი წლის ღამის სასწაულების, მიუხედავად იმისა რომ არანაირი სასწაული ჯერ არ მეხილა ამ ღამეს მე მაინც ყოველწელს მოუთმენლად ველოდი. გადავწყვიტეთ ახალი წლის ღამე სამეგობროს ერთად აღგვეღნიშნა ირაკლის ბარში, რომელიც საგულდაგულოდ იყო მორთული, სანამ მათთან წავიდოდი, კვლავ ფანჯარასთან ვიჯექი, უკვე შებნელებულ ქალაქს ვუყურებდი, ყველგან სინათლეს ვხედავდი...

***

-იცი ამ ბოლო დროს ვერ ვარ ისე რომ უნდა ვიყო.
-რას გულისხმობ?-ინტერესით მისმენდა ლიკა
-არვიცი, სულ თავბრუ მეხვევა სულ მშია, სულ მეძინება
-მასე ვიყავი მეც, ორსულობის დროს-სიცილით მითხრა
-მოიცა... არაა
-ჰმ, რადროს შენი ბავშვია ნუ ისულელებ ახლა
-არა, არა, რადროს ბავშვია კაცო, არ არსებობს
-სისულელეა, მაგრამ იქნებ მაინც გაგეკეთებინა ტესტი
-გამორიცხულია, ჰო არ გააფრინე
-იქნებდა არ არის გამორიცხული
-კარგი ჰო გავიკეთებ
გაოცებისგან პირდაღებული ვუყურებდი ფეხმძიმობის ტესტს როდესაც დადებითი პასუხი მიჩვენა, ლიკა თვალებ მოჭუტული მიყურებდა და თან თვალებით მეუბნებოდა ხომ გეუბნებოდიო. მერე თვალებს ვხუჭავდი ხელზე მეორე ხელით საკუთარ თავს ვჩქმეტდი, მეგონა სიზმარში ვიყავი.
-არ არსებობს
-ის მაინც არსებობს-სიცილით მითხრა ლიკამ
-კარგი რა ლიკა მეცინება ახალა მე? ნახე რა დღეში ვარ
-კარგი რა მარიამ, რისი გეშინია, ახლა სახლში წადი დავითს უთხარი ეგ გრანდიოზული ამბავი და მერე წავიდეთ ავღნიშნოთ. ჰო თუმცა შენ ვერ დალევ
-კარგი რა ლიკა, ეს როგორ უნდა ვუთხრა დავითს?
-გასწავლი, მხიარული სახით წინ დაუდექი და უთხარი „ერთი... ორი... სამი... ორსულად ვარ“ თან გაეცინება თან გაეხარდება
-ნუ ტინგიცობ ერთი რა
-ჰო რავიცი მე ნიკას ასე ვუთხარი
-შენი ქმარი თითონ მასხარაა და გაეცინებოდა აბა რა იქნებოდა. აუ იქნებ შენ უთხრა
-გააფრინე გოგო შენ? რა უნდა ვუთხრა მე შენი ცოლი ორსულადაათქო?
-კარგი ხო მე ვეტყვი ისევ.
ვცდილობდი სახლამდე რაც შეიძლება გვიან მივსულიყავი დროს რით აღარ ვწელავდი, თითქმის ყველა მარკეტში შევედი რაც გზაში შემხვდა და მაქსიმალურად გავწელე დრო. კიბეებით ვამჯობინე მეხუთე სართულზე ასვლა, ნელი ნაბიჯით მივდიოდი, კარი ფრთხილად შევაღე, ვითომ სხვის სახლში ვიპარებოდი, დავითი მისაღებში ტელევიზორს უყურებდა.
-მოხვედი საყვარელო?
-ჰო მოვედი-საძინებლისკენ ავიღე გეზი
-კარგად ხარ?
-კი რათქმაუნდა
-უცნაურად იქცევი
-სულაც არა-დიდხანს ვუტრიალე სანამ ვეტყოდი ფეხმძიმობის შესახებ, ბოლოს გვერდით დავუჯექი- დათო?!
-ჰო მარიამ
-იცი?! რაღაც უნდა გითხრა
-მითხარი საყვარელო
-იცი?! იცი?!
-არვიცი და თუ მეტყვი მეცოდინება
-ფეხმძიმედ ვარ-თვალები დავხუჭე სახე დამემანჭა, არ მინდოდა დამენახა მისი რეაქცია. მეშინოდა რომ არ გაეხარდებოდა
-ეს ხომ ძალიან მაგარია
-მართლა?
-რათქმაუნდა, შვილი, შვილი, ძალიან მაგარია-კისერზე მოვეხვიე და ვგრძნობდი რომ უკვე გვაერთიანებდა ჩვენი შვილი, ის უფრო შეკრავდა ჩვენს ერთად ყოფნას, უფრო გვეყვარებოდა ერთმანეთი, ბედნიერი ვიყავი.

***

ვიხსენებდი ჩემი ფეხმზიმობის პირველ დღეებს და სახეზე ღიმილი მეფონებოდა, თვალებიდან ცრემლები მომდიოდა და ორი უერთიერთ საპირისპირო ემოცია ქაოსს ქმნიდა გონებაში. ვამჯობინე მალე ჩავსულიყავი ბარში რომ აღარ მეფიქრა არაფერ ცუდზე, რომ დავმტკბარიყავი ჯადოსნური ღამით, რატომღაც დალევა არ მინდოდა, მინდოდა ფხიზლად აღმექვა სასწაული რომელიც ამაღამ ან მოხდებოდა ან არა. დეაც ბარში იყო რამაც ძალიან გამაკვირვა და გამაოცა. ჯერ მხოლოდ ცხრა საათი იყო, საჭორაო ბევრი გვქონდა და ვგონებ თორმეტამდე დრო არც გვეყოფოდა, დავითზე მოვუყევი ყველაფერი, ის კი ყბაჩამოგდებული მიყურებდა და თან მაიძულებდა ფიცით დამემტკიცებინა ისტორიის მართებულობა, მეც სხვა გზა არ მქონდა და დედის ფიცში გავატარე მთელი საღამო.
-იცი?! ისეთი რაღაცეები მემართება რაც პირველი ფეხმძიმობის დროს
-ღადაობ?
-არა
-კიდევ ხომ არ
-აუ ოღონდ ეგ არა
-რატო?
-დავითს ცოლი ყავს დეა
-ეგ არაფერს ცვლის მარიამ-უკვე თორმეტის მოლოდინში იყო ყველა, ელოდებოდა ახალი წლის დადგომას და მერე მთელი ღამე მხიარულებას, მე კი დეამ მაიძულა ფეხმძიმობის ტესტი გამეკეთებინა, ზერელედ ვაკეთებდი ყველაფერს
-ვერ მოვასწრებთ დეა ჯობს ბავშვებთან დავბრუნდეთ
-ყველაფერსაც მოვასწრებთ, ოღონდ მალე
-კარგი რა დეა
-მიდი მიდი ნუ ხარ ზარმაცი.-თორმეტს სულ რაღაც ერთი წუთიც აღარ უკლდა როდესაც ტესტის პასუხის მოლოდინში ვიჯექი ფანჯრის რაფაზე.
-არ არსებობს-ფეიერვერკების ხმა ყურებს მიბუგავდა დეა მილოცავდა ოღონდ რას ვერ ვხვდებოდი, ფეხმძიმობას თუ ახალ წელს. ახდა ჩემი ახალი წლის ღამის სასწაულიც, მართლაც სასწაული იყო ახლა ჩემთვის შვილი მეგონა იმ დიდი ტრამვის შემდეგ შვილისგან გამოწვეულ ემოციას ვეღარ განვიცდიდი, დეაზე გადახვეული ვტიროდი, ამჯერად უკვე ბედნიერების ცრემლებით.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent