შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა იასამნისფერი თმებით (თავი მეოთხე)


7-06-2018, 12:30
ავტორი მელი
ნანახია 1 325

მეგობრებო აი მეოთხე თავიც, არ ვიცი რამდენი ელოდებოდით ამ მოთხრობას, თუმცა ვფიქრობ რომ თქვენი აზრი უნდა დააფიქსიროთ და მითხრათ რა მოგწონთ და რა არა. ისიამოვნეთ ამ თავით და ველოდები შეფასებებს.


დედაჩემი ამ სიტუაციას ისე შეხვდა, რომ მე და გიორგი სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით.
- მე არ ვიცოდი ერთად თუ იყავით? გვითხრა დედამ მშვიდად
- ..........
- რა იყოთ რატო აიტუზეთ კედელთან დამნაშავე ბავშვებივით. ამ საუბარზე ოთო და ხატიაც შემოვიდნენ. თითქმის მიხვდნენ რაც მოხდა, მაგრამ ინტერესი ისეთი რამეა კითხვები მაინც დაგვაყარეს.
- მოიცა რა მოხდა ნატ? ერთად ვინები არიან? ემე და მისი ლექტორი? არ ჩერდებოდა ხატია. თვითონ 39 წლის არის და ამ დრომდე სულ თავგადასავლებშია მამაკაცებთან, იდეალურ მამაკაცს ეძებს და ვერ იპოვა, თუმცა გასართობად ყოველთვის ყავს ვიღაც. არ იწყენს არასდროს. ძალიან თავისუფალი, მაგრამ ზედმეტად ცნობისმოყვარეა. სულ აინტერესებს ჩემს ცხოვრებაში რა ხდება და თუ რამე სახის ურთიერთობა მაქვს დეტალურად უნდა მოახსენო გაცნობით დაწყებული სექსით დამთავრებული. ყველა დეტალი მისთვის მნიშვნელოვანია და ყოველთვის ცდილობს რომ დაგარიგოს თითქოს ამით იმას გეუბნება არ მინდა ის შეცდომები დაუშვა რაც მეო. მაგრამ ხატიასთან ნამდვილად ვერ მივალ ალბათ ვერასდროს ისეთი აქტიური სექსუალური ცხოვრება აქვს ვეხუმრებით ჩვენ იქნებ წიგნი გამოსცე და ქალებს შენი გამოცდილებები გაუზიაროო.
- თუ გვაცდით შეიძლება ერთადაც ვიყოთ. ვთქვი დაბნეულმა.
- ოჰო, აღმოხდა ხატიას.
- კარგი ჩვენ ახლა ჩემს ოთახში გავალთ და დავილაპარაკებთ ეს ვთქვი გიორგის ხელი მაგრად მოვუჭირე და ჩემი საძინებლისკენ წავედით. ოთო გამომეკიდა და თან სიცილისაგან იკლაკნება. ყურში მიჩურჩულა.
- გოგო კონდომი მაინც თუ გიგდია უჯრაში. თუ არა ჩემს უჯრაშია იცოდე. ბოლოდან პირველში. ეს თქვა და ადგილიდან გამეცალა. ჰო ისიც უნდა ვთქვა, რომ მე და ოთოს ერთ საძინებელში გვძინავს ოთახების სიმცირის გამო. როგორც იქნა ჩემს ოთახში შევედით. გიორგი დაბნეული იყო ამ სიტუაციით და ხმას არ იღებდა.
- აუ გიო ეგრე ნუ ხარ რაა
- არ უნდა მეკოცნა აქ სახლში ჩემი ბრალია ასეთ უხერხული სიტუაციაში რომ ვართ.
- მისმინე არაფერი ისეთი არ მომხდარა დამშვიდდი. იქნებ იმაზე ვისაუბროთ რაც აუცილებელია.
- კი ვისაუბრებთ თუ შენ რამეს შემოიცმევ რადგან შენ მკერდს ვხედავ მთლიანად და ეს ნამდვილად მაბნევს. მეტიც საუბრის არა მაგრამ მოქმედების სურვილი მიჩნდება.
- ჰაჰ , გიორგი ამ უბრალო გაცვეთილ ზედაში რომ მაგას შეამჩნევ თან ასეთ განათებაში.
- ჰო ჯერ მიჭრის თვალი. მითხრა ღიმილით. მეც გადავიცვი რაღაც ოთოს ყვითელი სვიტერი და მოვკალათდი საწოლზე.
- ემე ამ დღეებში ბევრი რამ მოხდა ჩვენთან, მაგრამ სანამ ამ ამბებს მივუბრუნდებოდე ჯერ ეს მითხარი რა ან ვინ ვარ შენთვის ან რა გინდა ჩემგან პირდაპირ თვქი ყველანაირი შელამაზებების და შესავლების გარეშე.
- ჰო მართალი ხარ და შენი დამოკიდებულებაც მაინტერესებს. მოკლედ ამმ, არ ვიცი როგორ ვთქვა მომწონხარ ფაქტია, ვნება მაქვს უზომოდ დიდი და სურვილი, რომ ვცადოთ ურთიერთობა, მაგრამ უკან ვითრევ თითქოს ფეხს რადგან ჩემი თავისაც მეშინია, ვაი რომ ამ ვნებამ გადამიაროს და გული გატკინო, როგორც ადრე მე სხვამ ან პირიქით შენ რომ მიმატოვო და ისევ ის საშინელი დღეები გადავიტანო. აი ამ ყველაფრის მეშინია.
- ემე შენ იმდენად ძლიერი პიროვნება ხარ მსგავსი რაღაც შენ, თან მომავალ ფსიქოლოგ ქალს არ უნდა გაშინებდეს. შენ თავში უნდა იპოვო წერტილი და მისცე შენივე თავს და ცხოვრებას მეორე შანსი. ეგრე შიშით სულ ხომ ვერ იქნები არა? ამ ერთი ცუდი გამოცდილების გამო უარს ამბობ ყველაფერზე და მარტოობას ირჩევ? მე შენ ძალიან, ძალიან მომწონხარ ემე. შენი ჯიუტი და მებრძოლი ხასიათი პირველივე სემინარზე შევნიშნე. მინდოდა შენთან მოსვლა დალაპარაკება გზას ვეძებდი და ვერ ვპოულობდი, არ ვიცოდი ამას როგორ გაიგებდი და თან ლექტორი ვარ ცოტა მეტი თავშეკავება მმართებს. შენ ისეთი არაპროგნოზირებადი ხარ რავიცი რას მოიმოქმედებდი. შენი ინსტაგრამი და ფეისბუქიც კი მოვიძიე და ვცდილობდი ამით შენი ინტერესები გამეგო, რომ იქნებ სადმე სხვა გარემოში ვითომ შემთხვევით შევხვედროდით. გიორგის ვუსმენდი და ყურებს არ ვუჯერებდი.
- მერე? გთხოვ ყველაფერი მომიყევი .
- მერე ის რომ ბევრი ინფორმაცია ჩაკეტილი გქონდა და ცოტა რამ შევიტყვე შენზე. ის რომ სპორტდარბაზ ,,მანურში,, ვარჯიშობდი. მანდ მოვედი რამდენჯერმე, მაგრამ არ იყავი. ჩემი მეგობარი ვატოც მეხმარებოდა ამ ამბებში, ბოლოს ყალბი პროფილი გავაკეთეთ და შემოვიჭერით შენს ინტერნეტ ცხოვრებაში. ჰოდა იმ დღეს შენი სტატუსი დავინახე, რომ შენ და ოთო ფოტოსესიითვის მიდიოდით და ადგილიც მითითებული გქონდა, ჰოდა მეტი მეც რა მინდოდა ავდექი და გავითამაშე ის მანქანის ამბავი. ყველანაირად ვცდილობდი, რომ ჩემი გეგმა არ ჩაშლილიყო და რამეს არ მიმხვდარიყავით.
- და რომ არ გაგვეჩერებინა?
- რომ არ გაგეჩერებინათ ალბათ არ ვიცი, ვატოს გეგმა ბ ავირჩევდი და სუსტ სტუდენტებს დახმარებას შევთავაზებდი საგანში, რაც ნაკლებად მინდოდა სხვების ჩართვა ამ საკითხში.
- ვაა არ მჯერა იცი? არადა როგორი მკაცრი და უხეში იყავი ორჯერ მოვედი რაღაცის დასაზუსტებლად და ორჯერვე უკან წავედი ისეთი მზერით იყავი.
- ჰო მახსოვს და იცი რატომ? ის რომ შენმა ჯგუფელმა აკომ კინოში წასვლა შემოგთავაზა და ეგრევე დათანხმდი, არადა მანამდე ერთად არც შემიმჩნევიხართ.
- აუ რა? მართლა? არადა მე და აკოს ვაიმე არა უბრალოდ ერთანაირი ჟანრის ფილმები მოგვწონს და იმ დღეს ჯონ ვიკის მეორე ნაწილზე მივდიოდით ეგ იყო და ეგ. თორე არაფერი არც ხდებოდა და არც იქნება. მის შეყვარებულს სხვა ჟანრი მოსწონს და ამიტომ ერთად დავდივართ მსგავსს ფილმებზე.
- ჰო ნუ გვერდითა მხრიდან სხვანაირად ჩანდა. მეორედ კი ის მომენტი დავინახე შენს ჯგუფელებთან ერთად იდექი და არ ვიცი უცბად მოვიდა ეგ აკო და ხელზე გაკოცა. აი ამის შემდეგ სულ ავიჭერი. იმ საღამოსვე დიდი ფართი მოვაწყვე სახლში და საშინელი ამბები დავატრიალეთ მე ვატომ და ჩემმა ძმამ დათომ.
- აჰ ანუ გული ეგრე გადააყოლე? და ისე რომ იცოდე ვთამაშობდით და აკოს ჩემს ხელზე მოუწია კოცნა ეგ იყო და ეგ. კარგად რომ დაკვირვებოდი დაინახავდი, რომ ერთი უცხო გოგო იდგა და სწორედ ეგ იყო აკოს შეყვარებული.
- ხო არ ვიცი როცა აღელვებული ხარ ადამიანი გიჭირს ასეთი დეტალების დანახვა. და შენ შენ რას მეტყვი?
- მე? მე ყველგან გლანძღავდი, რადგან საშინლად იქცეოდი. შენთან მართლა არ ვაგვიანებდი მაქსიმუმ 3 წუთი და ერთ ამბავს ტეხავდი. და ერთ ლექციას ატარებდი არაპუნქტუალურ ადამიანებზე.
- ჰო ეგ მართალია დაგვიანებებს ვერ ვიტან.
- ხო ეგ რომ დავინახე უფრო მოვუხშირე დაგვიანებებს.
- იცოდი ხო გარეთ, რომ ვერ გაგიშვებდი?
- ეგ კი არა ვფიქრობდი ერთ დღეს ძალიან ცუდად დავამთავრებ ამ ლექტორთან თქო.
- ჰაჰ, კიდევ კარგი ყველაფერი კსხვანაირად წარიმართა.
- ისე არასდროს გიფიქრია ჩემზე სხვა თვალით მანამდე? აი სანამ ჩემთან სამეცადინოდ ამოხვიდოდი.
- ნუ ერთხელ მახსენდება მსგავსი რამ ჩემმა ჯგუფელმა ანიმ თქვა რომ გიჟდებიან გოგოები გიორგიზეო მგონი მე და შენს გარდაო და მაშინ ვუთხარი კი უჟმური და უხეშია, მაგრამ უსექსუალურესი არის თქო. მერე ოთოსაც კი ვუთხარი საძაგელი ლექტორია, მარა ძალიან მაგარი ტიპიათქო.მეტი არაფერი.
- ეგეც კარგია და ისე ფიქრებში არ გიფიქრია?
- არა გიო გარდა სტატისტიკისა იქეთ ვერ წავედი.
- აბა, აბა, და მე წავედი.
- და მაინც სად?
- რავიცი ფანტაზიებში ბევრჯერ გავიარეთ ის ყველაფერი რაც მაშინ მოხდა ჩემთან სახლში, თუმცა რეალობა მილიონჯერ მაგარი აღმოჩნდა. ვერ ვარ კარგი ფანტაზიორი.
- აუ ეს ნახე რა ამბებში ყოფილა, ვითომ სამეცადინოდ დამპატიჟა.
- არა ეგეც იყო გეგმაში დამიჯერე, უბრალოდ მოვლენები დავაჩქარეთ.
- და ისე ახლა რას მთავაზობ ანუ ერთად ვიყოთ?
- და რა არ გინდა?
- კი მინდა, მაგრამ უნივერსიტეტი აი ეს მაფიქრებს. ვთქვი მოღუშულმა
- ხო ვიცი ეგ თემა არც ისე ადვილია, მაგრამ რაღაც იქნება. უნივერსიტეტში ხომ არ ვიყვირებთ არიქა ერთად ვართო და მერე სიტუაცია აჩვენებს.
- გიჟი ხარ გიორგი.
- ოჰ და შენ არ ხარ?
- ჰო მეც მე მთავარი გიჟი.
- ჰოდა მოდი აქ ორი გიჟი ერთად უნდა იყოს.
- და ნიკა?
- და ნიკა რაში გვჭირდება ამიერიდან, რაც ვთქვით ის თურმე მართალია. ნუ პატარა დეტალი მოვატყუეთ და დავიკიდოთ ეგ.
- აუ არ მჯერა, მე და შენ ერთად. აუ არ მითხრა რამე უხეშად ლექციაზე თორე გავიქცევი.
- ოჰო, დაიწყო ულტიმატუმები უკვე? მითხრა ღიმილით.
- აბა რა პრივილეგია ხომ უნდა ვიგრძნო? ვუთხარი ამაყად.
- მაგას ახლა გაგრძნობინებ ეს მითხრა და ლოგინზე გადამაწვინა. ოთოს ბუმბულა სვიტერი გამხადა, ყელიდან დაიწყო ჩემი ფერება, მაგრამ ამ დროს კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ოთო იყო.
- ემ რაღაცები მოვამზადეთ გამოდით.
- ჰო, ჰო მოვდივართ. ვუთხარი ხმის კანკალით
- არადა სულაც არ მინდა ახლა ჭამა მითხრა გიორგიმ
- უჰ არც მე, მაგრამ უნდა გავიდეთ.
გავცუნცულდით საძინებლიდან. დედას პიცები და ხაჭაპურები ეყიდა და ლუდიც ამოეტანა. კიდე ტეკილაც იყო იქვე.
- ოჰ აქ მაგარი ამბებია, ეტყობ ჩვენ ერთად ყოფნას აღვნიშნავთ ხო? ვთქვი სიცილით.
- აბა რაა შემოჰკრა ტაში ოთომ. ამ დროს დედამ თვალებით მანიშნა სამზარეულოში გავყოლოდი.
- ემე ისე კარგი იქნებოდა ეს ამბავი, რომ გეთქვა ადრე.
- დე მეც არ ვიცი ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, გთხოვ ნუ გამიბრაზდები.
- არ ვბრაზობ უბრალოდ მეწყინა.
- დე არავისთვის მითქვამს არაფერი საკუთარ თავსაც ვუმალავდი თითქოს. გთხოვ რა ახლა არ დამეგრუზო ეს ვუთხარი და მოვეხვიე.
- ეგ კარგი და იცი დღეს ვინ შემხვდა საცხობში?
- არ ვიცი მაგრამ ალბათ ნიკა იქნებოდა, იმიტომ რომ ჩამოსულია ვიცი და მნახა კიდეც.
- რა? ემე გადამრიო გინდა? ორ ადამიანს ხვდები ერთად?
- კაი რა დეე, რა ვხდები, იმ ღამით გახსოვს გვიან რომ მოვედი სადარბაზოსთან დამხვდა და ვილაპარაკეთ და მე რისი თქმაც მინდოდა ყველაფერი ვუთხარი და გავნთავისუფლდი უარყოფითი ემოციებისგან ეს იყო და ეს.
- და დეტალურად როდის მეტყვი ან როდის მეტყოდი საერთოდ.
- დე მარტო მინდოდა ლაპარაკი და არა ხატიასთან ერთად. ხომ იცი შენ და ოთოს ერთნაირად გიყვებით ყველაფერს, მაგრამ ხატია მაინც არაა ისეთი ახლო ჩემთვის როგორც თქვენ.
- ოჰ ჩემო ემე, შენ რომ რამე დაგემართოს ორივეს მოვუსპობ ცხოვრებას ხომ იცი არა?
- დედა კარგი რა, რა დაგემართა. და რაო იმ იდიოტმა გითხრა რამე თუ რა ხდება.
- არაფერი მომესალმა მორიდებით და ეგ იყო. ისეთი სახით ვუყურებდი, რომ სხვა ვერაფერი გაბედა.
- კარგი დედა ნიკა დავივიწყოთ და ახლა მე და გიოს მოგვილოცე ერთად ყოფნის პირველი დღე.
- პირველი დღეა ემე? მკითხა დედამ ეშმაკურად
- დედა...
- რა დედა გქონდათ უკვე სექსი ვხედავ მაგას.
- დედა საიდან მიხვდი?
- საიდან და ხატიას სკოლა გავიარე მითხრა სიცილით.
- ხატიამ გითხრა?
- ხო აბა ვინ მეტყოდა სხვა.
- გეუბნები ეგ ქალი ექსპერტია მაგ დარგში.
- ხატიას ექსპერტობა კი არა ემე ეს ლექტორი ასე 2 თვეში როგორ მოაქციე ეგრე? ხომ იცი უნიში რა ამბებიც მოყვება თქვენ ისტორიას.
- დე კარგი რა, დაე მოყვეს ჩვენ მზად ვართ ეგ ვუთხარი და ისე ჩავეხუტე ლამის ძვლების მტრევის ხმა ისმოდა.
- ემე რა ძალაზე ხარ დედა რა იყო, ეს მითხრა და თვითონაც უძლიერესად ჩამეხუტა. ემე დე დაიმახსოვრე მე ყოველთვის შენს აზრს ვცემ პატივს, უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო და რაც გადაიტანე ის 1 წელი აღარ განმეორდეს არასდროს.
- დეე გთხოვ დღევანდელი დღით ვიცხოვროთ და ნუ შეგვეშინდება დაბრკოლებების და სირთულეების, მთავარია მე და შენ ერთმანეთი გვყავს. დე, მე და შენ ერთად დიდი ძალა და სიყვარული ვართ.
- ემე უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა შენი თავი მაჩუქა. ჩემო ფერია, ჩემო კუდრაჭა გოგონავ.
.........................................
ცოტა რამ მინდა დედაზე გიამბოთ.
19 წლის იყო, როცა მამამ მოიტაცა. რა თქმა უნდა მამა არ უყვარდა, მაგრამ დედას ოჯახი ძალიან მკაცრი იყო და ასე ვთქვათ მონატაცებ გოგოს უკან არ დაიბრუნებდნენ. დედას სასტიკად არ უნდოდა მასთან ყოფნა, მაგრამ განა ვინმე ეკითხებოდა მას რა უნდოდა? მაგრამ როცა მამამ ერთ ღამეს დედაზე ძალა იხმარა ეს დედასთვის ბოლო წვეთი იყო ადგა ბარგი ჩაალაგა და ასე ვთქვათ ქუჩაში დარჩა. მშობლებმა არ მიიღეს. მამაჩემი გავლენიანი ოჯახის შვილი იყო შესაბამისად პოლიციასთანაც ვერაფერს გახდა დედა. დედამ იცოდა, რომ ქალაქში არ დაედგომებოდა, ყველა უღირს ქალად იხსენიებდა. თურმე როგორ გაბედა და ქმრის სურვილს შეეწინააღმდეგა. ერთმა კეთილმა მოხუცმა ქალმა შეიფარა. სანაცვლოდ დედაჩემი სახლს-კარს უვლიდა, საჭმელს ამზადებდა.რამდენიმე თვის შემდეგ გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო. ანუ ჩემზე. ის მოხუცი ქალი ბებია მანონი ძალიან ძალიან კეთილი აღმოჩნდა და ყველაფერში დაეხმარა. ასე გაჭირვებაში და ქარტეხილებში გავჩნდი მე. არავის არ სჯეროდა, რომ მამაჩემი იყო ის არაკაცი. ყველას ეგონა, რომ დედამ ალბათ წანწალის დროს ქუჩაში ვიღაც გაიჩინა და მისგან ეყოლა. დედას არ აინტერესებდა ვიღაცების აზრი, ის უკვე დამოუკიდებელი ქალი იყო და ბებია მანონის წყალობით ჭერიც გვქონდა. ბებია მანონის არავინ არ ყავდა ამიტომ ჩვენ გავხდით მისი ოჯახი მე და დედა. სამწუხაროდ ბებია მანონი მე რომ 5 წლის ვიყავი გულის შეტევით გარდაიცვალა. თავისი სახლი დედას და მე დაგვიტოვა. ეს სოფლის სახლი 2 წელში გავყიდეთ და თბილისში გადავედით საცხოვრებლად. დედამ და მე ბევრი ცუდი დღე გადავიტანეთ ერთად, მაგრამ მაინც არ დავეცით და ყველა დაბრკოლება უკან ჩამოვიტოვეთ. ახლა დედას პატარა სახელოსნო აქვს სადაც, თექისგან და მინანქრისგან უამრავ ლამაზ ნივთს ქმნის და ძალიან პოპულარულია, არა მარტო აქ საზღვარგარეთიდანაც მიიღო შეკვეთები. დედა მეუბნება, რომ ყველაფერს ჩემს გამო აკეთებს და ერთადერთ ნათელ წერტილად აღმიქვამს ცხოვრებაში. ჰო ვიცი, რომ მე მისი სტიმული ვარ და პირიქით ის ჩემი. ის მაგალითია ჩემთვის ძლიერი ქალის. და კიდევ ის მე იმ თავისუფალი არჩევანის უფლებას მანიჭებს რაც თავისმა მშობლებმა მას არ მისცეს. იმ უგულობას და არაადამინობას, რაც მათ გამოავლინეს დედასთან ჩემთან არასდროს არ ექნება ადგილი. მე ამაყი ვარ, რომ ასეთი დედა მყავს, რომელიც ჩემთვის იდეალური ქალია. და ძალიანაც არ მინდა, რომ მარტო იყოს მაგრამ არავის არ იკარებს. ვიცი სტრესია, მერე რა რომ ის ყველაფერი სადღაც 19 წლის წინ მოხდა დედასთვის ის დღე ისევ ცხადია და უჭირს იმ ყველაფრის დავიწყება. ვიცი ჩემთან და არც არავისთან ამაზე არ საუბრობს, მაგრამ მე ამ ყველაფერს ვხედავ და ვგრძნობ მე ხომ მის მუცელში ვიყავი 9 თვე და მისი განცდების შეგრძნება შემიძლია.

ჰო დავუბუნდეთ ისევ ახლანდელ დროს. ასე ვიყავით მე და დედა ჩახუტებულები, როცა ოთო შემოვიდა და სამყოფ ოთახში გასვლა გვთხოვა. ხატია და გიორგი ერთად მშვიდად საუბრობდნენ. დეპრესიის მხარეებს განიხილავდნენ.
- ოჰ ხატ როდის დაიწყე შენ დეპრესიობანა? უთხრა სიცილით ოთომ
- მეც მაქვს ჩემი ბნელი მხარეები და აგერ ფსიქოლოგთან განვიხილავ. ეს რა კარგი ბიჭი ყოფილა აუცილებლად მოვალ შენთან სეანსზე გიო. ხატიამ ასე იცოდა ყველასთან სასწრაფოდ გაშინაურება, მაგრამ ეს ნამდვილად არ მომეწონა. რატომღაც ცუდ ტონად მეჩვენა, თუმცა გაჩუმება ვარჩიე ამ ეტაპზე. მოკლედ სადღაც ღამის 3 საათი იქნებოდა გიო და ხატია რომ წავიდნენ. ხვალ დილით გიორგის სემინარი მაქვს 9-ზე. როგორ უნდა ავდგე წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ტანსაცმლის არჩევის თავი მაინც მაქვს. ჩემი ოთიკოც მეხმარება ამაში და ბოლოს სადღაც დილის 5 სკენ ვაღწევთ მიზანს. მერე სიცილით ვეუბნები.
- ოთ აწი რა აზრი აქვს დაძინებას 7-ზე ვდგები.
- ემ ის 2 საათიც რამეში გამოგადგება. მაღვიძარას მიყენებს 7 საათზე და ვიძინებთ ჩემს ღუნღულა საწოლში. დილით მაღვიძარა სამჯერ გავთიშე და მეოთხედ რომ დავაპირე ოთომ გადმომაგდო საწოლიდან.
- გოგო ადექი და მეც დამაძინე ან ნუ წახვალ საერთოდ.
- აუ არა ოთ დღეს საცდელ ტესტს ვწერთ.
- ხოდა წადი მერე და დამაძინე მე და დამასვენე, შემარგე ცხოვრება ვინ არი ეგ გოგო რა, არც თვითონ ძინავს და არც მე უნდა რომ დავიძინო. ასე ბუზღუნებს სულ ძილი რომ არ ყოფნის. მე კიდევ მაგარი გაბრუებული დავბოდიალებ, მოკლედ როგორღაც ვახერხებ და არ მაგვიანდება უნიში. გიორგი უკვე მოსულა და ტესტებს ანაწილებს. როცა დამინახა გაიღიმა და მომესალმა. რაღაც ისეთი სითბო იყო ამ ღიმილში ვიფიქრე ამ ტესტს სულ სულმოუთქმელად დავწერ თქო. მეც გავუღიმე და დავჯექი აკოს გვერდით. ანის ვიღაც ახალი მეგობარი გაეჩინა და მასთან იყო გართული. წინ ტესტი დამიდო გიორგიმ და წარმატება მისურვა. აი ამ ყველაფერზე იდიოტივით მეცინებოდა, ყველასთვის პატივსაცემი და სტუდენტების რისხვა გიორგი აწ უკვე ჩემი შეყვარებული იყო, მაგრამ ეს ყველაფერი საიდუმლოდ რჩებოდა და ერთგვარ ადრენალინს სძენდა ჩვენს ურთიერთობას. ტესტი გადავშალაე და ნეტა არ გადამეშალა, უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. გიორგიმ როგორც ჩანს შეამჩნია ეს და ტელეფონზე სმს მომწერა. ნუ გეშინია თუ ვერ დაწერ კარგად, რასაც ფიქრობ და როგორც ფიქრობ გააკეთე და მე დავინახავ რა პრობლემები გაქვს და სად უნდა გამეცადინო. ისე მესიამოვნა ეს სმს სუ ღიმილად დავიღვარე.
- მოკლედ მეგობრებო, დაიწყო გიორგიმ. ტესტისთვის გაქვთ 90 წუთი. ნუ დაისტრესებით დრო საკმარისია, გთხოვთ ერთმანეთს ნუ შეაწუხებთ და ეცადეთ საკუთარი თავები არ მოატყუოთ. გადაწერას მოერიდეთ. ტესტი საშინელება იყო ბოლომდე ვერც ერთი დავალება ვერ შევასრულე ისე მრცხვენოდა,მაგრამ რა ვქნა ვერ ვიგებდი, მასწავლებელი მჭირდება ვიცი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ამიხსნის და გამაგებინებს ამ საშინელებებს. ტესტი დარცხვენილმა ჩავაბარე გიორგის.
- ემ დამელოდე, მითხრა უცბად დაუფიქრებლად. დაავიწყდა თუ სად ვიყავით. ამ დროს უნდა გენახათ ჩემი ჯგუფელების რეაქცია ლამის თვალები გადმოუცვივდათ გოგოებს, სახე დაეძაბათ. ანი გაშტერებული მიყურებდა. მიხვდა გიორგი სიტუაციას და სასწრაფოდ შეეცადა გამოსწორებას.
- ხო მოკლედ ემე თქვენ სერიოზული პრობლემები გაქვთ საგანში და მინდა რომ დაგელაპარაკოთ ამაზე და ერთი მასწავლებელი გირჩიოთ.
- კარგით. ვუთხარი საოცრად დაბნეულმა. გარეთ ველოდებოდი, როცა ანი მოვიდა და მითხრა.
- აჰ, ანუ ემ არა?
- ვერ გავიგე? რა გინდა ან?
- ანუ სტატისტიკის ჩაბარებას ასე ცდილობ? ლექტორს აბამ?
- გოგო შენ რეებს ბოდავ ა? ახლა არ მინდოდა ანასთან კიდევ უფრო დამეძაბა, რადგან არანაირი მითქმა მოთქმა არ მჭირდებოდა მე და გიორგის ურთიერთობაზე.
- აბა ემ რომ დაგიძახა მომეჩვენა?
- ემე დამიძახა გავაგრძელე ჯიუტად.
- მისმინე ემე ისე რომ იცოდე გიორგისთან არაფერი გამოგივა თიკა გაბრიჩიძესთან არის.
- აუ შენ რა მაგრად ხარ ანი, რატომ უნდა მინდოდეს რამე გიორგისთან ან თიკა გაბრიჩიძე ვინ არის? ვცდილობდი აღელვება არ შემემჩნია.
- ვინ გოგო? თიკა არ იცი ვინ არის? ჩვენი რექტორი გაიხსენე რა გვარია, კარლოს გოგოა. მიპასუხა ნიშნის მოგებით.
- ხოდა, მით უმეტეს თუ კარლოს გოგოა შანსი ექნება. გამოვცერი კბილებში.
- მაგას იმიტომ გეუბნები, რომ არ მინდა ტყუილად გიორგიზე იფიქრო.
- და საიდან მოიტანე საერთოდ რომ მასზე უნდა ვიფიქრო.
- საიდან და დღეს მთელი დღეა მიშტერებიხარ და რაღაც სტრანნად უყურებ.
- აუ შენთან რაც აღარ ვმეგობრობ სუ აურიე და გაუბერე. ამ დროს გიორგიც მოვიდა და მიხსნა ამ უაზრო საუბრიდან.
- მოკლედ ემე დახმარება უნდა შემოგთავაზოთ, ისე ანა არც თვენ ხართ ძლიერი და ერთ მასწავლებელს გირჩევთ და იქნებ რამდენიმე გაკვეთილი დამატებით გაიაროთ.
- კი სიამოვნებით. ჩახტა ანაც.
- ძალიან კარგია ჩემი კოლეგა გოგა მირცხულავა, მე დაველაპარაკები, ამ სემესტრში ვიცი, რომ ის უფრო თავისუფალია და შესაბამისად უარს არ მეტყვის.
- ძალიან დიდი მადლობა. პასუხობს ანა.
- კარგით გოგოებო წავედი მე ნახვამდის.
- ნახვამდის. მივაძახეთ ორივემ უკვე მიმავალ გიორგის.
- აუ არა გოგო ძაან მაგარი ტიპია, მარა ის თიკა კაკრას რომ შეჰფერის რა ჩვენ ვერც გამოვჩნდებით გიორგისთან დაგვჩრდილავს.
- აუ ანა ძალიან საცოდავი გოგო ხარ მართლა გულით გეუბნები. ტიპი გვესაუბრება იმაზე რომ ჩვენი დახმარება უნდა და შენ კიდევ აქ ბანძი შედარებები მოგყავს. ისე მამენტ ვხვდები გეგას რატო არ დაევასე. უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი ჩემს თავს. ძალიან აღელვებული ვიყავი და მაინტერესებდა საერთოდ ვინ იყო ეს თიკა გაბრიჩიძე.
- შენ საშინლად ამპარტავანი და საშინელი ადამიანი ხარ, ვითომ გინდა მაგარი გოგო გამოჩნდე. გეი მეგობარიც გყავს აქაოდა შემომხედეთ როგორი თანამედროვე გოგო ვარო, სინამდვილეში შენ მართლა ბანძობას ამით აპრავებ.
- ეჰ, ანა, ასეთი საცოდავი დარჩები სულ და კიდევ ბოღმიანი. ეს ვუთხარი და წამოვედი. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა. დერეფნის ბოლოში გავედი და ამ დროს ვიგრძენი ვიღაც მწვდა მკლავში. ჩუუ დაიჩურჩულა. გიორგი იყო.
- დღეს ვერ დაგიჭირე რა ემე ძალიან მოთხოვნადი ხარ.
- ოჰ, უკვე უნიშიც არ ვიმალებით?
- დამალვაა ეს აბა რა არის ვერ ხედავ რა დღეში ვარ? თქვენობით გელაპარაკები, აგერ ამდენი ხანია ვიცდი იმ ანასთან ლაპარაკს როდის მორჩები და კიდევ აქ რაღაც გვირაბში შემოვეკვეხე, მაგრამ მართლა არ ვიცი რამდენ ხანს გავუძლებ ამ თამაშს.
- როცა ამ უნიდან გადახვალ, ვუთხარი სიცილით.
- ოო ეგ კაი იდეაა ხომ იცი შენ.
- ერთი შენ საგანს ვერ დავუმუღამე თორე ისე იდეებით სავსე ვარ.
- ჰო ჩემო გოგო. ეს მითხრა და გიჟივით დამაცხრა ტუჩებზე მეც ავყევი. ამ დროს კი ტელეფონის ზარმა დაგვაბრუნა რეალობაში. გიორგის ტელეფონი იყო ბატონი კარლო ურეკავდა.
- ემ უნდა ავიდე სასწრაფოდ კარლოსთან.
- ოკ, მაგრამ ერთს გკითხავ, კარლოს გოგოს ხვდები?
- აღარ ემე დავამთავრეთ უკვე. ვინ მოგიყვა ეგ ამბები?
- ანამ. და ერთად რატომ აღარ ხართ?
- რომ დავბრუნდები მოგიყვები, მაგრამ ნერვიულობად არ ღირს დამიჯერე.
- ჰო აბა რაა. წადი კარლიტოსთან არ დაიგვიანო.
- ემე ეს ცინიზმი მოიშორე. ეს თქვა და გაუჩინარდა. სასწრაფოდ ავიღე ტელეფონი და ინსტაგრამზე მოვძებნე ეს თიკა. აქამდე არც ვიცოდი და საერთოდ მსგავსი ამბები არ მაინტერესებს, ვინ მაგარ ზმანზეა, ვის უმაგრესი ფეხები აქვს და ა.შ. მისი სახელის ჩავწერე და ეგრევე ვიპოვე, ყველაფერი ხელმისაწვდომი იყო. უამრავი ფოტო ედო, სადაც თავის სხეულს, მკერდს და უკანალს ხაზს უსვამდა. ვერ ვიტყვი რომ ლამაზი გოგო არ იყო თქო, მაგრამ ეს ფოტოებში, მაკიაჟით და ათასგვარი ფოტოშოპით. რეალობაში რა იყო და ამდენი დანამატის გარეშე ეგ არ ვიცი. თუმცა მე ის მაინტერესებდა გიორგი, რატომ მოიხიბლა ასეთი გოგოთი. ან საერთოდ რა ურთიერთობა ჰქონდათ. არა ესე უაზრო ფიქრები არ ღირს, ჯობს ყველაფერი მოვაყოლო თვითონ გიორგის და მერე განვსაჯო ღირს თუ არა ნერვიულობად.


ლექციებიდან მაღაზიებში გავიარე ხვალ უკვე ოთოს გამოფენა იყო და მინდოდა ძალიან ლამაზ ფორმაში ვყოფილიყავი. უემოციოდ ვათვალიერებდი ყველაფერს, საერთოდ შოპინგზე მეგობრის გარეშე წამოსვლა მგონი ყველაზე დიდი ცოდვაა და მით უმეტეს როცა ოთოსნაირი მოდის დედა გყავს. სადღაც 3 საათი ვიბოდიალე და ვერაფერი შევარჩიე და ბოლოს წავედი სახლში გაბრაზებული და ტუჩებგაბუსხული. ამ ხნის მანძილზე გიორგის არც დაურეკავს არც მე გამიგიჟებია თავი, თუმცა ინტერესი მკლავდა რა უნდოდა ნეტა იმ ბებერ კარლოს. სახლში არავინ არ დამხვდა, მეც გამიკვირდა რომ ყველაზე ადრე მივედი. არც გამოვიცვალე პირდაპირ წამოვწექი დივანზე და ფეხები მაგიდაზე დავალაგე. შინაგანად ძალიან ცუდად ვიყავი, მახრჩობდა ათასი კითხვა და ფიქრი. ამ დროს ტელეფონის ხმა გაისმა, გიორგი იყო. ინება ბიჭმა დარეკვა.
- ოჰ, მეგონა გარდაიცვალე მივუგე ნაწყენმა.
- ემ, ბოდიში რა საქმე მაქვს და უნდა გნახო სასწრაფოდ.
- რამე მოხდა?
- ჰო ემე მოხდა და აუცილებლად უნდა დავილაპარაკოთ.
- მიდი ამოდი ჩემთან.
- კაი 15 წუთში მანდ ვარ.
მართლა 15 წუთში მოვიდა. ჩემ ოთახში გავედით, მალე დედა და ოთოც მოვიდოდნენ.
- ემ, დაიწყო დაბნეულმა. ჩვენზე გაიგო კარლომ და ძალიან ცუდ დღეში ვარ.
- მოიცა რა? კარლომ როგორ გაიგო, ასე უცბად? საერთოდ ჯერ მე ვერ გამიაზრებია, რომ შენთან ვარ და უკვე კარლომ იცის?
- მე ეჭვი მაქვს შენი ყოფილი სიყვარულის ნამოქმედარია.
- ვცემ გეფიცები, გავცოფდი და იქეთ აქით სიარული დავიწყე ნერვულად.
- ემ მოიცადე, ახლა იმპულსურობა არ გამოგვადგება, რაღაც უნდა მოვიფიქროთ.
- რა უნდა მოვიფიქროთ უკვე გაიგო ტიპმა, ვისაც არ უნდა გაეგო პირველი მან გაიგო. დაგვცინის ბედი.
- ემ მისმინე რამე იდეა გაქვს?
- არა არანაირი გიო, არც კი ვიცი ერთადერთი ის რომ სხვა უნიში გადახვიდე ან შენ ან მე.
- კარლომ მითხრა, ამას არ შეგარჩენ და ვერსად იპოვი აქ სამსახურსო. მოკლედ ეს კიდევ მისი შვილის გამოა აკრეფილი და ახლა საბაბი მიეცა, რომ გამამწაროს.
- ვერ გავიგე ეგ კარლო მაფიოზია? ან შენ ვერ უარყავი ჩემთან ურთიერთობა?
- ხო ეგ მართალია არ დამიდასტურებია, თუმცა ისედაც ცხადი იყო ჩემივე სახემ გამცა და დაბნეული ვიყავი, კი ვუარყავი ამბავი, მაგრამ თვალებში სხვა ემოცია იყო. კარლო გამოცდილია და ასე ადვილად ვერ მოტყუვდება.
- აუ გიორგი მთავარია ვერაფერს დაგვიმტკიცებს და ან მე მოვძებნი სხვა უნის ან შენთქო.
- ემე ასე ადვილი არ არის.
- ვაიმე გიორგი, მითხარი რა გინდა? პირდაპირ თქვი, რა კურდღელივით იქცევი. გეყოს გამბედაობა და თქვი რა გინდა.
- ემე მე შენთან მინდა ვიყო, მაგრამ ამის გამო არ მინდა რომ რომელიმე დავზარალდეთ.
- მეც მინდა შენთან ამიტომ ვიღაც ბებერი კარლოს გამო, რატომ უნდა დავშორდეთ, როცა ურთიერთობა არც გახურებულა.
- ჰო ემ ვიცი, ეგ არც მიფიქრია. უბრალოდ გამოსავალს ვეძებ და მინდა ერთად ვიპოვოთ.
- პირველ რიგში სიმშვიდე შევინარჩუნოთ ვთქვი ღიმილით.
- აჰ, ამ ღიმილზე გულის ცემა მატულობს და კიდევ პულსაციას ბევრგან ვგრძნობ. ისე შენი საწოლი ხო არ დაგვეტესტა? ეს მითხრა და ეშმაკურად შემომხედა. წამში ხელი დამავლო წელზე და ჩურჩლებდა, ჩემი ანტიდეპრესანტი ხარ მხოლოდ ჩემი. არ ვიცი რამდენი ხანი გრძელდებოდა სექსი და შემდეგ ნეტარების წუთები, მაგრამ აი დედას ხმა რომ გავიგონე კი წამოვფრინდით. ჩავიცვით სასწრაფოდ და გავედით მეორე ოთახში. დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა, ოთოც იმ წამს მოვიდა თვალი ჩალურჯებული ჰქონდა.
- ეე ოთ რა მოხდა, მივვარდი შეშინებული.
- რა მოხდა და მაკიაჟი გამიკეთეს. გამიცინა.
- ვინ გცემა ბიჭო, მითხარი. მამაშენმა?
- აუ, აუ რა გაუბერა ამან. რა მამაჩემმა შენმა ყოფილმა მომადო.
- რაა? ნიკამ? ეგ ძაან თავზე ხო არ გავიდა.ახლავე ვნახავ.
- ხოდა მაგასაც ეგ უნდა .ლაპარაკში გიო ჩაერთო. მოდი მე ვნახავ და მე დაველაპარაკები, თორე ტიპს თავი ძალიან მაგარი ჰგონია და ცოტა დავანარცხებ მიწაზე და დავაბრუნებ რეალობაში.
- არ ღირს გიორგი უთხრა ოთომ.
- რას ჰქვია არ ღირს. თვალი რატომ ჩაგილურჯა მითხარი?
- ემეზე თქვა რაღაც.
- რა თქვა ჩაერთო დედაც, რომელიც აქამდე ჩუმად გვისმენდა.
- არაფერი კარგი.
- და რა თქვა მაინც? ოთო ამოღერღე. შეევედრა დედა. მეც მაინტერესებდა იმ იდიოტმა რა თქვა ჩემზე.
- რაო თავიდან ვითომ იმისთვის მომმართა დამეხმარე ემესთანო და მკაცრი უარი რომ მიიღო ასე მითხრა, ემე იმ გიორგის საჟიმაოდ უნდა და ცოლობაზე აბოლებსო. არა მამენტ და ემე კი არის მაგის ღირსი მე რომ არ მირიგდებაო. ეს რომ თქვა გავაქანე და სახეში გავარტყი, ძალიან სუსტი დარტყმა გამომივიდა და საპასუხო ბევრად ძლიერი იყო და ხედავთ კიდეც შედეგს. ბოლოს ოთომ ღიმილით დაასრულა.
- არ გამოვა ეგ ამბავი მე უნდა დაველაპარაკო ახლავე. არავის პასუხს არ დალოდებია გიორგი ისე გავარდა ბინიდან.

მეგობრებო გთხოვთ შემიფასოთ მოთხრობა თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.



№1  offline წევრი mariam m.k

ჰმ ოთხივე თავი დGეს წავიკითხე და სიმართლე რომ Gითხრა Mართლა ძალიან ცისიამოვნე საინტერესო და AმავEდროულად ინტრიგანი ვინმე Xარ Aრვიცი რა გითXრა ახAლი ხარ ამიტომ დასაწყისისთVის ზედმეტათAც კარგი ხარ

 


№2  offline წევრი მელი

mariam m.k
ჰმ ოთხივე თავი დGეს წავიკითხე და სიმართლე რომ Gითხრა Mართლა ძალიან ცისიამოვნე საინტერესო და AმავEდროულად ინტრიგანი ვინმე Xარ Aრვიცი რა გითXრა ახAლი ხარ ამიტომ დასაწყისისთVის ზედმეტათAც კარგი ხარ

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა, შენი კომენტარი ჩემთვის დიდი სტიმული გამოდგა შევუდექი მეხუთე თავს.)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent