შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადგილი ფანჯარასთან


7-06-2018, 18:53
ავტორი anna mania
ნანახია 1 271

გამარჯობა, მე ანა ვარ, 29 წლის.
მაშოს დედა - ანა.
ანა - ერთი კომპანიის დირექტორი.
ანა - გოგის და ეკას შვილი.
ანა - მეგობარი.
ანა - დათის ყოფილი ცოლი.
ანა - გოგო, რომელსაც გული ბევრჯერ ეტკინა. სიყვარული გამო. არა, სიყვარულის არა, უსიყვარულობის გამო.
ანა - მშიშარა გოგო რომელმაც ბევრი შიში გადალახა.
ანა - რომელსაც უყვარს მოგზაურობა, გემრიელი საჭმელი, მაღაზიებში სიარული.
ანა - რომელიც ადრე იძინებს.
ანა - რომელსაც ჯერა რომ ოცნებები სრულდება. შეიძლება არა ჩაფიქრებისთანავე, მაგრამ აუცილებლად სრულდება.
ანა - რომელსაც უყვარს თავისი განვლილი ცხოვრება - სიხარულით, შეცდომებით, გამართლებებით და სირთულეებით.
ანა - რომელიც გიჟდება მაშოზე, დედაზე და მამაზე.
ანა - რომელსაც არ შეუძლია მეგობრების გარეშე.
ანა - რომელსაც უყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და ღონისძიებებზე სიარული.
ანა - რომელიც თხილამურებზე სრიალებს.
ანა - რომელიც გიჟდება გარუჯულ კანზე მაგრამ ვერ ჩერდება მზეზე.
ანა - რომელსაც მარტო ის მაჯის საათები მოწონს რომელსაც ლურჯი ციფერბლატი აქვს.
ანა - გოგო რომელსაც ყველაფერი უნდა გუშინ.
ანა - გაურკვევლობას რომ მწარე სიმართლე ურჩევნია.
ანა - რომელსაც მესიჯების წერას დარეკვა ურჩევნია.
ანა - თვითონ რომ არასდროს იგვიანებს და რომელსაც არ უყვარს როცა ალოდინებენ.
ანა - რომელსაც ეგონა იცოდა რა უნდოდა და ერთ დღეს დაიბნა.
მე ანა ვარ და მოგიყვებით ჩემს ისტორიას, იმიტომ რომ ... არა, არ გეტყვით რატომ, თქვენით მიხვდებით რატომ მოგიყევით.
გამარჯობა, მე ანა ვარ.
მიუხედავად იმისა რომ გარშემო ყველა მეუბნებოდა რომ ძალიან ლამაზი ვარ, არასდროს აღვიქვამდი საკუთარ თავს განსაკუთრებულად მომხიბვლელად.
ვერასდროს ვხვდებოდი რატომ მოვწონდი ბიჭებს.
არასდროს მოვწონდი ბიჭებს რომლებიც მე მომწონდა, ალბათ იმიტომ რომ ძალიან ადვილად მეტყობოდა ემოცია.
სულ ვფიქრობდი რომ ურთიერთობაში არ უნდა ითამაშო - თუ მოგწონს უნდა შეხვდე, თუ მოგენატრა უნდა უთხრა, ტელეფონს მაშინ უნდა უპასუხო როცა გირეკავს და არ მოაჩვენო ვითომ არ გცალია...
მარტოობის ყველაზე მეტად მეშინოდა ყოველთვის, გათხოვებამდეც და განქორწინების შემდეგაც სულ მინდოდა გვერდით მყოლოდა ადამიანი ვისთანაც თავს მშვიდად ვიგრძნობდი.
მაგრამ მე მაქვს არაჩვეულებრივი ნიჭი გავეხვე უსიამოვნებებში, აღმოვჩნდე სასაცილო სიტუაციებში და ვინერვიულო ყველაფერზე.
ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი მცდელობა მეპოვნა მეორე ნახევარი და შესაბამისად ბევრი გულისტკენა, იმედგაცრუება. ვისაც ვუყვარდი - იმათ მე ვატკინე გული. ვინც მიყვარდა - მათ მე დამწყვიტეს გული.
და ასე გრძელდებოდა ბუმერანგის პრინციპით სანამ ერთ დღეს დაღლილმა არ გავიღვიძე და არ მივხვდი რომ მარტო მინდოდა ყოფნა. მაშო მყავს რაც მთავარია, დედა და მამა, მეგობრები, სამსახური - დროა მივხვდე რომ საკმარისია, როგორც ჩანს ჩემი ბედის წიგნაკში პრინცი და კონკიას ლავ სთორი არ წერია. ჩემმა ინტერესებმა უკანა პლანზე გადაიწია, და დავიწყდე დაგეგმვა მაშოს შემდეგი წლის - სკოლის გარდა სად ივლის, რა წიგნები უნდა წავიკითხოთ, სად დაისვენოს და ასე შემდეგ.
დავიწყე ფიქრი რომ სწავლა უნდა გავაგრძელო - ყოველ მიზეზ გარეშე.
მეტი დრო უნდა გავატარო მშობლებთან და მეგობრებთან.
მე ანა ვარ.
მე ანა ვარ და დღეს ჩემს ყველაზე საყვარელ ადგილას ვარ - აეროპორტში.
არ არსებობს ადგილი სადაც უფრო კარგად ვარ ვიდრე აქ.
აქ ბევრი ადამიანია. ვუყურებ და როგორც ყოველთვის ვცდილობ გამოვიცნო მათი ისტორიები. ვაკვირდები. სულ ასე ვარ აქ, აი ვუყურებ წყვილს და ვხვდები რომ კრიზისი აქვთ, ალბათ დიდი ხანია დაქორწინდნენ, თითქმის არ ლაპარაკობენ, ორივე ტელეფონშია ჩამძვრალი. ვუყურებ და თავს ვიმშვიდებ რომ გულგრილ ურთიერთობას ჩემსავით მარტო ყოფნა ჯობია.
ვუყურებ და მახსენდება ყველა გულგრილობა, ყველა გულის ტკენა, ჩემი ყველა სისულელე.
არა, ასე ჯობია - მარტო ყოფნა მარტოობას არ ნიშნავს.
აი კიდევ გოგო, ტელეფონზე ლაპარაკობს და ვხვდები, რომ შეყვარებულთან მიფრინავს
და ბედნიერებისგან სახე უნათებს.
მე რას ვაკეთებ აქ? მე მივლინებაში მივფრინავ. შეხვედრებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავწყვიტე წასვლა, ცოტა ხნით მოვწყდები თბილისს.
როგორც ყოველთვის ადრე მოვედი და ყავას ვსვამ გაფრენამდე.
სარკეში ჩავიხედე.
რას ვგავარ - თმა როგორც მომიხერხდა ისე მაქვს შეკრული, უმაკიაჟოდ, ჯინსებით და პრეისტორიული მაისურით. ადრე სულ გამოპრანჭული დავფრინავდი. კიდევ კარგი სუნამო მაინც მასხია.
ყავა მოვსვი და თან ვფიქრობდი რა უნდა მეკეთებინა 3 დღე მარტოს და ვინანე რომ ადრე გადავწყვიტე წასვლა. შემეშინდა მარტო ყოფნის. არაუშავს, გამოვიძინებ - ვიმშვიდებდი თავს.
გამეცინა, ვინ დადის ევროპაში გამოსაძინებლად?
ვინ დადის და მე! მე ხომ ანა ვარ. ანა, რომელმაც მარტო ყოფნა გადაწყვიტა. უფრო სწორად მიხვდა რომ არ გამოსდის საპირისპირო სქესთან ურთიერთობა და თავდაცვის მექანიზმმა უკარნახა ასე ჯობიაო.
რიგში ვდგავარ. ერთი სული მაქვს დავჯდე თვითმფრინავში და აფრენის დროს მუცელში პეპლები აფართხალდნენ.
დავჯექი, მოვიწყინე, ფანჯარასთან არ შემხვდა ადგილი. ყურსასმენები გავიკეთე, თვალებზე ნიღაბი ჩამოვიფხატე და ველოდებოდი როდის აფრინდებოდა თვითმფრინავი.
ჩემს გვერდით ადგილი ისევ თავისუფალი იყო, ხალხი ჯერ კიდევ შემოდიოდა თვითმფრინავში. ნეტა ვისი ადგილია, იქნებ გადაიფიქრა გაფრენა - იმედი გამიჩნდა რომ გადავჯდებოდი.
სუნამოს ძალიან მძაფრი მაგრამ სასიამოვნო სუნი ვიგრძენი. ხმამაც არ დააყოვნა -ვიღაც მობოდიშებით გატარებას მთხოვდა.
ზლაზვნით ავიწიე ნიღაბი რომ დამენახა წინასწარ შეძულებული ადამიანი რომელმაც „ჩემი“ ადგილი დაიკავა ფანჯარასთან.
როგორ შეიძლება ასეთი სასიამოვნო ხმა და გემოვნებით შერჩეული სუნამოს სუნი ქონდეს ასეთ საშინელ ბიჭს.
კი საშინელს.
და არა - უშნო არ იყო.
ჩვეულებრივი იყო. არაფერი განსაკუთრებული.
მე კიდევ ანა ვარ, რომელსაც განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი რაღაცეები მოწონს.
რომელიც ფიქრობს რომ - ან არაფერი ან ყველაფერი.
ანა, რომელსაც თუ ზუსტად ის არ ექნება რაც უნდა, ურჩევნია საერთოდ არ ქონდეს.
ანა, რომელსაც დედა ბავშვობიდან ეუბნებოდა რომ რაც ბრჭყვინავს ყველაფერი ოქრო არ არის და რომელსაც ეგონა რომ მიხვდა ამ სიტყვების ჭეშმარიტებას, თუმცა მაინც ძალიან გააღიზიანა ამ ბიჭის არა ბრჭყვიალებამ და ჩვეულებრივობამ.
გავატარე და ისევ ჩამოვიფხატე თვალებზე, მაგრამ ყურსასმენის გაკეთება ვერ მოვასწარი, ჩემი მეზობელი საუბრის განწყობაზე ჩანდა.
- გიორგი. გამომიწოდა ხელი
ღმერთო სახელიც როგორი პროგნოზირებადი აქვს გავიფიქრე ჩემთვის.
- ანა. ხელი ჩამოვართვი.
მშრალი და თბილი ხელის გულები ქონდა. კიდევ კარგი, ვერ ვიტან ცივ ხელებიან ადამიანებს. მოვემზადე ყურასმენის გასაკეთებლად, მაგრამ - არა! ვერ ისვენებს.
- ბავშვობიდან დავფრინავ და ვერ მივეჩვიე, მაინც მეშინია.
- ხმელეთზე უფრო საშიშია ყოფნა - ვეუბნები მე. ჰაერში არ უნდა გეშინოდეს. რამე რომ მოხდეს მაინც ვერ გადავრჩებით. ვუღიმი და იმედი მაქვს რომ ჩემი ასეთი პასუხი საუბრილს სურვილს სამუდამოდ გაუქრობს. ვცდები, გიორგი არ ჩერდება.
- შენ სულ ასეთი პირდაპირი ხარ? მეკითხება და მიღმის. რბილად მიღიმის, როგორც დიდები უღიმიან პატარებს, შემწყნარებლურად. წყობიდან გამოვყავარ ამ თბილ ტონს.
- შენ? მე მეგონა უცხო ადამიანები ერთმანეთს თქვენობით ესაუბრებოდნენ.
- უცხო ცუდი სიტვაა, უცნობი ჯობია.
- რა მნიშვნელობა აქვს? ვეკითხები და ვფრიქრობ რა კარგი იქნებოდა რომ შემეძლოს დამაძინებელი ჩავუყარო წყალში.
- უცნობის სტატუსი გამოსწორებადია, გაიცნობ ადამიანს. უცხო შეიძლება ოჯახის წევრიც იყოს, შეიძლება ყველაზე ახლობელი ადამიანი გახდეს უცხო. უცხოობას ვერ შეცვლი.
- რა მოხერხებულად გადაიტანეთ თემა არ ვიმჩნევ მის პასუხს არადა როგორ მომეწონა რაც მითხრა, მეც რამდენჯერ მიფიქრია ამაზე.
- მიჩვეული ვარ, კარგად გამომდის

შევეგუე რომ არ დამაძინებდა და საუბრის გაგრძელებას ველოდებოდი გიორგისგან, მაგრამ ისევ შევცდი. ლეპტოპი გახსნა. 3 საათია ფრენა. ავფრინდით. გავიფიქრე როგორ მინდოდა ფანჯარასთან ჯდომა და მერე აღარ მახსოვს.

მერე გამეღვიძა და თვალის გახელის შემეშინდა. გიორგის მხარზე მედო თავი. საათს დავხედე ჩუმად, მხოლოდ 1 საათი იყო გასული აფრენიდან. ვიფიქრე ეძინა და ფრთხილად ავწიე თავი.

- ჩემს მხარზე ძილის შემდეგაც თქვენობით უნდა ვისაუბროთ?
- ძალიან დიდი ბოდიში, ვერც გავიგე როგორ ჩამეძინა. უხერხულად ვიგრძენი თავი.
- ძილში ხშირად ლაპარაკობ?
შევცბი, ჯერ 1 საათია რაც გავიცანი და უკვე იცის რომ ძილში ლაპარაკი მჩვევია. ნეტა რა წამოვროშე? გავიფიქრე ჩემთვის.

- არ ვიცი, მე არ მაწუხებს ჩემი ლაპარაკი. ჩემი უხეშობის მიუხედავად გიორგი ისევ კეთილგანწყობილი იყო.
- არც მე .სითიში პირველად მიდხარ? (სითი - ასე დავაქრქვი ქალაქს რომელიც რეალურად არსებობს)
- არა, ხშირად დავდივარ სამსახურიდან. შენ?
- მე ერთი თვეა გადმოვედი თბილისში, მანამდე სითიში ვცხოვრობდი 11 წელი.
- 11? სულ რამდენი წლის ხარ? პატარას გავდა და ვეცადე ხაზი გამესვა ამისთვის.
- 29.
- საბავშვო ბაღი
- ჰო არ შემეწინააღმდეგა. შენ რამდენი წლის ხარ?
- 30 მოვატყუე, ჯერ 29 ის ვიყავი მაგრამ სულ თვე და ოცი დღე იყო დარჩენილი ჩემს დაბადების დღემდე. სახეზე გაოცება დაეტყო, არ გამკვირვებია ყველას პატარა ვგონივარ.
- მე უფრო დიდი მეგონე
გადამასხა ცივი წყალი!
- ჰო - არ შევეწინააღმდეგე მეც. სითიში რას საქმიანობდი?
- ვსწავლობდი. მერე ვმუშაობდი.
- და თბილისში რატომ დაბრუნდი? არ ვაცადე საუბარი და როგორც მჩვევია დაკითხვის სახე მიეცა ჩვენს საუბარს.
- მამა რომ გარდაიცვალა, დედა მარტო დარჩა, არ მოუნდა ჩემთან გადმოსვლა, ამიტომ მე დავბრუნდი თბილისში. მაბნევდა მისი მეგობრული და მშვიდი საუბრის მანერა, ჩემს ეკლებზე და სისინზე რომ არ რეაგირებდა.
- ვწუხვარ, მაპატიე. მივხვდი რომ მისთვის რთულ თემას შევეხე და გავჩუმდი.
- რამდენი ხნით რჩები?
- 5 დღე, ორშაბათს საღამოს დავბრუნდები თბილისში.
- ასე ცოტა ხნით?
- და ეხლა რატომ მიფრინავ სითიში? კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
- ხშირად ვივლი აქეთ იქით, მეც შენსავით საქმეებზე.

მინდოდა მეკითხა სად მუშაობ თქო მაგრამ გავჩუმდი, ზედმეტად ბევრი შეკითხვა დავუსვი ისედაც, თან ძალიანაც არ მაინტერესებდა.



№1  offline წევრი lena lena

საინტერესო უნდა იყოს
ველოდები გაგრძელებას <3.წარმატებები

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი დასაწყისია, იმედია გააგრძელებ და მეც სიამოვნებით გავაგრძელებ კითხვას

 


№3  offline წევრი anna mania

lena lena
საინტერესო უნდა იყოს
ველოდები გაგრძელებას <3.წარმატებები

დიდი მადლობა :) აუცილებლად გაგრძელდება!

Chikochiko
კარგი დასაწყისია, იმედია გააგრძელებ და მეც სიამოვნებით გავაგრძელებ კითხვას

მიხარია თუ მოგეწონათ :) აუცილებლად გაგრძელდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent