შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამაგიერო - IV თავი -


8-06-2018, 16:39
ავტორი ჯესიკა
ნანახია 1 688

- თავი IV -

ბავშვობიდან მოყოლებული ყოველთვის წარმატებულად გამოსდიოდა ლექსოს ჩემი გაბრაზება, მაგრამ ამჯერად პიკს მიაღწია. გამწარებისაგან ლამის ცხვირიდან ბოლი გამომეშვა, აი ისე როგორც მულტფილმებშია. მინდოდა რაღაც არაჩვეულებრივი იდეა მომსვლოდა თავში, რაიმე ისეთი რასაც იმ წამს მოვიმოქმედებდი და სამუდამოდ დაამახსოვრდებოდა ვაჟბატონს, მაგრამ ამაოდ. ერთადერთი რამ მიტრიალებდა თავში და გადავწყვიტე ასე მაინც მეძია შური. ფეხზე წამოვდექი, ჩემს ცივ ყავას დავავლე ხელი, ლექსოსაკენ გავემართე და იქ მისულმა თავზე გადავავლე.
არ ელოდა და შოკში იყო-მეთქი რომ გითხრათ დამიჯერებთ? ელოდა კიდეც და უნდოდა კიდეც რომ ასე მომხდარიყო. უნდოდა ასეთი გაბრაზებული ვენახე, ჩემი ჭკუდან შეშლა უნდოდა და გამოსდიოდა კიდეც.
ლექსო ფეხზე წამოხტა, მაისურის წმენდა დაიწყო და ღიმილნარევი ბრაზით შემომხედა.
_არანორმალური ხარ!
_გაუმარჯოს!_მოგვიახლოვდა ნიკა.
_გაუმარჯოს!_უპასუხა ლექსომ.
_იცი რა მაინტერესებს ძმაო?_რაღაცნაირად დაიბოხა ხმა ნიკამ._ჩემ სურათებს რა პონტში იყენებ ნაშების დასაკერად?_ძალიან ახლოს მივიდა ლექსოსთან.
ლექსომ ჯერ მე გამომხედა, თავი გააქნია, მერე ნიკას შეხედა, ერთი ირონიულად გაუღიმა და მოულოდნელად თავი ცხვირში ჩაარტყა.
_ეეეე… რას აკეთებთ?
_გაიყვანეთ ესენი!
_ასე როგორ შეიძლება?
გაისმა შეძახილები.
ლექსო მკლავში მწვდა და გარეთ გამომათრია.
_შარში თავის გაყოფა ყოველთვის გეხერხებოდა!_მითხრა და მის მანქანასთან მიმიყვანა._ჩაჯექი, სახლში მიგიყვან.
_მერე შენი ტურფა?
_ვინ?
_აი ის, კაფეში რომ მოაბრძანე.
_ის გოგო?_სიცილი აუტყდა ლექსოს._დედასგეფიცები რომ არ ვიცოდე როგორ გეზიზღები ვიფიქრებდი ეჭვიანობსთქო…_ლამის გაიგუდა სიცილისგან.
გაბრაზებულმა გამოვაღე მანქანის კარი და სწრაფად ჩავჯექი.
ლექსოს უაზროდ კმაყოფილ სახეს ჭკუიდან გადავყავდი. მთალი გზა თვალს აპარებდა ჩემკენ და იღიმოდა. მაღიზიანებდა მისი მოციმციმე შავი თვალები და დაჩხვლეტილი ლოყები. მაღიზიანებდა იმიტომ რომ იდეალური იყო და ეს თავადაც მშვენივრად იცოდა. მაღიზიანებდა ისიც რომ ერთ ნაკლსაც ვერ უპოვნიდი, მისი კეხიანი ცხვირი და თხელი, გახუნებული ტუჩებიც კი იდეალურად ერწყმოდა მის სახის ნაკვთებს. ერთდროულად იყო სიმპატიურიც და უხეშიც, მკაცრიც და თბილიც, მზრუნველიც და უდარდელაც. მოკლედ ცოტ-ცოტა ყველაფერი ჰქონდა გემოვნებით…
გაჩერდა თუ არა მანქანა ჩემს სადარბაზოსთან მაშინვე ჩამოვხტი, უკვე სუნთქვა მმიჭირდა ლექსოს გარემოცვაში ყოფნისგან. კარი ხმაურიანად მივუხურე და უკანალის ქიცინით გავუდექი გზას.
_ანია!_დამიძახა ვაჟბატონმა._იცოდე ყავა რომ გადამასხი არ დამვიწყებია, ამისთვის სამაგიეროს გადაგიხდი!_ისევ ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა, მანქანა დაძრა და სწრაფად მოწყდა ადგილს.
_კრეტინი!_ჩავილაპარაკე ჩემთვის და ამჯერად გაბრაზებული ნაბიჯებით შევედი სადარბაზოში.
სახლში მისულს გადარეული სამეული დამხვდა, ირინოლას ეჭორავებოდნენ. ბაბუდა თავის გადაწყვეტილებაზე უყვებოდა.
_ქუჩაში კი არ დავიწყებ ვინმეს ძებნას, უბრალოდ თუ ვინმე გამეპრანჭება არც მე ჩამოვრჩები!_ცანცარებდა ბაბუდა.
_მთავარი წუნია მოვიდა!_აღნიშნა ელენემ და ყავა მოსვა.
_აუ, ბაბუდა მეც გამიკეთე ყავა რა…_შევევედრე ირინოლას. ფეხსაცმელები იქვე მივყარე და მიწყვეტით ჩავეშვი დივანში.
_სად იყავი, ჩემ თავს გაფიცებ?_იკითხა ნინიმ.
_არსად, უბრალოდ გავისეირნე.
_პროსტა გუშინ რა გეტაკა?_დაიწყო ლილემ._ სად გავარდი?
_ხო იცით რომ მაღიზიანებთ ამ ლექსოზე საუბრით, რომ არ გაჩუმდით მეც ავდექი და გავვარდი!!!
_ამ საღამოს სადმე არ გავიდეთ?_საუბრის თემა შეცვალა ელენემ._დაგვიანებით ავღნიშნოთ შენი დაბადების დღე.
_გავიდეთ…_მხრები ავიჩეჩე მე.
_აუ მე ვიცი, ძაან სისვეცკე კლუბი გაიხსნა დედაჩვენის სასტუმროს ტერასაზე_ჩაერია ლილე._იმენა ძაან ქულ ხალხი დადის და ზედმეტ სოფლელობას საერთოდ ვერ ნახავ. უფეისკონტროლესი ფეის კოტროლი აქვს დედაჩემს დაწესებული.
_მოკლედ ნანაჩო ყველაფერს ედება…_ყავით ხელში გამოცუნცულდა ბაბუდა.
_აუ, ირინოლა, შენც წამო რა ჩემ თავს გაფიცებ._შეევედრა ნინიმ._თან იქნებ და ბედი გაგეხსნეს.
_ჰო ვზროსლი სასტავიც იჩითება, ოღონდ იმენა ბიზნესმენები და რამე…_აყვა ლილეც.
_ვნახოთ._თავი დაიფასა ბაბუდამ.
_კაბას მე მოგიტან. შენ თავს ვფიცავარ დაგაკვდება! უმაგრეს ტანზე ხარ!_შეპირდა ნინი.
_აი კაბა თუ მომეწონება აუცილებლად წამოვალ._გაეცინა ირინოლას და ჩვეულებრივზე უფრო მეტად აცანცარდა._რა იცი და მილიონერს მივყვები ცოლად._კისკიდებდა გულიანად.
_ნაკლები არც შეგეფერება!_დაამატა ელენემ.
_ელი, ესემესი მოგივიდა._დამტენიდან გამოაერთა ტელეფონი ნინიმ და ელენეს მიაწოდა._ეეე, ლექსო რა პონტში გწერს?_გზად ტელეფონს დახედა.
_მე რა ვიცი?!_გაუკვირდა ელენესაც და ტელეფონს დახედა.
_იასნია ანიაზე აინტერესსებს რამე._დაასკვნა ლილემ.
_ვნახოთ._ელენემ მობილური გახსნა და ლექსოს მიწერა.
ჩვენ საუბარი გავაგრძელეთ, ჯერ ლილეს და ნინის კაბების შერჩევა დავიწყეთ, აუცილებელი მოთხოვნა იყო სტილში და ფერებში არ დამთხვეულიყვნენ. ისედაც ტყუპები იყვნენ, ტანითა და სახით ძლივს განასხვავებდი ერთმანეთისგან და ტანსაცმელი მაინც უნდა ცმოდათ განსხვავებული. მერე ირინოლას კაბის შერჩევა დავიწყეთ, არც ძალიან ახალგაზრდული უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ძალიან მოკრძალებული. მოკლედ ბევრი ვილაპარაკეთ მაგრამ მთელი ამ საუბრის განმავლობაში თვალი ელენესკენ გამირბოდა რომელიც მომღმარი სახით ემესიჯებოდა ლექსოს, არ მინდოდა მეკითხა რას წერდა. ლილესა და ნინის ცნობისმოყვარეობის იმედად ვიყავი მაგრამ ისე იყვნენ გართული კაბებზე საუბარში ელენეს საერთოდ ვეღარც ამჩნევდნენ, თავად ელენე კი არაფრის თქმა არ აპირებდა.
_ანია, რაღაც მინდა გკითხო…_ნახევარსაათიანი მესიჯობის შემდეგ გვრდზე გადადო ტელეფონი ელენემ.
_რაიყო?
_ლექსოსთან რამე რომ მქონდეს ხო არ გაგიტყდება?
_რა?_შეიცხადა ლილემ.
_რეებს ბოდავ ჩემ თავს გაფიცებ?_გაუკვირდა ნინისაც.
_მემგონია ანიას ვეკითები…_გაბრაზდა ელენე._უბრალოდ ისე მწერს აშკარად უნდა რომ ურთიერთობა გვქონდეს და არ მინდა შენგან მალულად მოხდეს რამე… ხომ ხვდები?
_მე ლექსო არანაირად არ მაინტერესებს._უდარდელად ვუპასუხე და ყავა მოვსვი.
_ელენე, როგორ გგონია, ასე უცებ გადაუყვარდა ანია და შენ დააინტერესე?_ჰკითა ირინოლამ.
_ბაბუდა!_მკაცრად გავხედე მას._ნუ ჩაერევი!
_თუ ისევ ანია უყვარს, მე დავრჩები მოტყუებული და დამნაშავეც მარტო მე ვიქნები რომ ვენდე. მაგრამ ახლა დიდი სურვილი მაქვს რომ მასთან ურთიერთობა ვცადო.
_როგორც გინდა._ჩაილაპარაკა ირინოლამ და სამზარეულოში გავიდა.
ლილეს და ნინის პირები დაეღოთ და ერთმანეთზე უფრო გაოცებული სახით შეჰყურებდნენ მეგობარს.
_ოღონდ ელენე,_დავიწყე მე._თუ ამას იმიტომ აკეთებ რომ მაეჭვიანო და ლექსოსთან შეთანხმებულად მოქმედებ, საშინლად მეწყინება და ალბათ ვეღარც ვიმეგობრებ შენთან.
_ლუკას გეფიცები მართლა მომწონს და აქამდეც მომწონდა, უბრალოდ შენ პონტში არ ვამბობდი.
_თუ ასეა, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. უბრალოდ ფრთხილად იყავი, მანქანა რომ დავუბრუნე ძალიან გაბრაზებულია და შეიძლება ასე უნდა სამაგიეროს გადახდა.
_ანია…_ჩაეცინა ელენეს._ყველფაერი შენს ირგვილვ არ მოძრაობს, დედამიწის ცენტრი მზეა და არა შენ._ფეხზე წამოდგა ელენე, ჩანთას ხელი დაავლო და კარისაკენ გაემართა._საღამოს შევხვდებით, მე პირდაპირ სასტუმროსთან მოვალ.
_მოიცა, ჩვენც წამოვალთ!_დაიძახა ლილემ.
გოგოები წავიდნენ თუ არა ოთახში შევიკეტე, მუსიკები ჩავრთე და ცოტახნით წამოვწექი.
ჩემი პირველი კოცნა გამახსენდა. მაშინ 15 წლის ვიყავი. ჩვენს კლასში ახალი მოსწავლე, თორნიკე გადმოვიდა, საკმაოდ სიმპატიური, მოწესრიგებული, ცოტა პრანჭიაც, მოძველბიჭო ელემენტებით და მეც სულელივით მოვიხიბლე მისით. სამი თვე დაშტერებული დავდიოდი სკოლაში, მთელი გაკვეთილები მას მივშტერებოდი და რაღაც უაზრო ოცნებებში ვიძირებოდი. მერე როგორვ იქნა სალომეს მოვუყევი ამის შესახებ, მანაც როგორც ნამდვილმა მეგობარმა და 15 წლის უტვინო გოგომ მირჩია რომ თორნიკესთვის გული გადამეშალა და ჩემი გრძნობები გამემხილა. მეც როგორც მეორე 15 წლის უტვინო გოგომ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე სატრფოსთვის წერილი მიმეწერა. გაკვეთილების შემდეგ თორნიკეს ჩანთაში ფურცელი ჩავაძვრინე და სასწრაფოდ გამოვიქეცი სახლისკენ.
წერილში ასე ეწერა:
“თორნიკე, დიდიხანია მომწონხარ, თუმცა ცოტა არ იყოს მეშინოდა ამის გამხელა, მაგრამ როგორც იქნა ძალები მოვიკრიბე და მოგწერე. თუ შენც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ მაშინ ხომ არ გვეცადა ერთად ყოფნა?
ანია…”
მეორე დილით გაორებული შეგრძნებებით მივდიოდი სკოლაში, თან ვნერვიულობდი და თან გეგმებს ვაწყობდი თუ სად შევხვედროდით ხოლმე მე და თორნიკე, რომელი გაკვეთილზე დავმჯდარიყავი მის გვერდით, როგორ დამევარცხნა თმა რომ მას მოვწონებოდი და ასე შემდეგ. სკოლაში მისულს ჩემ მერხზე დაკეცილი ქაღალდი დამხვდა. ნელ-ნელა გავხსენი და გზად მივხვდი კიდეც რომ ეს ჩემი წერილი იყო. წერილის ბოლოს ეწერა რომ ფურცელი ამომებრუნბინა, ფურცლის უკანა მხარეს კი შემდეგი რამ დამხვდა: “ვინმე სხვა მოძებნე.”
ფურცელი სასწრაფოდ დავხიე, სანაგვე ყუთში ჩავაგდე, ჩანთა მოვიკიდე და საკლასო ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გავვარდი. სკოლის კარის კაცს მოვატყუე რომ საშინაო დავალების რვეული სახლში დამრჩა და ასევე გიჟივით გამოვარდი სკოლიდანაც, ჭიშკარში კი ვის შევეფეთბოდი თუ არა ლექსოს.
_სად გარბიხარ პატარა?
_შემეშვი!_ჩაწითლებული თალებით დავუბღვირე, გვერდი ავუარე და სირბილი გავაგრძელე.
ისიც, რა თქმა უნდა უკან ამედევნა და მანამდე მდია სანამ ჩემს სადარბაზოში არ შევედი.
_ანია!_დამწვდა და მისკენ მიმაბრუნდა._რა მოხდა? ვინმემ გაგაბრაზა? მე გაგაბრაზე? რა გატირებს?_გაკვირბეულმა მომაყარა კითხვები.
_შემეშვი-მეთქი._დავუყვირე ისევ და მისგან თავის დაღწევა ვცადე.
_მე გაწყენინე?
_არა!
_აბა?
_არ გეტყვი!
_მითხარი თორემ გავიგებ და…
_და რა? კიდევ ერთ ბიჭს ცემ ჩემს გამო? კიდე ერთხელ შემარცხვენ? რატომ არ მაცდი ცხოვრებას? რატომ არ მაცდი თავი თავად დავიცვა? ან იქნებ სხვა მიყვარს? ხელს რატომ მიშლი? შემეშვი!!! შე-მე-შვი!!!_ვყვიროდი ბოლო ხმაზე.
_მაინც გავარკვევ ვინ გაწყენინა!_გაბრაზებულმა დამიყვირა, ხელი შემიშვა და სადარბაზოდან გაშმაგებული გავარდა.
გული ამომივარდა ისე ვტიროდი, თუმცა რა მატირებდა ამას ვეღარ ვარჩევდი, ალბათ ემოციების ზღვა მომაწვა და ტირილის მეშვეობით გამოვხატე ეს ყველაფერი.
იმ საღამოს ლექსომ დმირეკა და ძალიან მკაცრად მითრა სასწრაფოდ ეზოში ჩავსულიყავი. თავიდან სიჯიუტე არ მიშვებდა მაგრამ ბოლოს ცნობისმოყვარეობამ სძლია და ეზოში ჩავედი. სადარბაზოსთამ ლექსო და თვალჩალურჯებული თორნიკე იდგნენ.
_მიდი!_ხელი კრა ლექსომ თორნიკეს.
_ანია…_თორნიკემ თვალები გადაატრიალა._ბოდიში რომ გაწყენინე.
მთელი სხეული ამითრთოლდა, თორნიკე ასეთი დამცირებული რომ ვნახე მასზე წარმოდგენა დამეკარგა, აქამდე სულ ყელმოღერებული, მოძველბიჭო თორნიკე ახლა თითის მოკაკვით მელაპარაკებოდა.
_საბოდიშო არაფერია._ძილვს ამოვიღე ხმა._უბრალოდ გეხუმრე, ყველამ იცის რომ ლექსო მიყვარს…_მხრები უდარდელად ავიჩეჩე, ლექსოსკენ გავემართე, ფეხის წვერებზე ავიწიე, კისერზე ხელები შემოვხვიე, ქუთუთოები ძლიერ დავაჭირე ერთმანეთს და ლექსოს ძალიან სწრაფად ვაკოცე.
ორივენი გაოგნებული იყურებოდნენ, განსაკუთრებით კი ლექსო ვერ მოსულიყო გონს. საკუთარ თავს დავცინოდი გულში, ყველაზე დაძაბულ მომენტებში ყველაზე სულელური აზრები მომდიოდა თავში და მათ განხორციელებასაც მანამდე ვახერხებდი სანამ მივხვდებოდი რომ სისულელეა.
ლექსო, რა თქმა უნდა, გაბრაზდა… მას შემდეგ კარგახანს მებღვირებოდა, ხან რას მიშავდება და ხან რას, თუმცა ამ ფაქტმაც ვერ შეძლო რომ გადავყვარებოდი.
_გოგოები დაბრუნდნენ!_ოთახის კარზე მოაკაკუნა ირინოლამ.
თვალები მოვისრისე, პირველ კოცნაზე ფიქრში ჩამძინებია კიდეც და რამდენიმე საათი გულიანად გამომეძინა.
_ახლავე გამოვალ._გავძახე ბაბუდას და ზანტად წამოვდექი საწოლიდან.
მისაღებში რომ გავედი ლილე და ნინი უკვე გულიანად ქაქანებდნენ.
_დედას გეფიცები მეც ეგრე მეგონა რო ანიას უჩალიჩებდნენ მაგრამ ხო წაგვაკითა მესიჯები, სერიოზულად ემესიჯება._ამბობდა ნინი.
_არა ლექსოს უეჭველში ეჭვიანობის პონტში უნდა მარა, ეს რამ გამოაძებილა?_მხრებს იჩეჩავდა ლილე.
_ლილე და ნინი!_მკაცრად წარმოვთქვი მე._თემა დახურულია!
_ჰო, მაგრამ…_არ აპირებდა გაჩუმებას ლილე.
_არავითარი მაგრამ! კიდევ რამეს იტყვით ამაზე და არსადაც არ მოვდივარ, ძალიან მშვენივრად მეძინა!
_კარგი ჰო._დანებდა ტყუპისცალი.
ოთახში გამოპრანჭულმა ირინოლამ შემოაბიჯა. რა რა და ლილეს და ნინის გემოვნება ნამდვილად ჰქონდათ. ბაბუდა ულამაზესად გამოიყურეობდა, ძალიან სადად თუმცა ძალიან მიმზიდველად ეცვა.
_მაკიაჟს გავიკეთებ და წავიდეთ!_მხიარულად ჩაილაპარაკა და თავმომწონედ დატრიალდა ჩვენს წინაშე.
მე რატომღაც უხასიათოდ ვიყავი, ჰოდა ბევრი არ მიფიქრია იმაზე თუ რა ჩამეცვა, პირველივე სარაფანი გადავიცვი, შესაფერის მაღლებზე შევხტი, სადა მაკიაჟი გავიკეთე და ოთხივენი გავუდექით გზას კლუბისაკენ.
იქ მისულმა ბართან მდგარი ელენე და ლექსო რომ დავინახე ლამის გული წამივიდა. აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. ასე უცებ ლექსო ვერ გადამიყვარებდა. დილით ვუყვარდი და საღამოს აღარ? ასეთი რამ ხდება? თანაც მისი მუქარაც კარგად მახსოვდა. მოკლედ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ლქსოს დავლაპარაკებოდი და მისგან გამომეძალა სიმართლე. ლილეს და ნინის ვთხოვე რომელიმე ოთახის გასაღები მოეცათ ჩემთვის სადაც ლექსოს “გავათრევდი” და ვაიძულებდი მისი ზრახვების შესახებ ეამბო.
სადღაც ნახევარ საათში 502_ე ოთახის გასაღები ხელში მეკავა, ლექსოსთან კი მესიჯი მქონდა გაგზავნილი სასწრაფოდ მოსულიყო ამავე ნომერში. შეუმჩნევლად მოვწყდი იქაურობას, არ მინდოდა ელენეს რამე ეეჭვა.
_აქ ვარ პატარა!_ოთახის კარი შემოაღო ლექსომ.
_შემოდი, სწრაფად!_მასთან მივვარდი, მხარზე ხელი ჩავჭდე, დავაჩქარე და კარი სწრაფად მივხურე.
_რამოხდა? რაღაც აღელვებული ხარ?!_ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
_ელენესთან რას აკეთებ? გინდა მეგობარს დამაშორო?
_მე?_გაიკვირვა მან._რას ამბობ!
_რასაც ვამბობ მშენივრად იცი.
_არ ვიცი პატარა, ამიხსენი!
_ვიცი ელენეს რატომაც მიწერა, გინდა მე მაეჭვიანო, მაგრამ არ გამოგივა, რამდენჯერ უნდა აგიხსნა რომ არ მაინტერესებ.
_აბა რატომ ღელავ?
_ხომ გითარი, არ მინდა მეგობარი დავკარგო!
_და როგორ დაამტკიცებ რომ სერიოზულად არ ვუყურებ?!
_ამას დამტკიცება არ ჭირდება!
_მე კიდევ ვამბობ რომ აღარ მაინტერესებ და ელენესთან მინდა ვცადო ურთიერთობა.
_ცხვირი გაგეზარდა!_ცხვირზე მივადე თითი._ასე უცებ ვერ გადამიყვარდებდი!
_დაამტკიცე!_მაჯაში მსტაცა ხელი.
_თუ დავამტკიცებ ელენეს შეეშვები?_ხელი გავითავისუფლე მისი კლანჭებისგან.
_გპირდები!
_იცოდე დაგიმტკიცებ…_გულმკერდზე ორივე ხელი დავარტყი, ის კი ინერციით საწოლზე დაჯდა.
_დაამტკიცე!_ხელები გაშალა და ყურებამდე გაიკრიჭა.
_მეზიზღები!_დავუბღვირე, თვალები გადავატრიალე, მივუახლოვდი, მისი სახე ჩემს ხელებში მოვიქციე და ტუჩებზე დავწვდი.
მე ვკოცნიდი, ის იცინოდა, ცდილობდა არ ამყოლოდა.
_არაფერი გამოგივა!_ხარხარებდა ლექსო. მე კი გაჩერებას არ ვაპირებდი. უფრო და უფრო მონდომებით ვკოცნიდი.
ლექსომაც სიცილი ნელ-ნელა შეწყვიტა და დამნებდა. ხელები მუხლების უკან მომიჭირა, მისკენ მიმიზიდა და კოცნაში ამყვა. მარჯვენა ხელი კაბის ქვეშ შემიცურა და უკანალზე ჩამებღაუჭა. მინდოდა გავჩერებულიყავი, შანი მომეგო, მაგრამ ვერ ვახერხებდი. თავბრუ მეხვეოდა და სხეული მიცახცახებდა. ჩემი ხელები მის იდეალურ თმებში მიცურავდნენ, სხეულები უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, თითქოს ამაზე ახლოს აღარ შეიძლებაო და შეხორცებასაც კი ცდილობდნენ. ერთმანეთს მივწებეთ და რომ არა ლექსო, ალბათ თავს ვეღარ გავაკონტროლებდი.
_ანია,_ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა მან._გაჩერდი!
წამში მოვწყდი მის სხეულს და ინტიქტურად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი უკან.
_ანია…_გოლიათივით ხვნეშოდა ლექსო.
_ელენეს შეეშვები!_თითი დავუქნიე._და ზოგადად ჩემს მეგობრებს!
_მე იმას მივწერე ვინც ვიცოდი ამყვებოდა. სჯობს ფრთხილად იყო!
_ჭკუას ნუ მასწავლი და ის გააკეთე რაც გითარი.
_როგორც მეტყვი!_ფეხზე წამოდგა, გვერდი ამიარა და ნომერი დატოვა.
ალბათ რამდენიმე წამი დამჭირდა რომ გონზე მოვსულიყავი. კაბა გავისწორე და ტერესაზე ავედი. ვცდილობდი საკუთარ თავთან მარტო არ დავრჩენილიყავი, არ მინდოდა 502_ე ოთახში მომხდარზე ფიქრი. ცოტა არ იყოს და მაშინებდა საკუთარი სხეულის დაუმორჩილებლობა, მაშინებდა იმაზე ფიქრიც კი რომ შეიძლებოდა ლექსოს მიმართ რაიმე მეგრძნო, თუმცა ამავდროულად დარწმუნებულიც ვიყავი რომ თუ 10 წლის მანძილზე არ შემიყვარდა ვერც მერე შემიყვარდებოდა. საბოლოოდ თავი დავარწმუნე რომ უკვე საკმაოდ დიდი გოგო ვიყავი და ლექსოს მიმართ როგორც ერთი ჩვეულებრივი ბიჭის მიმართ ლტოლვა გამიჩნდა და ვინც არ უნდა ყოფილიყო მის ადგილზე (ნორმის ფარგლებში) მასთანაც აუცილებლად იგივეს ვიგრძნობდი. საკუთარი თავი კიდე უფრო რომ დამერწმუნებუნა იმაში რომ კონკრეტულად ლექსო არ მაინტერესებდა დალევა გადავწყვიტე, თუმცა მეორე დილით მივხვდი რომ ეს ძალიან ცუდი აზრი იყო…


_________________
მეგობრებო, ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისათვის. უბრალოდ ვერანაირად ვერ მოვახერხე აქამდე დამედო. მიტოვება არც მიფიქრია და არც ვაპირებ.. შევეცდები აღარ დავაგვიანო. მადლობთ თუ ისევ კითხულობთ!!!!



№1 სტუმარი დიკოსია

ლექსოზე ვგიჯდები
საოცრება მიყვარს
ჩემი ლექსო
იმედია
სხვას არ ჩაუხტა
თორე მივაკლავ
მივასიკვდილებ
ვიცი რო ცუდად იქცევა ლექსო
მაგრამ გამოვიდეს გაიღვიძოს უნდა
დაქალი
კიდე შტერი
სულელი
მომწონს მე ეს წყვილი
და ვიცი ლექსო უყვარს
და ერთად დატოვე
თორე ალბათ მივაკლავ ვიღაცას

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

დაგვიანებას არა უშავს, მაგრამ მიტოვება არ გაბედო. ანია ისე ებმება მახეში, თვითონაც რომ ვერ ხვდება:დდ გემრიელი და სახალისო ისტორიაა, საყვარელი პერსონაჟებით

 


№3 სტუმარი სტუმარი nata

am gverdze am istoriis gamo shemovdivar da kide ro malodino gavgijdebi :D sauketesoa!!!gelodebi maleee

 


№4 სტუმარი სტუმარი ნაია

აუ აბა აღარ დავაგვიანებო?:(((სად ხარ სააად

 


№5 სტუმარი tata

აუ სად ხარ ამდენი ხანი არ გეცოდებით ჩვენ ?

 


№6 სტუმარი სტუმარი ნატა

კაი რააა დადეეე როგორ გელოდები რამდენი ხანია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent