შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანუკვარი სიმშვიდე (სრულად)


8-06-2018, 21:03
ავტორი tasusuna
ნანახია 5 810

მანამ,სანამ წამიკითხავ..
არ მინდა დაიბნე,არ მინდა აგრიო..
26 მაისის კვეთა,the sound of silence და возвращение-ერთად,და ჯამში,რა თქმა უნდა,სანუკვარი სიმშვიდე..
თავიდან ბოლომდე ისტორია,რომელიც,ჩემი გონებიდან არასდროს ამოიშლება...
იმედია,შენც ისიამოვნებ..
იმედია,შენც გაიგებ..
მე გელოდები,სუნთქვა შეკრული და,
გთხოვ,არ შეწყვიტო,ბოლომდე
ჩაიკითხე,იმიტომ,რომ მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის..
!!
შენი:ანასტასია..

_________
მაღალი იყო..
მეტრი და ოთხმოცდაათი,ალბათ..
სუსტი და,სულ
ოდნავ წელში მოხრილი.
მოშვებული ჯინსი და, ლურჯი დუტის ქურთუკი ეცვა,თითქმის სულ..
რვა ნომერ კენტს ეწეოდა და,ბავარიას სვამდა..
26 მაისის კვეთაზე იდგა და,როცა არ უნდა გაგეხედა,ყოველთვის რაღაცას სერიოზულად განიხილავდა რამოდენიმე ბიჭის თანხლებით..
ყოველთვის ინტერესით ვაკვირდებოდი შორიდან და,მიახლოება ვერ გამებედა.
იყო მომენტი,გამომხედავდა,გამიღიმებდა წამიერად და,საუბარს განაგრძობდა..
რატომღაც,სულ მიზიდავდა და,ვცდილობდი,იმ ქუჩაზე გამევლო..
ცოტა ხნით მეთვალთვალა და,წავსულიყავი..
ისე ვიცნობდი,შორიდან..
მერე არ ვიცი,როგორ და რანაირად,მაგრამ,
ავეწყვეთ..
რაღაცნაირად..
ისეთი ბიჭი იყო,კითხვა რომ მისი სტიქია იყო და მე არც არასდროს მბეზრდებოდა,რომ რამე მერჩია, და მერე,მეთხოვებინა მისთვის..
სულ რამოდენიმე წუთს გრძელდებოდა ჩვენი შეხვედრა..
მიუხედავად იმისა,რომ უკვე საათობით ვსაუბრობდით,
პირისპირ ნახვისას,რატომღაც,სულ მორიდებულად ვიყავით.
ვერ მეხებოდა და ვერ ვეხებოდი.
გადავკოცნიდი და,თუ გაუცნობიერებლად ხელს მომკიდებდა,
მთელი დღე აღფრთოვანებული დავდიოდი..
მამჩნევდა..
ის თითქოს თავშეკავებული იყო,მაგრამ,ჩემს ანთებულ თვალებს ყოველთვის ამჩნევდა და სევდიანდებოდა..
მიკვირდა..
მაგრამ,ვერც ვეკითხებოდი...
მიუხედავად იმისა,რომ შორიდან მასზე თითქმის ყველაფერი ვიცოდი,მაინც გაათასმაგებული ინტერესით ვისმენდი მისგან ყველაფერს..
მიყვებოდა ყველაფერს:
თუ რას,რატომ გრძნობდა.
თუ რას,რატომ განიცდიდა..
თუ რას,რატომ აკეთებდა..
მიყვებოდა და ,ვგრძნობდი,თავისუფლდებოდა..
მიუხედავად იმისა,რომ ეს ყველაფერი წერილობითი სახის იყო,ვხვდებოდი,
როდის იღიმოდა,როდის იცინოდა,
როდის ნაღვლიანდებოდა და,
თითქოს,
ვიზიარებდი ყოველივეს..
გულთან მიმქონდა და,განვიცდიდი ისე,რომ,ცრემლებსაც ვერ ვაკონტროლებდი,
ხანდახან..
რთული ადამიანი იყო და,მტკიოდა მისი სირთულე..
2-3 დღის შემდეგ,როცა წუთით ვნახავდი ხოლმე,ვცდილობდი მთელი სითბო,რასაც მისგან ვგრძნობდი,შემესრუტა..
შემესისხლხორცებინა..
მერე,დავემშვიდობებოდი და,იმ წამიდან,ისევ სოციალურ სამყაროს ვუბრუნდებოდით..
ვაგრძელებდით წიგნების გაცვლა-გამოცვლას,როცა
მოულოდნელად,
ღამის 5 საათზე ზარი შემოვიდა ჩემს ნომერზე..
მომენტალურად გამოვფხიზლდი,რადგან ზუსტად ვიცოდი,
ერთადერთი ადამიანი იყო,ვინც ღამით დამირეკავდა..
ეს პირველი იყო..
ოდნავ შეზარხოშებული იყო..
მიუხედავად იმისა,რომ ზარის ხანგძლივობა მხოლოდ წუთი იყო,
ყველაფერი დაიტია..
-მომენატრრე-ო,-რაღაცნაირად ამოთქვა და,დავასრულეთ საუბარი..
ხუთის მერე ვეღარ დავიძინე..
ერთ პოზაში,გაშეშებული ვიწექი და,ფიქრების დალაგებას ვცდილობდი..
პირველი შემთხვევა იყო,როცა გრძნობა სიტყვით გადმოსცა და,მთელი სხეულით ვგრძნობდი ამას..
გული ვერ დავიწყნარე,ვეღარც სუნთქვა დავირეგულირე..
7 იყო დაწყებული,ტელეფონი რომ ავიღე და,რაც გულში მქონდა,პასუხად მივწერე..
-მეც!-მხოლოდ ერთი სიტყვა და,
მიუხედავად იმისა,რომ პასუხი არ მოუწერია,
დარწმუნებული ვარ,
ლოყები ოდნავ შესამჩევად შეევარდისფერა,
თვალები აუბრწყინდა და,
გაეღიმა..
ალბათ,თვალებსაც დახუჭავდა და,წარმომიდგენდა,თუ როგორ ვეუბნებოდი ამას,იმიტომ,რომეც ასე გავლიე ის გამთენიის საათები..
ის დღე არ შეგვიმჩნევია..
თითქოს არ ყოფილაო,მაგრამ,ყოველ წამს მაინც ვიხსენებდი მის ნათქვამ ერთადერთ გრძნობას..
ამ ამბიდან,კვირა იყო გასული,
ისე ვწერდი,სასხვათაშორისოდ.
იარაღიდან სროლა ჩემი ოცნებაათქო,
არ გამიმახვილა ყურადღება,
ის დღე ჩვეულებრივად ჩავამთავრეთ..
იმის შემდეგ,უკვე საღამო მოსულიყო,არ მოუწერია და,
ისე ვნერვიულობდი,
რომ აღარც ვმალავდი..
მზად ვიყავი,მისი ახლო მეგობრისთვისაც კი მიმეწერა,ოღონდ დავმშვიდებულიყავი..
ტექსტი უკვე აკრეფილი მქონდა,როცა უკვე მეორედ,ეკრანზე მისი სახელი განათდა და,ერთიანად ამოვისუნთქე.
-ათ წუთში ჩვენ ადგილას თუ გამოხვალ,შენთვის სიურპრიზი მაქო.
სიტყვა არ მათქმევინა,გამითიშა..
სანამ ვიცმევდი,იმ ორ მნიშვნელოვან სიტყვაზე ვფიქრობდი..
მარტო მე არა,თურმე მასაც შეუმჩნევია,რომ ერთსა და იმავე ადგილას ვნახულობდით ერთმანეთს.
ამან იმდენად ამაღელვა,რომ ზუსტად 5 წუთში უკვე ჩვენს ადგილას,
26 მაისის კვეთაზე,სულ პატარა მოხვეულ ადგილას,ოდნავ ჩაბნელებულ კუთხესთან ვიდექი და მის აბრწყინებულ თვალებს ვუყურებდი..
გამიღიმა და,ხელი ჩამკიდა.
პირველად..
გამაჟრჟოლა!
ისე გავყევი,არც მიფიქრია სხვა არაფერზე,კლდის პირასაც რომ მივეყვანე,არც ამაზე ვიყავი წინააღმდეგი.
კლდეზე არა,მაგრამ,მისი უახლოესი მეგობრის სახლს რომ მივუახლოვდით,
ჩემკენ შემობრუნდა და,ჩემი ღიმილით გამიღიმა.
-იქაა სიურპრიზი-თვალით ორსართულიანი სახლის გვერდით მდგარ ავტოფარეხზე მანიშნა.
გამიკვირდა და,სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩი,როცა,
იქ შესულმა,
ქურთუკის ზურგიდან შავ ნაჭერში გახვეული რევოლვერი გამოიღო!
ჰო,ნამდვილად,
ვერცხლის ფერი რევოლვერი..
გაცისკროვნებული სახით მიყურებდა..
არ გამკიცხოთ, და არც გაგიკვირდეთ,ცეცხლსასროლი იარაღი ჩემი მართლაც რომ გატაცებაიყო და ახლაც,აღფრთოვანებით დავყურებდი ჩემს ხელებში მოქცეულ რკინის მასას..
-ტყვია არ დევს შიგნით,მაგრამ,თუ პირობას მომცემ,რომ ფრთხილად იქნები,ერთს გაგასროლინებ,ოღონდ მანამდე,მაყუჟს დავუგებ-თვალი ჩამიკრა და,
წუთის შემდეგ ისევ მომაწოდა..
მთელი ამ დროის მანძილზე ხმის ამოუღებლად ვაკვირდებოდი და,
გულის დამშვიდებას ვცდილობდი..
მის ამ საქციელში იმხელა გრძნობა იკითხებოდა,რომ
მთლიანად მფარავდა და,ისე გავისროლე ზედიზედ სამჯერ,რომ ვერც კი გავიაზრე..
მან მე სურვილი ამისრულა,ამაზე მეტი რა უნდა ყოფილიყო?
ისევ ისე მიყურებდა..
როგორც ჩვეოდა..
ღიმილით და აბრწყინებული თვალებით..
მხრებში ოდნავ მოხრილიყო და,ბეჭით კედელს ეყრდნობოდა..
წამოზრდილ წვერზე მოხდენილად ჩამოისვა გრძელი თითები და,
ფრთხილად ჩამომართვა იარაღი..
ჩვენს ადგილამდე უკან ისევ უხმოდ მივედით,და დროებით დამემშვიდობა..
სახლს ვუახლოვდებოდი,შეტყობინება რომ მომივოდა,მთელი ისტორიის თანხლებით..
აღნიშნული იარაღი მამამისის სახსოვარი ყოფილა და,ზუსტად 10 წელია,არავის გაუსროლია..
მის სოფელში,მუხის მრავალწლოვანი ხის ფუღუროში,ერთი ადგილი ყოფილა,სადაც წლების მანძილზე ინახებოდა.
ამასისეთი ისტორია დააყოლა,რომ ათასმაგად დავაფასე,იმიტომ,რომ
იმ იარაღის ქალაქში ჩამოტანა ძალიან დიდ რისკებთან იყო დაკვშირებული და მან,
ეს,
ჩემთვის,
გააკეთა!
მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემი ოცნება აესრულებინა.
ეს კი ჩემთვის ძალიან,
ძალიან ბევრს ნიშნავდა..
მერე ჩვეულებრივად მივყვებოდით დინებას..
ჩემი ჩვევისთვის არასდროს მიღალატია,
ყოველთვის 26 მაისის კვეთაზე ჩამოვდიოდი,რომ დამენახა,
მეყურა მისთვის და,
ბედნიერებისგან აღვსილს განმეგრძო გზა.
ის ისევ ისე იქცეოდა,
გამომხედავდა,გამიღიმებდა და,
თვალს ჩამიკრავდა..
რამოდენიმეჯერ მისი მეგობრის გამჭოლი მზერაც შევამჩნიე,შემფასებლურად რომ მაკვირდებოდა..
მათ არ ვიცნობდი,მაგრამ,დაახლოებით ვიცოდი,რასაც წარმოადგენდნენ და,
თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი.
მასაც ბევრი მოეყოლა მის სამეგობროზე და,
გაკვეული წარმოდგენა ყველაზე გამაჩნდა.
მისდამი გრძნობებს ისიც მიღვივებდა,რომ
მისი გვერდში მყოფების კეთილდღეობისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი..
არ ვიცი იმ დღეს რა მოხდა,მაგრამ,მთელი დღე არ შემხმიანებია..
დარეკვას ვერ ვბედავდი,შეტყობინებაზე კი არ მპასუხობდა..
ის დღე როგორღაც სიმშვიდე შევინარჩუნე,
მაგრამ როცა დუმილი 1 კვირა გაგრძელდა,უკვე შეურაცხადი ვიყავი..
რატომღაც ჩემი და მისი ურთიერთობა არავისთვის გამიმხელია და ამ ყველაფერსრომ
მხოლოდ ჩემში ვიკლავდი,ეს უფრო მიმძიმებდა მდგომარეობას..
იმ კვირაში მივხვდი,თუ რას ნიშნავს ჰაერის უკმარისობა..
თუ როგორია,როცა მთელი სხეულით გენატრება და,
რას ნიშნავს ტკივილამდე ნერვიულობა..
ადამიანს აღარ ვგავდი,რას არ ვფიქრობდი და რას არ წარმოვიდგენდი..
გული მისკდებოდა იმის გაფიქრებისას,რომ შეიძლება რამე დამართნოდა..
მაგრამ,ერთი კვირის თავს,უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონში..
სანამ ავიღებდი,მეგონა რომ ის იქნებოდა და,ლამის გულის ამომივარდა..
შევცდი,მაგრამ,ესეც მკმაროდა..
მისი მეგობარი იყო..
ის,ვინც შორიდან ინტერესით მაკვირდებოდა ყოველთვის..
მხოლოდ ის მითხრა,რომ
ჩემი პიროვნება კარგად იყო და,მალე შემეხმიანებოდა,რომ არ მენერვიულა და,დავლოდებოდი..
ამოვისუნთქე.
თითქოს ერთიანად მოვეშვი.
იმ დღეს მისი მიზეზით პირველად ვიტირე..
შვებამ და ბედნიერების განცდამ ამატირა..
ზარიდან მესამე დღეს კი,როგორც იქნა,მომწერა.
ჩვენს ადგილას მოდიო და მეც,თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სახლიდან და,
ბნელ კუთხეში მდგარს მთელი ძალით მოვეხვიე..
ეს ის ბედნიერებაიყო,რომელსად მთელი ცზოვრება სანთლით დავეძებდი..
ისე მძლავრად მიკრავდა,რომ სუნთქვა მიჭირდა,მაგრამ, არ მეთმობოდა.
კისერში ვგრძნობდი მის სუნთქვას და მთელ ტანში ელექტროდები მივლიდა.
საოცრება იყო..
ეს ამოუხსნელი ენერგია იყო და,
უსაზღვრო ბედნიერება.
რამოდენიმე წუთის შემდეგ,როცა ოდნავ მოვუშვი მკლავებს და მინდოდა,მისი სახისთვის შემეხედა,
არ გამიშვა,
კიდევ უფრო მძლავრად მიმიკრა და,
-ჩამეხუტე რა,გთხოვ,მინდა ბედნიერება კიდევ შევიგრძნო-ო,მოღლილი,თბილი ხმით მითხრა და უფრო ჩავიკარგე მასში.
ის დღე უსიტყვოდ გავატარეთ,მხოლოდ მეხუტებოდა და,სახეზე მეფერებოდა.
საღამოს,როცა სახლში მივედი და მომწერა,მაშინ გავიგე,თუ სად იყო ეს ერთიკვირა და,რატომ
მეჩვენა ასე ერთიანად ძალაგამოცლილი და მოტეხილი.
ის,რასაც გაურბოდა,ქარიშხალივით დატყდომია თავს..
მაშინ,როცა ეგონა,რომ მამას ვეღარასდროს ნახავდა,სწორედ მაშინ დაურეკავს და უთქვამს,ჩამოდიო..
ამ ადამიანის წარსული იმდენად ბნელით იყო მოცული,რომ იკავებდა სულ თავს მის შესახებ მოეყოლა.
მხოლოდ ის ვიცოდი,რომ ინტერპოლი ეძებდა და სადღაც იყო გადამალული..
არ ვიცი რა,როგორ დააშავა,მაგრამ,ლამაზი წარსული რომ არ ექნებოდა ეს ცხადი იყო.
იმ ფაქტმა,რომ ეს არ დამიმალა,უფრო გამიღრმავა მისდამი ნდობა.
მას ჩემი სჯეროდა,მენდობოდა,ჩემი სწამდა და ამიტომ იცლებოდა ჩემთან...
მთელი ამ დღეების მონატრება მალევე ჩავიცხე,უკვე ყოველდღე ვნახულობდი..
მიუხედავად იმისა,რომ ჩვენს შორის ბარიერები ნელნელა იშლებოდა,მისგან გამუდმებით ვგრძნობდი თავშეკავებას..
ეს ფაქტი,რატომღაც,ძალიან მაწუხებდა და,არ მესმოდა,რატომ ხდებოდა ეს ჩვენს თავს..
მერე მივხვდი..
მივხვდი არა,ფაქტის წინაშე დავდექი..
26 მაისის კვეთაზე ვიდექი,მის მოპირდაპირდ და,ღიმილით ვაკვირდებოდი..
ის მომენტი იყო,გამომხედა,თვალი ჩამიკრა,გამიღიმა და რომ უნდა შებრუნებულიყო,სახე გაუქვავდა..
დავფრთხი..
მზერა ჩემს უკან შეეყინა და,დაზაფრულმა,მომენტალურად გავიხედე უკან..
ჩემი ძმა მოდიოდა!
მერე ყველაფერს კადრებად
ვხედავდი.
ჩემი ძმა მოვიდა,
რაღაც მკითხა,
ინსტიქტურად თავი დავუქნიე,
გზა გადაჭრა,
მას მიუახლოვდა,
მიესალმა,
გადაეხვია,
მის გვერდით მდგომი ბიჭები ყველა მოიკითხა,
მათთან ერთად დასხდა!
გამოვბრუნდიბდა სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი.
ზურგი ისე მეწვოდა,
ვგრძნობდი,დაჟინებული მზერა რომ მაცილებდა,
მაგრამ,
ვერ მივიხედე..
ოთახში ავედი და,საწოლზე დავემხე.
ის და ჩემი ძმა..
მეგობრები..
და მიზეზი,თუ რატომ იყო თავშეკავებული!
მიუხედავად იმისა,რომ
აზრი ვერ გამომქონდა ამ ყველაფრისგან,მაინც წამომივიდა ცრემლები..
ის რომ
ამ ჩარჩოში მოქცეულ სტერეოტიპს შეეზღუდა,არ ვაპატიებდი..
მაგრამ,
ფაქტიიყო,
ვერ მიახლოვდებოდა საკმარისად,იმიტომ,რომ
ღობედ აღიქვამდა ჩემს ძმას..
საღამოს მომწერა..
უხასიათოდ მომეჩვენა..
მიზეზი რომ ვკითხე,
პასუხი დამიგვიანა,
ვიგრძენი,იმ თემას რომ უახლოვდებოდა,ასე რომ მაფრთხობდა..
შენთან დალაპარაკება მინდაო-როგორც იქნა მომწერა,ათი წუთის მერე..
რამოდენიმე წუთში იქ ვიყავი და ,
ბარდიულზე ჩამომჯდარ სხეულს ვუყურებდი..
თავი ხელებში ჩაერრგო და წელში საგრძნობლად მოხრილიყო.
მის სახეს ვერ ვუყურებდი მაგრამ,ვგრძნობდი,ტკივილი რომ ეხატა ნაკვთებზე.
-ძალიან შევტოპეთ-ისე,რომ არ ამოუხედავს,ამოილაპარაკა..
-ჩემი ბრალია,მე დაგიახლოვდი..-ხმა საგრძნობლად ჰქონდა გამტყდარი,მხრები სულ ოდნავ უკანკალებდა,თავის შემაგრებას სცდილობდა..
-ჩემ ხელში გაიზარდა,ხომ ხვდები ?-ამომხედა,თვალები ჩაწითლებული ჰქონდა,ნერვიულად მოუკიდა რვანომერ კენტს..
-მე ვასწავლიდი ყველაფერს,ჩემ გვერდით მოდიოდა,სულ..
ეს არაა ჩემთვის ,ანი, ადვილი..
გული შეიძლება გამისკდეს..-თავი ისევ ჩახარა და განაგრძო..
-მეთვითონ ვეუბნებოდი,საზღვრებს არ გადასცდეთქო,მე ანი და ეს მტკივა-თვალებში შემომხედა,გამაკანკალა,უსაზღვრო ტკივილი იღვრებოდა იქიდან..
ხმას ვერ ვიღებდი..
-ის რომ ჩემი უბრალო ნაცნობი იყოს,არც კი დავფიქრდებოდი,მაგრამ,შენი ძმაა,შეიძლება ვერ მიხვდე,მაგრამ,15 წლის იყო პირველად რომ გავიცანი და,მას შემდეგ,გვერდიგვერდ მოვდივართ..
ჯანდაბა-უცებ აიყვირა და მუჭი კედელს დასცხო..
უკვე მთელი სხეულით კანკალობდა,ისე უმძიმდა ესყველაფერი,რომ ვერცკი იმაგრევდა თავს.
საკუთარ თავს ვებრძოდი,
არ მინდოდა მისით ეთქვა,არ მინდოდა მას სტკენოდა ამდენად.
არა!
მიყვარდა!
ჯანდაბა,უღმერთოდ მიყვარდა..
-ზური-ძლივს ამოვიდგი ენა-მე წავალ და,შენ კარგად იყავი,კარგი?-ძალიან ფრთხილად მივუახლოვდი,მისი გამხდარი სახე აკანკალებულ ხელებში მოვიქციე..
თვალებში გაკვირვება ეხატა,მაგრამ,იქ მადლიერებაც იყო..
მე ხომ ვიცოდი არა?თვითონ რომ ვერ შეძლებდა ამას..
მე ხომ ვიცი,მისთვის ეს ყველაფერი რას ნიშნავს..
ამიტომ კიაფობდა მისი თვალები მადლიერებისგან..
-ანი,ის..
ხოიცი,მე..
ანი..-სათქმელს თავს ვერუყრიდა..თვალებიდან იმხელა ყოყმანი და ტკივილი გადმოეღვარა,მთლიანად შევიძარი.
-ანი,მადლობა,ხომ იცი მე..?!
-ჩუ-ღიმილით ავაწევინე ჩახრილი თავი და,ძალიან ფრთხილად მივეხუტე,მაქსიმალურად შევისრუტე მისი სითბო და ოდნავ გრილი სუნი..
-ნუ დავიმძიმებთ თავს უფრო,ესეც საკმარისია,რაც იყო..-უკან ერთი ნაბიჯით დავიხიე და...
....
....
....
წავედი..
____
05.05.2018

the sound of silence..
აკანკალებული..
აღელვებული..
ტანჯვაგამოვლილი..
განადგურებული მივუყვები არეული ნაბიჯით გზას..
საყრდენგამოცლილი კედლებს ვეჭიდები და,
უღონოდ ვეშვები მოზრდილ ქვაზე.
კოკისპირულად წვიმს და,
იდეალურ სიჩუმეს მხოლოდ წვეთების ხმა არღვევს.
სიჩუმის ხმა!
შემზარავი ხავილი და,
ყელიდან ამოძახილი მისი სახელი..
მკლავებზე მძლავრად ვიჭერ ხელებს რომ ფიზიკურმა სულიერი ტკივილი დაფაროს, მაგრამ
არ გამომდის!
წამის სიზუსტით მახსენდება აფსოლუტურად ყველაფერი და,
ვგრძნობ,მთელი სხეულით როგორ ვკვდები..
ვიცოდი,
ღმერთია მოწმე,
ვიცოდი იქ რომ იდგებოდა და,
ისიც ვიცოდი,მარტო იმისთვის იყო ერთსა და იმავე ადგილას,რომ დამენახა და ცხადად მეგრძნო ჩვენი წილი დანაშაული..
გამოუვიდა!
ასე მწარედ არასდროს დამიწყევლია ჩემი თავი და სულით ხორცამდე არ შემძულებია ასრსებბა რომ უაზრო პრინციპებს ვერ გადავედით..
მე!
როცა იმდენად მიყვარდა,რომ დღე-ღამის სარტყელი უღმერთოდ მეცოტავებოდა..
ვიყინები..
გარეგნულად უკვე კარგა ხანია მომეთოშა კიდურები,მაგრამ,
ახლა,
სულში შემეპარა ერთიანად მომაკვდინებელი სიცივე..
თვალწინ გამირბინა კადრებად მომხდარმა..
ბოლოს ნახულიდან
იმდენად შესამჩნევი იყო სხვაობა,რომ წამიერად დავეჭვდი,ისიყო თუ არა
მაგრამ,
ათიათას კაცში გამოვარჩევდი მის მანერებს..
სახეზე შორიდანვე ვატყობდი რამხელა ტკივილი ჰქონდა გამოვლილი და
ყველაფერი ერთიანად მაშინ განვიცადე,
მზერა რომ ჩემსას გაუსწორა..
გამაჟრჟოლა..
მთელ ტანში ეკლებმა დამაყარა და
ადგილზემილურსმულმა,
აშკარად გავაცნობიერე ჩემი შეცდომა..
-ანი-უხმოდ წარმოთქვა ჩემი სახელი და შევატყვე როგორ დაეძაბა კისერი.
გზაჯვარედინი გვყოფდა,მაგრამ,ყურთან ახლოს ვგრძნობდი მის ხმას..
არ მინდოდა და არც შემეძლო ობლად წამოსული ცრემლი მომეშრო,იმდენად გამაქვავა მისმა ნახვამ..
შემცივნებულ სახეს რომ მითბობდა მხოლოდ ამით ვგრძნობდი,
ისე კი,
სინდისი მიგლეჯდა გულ-მუცელს.
ვიცოდი,ველოდი რაღაც ასეთს,
ვალაგებდი კიდეც გრძნობებს გზაში,მაგრამ,
თუ ასე ერთიანად ჩამოვინგრეოდი,არ წარმომედგინა..
ვგრძნობდი,მასაც დაგეგმილზე მეტად ეტკინა ჩემი გამოჩენა,მაგრამ
ვერ დავაბრუნებდი დროს და,
ღნერთთან მართალი ვიქნები,
მის სურვილს ვერ გადავიდოდი.
-ზური-უნებურად წამომცდა მისი სახელი და გადადგმული ნაბიჯი ჰაერშივე გამიშეშდა,ისე მძლავრად იქუხა..
სანამ გონს მოვეგებოდი და,წინ გადადგმულ ნაბიჯს რიტმულად მივაყოლებდი სხვებს,
ის უკვე იქ აღარ იდგა..
მეჩვენებათქო,თავს ვარწმუნებდი,სიბნელის,წვიმის და დაბინდული მხედველობის ბრალიათქო-თავს ვიტყუებდი
მაგრამ
იმ ადგილას რომ დავდექი,
სადაც ის იყო წამების წინ,
დავიჯერე,რომ წავიდა..
არადა,
მის თავს გეფიცებით,
ჯერ კიდევ თბილი იყო ის ჰაერი,რომლითაც სუნთქავდა..
ეს იყო და,
იქიდან წამოსული,
ახლა,
ცივ ლოდზე ვიყავი მიყინული.
რატომ?
რატომ?
ჯანდაბაა!
რატომ ღმერთო,რატომ?!
ისე მძულდა საკუთარი თავი,რომ
არ მეცოდებოდა კოკისპირული წვიმისთვის.
მე ,
მე ვიყავი მისი ტკივილის მთავარი წყარო..
არაადამიანურმა ხავილმა გაარღვია ისევ სიჩუმე..
ისევ მისი სახელი გადმომდინდა..
ბედის ირონიააა ალბათ,
ზუსტად იმ შესახვევთან რომ მიმიყვანა საკუთარმა სხეულმა,სადაც უკამასკნელი წერტილი საკუთარი კალმით დავსვი.
მის იმდღისეულ ტკივილს ეხლა განვიცდიდი ცხადად და ვგრძნობდი,
ყველა ნაკვეთს რომ ჰქონდა შერჩენილი მისი ტანჯვა..
მაშინ მეგონა,
სწორად ვიქცეოდით,მაგრამ,
მისმა თვალებმა დამარწმუნეს რომ ტყუილი იყო ეს ყოველივე..
ტყუილი იყო რის გამოც ჩამოვშორდით და ისიც,
რომ მეგონა,ადვილად გადაიტანდა..
არ გადაუტანია არც მას და,
ჩემი წლობით ნაშენები იმედებიც თავზე ჩამომემხო..
არასწორი ვარ..
ღმერთთანაც,ჩემ თავთანაც და
მასთან ყველაზე მეტად..
ჩემი და მისი პრინციპები რომ არ გადავალახინე სიყვარულს,
მანდ შევცოდე..
თან ისე უღმერთოდ,რომ
ვერავინ მპატიობს..
არც ის მპატიობს,დანებების უფლება რომ მივეცი
თუ მომიტევა და,
უზენაესს ვფიცავ,
ძირფესვიანად ვიწამებ..
ღონეგამოცლილი წამოდგომა ვცადე რომ ზუსტად იქ მივსულიყავი,სადაც იმ დღით დავტოვე..
რამოდენიმე ნაბიჯი ტანჯვით გადავდგი და,
იმ კედელს მივეყრდენი სახით,
სადაც ის იყო ზურგით მიწოლილი.
რამდენი წუთი გავიდა არ ვიცი,
იქნებ საათიც,
მაგრამ,
ნაცნობმა არომატმა რომ მოყინული სხეული ერთიანად მომილღო ეს აშკარად ვიგრძენი.
ფილტვების დახეთქვამდე შევისრუტე ქარს მოყოლილი სურნელი..
სიცოცხლეზე დავიფიცებდი,რომ ერთადერთ ს ეკუთვნოდა..
გული გამალებით ამიძგერდა..
იმდენად სწრაფად დამედინა ძარღვებში სისხლი,რომტკივილმა გამომაფხიზლა.
მთელ დარჩენილ სიცოცხლეს დავთმობდი,რომ ეს ზმანება არ ყოფილიყო და მობრუნებულს იქ დამხვედროდა..
-ზური?-ძლივსგასაგონად ამოვთქვი მონატრებულის სახელი და ნელა შევტრიალდი..
სიბნელეში ფიგურა ვერა,
მაგრამ,
მისი მოელვარე თვალები გავარჩიე და შემდეგ,
მთელი სიძლიერით შემოჭდობილი მკლავები.
მოვდუნდი..
მთელი სხეულით მოვეშვი და ,
შემორჩენილი ძალით გულმკერდზე მივეყრდენი..
ომ,ტანჯვა,გოდება გამოვლილ გულმკერდზე..
ერთადერთი რაც მესმოდა,მისი გულის ცემა იყო და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა,რომ
სიჩუმეს სიყვარულის,პატიების,რწმენისა და,
უღმერთო გრძნობის ხმა აქვს...
13.01.2018

возвращение

ისევ იქ ვარ..
26 მაისის კვეთას შორიდან ინტერესით ვაკვირდები და,გაოცებულივარ,რამდენი რამ იცვლება სულ მოკლე ხანში..
წელიწად ნახევარს თავისი კვალი დაუტყვია ყველა მონაკვეთზე და,არ მესიამოვნა,ჩემს მახსოვრობაში ჩალექილი გარემო უფრო ახლობელი მეჩვენა..
იქ მდგომი ახალგაზრდები არც კი მეცნო და ამან,სრულიად წამიხდინა განწყობა..
ცივად ვიბრუნე მხარი და სახლისკენ წავედი..
იმდენად ნელი ნაბიჯით მივდიოდი,რომ გზადაგზა მაღამდებოდა..
უკვე სულ ცოტა მაკლდა,ასახვევში ავდიოდი,შეტყობინება რომ მომივიდა ტელეფონზე და,სანამ გავხსნიდი,უკვე გამობრუნებული ვიყავი და ჩქარი ნაბიჯით მივიწევდი იქ,სადაც ადრესატი მელოდა.
გულაჩქარებულმა შევუხვიე ჩამობნელებული მოსახვევისაკენ და,გაღიმებული შევეგებე უკვე მონატრებულს..
გუშინს მერე,რადიკალურად შეცვლილი დამიხვდა..
ნაკვთებზე სიხალისე გადაკვროდა და,თვალები ისევ ძველებურად უბრწყინავდა.
შესუსტებულ ღაწვებზე ვარდისფერი მოდებოდა და,მიხაროდა,მისი უკეთესობისკენ ასეთი შესამჩნევი ცვლილება..
–ანი,მომენატრე–იმდენი სითბო გადმოეღვარა თვალებიდან,სისუსტე ვიგრძენი და,იქვე ჩამოვჯექი.
წამი არ გასულა,გვერდით მომიჯდა და ,შუბლი მხარზე ჩამომადო..
გამაჟრჟოლა..
მის შეხებას იმდენად ვიყავი გადაჩვეული,რომ მეუცხოვა,მაგრამ,მაინც დამიარა სასიამოვნო განცდამ..
თითქოს,ორგანიზზმა გამოცოცხლებბა იწყო ო,ჩემდაუნებურად გამეღიმა..
–როგორი გამოცვლილია ზური ყველაფერი...–ჩემი ტკივილი ამოვუშვი,ასე რომ მაწვებოდა გულზე..
–რაც შენ წადი,მის მერე ყველაფერი შეიცვალა ანი და,მგონი,ყველაფერთან ერთად,ყველა შეიცვალა..–ისე მიპასუხა,მიმახვედრა,მასაც ტკიოდა რადიკალური ცვლილებები..
–ბიჭები?–ჩფიქრებულმა ვკითხე,ვერც გუშინ,როცა ამდენი ხნის მერე პირველად ვნახე და ვერც დღეს,26 მაისის კვეთაზე მსხდომი ბიჭებიდან ვერცერთი ვერ ვიცანი...
–ჩემები დაიჭირეს,შენი წასვლიდან,ერთი კვირის თავს.–მძიმედ წამოსწია თავი და ჩამქრრალი თვალები მომაბყრო...
მზერა და მისგან წამოსული მუხტები,ძალიან დაძაბვოდა..
ვიცოდი,მისთვის ეს საკითხი რამდენად მძიმე იყო და,აღარ ჩავუღრმავდი,არადა,ინტერესი მკლავდა,რა მოხდა ასეთი,რომ მის ირგვლის აღარავინ იყო..
–იცი?მჯეროდა,თუ დაბრუნდებოდი,იმ პერიოდსაც გზადაგზა მოიყოლებდი,რაც შნს დროს იყო.–დანისლული თვალებით ამომხედა და,ჩემი ხელი მისაში მოიქცია,ნაზად მეამბორა და,შემცივნებულ ლოყაზე ფრთხილად მიიიდო..
გამაჟრჟოლა...
–არ ვიცი,იქნებ,მეჩვენება,მაგრამ,როცა ახლოს ხარ,მგონია,ყველაფერი კალაპოტშია და დაუგეგმავად არაფერი ხდება,ანი–ხელმოუშორებლად განაგრძობდა საუბარს და,თავბრუსაც უკვე შესამჩნვად მახვევდა..–რაც წახვედი,თითქოს ქარიშხალი ამოვარდა,ყველა დაგვფანტა,დაგვანაწევრა და,ჯანდაბაშიც გადაგვისროლა..–ხმა შესამჩნევად აუთრთოლდა და,ჩაახველა,თითქოს მოწოლილი გრძნობები ჩაიხშო.
–იქ,გუშინ,კვეთასთან რომ დაგინახე,ამოვისუნთქე ანი,წელიწად ნახევრის შემდეგ პირველად ამოვისუნთქე თავისუფლად და ,პირველად ვიგრძენი,რომ ისევ ვარსებობდი..
მომენტალურად დავმშვიდდი ანი და ამან დამაფრთხო..
უცებ ჩამდგარმა ქარიშხალმა შემაშინა და,მაგიტომ წავედი ასე უბატონოდ...
მაგრამ,შუა გზიდან მოვბრუნდი და გუმანით მოვედი აქ,ჩვენს ადგილას,რატომღაც მეგონა,რომ აქ დამხვდებოდი და ,არც შევმცდარვარ,თურმე.–ოდნაც შესამჩნევად ჩაეღიმა ,ღაწვზე დადინებული ეული ცრემლი ფრთხილად მომწმინდა და,სველი თითები გულთან მიიტანა..
გამეღიმა და უდიდესი სითბო ჩამეღვარა სულში..
–ახლა,ამწამს,იმდენად დიდ სიმშვიდეს ვგრძნობ,რომ მეშინია,ეს ყველაფერი სიზმარი არ იყოს,იმაზე ფიქრიც მაშინებს,ცხადი რომ იყოს და წაახვიდე,ისევ ქაოსი დაისადგურებს და სლ მთლიანად გავნადგურდები ანი,და უკვე,აღარაფერი გადამარჩენს..
–თავი მოღლილმა ჩახარა და,უკვე,ჩემი ხელი მიიდო აჩქარებულ გულზე..
–გუშინ სრულ აგონიაში ვიყავი,მაგრამ,ახლა გთხოვ,თუ ცხადი ხარ ანი,რამით მაგრძნობინე..–ფრთხილად მოიშორა მკერდიდან ხელი და თითებზე ოდნავ შემცივნული ტუჩებით მეამბორა..
ფრთხილად წამოვდექი..
ვიცოდი,რაც სჭირდებოდა და,ისიც ვიცოდი,ამას რომ ელოდა..
მის გამოწვდილ ხელებს ჩემი შევაგებე და მთელი შემორჩენილი ძალით მკერდში ჩავეკარი..
ჩავეკარი და მასში ჩავიკარგე..
მისგან წამოსულმა სითბომ მთლიანად მომიცვა და ,უწონადობის შეგრძნება დამეუფლა.
წამიც და,
მკერდს მთელი ძალით შეეხეთქა მოწოლილი გრძნობები.
რომ არა მისი მძლავრი მკლავები წელზე,ალბათ,უსულოდ დავრჩებოდი,ისეთი გრძნობით დაკვდომოდა ბაგეს.
წამიერი იყო,მაგრამ,სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში..
მისი და ჩემი,ყველაზე დიდი სიყვარულის გამოხატულება...
–ამაზე მეტი ბედნიერება არ ვიცი ანი.–წუთის ან იქნებ,საათის შემდეგ,გავიგონე მისი თბილი ხმა,თმებზე უფრთხილესად მეფერებოდა და გულიდან არ მიცილებდა.
–ის დღე ალბათ ჩადენილი დანაშაული იყო და ეს წელიწად ნახევარი მთელი გაცნობიერებული ტანჯვით მოვიხადე ანი,თუ უფალს სურდა,ამ მტანჯველი ტკივილით გამოვეფხიზლებინე,მაშინ,გამოუვიდა,დღეს,ახლა,ვიცი,რომ დაბრკოლებებს შევეხიდები და ,არ დავუჩოქებ,იმიტომ,რომ ვიცი,გვერდით ჩემი წილი სიმშვიდე მომყვება,რომელიც გამაძლიერებს და,ამოვარდნილ ქარბორბალას ჩამიწყნარებს...–მტკიცეთ მომიგო და, დამშვიდებლი მზერა ჩემსას გაუსწორა.
ალბათ,ისევ ჩამიკრავდა,მისმა ტელეფონმა რომ დაგვირღვია იდილია..
ნომერს რომ დახედა,გაქვავდა..
წამით მზერა ჩაუქრა,შემდეგ კი ისე აუგიზგიზდა,რომ სრულებით მომნუსხა.
–ანი,ყველაზე წმინდას გეფიცები,სასწაულებს ახდენ–გაოცებული დაყურებდა ეკრანს და ჭოჭმანობდა,ვერ გაებედა აღება.
–ზური,აიღე!–ცნობისმოყვარეობამ მძლია,ვერ გავერკვიე,ვერც იმაში ვინ იყო და ვერც მისი საუბრიდან გამოვიტანე დასკვნა.
სატელეფონო საუბარი წუთიერი იყო,მაგრამ მასზე ძალიან იმოქმედა,თვალები ზომაზე მეტად უბრწყინავდა.
ბედნიერებას ასხივებდა..
–ბიჭები გამოუშვეს ანი!–აღტკინებულმა მოუთმენლად მომახარა ახალი ამბავი და,ჰაერში სწრაფად ამიტაცა.–ხომ გითხარი,ჩემი სიმშვიდე ხარ...
ჩემი ყველაზე სანუკვარი სიმშვიდე,ანი!

8.06.2018



№1  offline წევრი Tskrialashvili Mariami

მმმმ როგორ მიყვარს მე ეს იატორია ^_^
კი იცი შენ ამ ისტორიაზე ჩემი დამოკიდებულება ♥
ანასტასია როგორ გამიხარდი ეგეც გეცოდინება, მაგრამ ახალ ისტორიით რომ დაგვიბრუნდები მერე უნდა ნახო რადოზით გამეხარდები.
ჯერ ისედაც ხო მიხაარიიხაარ ♥
ანასტასია შენ ხარ საოცრება ასეთი კარგი ისტორიების წერისთვის.

 


№2 სტუმარი სტუმარი nawka

მიკვირს კომენრატის გარეშე არის ეს ისტორია .ეს იყო საოცარი განცდა კითხვის დროს.სულის ფორიაქი და გილის დარტყმის გაასმაგება .მართლაც არაჩვეუკებრივად გადლოეცით სიყვარული .მე ესეთი მწამს და მჯერა სიყვარული.❤❤❤

 


№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Tskrialashvili Mariami
მმმმ როგორ მიყვარს მე ეს იატორია ^_^
კი იცი შენ ამ ისტორიაზე ჩემი დამოკიდებულება ♥
ანასტასია როგორ გამიხარდი ეგეც გეცოდინება, მაგრამ ახალ ისტორიით რომ დაგვიბრუნდები მერე უნდა ნახო რადოზით გამეხარდები.
ჯერ ისედაც ხო მიხაარიიხაარ ♥
ანასტასია შენ ხარ საოცრება ასეთი კარგი ისტორიების წერისთვის.

გულის გამხარებელო <3

სტუმარი nawka
მიკვირს კომენრატის გარეშე არის ეს ისტორია .ეს იყო საოცარი განცდა კითხვის დროს.სულის ფორიაქი და გილის დარტყმის გაასმაგება .მართლაც არაჩვეუკებრივად გადლოეცით სიყვარული .მე ესეთი მწამს და მჯერა სიყვარული.❤❤❤

უღრმესი მადლობა <3

 


№4 სტუმარი natali7777

მართლაც ყველა ნაწარმოები საოცარია მრავალწერტილებს რო ავსებს ისეთი

 


№5  offline ახალბედა მწერალი tasusuna

natali7777
მართლაც ყველა ნაწარმოები საოცარია მრავალწერტილებს რო ავსებს ისეთი

მადლობა
❤❤❤❤❤

 


№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ყოველთვის ემოციებით არის სავსე შენი ნაწერები. მცირე ზომის ისტორია იყო, მაგრამ ძალიან კარგი. საოცარი გოგო ხარ, ძალიან ნიჭიერი. უფრო დიდი ზომის ისტორიებს უფრო დიდი სიამოვნებით წავიკითხავ, წარმატებებს გისურვებ ❤

 


№7  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Chikochiko
ყოველთვის ემოციებით არის სავსე შენი ნაწერები. მცირე ზომის ისტორია იყო, მაგრამ ძალიან კარგი. საოცარი გოგო ხარ, ძალიან ნიჭიერი. უფრო დიდი ზომის ისტორიებს უფრო დიდი სიამოვნებით წავიკითხავ, წარმატებებს გისურვებ ❤


როგორ მახარებთ
❤❤❤❤❤❤
მადლობა!! ❤❤❤

 


№8  offline წევრი izabella

სიყვარულით და ემოციებით სავსე ისტორია იყო. ძალიან მომეწონა.
პ.ს.ნუ მიწყენ და ეს შეღლილი ძალიან ცუდად მომხვდა ყურში.

 


№9  offline ახალბედა მწერალი tasusuna

izabella
სიყვარულით და ემოციებით სავსე ისტორია იყო. ძალიან მომეწონა.
პ.ს.ნუ მიწყენ და ეს შეღლილი ძალიან ცუდად მომხვდა ყურში.

გავითვალისწინებ, აუცილებლად
❤❤❤❤
მადლობა!
❤❤❤❤❤

 


№10  offline მოდერი zia-maria

kissing_heart kissing_heart ძალიან მომეწონა,ემოციური და სიყვარულით სავსე განცდები.დასასრულიც ძალიან კარგი გააკეთე,მადლობა ძალიან ვისიამოვნე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent