შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მწვანეთვალება(თავი5)


8-06-2018, 22:34
ავტორი საკალელი
ნანახია 1 483

მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში ვერ ვიტყვი რომ ძალიან,მაგრამ დავახლოვდით,აღარც ვკამათობდით.პირიქით,ბევრი საერთო გამოვნახეთ.კომპანიაში დადიოდა ჩემთან ერთად და მეხმარებოდა.
ერთ საღამოს კომპანიის მოსაწყენ წვეულებაზე ვიყავით. დიდხანს დავრჩით მერე კი წამოვედით
კოსტამ კლუბში წასხვლა შემომთავაზა მეც დავთანხმდი.დიდად არ მიყვარს კლუბები მაგრამ იმ მომენტში როტო გადავწყვიტე იქ წასვლა ვერ გეტყვით.პესუხი ამ კითხვაზე მეთბითონაც არ ვიცი.შესვლისთანავე იგრძნობოდა სასმელის მძაფრი სუნი.დავსხედით და ტეკილა შევუკვეთეთ.5 ჭიქის მეტი არ დამილევია,მაგრამ მერე ვიღაცამ მომაწოდა რაღაც სასმელი და იმდენად გაბრუებილი ვიყავი რომ ვერც გავიაზრე ვინ იყო.ინსტიქტურად დავლიე და ვიგრძენი მუცლის ახურება.ვლაპარაკობდით,ვიცინოდით ვცეკვავდით.მერე მაკოცა,რო ვკითხე რას ნიშნავს თქო არ ვიციო,ამაზესიცილი დავიწყეთ.იმდენად მთვრალი ვიყავი ახლა მის კოცნაზე მეტი აღარაფერი მინდოდა და ამჯერად მე ვაკოცე.მერე გავითიშე.მერე აღარაფერი მახსოვს.მეორე დილით მეღვიძება ნახევრად შიშველს,უცხო ოთახში,სავარაუდოდ სასტუმროში.მარტო ვარ და ვერაფერს ვხვდები.არაფერი მახსოვს წინა ღამიდან.ბევრი არ მიფიქრია ამაზე,არ ჩაბუღრმავდი იქ მისვლის ამბავს,სწრაფად ჩავიცვი და სახლში მისულს ქეთი და ბექა ჩამოსული დამხვდა
-ვილამეთ
-ქეთი?როდის ჩამოხვედით?რატო არ დამირეკეთ დაგხვდებოდით!
-აღარ შეგაწუხეთ,თან ვიფიქრე დაღლილი იქნებოდი გუშინდელი წვეულების გამო.
-აა მაგის მერე კოსტამ კლუბში წამიყვანა გავერთოთო და პირველად ცხოვრებაში დავთვერი გჯერა? მერე სასტუმროში წავედი იმიტორო სახლში წამოსვლის თავი აღარ მქონდა
-უი მართლა კოსტამ გითხრა რო წავიდა?
-რა? რატო?
-არ ვიცი რო ჩამოვედით შეგხვდა და მე მივდივარ ვბრუნდები ამერიკაშიო
-რა?ჩ...ჩემთვის არ უთქვამს-გული დამწყდა.ამდენი ხნის შემდეგ პირველად გვქონდა ნორმალური ურთიერთობა,პირველად გავიაზრე გუშინდელი კოცნის შემდეგ რომ მის მიმართ გარკვეული გრძნობები მქონდა,ის კი წავიდა.-ოთახში ავალ მე,დაღლიკი ვარ.-სწრაფად მოვიტყუე და ძლივს შეკავებულ ცრემლებს მხოლოდ მაშინ მივეცი წოსვლის საშუალება,როცა ოთახში შევედი.რატო ვტიროდი? ალბათ იმიტომ რომ მიყვარდა.ალბათ იმიტომ რომ მისმა წასვლამ გული მატკინა.იმიტომ რომ მასთან მინდოდა ყოფნა.მინდოდა გუშინდელი კოცნა კიდევ განმეორებულიყო.მაგრამ ის წავიდა.დამტოვა.და არავინ იცის როდის დაბრუნდება.ასე ტირილში ჩამეძინა.რომ გავიღვიძე უკვე საღამო იყო.ქვევით ჩავედი და ქეთისთან დავიწყე საუბარი.ყველაფერი მოვაყოლე იქ მომხდარზე.მალე ბექაც მოვიდა ელიზაბეთი მოიყვანა და მთელი ოჯახი ერთად ვხალისობდით.დაახლოებით ერთი კვირა თავს ცუდად ვგრძნობდი და ვფიქრობდი რომ ეს კოსტას წასვლის გამო იყო ხდებოდა.
ორშაბათის საღამო იყო სამზარეულოში ვიყავი და ნამცხვარს ვაცხობდი როცა ქეთი შემოვიდა
-რას აკეთებ?
-შოკოლადის ნამცხვარი მომინდა და ვიფიქრე გამოვაცხობ თქო
-მმმმ გემრიელი ჩანს
-აცადე გამოცხვეს ჯერ კარგად
-ფრთხილად ბექამ არ გადაჭამოს-ორივეს გაგვეცინა.ამ დროს თავბრუს ხვევა ვიგრძენი-ვილამეთ.ვილამეთბკარგად ხარ? ფერი აღარ გაქვს!ვილამეთ შემომხედე-მიყვიროდა ქეთი მაგრამ უკვე აღარ მესმოდა,ფეხზე ძლივს ვიდექი და მალევე დაბნელდა ყველაფერი.
რო გამეღვიძა საშინელი წამლების სუნინმეცა,რამაც მიმახვედრა,რომ საავადმყოფოში ვიყავი.თავთან ქეთი მედგა
-რახდება?
-გონება დაკარგე
-რა მჭირს?
-ჯერ არ ვიცით,შემოვა ექიმი და გვეტყვის.
-ბექა და ელიზაბეთი სად არიან?
-გარეთ გველოდებიან-ამ დროს ექიმიც შემოვიდა
-გამარჯობა ვილამეთ.მინდა გახაროთ რომ ყველაფერი რიგზიე,არაფერია საშიში
-კი მაგრამ გონების დაკარგვა რამ გამოიწვია?
-ეს არის ყველაზე კარგი ამბავი,ვილამეთ,ფეხმძიმედ ხართ
-მე რა?რა ვარ?
-მაპატიეთ მე უნდა დაგტოვოთ სხვა პაციენტებსაც უნდა მივხედო.შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ და თავს მოუაროთ!ამ დღეებში გინეკოლოგს მიმართეთ
-დედა,დე! რა თქვა?მითხარი რო მომეჩვენა,გთხოვ!
-დამშვიდდი
საყვარელო,დაწყნარდდი,არ ინერვიუვლო.მოდი სახლში წავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ!-არ გავდა ქეთი იმ დედების კატეგორიას შვილს რო მოკლავდა ამ ერთი შეცდომისთვის.პირიქით მამხნევებდა.სახლში რო მივედი მაშინვე ოთახში ავედი და დავიძინე.რომ გამოვიღვიძე ყველაფრის გახსენება ვცადე იმ ღამიდან როცა კლუბიდან სასტუმროში აღმოვჩნდი.მალევე ამომიტივტივდა თავში რამოდენიმე კადრი სადაც კოსტა იყო.მხოლოდ კოსტა და სხვა არავინ.
საკუთარი თავი შემძულდა.საკუთარ თავს ვერ ვიტანდი ეს რომ გავაკეთე.არ მჯეროდა.ვერ ვიჯერებდი რომ ასეთი რამ დამემართა!კოსტას და საკუთარ თავს ვწყევლიდი.სიკვდილი მინდოდა.მინდოდა ის ღამე გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან.მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ იყო.
ვყვიროდი,ვწიოდი,ვტიროდი და ყველაფერს ვამსხვრევადი.ალბათ კიდევ წამივიდოდა გული ქეთი რო არ შემოდულიყო
-ვილამეთ
-დედაააა.... მაპატიე...მაპატიე....გთხოვ მაპატიე!არ მინდოდა.არ ვიცოდი.არვიცოდი რას ვაკეთებდი!.....არ მა.მახსოვს.....აა...არაფერი არ მახსოვს!მხოლოდ ის რომ..კოსტა....კოსტა-ნაწყვეტ ნაწყვეტ ვამბობდი ცრემლებს ვერ ვიკავებდი.ქეთი კი გულში მიკრავდა.მეფერებოდა მამშვიდებდა.ცოტა რო დავმშვიდდი მერე მთხოვა დალაპარაკება
-დე...რა უნდა ვქნა?
-ვილამეთ,ბავშვის მამა..კოსტაა?
-მგონი.არ ვიცი.გახსოვს ის ღამე წვეულების შემდეგ მე და კსოტა რო კლუბში წავედით.მაგ ღამის კარგად გახსენება ვცადე.მახსოვს რომ მხოლოდ 5ჭიქა ტეკილა დავლიე და კიდევ ერთი რაღაც მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა იყო.მაგ რაღაცამ ტვინი გამითიშა.კოსტამ მაკოცა.მერე კი მხოლოდ მომენტები მახსოვს იმ ღამის სადაც მარტო კოსტააა.ალბათ ამიტომ წავიდა მეორე დილით.ალბათ მიხვდა რომ შეცდომა დავუშვით
-კოსტას უნდა უთხრა?
-არვიცი,არ მინდა ისე გამივიდეს რომ ვალდებულებას ვაკისრებ.რომ ვუყვარდე,არ წავიდოდა.თავს არ ამარიდებდა.
-კარგი როგორც გინდა
-შეიძლება რაღაც გთხოვო?
-რაც გინდა მთხოვე
-3 ან 4 თვის რო ვიქნები სადმე მთაში წავალ და მთელს ორსულობის პერიოდს იქ გავატარებ.ვინმეს დავიქირავებ და დამეხმარება.თან არც ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ მოვხვდები
-კარგი ძვირფასო,როგორც გინდა.
-ქეთი მიყვარხარ!საუკეთესო ხარ!
-მეც მიყვარხარ
მოკლედ დავმშვიდდი.ბედს შევეგუე.ბექაც მხარში მედგა.არ მტოვებდა.არ აპირებდა ჩემს დამცირებას.მეუბნებოდნენ რომ იმედები არ გავუცრუე.მეუბნებოდნენ რომ იციან რა მდგომარეობაშიც ვარ.ალბათ ჩემი ნამდვილი მშობლები მაიძულებდნენ ცოლად გავყოლოდი მას ვისგანაც ბავშვს ველოდებოდი და გამაგდებდნენ სახლიდან,მაგრამ ქეთი და ბექა....სხვანაირები იყვნენ.მათთვის მთავარი თავიანთი სახელი კი არა თავიანთი შვილები იყვნენ.მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობა და ბედნიერება იყო.
3 თვის რო ვიყავი მუცელი სულ ცოტათი მეტყობოდა.მეუბნებოდნენ რომ ორსულობამ შემცვალა და გამალამაზა.ბევრს არ ვჭამდი მაგრამ მაინც მიყვარდა ბევრი ტკბილეულის ჭამა
ერთ დღეს სამზარეულოში ვიყავი და ნამცხვარს ვჭამდი.შემდეგ ავიღე და ჭურჭლის სარეც მანქანაში უნდა ჩამედო როცა გამივარდა და თეფში გატყდა
-ღმერთო ჩემო რა მოუხერხებელი გავხდი ამ ბოლო დროს.მეტი გეკუთვნის ვილამეთ.აბა რაწესია ამდენს რო ჭამ და ჭამ.არ შეიძლება ასე-ნამსხვრევებს ვიღებდი და თან ჩემს თავს ველაპარაკებოდი როცა ნაცნობი ხელები დამეხმარა ალაგებაში.გავხედე და კოსტას დანახვისას სუნთქვა შემეკვრა.არ ველოდი მის ნახვას.ვლოცულობდი რომ ვერ შეემჩნია ან არ სცოდნოდა
-შშშშეენ?
-ხო მე...
-აქ რაგინდა?
- არ გაგიხარდა ჩემი ნახვა?
-იცი საერთოდ არა
-მე მეგონა მოგენატრებოდი
-რა მოსანატრებელი შენ ხარ
-აბა როგორ მიდის საქმეები?
-რა საქმეები?
-კომპანიის
-ააა,კარგად
-ვილამეთ ექიმთან როდის მივ-ქეთი შემოვიდა და კოსტას დანახვისას სიტყვა გაუწყდა
-რა ექიმთან ქეთი? ხო კარგად ხარ?
-მე? ისა კი უბრალოდ...ვილამეთი გაციებული იყო დაა....
-ახლა არაფერი არ ეტყობა..
-წამალი დალია და მაგიტო
-ქეთ მე ზევით ავალ-ოთახში ჩავიკეტე და ტირილი დავიწყე...არ მეგონა ამ რამდენიმე თვეში ასე თუ მოხდებოდა.საერთოდაც 1წლის წინ რო ვინმეს ეთქვა ასეთ მდგომარეობაში ვიქნებოდი სასაცილოდ არ მეყოფოდა.მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლი.რაც მოხდა მოხდა.მინდა რომ ცხოვრება განვაგრძო რომელსაც რამოდენიმე თვეში ჩემი პატარა გააფერადებს...
კოსტას ჩამოსვლის გამო მალევე დღესვე გადავწყვიტე წასვლა,მაგრამ არა საქართველოს რომელიმე კუთხეში,არამედ აგლოში.ეს იყო ჩემი ოცნების ქალაქი.თინეიჯერი რო ვიყავი წავიკითხე წიგნი “ქაღალდის ქალაქები“ სადაც ქაღალდის ქალაქი სწორედ აგლო იყო.მეგონა ეს ქალაქი არ არსებობდა მაგრამ ბევრი ძიების შემდეგ ვიპოვე.ბექამ კერძო თვითფრინავით პირდაპირი რეისით გამიშვა იქ და 18საათიანი ფრების შემდეგ პატარა უბრალო და საყვარელ ქალაქში ვიყავი.თან მახლდა ქართველი ახალგაზრდა ქალი რომელიც დამეხმარებოდა.ქეთი და ბექა გავაფრთხილე რომ ჩემი ადგილ სამყოფელი არავისთვის ეთქვათ განსაკუთრებით კი კოსტასთვის. ის ქალაქი კარგად შევიცანი.პატარა ქალაქი იყო ამიტომ უკვე ყველას ვიცნობდი და ყველა მიცნობდა.მეგობარიც მყავდა ემილი რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და ხშირად მსტუმრობდა.
ისე გავიდა 6 თვე,რომ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი.ხშირად ველაპარაკებოდი ქეთის და ბექას რომლებიც სულ მალე გეგმავდნენ ჩამოსვლას რომ ბავშვის დაბადებისთვის მოესწროთ.
10 დღე იყო საკეისრო მშობიარობამდე დარჩენილი.ქეთისდა ბექას ველაპატაკებოდი სკაიპით
-ვილი,ხოარ ნერვიუვლობ?
-არა მა...მთავარია თქვენ იყოთ ჩემთან და რა მანერვიუვლებს.
ვფიქრობ და ვერ ავარჩიე რომელი დავარქვა:კირა თუ ანასტასია...მე ორივე მომწონს,სიმართლე გითხრათ მაინტერესებს კოსტა რას აირჩებდა....რაა??რას აკეთებთ?....რას მანიშნებთ? რახდება?-ქეთის და ბექას სახეზე ფერი აღარ ედოთ მანიშნებდნენ გაჩუმდიო მაგრამ ორსულობაში ისეთი ვიყავი ვერ ვჩუმდებოდი,სულ ვლაპარაკობდი.მალევე გამოჩნდა ეკრანზე კოსტას გადაწითლებული სახე.ალბათ ვერაფერს მიხვდებოდა რომ არ დავენახე როგორ ვიღებდი მაცივრიდან ბანანს გასიებული მუცლით.მაშინვე მივვარდი და კომპიუტერი გამოვრთე.არ მინდოდა რომ ასე გაეგო.ან მინდოდა.არ ვიცი.უბრალოდ იმ მომენტში მხოლოდ ის ვიცოდი რომ მიხვდა.მიხვდა და მალე ჩამოვიდოდა.



არ მინდოდა მოვლენების ასე აჩქარება მაგრამ ასე გამოვიდა.მადლობა რომ კითხულობთ და ბოდიში შეცდომებისთვის????❤️❤️



№1  offline წევრი lena lena

ღმერთო რა მაგარი თავი იყო
უკვე მეცოდება კოსტია :D

 


№2  offline წევრი მია15

ძალიან კარგი თავი იყო.მომეწონა .ველი შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი mariami

ert mopawiaebul tavshi daaxlovdben kosta wavida vilim orsulobis cxra tve gaiara tan kostam orsulobis shesaxeb gaigo???kargit raaa arada ra kargi istoria iyo afsus... rato gaafuwe??axla rogorc ginda gamoaswore movlenebis aseti shinaarsit ase swrafad ganvitarebis mets yvelafers velodii vagiareb imedgacruebuli var ....ar gewyinos magam ra vqna?!chemtvis martla asea imedia gamoasworeb warmatebebiii<3<3<3<3<3<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent