შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი ცხოვრება


9-06-2018, 01:10
ავტორი M.R
ნანახია 1 290

Chapter 1
როუზის აზრით იყო ღარიბი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საცოდავი ხარ. იგი ბევრ წინააღმდეგობას ხვდება თავის ცხოვრებაში. ვაკანსიის თაობაზე სადაც წავა ყველგან უარით ისტუმრებენ. გასაუბრების შანსაც არ აძლევენ. წითელ თმიანი ახალგაზრდა ყოველთვის ცდილობს დაუმტკიცოს მათ, რომ ის ყველაზე შრომის მოყვარეა, მაგრამ ისინი მაინც უარს ეუბნებიან. მათი პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა " ბოდიშით, მაგრამ ამ თანამდებობაზე უფრო განათლებული ადამიანები გვჭირდება". "უფრო განათლებული"-ო თქვნ ამბობთ? ბოდიშით მაგრამ, როუზის ბრალი სულაც არ არის კარგი განათლება რომ არ აქვს ანდა ის რომ სკოლა არასდროს დაუმთვრებია. ყოველივე ეს მისი მშობლების ბრალი გახლავთ, რომლებაც როუზი და თავისი და, ელი, მიატოვეს. ისინი ერთად გაიპარნენ და დატოვეს ორი პატარა გოგონა სულ მარტოდ მარტოდ, ყოველგვარი მზრუნველობის გარეშე. მაშინ როუზი ათი წლის იყო, ელი კი ექვსის. მას შემდეგ როუზი ზრუნავდა თავის პატარა დაზე. წითელ თმიანმა გოგონამ მიატოვა სკოლა და მუშაობა დაიწყო, რადგან ფული საერთოდ აღარ ქონდათ იმისთვის, რომ საჭმელი ეყიდათ. რაც მშობლებმა მიატოვეს როუზი ყოველთვის ბევრს შრომობდა გადარჩენისთვის. დღე და ღამე მუშაობდა, თორმეტი დროებითი სამუშაო ქონდა და როცა სახლში ბრუნდებოდა, ისე იყო ენერგიის დაცლილი, რომ შესასვლელთანვე კარგავდა გონებას,. ასე ცხოვრობდა როუზი აქამდე, მაგრამ ახლა მას სტაბილური სამსახური ესაჭირეობა, რომ შეძლოს ფულის ჩარიცხვა ელისთვის, სასწავლებელში.
დღეს ახალი დღეა, დღეს კიდევ ერთხელ ცდიდა სამუშაოს შოვნას, დღეს კიდევ ერთხელ დაუწყებდა ახსნას მათ, თუ რატომ უნდა აიყვნანონ იგი. დღეს კიდევ ერთხელ ექნებოდა იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
- მძინარე მზეთუნახავო ადექი! საუმზმე მზადაა!- გასძახა როუზმა თავის დას სამზარეულოდან.
-აგხხ სის.. რა ჯანდაბაა..- წაილუღლუღა ელიმ
-ადექი შე ძილის გუდავ! ცხრის ნახევარია უკვე, სკოლაში დაგაგვიანდება!- გადახადა საბანი როუზმა
- ჯანდაბა როუზ! რამდენჯერ უნდა გააკეთო ასე!- შეჰყვირა ელმა თან ხელები გაიხახუნა მკლავებზე, რომ სითბო შეენარჩუნებინა.
- იმდენჯერ რამდენჯერაც საჭიროა წრიპავ! ახლა კიდე ადექი, დროზე - ცალყბად გაიღიმა როუზი.
- აგხხ..კარგი, კარგი ვდგები.
- დაბლა ვიქნები - და გავიდა ოთახიდან. ელი მაშინვე ადგა საწოლიდან და აბაზანაში შევიდა. სწრაფად მიიღო შხაპი, კბილები გაიხეხა, სკოლის უნიფორმა ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა. სამზარეულოში, რომ შევიდა დაინახა როგორ ესაუბრებოდა თავისი და ვიღაცას ტელეფონზე. მისი საუბრიდან გამომდინარე ვაკანსიის თაობაზე.
- გთხოვთ, ეს სამუშაო ძალიან მჭირდება..დიახ...არა..არ შეგიძლიათ გამოსაცდელი ვადა მომცეთ?..მოიცა არ დაკიდ- დაკიდა -ამოიოხრა როუზმა. ელის ხმა არ მოუღია ისე დაჯდა მაგიდასთან, თუმცა პირი არაფერს დაუკარები.
- ჰეი დარწმუნებული ხარ, რომ ოდესმე იპოვე სამუშაოს? იცი არ მჭირდება ეს უნივერსიტეტი, დავამთავრებ სკოლას და სამუშაოს დავიწყ- სიტყვის დამთავრება ვეღარ მოასწრო,როუზმა შეჰყვირა
- რა სისილელეებს ლაპარაკობ! სამუშაოს დაიწყებ?!შენ რა დამცინი!? არა ვითარ შემთხვევაში! ეს მეორედ აღარ გაივლო თავში! შენ ისწავლი უნივერსიტეტში ამაში ორი აზრი არ არსებობს!
- მაგრამ როუზ! შენ ძალიარ იტვირთავ თავს! შენზე ძალიან ვნერვიულობ!- ელმაც აუწია ხმას
წითურ თმიანი ცოდა ხანი გაჩუმდა შემდეგ დაბალი ხმით დაიწყო -ელი.. მისმინე არ მინდა შენც ისევე გაგიჭირდეს ცხოვრება როგორც მე მიჭირს. მინდა ისწავლო, გქონდეს შენი პროფესია და აკეთო ის რაც შენ მოგწონს. არ მინდა ვინმე დაგყურებდეს ზევიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ უმაღლესი განათლება არ გაქვს. ამიტომ გთხოვ, ფულის საქმე მე, შენს უფროს დას, მომანდე და არ იდარდო ამ საკითხზე. მინდა, რომ გჯეროდეს ჩემი, რადგან მე მჯერა,რომ გამომივა- გაიღიმა თბილად როუზი
ელი საკუთარ დას თვალებ გაფართოებული მისჩერებოდა, შემდეგ თვალები დაბლა დახარა და პატარათი გაიღიმა - მადლობა,რომ არსებობ როუზ..- წაიჩურჩულა გოგონამ.
როუზი უფრო ფართოდ გაიღიმა და თავის დას თმები აუწეწა - ავვვ! ხომ არ ტირიხარ წრიპავ! -
ელი წამოწითლდა და გაწიწმატებულმა შეჰყვირა - იოცნებე!-
როუზმა ხმამაღლა გაიცინა - როგორც იტყვი წრიპავ!- შემდეგ საათს დახედა - ჯადაბა! დროზე ჭამე დაგვაგვიანდება!
- აგხხ! ჯანდაბა დაო!- თვალები გაუფართოვდა მაშინვე ელს და დასწვდა კარაქიან
პურს.





ბევრი ხალხი ირეოდა ქუჩაში, შუა დღე იყო, საშინლად ცხელოდა. როუზს ცალხელში გაზეთში ეჭირა, რომელზეც რამოდენიმე განცხადება იყო შემოხაზული. რამოდენიმეს უკვე ესტუმრა კიდეც თუმცა როგორც ყოველთვის ისევ უარი უთხრეს, ახლა კიდევ ერთ კომპანიაში მიემართებოდა
- იმედი მაქვს აქ მაინც გამიმართლებს - წაილუღლუღა როუზმა. ძლივს მიაღწია ნახევარი საათის სიარულის შემდეგ დანიშნულ ადგილს. - როგორც იქნა - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა. შეაღო შენობის კარი. სიცხისაგან გულდალეულს, შენობაში არსებული გრილი ჰაერი, ძალიან ესიამოვნა. როგოც იყო სული მოითქვა და მივიდა რეგისტრასთან.
- გამარჯობათ,- მიესალმა დაღლილი ტონით იქ მომუშავე გოგონას.
- გამარჯობათ, რით შემიძლიათ დაგეხმაროთ?-ჰკითხა, აშკარად ყალბი ღიმილით ყავისფერთმიანმა.
- განცხადების თაობაზე ვარ - მოკლედ მოუჭრა როუზმა. იგი ვერ იტანდა ყალბ ხალხს და არ თვლიდა თავს ვალდებულა, რომ მათ ზრდილობიანად მოქცეოდა.
ყავისფერთმიანი ცოტათი შეიშმუშნა როუზის პასუხზე,მაგრამ მაინც უპასუხა "მეორე სართული, პირველი კარი" მიახალა ცივად
წითურს მადლობაც არ გადაუხდია, ისე გაეცალა იმ ადგილს. სწრაფად შევიდა ლიფტში და მეორე სართულზე ავიდა. სწორედ ამ დროს პირველი კარებიდან ქერა გრძელთმიანი ქალი გამოვიდა.
- რა გნებავთ?- ცალი წარბი ასწია ქალმა და როუზს თვალით ახედ-ჩახედა.
- განცახადების თაობაზე ვარ მოსული - ქალის მზერისგან გაღიზიანებულმა, მკვახედ მიაძახა
- შენ? გასაუბრებაზე მოხვედი?"- ირონიულად კითხა ქერამ
როუზი შეიშმუშნა. ეს ქალი უკვე მის ნერვებზე მოქმდებდა. -დიახ, არ ვიცოდი აქ მომუშავე პერსუნალს თუ ყურთ ეკლდა-
-რაო?- წამოწითლდა ქალი - მისმინე შე გომბიო, იცოდე ვის როგორ უნდა ელაპარაკო. თავი ვინ გგონია ასეთი ტონით რომ ბედავ ჩემთან ლაპარაკს- ამაზრზენი სახის გამომეტყველება მიიღო ქერამ.
- სულ ფეხზე ვინ ხარ და რას წარმოადგენ. მე შენთან არანაირი საქმე არ მაქვს ამიტომ ჩამომეცალე გზიდან - ცივად მიუგო წითურმა.
ქალს სახე დამენჭა უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ამ დროს პირველი ოთახიდან შუა ხნის კაცი გამოვიდა - აქ რა ხდება?- ამ ორის შემხედვარემ წარბები ასწია.
ქერა მაშინვე გონს მოეგო, სახეზე ყალბი ღიმილი მოეფინა - არაფერი უფროსო, უბრალოდ ამ გოგონას ვეუბნებოდი, რომ აქ მისი ადგილი არაა და სჯობს წავიდეს.-
- არსადაც არ წავალ სანამ გასაუბრებას არ გავივლი- არ დაუთმო როუზმა.
- გასაუბრება? თქვენ გასაუბრებაზე ხართ?- იკითხა გაკვირვებულმა კაცმა.
-დიახ- დაუყონებლივ მიუგო როუზმა.
- მაშინ მობრძანდით - და ოთახის კარი უფრო ფართოდ გააღო, რომ გოგონა შესულიყო. წითურმა ცალყბად გაუღიმა ქერას და შეჰყვა ოთახში.
ოთახი არც ისე დიდი გახლდათ. მის შუაგულში ერთი მაგიდა და ამ მაგიდის პირდაპირ ერთი სკამი იდგა. -გთხოვთ დაბრძანდით - მიუთითა მამაკცმა მაგიდის პირდაპირ მდებარე სკამზე. როუზი დჯდა და კაცმა თავისი ადგილი დაიკავა.
- თქვენი რეზიუმე?
- დიახ, ეხლავე - სწრაფად მიაწოდა ფაილი როუზმა, კაცმა გადაშალა და უცბად ჩაიკითხა იქ მოცემული ინფორმაცია. შემდეგ ცალით თვალი ახედა როუზს -აქ წერია რომ აქამდე არასდროს გქონიათ სტაბილური სამუშაო
როუზმა ნერვიულობა, რომ დაეფარა ცალ ტუჩს უკბინა -დიახ, აქამდე სულ დროებით სამუშაოები მქონდა.
კაცმა თავი დაუქნია, გასაგებიაო. შემდეგ ისევ ჩაავლო თვალი რეზიუმეს და შეიშმუშნა - სკოლა არ დაგიმთავრებიათ?-
- არა - უმალ უპასუხა წითურმა
- მიზეზი? - ჩააცივდა კაცი
- ოჯახური მიზეზები გამო- თვალი თვალში გაუყარა როუზმა.
კაცმა ისევ გააპარა თვალი რეზიუმისკენ შემდეგ ამოიოხრა და დახურა. როუზს მიუბრუნდა

- მითხარით რატომ უნდა აგიყვანოთ სამსახურში?- ჰკითხა გამომცდელი ტონით -რა სარგებელი შეგიძლიათ მოუტანოთ ჩვენს კომპანიას?.
როუზი დაფიქრდა. 'რა სარგებლობის მოტანა შემიძლია?' 'ისეთი რამ რაც ყველაზე კარგად გამომდის?'
- მე..მე არ მაქვს პასუხი- ამოიოხრა წითურმა. კაცი გაოცდა
-არ გაქვთ პასუხი?... ეს. რას ნიშნავს?-
- მე არ შემიძლია მოვიტყუო და გითხრათ, რომ საუკუეთესო კანდიდატი ვარ იმათგან ვისაც დღეს გაესაუბრეთ. ჯანდაბას ამ ფულისაც, მე მათ ვერც კი შევედრები. ერთადერთი რისი პირობაც შემიძლია მოგცეთ არის ის, რომ თუ ამიყვანთ თავს არ დავზოგავ, რომ ამ კომპანიისთვის სარგებლის მოტანა შევძლო. - როუზი წამოდგა სკამიდან არც კი დალოდებია კაცის პასუხს და გავიდა ოთახიდან. სწრაფად ჩაირბინა კიბე,ლიფტის დალოდების თავი არ ქონდა და გავარდა ქუჩაში.
-აგხხხ, ღმერთო რა სულელი ვარ. ყოჩაგ როუზ ახლა კი ნამდვილად გამოემშვიდობე სამსახურს. - ხელით გაიბურძგნა თმა. უკვა საღამო იყო.
- ამის დედაც! დღესაც ვერ ვიშოვე სამსახური.- შესძახა ხმამაღლა. მის გარშემო ხალხმა წითურს უცნაურად შეხედა, მაგრამ როუზს ახლა მათთვის არ სცხელოდა. გაუყვა ქუჩებს. ყოველთვის უყვრდა ღამე თბილისის ქუჩებში სეირნობდა. სიარული ყოველთვის ეხმარებოდა მას აზრების დალაგებაში. თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა, უბრალოდ მიყვებოდა ქუჩებს და ფიქრებში იძირებოდა. როცა გონს მოვიდა პარკში იყო, მაშინღა იგრძნო დღლილობა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. ბნელოდა გარშემო არავინ აღარ იყო. ასე იჯდა და უყურებდა სიბნელე როგრ შთანთქავდა გარშემო ყველაფერს.
ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. სწრაფად ამოიღო ქურთუკი ჯიბიდან ტელეფონი და ეკრანს დახედა. უცხო ნომერი იყო.
-გისმენთ?-
- როუზი ბრძანდებით? - იკითხა ვიღაცამ
- დიახ, გახლავართ. რა გნებავთ?- წარბი ასწია ახალგაზრდამ
- გილოცავთ, თქვენ წარმატებით გაიარეთ გასაუბრება. ხვალიდან შეგიძლიათ დაიწყოთ მოშუაობა - აცნობა ხმამ
-...-
-ისევ აქ ხართ?- იკითხა ხმამ, აღელვებული ხმით
-..დია..დიახ აქ ვარ! ესეიგი ამიყვანეს?!- როუზი პრაკტიკულად ყვიროდა ტელეფონში სიხარულისგან
-დიახ, ხვალიდან შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა. რვის ნახევარზე უნდა გამოცხადდეთ- დაუდასტურა ხმამ.
- ამის დედაც! ..უფრო სწორად დიახ იქ ვიქნები- ხმა დაიბოხა გოგონამ.ხმამ როუზის მანერებზე ჩაიცინა
- ნახვამდის. - და დაუკიდა.
- ჯანდაბა მე… მე ეს შვძელი!- სიხარულისგან ჰაერში ხტუნავდა როაუზი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent