ცქნაფა თავი 5
იატაკიდან წამოვდექი , ძირს მოფენილი ფოტოები მოვკრიბე და თაროზე შემოვაწყვე, სამზარეულოში შესვლას ვაპირებდი რომ ერეკლეს ხმა გავიგონე - კი გიო რა პრობლემაა, აქვეა გინდა დაგალაპარაკო ? ემააააა მოდი შენი ძმაა ტელეფონზე - გაახსენდა რომ და ჰყავს ამ ქვეყნად? თან ტელეფონს ვართმევდი და თან ვბუზღუნებდი - როგორ ხარ ჩემი ლამაზი ? - როგორ უნდა ვიყო დამტოვე აქ კლოუნთან , როგორც მის სახლში ისე იქცევა მე რატომ არ მითხარით , ბებო როგროაა? ნინო სადაა? რატო არ მელაპარაკება?მამაც თქვენთან ერთადაა? - ეე ეე კაი მოიცა დაწყნარდი , კარგადაა ხომ იცი თავს უკეთ ვგრძნობ როცა ვიცი , რომ ერეკლეს ხელში ხარ, ტყუილა მეჩალიჩები დღეს შენთან დარჩება ერეკლე და ნუ შემეწინააღმდეგები , ლიანა კარგადაა, ნინოც კარგადაა, მამაც ჩვენთან ერთადაა , ისიც კარგადაა, ემა გუშინ მსაყვედურობდი არ მინდა ყოველ წუთში დარეკვაო და ახლა უბრაზდები ნინოს ? - კარგი ხო კარგი , ნუ მეჩხუბები , გთხოვ რომ წამოხვალთ ტყემნალი წამოიღეთ რა - არ გეჩხუბები ჩემი ლამაზი , კაი წავედი ლიანა მიძახის , და ჭკვიანად თავს მიხედე და ერეკლეს ნერვები არ მოუშალო - ვინ მეე ?თუ პირიქით ? კაი გიო გკოცნით ბევრს მენატრებით და მალე ჩამოდით რა -მართლა არ შემეძლო მათ გარეშე , სამზარეულოში შევედი და მოფუსფუსე ერეკლეს შევხედე, როგორ დაფუსფუსებდა და დაღიღინებდა ნეტა გენახათ - იცი საჭმლის გაკეთება ?- სხვათაშორის ვიკითხე - არა , შენ ? - მე კი აბა თუ არ იცი მიმიშვი რას დაფოხიალობ - შენი აზრით იდიოტი მაწერია შუბლზე ? რომ შენ მოგაკლევიო თავი და შენი გაკეთებული საჭმელი ვჭამო ? - არც მე ვაპირებ შენი გაკეთებული საჭმელი მივირთვა და მერე შრატებზე მომიწიოს სიარული - უტეხად ვუთხარი - ასე მოვიქცეთ მე ახალ კარტოფილს შევწვავ და შენ სალათა გააკეთე , ორივე ერთად ასწორებს ! - კარგი ! დავეთანხმე და მზარეულოიბას შევუდექით , - კარგია რომ შენ კარტოფილი აირჩიე - რატომ ? - ხელები გაგიფუჭდება - გულიანად გადავიხარხარე და ნუ დასცინი სხვასაო დამემართა , დანა ისე უმოწყალოდ გავისვი თითზე რომ გენახათ მართლა შეგეცოდებოდით -ტკივილისგან წამოვიკივლე , ეგრევე ჩემთან გაჩნდა, - რა დაგემართა? - ჯანდაბა გავიჭერი - სად გაქვს წამლები ? - აბაზანაშია მეორე თაროზე , ანდა იყავი მე თვითონ - აღარ დამასრულებინა - აქ დაჯექი და დამელოდე - თითქოს მიბრძანა , იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და თითი მაგრად დავიჭირე , რომ როგორმე სისხლი შემჩერებია - აი მოვიტანე , ოდნავ გეტკინება და არ შეიმჩნიო თორე შეიძლება გული გამისკდეს - იცინის - დღეშ 6 ჩხვლეტას არ ვიმჩნევ და შენი აზრით ეგ გამიჭირდება ? - ვეცადე თვალზე მომდგარი ცრემელბეი დამემალა, მაგარამ არ გამომივიდა და სიცილი მივაყინე სახეზე - ოღონდ ეგ არა , ცრემლი არაა რა გთხოვ , კარგი ? თანხმობის ნიშნად თვალები დავხუჭე და თავი დავუქნიე . - ესეც ასე , ხომ არ გატკინე ? - არა მადლობა , შეგიძლია შენ დაასრულო სალათა ? და მე მაგიდას გავაწყობ ,თითქოს ძალიან დავახლოვდით მე და ერეკლე და ეს მშვენიერი იყო , მაგარამ ჩემ ფიქრებს ვერაფერს ვუხერხებდი - შენ ახლა აქ დაჯდები და მე მივხედავ ყველაფერს , სკამზე ისე დამსვა თითქოს ხელი კი არ მქონდა გაჭრილი , არამედ ახალი ნაოპერაციები ვიყავი ,თვითონ კი მაგიდის გაწყობას შეუდგა. ფეხზე ავდექი რომ ნემსი და სასინჯი გამომეტანა და ოთახიდან ვაპირებდი გასვლას რომ ხელი მომკიდა და იგივე ადგილას დამსვა -სად მიდიხარ? - ოთახში გავალ , მოვალ ახლავე - მითხარი რა გინდა და მე გამოვიტან . -ერეკლე გავალ და მოვალ არ მჭირდება ეს დედობრივი მზრუნველობა ! - ახლა კარგად მომისმინე , რადგან საჭმელი გავაკეთე , მაგიდა გავაწყვე და ვიღიმი იმას არ ნიშნავს , რომ დედობრივი , თუ გინდ მამობრივი ან კაცობრივი ინსტიქტი მაკეთებიებს , უბრალოდ მინდა გასიამოვნო და ვაკეთებ , ახლა აქ დაბრძანდები , მე გავალ ნემსს და სასინჯს მოვიტან , ბევრი კითხვების და წუწუნის გარეშე , მე გავაკეთებ ყველაფერს და არა იმიტომ , რომ შენ ხელი გაქვს გაჭრილი , უფრო სწორად გაკაწრული , არა , იმიტომ , რომ მსიამოვნებს და მინდა მე ვაკეთებდე და გიკეთებდე ყველაფერს რაც შენ გეხება ! ხელები ამიკანკალდა ვგრძნობდი რომ შაქარი მივარდებოდა, ვიცი იფიქრებთ რა წაიღე ტვინი შენი შაქარითო , მაგრამ ჩემთვის ზედმეტი ემოციები დამღუპველია , ვგრძნობდი როგორ წამერთვა ძალა . ოთახში შემოვიდა ჩემი აღჭურვილობით . თვითონაც ფერი ეცვალა როცა ჩემი ფერმკრთალი სახე დაინახა, -რა ხდება ემა , ხომ კარგად ხარ ? ხელი მომეცი უმოწყალოდ ავწიე მტევანი , რომელსაც ამაზრზენად ყვითელი ფერი ჰქონდა , ისე ოსტატურად მიჩხვლიტა სასინჯის ნემსი , ეტყობოდა რომ ამას პირველად არ აკეთებდა , თითზე თითი მომიჭირა სისხლის გამოსაშვებად ფირფიტაზე დააწვეთ და შედეგს დაელოდა , ანალიზმა დაბალი შედეგი აჩვენა , - თვალებით ვთხოვდი შველას თან მრცხვენოდა უსაშველოდ მრცხვენოდა მისი , უკვე მერამდენედ მიწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა , რომ შემძლებოდა ღმერთს გეფიცებით , რომ შემძლებოდა იქიდან გავქრებოდი თვალით აღარ დავენახვებოდი , მაგრამ გასაქანს არ მაძლევდა . თვალებით ვანიშნე სამზარეულოზე მდგარ შაქრის ქილაზე , სწრაფად მივარდა ერთ ჭიქა წყალში გახსნა და დამალევინა , ვერ ავღწერ იმ დროინდელ ჩემს მდგომარეობას, არ ვიცი რას შევადარო , მწყურვალს , რომ წყალს დაალევინებთ, ან მშიერს ძალიან მშიერს რომ ჰამბურგერებს დაუდებ და დაეწაფება ,( უბრალოდ ძალიან მიყვარს ამიტომ ვახსენე ) ნარკომანს რომ წამალს მისცემ , არვიცი უამრავი შედარება შეიძლება მოუძებნო , მაგრამ რეალოურად რაც ხდება ამ მომენტში მხოლოდ დიაბეტიანები მიხვდებით , ვგრძნობდი რომ კიდურებზე მგრძნობელობა მიბრუნდებოდა, ძალაც მეტი მქონდა , უბრალოდ ერეკლეს თვალებს ვერ ვეგუებოდი , რომელშიც შიში დავინახე . ამან დამანგრია , თავი ვეღარ შევიკავე და ავქვითინდი , -არ გთხოვ არაა რა ,ემი გთხოვ ,ამას ნუ აკეთებ თორემ შეიძლება მე გავხდე მოსასულიერებელი , თავს ვერ ვიკავებდი , მისი ეს თბილი დამოკიდებულება უფრო მიჩუყებდა გულს . - მოდი ახლა ვჭამოთ შაქარიც აიწევს , შენც დამშვიდდები და მეც და ჩემი კუჭიც , რომელიც ძალიან ჩვეულებრივად გამზრდელს მაგინებს იმის გამო , რომ მთელი დღე მშიერი დავტოვე , როგორმე დავამშვიდებ , კარგი ? - სახიდან ცრმელები მომწმინდა და მაგიდისკენ შემატრიალა . მართლა გემრიელი იყო , გულიანად მიირთვა ერეკლემაც, არც ერთს ხმა აღარ ამოგვიღია თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა ,რომ ისევ მე წამოვიწყე - ამას რატო აკეთებ ? - ჩანგალს უმოწყალოდ ვასრიალებდი თეფშზე არ შემიხედავს ისე ვკითხე - რას ? - ჩემზე რატომ ზრუნავ ? თავი ავწიე და თვალებში მივაშტერდი , მინდოდა ამომეკითხა მისი პასუხი , თვალს არც თვითონ არ მაშორებდა , მაგრამ უპასუხოდ დამტოვა . შევეშვი , გავეცალე , თეფშები ავიღე ნიჟარაში დავდე ,სამზარეულო მივაწესრიგე და მისაღებში გავედი . გავბრაზდი , ნეტა რას ველოდები რას მეტყოდა , უბრალოდ ვეცოდები და ეგარი , მეკიდე არავის შეცოდება არ მჭირდება , ტელევიზორი ჩავრთე , თითქოს მაინტერესებდა ისეთი სახით მივაშტერდი , არ მინდოდა მეგრძნო , რომ ის აქ იყო , არ მინდოდა მასზე მფიქრა არადა მისი სურნელი მთელ სახლში იყო და გულს მიწრიალებდა . არ გიკვირთ რატომ არ ვახსენებ ჩემს მეგობრებს ? დაქალებს? ძმაკაცებს ? უბრალოდ არ მყავს . ალბათ ფიქრობთ , რომ პრობლემური ადამიანი ვარ , არა პირიქით პრობლემებს ვერიდები , არ მინდა ვინმეს ვატკინო , არ მინდა ვინმე მხოლოდ იმიტომ იყოს ჩემთან , რომ ვეცოდები , მხოლოდ იმიტომ ზრუნავდენენ ჩემზე , რომ შემთხვევით ამ დაწყევლილმა შაქარმა ან არ აიწიოს ან არ დამივარდეს და ა.შ. უბრალოდ, ძალიან მარტივად ვერიდები ურთიერთეობებს , არ იფიქროთ რომ ზედმეტად ეგოისტი ვარ , არა უბრალოდ არ მინდა სხვას ჩემს გამო მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეს, მეტი საენრვიულო, მუდამ შიშის ქვეშ იყოს და ა . შ , ამიტომ მეჯავრება ერეკლეს ქმედებები არ მინდა შევუყვარდე და შემიყვარდეს, მართლა სულელი კი არ ვარ , ვიცი მოვწონვარ და ამიტომ იქცევა ასე , იმასაც მშვენივრად ვხდები რატომ მიწრიალდება ეს წყეული პეპლები მუცელში , მეც მომწონს ხო მომწონს ,შესაძლოა მიყვარს კიდეც , მაგრამ არა , ამას ვერ გავაკეთებ , ვერა. უამრავი ფაქტორი შემიძლია დაგისახელოთ , უამრავი მიზეზი ,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ავხსნი ჩემ სულიერ მდგომარეობას, ვიცი ეხლა ფიქრობთ ატრაკებ და გიხარიაო , მაგრამ ჩემი გადასახედიდან აბსოლიტურად ადეკვატურად ვმსჯელობ. ფიქრებში წასულს თვალებში ისე მქონდა მინაბული , იფიქრებდით გულიანად ძინავსო , ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა ერეკლე, თვალები სპეციალურად არ გავახილე , ვიგრძენი რგორ შემეხო მისი ტუჩები შუბლზე და ხმა, სიტყვები რომლლებმაც სმენა დამიხშო - ასეთი რა გაქვს , რომ პირველივე დანახვაზე შემიყვარდი სულელო . ჩემო საყვარლებო , იმედია მოგეწონებათ , კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ,შეცდომების გამო , გამომდინარე იქიდან , რომ სამსახურში საქმემ მოიმატა , ვერ ვახერხებ დიდი თავები დავდო , მესმის , რომ ეს თქვენი პრობლემა არაა , მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ, მთავარია ვგრძნობდე თქვენ მხარდაჭერას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.