შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარადიული მონატრება ხარ მისი ნეკნის. (თავი 8)


9-06-2018, 19:39
ავტორი Phoenix..
ნანახია 3 055

რამდენიმე დღე ისე გავიდა დიტო არ შემხმიანებია, ცოტა მწყინდა კიდეც მაგრამ რას ვიზავდი მე დარეკვას არ ვაპირებ.როგორც ყოველთვის რეისზე დროზე ადრე მივედი. დიტო იქ დამხვდა,გაეღიმა ჩემი გაბრაზებული სახის დანახვაზე.
-უსინდისო-ჩავიბუტბუტე და გვერდი ავუარე.
-გაბრაზებული ხარ ხო?-ღიმილიანი სახით მითხრა.
-რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული?-ვითომც არაფერი ისე გავხედე.
-ეს დღეები რომ არ გამოვჩენილვარ. იცი სახლის საქმეებზე დავრბოდი და ვერ მოვახერხე.
-რატომ გგონია რომ მაინტერესებს სად დადიხარ?ხო დღეს ლონდონში რომელ სასტუმროში ვრჩებით ხომ არ იცი??-ყველანაირად ვციდოლობდი საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა.
-არა ეხლა გვეტყვიან ალბათ.-დავიძარით თვითმფრინავისკენ მე ბორტზე ავედი ის ინჟინრებთან ერთად დარჩე თვითმფრინავის შესამოწმებლად. მელე გავაკეთე ჩემი საქმე დოკუმენტებიც მოვაწესრიგე. გარეთ გამოვედი და კიბეზე ვიდექი ვუყურებდი ულამაზეს სანახაობას, როგორ ფრინდებოდნენ თვითმფრინავები და მალევე უჩინარდებოდნენ ღრუბლებში, უკან კი თეთრ ხაზებს ტოვებდნენ.
-რას ჩაფიქრებულხარ?-გვერდით მომიდგგა.
-რავი თვითმფრინავებს ვუყურებ.-მხრები ავიჩეჩე და ერთ წერტილს მივაშტერდი.
-წამო ავიდეთ,-ხელი წელზე ფრთხილად მომხვია, პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე და ბორტზე მოვემზადე ხალხის დასახვედრად. ლონდონში მშვიდობიანად ჩავფრინდით, იქ როგორც ყოველთვის წვიმიანი ამინდი დაგვხვდა. მანქანა აეროპორტთან გველოდებოდა და სასტუმრომდე მიგვიყვანა. მე ნინი და ნატა ერთი მანქანით ვმგზავრობდით.ნინის და ნატას მთელი გზა ენა არ გაუჩერებიათ, ერთი ორი სიტყვა დიტოზეც წამოცდა ნატას მაგრამ ნინიმ განმუხტა სიტუაცია, როცა შემი საშიში სახე დაინახა. მიმღებში ვიდექით როცა ბიჭებიც მოვიდნენ. არ ვიცი ჩაწყობილი იყო თუ შემთხვევითობა მე და დიტოს გვერდიგვერდ მოგვცეს ნომრები. შევთანხმდით რომ საღამოს შევხვდებოდით ერთმანეთს და ლონდონის რომელიმე კარგ რესტორანში ვივახშმებდით.ნომერში შესული არ ვიყავი დიტო მომყვა უკან.
-ჩემს გვერდით რომ ნომერი გაქვს ეგ იმას არ ნიშნავს რომ სულ აქ იჯდე-დაღლილი ხმით ვუთხარი.
-რა იყო დღეს ძაიან მოწყენილი ხარ, ყავაზე რომ გიძახებდი სულ ნატა მოდიოდა, ხომ არ მირიგებ?
-ჰაჰაჰა-ვითომ გავიცინე-ხო აბა სულ ეგ მაქვს საფიქრებელი რომ შენს ქალებზე ვიფიქრო.. თქვი რა გინდა და დამტოვე.-კარებს მივეყრდენი.
-არა უბრალოდ მინდა გითხრა რომ საოცრად ლამაზი, დახვეწილი და მოკლედ საოცნებო ხარ.. ხო და მე შენზე ვოცნებობ.-ნაზი ხავერდოვანი ხმით მითხრა, ისეთი ვნებიანი ხმით რომ ტანში სასიამოვნო გრძნობამ დამიარა.ვერაფრის თქმა მოვასწერი ისე გავიდა ოთახიდან.წყალი გადავივლე და რბილ ფუმფულა და უთეთრეს საწოლში ჩავწექი.მაგრამ ზარმა არ მომასვენე, უსიამოვნოდ წამოვდექი და ტელეფონს ვუპასუხე.
-ელე მე ვარ დათა.
-ხო დათა- მაშინვე შევიცვალე ტონი.
-მაინტერესებდა როგორ ხარ, გავიგე ლონდონში ცუდი ამინდიაო და როგორ იმგზავრეთ?
-ნორმალურად ცოტა შევქანდით მაგრამ კარგად დაჯდა თვითმფრინავი.
-ხო რაც არ უნდა იყოს დიტო პროფესიონალია.-ორივე გავჩუმდით პრინციპში სათქმელი რა მქონდა.
-დათა ბოდიში მინდა მოგიხადო, ძალიან ცუდად მოგექეცი..-გამაწყვეტინა.
-მაგაზე მერე ვილაპარაკოთ..პირისპირ რომ ვიქნებით.თავს გაუფრთხილდი.
-მადლობა შენც.-ღმერთო როგორ მცხვენოდა ამ ადამიანის, როგორ ცუდად მოვიქეცი მის წინაში.. წამოვწექი და თვალები მივლულე, ფხიზლად მეძინა. ვერ ვისვენებდი საწოლში თან უკვე ის დრო იყო გამზადება დამეწყო.. წვიმის მიუხედავად, ვარდისფერი შიფონის კაბა ავირჩიე, გრძელი ფრიალა, დახურული ყელით და ლამაზი საყელოთი. გრძელ მკლავიანი იყო უთხელესი ნაჭრით. ვერცხლისფერი მაღლები შევურჩიე, თმა გავისწორე და გავიშალე, მსუბუქი მაკიაჯი და ეგაა, მზად ვიყავვი. ფრთხილად გამოვიხურე ნომრის კარები და დაბლა ჰოლში ჩავედი. ნატა და ნინი უკვე იქ დამხვდნენ.
-ეხლა ვაპირებდი ამოსვლას შენთან..-ნინის მივუახლოვდი თუ არა მაშინვე მითხრა.-ძალიან მომშივდა.-ხმას არ ვიღებდი, არ მინდოდა ლაპარაკი.. ყველა შევიკრიბეთ. ლადომ და დიტომ შეარჩიეს რესტორანი და მოცემული ლოკაციისკენ გავემართეთ. დარბაზში რომ შევედით სასიამოვნო მშვიდი გარემო დაგვხვდა, ზედმეტი დეკორის გარეშე, შეკვეთა მივეცით მიმტანს და ლაპარაკში გავერთეთ. გავერთეთ რა ყველა ლაპარაკობდა ჩემს და დიტოს გარდა.
-რატომ ხარ ჩუმად დიმა, რამე ხომ არ მოხდა.-ლადომ გახედა დიტოს და დაელოდა როდის დაუბბრუნებდა პასუხს
-რავი ვერ დავისვენე ნორმალურად.-თქვა და გამომხედა. დავიბენი მე რა შუაში ვიყავი.
-არა მე ისე კარგად მეძინა, თან რა რბილი საწოლები აქვთ-ლადოს გოგონებიც აყვნენ. ჩვენ ისევ ჩუმად ვისხედით და სასმელს ვწრუპავდით.ფიქრებში წავედი.
5 წლის წინ:

საწოლზე საცვლის და მაისურის ამარა ვწევარ. გვერდით დიტო მიწევს და ფეხებზე მეფერება.
-ელენე უნდა ვივარჯიშოთ, თორე ფორმებს დავკარგავთ, აი ნახე მოეშვი შენც.- მითხრა სიცილით და გვერდებზე მიჩქმიტა, მე კიდე მეღუტუნებოდა და ვკვდებოდი სიცილით.-აი დაწექი და 6 ბალიანი სისტემით შეგიფასებ ტანს, ანუ ნახე ცუდი, საშუალოზე ცუდი, საშუალო, საშუალოზე კარგი, კარგი და ძალიან კარგი-თითებზე ჩამოითვალა, ფეხებზე ხელი მომკიდა და ჩამომაჩოჩა, მაიკა ამიწია, მკერდი სულ მომიშიშვლა.-აი ლავიწიდან ზემოთ 6 ქულა უდაოდ..-გაჩუმდა-ამაზე ვგიჯდები, საოცრებაა-ნაზად მომეფერა ლავიწის ძვალზე.-მკერდზე რა გითხრა, მე მომწონს და ძალიან საყვარლებია-ხელით მეფერებოდა, მე თვალები მივლულე. -მაგრამ 3 ქულა ეკუთვნის რა გავაკეთო აბა მე მიყვარს კაცო . აი ბევრი ფული რომ მექნება გაგიკეთებ ლამაზებს-გაიციდა და მკერდის თავებზე ტუჩებით შემეხო. ნეკნებზე ორივე მხრიდან ხელები ჩამომისვა..-მკერდის ქმებოდან ჭიპამდე 4 ქულა გეკუთვნის, აქ ორი კუბიკი რომ იყოს მთლად უკეთესი მაგრამ ცუდი არა. ჭიპიდან მენჯებამდე აბა რა გითხრა ჩემო სიხარულოოო. 2 ქულას გიწერ იმიტომ რომ რბილიაა-სიცილს ვერ ვიკავებდი და თან ვუყურებდი რა ბედნიერად მისვამდა ხელებს მთელ სხეულზე,ღმერთო როგორ მმიყვარს.. სასქესო ორგანოს მიადგა.-ამას უდაოდ 6 ქულა, ბევრი ლაპარაკის გაერშე-თეთრეულის ზემოდან ნაზად მომისვა ხელი. ყოველ მის შეხებაზე მბურძგლავდა.-საჯდომი კაიაა 5 ქულას გიწერ. აი ფეხებიი. ამ ფეხებზე ვგიჯდები.-ცალი ფეხი ამაწევინა და კოცნა დამიწყოო.
-ოხ დიტო რა მასხარა ხარ, მოინდომა ანჯელინა ჯოლი გვერდით..
-მე შენ მიყვარხარ, ხოდა მინდა ხვალიდან ვივარჯიშოთ თორე ტიპიური ქართველო ცოლ-ქმარი ვიქნებით..უი შენ ხომ იცი მე რომ 11ნეკნი მაქვს შენ 12.. ხოდა ის ერთი ზედმეტი ჩემი ნეკნია, ღმერთმა ჩემგან შეგქმნა და ჩემთვის შეგქმნა.-მეუბნებოდა და მიკოცნიდა ყოველ ნაკვთს, სხეულის ყველა მონაკვეთში მეხებოდა მისი ტუჩები, ეს უფრო მაბედნიერებდა. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს..
დღევანდელი დრო:
ფიქრებიდან გამოვერკვიე და მაგიდა ბოდიშის მოხდით სასწრაფოდ დავტოვე, მივრბოდი და აწყლიანებული თვალებით უფრო მიჭირდა გზის გაკვალვა. უკნიდან ის სანატრელი მომყვებოდა, ის საოცნებო.. ღმერთო დამეხმარე მასთან მინდა. მიყვარს იმდენად მიყვარს რომ სულ მავიწყდება ჩემი პრინციპები.. გავჩერდი, დაველოდე როდის მომიახლოვდებოდა.
-ელენე..-შემოვტრიალდი და დაუკითხავად ვაკოცე, გაკვირვებულმა ძლივს გაანალიზა რომ კოცნაში ამყოლოდა.


ბოდიში დაგვიანებისთვის,უბრალოდ მუზა გამექცა.. არ მინდოდა უბრალო და უემოციო ყოფილიყო, ამიტომ იმედია მოგეწონებათ, თქვენს აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის <3



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა. მალე გააგრძელე, მგონი ელენეს და დიტოს შერიგების სუნი მცემს <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ იტანჯავენ თავს, გადადე გვერდით სიამაყე და დატკბი ცხოვრებით. ძალიან კარგი იყო შენც საუკეთესო ხარ❤

 


№3  offline მოდერი Phoenix..

Chikochiko
როგორ იტანჯავენ თავს, გადადე გვერდით სიამაყე და დატკბი ცხოვრებით. ძალიან კარგი იყო შენც საუკეთესო ხარ❤

მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent