შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარადიული მონატრება ხარ მისი ნეკნის.(თავი 4)


27-05-2018, 00:58
ავტორი Phoenix..
ნანახია 3 039

ზლაზვნით წამოვდექი, თვალი ვერ მოვხუჭე და საწოლშიც ვერ ვისვენებდი. სამმუშაო მაგიდას მივუჯექი და ჩემი წითელი დღიური ამოვიღე, როცა ცუდად ვგრძნობდი თავს, როცა დუმილი მკლავდა და სიჩუმე ბოლოს მიღებდა,წერა და ხატვა მშველოდა. გადავშალა, სანამ სუფთა ფურცლამდე მივიდოდი უამრავი ნახატი და წერილი გადავათვალიერე, ნელა ვფურცლადი ფარატინა ქაღალდს რომელიც გაჯღენთლი იყო სიტყვებით, გრძნობებით, ცრემლებით. ფანქარი მოვიმარჯვე და დავწყე ხატვა, არ მახსოვს რას ვხატავდი გრძნობებს შეყევი და ულამაზესი ნახატი შევქმენი. შეიძლება პროფესიონალურ დონეზე არ იყო შესრულებული მაგრამ ჩემი განცდებით იყო დახატული. დიდი ხანი ვუყურებდი და წარწერაც მოვუფიქრე
-"მარადიული მონატრება ხარ მისი ნეკნის!.."-ხმამაღლა წარმოვთქვი და ნახატიც გავაფორმე. საწოლს დავუბრუნდი გვერდულად დავწექი და ბალიში ჩავიხუტე ფიქრებში შევყევი, არც კი მახსოვს როგორ ჩამეძინა.
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა/
-გისმენთ
-ელე მე ვარ ნინი, როგორ ხარ?
-ნომერი შეიცვალე?
-არა ჩემი დის ტელეეფონიდან გირეკავ ანგარიშზე არ ქონდა და.. მისმინე დღეს გავიდეთ სადმე ერთი კაი ადგილი ვიცი ულამაზესი ხედით, დავსხდეთ ყავა დავლიოთ, ვილაპარაკოთ, უგშინდელის მერე ყველა გაოცებულია.
-ხო გუშინ ცუდად გამოვიდა-შევაწყვეტინე.-კი ნინ წამოვალ 5ისკენ შევხვდეთ შენ მისამართი მომწერე და მოვალ.
-კაი მოგწერ გკოცი დროებით.-დავემშვიდობე და გავუთიშე. წამოვდექი სპორტულები ჩავიცვი და სახლის დალაგება დავიწყე,მუსიკა ხმამაღლა ჩავრთე და ღიღინ ღიღინით შევუდექი საქმეს. ტელეფონის ხმის გაგონებაზე გამოვრთე მუსიკა და სავარძელზე დავჯექი.
-ჩემი დედიკო-ბედნიერი ხმით ვუპასუხე ტელეფონს.
-დეე როგორ ხარ? სულ დაგავიწყდა შენ სახლის გზა ერთი არ უნდა მოგვიკითხო მე და მამიკოო.-ვითომ გაბრაზებით მითხრა.
-დეე ხომ იცი ეს ღამის რეისები მკლავს და მანადგურებს სამი დღე ჩირდებოდა აზრზე მოსასვლელად- გავიმართლე თავი- ხვალ რეისი მაქს და ზეგ უეჩველი ნახავთ, ქეთა სად არის რა შვება ეგ პატარა მაიმუნი-ქეთა ჩემი დაა 13 წლით უფროსი ვარ მასსზე.
-ეხლა სკოლაშია მალე მოვა, ელე შენ როგორ ხარ დეე.- ღმერთო ეს რომ არ მყავდეს ეს სიტკბო და სითბო არ ვიცი რა მეშველებოდა.
-რავი აბა დე ძველებურად, არც მკდარი ვარ არც ცოცხალი.-გამეცინა
-კაი რა დეე როდის უნდა დაივიწყო.ხომ იცი ასე რომ მეუბნები გული მიკვდება
-აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი მე კარგად ვარ. გნახავთ ზეგ მამას აკოცე ჩემგან მომენატრეთ სამივე.- ცრემლი მოვიწმინდე -კაი დე წავედი ვალაგებ სახლს მერე ნინი უნდა ვნახო და არ დამაგვიანებინო. გკოცნიით- სწრაფად მივაყარე დაველოდე როდის დამემშვიდობებოდა და გავუთიშე ტელეფონი.უკვე ოთხი ხდებოდა სწრაფად შევედი სააბაზანოში მოსაწესრიგებლად.
კარადა გამოვაღე და წითელი შარვალი გამოვიღე კოჭებამდე სიგრძის, ტანზე მომდგარი მაგრამ ბოლოში გაშვებული, შავი ლამაზი ბრეტელებიანი მაისური ასევე წითელი პიჯაკი, მაისის თვე იყო დაწყებული და ჯერ ისევ გრილოდა საღამოს. სარკესთან მაკიაჟის აკეთება დავასრულე თმა გავიშალე და ფეხსაცმელი ჩავიცვი შავი მაღალ ქუსიან საგაზაფხულო შუზი. ჩანთა ავიღ და წავედი .
ულამაზეს ადგილას გაჩერდა ტაქსი. გადმოვედი და თვალი მოვავლე გარემოს.ნინი უკვე მაგიდასთან იჯდა ხელი დამიქნია. მივუახლოვდი მივესალმე, მაგიდას მივუჯექი და ძალიან კარგი საღამო გავატარეთ, ბევრი ვიცინეთ, გავიხსნეთ ჩვენ ი პირველი ნაბიჯები დიდ ავიაციში.
12 საათი ხდებოდა სახლის კიბეებს რომ ავუყევი.სახლთან კი დიდი თაიგული დამხვდა.იასამანი ჩემი ყველაზე საყვარელი ყვავილი.გამეღიმა ხელში ავიღე და კარები გავაღე. ბარათი იდო.ინტერესით ამოვიღე და გავხსენი
-მიყვარხერ-ეს ერთი სიტყვა იყო მაგრამ ისეთი მთელ პოემას რომ მოიცავდა.ყვავილები ლარნაკში ჩავდე. ტანსაცმელი გავიხადე, საწოლზე დავწექი და თხელი დაბანი გადავიფარე,გვერდითგადავტრიალდი და ამდენი დღის განმავლობაში პირველად დავიძინე მშვიდად. მაღვიძარამ 7 საათზე დარეკა.სწრაფად წამოვდექი პატარა ჩემოდანში ჩავალაგე საჭირო ნივთები, შხაპი მივიღე ფორმა ჩავიცვი მოვწესრიგდი და გამოძახებულ ტაქს დაველოდე, მანაც არ დააყოვნა და მალევე მოვიდა.
ბორტზე მალე ავედი და ფორმალობეის შესრულება დავიწყე, დიტო შორიდან მიყურებდა თავს მარიდებდა, მაგრამ მისი ყავისფერი თვალები ისე სევდიანად მიყურებდა, გული უარესად მტკიოდა.ხალხით შეივსო თვითმფრინავი.
-მოგესალმებით ბოინგ 373 ის ბორტზე, რეისზე 121.თბილისი-პარიზის მიმართულებით, ფრენის დრო 3 საათი და 30 წუთი, მშვიდობიან მგზავრობას გსურვებთ- ხალხს კარგად დაზეპირებული ტექსტი მოვახსენე და ჩემს ადგილზე დავჯექი,ასევე რაციიდან დიმიტრის ხმა მომესმა.
-მოგესალმებათ ბორტის კაპიტანი დიმიტრი ჩიქოვანი და ბორტის მეორე პილოტი ლადო ტყემალაძე. წარმატებულ ფრენას გისურვეთ- რააციიდან გაგებული მისი ხმა სულ სხვადაირად ჟღერდა, ცოტა ბოხი, ხავერდოვანი.ფიქრი ერთმა გოგონამ შემაწყვეტინა
-უკაცრავად თავს ცუდად ვგრძნობ და რამით ხომ ვერ დამეხმარებით?-ბორძიკით მოვიდა ჩემამდე.
-თქვენი ადგილი დაიკავეთ, აფრენის ზონას გავცდებით და მაშინვე მოვალ თქვენთან.-მზრუნველად ვუთხარი და ადგილისკენ მივუთითე.ფრენის დროს 10ჯერ გამოიძახა დაახლოებით დიმამ, ყავის სმით გაიჭყიპა.პარიზში ჩავედით, ბოინგი მოვაწესრიგეთ და შალ დე გოლის აეროპორტი დავტოვეთ. სასტუმროში მისულმა ჩვენ ჩვენი ნომრები დავიკავეთ რადგან ფრენა მეორე საღამოს გვქონდა თავს განტვირთვის უფლება მივეცი, თხელი სარაფანა გადავიცვი კლასიკური ფეხსაცმელი ჩავიცვი და ბარში ჩავედი.
კოქტილი შევუკვეთე, გვერდით დიტო მომიჯდა.
-გამარჯობა-მოწყენილი ხმით მითხრა
-გაგიმარჯოს.-სასმელი ბოლომდე დავლიე და კიდევ ერთი შევუკვეთე.
-ლაპარაკი ინდა შენთან, გთხოვ. თავის გამართლებას არ ვაპირებ უბრალოდ მომისმინე.
-კაი გისმენ.-გავხედე და პირდაპირ თვალებში მივაშტერდი.
-ელენე რაც მოხდა ყველაფერი ჩემი ბრალიდა, 100% ით ვითავისებ ჩემს დანაშაულს, უპასუხისმგებლოდ, არაკაცურად მოვიქეცი, ასე არ უნდა დამეტოვებინე.საშინლად დაგტანჯე, გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ შენს დასაბრუნებლად, გევედრები უფლება მომეცი შენი ნდობა დავიბრუნო, უშენოდ მოვკვდები, ვხვდები რომ გიჭირს იმ წლების დავიწყება, რო ვფიქრობ რა დრო გამოიარე საკუთარი თავი სულ უფრო და უფრო მძულს, გევედრები-ხელები ჩამჭიდა, მკოცნიდა ხელებზე და მუდარის მზერით მიყურებდა-გევედრები ელე, ჩემო სიყვარულო გევედრები ერთი შანსი მომეცი, ეხლა თუ არა ის მაინც მითხარი რომ ოდესმე მაპატიებ.
-დიტო არ ვიცი ძალიან მიჭირს შენ რომ გაპატიო საკუთარ მეს გადავახტები გესმის. მაგრამ არ ვიცი..- ხელზე კოცნით შემაწყვეტინა
-ეს სიტყვეი სრულიად საკმარისია იმისთვის რომ ბრძნოლა განვაგრძო.. -კიდევ ერთხელ ნაზად მაკოცა ხელზე, შემდეგ უფრო ახლოს მოვიდა, ხელი კისერთან შემიცურა, ცერა თითი ტუჩზე ჩამომისვა ნაზად, რეაქციად თვალების მილულვა მოჰყვა. -გპირდები არასდროს არ გატკენ გულს, ღმერთის წინაშე დადებული ფიცი ერთხელ უკვე გავტეხე, რომც მოვკვდე ამას მეორედ აღარ დავუშვებ.-ჩურჩულებდა თვალებში მიყურებდა, მზერა ნელ-ნელა ტუჩებზე გადაჰქონდა, მაგრამ არც უნცდია კოცნა.-არ შეგეხები მანამ სანამ შენს სიყვარულს, ნდობას და პატიეას არ დავიმსახურებ.-შუბლზე მაკოცა.-მე უშენოდ არ ვარსებო.-კიდევ ერთხელ მაკოცა შუბლზე.დიდი ნახი მიყურებდა თვალებში, ოდნავ მომშორდა წასვლას აპირებდა.
-დიმიტრი.-დავუძახე
-არაფერი მითხრა გთხოვ. უბრალოდ დრო მომეცი,მიყვარხარ.-თავისი საოცარი ღიმმილით გამიღიმა და დარბაზიდან გავიდა..



№1  offline მოდერი pekhshvela

ძალიან მომწონს რატომღაც❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ შეიძლება ამათი დაშორება? არ არსებობს ურთიერთობაში ქცევა, რასაც ვერ აპატიებ, როცა სინანულს და სიყვარულს ხედავ მის თვალებში. დიტოსაც ვერ გავამტყუნებ. ელემ ვერ შეძლო მიეტოვებინა სამსახური და რატომ ითხოვდა დიტოსგან იგივეს? მგონია არც ერთია დამნაშავე და არც მეორე. ორივე იმ გარემოების მსხვეპლი გახდა.

 


№3  offline წევრი richirichi

საინტერესოაა.ყოჩაღი გოგო ხარ შენ:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent