შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთან... თავი 7


9-06-2018, 23:07
ავტორი katiusha
ნანახია 2 902

თეკლამ ფორმა გამოიცვალა და შინ წასასვლელად მოემზადა.რთული ღამე ჰქონდა. რამდენიმე მძიმე პაციენტი შემოიყვანა სასწრაფომ და ოპერაციებზე დასწრებაც მოუწია. მთელი დღე აქ დაჰყო და როგორც იქნა საღამოს ეღირსა გასვლა.გაუკვირდა მიმღებში მთავარმა ექიმმა რომ შეაჩერა და კაბინეტში შეიყვანა.
-თეკლა მოიცადე შენთან საქმე მაქვს.დიდი ხნით არ დაგაყოვნებთ
-გისმენთ ქალბატონო თამარ..
-ვიცი რომ ჩემზე ყველას ცუდი წარმოდგენა გაქვთ, ყველას ცივი და უგულო გგონივართ მაგრამ...
-ეს რა შუაშია ქალბატონო თამარ?-გააწყვეტინა თეკლამ
-ერთი წუთით დამაცადე,-შეაწყვეტინა მან: -მე არც ისე ცუდი ვარ და მინდა გითხრა რომ საქმეში პროფესიონალიზმს ძალიან ვაფასებ. სულაც არ მინდა ასეთი მკაცრი ვიყო,მაგრამ როცა ამდენი ხალხის და ამხელა საავადმყოფოს მართვა გიწევს სხვა გზა არაა,სიმკაცრეც საჭიროა.მე ვიცი შენ როგორ მუშაობ, ვიცი რომ ძალიან კარგად ასრულებ შენს საქმეს, პაციენტებიც ძალიან კმაყოფილები არიან, ამიტომ მე გადავწყვიტე რომ შენ მთავარ ექთნად გადაგიყვანო. ხვალიდან შეგიძლია შეუდგე მუშაობას. გილოცავ. იმედია რომ გამიმართლებ იმედებს.
-დიდი მადლობა,მე არც კი ვიცი ასეთი ნდობა რატომ დავიმსახურე თქვენგან,მაგრამ იმედებს არ გაგიცრუებთ.-დაბნეულმა უპასუხა თეკლამ. დაემშვიდობა და გახარებული გამოვიდა საავადმყოფოდან. ცოტა გზა რომ გაიარა საკუთარი სახელი მოესმა. მოიხედა და სანდრო დაინახა, რომელიც მისკენ გაბადრული სახით მოდიოდა
-გამარჯობა თეკლა. როგორ ხარ? რამდენჯერმე დაგიძახე ძლივს გაგაგონე.
-გამარჯობა სანდრო, კარგად შენ როგორ ხარ? გახარებული ვარ და ალბით მაგიტომ ვერ გავიგე.
-შეიძლება გავიგო შენი სიხარულის მიზეზი?
-კი როგორ არა, ხომ იცი შენ ჩემთვის რა ძვირფასი პიროვნება ხარ, მთავარ ექთნად გადამიყვანა უფროსმა და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ამხელა პასუხისმგებლობის აღება მომიწევს საკუტარ თავზე.
-გილოცავ, მართლა ძალიან გამახარე შენი წარმატებებით, -სანდრო გოგოს მოეხვია და ლოყაზე აკოცა.-უნდა ავღნიშნოთ,რესტორანში გეპატიჟები, უარს არ მივიღებ,
-არა, სანდრო დაღლილი ვარ მინდა დავისვენო,-უარობდა თეკლა, მაგრამ სანდრომ მანქანის კარი გამოაღო, ხელი მოჰკიდა და თითქმის ძალით ჩასვა მანქანაში. მერე თვითონაც ჩაჯდა და რესტორნისკენ აიღო გეზი....
-ხომ გითხარი სანდრო ძალიან დაღლილი ვარ-თქო, რატომ აიტეხე ეს რესტორანი?
-ძალიან გთხოვ თეკლა, ახლა ამ საღამოს ნუ გააფუჭებ..-შეეხვეწა ის
-კარგი, ოღონდ შემპირდი რომ მალე წავალთ?
-გპირდები,-უთხრა სანდრომ და მანქანა რესტორნის ეზოში გააჩერა,მდინარის პირას აეგოთ და ვერანდაც მდინარეს გადაჰყურებდა . სანდრომ იქითკენ წაიყვანა თეკლა და ნაპირზე შეუკვეთა მაგიდა...
-ეს ჩემი საყვარელი ადგილია, ძალიან მიყვარს აქ მოსვლა, ნახე რა ლამაზი ბუნებაა..
-მართლა ლამაზია აქურობა. აქამდე არ ვყოფილვარ..
-ახალი გახსნილია და იმიტომ არაფერი იცი ამ ადგილის შესახებ, იმ დღეს გაიხსნა ნინიკოს ქორწილი რომ იყო. თუმცა ახლა ამის დრო არ არის..
-ჰო, არ მინდა იმ დღეზე საუბარი, უსიამოვნო მოგონებებს მიღვიძებს...აბა რას ვუკვეთავთ?
-მოდი დღეს მე შევარჩევ მენიუსაც თუ წინააღმდეგი არ იქნები?
-კი, ბატონო,-გაუცინა თეკლამ
სანდრომ ოფიციანტს შეკვეთა მისცა და ღვინის მოტანაც დაავალა, მანამდე საუბრით ირთობდნენ თავს.
-ისე არ მეგონა ნინი და დათო ოდესმე თუ დაშორდებოდნენ. მაგრამ ახლა ის გიორგის ცოლია და დათომ ეს რომ გაიგოს როგორი რეაქცია ექნება წარმოდგენაც არ მინდა.
-სანდრო ჩვენ ორივემ კარგად ვიცით მათი დაშორების მიზეზი და სწორედ ამ მიზეზის გამო ხმას ვერ ამოიღებს, ნინიკოს კი მითუმეტეს ვერ უსაყვედურებს.
-კი, ვიცი რომ დათო შეცდა, მაგრამ მაინც ჩემი მეგობარია, რაც არ უნდა იყოს ჩვენ ყველა ერთად გავიზარდეთ და მინდა ყველა ბედნიერი ვიყოთ, -უპასუხა სანდრომ... -აი ჩვენი შეკვეთაც მოვიდა..-ღვინის ბოთლი გახსნა ჭიქებში ჩამოასხა.
-რა იცოდი რომ წითელი ღვინო მიყვარს?-გაუკვირდა თეკლას
-მე შენზე ყველაფერი ვიცი თეკლა. ყველა ნაბიჯი, ვიცი რა ყვავილები გიყვარს, რომელ სუნამოს ხმარობ....თეკლას უცებ სახე გაუნათდა და ძლივს ამოილუღლუღა:
-სანდრო შენ...შენ ხარ ის..
-ჰო, თეკლა მე ვარ, მე გიგზავნი იმ ყვავილებს, იმ საჩუქრებს. მეტი აღარ შემიძლია, ახლა ყველაფერი უნდა გითხრა,-სანდრო სათქმელს ძლივს აბავდა თავს..
-რა უნდა მითხრა სანდრო? გაწითლდა თეკლა.გულის სიღრმესი ყოველთვის მოსწონდა ბიჭი,მაგრამ ხმამაღლა არასოდეს უღიარებია,ეშინოდა მისი დაკარგვის.
-თეკლა მე დიდი ხანია ამ დღეზე ვოცნებობდი, დიდი ხანია მინდა გითხრა რომ ძალიან მიყვარხარ, უშენოდ უკვე ვეღარ ვძლებ.სულ შენ დაგეძებ ყველგან,თავგზა მაქვს არეული...
-სანდრო იცი მეე... მეე...-ის სიტყვებს ვერ პოულობდა, რომ პასუხი გაეცა, თავი დაეღუნა და მაგიდის გადასაფარებელს თითებით აწვალებდა.
-რა შენ თეკლა? გეხვეწები ნუ მეტყვი, რომ შენც იმავეს არ გრძნობ. არ მითხრა რომ არ გიყვარვარ, თორემ გავგიჟდები თეკლა, უშენოდ აზრი არ აქვს ჩემს ცხოვრებას.
-სანდრო, -თეკლამ თავი ასწია, თვალი თვალში გაუყარა და მორცხვად წარმოთქვა:მიყვარხარ
ბიჭი დაიბნა, არც ის ელოდა ასე უცებ თეკლას პასუხს, მერე უცებ გონს მოეგო და სახე ღიმილმა გაუპო. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. თეკლას მობილური იყო
-ალო..უპასუხა მან..-ნინიი....წამოიძახა გახარებულმა -კარგად,შენ?...-ჩვენც...-რა ამბავი?...-მართლა? რა მაგარია მეგობარო, გილოცავ, მამაშენს ძალიან გაუხარდება ამ ამბავს რომ ვეტყვი...-კი მაგრამ იცი მე არ ვარ სახლში, მალე მივალ და ვეტყვი რომ დაგირეკოს და ამ ამბავსაც შევატყობინებ...-ალბათ გიორგიც ძალიან გახარებულია...-კარგი მეგობარო, თავს გაურთხილდი...ყველას მოკითხვა,კარგად... თეკლამ ტელეფონი მაგიდაზე დადო და სანდროს გახედა,რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა მისი ნათქვამი.
-როგორ არის ნინიკო?
-კარგად არის, ბედნიერია, მითუმეტეს ახლა. მალე დეიდა გავხდები. -სიხარულით თქვა მან.
-რა კარგია, მეც ძალიან მიხარია, რომ ბედნიერია, მოდი ამ ჭიქით მათ და ჩვენს ბედნიერებას გაუმარჯოს.
-გაუმარჯოს, -თეკლამ სიხარულით შესვა სადღეგრძელო...............
***************************************************
რამდენიმე დღე გავიდა რაც ახალდაქორწინებულებმა სასიხარულო ამბავი გაიგეს და ჯერ კიდევ უჭირდათ დაჯერება,ახლა უკვე ვეღარ გყავდათ გიორგი სახლიდან,სულ ცოლის გვერდით ტრიალებდა და სურვილებს უსრულებდა.რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი იყო.თუმცა მაინც იყო დღეები როცა საქმიან შეხვედრებზე წასვლა უწევდა.ამ დროს სული და გული მასთან რჩებოდა.ამ ასკში იმის გაგება რომ მამა გახდდებოდა იმდნად მოულოდნელი იყო მისთვის რომ გონს მოსვლა ცოტა გაუჭირდა.თუმცა ქეთამ აიძულა სამსახურში გასულიყო.იმისთვის რომ ნინი მარტო არ ყოფილიყო დამხმარე ქალი აიყვანეს...
გიორგიმ მანქანა ეზოში გააჩერა და სწრაფად შეირბინა სახლში. ნინიკოს დაუძახა, მაგრამ ხმა არავინ გასცა. ცოტა შეეშინდა, მაგრამ სამზარეულოდან მსახური გამოვიდა და უთხრა:-ქალბატონმა თავი შეუძლოდ ირძნო და ადრე დაწვა დასაძინებლად.
-მადლობა ლენა დეიდა, წავალ ვნახავ ხომ არაფერი სჭირდება.
-მოიცადე შვილო, ეს წვენი წაუღე. ახლახანს გამოვწურე, სუსტადაა და ახლა ვიტამინები სჭირდება. ლენამ ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი ლანგარზე დაუდო და გიორგის ნინისთან გაატანა..
გიორგიმ კარი ფრთხილად გააღო,რომ არ გაეღვიძებინა, მაგრამ დოლიძეს არ ეძინა
-ხომ არ გაგაღვიძე?-ჰკითხა მან და ლანგარი საწოლის გვერდით, ტუმბოზე დადო
-არა მეღვიძა, უბრალოდ ადგომის თავი არ მაქვს,-შესჩივლა ქმარს. -ნეტავ ასე რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს? უკვე ერთი თვეა ასე ვარ.
-მალე გაივლის აი ნახავ, მოდი მანამდე ეს წვენი დალიე, ლენამ ახლახანს მოგიმზადა არ აწყენინო, თან ბავშვსაც და შენც კარგი კვება გესაჭიროებათ.
-არ მინდა გიორგი,-სახე დაემანჭა ნინიკოს, მაგრამ მან თითქმის ძალით დაალევინა...
-აი ასე, ახლა კი მოდი ჩემთან, მაგრად ჩაგეხუტები და გაკოცებ რომ არ მოიწყინო, გიორგი ცოლს გვერდით მიუწვა და ხელები მოხვია.გოგომ თავი მიადო მხარზე, ძალიან სიამოვნებდა ქმარი რომ გვერდით ედგა ასეთ რთულ მომენტში...
-ასე ადრე რატომ მოხვედი?-ჰკითხა მან
-იმიტომ რომ ქეთა შინ არ არის და არ მინდა რომ მარტო იყო, მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში, ხვალ ექიმთან ხომ მივდივართ?
-ხვალ შენ ხომ მუშაობ?
-არ ვმუშაობ, უფროსი მე ვარ და როცა მინდა მაშინ მივალ და წამოვალ, -გაეცინა გიორგის. -შენს გაცნობამდე იქ დიდ დროს ვატარებდი, მაგრამ ახლა სულ შენთან მინდა, ასე რომ ირაკლი ყველაფერს მიხედავს, მე კი ჩემს საყვარელ ქალთან ერთად ყველაზე ბედნიერ დროს გავატარებ. ძალიან მიყვარხარ,-უთხრა გიორგიმ და ცოლს აკოცა, ნინიკოს ესიამოვნა ქმრის სიტყვები და სანაცვლოდ მანაც აკოცა.......რაც დრო გადიოდა სულ უფრო უყვარდებოდა გიორგი და უფრო მეტად ხვდებოდა რომ ცხოვრებაში ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა..
-გიო, იცი ძალიან მომენატრა ქალაქი ,ჩემები, იქნებ მოვახერხოთ და წავიდეთ.-სთხოვა ნინიმ
-აუცილებლად წავალთ, მაგრამ მას შემდეგ რაც ექიმი გვეტყვის რომ შენი მდგომარეობა კარგია.
-ესეგი წავალთ?
-აუცილებლად. მხოლოდ ექიმის ნებართვის შემდეგ.გაუმეორა მამაკაცმა
-გიო რაღაც უნდა გკითხო და არ გაბრაზდე.
-არა ,საყვარელო მითხარი.
-რომ ჩავალთ დათოც გაიგებს ჩვენ ამბავს და რას ეტყვი?
-რას და ვეტყვი რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი ნაძირალაა, რომ შენ გიღალატა, მაგრამ მადლობას გადავუხდი რადგან ამის გამო მე შენ გაგიცანი,-გაეცინა გიორგის-დავიძინოთ ახლა,
-ასე?
-ხო რა იყო წინააღმდეგი ხარ?თუ არ მოგწონს?
-არა პირიქით,ძალიან მომწონს.ვგიჟდები შენს სურნელზე.გაუღიმა ცოლმა,ტუჩებზე წაეტანა და დააგემოვნა კიდეც,მერე კმაყოფილმა დახუჭა თვალები და მალევე ჩაეძინა.დევდარიანი დიდხანს უყურებდა ცოლის ლამაზ და ბავშვურ სახეს და ალბათ ბედნიერებისგან მემილიონე ცაზე იყო...
დილით საუზმე საწოლში მიართვა. ერთად ისაუზმეს.
-ახლა კი ადექი და მოემზადე. ექიმთან დაგვაგვიანდება.
-ასე რატომ ჩქარობ? შენ ჩემზე მეტად განიცდი ყველაფერს,-გაეცინა ნინიკოს
-იმიტომ რომ ძალიან მიყვარხართ, შენც და ეს პატარაც.-გიორგი მუცელზე მოეფერა ცოლს,
-კარგი, კარგი მალე მზად ვიქნები,-უთხრა ნინიკომ და საწოლიდან ადგა....
ექიმთან დანიშნულ დროს მივიდნენ. გამოკვლევებს გიორგიც დაესწრო..ოთახში გულისცემა რომ გაისმა და თან ორის აქ უკვე ფეხზე დგომა გაუჭირდა და ემოციებისგან გული ისე აუჩქარდა რომ ექიმმა ეQთანს დაუძახა დამამშვიდებებლი დაალავენა.
-ყველაფერი კარგადაა, მშვენიერი ორსულობა გაქვთ, ეს გულისრევებიც მალე გადაგივლით.გილოცვთ ახლა ნამდვილად დავრწმუნდით რომ ტყუპები არიან.
-დაუჯერებელია,აი ამაზე ვერასოდეს ვიონებებდი და ვერც წამოვიდგენდი.
-ასეც ხდებ ხოლმე ნინი,იშვიათად მაგრამ ხდება.ჩაეღიმა ექიმსაც
-არ მჯერა საყვარელო, რომ ჩვენ ტყუპები გვეყოლება, ორი შვილი.
-ეს ხომ სასწაულია, უბედნიერესი ვარ ნინი,-უთხრა გიორგიმ და ცოლს შუბლზე აკოცა
-ექიმო ბავშვის სქესი ხომ არ ჩანს?
-ჯერ ადრეა სქესის დადგენა, შემდეგ ვიზიტზე ალბათ გავიგებთ, ერთ წამალს დაგინიშნავთ ვიტამინები გჭირდებათ, სახლშიც ნატურალური წვენები მიირთვით, სუფთა ჰაერზე ისეირნეთ, ნერვიულობას ერიდეთ,სუსტი ორგანიზმი გაქვს და სუსტი ჯანმრთელობა,ნებისმიერმა ძლიერმა სტრესმა შეიძლება მუცლის მოშლა გამოიწვიოს.რჩევები მისცა ექიმმა
-ექიმო მგზავრობა შეიძლება?
- ჯერჯერობით მოერიდეთ ბატონო გიორგი,ასე რომ ახლა თავისუფლები ხართ,ანალიზების პასუხებს მე გამივიტან მოსვლა არ დაგჭირდებათ,აბა დროებით.
ექიმისგან რომ გამოვიდნენ ნინიკომ დაიჟინა ფეხით გავისეირნოთო და სანაპიროს ფეხით გაუყვნენ...
-თბილად გაცვია?-ჰკითხა გიორგიმ -არ მინდა გაცივდე...ხომ არ გცივა?
-კი საყვარელო,თბილად მაცვია, დამშვიდდი,-გაეცინა ნინიკოს-იცი ნაყინი მინდა, წამოდი რაა ვჭამოთ.
-ამ სიცივეში?-გაუკვირდა გიორგის.- თან შენ ხომ ნაყინი არ გიყვარს?
-ახლა, ძალიან მინდა გთხოვ.
-რატომ არ შემიძლია ამ ქალს უარი ვუთხრა რამეზე ?-გაეცინა გიორგის
პარკში პატარა კაფეში დასხდნენ და ნაყინი იყიდეს.
-გემრიელია,ასეთი კარგი ნაყინი არასოდეს გამისინჯავს...
-კარგი რაა, ჩვეულებრივი ნაყინია... გაეღიმა გიორგის,მალე ნინიმ მეორე ნაყინიც მოითხოვა. გიორგი მოსატანად წავიდა. უკან მალე დაბრუნდა.ცოლის გვერდით დაიკავა ადგილი და საკუთარი კოვზიით მიაწოდა ნაყინის ულუფა
-მოგესალმებით, -მოესმათ უცებ და მათ მაგიდას ვიღაც მიუჯდა. ორივე დაიბნა.
-დათო...პირველმა გიორგიმ დაასწრო. -აქ რა გინდა?
-აი მესმის შეხვედრაც ასეთი უნდა, ჩემი მეგობარი და ჩემი ყოფილი საცოლე...არ გინდათ ამიხსნათ ერთად რატომ ხართ? ნუთუ იმიტომ მიმატოვე შუა ქორწილიდან რომ ამას გაყოლოდი ცოლად?გამოცდელად შეხედა ჯერ ერთს მერე მეორეს
ნინიკომ ნაყინის ჭამას თავი დაანება და გაბრაზებულმა შეხედა.- გაჩუმდი
-რაო? სიმართლეს არ ვამბობ?
-გინდა სიმართლე გაიგო?კარგი რადგან სიმართლის დროა, იქნებ ჯერ შენ ამიხსნა შენი ურთიერთობა ანანოსთან.- მიახალა ნინიკომ
დათო ჯერ დაიბნა, მაგრამ გონს მოეგო და უპასუხა. -შენ რა იცი? არანაირი ურთიერთობა არ მქონია, მხოლოდ მეგობრები ვართ.
-ტყუი...ხმა გაიმკაცრა ნინიკომ.-იქნებ მითხრა რომ ის ფოტოებიც ტყუილია?
-რა ფოტოები?-დაიბნა დათო
-მომისმინე დათო, მე ვიცი რომ შენ და ანანო მატყუებდით, ისიც ვიცი რომ დიდი ხანია საყვარლები იყავით. მე არაფერს გეუბნები, არ გსაყვედურობ. უბრალოდ ადექი ახლა, მშვიდად წადი და მომეცი საშუალება რომ მეუღლესთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრო. აღარასოდეს შემაწუხო,-მშვიდად უთხრა ნინიკომ
-მეუღლე?ნუთუ ასე შორს წახვედით?საოცარია პირდაპირ როგორ უცებ ჩამარტყი ზურგში დანა,შენგან ამას არ მოველოდი ბატონო გიორგი.
-არ გინდა ეს ირონია დათო,ღმერთია მოწმე არ მინდოდა,მაგრამ ასე მოხდა და ვეღარ შევცვლი,მე ნინი სემიყვარდა,შემიყვარდა მთელი ჩემი არსებით და მის დათმობას სიკვდილი მირჩევნია.ასე რომ ახლა ადექი აქედან და მშვიდად წადი.-
-მე წავიდე და თქვენ ბედნიერები იყოთ? ეს ხომ არავინ არ იცის რომ მე შენ გიღალატე? მთელ ქალაქს გავაგებინებ, რომ შენ ჩემ საუკეთესო მეგობართან გაიქეცი და ცოლად გაყევი ფულის გამო, ამას ყველა დაიჯერებს.ნახავ ქალაქში ვეღარასოდს ჩამოხვალ,სიკვდილს განატრებ,
-სანამ შენ რამეს გააკეთებ დარწმუნდი ღირს თუ არა რამის თქმა. იმიტომ რომ შენ სიტყვებს არავინ დაიჯერებს, მე კი ფოტოები მაქვს სადაც შენ და ანანო საწოლში ერთდ ხართ გადაღებულები და მთელ ქალაქს ვაჩვენებ იმ ფოტოებს. ვნახოთ მერე ვის დაუჯერებენ. დათო დაიბნა.არ ელოდე ნინისგან ასეთ პასუხს და ასეთ გამბედაობას, მაგრამ მაინც არ დაიხია უკან:
-ჩემს თვალში მაინც მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ხარ.
-აი ეგ კი არ უნდა გეთქვა, -იყვირა გიორგიმ. რომელიც, მშვიდად ისმენდა მათ საუბარს. სკამიდან წამოიჭრა და დათოს საყელოში სწვდა :-არასოდეს, გესმის, არასოდეს აღარ მიაყენო ნინიკოს შეურაწყოფა. მე გაგაფრთხილე ქორწილის დღეს, რომ ფრთხილად ყოფილიყავი და ზედმეტი არ მოგსვლოდა. როცა იმ ქალმა დაგირეკა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ასე წარიმართებოდა ყველაფერი, მაგრამ ახლა გირჩევ რომ მე და ნინიკოს თავი დაგვანებო, ჩვენი მეგობრობაც დასრულდა. დათო გაფრთხილებ ჩვენგან თავი შორს დაიჭირე. -უყვირა მან
-ხელი გაუშვი გიორგი გთხოვ, -შეეხვეწა ნინი და ხელზე დაქაჩა. მან ცოლის თხოვნა შეასრულა.
-თქვენ ორივემ მიღალატეთ, ურცხვად მომატყუეთ.-იმეორებდა დათო და ხმამაღლა ყვიროდა.ხალხის ყურადღებაც კი მიიქცია.
-რატომ? ასე არაა, ჩვენი ურთიერთობა მაშინ დაიწყო როცა ქალაქიდან წამოვედით, -ახსნა სცადა ნინიკომ
-ვერ დამაჯერებთ, ერთად დაგეგმეთ გაქცევა...ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ხარ,რომელიც ფულს დახარბდა და ამიტომ გაეკიდე მას. ისიც კი მიკვირს ამდენი წელი რა მომწონდა შენში... ამრეზით უთხრა დათომ. აქ გიორგიმ ვეღარ მოითმინა და დათოს სახეში მთელი ძალით დაარტყა მუშტი. ნინიკომ ტირილი დაიწყო, წამოხტა და მანქანისკენ გაიქცა..
-საყვარელო, დამელოდე ნუ გარბიხარ...შენ მერე მოგხედავ, ახლა მას ვჭირდები, მიუბრუნდა დათოს,- ჩვენ მერე გავარკვევთ ყველაფერს. მიფრთხილდი დათო, განანებ ამ ყველაფერს.
ამ დროს მანქანის დამუხრუჭების ხმამ იქაურობა გააყრუა, ორივენი გზისკენ გაიქცნენ, ნინიკო ძირს ეგდო გონდაკარგული და სახეზე ფერი აღარ ედო. გიორგი მეუღლეს მივარდა, მის წინ მუხლებზე დაემხო და სასოწარკვეთილმა იღრიალა:
-ნინიკოოო....
საავადმყოფოს დერეფანში გიორგი მარტო იჯდა და ექიმს ელოდა. ნერვიულობისგან ტუჩებს იკვნეტავდა და ღმერთს ნინიკოს და ბავშვის გადარჩენას სთხოვდა....როგორც იქნა ექიმიც დაინახა და მაშინვე მისკენ გაიქცა.
-ექიმო როგორ არიან? ხომ კარგად იქნებიან?
-დამშვიდდით, საბედნიეროდ ყველაფერი კარგადაა, დარტყმა მსუბუქი იყო, მხოლოდ ფეხები აქვს დაზიანებული. გამოკვლევები ჩავუტარეთ. მუცლის მოშლის საშიშროებაც არ არის.
-დიდი მადლობა ექიმო, მადლობა ღმერთს, მაგრამ გონება რომ დაკარგა?
-გონება შიშის გამო დაკარგა, ახლა შეგიძლიათ ნახოთ, ექთანს ვეტყვი და მის პალატამდე მიგაცილებთ. ექიმმა ექთანს ანიშნა გიორგი ნინიკოს პალატამდე მიეცილებინა.
-ერთი ორ დღეს აქ დავტოვებთ რომ კიდევ დავაკვირდეთ, რამდენიმე ანალიზს კიდევ ჩავუტარებთ სიფრთხილე რომ გამოვიჩინოთ.
გიორგიმ ფრთხილად შეაღო პალატის კარი. არ უნდოდა ნინის გაეღვიძა, მაგრამ მას ეღვიძა და სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა, მუცელს ეფერებოდა და ბედნიერებისგან იღიმოდა. მეუღლის დანახვაზე ცრემლი მოერია და ძლივს შეიკავა თავი.
-შენ რომ რამე მოგსვლოდა.თქვენ რომ რამე მოგვლიდათ,გავგიჟდებოდი..მიუჯდა საწოლზე და თმაზე დაუწყო მოფერება.
-მთავარია რომ ყველაფერი კარგადაა/
-იცი როგორ შემეშინდა გონდაკარგული რომ დაგინახე.
-დათო სად არის?-ჰკითხა მერე ნინიმ
-ქვემოთ იყო ექიმის პასუხს ელოდა, ახლა არ ვიცი ისევ იქაა თუ წავიდა,-უპასუხა გიორგიმ
-არ მინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო, მაგრამ არ უშავს, ახლა ყველაფერი გარკვეულია და რაც უნდა ის თქვას დათომ, მე ჩემს თავთანაც მართალი ვარ და მასთანაც.
-ასეა ჩემო ძვირფასო, მაგრამ ერთ რამეს დამპირდი, აღარასოდეს გაექცე პრობლემას, ყოველთვის თვალებში ჩახედე მას და ისე მოაგვარე ყველაფერი, თორემ ყოველთვის ასე კარგად არ დამთავრდება.
-კარგი ძვირფასო, გპირდები,-უთხრა ნინიკომ და მეუღლეს გაუღიმა.



№1  offline წევრი Crazy dreamer

ბოლოში ავღელდი მაგრამ კარგია რომ მაინც კარგად დამთავრდა. დათოს რაც შეეხება ერთი ამაზრზენი კაცია. ყოჩაღ წარმატებები.... heart_eyes

 


№2  offline წევრი katiusha

Dadzabeo idzaxdit da ahaa cota dadzabuloba shenovitane :-D

 


№3  offline წევრი დარინა

მიყვარს მე გიორგი ისეთი თბილი და მზრუნველიააა, დათოს თავპირი როგორ არ გაუერთიანა მიკვირს, ძალიან მომწონს მე ეს ისტორიააა.

 


№4  offline წევრი katiusha

დარინა
მიყვარს მე გიორგი ისეთი თბილი და მზრუნველიააა, დათოს თავპირი როგორ არ გაუერთიანა მიკვირს, ძალიან მომწონს მე ეს ისტორიააა.

Imitom rom mushtebi yovrltvis ar agvarebs saqmes.:-D

 


№5  offline წევრი tamuna.s

კარგია, გამიხარდა მუველი რომ არ მოეშალა თორე გიორგი ამას ვერ გადაიტანდა. მეორე ისტორიას როდის დადებ? უკვე დიდი ხანია გელოდებით

 


№6 სტუმარი სტუმარი სოფი

მეხუთე მაპოვნინეთ რა....4 დან 6 მიჩვენებს პირდაპირ

 


№7  offline წევრი katiusha

მეხუთე თავს არ აწერია.მეოთხრს და მეექვსეს შუაშია :)

მეხუთე თავს არ აწერია.მეოთხრს და მეექვსეს შუაშია :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent