შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარადიული მონატრება ხარ მისი ნეკნის. (თავი 9)


10-06-2018, 23:09
ავტორი Phoenix..
ნანახია 3 247

ვკოცნიდით ერთმანეთს და უფრო დიდ მონატრებას ვგრძნობდი.ერთიანად ამოხეთქა დაგროვვებულმა ვნებამ და დამშვიდებას არ აპირებდა.ნელ-ნელა მოვწყვდი მმის ტუჩებს.
-ბოდიში-დარცხვენილმა ჩუმად ჩავილაპარაკე და გზა გავარძელე..ხელი მკლავში მტაცა და მიმაბრუნა.ჩუმად იდგა და თვალებში დაჟინებით მიყურებდა, ვგრძნობდი რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ ამბობდა.ცოტახანში გამიშვა ხელი ტაქსი გააჩარა. უხმოდ მანიშნა ჩაჯექიო, ისიც გვერდით მომიჯდა. სასტუმროს მისამართი უკარნახა და მანქანაც დაიძრა. არცერთს არ ამოგვიღია ხმა.ასე უჩუმრად შევედით სასტუმროში ჩვენ ჩვენი გასაღები ავიღეთ. ოთახში გიჟივით შევარდი ჩანთა იატაკზე მოვისროლე და სასოწარკვეთილი საწოლზე დავემხე. მეზობელი ოთახიდან ლეწვის ხმა მესსმოდა, ისიც საშინელ დღეში იყო. ოხ როგორ მენატრებოდა მიში შეხება,მისი სურნელი.მაცივარს მივუახლოვდი იმის იმედით რომ რამე ალკოჰოლი დამხვდებოდა.
ღვინით სავსე ჭიქა მეჭირა და დეტალურად ვიხსენებდი იმ ორ მშვენიერ წელს, როცა უზომოდ ბედნიერი და მხიარული ვიყავი, როგორ მიყვარდა ცხოვრება.ყოველ ღამე ჩურჩულით ვამბობდი
-ღმერთო რა გავაკეთე ასეთი რომ ამ ადამიანის სიყვარული მაჩუქე-თმაში ხელები შევიცურე და სასოწარკვეთილი ჩავიკეცეე.-ღმერთო დამეხმარეე. ღმერთო მომეცი ძალა მის გვერდით გავაგრძელო ცხოვრება, ღმერთო მჭირდება. სიცოცხისთვის მჭირდება.-ხავილით ჩუდამ ვყვიროდი. იმ ღამემ როგორ ჩაიარა არ მახსოვს განადგურებული ვიწექი იატაკზე, თვალი არ მომიხუჭავს.ვფიქრობდი ყველაფერზე მიუხედავად იმისა რომ მისი სურვილი მკლავდა მაინც ვერ ვდგამდი წინ ნაბიჯს, მეშინოდა. მეშინია რომ ისევ მატკენს გულს, ისევ გამიმეტებს ტკივილისთვის,ვერ ვბედავ პატიებას.მაღვიძარამაც დარეკა.ზლაზვნით წამოვდექი სარკის წინ დავდექი.
-რას დაემსგავსე ელენე. რამდენიხანია ბედნიერი არ ყოფილხარ, გულწრფელად არ გიცინია- სიბრალულით ვუყურებდი საკუთარ ანარეკლს. ფორმა ჩავიცვი ოთახს თვალი მოვავლე რამე ხომ არ მრჩებოდა. კარები დავკეტე და ჰოლში ჩავედი.დიმიტრი ზედ არ მიყურებდა, ეტყობოდა ცუდი ღამე ქონდა მასაც.ისე ავფრინდით არც უცდია ჩემთან ლაპარაკი. ორივეს განადგურებლი სახე გვქონდა..
-უფროსი ბორტგამყოლი შემოვიდეს კაბინაში.-რაციით გავიგე მისი ხმა.მეც დაუყოვნებლივ შევედი.
-გისმენთ.
- ტურბულენტორ ზონაში შევდივარტ.მგზავრები და ეკიპაჯი მოემზადე. -შევშინდი მიუხედავად იმისა რომ 6წელია დავფრინავ ასეთ მომენტში პირველად ვარ.-თავს გაუფრთხილდი, დაბლა შევხვდებით.-მზრუნველად მითხრა.დაბნეული გამოვედი, თავი ხელში ავიყვანე. რაციით გამოვაცხადე:
-კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ტურბულენტურ ზონაში შევდივართ, გთხოვთ სკამები მოიყვანოთ საწყის მდგომარეობაში, მაგიდები აკეცეთ და ღვედები შეიკარით. პანიკის გარეშე თუ შეიძლება სახიფათო არაფერია. მშვიდობიან ფრენას გისურვებთ.- ვცდილობდი აკანკალებული ხმა გამეკონტროლებინა.მეც ჩემ ადგილას დავჯექი და უსაფრთხოების ღვედი შევიკარი, ხელები ერთმანეთს მაგრად მოვუჭირე და ვიგრძენი ძლიერი ბიძგები.. თვალები დავხუჭე.. ერთადერთი შიში მისი დაკარგვა იყო.. კიდევ ერთხელ დაკარგვა..



№1  offline წევრი tamuna.s

ძალიან კარგია, მაგრამ პატარა თავებს დებ. ცოტა თავები გაზარდე რა

 


№2 სტუმარი სტუმარი სოფი

როდის იქნება შემდეგი.ძაან კარგად წერთ.

 


№3  offline მოდერი Phoenix..

დღეს საღამოს დავდებ შემდეგ თავს ბოდიში დაგვიამებისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent