ცხოვრების თამაში.თავი 1
ძინავს,მშვიდად სუნთქავს უნდა გვერდი იცვალოს,მაგრამ ვერ ინძრევა.არადა სრულიად საღი გონებით წევს,უეცრად იაზრებს,რომ მის თავს რაღაც უცნაური ხდება.შებოჭილია,მკერდზე რაღაც ძლიერად უჭერს და სული ეხუთება.უნდა ადგეს,მაგრამ ვერ ინძრევა მისი მკერდი მამაკაცის ძლიერ ხელებშია მოქცეული და თავად თვალებგაფართოვებული დაჰყურებს ამ დაძარღვულ და ძლიერ ხელებს.გაიყინა,ვერც მოძრაობს და ვერც ლაპარაკობს. -დამშვიდდი,დამშვიდდი ეს რაც შენს თავს ხდება უბრალოდ სიზმარია.ჩურჩულებდა,მაგრამ სამწუხაროდ ეს სრული სიმართლე იყო.მისი სხეული მთლიანად პარალიზებულია,მხოლოდ ღრმად სუნთქავს და თვალებს ამოძრავებს.მამაკაცი ხელს წევს მაღლა და მის თმებს ეთამაშება,იმდენად გამაღიზიანებლად მოქმედებს ეს მასზე,რომ ნერვები ეწიწკნება.მოულოდნელად სხარტად წამოჯდება საწოლზე და მის გვერდით მწოლიარეს თავზე გადაფარებულ თხელ ზეწარს აცილებს ფრთხილად და გაოცებული დასცქერის მის სახეს,რომელიც არასოდეს არსად უნახავს და არც კი იცნობს.შემდეგ თავის თავზე იხედება შეშინებული და აქ კი შოკში ვარდება მის შიშველი სხეულის დანახვაზე და მთელი მისი ხმის ტემპით ყვირის. -ააააააააააა. -აააააააააააა.აყვა მის ხმას მამაკაცის ხმაც და ერთმანეთს შეშინებული მიაჩერდნენ.მამაკაცმა უცქირა გოგონას და შემდეგ უთხრა. -რომ არ გეყვირა,ისე არ შეგეძლო ამდგარიყავი?გოგონას თვალები გაუფართოვდა და გაკვირვებულმა უთხრა. -მეღადავები?უმჯობესია ის მითხრა,აქ რა მინდა ან სად ვარ. -ამ წუთში გულისხმობ სად ხარ?ჩემს სახლში,ჩემს საწოლში და შენ კი ძილს მიფრთხობ. -როგორ მოვხვდი შენს სახლში. -არ ვიცი,აზრზე არ ვარ. მხოლოდ ის ვიცი,რომ ერთი მშვენიერი ღამე გავატარე ერთ მშვენიერ გოგონასთან ერთად. -შენი ბრალია,შენ მომიყვანე აქ. -იქნებ ისიც თქვა,რომ მე შენზე ძალა ვიხმარე. -არაა გამორიცხული.მამაკაცმა თავი წამოსწია და გაბრაზებული,მტკიცე ხმით უთხრა გოგონას. -ყველაფერს ვაპატიებ ადამიანს,მაგრამ არა ცილისწამებას. -აქ რას ვაკეთებ,რატომ ვარ გამაგებინებს ვინმე? -იმას,რაც წუხელ გინდოდა.ვერ მოგიშორე და ასე ამოყავი ჩემს სახლში,ჩემს საწოლში თავი.მე გითხარი,გაგაფრთხილე ხვალ ინანებთქო და არ დამიჯერე.ხელები ასწია მაღლა მამაკაცმა. -უკანასკნელი რაც მახსოვს,ბარში ვიყავი. -უგრძნობი მთვრალი და ბარიდან მე გამოგიყვანე. -მერე,თუ დამეხმარე საწოლში შემომიწექი?ველურო,მხეცო.მამაკაცს გაეცინა და ეშმაკურად აუთამაშდა თვალები. -არ გახსოვს,გზა და გზა თავად რომ იხდიდი? -ტყუილია,ჩემი გაბრაზება გინდა.მამაკაცი იცინოდა და გოგონამ ბალიში ჩაარტყა.წამოდგა,თავისი ნივთები მოკრიბა და ისე წავიდა უცნობი მამაკაცის სახლიდან,არც სახელი უკითხავთ ერთმანეთისთვის.მამაკაცმა კი ადგა და ზეწარზე შეამჩნია სისხლი წითელი ლაქები რაზედაც წარბები შეკრა,შემდეგ ჩაფიქრდა და ბოლოს ღიმილით დადიოდა სახლში,ღიმილით მიიღო აბაზანაც და კარზე ზარის ხმა გაიგონა. -დევიიი გააღე კარი, რა გჭირს ვასო ვარ. -შენ რა გჭირს,სიზმარში მნახე შენი გოგოს ნაცვლად თუ რას აკეთებ ამ დროს აქ. -კარგად ხარ? -რატომ არ უნდა ვიყო ვითომ კარგად? -რატომ არ აღებდი კარს. -სააბაზანოში ვიყავი. -ხელს გიშლი? -რაზე? -არ ვიცი,ეს თავად უნდა მითხრა. -რა გჭირს ვასო. -შენ რა გჭირს.იქ რაღაც უცნაურს ვხედავ და დარწმუნებული ვარ მე რასაც ვხედავ შენი არ არის,ვისია? -რას ხედავ.გაუკვირდა დევის.ვასო ნელი ნაბიჯით მივიდა მდივანთან და მდივნის ფეხთან დაგდებული რაღაც აიღო და ისევ დევის მიუბრუნდა. -ამას.თითზე ქალის შავი ბუზგალტერი აჩვენა.დევის ჩაეცინა და ვასოს უთხრა. -დაივიწყე. -ისევ მორიგი ქალი იყო თუ..... -არ ვიცი,ვფიქრობ არ უნდა იყოს მორიგი გასართობი. -ვაააა,მართლა? -ჰო,ჯერ არ ვარ დარწმუნებული.შენ რას შვრები,დაელაპარაკე? -არა,ვფიქრბ ჯერ ადრეა. -შენი საქმის შენ უკეთ იცი,მაგრამ მე გირჩევ მიხვიდე და დაელაპარაკო. -სად გაქვს ტელეფონი,არ გესმის რომ რეკავს? -უხ, ნატალია იქნება.ფეხზე წამოხტა დევი და საძინებელში იპოვა ტელეფონი. -დევიიი როგორ ხარ ჩემო გულო. -დედააა. -ხო კარგი,კარგი როგორ ხარ. -კარგად ვარ,შენ? -თქვენ,რომ მყავხართ კარგად,მეც კარგად ვარ დედა. -კარგი,ხომ დარწმუნდი რომ კარგად ვარ. -სადმე მიდიხარ? -არა,ვასო არის მოსული და ვსაუბრობთ. -კარგი დე გაკოცეთ ორივეს. -ნატალია იყო?ეეეხ მეც მენატრება დედაჩემი,ამ ზაფხულს მივდივარ იტალიაში,წამოხვალ? -არა,მე სულ სხვა გეგმები მაქვს. -უჩემოდ დაგეგმე რამე? -ბათუმში მივდივარ.კარზე ისევ ზარია. -ელოდები ვინმეს? -არა,არავის. -იქნებ ის მობრუნდა? -არა,შეუძლებელია.გაკვირვებულმა წავიდა დევიმ კარის გასაღებად.კარი გააღო და ქერა ხვეული თმებით ახალგაზრდა ქალმა კისერზე შემოაწყო ხელები დევის. -სულ შენზე ვფიქრობ დევი. -გააფრინე?ახლავეს წადი აქედან. -მინდა დავილაპარაკოთ. -რა უნდა დავილაპარაკოთ,ერთი ღამე გავატარეთ ერთად და ისიც არ ვიცოდი ქმარი თუ გყავდა,წადი სოფი შენს ქმართან და აქ აღარ მოხვიდე.დამივიწყე,გესმის?დამივიწყეეე. -ვცდილობ,გეფიცები ვცდილობ მაგრამ ვერ გივიწყებ. -წადი და დამივიწყე. -შეუძლებელია,ნუ ხარ ასეთი მკაცრი ჩემს მიმართ. -მე არ ვარ მკაცრი, სოფო ცხოვრებაა თავად მკაცრი.წადი,წადი თორემ არ ვიცი რას ჩავიდენ თუ ყელში მომიჭირა ნერვებმა.სოფომ დევის თვალებში ამოიკითხა რომ აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს და თავდახრილი გავიდა სახლიდან. -ვინ არის ეს ქალი.კითხა გაკვირვებულმა ვასომ. -არც მე ვიცი ვასო მხოლოდ სახელი ვიცი,ერთი ღამე გავატარეთ ერთად და მას შემდეგ არ მასვენებს. -ვაიმე მაჩო ხარ რა დედას გეფიცები.ვასომ სიცილი დააყარა დევის და ასე სიცილ სიცილით გავიდნენ სახლიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.