შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადგილი ფანჯარასთან (თავი 3)


11-06-2018, 18:15
ავტორი anna mania
ნანახია 1 152

სანამ სოფი დაბრუნდა, ფიქრებში გართულს სულ დამილევია ჩემი აპეროლი.
უცნაური დახვედრა, ყვავილები, სოფიას დაბნეულობა და არა დამაჯერებელი პასუხები.
სავსებით ჩვეულებრივი გიორგი. ჩვეულებრივი, წითურ თმას და უცნაურ ბიზნეს ქარდს თუ არ ჩავთვლით.
ყოველთვის შავგვრემანი და საშუალო სიმაღლის ბიჭები მომწონდა, გიორგი კიდევ ორმეტრიანი წითური ბიჭი იყო. ბავშვობაში სადღაც მოვკარი ყური რომ წითური ადამიანი თუ შეგხვდება სამჯერ უნდა იპწკინო რომ დასახული გეგმები არ ჩაგეშალოსო, ხოდა მეც ამ ასაკამდე გამომყვა ეს ცრურწმენა და მთელი ეს გაურკვევლობა გიორგის ჟღალ თმას დავაბრალე. გიორგის კი არა, მის მუქ წითურ თმას და კიდევ იმას თვითმფრინავში მისი დანახვისას რომ არ ვიბწკინე. წარმოვიდგინე გიორგი რომ ხელს მიწვდის გასაცნობად და მე ხელის ჩამორთმევის მაგივრად სამჯერ ვიჩქმეტ ხელს და გამეცინა.
- ხომ არ მოიწყინე უჩვენოდ? ხელოვნურ ღიმილ აფარებული სოფი და რობერტი დამადგნენ თავზე და მივხვდი რომ ჩემს თავს რაღაც ხდებოდ მაგრამ ვერ ამომეხსნა რა.
- არა, არა, ვფიქრობდი და უცებ გავიდა დრო. ორივე დუმდა.
- ანა, უხერხულად ჩაახველა რობერტმა, უჭირდა საუბრის დაწყება.
- მეგობრებო, უკვე მივხვდი რომ ყვავილები და მძღოლი სასტუმროსთან არაფერ კავშირში არ არის, იმასაც მივხვდი რომ მაიკლს იცნობთ, მაგრამ ვერ ვხვდები რა ხდება.
- მთლად მასეც არ არის ანა, ყველაფერი კავშირშია სასტუმროსთან, უბრალოდ ჩვენც დაბნეულები ვართ. გახსოვს ამ წელს ზუსტად როდის და რამდენჯერ იყავი სითიში? მკითხა სოფიამ, გადავთვალე გონებაში:
- მეცხრეჯერ ვარ ეხლა რაც წელი დაიწყო. გამაგებინეთ რა ხდება! მოთმინება დავკარგე
- მოკლედ, სასტუმროს უსაფრთხოებაში მუშაობს ჩემი ერთი მეგობარი - დაიწყო რობერტმა - დღეს ბატონ მაიკლთან საუბრის შემდეგ, რომელიც მეც პირველად ვნახე, ბევრი შეკითხვა გამიჩნდა. სოფი რომ გავიყვანე დავურეკეთ ამ ჩემს მეგობარს სიტუაციაში გასარკვევად, რომელმაც მითხრა რომ არასამსახურეობრივ ტელეფონზე გაგვეგრძელებინა საუბარი.
- მერე?
- როგორც მან მითხრა ბოლო სამი თვეა შენს ყოველ ჩამოსვლაზე City Star Hotel-ში მას აქვს დავალება თვალყური გადევნოს.
- ვერაფერს ვერ ვხვდები. რა დავალება? ვინ დაავალა? რამე ხუმრობაა?
- არა, ანა არ არის ხუმრობა, პირიქით როგორც ვხვდები საქმე საკმაოდ რთულად არის, მაგრამ მეტს ვერაფერს გეტყვი, ინფორმაცია მეტი მეც არ მაქვს.
- რას ნიშნავს ვერ მეტყვი? გავგიჟდი...სოფი შენ მაინც ამიხსენი რა ხდება, ვის ან რატომ აინტერესებს ჩემი ამბები?
- არ ვიცი მართლა, ერთადერთი რაც გავიგეთ არის ის რომ მაიკლი ძალიან დიდი ჰოლდინგის ძალიან გავლენიანი მფლობელის მარჯვენა ხელია, სწორედ მან დაავალა რობერტის მეგობარს შენი თვალთვალი.
- და დღეს თუ პირველად ნახე რობერტ, აქ რა უნდოდა? ან რაზე გელაპარაკებოდა?
- იცოდა რომ აქ მოდიოდით, უბრალოდ ასე ადრე არ გელოდებოდათ და რომ დაგინახათ მაშინვე გაქრა. კამერების ოთახში მთხოვა მანამდე შესვლა და ძალიან მკაცრად გამაფრთხილა შენთვის და სოფისთვის არაფერი მეთქვა, უბრალოდ შემთხვევით როდესაც კამერებიდან გამოვედით მაშინ დაინახეთ თქვენ.
- კი მაგრამ უცნობ ადამიანს რატომ აქვს წვდომა კამერებთან?
- აქამდე არ ვიცნობდი, ისე არ არის ბოლომდე უცხო... მისი უფროსის ჰოლდინგმა დეკემბერში იყიდა Citi Star Hotel, Frozen და კიდევ სითი სთარის ყველა შვილობილი კომპანია.
- ანუ რა გამოდის? ახალი მფლობელის მარჯვენა ხელია?
- კი.
- ესეიგი ყველაფერი მარტივია, მითხარით, ვინ არის ეხლა მფლობელი?
- მაგაშია საქმე, მითხრა სოფიმ, არავინ იცის, არ გვინახავს. მაიკლი იყო რამდენჯერმე ჩვენთან მოსული სასტუმროში, თუმცა არ გაგვცნობია, მაგრამ ვიცოდით რომ ახალი მეპატრონის ნდობით აღჭურვილი პირია, ამიტომ გამიკვირდა მან რომ მოგიყვანა სასტუმროში, უბრალოდ ვერ გკითხე.
ფიქრები ვერ ლაგდებოდა - ესეიგი, იმ სასტუმროს ქსელი სადაც მე ყოველი მივლინების დროს ვჩერდები იყიდა ვიღაც გავლენიანმა საქმოსანმა ოთხი თვის წინ და ბოლო სამი თვეა სასტუმროს უსაფრთხოების თანამშრომელს ევალება მადევნოს თვალი და ინფორმაცია მიაწოდოს მას... აეროპორტში მხვდება ამ უცნობის მარჯვენა ხელი, როგორც მძღოლი, რომელიც მიდის ლოკაციაზე სადაც სითიში ჩასვლისას ყოველთვის მივდივარ და იქაც კამერებზე წვდომას ითხოვს და აფრთხილებს თანამშრომელს არაფერი მითხრას. ა, და კიდევ ნომერში მხვდება ჩემი საყვარელი ყვავილები.
- ანა, გააგრძელა რობერტმა, იქნებ შენ მიხვდე რაშია საქმე? ვღელავ შენს გამო, როგორც ამბობენ საკმაოდ რთული ადამიანია ახალი მფლობელი, კონკურენტებს დაუნდობლად ებრძვის, ბევრი მიმართულებით მონოპოლისტია.
- ნუ გამაგიჯებთ! რას ნიშნავს დაუნდობლად ებრძვის? მკვლელია?
- არა, ეგ არ გამიგია ნამდვილად. ამბობენ რომ გამორჩეულად ჭკვიანი და გამოცდილია, 30 წლისაც არ არისო, უცხოელია როგორც ვიცი.
ფიქრები წამის მეასედებში დარბოდნენ თავში.
უცხოელია, ახალგაზრდა. არავინ იცნობს, ესეიგი უცნაურია... ღმერთო შევიშალე თუ... თუ რამე კავშირშია გიორგისთან ეს ყველაფერი?
არა, გამორიცხულია - ვეკამათებოდი საკუთარ თავს!
გიორგი შეიძლებოდა ყოფილიყო საშუალო რგოლის მენეჯერი, მაგრამ, ვერაფრით, ვერაფრით იქნებოდა გავლენიანი საქმოსანი, ის ხომ ძალიან ჩვეულებრივი იყო ამ ყველაფრისთვის.
გამორიცხულია! ამჯერად როგორც ჩანს ხმამაღლა ვთქვი.
- რა არის გამორიცხული? ერთხმად მკითხეს რობერტმა და სოფიამ.
- გამორიცხულია ის იყოს...
- ვინ ის ანა?
ვფიქრობდი არ იფიქრონ გაგიჟდაო მაგრამ მაინც მოვუყევი ჩემი მგზავრობის ისტორია.
- ბიზნეს ქარდი აქ გაქვს? მკითხა სოფიმ.
- კი მაგრამ იქ მხოლოდ სახელი და ნომერი წერია, ვუპასუხე და თან ჩანთაში ვიქექებოდი რომ კიდევ ერთხელ დამეხედა რამე ხომ არ გამომრჩა.
- ანა, კამერები. გამახსენა რობერტმა. აჯობებს სადმე გადავინაცვლოთ, ან ჩვენთან წავიდეთ სახლში.
- მართალი ხარ! ვუთხარი მე და სამივე ერთად გამოვედით კლუბიდან.
როგორც გითხარით მე ანა ვარ.
ანა რომელიც გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს. შეიძლება მერე ინანოს მაგრამ იცის რომ არ მიღებულ გადაწყვეტილებაზე უფრო დაწყდება გული ვიდე მიღებულზე.
სანამ სოფი და რობერტი ხმას ამოიღებდნენ, მე მშობლიურ ენაზე ვესაუბრებოდი გიორგის. ტელეფონის მეორე მხარეს სასიამოვნო ხმა გაისმა.
- გიორგი, საღამო მშვიდობის.
- საღამო მშვიდობის ანა.
მივხვდი რომ გაგრძელებას ამაოდ ველოდებოდი და საუბრის ინიციატივა მე უნდა ამეღო საკუთარ თავზე.
- ცუდ დროს ხომ არ გირეკავ?
- ყველაფერი კარგად არის ანა? რამეში ხომ არ გჭირდება ჩემი დახმარება? თავაზიანად მკითხა გიორგიმ,თუმცა არც აღფრთოვანება იგრძნობოდა მის ხმაში და არ შეხვედრის შეთავაზებას ცდილობდა.
- ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ვიფიქრე თვითმფრინავში არაკორექტული ვიყავი და ხვალ თუ გეცლება ერთად ვივახშმოთ, მე გეპატიჟები.
- საღამოს სამწუხაროდ არ მეცლება, თუმცა შუადღეს შემიძლია ცოტა ხნით შეგხვდე.
გაბრაზებული უფრო ვიყავი თუ გაკვირვებული არ ვიცი. არანაირი ემოცია, თითქოს იცოდა რომ დავურეკავდი, არანარი ენთუზიაზმი ნახვასთან დაკავშირებით, თურმე საღამოს არ ცალია და თან აქეთ დამამადლა შემიძლია ცოტა ხნით შეგხვდეო. უკვე ეჭვი მეპარებოდა საკუთარ საღ აზროვნებაში - როგორ დავაკავშირე გიორგი მთელ ამ ისტორიასთან და ვნანობდი დეტექტივობანას თამაში რომ გადავწყვიტე და დავურეკე,მაგრამ უკან დასახევი გზა არ მქონდა.
- ძალიან კარგი! მხიარულად ვუთხარი მე, რომელ საათზე და სად შევხვდეთ?
- მმ.. მოდი 2 საათზე starbucks-ში, მთავარი მოედნის კუთხეში, იცი ხომ სადაც არის?
მოდი? არც გამომივლის? ვფიქრობდი ჩემთვის... თან სთარბაქსში, ბარემ მაკდონალდსი ეთქვა!
- კი რა თქმა უნდა! ხვალამდე!
- ხვალამდე ანა!

სოფი და რობერტი გაოცებულები მიყურებდნენ, ზუსტად მიხვდნენ ვის ველაპარაკებოდი მაგრამ ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდათ.

- გამორიცხულია, ეს თვითმფრინავის ბიჭი ვერ იქნება ამ ისტორიასთან კავშირში. მოვუყევი როგორ უემოციოდ შემხვდა, როგორ მახვეწნინა შეხვედრაზე და როგორ აირჩია შეხვედრის ადგილად ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადგილი.
- რატომ დავურეკე საერთოდ! თან თუ ასეთი გავლენიანია ის თქვენი ახალი მფლობელი, რა უნდოდა ეკონომ კლასის მეცხრე რიგში? ეს როგორ გამომრჩა თავიდანვე...
დაბნეულობამ მწვერვალს მიაღწია.
- ანა გამახსენე შენი კომპანია რას საქმიანობს? იქნებ ბიზნეს ინტერესი აქვს იმ ადამიანს, შენ კიდევ დირექტორი ხარ, იქნებ თქვენი ინტერესები იკვეთება? სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა რობერტი.
- საკონსულტაციო კომპანიაა რობერტ, საერთაშორისო და საკმაოდ დიდი, მაგრამ მსგავსი კომპანია ბევრია, თან მე მხოლოდ სამი ქვეყანა მაბარია, ამიტომ ვერ ვხვდები ვის რაში შეიძლება აინტერესებდეს ჩემი საქმიანობა.
- აშკარად სხვა რაღაცაშია საქმე - დაფიქრებულმა მითხრა სოფიამ.
- და ეხლა სითიში რასთან დაკავშირებით ხარ ანა? აგრძელებდა რობერტი.
- სათავო ოფისში მაქვს შეხვედრები, შარშანდელი წლის პირველი ნახევარი ძალიან წარმატებული იყო ჩემს რეგიონში, ამიტომ შარშანვე სექტემბერში დამფუძნებელმა რამდენიმე დამკვეთთან დამაკავშირა ვისაც სითიში აქვს ბიზნესი, თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, ერთერთი ბიზნესი გაკოტრებისგან ვიხსენით ფაქტობრივად, თან ყველაზე დიდ კონკურენტს მოუგო სასამართლო, ჩემი იურისტის დახმარებით. მოკლედ, გადაწყვიტეს საერთაშორისო პროექტებშიც ჩამრთონ გარდა ჩემი რეგიონის მართვისა. ამიტომ ვარ აქ სულ ეს არის.
- არ ვიცი ..
- სახლში გავაგრძელოთ, ჩაერთო სოფი.
- ყველა დავიღალეთ, მე სასტუმრომდე გავისეირნებ, თქვენ წადით დაისვენეთ. იმედია ნომერში კიდევ რაიმე სიურპრიზი არ დამხვდება - ხუმრობა ვცადე.
- იქნებ ჩვენთან დარჩე ? შემომთავაზა რობერტმა.
- არა, თუ ვინმე მაკვირდება მაშინ საეჭვო იქნება, არ მინდა პრობლემები შეგიქმნათ. წავედი, ტკბილი ძილი მეგობრებო.
- დაგვირეკე თუ რამეა! მომაძახა სოფიმ.

ქუჩას გავუყევი, გიორგის საქციელის ამოხსნას ვცდილობდი - რატომ შემხვდა ასე ცივად, როდესაც თვითმფრინავში თვითონ შემთავაზა შეხვედრა. ან რა დროს გიორგიზე ფიქრი იყო, როდესაც ვიღაც, ჩემთვის უცნობი ადამიანი რამდენიმე თვეა ჩემს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს სრულიად გაურკვეველი მიზეზის გამო. საინტერესოა მარტო სითიში ვკონტროლდები თუ მშობლიურ ქალაქშიც?



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან საინტერესო და ჩახლართული ისტორიაა. მეგონა ჩვეულებრივი სასიყვარულო ისტორია იქნებოდა, მაგრამ სულ სხვა ამბავია აქ, რომელიც ძალიან მაინტრიგებს

 


№2  offline წევრი anna mania

Chikochiko
ძალიან საინტერესო და ჩახლართული ისტორიაა. მეგონა ჩვეულებრივი სასიყვარულო ისტორია იქნებოდა, მაგრამ სულ სხვა ამბავია აქ, რომელიც ძალიან მაინტრიგებს

როგორ მახარებს ეს კომენტარი <3

 


№3 სტუმარი bananasi

მალე დადე რა ახალი თავი

 


№4  offline წევრი anna mania

bananasi
მალე დადე რა ახალი თავი

<3 ძალიან ვეცდები <3 მადლობა რომ კითხულობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent