უჩინარი მე (თავი მეორე)
ვცდილობდი ყველანაირი ხორციელი აზრები უკუმეგდო, რაც დანიელის დანახვისას დაემართებოდა ყველა მარტოხელა გოგოს. ის სრულყოფილი ქმნილება იყო. წელამდე წაბლისფერი გრძელი სწორი თმა, ოდნავ მაღალი შუბლი, წარბები თმის ფერთან შეხამებული და ზომიერად ხშირი, თვალები? თვალები ზოგჯერ კუპრივით შავი ხან კი წითელი. ვერ დავადგინე ფერი მონაცვლეობდა. ოდნავ კეხიანი ცხვირი, რომელიც მხოლოდ მისი სახისთვის იყო ზედგამოჭრილი და სხვას ასე არავის მოუხდებოდა, როგორც მას. ტუჩები საშუალო ზომით და პატარა შრამით,სახის კანი საოცრად თეთრი და სუფთა, გეგონებოდათ მთელი დღე სარკესთან ზის და მის თავს უვლისო. ხო რაც შეეხება მის სხეულს, საოცრად მაღალი დაახლოებით 1.94-1.96 სანტიმეტრი, განიერი მხრებით და გრძელი ხელებით და საოცარი ნატიფი თითებით. არ ვიცი, როგორ შეიძლებოდა ჩემნაირ გოგოს მასზე ფიქრიც კი გაევლო თავში, მაგრამ რა ვქნა მეოცნებე ნატურა ყოველთვის ვიყავი. ბოლოს სიჩუმე ბაბუმ დაარღვია. - ჰანე იცნობდე თავისი საქმის პროფესიონალს და ჩემს უსაყვარლეს შვილიშვილს დანიელს და შენთვის უკვე დანის. რა საცოდავი შესახედი ვიყავით რომ გენახათ, დამნაშავე ბავშვივით ვაფახულებდი თვალებს და იმის უფლებაც კი არ მქონდა, რომ რამე გამეფიქრა. კომედია კი მაშინ დაიწყო ხელი რომ გამომიწოდა. ტიპი სამნაირად მოიხარა რომ როგორმე ჩემამდე მოეღწია. (აქვე ჩემს სიმაღლესაც გეტყვით 1.60 სანტიმეტრი. ) - ჰანე, ამოვილაპარაკე სადღაც ჩემთვის. - სასიამოვნოა, ბაბუ მიდი გადავდოთ ჩვენი ქუდები, რომ ადამიანმა შეძლოს თავისუფლად ფიქრი. - ხო მართალი ხარ, ჰანე მოდი ამასაც გეტყვით, როცა ეს ქუდი ჩვენს სხეულს ეხება მხოლოდ მაშინ ვკითხულობთ სხვის აზრებს. ასე რომ, ახლა ჩვენ ქუდებს გადავდებთ და შენც შეგეძლება შენი ფიქრები მშვიდად მიუშვა, ჰო და კიდევ შენ როცა ჩვენთან პირობას დადებ და შენ ქუდს მიიღებ ვერც ჩვენ და ვეღარავინ წაიკითხავს შენს ფიქრებს. ეს რომ მითხრა მოვეშვი ცოტათი. ქუდები მართლაც გადადეს. დანის ქუდი მუქი მწვანე იყო და უფრო სქელი ვიდრე ბაბუსი. - ხმას რატომ არ იღებ ან კითხები არ გაქვს? გამომარკვია ფიქრებიდან დანიმ. - ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო. - როგორმე დაიწყე ან ავიღებ ქუდს და მევე დაგეხმარები. - არა, არ გინდა ასე სჯობს. კარგი, საიდან დაიწყო ეგ ყველაფერი ან რა შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად თქვენ? - ეგ ყველაფერი საუკუნეების წინ დაიწყო. ჩვენ როგორც ვიცით ერთი ქალი იყო გრძნეული, რომელსაც პატარა ერთადერთი ქალიშვილი მოსტაცეს და გამწარებულმა ქალმა აღარ იცოდა რა ექნა. დაღლილს როცა ჩაეძინა ხილვა ჰქონდა, რომ უნდა მოექსოვა 10 სხვადასხვა ფერის ქუდი და ამ ფერებს აირჩევდნენ ადამიანები, რომლებიც მის გვერდით დადგებოდნენ და დაეხმარებოდნენ სამართლიანობის აღდგენაში.ადგა ქალიც და შეუგა ქუდების ქსოვას. შავი, ლურჯი, მწვანე, წითელი, ყავისფერი, ნაცრისფერი, თეთრი, ვარდისფერი, იასამნისფერი, და ყვითელი. ამ ქუდების ქსოვას და ადამიანების შეკრებას ქალი წლები მოუნდა და სამწუხაროდ მის შვილს ცოცხალს ვეღარ მიუსწრო, თუმცა მისი შვილის სახელით ის და მისი გუნდი უსამართლობას ყოველთვის გმობდნენ და მისი შთამომავლები ვართ ჩვენც. რაც შეეხება ჩვენ შესაძლებლობებს ის სხვადასხვაგვარია და ადამიანის სულიერ სიძლიერეზე და ენერგიაზეა დამოკიდებული. გაქრობა და აზრების კითხვა ქუდის მეშვეობით ყველას შეუძლია, თუმცა სხვა პრივილეგიები უკვე შენს შინაგან ენერგიაზეა დამოკიდებული. ვის რა შეუძლია ინდივიდუალურად, ამას არავინ გეტყვის ყველა საიდუმლოდ ინახავს თავისთვის. - და ქუდებს ფერები რატომ აქვთ? - კარგი შეკითხვაა, გამიღიმა დანიმ. ქუდების ფერები მათ სიძლიერეს გამოხატავს. აი ყვითელი, ისამნისფერი და ვარდისფერი ყველაზე სუსტი ფერებია და ჩვენც თავისთავად ვხვდებით, რომ ამ ადამიანს მხოლოდ გაქრობა და აზრების კითხვა შეუძლია სხვა უნარი მას არ გააჩნია. ყველაზე ძლიერი შავი, ლურჯი და მწვანეა. რაც უფრო მუქი ფერის არის ქუდი, მით უფრო ძლიერია ადამიანი და კიდევ ქუდს ირჩევ შენ, მას ატარებ რამდენიმე წუთი და თუ ეს ქუდი თავს გატკენს მაშინ გამოდის რომ ეს შენი ფერი არ არის და სხვა უნდა მოირგო. ისეთი ფერი უნდა იპოვო, რომელიც შენ ენერგიას შეესაბამება, თუმცა წლების მერე შეიძლება ფერის შეცვლაც კი მოგიწიოს ისე გაძლიერდე ან დასუსტდე. - და ფერი ახლა უნდა ავირჩიო? - თუ მზად ხარ და კითხები აღარ გაქვს კი. - და ქუდი თუ სხვას ჩაუვარდა ხელში მაშინ რა მოხდება? - სხვას არ უნდა ჩაუვარდეს ხელში. მითხრა მკაცრად ბაბუმ. - მას ისე უნდა მოუფრთხილდე, როგორც საკუთარ თავს. - და მაინც თუ მოხდა? ხოლმე ხომ ხდება, რომ საკუთარ თავსაც ჩვენგან დამოუკიდებლად ზიანი ადგება. - მაშინ ის ადამიანი უნდა გავაქროთ. - როგორ გავაქროთ? გამიფართოვდა თვალები. ანუ კლავთ? - არა ვაქრობთ და ჩვენს სასახლეში ვკეტავთ სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ჩვენიანი არ გახდება. და თუ არ მოინდომებს ამას მაშინ სამუდამოდ ჩვენი ტყვე იქნება. - ანუ მე ახლა ამ ყველაფერზე უარი რომ ვთქვა ტყვეობა მელის? - შენ უარს არ იტყვი, რადგან დასაკარგი არც არავინ და არაფერი გაქვს. - კიდევ რა წესები გაქვთ? - წესების გრაგნილი აქ არის. მომაწოდა სწრაფადვე დანიმ. წაიკითხე. - უჩინართა სამეფოს წესები: 1. არასოდეს დაკარგო შენი ქუდი. 2.არ მოკლა 3. არ გამოიყენო შენი ძალები ბოროტად თუ შენი მტერი არ გამოგიწვევს. 4. არ უღალატო შენს გუნდს . 5. არ შეურაცხყო შენი თანაგუნდელი. 6. არ შეიყვარო გარე სამყაროს წევრი. 7. არ შეიყვარო შენი ქუდის ფერის ადამიანი.ყველა ვინც ამ წესებს არ დაიცავს განდევნილი იქნება გუნდიდან. - თანახმა ვარ, განვაცხადე ხმამაღლა და დარწმუნებით. ან რატომ უნდა მეთქვა უარი. მაინც ვერავინ ვერ მამჩნევდა ვერასდროს და კეთილ საქმეებს მაინც ჩავიდენდი და ამ ჩემს მოსაწყენ ცხოვრებას კი გავახალისებდი. - მაშინ ხელი მოაწერე გრაგნილზე. მითხრა ბაბუმ. ხელი მოვაწერე და სულმოუთმენლად ველოდი ჩემს ქუდდთან შეხვერდას. - შენი საყვარელი ფერით ნუ იმსჯელებ კავშირს რომელთანაც იგრძნობ უფრო ახლოს ის აიღე. მომცა რჩევა დანიმ. ჰო კიდევ ჰანე, მგონია რომ სუსტი ფერებიდან ერთ-ერთი დარჩება შენთან, თუმცა გაქვს შანსი რომ გაძლიერდე. ეს რაღაც ქედმაღლური ტონი იყო და საშინლად არ მინდოდა სუსტი ფერებიდან, რომელიმე ამერჩია. ბაბუმ ქუდები გადმოალაგა ათივე ფერი აქ იყო. ბაბუ და დანი გვერდით გავიდნენ მე კი დავრჩი მარტო. დიდხანს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი ჩემი ენერგია სწორად მემართა, თუმცა ძნელი აღმოჩნდა. ბოლოს 1 საათიანი წვალების შემდეგ ლურჯ ფერზე შევჩერდი, რომელიც ბაბუს ქუდის მსგავსი იყო. თხელი და უბრალო. - ავირჩიე დავუძახე მათ. გაკვირვება ორივეს სახეზე დავინახე. - დარწმუნებული ხარ? მკითხა ბაბუმ. - კი ასე დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ. - კარგი მაშინ დაიხურე და თუ 1 წუთის განმავლობაში თუ არც ტკივილს იგრძნობ და არც უსიამოვნო შეგრძნებას, მაშინ შენ იქნები ამ ქუდის მეპატრონე. - თავი დავუქნიე და ქუდი დავიხურე. საოცრად მშვიდი და მსუბუქი ვიყავი. ყველაფერს ვხედავდი ისევ ისე როგორც მაშინ, უბრალოდ ვერავინ ვერ მამჩნევდა. არაფერი ახალი ისედაც ვერავინ ვერ მხედავდა. - ჰანე 5 წუთი გავიდა აღარ გამოჩნდები? დამიძახა დანიმ. - აი მეც მოვედი, ვთქვი მხიარულად. - ანუ ეს შენი ფერია ასე ხალისიანი რომ ხარ. - ხო თან ლურჯი ფერი ძალიან მიყვარს. - ის რაც ახლა მოხდა ისტორიაში პირველი შემთხვევაა, პირველივე ცდაზე ლურჯი ქუდი არავისთან რჩება. - ხომ ხედავ დანი არ შევცდით ამ გოგონაში. ის ძალიან ძლიერია. წლებია ლურჯ ქუდს ვატარებ და სადაც არის მოვკვდები და იქნებ შავი ქუდი არც მეღირსოს, მან კი პირველივე ჯერზე დაისაკუთრა ის და მიზანთანაც ძალიან ახლოსაა. ყოჩაღი გოგონაა. - ბაბუ, ისე სტილი უნდა შევუცვალოთ, თორემ ასე ვერსად ვერ გამოჩნდება. - უკაცრავად? ავუწიე ტონს. - რადა ცოტა ქალურად უნდა ჩაიცვა, თან 2 დღეში ნორვეგიაში მივფრინავთ შეკრებაზე, სადაც სხვა ჯგუფის წევრებს გავაცნობთ შენს თავს. - რა? რა ნორვეგიაში? დავიბენი მე. - ჰეი ლურჯი შენ უკვე ჩვენიანი ხარ და თან საკმაოდ ძლიერი ასე, რომ მსგავსი რამეები ნუ შეგაშინებს. - ახლა სჯობს ჰანე სახლში წახვიდე და ხვალ შევხვდეთ ისევ აქ სამსახურის მერე თუ კიდევ მანდ მუშაობა გინდა. ბაბუმ და დანიმ ჩემს სახლთან ახლოს დამტოვეს. მანქანიდან რომ გადმოვდიოდი დანიმ ხელი მომკიდა და მითხრა: - ჰეი, ლურჯო ალქაჯო, ნახე ახლა რა ნომერს გაჩვენებთ? გვიყურე. ეს თქვა და ბაბუმ და დანიმ ქუდები დაიხურეს. წამის მეასედში მანქანაში სიცარიელემ დაისადგურა, თუმცა ავტომობილი მაინც მიდიოდა. ეს სიგიჟე იყო. დაუჯერებელი, თუმცა სინამდვილე. სახლისკენ მივდიოდი ემოციებით სავსე და ვფიქრობდი თუ რა სიგიჟე ჩავიდინე დღეს. უკვე ბინდდებოდა, თუმცა ჩემს ტელეფონზე არავისგან ზარი არ შემოსულა, არავის ადარდება ჩემი არ ყოფნა. ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ჩემს წინ მომავალი ნაგაზი დავინახე. ადგილზე გავიყინე, თან არავინ არ იყო ირგვლივ რომ შველა მეთხოვა. ალბათ სულ რაღაც 10 წამში ფეხებს ან სახეს გამომაჭამდა, რომ არა ჩემი ქუდი, რომელიც დავიხურე და ძაღლიც უმალ შეჩერდა. განზე გავდექი, ვაკვირდებოდი მის კბილებს, რომელიც მომზადებული ჰქონდა ახალი ხორცის დასაგემოვნებლად. ბეწვი ყალყზე ედგა და თითქოს ცხვირით გრძნობდა ჩემს იქ ყოფნას. ამ დროს ძაღლის უკან ავიტუზე და კარგად ამოვცხე ფეხი, მეტის ღირსი ხარ ბოროტო დავუძახე და გავიქეცი. სახლის ზღურბლთან, რომ მივედი ქუდი მოვიძვრე და ქამარში ჩავიჩარე, თან ამ ქამარს დიდი ჩემი ღუნღულა სვიტერი გადავაფარე. - მოხვედი ჰანე? კარებში დედა შემხვდა. - ნუ იხმაურებ ბავშვებს სძინავთ. საჭმელი მაცივარშია. ჰო და კიდევ ხვალ მამაშენის დაბადებისდღეა და ნამცხვარი წამოუღე საკონდიტროდან. - დედა მე მანდ აღარ ვმუშაობ. - რა? რას ნიშნავს აღარ მუშაობ? - აი ასე დედა აღარ ვმუშაობ ხელი მეშლება სწავლაში. - და ჯიბის ფული ისევ მე უნდა მთხოვო ან მამას? - არა! არც არავის! მაქვს ჩემი დანაზოგი და რამე სხვას ვიშოვი მაგაზე არ იდარდოთ, ახლა კი გავალ ჩემს ოთახში. ძილინებისა. საშინლად მეტკინა, როცა დედას ფიქრები მოვისმინე. <უქნარა, ისევ მშობლების ხაჯრზე უნდა ყოფნა, უსინდისო შვილი.> მეტის მოსმენა აღარ მინდოდა, არ მინდოდა საკუთარი დედა შემზიზღებოდა. უცბად ტელეფონზე შეტყობინება მომდის. არ გინდა საშოპინგოდ წავიდეთ ალქაჯო? მივხვდი ვინც იქნებოდა ან მე რომელი დიდი სანაცნობო მყავს, ან ვინ დამიძახებს მეტი ალქაჯს დანის გარდა. - და ასე გვიან? თუ ამერიკაში გადარბენას მთავაზობ იქ ხომ დღეა. - არა, ჯერ ასე შორს არ ღირს. და ისე რომ იცოდე ჩვენთან ღამით იწყება ცხოვრება. - ანუ? უნდა მოვიპაროთ? - არა უბრალოდ დაუკითხავად ავიღოთ. - შენ გიჟი ხარ დანი. - ალქაჯ 20 წუთში შენს სახლთან ვარ და გელოდები. მეც რა უნდა მექნა დავთანხმდი ზედმეტი ფიქრის გარეშე. უნდა მესწავლა ცხოვრება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამეგო მისი გემო. მეგობრებო ესეც მეორე თავი. იმედია მოგეწონებათ და ინტერესი გაგიჩნდებათ. გელოდებით))) ველი რჩევებს და შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.