შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებთან ჭიდილი {1თავი}


11-06-2018, 22:03
ავტორი Mathew
ნანახია 5 375

ბათუმი სამი წლის წინ დატოვა და სასწავლებლად თბილისში გადავიდა.მიუხედავად იმისა რომ მშობლებს იქ ტოვებდა ძალიან უხაროდა.მისი მიზანი განახორციელა და ფსიქოლოგიურზე სრული დაფინანსებით მოხვდა.ბავშვობიდან განსხვავებული იყო და ძალიან წარმატებული.საშინლად მორცხვი იყო,მაგრამ მეგობრების გარემოცვაში თავს ცოტაოდენი სიგიჟის უფლებას აძლევდა.არ გავდა სხვებს,არ ვამბობ იმას რომ ვინმეზე რამეთი გამორჩეული იყო,უბრალოდ ძალიან გულჩვილი,თბილი და გამგებიანი ბავშვი იყო,და ახლაც ასეა.მიზანს ისახავს და ყველაფერს აკეთებს თავისი ძალისხმევით.
მაგრამ არის სამი რამ რასაც ვერასდროს აპატიებს ადამიანს,შეიძლება საყვარელ ადამიანს მხოლოდ ერთი შანსი მისცეს. ვერ აპატიებს უნდობლობას,ტყუილს და ღალატს.
ადრე,ძალიან მიმნდობი იყო,მაგრამ მოხდა ისეთი რაღაც,რამაც მთლიანად შეცვალა.დიდი ხნის მანძილზე მის ირგვლივ ყველა ყალბი ეგონა,ფიქრობდა რომ ყველა იყენებდა მას.როცა ნდობაზე მიდგებოდა საუბარი აქაც რთულად იყო საქმე.თუ არ ენდობოდა ეგონა რომ ბევრს კარგავდა და აშავებდა,თუ ენდობოდა ფიქრობდა რომ დიდ შეცდომას უშვებდა.საშინლად იყო არეული,მაგრამ ბოლოს მაინც სძლია საკუთარ თავს.იპოვა ნამდვილი მეგობარი ყალბებში და ყველა დაღვირი ცრემლი დაივიწყა.
გაუჭირდა მშობლიური ქალაქის დატოვება,უხაროდა მაგრამ მაინც უჭირდა.თბილისში უფრო ჩაიკეტა,არავინ იყო ისეთი ვისაც იცნობდა მიას გარდა.რამდენჯერ უცდია სიმორცხვის დაძლევა,მაგრამ მაინც არ გამოუვიდა.მეგობარი კი მუდამ ეჩხუბებოდა.
-“ნუ ცდილობ საკუთარი თავის შეცვლას,იყავი ის ვინც ხარ,ნუ ცდილობ სიმორცხვე დაძლიო,ეს გხდის განსაკუთრებულს“-ბოლოს მართლაც დაუჯერა მას და დარჩა ისეთი როგორიც იყო.
ერთ-ერთი მიზეზი კი სიხარულისა ის იყო,რომ ტოვებდა და ზურგს აქცევდა მისი უბნის ყეყეჩ და ნარცისობით გაჟღენთილ ბიჭებს.ყველას იცნობდა,მაგრამ გასაკვირი ისაა რომ მას არავინ იცნობდა. ეზიზღებოდა ისინი,ასე უბრალოდ,მათი საქციელიდან გამომდინარე ვერ იტანდა მათ,მაგრამ იყო ერთი მიზეზი რატომაც ეშინოდა დედაქალაქში გადასვლის!


თავის ოთახში,საწოლზე კომფორტულად იწვა.თეხლ და თლილ თითებს შორის საყვარელი წიგნი მოეთავსებინა და გულმოდგინედ კითხულობდა.უცებ რაღაც გაახსენდა,წიგნში სანიშნე ჩადო,საწოლზე დადო და ფეხზე წამოდგა.ჩუსტები ჩაიცვა და იქვე,ტუმბოზე მოთავსებულ ელექტრონულ საათს გახედა რომელიც საღამოს შვიდ საათს უჩვენებდა.თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ოთახიდან გაფრატუნდა.
-მიაა-ბოლო ხმაზე დაიყვირა.
-რა ხდება?-მეორე ოთახიდან გამოვარდა თმა აჩეჩილი გოგონა.
-იჩქარე თორემ დაგაგვიანდება.
-ჯანდაბა.
-ღამის სმენა ხარ?-ნაწყენმა ჩაიდუდღუნა.
-ხო საყვარელო.გპირდები როცა გაიღვიძებ მე სახლში დაგხვდები.
-კარგი.მიდი იჩქარე თორემ გაგიშვებს ის ჯმუხი და დარჩი მერე ხახამშრალი.
-ხო,ხო მართალი ხარ-ისევ ოთახში შევიდა და მომზადება დაიწყო.ისიც მიას გზას მიყვა,ოთახში შევიდა და საწოლზე კომფორტულად მოთავსდა.უყურებდა იქეთ-აქეთ მორბენალ მეგობარს და სიცილს ვერ იკავებდა.
-რა გაცინებს?მე დამცინი არა?
-ღმერთო მია,მოემზადე ამდენ ლაპარაკს გირჩევნია.
-გადი და მაცადე,შენ ყურადღებას მიფანტავ.
-24 წლის ქალი და ასეთი არასერიოზული?
-გადი გოგო-დაუკივლა და ისიც სიცილით გამოვიდა გარეთ,ისევ თავის ოთახში შეიკეტა და წიგნის კითხვა გააგრძელა.მიას დიდი ხანია იცნობს,მიუხედავად იმისა რომ მათ შორის 3 წელია განსხვავება ერთმანეთთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ.მიაც ბათუმში ცხოვრობდა,მაგრამ მასზე ადრე გადმოვიდა აქ სასწავლებლად და უნივერსიტეტიც დაამთავრა.მართალია სამხატვროზე ჩააბარა,მაგრამ კლუბში მუშაობს.
მშობლებმა იციან მათი მეგობრობის ამბავი,ამიტომ ადგნენ და ახალ აშენებულ კორპუსში ორივეს დიდი ბინა უყიდეს და ახლა,მათი დამსახურებით ისინი ერთად ცხოვრობენ.

-წავედიი.
-კარგი,წარმატებეი.
-მადლიბა საყვარელო-მია როგირც კი წავიდა სახლში საშნელმა მოწყენილობამ დაისადგურა.მუდამ ასე იყო,მიას შემოჰქინდა სახლში ხალისი მისი სიცანცარით.ალბათ ეს იმისგანაც იყო გამოწვეული,რომ სახლში მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ,მარტო კი თითქმის არაფერს აქვს ხალისი.
წიგნის კითხვა როცა დაასრულა რვა სრულდებოდა,ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გაცუნცულდა.სიმაღლის გამო ემატებოდა წონა,ისე საშინლად სუსტი იყო,მაგრამ ჭამა უყვარდა.არც მზარეულობაში ეშლებოდა ხელი და ყველაფერი გემრიელი გამოსდიოდა,ექსპერიმენტების ჩატარებაც უყვარდა თავისუფლად დროს,ახლაც იმავეს აკეთებს.
მაცივართან მივიდა,საჭირო პროდუქტები გამოალაგა და ღიღინით დაიწყო რაღაცის კეთება.დაგემოვნების ჯერი როცა დადგა ხარბად შეისუნთქ სასიამოვნო არომატი და ჭამას შეუდგა.არც ახლა უღალატია ჩვევისთვის და ექსპერიმენტი წარმატებით განახორციელა,მიალაგა და მისაღებში გავიდა.
ტელევიზორი ჩართო და არხებს ჩამოუყვა,ძლივს იპოვა რაღაც მისთვის საინტერესო და ჩუმად დაიწყო ყურება.დროც ნელ-ნელა მიიპარებოდა და მოწყენილობაც იმატებდა.ერთი არხიდან მეორეზე რთავდა დროის გასაყვანად.ბოლოს ისევ სამეცადინო მასალისთვის გადაწყვიტა თვალის გადავლება და ლეპტოპს ხელი დაავლო.
ვორდში ქონდა ყველაფერი ჩამოწერილი,ოთახში შუქი ჩამქრალი იყო.ლეპტოპის მკვეთრი შუქი ეცემოდა სახეზე,თვალები მოჭუტული ქონდა და ისე კითხულობდა თითოეულ სიტყვას.
შემდეგ არასწორ პასუხებსაც თუ მოკრავდა თვალს სწორით ჩაანაცვლებდა,დრო და დრო თვალებს იფშვნეტდა და ტკივილს აიგნორებდა.
ათასჯერ მიუციათ მშობლებს ამისთვის შენიშვნა,მაგრამ მაინც თავისას აგრძელებდა და მუდამ ღამით იწყებდა წერა-კითხვას.არც ახლა მიუქცევია მოგონებისთვის ყურადღება,მუხლებზე დადებული ლეპტოპი მაგიდაზე მოათავსა და ტახტზე კომფორტულად გადაწვა.
ათი საათი სრულდებოდა და აღარ იცოდა რა ექნა.მობილური მოიმარჯვა და მშობლებთან დარეკა.
-დე როგირ ხარ.
-კარგად დე,შენ?-როგირც კი მონატრებული დედის ხმა გაიგო გააჟრჟოლა.
-რა ვქნა.ახლა მეცადინეობა დავასრულე.
-ისევ სიბნელეში იჯექი ლეპტოპით ხელში?
-არა კაცო-ისე შეიცხადა თითქოს მსგავსი არაფერი ექნას.
-გოგო, შენ მე მომატყუებ?-ირონიული სიცილი გაისმა.
-კარგი ხო.ხომ იცი,სხვანაირად არ შემიძლია.
-ჩამომიყვან შენ მე მაქ.
-ვამთავრებ სწავლას მალე და ჩამოვალ ცოტახნით.
-არა რა,მაინც ვერ ვხვდები ვის უნდა უმკურნალო შვილო შენ?
-ადამიანებს.
-მაინც რომელს?
-ბევრი გყავთ მაქ-ჩაისისინა და მუშტი შეკრა,თუმცა ბრაზი მალე გადააგორა.
-შვილო მომავალი ფსიქოლოგი ხარ,სირცხვილია ფსიქიატრში რომ გერევა შენი პრიფესია.-ძალიან განსხვავდებოდა დედისგან.ნინა ხალისიანი და ოდნავ ცანცარა ქალი იყო,არც მამას გავდა,მაგრამ ზიგჯერ თუ წამოუფრენდა ორივეს გადაჯოკრავდა.
-ოხ შენ რა ხარ-გაიცინა და ძალიან მოუნდა მისი ჩახუტება.
-შენ ვის გავხარ ასეთი ჯმუხი?
-სულაც არ ვარ ჯმუხი.
-აბა ვინ ხარ?
-მე? მე უფრო სერიოზული ვარ.
-შენ არ მომიკვდე.
-შენც ცანცარა ხარ.აქეთ მია,მაქეთ შენ.აწი სულ შენ დაგირეკავ გართობა რომ მომინდება.
-შენ ოღონდ დამირეკე.
-ცუდი შვილი ნუ გამოგყავარ.
-ბოდიში.
-დეე.
-გისმენ.
-მენატრები.
-ჩემი გოგო,მალე ჩამოხვალ დე და მერე იმდენას ჩაგეხუტები რომ გაგგუდავ.-წამში შეეცვალა ნინას ხასიათი.ეს ერთადერთი რამაა რაშიც ერთმანეთს გვანან-ცვალებადი ხასიათი.ნინა არაა ფიცხი,სამაგიეროდ შვილი ყავს ფიცხი.ეტყობა ზოგჯერ გურულის სისხლი.
-კარგი დე,წავედი.
-გკოცნი-ყურმილი დაკიდა და ცოტახანი ღიმილით უყურებდა ჩამქრალ ეკრანს.
ვერც კი მიხვდა დრო ისე სწრაფად გავიდა,ოთახისკენ გაემართა.პიჟამოს ხელი დაავლო,საწოლში შეწვა და თვალები დახუჭა.არ ეკარებოდა ძილი,მაგრამ ბოლოს როგრც იქნა დაიღალა.ის იყო იძინებდა საშინელმა სიმღერამ რომ მოიყვანა გონს.ბოლო ხმაზე გაყვიროდა სიმღერა,თითქოს აქვე ედგა დინამიკები და ბოლო ხმაზე ქონდა სიმღერა ჩართული.
-ახალ მეზობელს გართობა მოუნდა-ჩუმად ჩაიფრუტუნა და ისევ შეეცადა დაძინებას,მაგრამ ამამო. ბოლოს ვეღარ მოითმინა,ნაცრისფერი ჟაკეტი მოიცვა,ჩუსტებში ფეხი შეუყარა და სახლი დატოვა. მეზობლის კარებს როგორც კი მიუახლოვდა შეყოყმანდა.არ უნდოდა ამის გაკეთება,სომორცხვეს ვერ იშორებდა,მაგრამ ბოლოს მაინც გაბედა და დააკაკუნა. რამდენიმეჯერ გაიმეორა,ბოლოს კი კარი გაიღო.
-ვისთან ხარ?-ბიჭმა ირონიული მზერით აათვალიერა გოგონა.
-თქვენი სახლია?
-კი.
-სიმღერას რომ ხომა ჩაუგდო შეგიძლია?აქ სხვებიც ვცხოვრობთ და დაძინება გვინდა.
-ნწ,მგონი ვერ მოვრიგდებით.
-სიმღერას ხმა დაუწიე!-ამჯერად მკაცრად მიმართა.
-წვეულება ახლახან დაიწყო.
-დამიჯერე თუ ამას არ იზამ მას პოლიცია დაშლის სულ რამდენიმე წუთში.
-მაინც ვერ მოვრიგდებით-ბიჭმა თვალი ჩაუკრა.უნდა გაბრუნებულიყო როცა მწველი მზერა იგრძნო,უკან მიბრუნდა,მაგრამ მხოლოდ საშინელ შავ სფეროებს მოკრა თვალი.საშინლად გააჟრჟოლა,მაშინვე ძველი დრო გაახსენდა და გული საშინლად შეეკუმშა.შეეშინდა,მაგრამ თავს ძალა დაატანა და დაარწმუნა იმაში,რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მოჩვენება იყო და სხვა არაფერი.სახლში შევიდა და საწოლზე კომფორტულად მოთავსდა.
მართლაც,მალე დაშალეს წვეულება,მაგრამ მაინც ვერ ამოიგდო ნაცნობ სფეროებზე ფიქრი თავიდან.საშინლად ეშინოდა,ძველი დროის გახსენებაც კი შიშს იწვევდა და აკანკალებდა,მაგრამ არ უნდოდა ამის აღიარება.ვერ აღიარებდა,რომ მისი ეშინოდა. არც იმის ჯეროდა,რომ ის მისი თვალები იყო.არ სჯეროდა,რომ ის რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა ახდა და ის ვინაც ცხოვრება გაუმწარა მასთან ასე ახლოსაა.
ცდილობდა ფიქრები გაეფანტა,მაგრამ არ გამოუვიდა.
გონებაში დარბოდნენ მოგონებები და არ აძლევდნენ დაძინების და განტვირთვის საშუალებას.საკუთარ თავს გაუბრაზდა იმის გამო,რომ ვიღაცის თვალებმა ასე ააფორიაქა.გაუბრაზდა იმ სისულელის გამო რომ ვიღაცის შავი თვალები მის თვალებს მიამსგავსა. ის მისთვის არაფერს წარმოადგენდა,მაგრამ მასზე ძალიან დიდი კვალი ქონდა დატოვებული რომელიც ყველა გახსენებაზე იჩენდა თავს და მთლიანად ისაკუთრებდა მას,შემდეგ კი სხეულში შიშის და იმედგაცრუების ტალღა ერთიანად იღვრებოდა. ვერ იჯერებდა,რომ ყველაფერი ასე მალე მოხდა,ვერ იჯერებდა რომ ის რისიც ასე ძალიან ეშინოდა ასე მალე მოხდა.სწორედ ამიტომ ეშინოდა თბილისში გადმოსვლის,ახლა კი,რამდენიმე წუთის წინ შიშს თვალებში ჩახედა.იმ შავ თვალებში რომელიც ერთ დროს სიცოცხლეს უმწარებდნენ და ყველაფრის ხალის აკარგვინებდნენ.
არ ახსოვს როდის ჩაეძინა,მაგრამ დილით საშინლად შეაწუხა თავის ტკივილმა.
ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში შევიდა
ჭიქაში ცივი წყალი ჩაასხა და სულმოუთქმელად დალია.ცივმა სითხემ მთელი სხეული მოიცვა და ესიამოვნა.
-ჩემ გოგოს გაუღვიძია-მია მიეპარა და ლოყაზე აკოცა.
-ვერ გავიგე გუშინ შენი მოსვლა-ნაღვლიანად გაუცინა.
-შენ კი არა მე ვერ გავიგე როგორ მოვაღწიე სახლამდე.
-მია გაანებე რა მაგ სამსახურს თავი და მე დავიწყებ მუშაობას,რამე კარგი ადგილი იპოვე.
-ეჰ,ნეტა მასე ადვილი იყოს სიცოცხლე.
-ვერ ხედავ რა დღეში ხარ?
-მოდი აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი.
-კარგი ხო.
-იცი ნიკუშა ჩამოდის-გაუცინა.
-ვინ?
-ჩემი ბიძაშვილი ნიკოლოზი.
-მართლა?ჩამოაღწია?
-ხოო.
-ჰო,კარგია.
-შემომხედე.
-რა ხდება?
-რა გჭირს?
-არაფერს-სკამი გამოწია და მაგიდას მიუჯდა.
-ნუ მატყუებ.
-არაფერი,თავი მტკივა უბრალოდ-მაინც იცოდა მიამ რომ მის პატარა გოგოს რაღაც სჭირდა,მაგრამ არ ეუბნებოდა.
-კარგი არაფრის მოყოლას გაძალებ,როცა მოგინდება თავად მითხარი-შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.ღრმად ამოისუნთქა,მაგრამ მაინც ძალიან უნდოდა ყველაფერი ეთქვა მეგობრისთვის.
ლექციები საღამოს ქონდა,მთელი დღე თავის ოთახში იყო ჩაკეტილი და მიას თავს არიდებდა,არ იცოდა რატომ აკეთებდა ამას.ბოლოს მომზადება დაიწყო და უნივერსიტეტში წავიდა,არც ლექციაზე მოასვენა ფიქრებმა და სულ გაფანტული იყო,ცდულობდა მოესმინა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
-ამაშუკელი-უკვე მერამდენედ აძლევდა ლექტორი ამის გამო შენიშვნას,ის კი ყოველ ჯერზე წითლდებოდა.ბოლოს ვეღარ მოითმინა და აუდიტორია დატოვა.ნელა მიუყვებოდა სახლის გზას და ფიქრობდა ეთქვა თუ არა მგალობლიშვილისთვის მომხდარი,სახლის კარები შეაღო,კეტები იქვე დატოვა და მისაღებში შეაბიჯა.
-ასე მალე რატომ მოხვედი?
-აღარ შემიძლია-საშინლად გამტყდარი ხმით ამოიხავლა და მიას კალთაში ჩადო თავი.
-მეტყვი?
-ის მოხდა რისიც მეშინოდა.
-ნახე.
-არ ვიცი,გუშინ ვიღაც თვალს არ მაშორებდა,სამწუხაროდ მხოლოდ მისი თვალები დავინახე,მაგრამ მაშინ ისეთი გრძნობა დამეუფლა.
-ახლა რა უნდა ქნა?
-არ ვიცი მია,არ მინდა ისევ გადავეყარო სადმე.
-ასეთი რა გააკეთა?
-ხომ იცი?გახსოვს რას მიკეთებდა? ყველაფერი იცი მია,ამის თქმა არ უნდა მჭირდებოდეს.
-შენ?
-რა მე?
-ისევ იგივეს გრძნობ?-ამის გაგონებაზე თავი მორცხვად ჩახარა და აწითლდა.-ეს კის ნიშნავს არა?ამის რატომ გრცხვენია?
-მის მიმართ ამას არ უნდა ვგრძნობდე.
-შენ ვერ გააკონტროლებ.შენ საქმეშიც გამოიყენე შენი პროფესია.
-ამ დროს ძნელია.
-მოინდომე და ძნელი არაფერია.
-აღარ ვიცი,იმდენი საშინელება გამიკეთა,მაგრამ…
-კარგი აღარ გვინდა,ცუდად ხარ-ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა.
-აღარ მინდა რომ შევხვდე.
-დაწყნარდი,ჩუმად-ცრემლები მოსწმინდა და მიკლედ შეჭრილი თმები ყურს უკან გადაუწია.



№1  offline წევრი Somebody

რაღაცნაირად კარგია, ასე გააგრძელე heart_eyes
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№2  offline მოდერი Mathew

Somebody
რაღაცნაირად კარგია, ასე გააგრძელე heart_eyes

მიხარია თუ მოგეწონა,ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 


№3  offline წევრი Mariam Shengelia_3

ან❤ პირველი შენი ისტორია რაც წავიკითხე იმის პირველი თავი გამახსენდა, ახლა ამას ვკითხულობ და იცი რას ვფიქრიბ? შენ ის გაქვს რაც პერსპექტიულ მწერალს უნდა ჰქონდეს ვემი აზრით,ნაბიჯნაბიჯ წინ მიიწევ, ბევრად უფრო დახვეწილია ნაწერი, აზრობრივადაც უფრო დალაგებულია და მეც უფრო მეტად მომწონს❤ იცოდე თვალს გადევნებ, მიხარიხარ და მომწონს ისტორიაც, ველოდები შემდეგ თავს❤უყვარხარ ბარსელონას გოგოს

 


№4  offline მოდერი Mathew

Mariam Shengelia_3
ან❤ პირველი შენი ისტორია რაც წავიკითხე იმის პირველი თავი გამახსენდა, ახლა ამას ვკითხულობ და იცი რას ვფიქრიბ? შენ ის გაქვს რაც პერსპექტიულ მწერალს უნდა ჰქონდეს ვემი აზრით,ნაბიჯნაბიჯ წინ მიიწევ, ბევრად უფრო დახვეწილია ნაწერი, აზრობრივადაც უფრო დალაგებულია და მეც უფრო მეტად მომწონს❤ იცოდე თვალს გადევნებ, მიხარიხარ და მომწონს ისტორიაც, ველოდები შემდეგ თავს❤უყვარხარ ბარსელონას გოგოს

ღმერთო,შენ არ იცი როგორ გამახარე!
ძალიან ბევრს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვის.
ძალიან მიხარია თუ მოგეწონა.
ყველანაირად ვცდილობ და ახლა,შენი წყალობით უზომოდ ბედნიერი ვარ.
ხო,მეც ძალიან მიყუვარხარ ჩემო ბარსელონას გოგო ^^

 


№5  offline მოდერი Mathew

mirandaa31
კარგია.. ძალიან დამაინტრიგებელი პირელი თავი იყო. მაინტერესება ყველაფერი. მალე გელოდები ახალი თავით ❤️

ძალიან დიდი მადლობა,მიხარია თუ ჩანაფიქრი გამომივიიდაა ^^ არ გალოდინებთ ^^

 


№6  offline წევრი For Love

heart_eyes heart_eyes heart_eyes ძალიან მაგარია !!!

 


№7  offline მოდერი Mathew

For Love
heart_eyes heart_eyes heart_eyes ძალიან მაგარია !!!

მადლობა,მიხარია თუ მოგეწონა ^^

 


№8  offline წევრი teengirllove

oo ragac axali sauketeso istoriis suni mcems :)) kargi iyo,araa gatyueb,dzalian kargi iyo..male dade shemdegi icode da gamagebine vinaa is shavtvala

 


№9  offline მოდერი Mathew

teengirllove
oo ragac axali sauketeso istoriis suni mcems :)) kargi iyo,araa gatyueb,dzalian kargi iyo..male dade shemdegi icode da gamagebine vinaa is shavtvala

ჩემი ბემბი მოვიდაა ^^ მიხარია თუ ასე ძალიან მოგეწობა,შავთვალას ვინაობას კი მალე გაიგებთ !! ^^

 


№10  offline წევრი Crazy dreamer

ჰმ... საინტერესო ადამიანი ხარ როგორც კი გავიფიქრებ ისტორიის დასაწყისს როგორი იქნება მასეც გრძელდება ახლა? ახლა კი ვერ ვფიქრობ რაღაც სხვაა ახალი და დარწმუნებული ვარ ორმაგად, ათმაგად საინტერესო იქნებაა. გოგონები უკვე მომწონს აბა“შენ იცი. წარმატებებიი ახლა უკვე სხვა სტატუსით ველი შენს ხილვას.. heart_eyes

 


№11  offline მოდერი Mathew

Crazy dreamer
ჰმ... საინტერესო ადამიანი ხარ როგორც კი გავიფიქრებ ისტორიის დასაწყისს როგორი იქნება მასეც გრძელდება ახლა? ახლა კი ვერ ვფიქრობ რაღაც სხვაა ახალი და დარწმუნებული ვარ ორმაგად, ათმაგად საინტერესო იქნებაა. გოგონები უკვე მომწონს აბა“შენ იცი. წარმატებებიი ახლა უკვე სხვა სტატუსით ველი შენს ხილვას.. heart_eyes

ანუკიი,როგორ მიხარიხარრრ.
ძალიან მიყვარს შენი ასეთი თბილი სიტყვებიი.
ძალიან დიდი მადლობა,შევეცდები არ დაგაღალატო ^^

 


№12  offline წევრი naniko mindia

]Vau ra kargia axali istoria, ❤️❤️❤️❤️❤️warmatebebi, veli shemdegs tavs
--------------------
lomidze

 


№13  offline მოდერი Mathew

naniko mindia
]Vau ra kargia axali istoria, ❤️❤️❤️❤️❤️warmatebebi, veli shemdegs tavs

მადლობა,დღეს იქნება ახალი თავი ^^

 


№14 სტუმარი wero

აუუუუუუუუუ რასმიკეთეეეებბბბ ადმიანოოოოო?!:( არშემიძლიაა ამდენიიი არააააა:( ისეთი კარგი ხარ რომ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ! <3 ძალიან მომწონხარ და ასე გააგრძელე <3 ველოდები შემდეგ თავს :* არმოლოდინოო,ლოდინს ვერვიტან,როდესაც ასეთ მაგარ ისტორიას ვკითხულობ.^_^

 


№15  offline მოდერი Mathew

wero
აუუუუუუუუუ რასმიკეთეეეებბბბ ადმიანოოოოო?!:( არშემიძლიაა ამდენიიი არააააა:( ისეთი კარგი ხარ რომ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ! <3 ძალიან მომწონხარ და ასე გააგრძელე <3 ველოდები შემდეგ თავს :* არმოლოდინოო,ლოდინს ვერვიტან,როდესაც ასეთ მაგარ ისტორიას ვკითხულობ.^_^

ვაიმეეე,ძალიან დიდი მადლობაა შენნ.
ასეთი სიტყვები მახარებს და უფრო მაძლევს მოტივს,ხოდა შევეცდები რომ უკუვაგდო ტკივილი და დღეს დაგიწეროთ ახალი თავიი ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent