გოგონა წითელი კედებით (სრულად)
გოგონა წითელი კედებით. რა დამავიწყებს იმ დროს, იმ საათებს, იმ წუთებს, იმ წამებს, როცა შენ დაგინახე წითელი კედებით შემიყვარდი, შემიყვარდა შენი კულულა თმა, შენი ზღვისფერი თვალები და ვფიქრობდი რა ლამაზია ცხოვრება როცა საყვარელ ადამიანს პოულობ. შემიყვარდი, შემიყვარდი ისე რომ ვერასდროს დაგივიწყე შენ კი? შენ კი ერთი ცოტაოდენი ყურადღებაც კი არ გამოიჩინე ჩემს მიმართ ყოველდღ გიყურებდი მოსვლა მინდოდა, მაგრამ მცხვენოდა, რას ისტყოდი, როგორ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და შეიძლება გული მტკენოდა. ყოველდღე, აბსოლიტურად ყოველდღე გიტოვებდი წერილებს სიყვარულით სიხარულით იღბდი ალბად რომელიმე თაყვანისმციმლის გეგონა ჩემს გარდა ყველასი ვიცოდი რომელ საათზე ბრუნდებოდი სახლში სკოლიდან. რომელ საათზე გადიოდი მათემატიკაზე და რომელზე ბრუნდებოდი. მე ყველაფერი ვიცოდი. რომელზე წვებოდი როდის ჩაგეძინებოდა როდის იღვიძებდი. - კაი ბიჭო შეეშვი ხო ხედავ არ გაქცევს ყურადღებას და ვერც ხვდება. - მიყვარს მიყვარს. ღამე ვერ ვიძინებდი შენზე მეფიქრებოდა. მესიზმრებოდი იქაც არ მასვენებდი ვხვდებოდი რომ ეს ის სიყვარული იყო რომელიც არასდროს არ დამთავრდებოდა არ ქონდა დასასრული. ერთხელ მოვედი კიდევაც შენთან და იცი რა მითხარი? - შეიძლება გელაპარაკო? - რა მაქვს შენთან დასალაპარაკებელი. გაიცინე ზურგი მაქციე და დაქალებთან ერთად სიცილით გაუყევი გზა მაგ დღეს მეტკინა მე გული საშინლად მეტკინა. ვიცი არ ვიყავი სხვა ბიჭებივით გამორჩეული, სიმპატიური, მაგრამ იცი? მეც შემეძლო სიყვარული ისე როგორც მათ არა. ოცი წელი გავიდა მე შენ ყოველდღ გხედავდი და გხედავ ვიცი რომ გათხოვილი ხარ შვილი გყავს, მაგრამ მე ამ წერილით იმის თქმა მინდოდა რომ ოცი წლის მერეც ისე მიყვარხარ როგორც ადრე. მე არ მყავს ცოლი ან რად მინდა? მე ხო შენ მიყვარდი გელოდებოდი მაგრამ ეხლა მარტო ვარ. “და მე მარტო ვარ ვით მეფე ლირი იგი ყველასგან მიტოვებული“ სიყვარულით გაბრიელი. გოგონას თვალებზე ცრემლები წამოუვიდა როდესაც წერილის კითხვა დაასრულა. - დე რა გატირებს? მასთან მისი ხუთი წლის შვილი მივიდა და კითხა - მარიამ მისმინე როცა გაიზრდები გული არავის ატკინო თორემ ჩემხელა რომ გახდები ინანებ. სიყვარულით თქვენი მიო. კრიტიკა მინდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.