შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ათასი ფენის ქვეშ (5)


11-06-2018, 23:52
ავტორი nonamesonly
ნანახია 990

გადაწყვეტილება,რომელიც მივიღე იმაზე რთულად შესასრულებელი აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი , სამსახურიდან უნდა წამოვსულიყავი, ახალი ტანსაცმელი მეყიდა და უბრალოდ იმედი უნდა მქონოდა რომ თავს გავართმევდი თანაშემწეობას, აი თუ ვერ მოვახერხებდი ქუჩაში ვრჩებოდი შემცირებული დანაზოგით და დიდი პრობლემით.მაგრამ შიგნით იყო ჩემი ნაწილი , რომელიც განუწყვეტლივ იმეორებდა რომ ეჭვი არ უნდა შემპარვოდა,რომ დრო იყო მემოძრავა და რაღაც შემეცვალა.სიმართლე რომ ვთქვა მთავარი მიზეზი ამ ცვლილების ის იყო,რომ უკვე საკმარისზე მეტად ვეჩვეოდი პიცერიას და მის ხალხს, მე კიდევ ზუსტად ამ მიჩვევას გავურბივარ უკვე სამი წელია...თავს ვარიდებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას,ვცდილობ ვიარსებო და ვისწავლო , უარს ვამბობ ძვირფასი ნივთების შეძენაზე,ისეთს არაფერს და არავის მივიტან გულთან ახლოს,როგორსაც მერე ვერ დავთმობ ან მივეჯაჭვები.ვეცადე დავწოლილიყავი,თვალები ჭერზე დამეტოვებინა და უბრალოდ ღრმა ძილით დამეძინა,გამომივიდა.
დილით დასვენებულმა გავიღვიძე,ამ სიმშვიდეს ძვლებშიც კი ვგრძნობდი,იმდენად შესამჩნევი სიმსუბუქის შეგრძნება იყო.თავის მოწესრიგებას ვეცადე, ისევ ჯინსი და უბრალო თეთრი მაისური მოვირგე,თმა ჩავიწანი და ჩანთას წამოვავლე ხელი.დღეს სახლში მარტო ვიყავი,თეა მორიგეა რესპუბლიკურში და ჩვენი მენეჯერი ბიჭი მაღაზიაში იქნებოდა დილიდან. ამიტომ ყავა მოვადუღე და აივნის კარი გამოვაღე , გარეთ სასიამოვნო სიგრილე იყო, ცა მოწმენდილი ,აშკარად არ აპირებდა წვიმას. ფინჯანში მოხარშული ყავის სასიამოვნო სითბო გადმოიღვარა და ხელისგულები ავაკარი ჭიქის კუთხეებს.თვალი გავაპარე მოპირდაპირე აივნისკენ და თავხედურად წავიგრძელე კისერი ფანჯრების მიღმა რაიმეს დასანახად,მაგრამ არ გამიმართლა,ვერაფერი დავლანდე და ზუსტად მაშინ როცა ტუჩაბზუებული შემოვბრუნდი სამზარეულოში დასაბრუნებლად გავიგე როგორ გაჩხაკუნდა მოპირდაპირე აივნის კარის სახელური და სახეშეცვლილი დაველოდე რა მოხდებოდა შემდეგ , რათქმაუნდა მოლოდინი არ გამიცრუვდა
-დილამშვიდობის...-ტონით ვიგრძენი რომ იღიმოდა და უნებურად მეც გამეღიმა, მივბრუნდი და დილამშვიდობისათქო ამოვთქვი აივნის მოაჯირს დაყრდნობილმა...-თემურს დავურეკავ დღეს და ვეტყვი თანახმა რომ ხარ , საბუთებს გადმოგიგზავნის იმეილზე.
-კარგი , ხვალ უნდა მივიდე ? ... - სასხვათაშორისოდ ვკითხულობ და ჩემი აცეკვებული მოლოდინის დაშოშმინებას ვცდილობ.
-კი ... მოიცა, ხომ არ ნერვიულობ ? ... - მგონი ოდნავთქო ვჩურჩულებ ჩემთვის მაგრამ მშვენივრად ხვდება ... - ნუ გეშინია , ეგრევე მკაცრ უფროსად არ მოგევლინება,თემური ის ადამიანია რომელიც ადამიანების მიმართ მომთმენი და ლოალურია , მთავარია დაანახო რომ ცდილობ და ყველაფერს ხალისით აკეთებ...-თბილად მიღიმის და აგრძელებს...- მე ახლა სამსახურში გავრბივარ და თუ რამეს ვერ გაიგებ ან დახმარება დაგჭირდება არ მოგერიდოს,საღამოს სახლში ვარ.
კარგითქო ვეუბნები და სანამ თვითონ შევიდოდეს მანამ მე ვხურავ აივნის კარს და სამზარეულოს სივრცეში ვიმალები.თვალებს ვხუჭავ და ვფიქრობ დღევანდელი დღე უნდა გადავიტანო,ისე უნდა გავიარო ეს საათები თითქოს სხეულიდან ვძვრები და ვაკვირდები ჩემ შიგნით ჩასახლებულ სხვას,როგორ მიდის ნაცნობი გზით ნაცნობ ადგილამდე,როგორ ჩავა მეტრომდე,ვაგონში როგორ მიაწებებს თვალებს კარს და აღმოაჩენს საკუთარ თავს წარწერაში „ნუ მიეყრდნობით“ , მერე სწრაფი ნაბიჯით გაივლის პიცერიამდე მანძილს და უფროსის კაბინეტში შესული უემოციოდ დაწერს განცხადებას წასვლის თაობაზე და სამწლიანი ურთიერთობის ხარჯზე როგორ სცემს პატივს უფროსი სავალდებულო ორკვირიანი მუშაობისგან განთავისუფლებით.როგორ შევა თანამშრომლების ოთახში და თვალისდაუხამხამებლად მოუყვება მარინას წასვლაზე,ის როგორ შემოხედავს და ეტყვის :
-აბა რა ჩემო გოგო , მთავარია ასეთი კარგი სამსახური რომ იშოვე , აქ შენი ადგილი არაა ... -როგორ გადაეხვევა და იგრძნობს მარცხნივ რაღაცის ძლიერად შეკუმშვას და ტკივილს...-სავსე ცხოვრებით იცხოვრე , საკუთარ თავს იმედები არ გაუცრუო და გახსოვდეს ამ ქვეყნად ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები რომლებიც დაგანახებენ რომ არ არსებობს იმაზე მარტივი რამ ვიდრე შენისთანა კარგი ადამიანის სიყვარულია...-მერე ეს სხვა იგრძნობს როგორ უყვარს ეს ქალი ,თავისი ორი მავნებელი ბიჭით და ხვდება,რომ შეუძლებელია არ შეეჩვიო იმას რაც ყოვედღე შეგახსენებს რომ შეიძლება მიგატოვონ,შენზე უარი თქვან მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ჩნდებიან ადამიანები,რომლებიც ცდილობენ დაგანახონ რომ თუ ვინმემ საკმარისად ვერ შეგიყვარა არ ნიშნავს რომ ვეღარავინ შეგიყვარებს.
დილით სანამ სახლიდან გამოვიდოდი ვნერვიულობდი რომ საყვედურებს ან ცრემლებს დავინახავდი იმ სამეულის თვალებში რომლებთან ერთადაც წლები გავატარე,მაგრამ ყველა იმედით და სიხარულით ხვდებოდა ჩემ გადაწყვეტილებას,თითქოს უკეთ იცოდნენ რომ გამომივიდოდა და ჩემგან განსხვავებით საერთოდ არ ეშინოდათ ამ ნაბიჯის.თორნიკეს და ლიკას ეს ამბავი იმ საღამოსვე მოვუყევი, ასე რომ დამშვიდობება მათთან არ გამოვიდოდა,რადგან ეს ორი თითქმის ყოველ მეორე საღამოს ჩემი სახლის სტუმრები იყვნენ.თეას და გიორგის ბავშვობიდან იცნობდნენ და რეალურად სწორედ მათგან გავიცანი ორივე,ასე რომ ჩემი სამსახურიდან წამოსვლით ჩვენ მეგობრობას არაფერი ემუქრებოდა.
დღის პირველი ნაწილი სამსახურიდან წამოსვლას შეეწირა,მეორე ნახევარში კი შესაფერისი კაბა და ფეხსაცმელი უნდა მეპოვა,რაც მარტივი საქმე არ იყო,რადგან ცხოვრების ნახევარი უბრალო ჯინსის შარვლებში და მაისურებში მაქვს თმაგაწეწილს გატარებული.ასეთი ვიყავი , ყოველთვის სადღაც მეჩქარებოდა, იმ ამბის მერე კი საკუთარ თავში ქალი ამოვძირკვე,ვთქვი სხვისი ფანტაზიების ნაწილი არასდროს ვიქნებითქო და რაც უფრო მეტად ვამჩნევდი საპირისპირო სქესის მზერას ჩემი სხეულზე მით უფრო იზრდებოდა მაისურების ზომა და ჯინსების სიფართოვე, თითქოს მოუწესრიგებლობას ტანზე საბანივით ვიხვევდი რომ ყველანაირი ინტერესი გამექრო და ჩემ დანახვაზე ეთქვათ, საკმარისად კარგი არ არის.
ზუსტად ამიტომ საჭირო მომენტში აღმოვაჩინე,რომ წარმოდგენა არ მქონდა სად შეიძლებოდა აღმომეჩინა შესაფერისი ტანისამოსი.ამიტომ უბრალოდ ტელეფონი მოვიმარჯვე და ვცადე თეასთან დამერეკა,მაგრამ როგორც ყოველთვის,როცა მორიგეა,არ მიპასუხა და თავად მომიწია აღმომეჩინა.საათნახევრიანი ვოიაჟის მერე მაღაზიიდან მაღაზიაში,მივხვდი რომ კაბებს კი არ ვუყურებდი საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი და ვტუქსავდი ამ უცაბედი გადაწყვტილებისთვის,ვფიქრობდი რომ ჯერ ადრე იყო ასეთ სამსახურზე ფიქრი,მერე თანხმობა და ახლა ეს , საქმიანი, მოწესრიგებული ქალის იმიჯი...და რამდენხანს მეცმევა ეს ერთი კაბა , ერთი დღე ? ერთი კვირა ? ერთი წელი? მომიწევს ჯინსებიდან კაბებზე გადმოსვლა,კედებიდან კლასიკურ ფეხსაცმელზე , დაულაგებელი თმიდან მბზინვარება-დაკულულებაზე და მე ვფიქრობ რომ ისევ უკონტროლო ვარ...ეს კითხვები ყელში მეჩხირება , სისხლის მიმოქცევას თითქოს საფეთქლებამდე ამოაქვს,თვალებში შიშის მოწოლას ვგრძნობ და ვხვდები ისევ პანიკური შეტევის მსხვერპლი ვარ , ერთ-ერთ კაბას ხელს ვავლებ და გასახდელში შევრბივარ,ჩანთას მხრიდან ვიშორებ , იატაკზე ვჯდები და ხელისგულებში ვიქცევ ლამის გახლეჩაზე მყოფ თავს.ტელეფონს ვიმარჯვებ და საჭირო ნომერზე ხელისკანკალით ვრეკავ,რათქმაუნდა,როგორც ყოველთვის ის ერთადერთია ვინც მპასუხობს
- სად ხარ ? მეგონა დღეს სახლში იყავი,მოვედი და არ დამხვდი...-მხიარულად მეკითხება ის.
-მე გასახდელში ჩავიკეტე, მთელი დღეა დავდივარ, ეს კაბები , შენ არ იცი , რა საჭიროა ამდენნაირი კაბა , ამდენი ფერი , ან რატომ ვერ ვარჩევ , რატომააა ასეთი რთული ? ... - ვხვდები რომ სისუსლელეებს ვბურტყუნებ და თან თვალებიდან წამოსულ ცხელ მასას სახეზე ვგრძნობ,ცრემლების სიმლაშე ტუჩებს მიწვავს და ვერ ვხვდები რატომ,მერე სარკეში საკუთარ თავს ვაწყდები და ვხედავ რომ უნებურად ქვედა ტუჩზე ისე მწარედ მიკბენია რომ სისხლი მომდის...-არ შემიძლია , მოკლე უნდა იყოს თუ გრძელი , შავი თუ ფერადი , მე ...
-მისმინე, ღრმად ისუნთქე , გახსოვს?!- წინა ჯერზე ამან გაამართლა , ყველაფერი კარგადაა , არა არის აუცილებელი კაბა გეცვას, არ არის აუცილებელი საკუთარი თავი შეცვალო , ამას არავინ მოითხოვს შენგან და ვალდებული არ ხარ ! საქმე კაბის ფერში არ არის, გგონია რომ იძულებული ხარ და ასე არ არის...მოდი სახლში,დააგდე ეგ კაბები და სახლში მოდი ! ... - ვცდილობ სუნთქვა დავირეგულირო , თვალებს ვხუჭავ და მის ხმას ვუსმენ, ეს მამშვიდებს , თითქოს ვიღაც ჩემ გვერდითაა და მეუბნება რომ თუ დავეცემი ხელს შემაშველებს და კი ეს ისაა რაც გვჭირდება,მე და ამ უცხოს ჩემ სხეულში,ათასი ფენის ქვეშ ჩამალულს,შეშინებულს და მობუზულს...-გინდა მოვიდე და მე წამოგიყვანო ? ... -შემპარავად მეკითხება და მისი ტონი კიდევ უფრო მეტად მარწმუნებს რომ არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო თითქოს მარტო ვარ და ვერ გადავიტან.
-არა, უკეთ ვარ, სახლში მოვალ.
გასახდელიდან გამოვდივარ და გასასვლელისკენ მივათრევ სხეულს. ვხვდები ახლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავი არ მაქვს, ტაქსს ხელს ვუქნევ და უკანა სავარძელზე ვთავსდები.მანქანის ფანჯარას ვწევ და სუფთა ჰაერის ცივ მასას სახეს ვუშვერ.
დრო,ეს ყოველთვის იყო რაღაც რასაც ვერ ვაკონტროლებდი და როცა ვამბობ ყოველთვის ვგულისხმობ საკუთარ თავში ჩავარდნის და ცურვის ასწლოვან სტაგნაციას,დრო თითქოს მიდიოდა მე კიდევ ვცდილობდი უბრალოდ შემეწყვიტა სუნთქვა და მეყურებინა იმისთვის რისი გაკონტროლებაც არ მინდოდა,ან უბრალოდ არ შემეძლო.შეიძლება ადამიანი ასწლოვანი უმოქმედობის ფაზიდან გამოსვლისას იმდენად იყოს ავსილი რომ ყველაფერი რაც დაკარგა ერთად მოუნდეს? ადამიანი- ყველაზე საინტერესო არსებაათქო ვერ ვიტყვი,საკუთარ თავში ჯერ კიდევ ვეძებ მას,თუმცა გულმოდგინეთ იმალება რადგან მზის შუქზე უკვე იყო გამოსული როცა ადამიანის თვალებმა დააფრთხეს და მე არც იგი ვარ რომ ნი აღვადგინო ჩემში დაშლისა და დამახინჯების შემდეგ და არც პაოლა რომ უბრალოდ თავში ტყვია დავიხალო...ტყვიებითქო ვთქვი და სიმართლე გითხრათ არც ისინი დამიკლია საკუთარი თავისთვის,თუმცა ვაკუუმში გამომწყვდეულობის გამო თითქმის არცერთის შეხება არ მიგრძვნია,მხოლოდ მეტალის გემო პირში და არცერთი დალილავებული ადგილი სხეულზე...ხოდა ასწლოვანი ძილის შემდგომ გამოღვიძებულმა აღმოვაჩინე რომ ძილი ეს ფაზა იყო,რომელმაც თითქოს გამოფიტვის ნაცვლად ახლით ამავსო და შემაგრძნობინა სრული კონტრასტი მე ვისაც ათასწლოვან ძილში ჩაძირულს უძილობით ამომიღამდა თვალები.დიახ,სწორედ ამ გამოღვიძებისას აღმოვაჩინე რომ საკუთარი თავი სადღაც ხურდა ფულივით მივაკარგე,თავიდან გულმოდგინეთ დავიჩხრიკე ჯიბეები,მეგონა გასაღებს ამოყვებოდა მაგრამ ნაჭრის ამ ოთხკუთხედში „მე“ ვერ ვიპოვე, ვიფიქრე დივნის ქვეშ შემივარდათქო, ან იქნებ სულაც კარადაში შევჩურთე და ახლა ორ ზედას შორის მოყოლილი თავს ითბობს და გამოჩენას არც აპირებს სამარადისოდ გალუგულობის საშველადთქო,რადგან კარადაში ქექვამ არ გაამართლა შევეცადე დავფიქრებულიყავი სად შეიძლებოდა წამეღო ეს აცახცახებული,ჩამოშლილი ჩემი თავი და შიშმა ისიც კი მაფიქრებინა სამი დღის წინანდელ გაზეთთან ერთად ხომ არ მოვისროლე ურნაშითქო,მაგრამ მივხვდი რომ გაზეთებს მხოლოდ თვალებს ვაყოლებ და შეუძლებელია ჩემი თავი გადამეგდო...დიახ,სწორედ ასწლოვანი ძილიდან გამოღვიძებისას აღმოვაჩინე ჩემი თავის მიკარგულობის ამბავი და მანამ ვეძებე სანამ სიტყვებში არ ვიპოვე გახლართული,საცოდავად მოკუნტული,აბურდულ ძაფებად გაწყობილი ჩემი მოცახცახე თავი და როცა დღის სინათლეზე გამოვიყვანე თამამად ჰკითხეს როგორ არის,რა შეიცვალა,რა ხდება მის თავს კარგი და ახალი,ამ კითხვებში ჩავარდნილმა კი მხოლოდ ერთ რამეს მივაკვლიე,რომ
მივეჩვიე-ესაა ის ჯადოსნური სიტყვა რაც აღწერს ჩემს რეალურ ყოფას დღევანდელობაში...მივხვდი რომ არავის აინტერესებს,ის რაც ყოველწამიერად გადაგაქვს,ის რაც თავში გიტრიალებს და ღამ-ღამობით არ გაძინებს.რეალურად არავის აინტერესებს რომ სახლში შესაძლოა მილები დასკდეს და აქამდე შეკავებულ ბოღმასავით ამოხეთქოს ჭავლმა,სახლი დაიტბოროს,ტბად იქცეს და მოგიწიოს მთელი დღით ამოსვრილი მოთმინებითა და გალუმპული ტანსაცმლით მოაწესრიგო სარდაფი რომელშიც ცხოვრობ.ყოველი სიტყვა ტყვიაა,იმაზე მწარე და გამჭოლი ვიდრე თავად რეალური,ნაგანიდან გასროლილი,შუბლში მოხვედრილი და მომაკვდინებელი.არავის აინტერესებს ის რასაც საკუთარ სხეულს უკეთებ როცა ყველას გარეშე რჩები და შიგნიდან მომავალ ტკივილს ამ უკანასკნელს სამართებლითღაღა მართებ.არავის აინტერესებს ვინ გათბობს გაყინულ ზამთრის დღეებში ან გაყინულ ცხოვრებებში ან ვინ გეხვევა ალაყაფივით გარს შემოვლებული მარტოობის ხელში,ქვებად და კლდეებად დაგაწვეს იქნებ გადარჩენის ათას ტონიანი სიმძიმე მაგრამ არავის აინტერესებს...მათთვის ფიტული ხარ, ის ვინც მხოლოდ შესასრულებელი გეგმით კმაყოფილდება და ასწლოვანი ძილის შემდგომ საკუთარ თავს ისე კარგავს რომ ნაგავში ეძებს...უცნაურია სამყარო რომელშიც ვცხოვრობ.ამას მაშინ მივხვდი როცა გავააანალიზე რამდენად პრიმიტიულია სისტემა რომელიც მუშაობს,გალაქტიკა რომელშიც იბადება ჩვენი იდეა იტევს მილიარდობით გულისცემას, მდიდრული სახლებით დაწყებული გარემოვაჭრეებით სავსე გარეუბნებით დამთავრებული,ამოჭუჭყიანებული დახლები და გამწარებული ცხოვრების თითებით ამოსაჭმელი უბედურებები, დათვლილი თეთრების სიმწირე და სახლში დაბრუნებულების ცრემლები აჟივჟივებული ბავშვების დანახვისას.სიცივეში ამოთქმული ქვითინი, დახუჭული თვალების გამოუმზეურებული რეალობა და მე,ვინც ასწლოვანი ძილის შემდგომ გამოღვიძებული საკუთარ თავს ჯიბეებში ვეძებ და ვფიქრობ რატომ გამოვიღვიძე,კითხვის ნიშნებს თვალებში ვიწვენ და თავად უბრალოდ სამყაროს შუაგულში ვდგავარ,იქ სადაც დრო იყინება და უსასრულო სივრცეში ვცურავ მე,საკუთარი რეალობით და მომავლით,საოცარია ისინი არასდროს ემთხვევიან ერთანეთს,არ იკვეთებიან და სულ უფრო ვრწმუნდები რომ არცაა საჭირო...უბრალოდ სამყაროს შუაგულში ვდგავარ,თუ ვცურავ,თუ ვიყინები,უბრალოდ სამყაროს შუაგულში,ჰერმეტულ სივრცეში ვაცეცებ თვალებს და მშვიდად ვარ...ამ შუაგულში არაფერია კარგად,თავდაყირაა ყოველი წამი რომელსაც უდროობა მე მაკრავს ირგვლივ,უბრალოდ მინდა ასე იყოს,ცოტა ხნით,სანამ დრო ისევ გაჩერებულია და სივრცე არ არსებობს,მინდა ყველაფერი თავდაყირა ეწყოს და ვგრძნობდე როგორ არა ვარ,მინდა ასე მძაფრად შევიგრძნობდე ამ არყოფნის შიშს და მინდოდეს,ასე ძლიერ მინდოდეს გადარჩენა დახრჩობისგან.მე, სამყაროს შუაგულის უდროო სივრცეში გაჭედილი მოცურავე სხეულის მასა, ვცდილობ ვგრძნობდე - ესაა და ეს !
ტაქსიდან გადმოვდივარ,ფულს ვაწვდი და სადარბაზოსკენ მივჩანჩალებ.კართან მისული სახელურს ვეჯაჯგურები და შიგნით შესული ჩანთას იატაკზე ვაგდებ , ის მოდის, უფრო - გამორბის მისაღებიდან და მაკვირდება, მე ვხედავ კითხვის ნიშნებს მის თვალებში და ვხვდები როგორ მეწვის ხედვა, ტუჩის კუთხე ნიკაპთან ერთად თრთის და როგორც კი მხრებს შლის ჩემი სახით ვეგებები.იატაკზე ჯდება და და მის მკერდს მიყრდნობილი პატარა ბავშვივით უხმოდ ვქვითინებ,მთელი სხეულიდან მოდის ეს ცახცახი.
-ყველაფერი კარგადაა , უკვე სახლში ხარ ... - ისეთი ტკბილია ეს სიტყვები,ისეთი ახლო.თავს ვწევ და ვუყურებ , თანაგრძნობით მიღიმის, ჩემ თვალის კუთხეებს და ლოყებს თითის წვერებით აშორებს ცრემლების კვალს და ისევ იმეორებს იგივეს, მე კი ვუყურებ მას,მის სახის ნაკვთებს და მისი ხელისგულების სითბოს ვგრძნობ კისრის და სახის კიდეებში,წამიერად ვხუჭავ თვალებს მერე კი უბრალოდ მის სითბოს დანატრებული ურცხვად ვჩურჩულებ - „მაკოცე“, მგონია რომ გაკვირვებით შემომხედავს მაგრამ ასე არ ხდება , მისი ტუჩების სიმხურვალე ჩემ თვალებზე იღვრება და მარგალიტებს მიტოვებს ლოყის კუთხეებში.ძალა სრულიად გამომეცალა,სახეს მისი კისრის ქვეშ ვმალავ და ვუარობ როცა მთხოვს ოთახში გაგიყვან და ცოტა ხნით დაიძინეო...მერე კი როგორც ურჩ და ნატირებ ბავშვს ისე მეფერება თმებზე და სანამ ჩამეძინება მანამ ვასწრებ თვალი შევავლო კარში გაჭედილ თეას,რომელიც გაკვირვებით გვიყურებს, მას და მე,იატაკს შეხიზნულებს და მესმის გიორგის ხმა „ ისევ პანიკური შეტევა ქონდა“ , მერე ვხედავ როგორ იხრება თეა და როგორც კი ვგრძნობ მისი თითების სინაზეს ჩემ სახეზე ძილს ვაძლევ უფლებას,უბრალოდ წამიყვანოს,რადგან ვიცი ,თუ გამოვიძინებ უკეთ ვიქნები და ეს ამბავიც სხვისად მომეჩვენება.

პ.ს არ მიყვარს პოსკრიპტუმები, მაგრამ მინდოდა გცოდნოდათ რომ ამ ისტორიის ამოსავალი წერტილი არის ამბავი რომელიც ნენეს დაემართა , როგორ აგრძელებენ ქალები ცხოვრებას და ცდილობენ უკეთ გახდნენ ამიტომ მადლობელი ვიქნები თუ მეტყვით როგორ გამომდის...რაც შეეხება გიორგის და სანდროს მაინტერესებს რა აზრის ხართ თითოეულზე , როგორ ფიქრობთ მოახერხებს ეს ორი ნენეს დაბრუნებას და ათასი ფენის ქვეშ დამალული "სხვის" გამოყვანას მისი სხეულიდან ?



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Adamians ver daexmarebi tuarunda, nenes araaqvs survili shecvalos cxovreba, mesmis rtulia, magram carsulshi darchena verafers miscems, cota ufro meti dialogebia sachiro, tore zaan inertuli gaxdeba, achvene sxvaadamianebtanac urtiertobashi, zalian kargad cer da zustad gadmoscem grznobebss, magram mtlianad amaze nu iqnebi fokusirebulii, zalianbmagariaaaaa

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან კარგად გვანახებ ამ გოგოს განცდებს. ყველაზე დიდი საშინელებაა ქალისთვის ამის გადატანა. ზოგს წლები სჭირდება, ზოგიც ვერ უძლებს. გიორგი ისეთი მეგობარია, როგორზეც ბევრი ვერც იოცნებებს. სანდრო საინტერესო ტიპაჟია. მგონია იგი შეძლებს ნენეს დახმარებას და სურვილი მაქვს ასეც მოხდეს. მართლაც არაჩვეულებრივად წერ და ძალიან ნიჭიერი ხარ????

 


№3  offline წევრი nonamesonly

Qeti qimucadze
Adamians ver daexmarebi tuarunda, nenes araaqvs survili shecvalos cxovreba, mesmis rtulia, magram carsulshi darchena verafers miscems, cota ufro meti dialogebia sachiro, tore zaan inertuli gaxdeba, achvene sxvaadamianebtanac urtiertobashi, zalian kargad cer da zustad gadmoscem grznobebss, magram mtlianad amaze nu iqnebi fokusirebulii, zalianbmagariaaaaa

პრობლემა ისაა,რომ ამის შემდეგ აღარ ლაპარაკობ,საკუთარ თავში იკეტები და ერთადერთი ვისაც ელაპარაკები საკუთარი თავია,რადგან ფიქრობ რომ აღარავისთვის ხარ საკმარისად კარგი.აღარავის ენდობი და უშვებ ახლოს, დიალოგები იქნება ოღონდ მას შემდეგ რაც ნენე გადაწყვეტს რომ მისი ბრალი არაა,რაც დაემართა და საკმარისად კარგია თუნდაც ისეთი კარგი პიროვნებისთვის,როგორიც სანდროა იდეალური ოჯახით და ცხოვრებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent