შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (ოცდამეთოთხმეტე თავი)


12-06-2018, 16:20
ავტორი murachashvili
ნანახია 3 199

თბილისში ნოემბერი იწურებოდა. მუხედავად შემოდგომის ბოლო თვისა ისეთი სუსხიანი ქარი უბერავდა შუა ზამთარი გეგონებოდა. ბახტრიონზე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოდან რეპეტიტორისგან გამოსულმა ნინომ მაისურის კაპიუშონი თავზე წამოიხურა, მიუხედავად თავზე წამოცმული მოსასხამისა, მისი საფირმო ტყავის კეპი მაინც არ დაავიწყდა, ჩვეულებისამებრ უკუღმა შეიბრუნა, ელვა გაფუჭებული ზურასეული, საკმაოდ დიდი, თხელი ჯინსის ქურთუკის კალთები ხელებით მჭიდროდ შემოიჭირა გაჩხიკინებულ სხეულზე და დოლიძისკენ ჩამსვლელ პანკისის ქუჩის ჩაბნელებულ კიბეებს სწრაფად, თითქმის სირბილით დაუყვა.
- ლია, ლია, ახლოს ქართულის მასწავლებელი ვერ იპოვე, რა ივლის სახლამდე ფეხით! - ნათლიაზე გაბრაზებული ჩუმად ბუზღუნებდა გოგონა.
მარტო სიარულის ნამდვილად არ ეშინოდა, თუმცა მაინც არ ესიამოვნა, წინ მიმავალი ორი ბიჭი რომ შენიშნა. ნაბიჯს აუჩქარა, მალე წამოეწია კიდეც და ის-ის იყო უნდა გაესწრო, რომ მათ საუბარს მიაყურადა. ვაჟებს აშკარად არ აღელვებდათ უკან აყოლილი თანამგზავრი. ბეჭებში მოხრილნი რაღაცაზე გამალებით კამათობდნენ.
- გეუბნები, გუშინ ჩამოვიდა მეთქი. აქ ერთ კვირაზე დიდხანს არ დარჩება. ფაქტიურად ექვსი დღე გვაქვს.
- გავიგე შე ჩემა, ყრუ ხომ არ ვარ?! მაგრამ ისეთი დაცვა ჰყავს... - ყოყმანობდა მეორე.
- ბუღა დაგვეხმარება, ასეთ საჩუქარზე უარს ვინ ამბობს?!.
- აკი ძმაკაცები არიანო?! - გაოცება ვერ დამალა ვაჟმა.
- რა მოხდა მერე? ბუღა სხვა კაცია. ხომ იცი ჯაბასთან რამკების ასაწევად ყველაფერზე სპასობნია.
- იასნია... - სასაცილო აქცენტით წარმოსთვა, გვერდულად ერთი კი გახედა ლანდივილით ჩავლილ გოგონას უცნობმა და ჩამქრალი სიგარეტის ღერი უხეშად მოისროლა - ეტყობა რაღაცაში ხელსაც უშლის.
- ალბათ. მთავარია დაგვეხმაროს. დანარჩენი რა ჩვენი საქმეა?!. - კმაყოფილი გაიკრიჭა პირველი - ეს როჟა ვინ არის, იცნობ? - ქუჩის კუთხეში ლამპიონთან ატუზულ ქურდულად მომზირალ გოგონაზე ანიშნა ვაჟმა.
- რომელი? - მეგობრის მიერ მითითებული მიმართულებით გაიხედა, თუმცა იქ აღარავინ იდგა.

არ უნდოდა უცნობების ყურადღების მიქცევა, შესაშური სისწრაფით, მოკლე ბილიკებით გეპეის, ახლანდელ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს გვერდი აუარა და სულ რამდენიმე წუთში სასტუმრო „აჭარა“-სთან შეუხვია.
- ნეტა რას გეგმავდნენ?! - გონებაში ისევ უცნობების მიერ ნახსენები სახელები უტრიალებდა ნინოს, თუმცა დიდხანს ფიქრით თავი არ შეუწუხებია, ბუკიას ბაღთან მდგომ მეგობრებს მიუახლოვდა.
- დედას გაფიცებ, ამდენს რას სწვავლობ? - ღრენით გამოხედა ტატომ.
- ცოტაც და გავიყინებოდი! - ხელებს ისრესდა ლაშა.
- ბუზღუნა, წუწუნა! - ტყუპს შუაში ჩაუდგა და მკლავზე ჩამოეკიდა.
- ბუზღუნი რა შუაშია, გავიყინეთ ტო... - ტონი შეარბილა ტატომ და აცახცახებული მეგობარი თბილად ჩაიხუტა.
აი, რა სჭირდებოდა, მათთან თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობდა, როგორც იქნა თავს უფლება მისცა შვებით ამოესუნთქა.
- ვეღარ სუნთქავ, ვინმე მოგდევდა, თუ რა გჭირს?! - ეჭვით დახედა გატრუნულ ქალიშვილს ლაშამ.
- არა. უბრალოდ სიბნელის შემეშინდა. - ბიჭებისთვის მოსმენილის გამხელა აზრადაც არ მოსვლია.
- იმ შენმა მასწავლებელმა ცოტა ადრე რომ გადმოგიტანოს გაკვეთილი არ უნდა?
- დაგღალეთ ხომ? - დამნაშავე თვალებით ახედა მეგობრებს.
- არა გრცხვენია, ტო... შენ როგორ დაგვღლი? - შეიცხადა ტატომ.
- ხვალ იმ ბედოვლათის ჯერია, დათუნა უნდა დაგხვდეს, იმედია გაახსენდება!
- რა პრობლემაა, შევახსენებთ! - ძმას გაეკრიჭა საკუთარი ხუმრობით კმაყოფილი ტატო.
თუმცა არც დათუნა აპირებდა შინ მეგობრების გარეშე დაბრუნებას, მგალობლიშვილის ქუჩის კუთხეში შეხვდა და გზა ოთხივემ ერთად გააგრძელეს.
- „დვიჟენიაა“ უბანში?! - გაოცებულმა გააყოლა თვალი ნინომ ერთმანეთის მიყოლებით, ექსკორტად მიმავალ ორ, აბსოლიტურად იდენტურ, დაბურულ მინებიან ავტომობილს - რამე ხდება? - საეჭვოდ გაჩუმებულ მეგობრებს ახედა.
- წარმოგიდგენია? უბანში მოძრაობა ბოჭორიშვილთან შეთანხმების გარეშე დაუწყიათ! - ახარხარდა ტატო.
- აუტანელო! - მთელი მონდომებით სცადა მკლავზე ბრწკენა, თუმცა უშედეგოდ.
- არამკითხე მოამბეო მიბერტყეს და მიაგდესო, ჩემო ნინუცი. - ძმას არ ჩამორჩა ლაშაც.
თუმცა გოგონა ახარხარებულ ბიჭებს აღარ უმზერდა, მისი ყურადღება სულ რამდენიმე წუთის წინ ჩავლილმა ავტომობილებმა მიიპყრო, რომელიც ამჯერად გზაჯვარედინზე მდგომ, წითელი აგურის ორსართულიან სახლთან გაეჩებინათ. ორი ერთმანეთის აბსოლიტურად იდენტური ფერისა და სერიის ავტომობილებს მხოლოდ რეგისტრაციის ნომრით თუ განასხვავებდით.
- ვაა, რა მაგარია... - ამჯერად ვეღარც ბიჭებმა შეიკავეს ემოცია, გაოცებულნი, შემფასებლურად ათვალიერებდნენ ახალთახალ ავტომობილებს.
- რომ გეკითხათ არამკითხე მოამბეო... - ღიმილი სახეზე შეახმა ნინოს, როცა ეზოდან სამი საშუალო ასაკის აკადემიურად ჩაცმული მამაკაცი გამოვიდა.
უკან მოჰყვნენ ასევე აკადემიურად, თუმცა ამჯერად შავებში ჩაცმული რამდენიმე კბილებამდე შეიარაღებული ვაჟებიც. ერთი სიმაღლისანი, აშკარად კარგად ნავარჯიშევი სხეულებით, ერთნაირად შეჭრილი თმებით იმდენად გავდნენ ერთმანეთს, რომ ძმებიც კი გეგონებოდათ.
- ავტომობილებს მოშორიდით! - ღრენით გამოუცხადა ერთ-ერთმა.
მიუხედავად დაცვის გაფრთხილებისა, წასვლა აზრადაც არ მოსვლიათ, ოდნავ მოშორებით მდგომნი ისევ ავტომობილებს უმზერდნენ.
- ერთმანეთს როგორ გვანან, არადა ტყუპები თქვენ ხართ! - ხუმრობდა დათუნა.
სამეულიდან ყველაზე მაღალმა, თმა შევერცხლილმა მამაკაცებმა ეჭვით ერთი კი გამოხედეს აფხუკუნებულ ბავშვებს, თუმცა მათი ღიმილის დანახვაზე, თავადაც ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა. მხრებში გაშლილი, ამაყი მოძრაობით მიუახლოვდა ავტომობილის ძარაში მომზირალ მისივე ასაკის, საშუალო სიმაღლის, ღიპიან მამაკაცს. იმდენად გრაციოზულად მოძრაობდა, რომ ნინოს სუნთქვაც შეეკრა. არასოდეს ენახა ასეთი სიმპატიური და თან ასეთი თავდაჭერილი მანერის მქონე მამაკაცი.
- აბა, როგორ მოგწონს, გია, ხომ მაგარია? - ღიპიანი აღტაცებისგან ხელებს იფშვნეტდა.
- კი, არა უშავს. - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა თმა შევერცხლილს.
- არა უშავს?! - მყისვე შეიცხადა მესამემ - ასეთი თბილისში მხოლოდ ორია, არ მაფიქრებინოთ, რომ საჩუქარი დამიწუნეთ.
- რას ბრძანებთ, ბატონო ჯაბა?! თქვენგან ასეთი საჩუქარი... - მამაკაცის სიტყვებში პატივისცემაზე მეტი მლიქვნელობა იგრძნობოდა.
- არა, ტო... რა დავიწუნეთ. - გვერდზე მდგომისგან განსხვავებით, მხარზე მეგობრულად დაუტყაპუნა ხელი გიად წოდებულმა და საჭეს მიუჯდა.
- ეს ღიპიანი ბუღა არაა? - ინტერესით ჩაეკითხა დათუნას ლაშა.
მეგობრის უწყინარი კითხვისგან გააცია ნინოს.
- ეს მესამე ვინღაა? - საკუთარი ხმა ვეღარ იცნო გოგონამ.
- ეე, აბა შენ ხარ, უბნელს არ უნდა იცობდე? გია შალიკაშვილი. იგივე შალიკა. - რუსეთში მოღვაწე, უბანში ცნობილი კანონიერი ქურდის სახელი დიდი მოწიწებით წარმოსთქვა ტატომ.
არადა, შალიკაშვილს უკვე მოესწრო ავტომობილის დაქოქვა.
- აბა, ბავშვებო, გამოვცადოთ ახალი პიპია? - ალალად, იმდენად შინაურულად შესცინა უხერხულად აწურულ ახალგაზრდებს, თითქოს კარგა ხნის ნაცნობები იყვნენ - არ გინდათ გასეირნება?! - ყურადღება არ მიუქცევია აჩოჩქოლებული დაცვისთვის ისე ჩაეკითხა დაბნეულებს.
წინააღმდეგობის გაწევა აზრადაც არ მოსვლიათ. ნინოს, როგორც გოგონას ადგილი დაუთმეს და მძღოლთან წინ დასვეს. სამივენი გვერდი-გვერდ ჩამწკრივდნენ. სულგანაბულნი, ხმის ამოღებასაც ვერ ბევდავდნენ. ნინო გაფაციცებით აკვირდებოდა მოციმციმე სიჩქარის მაჩვენებელს, რომელიც ნელ-ნელა მაღლა იწევდა და სულ რამდენიმე წუთში მაჩვენებელი ასსაც ასცდა. სხვა დროს იქნებ სიჩქარის მომატების შეშინებოდა კიდეც, მაგრამ ახლა მხოლოდ უცნობი ბიჭებისგან წამოსროლილ სახელებსა და ძვირადღირებულ საჩუქარზე ფიქრობდა.
გია შალიკაშვილმა ნუცუბიძის ქუჩა გადაკვეთა და საბურავების წუილით ლისის ტბისკენ ამავალ გზაზე გადაუხვია. მხოლოდ ახლაღა გახედა ჩუმად მყოფ ბავშვებს.
- აბა, როგორ მოგწონთ?
- მაგარია! - სამივეს აზრი ხმამაღლა გაახმოვანა აღტაცებულმა დათუნა.
- არაფერს გვეტყვი, პატარა ქალბატონო?! - ამჯერად ნინოს ჩაეკითხა მამაკაცი.
- არ ვიცი, ავტომობილებში ვერ ვერკვევი! - ყრუდ ჩაილაპარაკა გოგონამ.
- ვითომ?! - რატომღაც ირონიულად გაეღიმა.
- დიახ, მე თქვენს ადგილას მსგავს საჩუქარს არ მივიღებდი. - ცოტა არ იყოს გაკაპასდა.
შალიკაშვილმა გაოცებულმა გამოხედა უჩვეულოდ შეცვლილ გოგონას.
- ბავშვობის მეგობრისგან საჩუქრის მიღება არ შეიძლება?
- ბავშვობის მეგობრისთვის ზედმეტად ძვირადღირებული ხომ არაა?! - ჩაეკითხა გოგონა.
- ნორმალური ხარ? - უკნიდან კიკინაზე მოქაჩა დათუნამ, თუმცა უშედეგოდ.
- ბატონო გია! ბუღა თქვენი მეგობარია? - მოულოდნელად ჰკითხა ქალიშვილმა.
- რატომ მეკითხები? - იმდენად გამჭოლი მზერა ჰქონდა შალიკაშვილს, თითქოს თანამოსაუბრეს რენდგენში ატარებდა.
- იქნებ ვცდები კიდეც. - უცბად დაკარგა სიმხნევე - მაგრამ მე თქვენს ადგილზე ამ საჩუქარს არ მივიღებდი!
მოულოდნელად მკვეთრად დააჭირა ფეხი გიამ მუხრუჭს, რომ გოგონამ წონასწორობა ვერ შეიკავა და შუბლი საქარე მინას მიარტყა. თუმცა მამაკაცს ეს დიდად არ აღელვებდა.
- გაგიჟდი?! - შალიკაშვილის ნაცვლად შეიცხადა ტატომ- როგორ თუ არ მიიღოს?!
- არ უნდა მიიღოთ! - ისევ ჯიუტად იმეორებდა, თან ნატკენ ადგილს ისრესდა ხელის გულით.
- ასე რატომ ფიქრობ? - ცრემლებით სავსე თვალებში ჯიუტად უმზერდა მამაკაცი.
ნინომ ხმის კანკალით დაიწყო იმ საღამოს მოსმენილის მოყოლა.
- იქნებ თქვენ არც გგულისხმობდნენ, იქნებ?... - ხმა უთრთოდა ნინოს - მაგრამ სახელები საეჭვოდ დაემთხვა, მე თქვენს ადგილას ამ ავტომობილს არ მივიღებდი!.
- უარის თქმა გამიჭირდება. - კბილების კრაჭუნით გამოსცრა შალიკაშვილმა. საჭეზე იმდენად ძლიერად უჭერდა თითებს ძარღვებიც კი დაებერა. წამის წინ სითბოთი მომზირალ თვალებში ახლა სუსხი ჩასდგომოდა, ავტომობილი დაქოქა და უკან დაბრუნდა.
ინანა ნინომ გულახდილობა. თუმცა უკვე გვიანი იყო. საწყის წერტილთან მალევე მივიდნენ. შალიკაშვილმა ავტომობილი საჩუქრის მიმრთმევს ფეხებთან გაუჩერა. მისი ასაკისდა მიუხედავად სხარტი მოძრაობით გადმოხტა და ბავშვებისდა გასაკვირად, აღტაცებული მოეხვია ღიპიანს.
- ასეთი სიამოვნება კარგახანია არ მიმიღია! - პატარა ბიჭივით აღტკინებული მხრებზე ხელს უტყაპუნებდა ბუღას.
- დედას გაფიცებთ, რამეს მიხვდით? - გაოცებული, ცოტა არ იყოსდა, იმედგაცრუებულიც კი ეკითხებოდა ბიჭებს ნინო.
- კი, მეტიჩარა რომ ხარ და უადგილო ადგილას ყოფ ცხვირს! - სიბრაზეს ვერ მალავდა ტატო.
- ჩემს ადგილას თქვენ რომ ყოფილიყავით, დაუმალავდით?! - წამოენთო გოგონა.
- შეიძლება ასეთი იმპულსური იყო, ფიქრს როდის ისწავლი? - ტატოზე არანაკლებ გაბრაზებული ჩანდა დათუნაც - ხვდები მაინც ვის ესაუბრებოდი? კაცი მთელ რუსეთს აზანზარებს, შენ კი?...
- მართლა რამე რომ დაუპირონ?!
- შალიკაშვილს შენი დასაცავი არაფერი სჭირს, როგორმე დაიცავს თავს! - მეგობრებს აჰყვა ლაშაც.
- რა მნიშვნელობა აქვს გიაა თუ პეტრე, მის ადგილას ვინმე სხვა რომ ყოფილიყო არ გააფრთხილებდით? - პოზიციას არ თმობდა ნინო.
- და, რა მოიგე? არც კი დაგიჯერა! - თვალები დაუქაჩა დათუნამ.
- არ მაინტერესებს, მე ჩემი ვცადე. - განაწყენებულმა ნინომ ცრემლების დასამალად ზურგი აქცია მეგობრებს, თუმცა აცახცახებულმა მხრებმა მაინც გაყიდა.
- აუ, ტირი ტო?!... - სიბრაზე მყისვე შეშფოთებამ შეუცვალა დათუნას.
- ნინ, ხომ იცი როგორ გვიყვარხარ? - არც ლაშა ჩამორჩა - შენი წყენინება აზრადაც არ მოგვსლია.
- ფრთხილად იყავი რა?! - მათი სიტყვებით ორმაგად გულაჩუყებული გოგონა მკერდში ჩაიკრა ტატომ.
- შალიკაშვილს თუ გულისმობთ, მასთან მისვლას აღარ ვაპირებ! - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ბოჭორიშვილს.



№1 სტუმარი kati

Kargi tavi iyo,magram patara da kidev mindoda gahrzelebuliyo.

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

kati
Kargi tavi iyo,magram patara da kidev mindoda gahrzelebuliyo.

თავის გაზრდა მეც მინდოდა, მაგრამ არ გამომივდა kissing_heart

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ეს რაღაც ახლის დასაწყისი თავი იყო, ახალი პერსონაჟებით, საინტერესოა რა მოხდება, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ablabudaa
ეს რაღაც ახლის დასაწყისი თავი იყო, ახალი პერსონაჟებით, საინტერესოა რა მოხდება, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას

როგორც იქნა მოვედით ყველაზე საინტერესო ადგილას. თბილისს მისი ისტორია აქვს, მისი პერსონაჟებით. ვნახოთ რა გამოვა. იმედია ღირსეულადმივალთ ფინალამდე.

 


№5 სტუმარი სტუმარი მარინა

კარგი თავი იყო.ახალი პერსონაჟებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent