შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჩინარი მე (თავი მესამე)


13-06-2018, 18:51
ავტორი მელი
ნანახია 2 699

ტანსაცმელი არც გამომიცვლია, უბრალოდ სამზარეულოში შევირბინე ბებიას მომზადებული ტოლმა გავიცხელე და ფეხზე მდგომმა ვჭამე. ვიცოდი ის გიჟი მალე მოვიდოდა და ვჩქარობდი. ამ დროს ტელეფონიც აინთო.
- <ჰე, ალქაჯ ნუ მალოდინებ.>
- <2 წუთიც და მანდ ვარ> დავუბრუნე ელვის სისწარფით პასუხი.ჩემი საყვარელი, მუქი ლურჯი გაცვეთილი პალტო ჩავიცვი და ამაყად გავედი სახლიდან. ახლა სწორედ რომ ეს მჭირდებოდა დედაჩემის ფიქრების გაგების შემდეგ.ზამთრის სუსხი უმალ მომხვდა სახეში, მაგრამ მესიამოვნა. ჩემი დაღლილობა სადღაც გამქრალიყო, თითქოს რაღაც მაბედნიერებდა და რა იყო ეს? ჰო ვიცი რაც იყო ჩემი ახალი ცხოვრება, ბევრი საინტერესო ადამიანი და თავგადასავლები. დანი ჩემს სადარბაზოსთან ატუზულიყო. გაცრეცილი ჯინსის შარვალი ეცვა, უბრალო ხაკისფერი პერანგი ამოეჩაჩა, ჩემზე უარესად გაცრეცილი ნაცრისფერი პალტო და ამავე ფერის ქუდი ეხურა თავზე. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და მელოდებოდა.
- აუ რას მალოდინებ, თუ ამით აპირებ ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენას? შემეგება წუწუნით.
- ეი, ნუ იკბინები შენ, გაგიხარდეს რომ მოგყვები.
- წამო, წამო. ცოტა შენი სტილი შევცვალოთ, თორემ ბებიაჩემს მაგონებ.
- მე ამ ტანსაცმელში თბილად და კომფორტულად ვარ. არ დავთმე პოზიცია. ისე კი მართლა ბებიას ვგავდი, მაგრამ ზამთარში ასე ვიყავი სულ გორგალივით დავგორავდი. არადა საკმაოდ გამხდარი ვარ.
- მოკლედ ალქაჯ ჯერ საცვლების მაღაზიაში შევიაროთ, რა ზომა გაქვს მკერდი? აა მოიცა გამოვიცნობ 2 ან 2,5 არა?
- ეი, მორჩი!
- მითხარი, რომ დაგეხმარო. არ გეგონოს რომ ჩვენ შორის რამე იქნება, მე მალე ლურჯ ქუდს ავირჩევ.
- არაფერიც არ მგონია. თუმცა იმას ახლაც ვაღიარებ, რომ ვიზუალურად უნაკლო ხარ, მაგრამ ხმა რომ ამოიღე მივხვდი რომ მხოლოდ ჰაბიტუსი ხარ.
- ეგრე ხომ?
- მოდი ამ უაზრო კამათს ბოლო მოვუღოთ და ჩემს იმიჯზე ვიზრუნოთ.
- ხო შენი ბებიას გარდერობი უნდა დავხუროთ.
- იცი მგონია, რომ ჩემი გშურს. ვუთხარი მოულოდნელად.
- რა?
- რამდენი წელია რაც ამ გუნდში ხარ?
- 10.
- და მე 1 დღეც არ არის, რაც აქ ვარ და ლურჯი ქუდი ავირჩიე შენ კი ისევ მწვანე გაქვს. მგონია, რომ ჩემი გშურს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება საერთოდ არ მინდა შენთან შეხება მქონდეს. ამ გუნდში იმიტომ შემოვედი, რომ სიკეთის კეთება მინდა და არა ღვარძლიანი ადამიანების მოგერიება.
- არა ჰანე, ცუდად გამიგე, მე უბრალოდ გეხუმრები. გთხოვ მაპატიე. ზედმეტი მომივიდა როგორც ჩანს. ეს ისეთი მოულოდნელი პასუხი იყო ჩემთვის პირი დავაღე. ახლა წავიდეთ კარგი? განწყობას სულ ნუ გავიფუჭებთ. ჩემს სადარბაზოსთან ახლოს მუქი მწვანე პორშე შევნიშნე. დანიმ თვალით მანიშნა წინ დავმჯდარიყავი.
- გინდა შენც ეგეთი?
- არა, არ მიყვარს მანქანები ფეხით სიარული მირჩევნია.
- ვაა, საინტერესოა.
- და ახლა სად მივდივართ?
- სავაჭრო-ცენტრ ისთ-ფოინთში. მერე მუსიკა ჩართო Tracy Chapman give one reason. ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, როგორ გამოიცნო? ნუთუ მასაც მოსწონდა? არ ვიცი ფაქტია მისი დისკი ჰქონდა. მალევე მივედით ადგილზე. მანქანა მოშორებით დააყენა და თვალებით მანიშნა გადავედითო. დავინახე ხელში გასაღებს ატრიალებს, რომლითაც შენობაში უპრებლემოდ შევდივართ.
- კი მაგრამ გასაღები საიდან გაქვს?
- გგონია აქ პირველად შემოვდივარ?
- ხშირი სტუმარი ვარ და გასაღებიც მაქვს.
- და რატომ ვიპარავთ, როცა ფულიც გაქვს?
- ამ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს, თან გითხარი კი არ ვიპარავთ დაუკითხავად ვიღებთთქო. და კიდევ, ამ სავაჭრო ცენტრის პატრონს ბევრი შეეშალა ჩემთან და დროდადრო თავს ვახსენებ.მიდი,მიდი ქუდები დავიხურეთ, ახლა ვიწყებთ გართობას. ჯერ შევიდა რაღაც ოთახში სიგნალიზაცია და კამერები გამორთო. მერე კი მე მომიბრუნდა.
- ახლა კი შეგვიძლია ვიგიჟოთ, თუმცა ქუდები მაინც გვეხუროს სიფრთხილე საჭიროა.
- იქნებ ჯერ რამე გვეჭამა შევთავაზე მე. ბებიას ტოლმამ ვერც ისე კარგად დამანაყრა მთელი დღის მშიერი.
- ჰაჰ, არ არის ცუდი იდეა მოდი საბვეიში კარგ ბურგერებს მოგიმზადებ. დანი ისე შევიდა თითქოს მისი სახლი ყოფილიყო. თაროდან სხვადასხვა სახეობის პურები გადმოალაგა და მათ გაცხელებას შეუდგა. მე კიდევ მაინც გაუბედავად ვიდექი შესასვლელთან. ის კი კარგი შეფ მზარეულივით ტრიალებდა. ბოლოს დიდი მოზრდილი პური აიღო და ყველანაირი ბოსტნეული ჩაალაგა შიგ, რამდენიმე სახეობის სოუსიც მოასხა და ხელით დამიძახა, რომ მასთან მივსულიყავი.
- რა ობოლი ბავშივით დგეხარ, შემოდი თუ გინდა ცოტა ალკოჰოლიც დავლიოთ. ცოტა მეტი სითამამე ალქაჯო, თორემ სახელს შეგიცვლი.
- ცოტა უცნაურად ვარ ყველაფერი ასე სწრაფად შეიცვალა და მიჭირს აზრზე მოსვლა. ვუპასუხე კიდევ უფრო დარცხვენილმა.
- მე ვიცი შენი სიმორცხვის წამალი. Uno Momento, ეს თქვა და გავარდა სადღაც. რამდენიმე წუთში დაბრუნდა Jägermeister-ით და ფორთოხლით. ღმერთო ეს ბიჭი გამაგიჟებს გავიფიქრე გულში. საიდან იცის, რომ მე ეს სასმელი მიყვარს, მგონი ისევ კითხულობს ჩემს ფიქრებს.
- აი ნახე რა მოვიტანე? ჩემი საყვარელი სასმელია იქნებ იცი კიდეც. Jägermeister.
- ვიცი და ძალიანაც მიყვარს.
- ვა, ვა ეს ნახე არც ისე ცუდი გემოვნების პატრონი ყოფილხარ.
- ხო ალბათ.
- კარგი დავიწყოთ აბა, ჯერ მიდი ჭამე, რომ კისერი არ მოგტეხოს ალკოჰოლმა. მერე შენი ტარების თავი არ მაქვს.
- შევეჯიბროთ?
- არ გირჩევ მითხრა ეშმაკურად. მე მადიანად შევექცეოდი მის მომზადებულ ბურგერს. ის კი ამ დროს შათებს ამზადებდა. მოკლედ შუა საბვეიში ღამის 2 საათზე ქეიფი გავმართეთ.
- აბა გაძღა შენი მუცელი? მითხრა სიცილით.
- ჰო, ძალიან გემრიელი იყო მადლობა.
- მოდი ახლა ასე მოვიქცეთ აქ 26 შათია. 13 შენთვის 13 ჩემთვის. თითოეული შათის დალევაზე ვამბობთ ჩვენ თავზე ან სურვილებზე რამეს და ვსვამთ. თან ერთმანეთს გავიცნობთ ეს აუცილებელია დამიჯერე, რადგან ჩვენ საკმაოდ ახლო თანაგუნდელები ვიქნებით. და კიდევ გამარჯვებული იქნება ის, ვინც ცამეტივე შათს დალევს და გულიც არ აერევა. ჰოდა, დამარცხებული გამარჯვებულს შეუსრულებს ერთ ნებისმიერი სახის სურვილს.
- სახიფათოა, მაგრამ დამაინტრიგებელი.
- ანუ ვიწყებთ.
- აჰა. და თან მოვკალათდი გემრიელად სავარძელზე.
- მე დავიწყებ,თქვა დანიმ. მე მაქვს ამბიცია გავხდე შავი ქუდის მფლობელი. ეს თქვა და გადაკრა შათი. ახლა შენი ჯერია ლურჯო.
- ჰო მოიცა. მე ვფიქრობდი ცოტა ხანი, ვყოფილიყავი უნდა თუ არა ამ თამაშში გულწრფელი, ბოლოს მაინც სიმართლე ვამჯობინე და ამოვღერღე, როგორ გადავლახე ეს ბარიერი მეც გამიკვირდა, როგორ ვაღიარე ეს ასე ხმამაღლა. მე მინდა ჩემი ოჯახის წევრები მამჩნევდნენ, ვუყვარდე და პატივს მცედნენ მე და ჩემს სამყაროს. ეს ვთქვი და ორი შათი გადავკარი ერთდროულად. დანის არაფერი არ უთქვამს უბრალოდ თავი ჩახარა.
- კარგი ახლა მეც ორს დავლევ, რომ გაგითანაბრდე. მინდა ჩემს წინ მჯდომი ალქაჯი და მე კარგი მეგობრები გავხდეთ ეგ მითხრა დანიმ და გამომწვევად შემომხედა. ამის გაგონებაზე, სადღაც წავედი. ვიღაცას შენთან მეგობრობა უნდა გოგო. მეუბნება ჩემი ალტერ ეგო. მგონი ზედმეტი დალიე და აურიე იცი? ისევ არ ჩერდება ჩემი შინაგანი ხმა. ამ დროს დანის რეპლიკა მარკვევს ფიქრებიდან.
- ჰეი, ალქაჯ დანებდი უკვე?
- არა რა დანებება ახლა ვიწყებთ. ვუთხარი რატომღაც გათამამებულმა. მე მინდა ოდესმე ნამდვილი მეგობარი შევიძინო, რომელსაც ბოლომდე მივენდობი, ისევე როგორც საკუთარ თავს და ისევ 2 შათი გადავკარი. ნელნელა ვიგრძენი, რომ სასმელი მომეკიდა. სასიამოვნოდ ვიყავი არანაირი რიდი აღარ მქონდა ამ ადამიანის მიმართ და გამომწვევად ვუცქერდი.
- კარგი ასე ხომ? მე ახლა მიყურე! მე მინდა ბაბუს იმედები გავამართლო და ის დაკარგული ხელნაწერი ვიპოვო. ეს თქვა და ახლა მან 4 შათი გადაკრა მიყოლებით. ოჰო გავიფიქრე ახლა დამერხა. მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი ჩემს სიმხდალეს. მე თვითონ გამოვიწვიე.
- და რა ხელნაწერია? ჩავეკითხე.
- ამაზე ხვალ. ახლა თამაშს მივხედოთ.
- ოჰო, კარგი, კარგი.მეც Tracy Chapmans ვუსმენ და როცა შენ მანქანაში ეს დისკი აღმოვაჩინე სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ ჩემნაირი გემოვნების ადამიანი ვიპოვე. ეს ვთქვი და ჩემს წინ დარჩენილი ცხრავე შათი გადავკარი. ვიცოდი ახლა ამას თუ არ ვიზამდი ეს ნელ-ნელა სმა უფრო გამტეხავდა. სული, რომ მოვითქვი ვიგრძენი თავი მივარდებოდა, ამიტომ ის კედელს მივაყრდენი და ნახევრად ღია თვალებით და ნაძალადევი ღიმილით დანის ვანიშნე მოქმედებისკენ.
- კარგი, ანუ შევცდი და საკმაოდ გიჟი ყოფილხარ. ანუ სათანადოდ ვერ გაფასებ ალქაჯო. ჰოდა მე მინდა, რომ შენსავით ძლიერი და ... უკვე აღარ მესმოდა რას ამბობდა. თავი საშინლად მიბრუოდა და ვცდილობდი გულისრევა შემეკავებინა. ბუნდოვნად მახსოვს დანიმ როგორ დალია შემდეგი შათები ან საერთოდ რა მოხდა? არ ვიცი აზრზე არ ვარ. დილით თავის საშინელი ტკივილი მაღვიძებს, წამოდგომის თანავე მერევა გული და იქვე იატაკზე ვსვრი ყველაფერს. ამ დროს ოთახში შემოდის დანი, რომელიც საოცრად ხმამაღლა იცინის.
- არა, ვინ დაგაძალა ამდენი დალიეო რომ დაეტაკე. აუ არ შემიძლია კიდევ უნდა გადაგიღო ვიდეო.
- რა? ვიდეო გადამიღე. დანიმ ვიღაც ქალს დაუძახა ისიც მოვიდა მოასუფთავა ყველაფერი სასთუმალთან წყალი და რაღაც აბი დამიდო და გაუჩინარდა.
- დანი გეყო რა, ისედაც ცუდად ვარ. მითხარი რა მოხდა გუშინ?
- ოოო, გუშინ საოცრებები ატარე. ჯერ იყო და საბვეი მორწყე და მე მასუფთავებინე ყველაფერი, მერე ტიროდი გაბმულად, ბოლოს მითხარი, რომ ჩემი კოცნა გინდოდა და ვიფიქრე მეც არ გავანაწყენებ მთვრალ ალქაჯს თქო, რომ ისევ დიდი ნაკადი გამოუშვი.
- აუ დანი ნუ მაწითლებ, ეს ვთქვი და საბანი გადავიფარე თავზე. საშინლად მრცხვენია დანი. ბოდიში, გთხოვ მაპატიე.
- კარგი, რა მოხდა, რა დაიძაბე, პირიქით ძალიან კარგი პიროვნება ხარ. ეგ არის, რომ იუმორის გრძნობა არ გაქვს საერთოდ. გაიღიმე რა დავლიეთ, გავერთეთ, ერთმანეთი უკეთ გავიცანით. ახლა ჯობს ეს ტაბლეტი დალიო და ქვემოთ ჩამოხვიდე. მე და შენ ბაბუ დავალების შესასრულებლად გვიშვებს.
- რა დავალება? ასე მალე?
- ხო, რა იყო შეგეშინდა?
- არა, ასე მალე არ ველოდებოდი. მე ხომ გამოუცდელი ვარ.
- გამოუცდელი კი ხარ, მაგრამ კარგი ალღო გაქვს და სწრაფად ითვისებ.
- მადლობა. მესიამოვნა დანისგან ეს შეფასება. დიდი სტიმული იყო ჩემთვის.
- სამადლობელია არაფერია, ახლა მოწესრიგდი და ქვემოთ ჩამოდი. ვითარებას გაგაცნობთ მე და ბაბუ. როგორღაც ძალა მოვიკრიბე და აბაზანაში შევედი, სარკეში რომ ჩავიხედე საშინელი შესახედი ვიყავი ჩაცვენილი თვალები, საშინელი ფერი სახეზე და თმები კიდევ უარესად გეგონებოდათ ეს-ეს არის ცუნამმა გადაიარა მის თავზეო. შეძლებისდავარად მოვწესრიგდი, წამალიც დავლიე და ქვემოთ ჩავედი. არავინ არ დამხვდა იქ. სამარისებულ სიჩუმეს ბუხრის ტკაცა-ტკუცი არღვევდა. ბუხრის თავზე შანდლები ეწყო და კიდევ რამდენიმე ფოტოსურათი. კედლები და იატაკი ქვისგან იყო ნაშენი,ბუხრის წინ მრგვალი დივანი იდგა,მის გვერდით კი რამდენიმე კომფორტული სავარძელი და პატარა მაგიდა. იქვე წიგნების კარადაც იყო, უამრავი საინტერესო სახეებით წარმოდგენილი. ოთახს სიმყუდროვე არ აკლდა, თუმცა რაღაც იდუმალი და საშიში იყო მასში. ამ დროს ჩემს უკან ნაბიჯების ხმა მომესმა, თუმცა არავინ ჩანდა. თავიდან შემეშინდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ დანი მაიმუნობდა რაღაცას.
- დანი, დავიყვირე.
- დანი არა მე ვარ გამოჩნდა ბაბუს სილუეტი ნელ-ნელა. ჰო ისე ჩემს სახელსაც გეტყვი, თუმცა მომწონს დანი და შენ ბაბუს რომ მეძახით. მე მეისონი მქვია, მარამ შენთვის და დანისთვის ბაბუ. დანი გამოდი ნუ ბავშვობ დაუძახა დანის, რომელიც ჩემს ზურგს უკან პოზიორობდა. სერიოზული დავალება მაქვს ბავშვებო თქვენთან და უნდა დამეხმაროთ. დასხედით. ჩვენ ჩვენივე ქუდის ფერების შესაბამის სავარძლებში ჩავჯექით და სმენად ვიქეცით.
- ჰანე, დანი მიხარია, რომ ერთმანეთს კარგად გაუგეთ. ეს პირველია რაც საჭირო იყო, თქვენ ბევრი საქმის გაკეთება და ერთმანეთის მხარში დგომა ბევრჯერ დაგჭირდებათ. ჰანე, დანიმ მეტ-ნაკლებად იცის ამ ხელნაწერის ისტორია მე კი შენ მოგიყვები და გაგაცნობ შენი დავალების არსს. მოკლედ უჩინართა სამეფოში ჩემი მამაც იყო გაწევრიანებული. მამაჩემი მე რომ 17 წლის ვიყავი მაშინ მოკლეს და სიკვდილის წინ მთხოვა, რომ მომეძებნა ხელნაწერი, შემდეგ მეპოვა სანდო ენათმეცნიერი და გადამეთარგმნა ის ტექსტი და ჩამეტარებინა რიტუალი. იმ ხელნაწერში ზედმიწევნით არის აღწერილი ველა დეტალი. ვინც მას ხელში ჩაიგდებს და რიტუალსაც სწორად წარმართავს მთელი დადებითი ენერგია და სიძლიერე გადავა მასზე, მაგრამ თუ რიტუალი არასწორად იქნება ჩატარებული ყველაფერს სავალალო შედეგი ექნება და მთელი უჩინართა სამეფო განადგურდება. ალბათ ყველა ადამიანს ყავს მტერი და არც ჩვენი სამეფოა გამონაკლისი. მერლინის სახით ჩვენ უდიდესი მტერი გვყავს, რომელიც ასევე იბრძვის ამ ხელნაწერის ხელში ჩასაგდებად. მერლინმა თუ ხელში ჩაიგდო წარმოდგენაც არ მინდა ჩვენ სამეფოს რა მოუვა. მართალია მას ჩვენს თითქმის ყველა შეკრებაზე ნახავ, მაგრამ არ იფიქრო რომ მასთან ვმეგობრობთ, უბრალოდ მტერი ახლოს გვყავს და ჯერჯერობით არ ვამწვავებთ სიტუაციას და ვთვალთმაქცობთ ორივე თითქოს ყველაფერი რიგზეა. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს მოჩვენებითი სიმშვიდე არ ვიცი, თუმცა როგორც ჩვენ, ალბათ ასევე ისიც, რაღაცას გეგმავს ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენი ერთადერთი გამოსავალია ხელნაწერის პოვნა და გაძლიერება, სხვა შემთხვევაში მერლინი ბოლოს მოგვიღებს.
- და ეს მერლინი ვინ არის? რას წარმოადგენს? რა უნარი გააჩნია? ვკითხე შეშინებულმა.
- მერლინი, ოჰ დიდი მერლინი ის მართალია სულ რაღაც 26 წლის არის, მაგრამ ძალიან ძლიერი გრძნეულია. სამწუხაროდ მის წინაშე ჩვენი გუნდი ვერაფერს გახდება და თუ იმ ხელნაწერს ვიპოვით მაშინ კი მოვიქცევთ მარწუხებში, ან კიდევ ერთი გამოსავალია, რაც შეუძლებელია. მას უნდა შეუყვარდეს ვინმე ძლიერი ენერგიის მატარებელი ქალი, რომ მისი მართვა შევძლოთ, მაგრამ ეს ფანტასტიკის სფეროა და შეუძლებელია, მისთვის უცხოა ეს გრძნობა და ფუჭია ამაზე ფიქრი. ამიტომ შენ და დანი ნორვეგიის შეკრების შემდეგ სასწრაფოდ უნდა გაემგზავროთ ნეპალში და მოძებნოთ ხელნაწერი. რუკას დაგიხაზავთ სად შეიძლება იყოს ჩვენი ერთადერთი იმედი დამალული, თუმცა ისიც უნდა გითხრათ დარწმუნებული არ ვარ რომ იქ დაგხვდებათ, მაგრამ გულხედაკრეფილები ვერ ვისხდებით და ვერ დაველოდებით, როდის გაგვანადგურებს მერლინი.
- და მე მეგონა ადამიანებს დავეხმარებოდით. ვთქვი ნაწყენმა.
- ჰანე, დამიჯერე ჩვენ თუ აღარ ვიარსებებთ და ჩვენი სამეფო გადაშენდება, მაშინ ვეღარც სიკეთის კეთებას ვეღარ გავაგრძელებთ. ჩათვალე ეს უდიდესი გადადგმული ნაბიჯია მისკენ.
- კარგი, კარგი მე თქვენიანი ვარ და თქვენთან ვარ.
- აი ასე, წამოდგა ბაბუ და გადამეხვია ძალიან თბილად. ახლა კი დანი გთხოვ წაიყვანე საყიდლებზე და რამე იყიდეთ, ძალიან ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს ნორვეგიის შეხვედრაზე. ჩვენ უნდა დავაინტერესოთ მერლინი და მისი ყურადღება გადავიტანოთ ცოტა ხნით მაინც.
- ჰა? მე? ხუმრობთ ხო?
- ჰანე საკუთარი თავის დაფასება უნდა ისწავლო ჩემო გოგონავ.
- ბაბუ მე გუშინვე შევურჩიე ყველაფერი, როცა ამას გემრილად ეძინა ჩემს მანქანაში. მე ჯერ საბვეის იატაკი გავაპრიალე და მერე მაღაზიებიც დავიარე, ახლა მთავარია მოირგოს და დაგვენახოს.
- დანი მართალს ამბობ? ვკითხე მე.
- შედი შენს საძინებელში.
- სად მაქვს მე საძინებელი?
- ალქაჯო დღეიდან ეს სახლი შენიც არის და დღეს სადაც გაიღვიძე ის შენი საძინებელია. ნუთუ ფიქრობ, რომ შენ გულქვა მშობლებთან იცხოვრებ ისევ? შენ მართალია ჩვენი სისხლი არ გიჩქეფს მაგრამ უკვე ჩვენიანი ხარ. ძალიან დაბნეული ვიყავი ამ ყველაფრით, არ ვიცოდი რა მექნა, დანის და ბაბუს ჩავხუტებოდი, გამეღიმა თუ ზემოთ ავსულიყავი აწ უკვე ჩემს საძინებელში. ბოლოს დანიმ ხელი მომკიდა და კიბეებისკენ წავედით, ამ დროს ბაბუმ თავის დამხმარე ქალს სუფრის გაშლა სთხოვა. რაღაც ისეთი სასიამოვნო და ოჯახური გარემო შეიქმნა, მართლა ჩემს ოჯახად წარმოვიდგინე ეს ხალხი. ჩემი ოთახი ქალს მიელაგებინა, აღარც სასმლის სუნი იდგა.
- ჰო მერე ამ ოთახს ისე მოაწყობ როგორც შენ გინდა, ალქაჯურად რა.
- ოჰ, დანი რა ენა გაქვს, ვუთხარი სიცილით.
- შენ ჩემი გემოვნება უნდა ნახო. და კარადიდან გადმოალაგა უამრავი პარკი. თვალები ამიჭრელდა ამდენი ახალი ტანისამოსი მთელი 22 წლის განმავლობაში არ მქონია. აქ იყო ყველაფერი პარფიუმერია, საცვლები, ქამრები, შარვლები, ყველა სტილის ფეხსაცმელი, კაბები, ბლუზები, პალტოები და რავიცი ათასი წვრილმანი. როდის მოასწრო მან ამდენი რამის ყიდვა და თან ყველაფერი გემოვნებით რომ შეურჩევია. ზომებიც კი დაემთხვა. ტანსაცმელს როცა ვირგებდი ყოველ გამოსვლაზე დანი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
- არა რა საოცარი ვარ, იძახის კმაყოფილი. და ისე ასეთ ლამაზ სხეულს რატომ მალავდი მაგ გაცვეთილ პალტოში?
- და საერთოდაც ძალიან მიყვარს ჩემი პალტო, ნუ ეძახი გაცვეთილს მწყინს. ვუთხარი ბავშვურად.
- ნორვეგიაში შეხვედრაზე რას ჩაიცმევ?
- აი ამ წითელ კაბას.
- ოჰო როგორ გათამამდა, ძალიან სექსუალური ხომ არ იქნები?
- და შენც ეგ არ გინდა? შევხედე თვალებში.
- მიდი მაჩვენე კიდევ ერთხელ ეგ წითელი კაბა. მეც არ დამეზარა და გავედი ისევ მოსარგებად. ეს ჩემი სისხლსფრად წითელი კაბა საკმაოდ მოკლე იყო, გრძელი ხელებით, წინ ღრმა დეკოლტე და 4 შავი ღილით. შავი ფერის მაღალქუსლიანი ფეხსსაცმელი შევუხამე, მაღალი ყელით და წარვსდექი დანის წინაშე. ცოტა ხანი მიყურა და მერე მითხრა:
- ანუ ლიფის ტარება არ გიყვარს როგორც მივხვდი,
- ხო თავისუფლად ვარ ულიფოდ.
- არა კარგია, გიხდება.
- მხოლოდ ასე მაფასებ? ვკითხე და თვალი თვალში გავუყარე.
- და ისე სხვა დროს შეგაფასებ ახლა უნდა ვჭამო. ეს მითხრა და ერთხელ ამათვალიერა კიდევ, მისი თვალები ახლა სულ წითელი იყო. მგონი მივხვდი შენი თვალის ფერის ცვლილების მიზეზს გავიფიქრე გულში.
- ისე ასე ხმამაღლაც ნუ იფიქრებ, მითხრა დანიმ და კარებში გაუჩინარდა. მე სულელს ქუდი დამვიწყებოდა და ნება მივეცი ისევ ჩემს ფიქრებში ეფათურა. უსინდისო, განა შემახსენა იდგა და ურცხვად მისმენდა. ქვემოთ ჩავედი მე მელოდებოდნენ, ვისაუზმეთ მერე კი დანის ვთხოვე სახლში მივეყვანე, რადგან ბოლოსდაბოლოს უნდა მეთქვა მშობლებისთვის, რომ მალე გადავიდოდი.
სახლში შევედი ხმაური იყო, ჩემი და ძმა ჩხუბობდა, დედა იქვე იყო რაღაც თავის სერიალს უყურებდა, ბებია როგორც ყოველთვის სამზარეულოში ფუსფუსებდა, მამა კი აივანზე სიგარეტს ეწეოდა.
- გილოცავ მამა, ვუთხარი ყოველგვარი ემოციის გარეშე.
- მადლობა, მომიგდო პასუხი. ისეთი უსუსრობა ვიგრძენი, საკუთარ სახლში უცხოსავით ვიყავი. რატომ ვეჯავრებოდი ჩემს მშობლებს ასე ძალიან. მეც არ ვიცი რა დამემართა, უცბად ჩემი გარდასახვა მოხდა.
- მამა, შემოდი სახლში ყველას უნდა დაგელაპარაკოთ. ისე შემომხედა თითქოს გიჟი ვყოფილიყავი. მამა მე მივდივარ და უნდა დაგელაპარაკოთ. მაშინ კი ინება და მთელი ტანით შემობრუნდა.
- შევიდეთ. მითხრა ძალიან ჩუმად.
- ბებია გამოდი შენც მინდა აქ იყო, დედა ტელევიზორი გამორთე. დედამ წარბი აწია, ბებიაც ცომიანი ხელებით გამოვარდა სამზარეულოდან. დედამ ჩემი ნათქვამი არაფრად ჩააგდო და გააგრძელა სერიალის ყურება. არც დავფიქრებულვარ დავეტანე ტელევიზორის გადამრთველს და გამოვრთე.ახლა მიპასუხეთ, რა დავაშავე, რომ ასე ძალიან გეჯავრებით და სახლში მოსვალს მაზიზღებთ. რა ცოდვა მიმიძღვის თქვენს წინაშე ასეთი, რომ ვერასოდეს თქვენს ბედნიერ და კმაყოფილ სახეებს ვერ ვეღირსე. რა ჯანდაბა გჭირთ? უკვე ჩემი ტონი აღარ იყო მშვიდი, მე ვღრიალებდი.უცბად ჩემსკენ წამოსული მამა დავინახე დასარტყმელად, მაგრამ არ ვიცი რა ინსტინქტი ამუშავდა ჩემში ხელი დავუჭირე და კბილებში გამოვცერი:
- არ გაბედო, არასოდეს გაბედო ჩემზე ხელის დაკარება.
- წადი შე , ეს უკვე მეტისმეტი იყო. სისხლი მომაწვა სახეზე. ორივე ხელი ყელში წავუჭირე მამაჩემს და რომ არა ბებია და დედა ალბათ დავახრჩობდი იქვე. მე კიდევ ის მიკვირდა აი ეს ამხელა ძალა საიდან მოდიოდა. მე გოგოს, რომელსაც 5 კილოანი ჩემოდნის ტარებაზეც კი გული მივარდებოდა. მერე უცბად გამახსენდა, მე ხომ უჩინართა სამეფოს წევრი ვიყავი და იყო ჩემში რაღაც, რაც მეც კი არ ვიცოდი და ამის გასაგებად კონკრეტული სიტუაცია მჭირდებოდა. ჩემი ოჯახის წევრები გაკვირვებულები მიყურებდნენ, მამაჩემის მზერა მტრული იყო, მაგრამ არა ისეთივე თამამი, შიში ჩასდგომოდა თვალებში.
- ვინ გახდი გოგო შენ? შემომხედა დედამ როგორ შეიცვალე ასე? მართალია მამაშენი არ უნდა წამომეთრიე იმ უპატრონო ბავშთა სახლიდან.
- რააააააა, ვიღრიალე მე
- ჰო შენ ჩვენ გიშვილეთ, შვილი არ მიჩნდებოდა. მამაშენი სვამდა და ვიფიქრე ბავშვი თუ გვეყოლება, იქნებ შეეშვას დალევას მეთქი. 1 თვის იყავი, რომ გიშვილეთ. თუმცა ვერა და ვერ მიგვიღე, სულ ცივად გვექცეოდი, თითქოს გრძნობდი, რომ შენი მშობლები არ ვიყავით. შენი შვილებიდან 4 წელში დავფეხმძიმდი და როგორც ხედავ ორი შვილი გავაჩინე. შენ კი ასე შემოგვრჩი უმადური და საშინლად ჩაკეტილი ბავშვი. ვერც ჩვენ შემოვედით შენს გულში და ვერც შენ შეძელი ეს. დღითი დღე გვეჯავრებოდი, მაგრამ ბებიაშენის ხათრით ვიტანდით ამ ყველაფერს. მან ვერ გაგიმეტა უკან მისაბრუნებლად. შენ კიდევ აქ მოდიხარ და პრეტენზიები გაქვს, წადი და შენს ბიოლოგიურ მშობლებს უყვირე, რომ მიგაგდეს. მადლობის მაგიერია? საოცრად დაბნეული ვიყავი, ასე მეგონა ვიღაც დანას მირტყამდა და ჩემი წამებით ბედნიერი იყო. ჰაერი მეხუთებოდა. ჩემს ოთახში გავედი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთები ავიღე და ზურგჩანთაში ჩავალაგე. მერე კი ისევ მათ მივუბრუნდი:
- მე თქვენ ვეღარ მნახავთ აქ და კიდევ ერთი დაიმახსოვრეთ, თქვენ მოხვალთ ჩემს ფეხებთან ფორთხვით და მე იცით რას გავაკეთებ? როგორც ნაბიჭვარ მშობლებს ისე მოგექცევით და ეს ძალიან მალე იქნება მერწმუნეთ ეს ვთქვი და წყლით სავსე ჭიქა გავუქანე ტელევიზორს. მსხვრევის ხმამ სიამოვნება მომგვარა, მათმა გაკვირვებულმა სახეებმა კი თავი უფრო კარგად მაგრძნობინეს. კარები გამოვიჯახუნე და კიბეებს სწრაფად ჩავუყევი. მივდიოდი და ვფიქრობდი ჩემთვის, თურმე რა ტყუილში გავატარე მთელი ეს წლები, თურმე ვინც დედად და მამად მიმაჩნდა რა ღვარძლს მალავდნენ ჩემდამი, თურმე როგორი უსუსური ვყოფილვარ. ამ ფიქრებით გართულმა ჩავიარე მელიქიშვილის გამზირი, როცა მომღიმარ დანის შევეჩეხე. ჩემი დასიებული თვალები, რომ დაინახა თითქოს მიხვდა ყველაფერს მომიახლოვდა და მითხრა:
- ჰე,ალქაჯ, მზად ხარ კიდევ ერთი იაგერი რომ ჩავცალოთ?
- და ნორვეგია?
- თვითმფრინავშიც შეიძლება.
- და ბილეთები აიღე უკვე, და მე რომ არ მაქვს საზღვარგარეთის პასპორტი?
- და ვინ თვქა, რომ ან ბილეთები ან პასპორტი გვჭირდება? დაგავიწყდა? ჩვენ უჩინარნი ვართ ! ეს თქვა ხელი მაგრად ჩამჭიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent