ზღვარი
თვალი გაახილა, უცებ ვერ მიხვდა სად იყო, ირგვლივ მიმოიხედა, მზე არსად ჩანდა. ნაცრისფერი ფოთლების მიღმა მხოლოდ გაცრეცილი ცა მოჩანდა. ჰაერის ნაცრისფერი ნაწილაკები სახეზე ეფრქვეოდნენ. ეუცხოა თეთრი კაბა,კანზე რომ ეკვროდა. მის ფონზე მკვეთრად მოჩანდა სისხლისფერი ტუჩები, შავი რგოლები თვალების გარშემო, გველივით დახვეული ჯაჭვი. აი ის ჯაჭვი, რომელიც სულს უხუთავდა, ნაიარევს უტოვებდა კანზე. ტკივილისგან სახე ემანჭებოდა, მაგრამ არა, ნაიარევი სულაც არ ტკიოდა, უფრო ეს ჯაჭვი ტკიოდა, უზარმაზარ ზღვარს რომ ქმნიდა მასსა და სხვებს შორის, ეს ზღვარი ტკიოდა, რომ ვერა და ვერ გადალახა. სიტყვები უწესრიგოდ დაქროდნენ მის გონებაში და ყველა მათგანი კითხვის ნიშნით ბოლოვდებოდა. როგორ აღიმართა ეს კედელი? რატომ იყო ის ცალკე, ყველასგან მოშორებით, ან რა იყო ზღვარს იქეთ? როგორები იყვნენ სხვები? ცა იქაც გაცრეცილი იყო? ,,ისინი?“, ,,ისინი“ როგორები იყვნენ? რა მოხდებოდა რომ გაეწყვიტა ეს ჯაჭვი? რა მოხდებოდა? ტკიოდა, ისევ ტკიოდა. ისევ ემანჭებოდა ტკივილისგან სახე. უნდოდა გადაელახა ეს ზღვარი,შეუძლებელი გაეკეთებინა. მაგრამ შეეშინდა. დასუსტებულს თვალები ეხუჭებოდა. ნაცრისფერი ფოთლების მიღმა იხედებოდა. მხოლოდ გაცრეცილ ცას ხედავდა. უნდოდა, ძალიან უნდოდა ფრთები გამოსხმოდა, უსასრულო ცაში თავად მოეძებნა მიკარგული მზე... უნდოდა... ან იქნებ სცადა? ალბათ სცადა,როგორ არ ცადა! მაგრამ შეეშინდა... შეეშინდა . ისევ ემანჭებოდა ტკივილისგან სახე. ტკიოდა, ეს ზღვარი ტკიოდა... გაცრეცილ ცაში დაკარგული მზე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.