შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტაისია თავი 1


13-06-2018, 20:52
ავტორი elle finn
ნანახია 1 284

-ვახ..! ისევ ჩამომძვრა ამ ბრეკეტის რკინა. გავგიჟდები ეხლა! კვირაში მეოცედ ჩამოვარდა უკვე- შეწუხებული ნიკა მანქანაში ჯდება და მობილურს ხელში იმარჯვებს
-არ უნდა ჭამო ღორივით და აღარ ჩამოგძვრება. ისეთი ლუკმებით ჭამ შაურმას, საერთოდ მიკვირს კბილები როგორ გაბია - ღიმილით პასუხობს სალომე.
- აუ გვანაცა ექიმს უნდა დავურეკო , თუ ცალია, რომ მივიდე ,თორემ ვერ მოვითბენ ხვალამდე, ძალიან მაწუხებს ეს ბრეკეტი- ნიკა თავის კბილებს რამოდენიმე წამი სარკეში ათვალიერებს და გვანცა ექიმის ნომერს კრეფს.
-აუ კარგი რა ნიკოლოზ, სამსახურში მაგვიანდება, ჩემი ცვლა იწყება- სალომემ შეწუხებული გადახედა თავის მეგობარს და სკამის საზურგეზე მიეყრდნო. ანერვიულებული ნიკა ნერვიულად ათამაშებს თითებს და ზუმერის გასვლას ელოდება
-დაგტოვებთ შენ სამსახურში და მე და ტასო წავალთ ექიმთან, არა ტასო?- ნიკამ ჩემსკენ გაკეთა ბრუნი და მთელი სხეულით მოტრიალდა. მობეზრებული გადავხედე ჯერ ნიკას მერე არანაკლებ მობეზრებულ სალომეს და თვალები ავატრიალე
-ოო. არ ვიცი.. ძალიან დავიღალე. ჯერ ესაოდა შენი ბინის რემონტისთვის გორგიაში გაგვაქანე კაფელის ასარჩევად, მერე ლისზე და ბოლოს შაურმისთვის გლანშიც გაგვიყვანე.ეხლა დიღომში მაგ შენი კბილისთვის რა წავა? არ გეცოდები კი-მაგრამ? - ნიკას იმედიანი მზერით შევხედე, მეგონა გადაიფიქრებდა ჩემს თან წაყვანას მაგრამ ვირზე თუ შეჯდა ვერაფერს გადააფიქრებინებს კაცი.
-აუ ტასო, გეფიცები ძალიან მეზარება მარტო მგზავრობა, აუ თან წინა კვირას კბილი რომ გტკიოდა ბარემ გაესინჯები რა- ნიკა რით ვეღარ ეცადა ჩემს დაყოლიებას.
ბოლოს გახარებულმა დაურეკა გვანცა ექიმს და თავისი სიტუაცია აუხსნა. სწრაფად დავტოვეთ სალომე სახლში და დიღომში წავედით სტომატოლოგთან.
+++
-შენ აქ დამელოდე კარგი? და ზუსტად 15 წუთში დავბრუნდები - ნიკამ მოსაცდელი სკამებისკენ მანიშნა. მას თავი უხმოდ დავუკარი და ერთადერთი თავისუფალი ადგილისკენ წავედი. ჩემს წინ უზარმაზარი სარკე ეკიდა, კედლები კი ბაც კრემისფრად იყო შეღებილი. სკამების გვერდით უზარმაზარი მცენარეები იდგა , დანარჩენ სივრცეში კი კარებები ერთიმეორეს მიყოლებით იყო ჩამწკრივებული.
ჩემი თავი სარკეში ავათვალიერე. დაღლილობისგან თვალებზე უპეები გამჩენოდა, თმაც აბურდული მქონდა. საშინლად გამოვიყურებოდი. 19 წლის კვალობაზე უფრო დიდს ვგავდი რაც დიდად არ მიზიდავდა.
ჩემს გვერდით მჯომი მამაკაცი მხოლოდ მაშინ შევამჩნიე როდესაც უცნაურად დაიწყო სკამზე წრიალი. ხან ტელეფონი აათამაშა ხელში, ხანაც თავისი სათვალე აწვალა. დინჯად ავათვალიერე მისი სხეული. ფართო მხარ ბეჭით და დიდი ტანით აშკარად მორაგბეს გავდა. შეხედულებაც ისეთი ქონდა , შიშისგან ტანში გამცრა. შავი თვალ-წარბი და კუპრისფერი თმებით ნამდვილ ანგელოზს გავს. ღმერთო , მართლა ძალიან სიმპატიურია.
შევამჩიე როგორ ამხედ-დამხედა რამოდენიმეჯერ. როგორ ამათვალიერა თვალის კუთხიდან და პატარაზე გაეღიმა
რაზე იღიმის ნეტავ?!
ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა და რაღაც ნომერი აკრიფა
-რუსო, მე ვარ ... ჰო.. დღეს ღამე არ გცალია? ... აუ კარგი მაშინ.. არადა ... კარგი მაშინ...- ტელეფონი დაკიდა და ისევ ახალი ნომერი აკრიფა. ოხ, ყვარებია ბიჭს ღამე „გართობა“. დარწმუნებული ვარ გოგოებს ხელთათმანებივით იცვლის და მათ გრძნობებს საერთოდ არ აფასებს.
- როგორ ხარ რას შვები...აუ კახი სახლშია?... ანუ ღამე ვერ გამოვა ?... მაშ კარგი..წავედი .. ჰო , კბილის ექიმთან ვარ... არა არაფერი სერიოზული.. კარგი კარგად, მომიკითხე ლუკა- მისი ხმა საოცრად ბოხი იყო. აი იცით როგორი ბოხი? აი ჟრუანტელს რომ მოგგვრით ისეთი. სიტყვებით რომ ვერ გადმოცემთ...
-ხო მე ვარ... წესიერად მელაპარაკე გოგო.. მანდ არ მომიყვანო თორე მიიღებ შენსას. არ მაქვს შენი ნერვები ეხლა.. - ბიჭმა ისევ დაუკიდა ვიღაც გოგოს ტელეფონი და აშკარად გაბრაზებულმა ღრმად ამოიხვნეშა. თავისი ინტიმური საქმეები აქ რომ არ გაარკვიოს ისე ვერ გამოვა?
უცნობმა მამაკაცმა ისევ გადმომხედა და ურცხვად დამიწყო თვალიერება.
არიქა ნიკა, მალე გამოდი, მიტაცებენ მგონი.
წრიალი დავიწყე, ვერაფრით ვერ მოვისვენე. ხან ტელეფონს ჩავრკიკიტებდი უაზროდ ხან ვითომ ვიღაცას ვწერდი, მაგრამ არადარა მაშორებდა ბიჭი მზერას. ნიკა კი არა და არ გამოდიოდა. ვაიმე , ჩემი ხელით გავგუდავ, სახლში რომ მივალთ. დრო ძალიან გაიწელა. ბოლოს ძლივს გამოეტია ნიკა ექიმის ოთახიდან და გვანცაც თან გამოყვა.
-აუ ძალიან დიდი მადლობა ექიმო, გპირდებით ამიერიდან ძალიან მოვუფრთხილდები ბრეკეტებს - აუ ნიკა, ფიცი მწამს ბოლო მაკვირდებსო. ხომ ვიცი სახლში ისე გაიდებს ყბაში საჭმელს არც კი დაფიქრდება რომ შეიძლება ბრეკეტები დაუზიანდეს.
-არაუშავს ნიკა, გაუძელი კიდევ რამოდენიმე თვე დარჩა და მოგხსნით , აღარ დაიტანჯები - სიცილით უპასუხა ახალგაზრდა გოგომ და ხელი მხარზე დაუტყაპუნა
-ტასო- მთელ შენობაში ნიკას ხმამ გაიჭექა და ხელი დამიქნია რომ მივსულიყავი. მეც სწრაფად ავდექი და მათკენ წავედი. აღარ შემეძლო იმ ზორბასთან ახლოს გაჩერება
-აი ექიმო, ეს ის ტასოა რომ გითხარით, კბილი რომ აწუხებდა- ჩემი თავი გააცნო სასიამოვოვნო ექიმს
-ჰო, დიახ, გამარჯობა ტასო. შეგიძლია ხვალ 3 საათზე მოხვიდე? გაგსინჯავ, ვნახავ რახდება-
- კი , კი როგორ არა, შემიძლია, უნივერსიტეტიდან ეგრევე აქ წამოვალ
-მაშ კარგი, ხვალამდე. - გვანცამ ხელი დაგვიქნია და ისე გაგვაცილა დერეფანში. იმ უცნობმა ისევ გამომაყოლა მზერა წასვლისას.
რას გადამეკიდა? რა უნდა? ახლა ჯიუტად მეც გავუსწორე მზერა . მანამდე არ მოვაშორე თვალი სანამ კარებს არ მივადექით. მან უბრალოდ ცალყბად გაიცინა და თვალი ჩამიკრა
ფუ, უზრდელი, თავხედი , ველური. ზრდილობა სად დაკარგა?
კარები გაბრაზებულმა გამოვგლიჯე და სწრაფად გავედი ქუჩაში. ნიკა უკან გამომყვა და კითხვნარევად შემომხედა
-სახლში რომ მივალთ მოგიყვები. - მასაც არაფერი უთქვამს ისე ჩავჯექით მანქანაში
-ლევანიმ მომწერა დღეს- სიჩუმე დავარღვიე და ნიკას ამრეზად გავხედე
-რა? რა უნდოდა? - თითქმის იყვირა ჩადუნელმა და საჭეს ჩააფრინდა
-რა უნდა უნდოდეს ნიკა? ისევ პატიება მთხოვა, ხომ იცი რომ მეტს ვერ გავუძლებ? ძაან მეცოდება , სერიოზულად ცუდადაა. წინა კვირას ნანამაც დამირეკა, დედამისმა, ლევანი ძალაინ ცუდადაა, ვიცი რომ დაშორდით , მაგრამ რაცარუნდა იყო უნდა აპატიოო , ძალიან წუხს თავისი საქცელის გამოო...-
-მაგ ოჯახს , ყველას სათითაოდ შიგ ხომ არ აქვთ? ლევანი რომ გღლატობდა აბა წესიერი საქმე იყო? მაშინ არ წუხდა ქალბატონი ნანა? - თავს ვერ აკონტროლებდა ნიკა, ისე ყვიროდა დარწმუნებული ვარ გარეთაც ისმოდა
-ნიკა დამშვიდდი, არ ვაპირებ რომ შევურიგდე ,ხომ იცი? ნუ გეშლება შენი ჭირიმე ნერვები
- იცოდე თუ კიდევ დაგეკონტაქტა დედას მოვუტყავ
-კარგი ნიკა,ოღონდ ეხლა დამშვიდდი- სიცილით ვუპასუხე და დასამშვიდებლად ხელი ზურგზე ჩამოვუსვი.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგია, იმედია გააგრძელებ.

 


№2  offline წევრი elle finn

Chikochiko
კარგია, იმედია გააგრძელებ.

კი, აუცილებლად გავაგრძელებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent