შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთან... თავი 8


13-06-2018, 21:52
ავტორი katiusha
ნანახია 2 695

ორი დღე დაჰყო საავადმყოფოში ნინიმ.გიორგი გვერდიდან არ შორდებოდა.ცოლი რომ გაუბრაზდა წადი სახლში გამოიძინე,ტანსაცმელი გამოიცვალე და მოწესრიგდიო მანამდე არ წავიდა.თუმცა მარტო მაინც არ დატოვა,ეშინოდა დათო ისევ არ მისულიყო და რამე ისეთი არ ეთქვა მისთვის და არ გაენერვიულებინა.ქეთა და ირაკლი დატოვა მასთან. დოლიძემ წუწუნით აიკლო იქაურობა ამდენი წვეთოვანი და გადასხმა რა საჭიროაო,მაგრამ რომ აუხსნა ექიმმა რატომაც იყო საჭირო აღარ დაუწუწუნია.
ორ დღეში სააავადმყოფოდან სახლში გაწერეს. წოლითი რეჟიმი და დასვენება ძალაში იყო.ისიც ზედმიწევნით ასრულებდა ექიმის დავალებას და ძირითადად სულ იწვა.ელენეს მასთან თამაში ძალიან უნდოდა.სწყინდა რომ არ ეთამაშებოდა და საწოლიდან არ დგებოდა.რა თქმა უნდა ბავშვი იყო და აბა რას გაიგებდა.მოიწყინა მის გარეშე,ხშირად იბუტებოდა და ჭირვეულობდა...
კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ ახალი გასართობი იპოვა- ირაკლის დაუმეგობრდა და მასთან ყოფნას და ხშირად მისვლას ითხოვდა,თუ ვერ ახერხებდა ტელეფონზე ბავშვურად ეტლიკინებოდა და უყვებოდა ახალ ამბებს,ისიც დაუზარლად ასრულებდა ბავშვის სურვილებს და სულ არ აქცევდა ყურადღებას ქეთას გაბრაზებას რომ ბავშვის ასე გათამამება არ შეიძლებოდა.
ნინიკო მოღონიერდა.მკურნალობამ შედეგი გამოიღო,ტოქსიკოზმაც გადაიარა და ის აღარ აწუხებდა როგორც ადრე.გაზაფხულმაც თავისი ქნა და სიცოცხლის ხალისი შემოიტანა დევდარიანებთან.ნინის თავისუფლად შეეძლო გადაადგილება და საყიდლებზე და მაღაზიებში სიარული.სიხარულისგან ცაში დაფრინავდა გიორგი.ასეთი გადარეული მეუღლე და მამა თუ იქნებოდა ნინი ვერ წარმოიდგენდა.სულ არ ჰგავდა იმ სერიოზულ ბიზნესმენს მასმედიაში რომ წერდნენ მასზე.მისგან სრულიად განსხვავებული იყო. ცოლთან ერთად დადიოდა მაღაზიებში და ბავშვებისთვის ტანსაცმელი, საწოლები, და ყველა საჭირო ნივთი იყიდეს , რაც ოთახის მოსაწყობად იყო საჭირო. ყველაფერი მოაწყვეს.ახლა ყველა სიხარულით ელოდა პატარების ამ ქვეყნად მოვლინებას....
ქალაქში ყველაფერი ძველებურად მიდიოდა. დათო თითქოს დამშვიდდა, მაგრამ ვერ ინელებდა ნინიკოს დაკარგვას. იმიტომ კი არა რომ უყვარდა და მასთან მართალი იყო, იმიტომ რომ გიორგიმ წაართვა, მისმა მეგობარმა და ამას ვერ ივიწყებდა. ნინიკო აღარ უყვარდა, მხოლოდ მისი ფული ხიბლაბვდა და ის მომავალი რაც მასზე დაქორწინებით მოელოდა. მერე ანანოს ბოდიში მოუხადა და სთხოვა მასთან გადასვლა და ისიც სიხარულით დათანხმდა მის წინადადებას. ამას ხომ ბავშვობიდან ელოდა. მითუმეტეს რომ მისი მშობიარობის დღე მოახლოვებული იყო და დათოც ასე თუ ისე შეეგუა და აპატია მას რომ ბავშვი არ მოიშორა. თუმცა გულის სიღრმეში მაინც ფიქრობდა შურისძიებაზე.
თეკლა და სანდრო შეხვედრებს განაგრძობდნენ, მალე ალბათ ისინიც დაქორწინდებოდნენ, მაგრამ ზუსტად როდის ვერ გადაეწყვიტათ. გადაწყვიტეს ცოტა მოეცადათ სანამ თეკლა ახალ თანამდებობას შეეჩვეოდადა ნინი იმშობიარებდა. სანდროც ახალ სამსახურს ელოდა, რომ დამოუკიდებლად ეცხოვრათ და არ აძალებდა დაოჯახებას
ყველაფერი აირია დოლიძეებთან.გოგი და მარინა განქორწინდნენ, მარინა დედამისის სახლში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ძირითადად მარტო იყო, ამ ამბების მერე ,თითქოს ყველა მეგობარი შემოეცალა, აღარც წვეულებებზე ეძახდნენ ხშირად. მხოლოდ ახლა მიხვდა რატომ უნდოდა ყველას მასთან მეგობრობა, მას ხომ უამრავი ფული ჰქონდა, მას შემდეგ რაც მეუღლეს გაეყარა ფინანსებმაც იკლო და მეგობრებმაც, თუმცა კი გოგი ფულს უგზავნიდა, მაინც უკმაყოფილო იყო. ერთხელაც არ დაურეკია შვილთან, არც მის ამბებს ეკითხებოდ თეკლას, რომელიც მოსანახულებლად ხანდახან მაინც შეუვლიდა ხოლმე.
ნინიკოს ძალიან ენატრებოდა მშობლიური ქალაქი და მშობლები, საყვარელი მეგობრები. ხანდახან უმიზეზოდ მოიწყენდა ხოლმე. მითუმეტეს ორსულობის ბოლო თვეებში. გასუქდა კიდეც და სიარულიც უჭირდა. გიორგიმისთვის სიუპრიზისმოწყობა განირზახა და ექიმთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა ცოლი ქალაქში წაეყვანა..........
****
ნინიკომ ღრმად ჩაისუნთა მშობლიური ქალაქის ჰაერი და გიორგის მკერდზე მიეხუტა.
-როგორ მომენატრა აქაურობა. შენ ვერც კი წარმოიდგენ.
-ვიცი საყვარელო, სწორედ ამიტომ ჩამოვედით, თან მგონი დრო მოვიდა დედაშენი გავიცნო.
-არა მგონია მან თბილად მიგიღოს, -მოიღრუბლა გოგო -ერთხელაც არ დაურეკავს,არ უკითხავს ჩემი ამბავი, არც კი დაინტერესებულა როგორ ვარ.
-მე შევეცდები ყოველშემთხვევაში, რომ მოვეწონო თუ არადა წავალთ უკან და ისევ ისე გავაგრძელებთ ცხოვრებას როგორც აქამდე.
-გიო, იცი მინდა რომ დრო უკან დავაბრუნო და დათოს მაგივრად მხოლოდ შენ იყო ჩემს ცხოვრებაში. მინდა ის დრო საერთოდ ამოვშალო ჩემი გონებიდან.
-არა უშავს, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე, ის რომ არ ყოფილიყო და ის ამბავი არ მომხდარიყო ერთმანეთსაც ვერ გავიცნობდით, უფრო სწორად კი გავიცნობდით, მაგრამ შენ მისი ცოლი იქნებოდი. მაგრამ ახლა შენ ჩემი ხარ და ვეცდები ყველაფერი ცუდი დაგავიწყო.მანქანაში ჩაჯდომაში მიეხმარა მეუღლეს და ღვედი შეუკრა
სანამ სახლში მივიდოდნენ ნინი ფიქრებმა წაიღო. ნეტავ რას იზავდა დედა? როგორ შეხვდებოდა ან გიორგის როგორ მიიღებდა. აპატიებდა თუ არა? გული გამალებით უცემდა, უცებ იყვირა.გიორგიმ შეშინებულმა გააჩერა მანქანა და ჰკითხა:
-რა მოხდა? ნინი მითხარი გთხოვ? ცუდად ხარ?
-არა, საყვარელო, კარგად ვარ, უბრალოდ ძალიან ცელქები არიან და ამოძრავდნენ, ეტყობა ისინიც გრძნობენ ჩემს განცდებს.-გეცინა ნინის.
გიორგიმ მუცელზე მოეფერა ნინის, ბავშვებმა თითქოს იგრძნეს მამის სითბო და მიყუჩდნენ
-რა საყვარლები არიან ,ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ისინი ჩემი შვილები არიან და მამა ვხდები.სანამ ხელში არ ავიყვან გამიჭირდება დაჯერება
-ვერც მე, მაგრამ მოგვიწევს დავიჯეროთ და შევეგუოთ, -გაეღიმა ნინის -ახლა კი წავიდეთ, რაღაც ვერ ვარ კარგად და არ მინდა აქ ვიმშობიარო.
-იმედია, თორემ მეც გავგიჟდები აქ რომ დაგეწყოს მშობიარობა. ექიმისთვის უნდა დაგვეჯერებინა, მაგრამ შენ ისეთი ჯიუტი ხარ, რომ მეც ყველაფერს ისე მაკეთებინებ , როგორც შენ გინდა,- გაეცინა გიორგის.
-კარგი, დამშვიდდი, აქაც მშვენიერი ექიმები არიან და ძალიან კარგი საავადმყოფოა, თან არ დაგავიწყდეს, თეკლაც აქ მუშაობს და არაფერს დამაკლებენ.
-აბა ეხლა ეგეთები არ გინდა, აქ არა ძალიან გთხოვ..შეეხვეწა გიორგი და მანქანა გააჩერა. -მგონი მოვედით ხომ?
-კი მოვედით, კარგად გახსოვს ჩემი სახლი, მითუმეტეს აქ ერთხელ იყავი მხოლოდ.
-სამაგიეროდ ქალაქი კარგად ვიცი, შენ რომ აქ არ იყავი მე ერთი თვით ვიყავი ჩამოსული,-
გიორგი ცოლს მანქანიდან გადასვლაში დაეხმარა.
-როგორ მომენატრა ჩემი სახლი, ჩემი ოთახი, ჩემი ლოგინი..
-მე მეგონა ჩემს სახლში უფრო მოგწონდა.
-იქაც კარგია, მაგრამ აქ ხომ მე ბავშვობა გავატარე, ძალიან მიყვარს აქაურობა...
სახლში ხმაურით შევიდნენ, მაგრამ არავინ დახვდა მსახურის გარდა, რომელმაც უთხრა, რომ ბატონი გოგი და თეკლა სამსახურში იყვნენ და საღამოს დაბრუნდებოდნენ.
-სანამ მოვლენ, წამოდი სახლს დაგათვალიერებინებ და ჩემს ძველ ოთახს გაჩვენებ,-ნინიმ ხელი ჩაჰკიდა და კიბეებისკენ წაიყვანა ქმარი,
-ღმერთო რატომ არ შემიძლია ერთხელ მაინც უთხრა უარი ამ ქალს რამეზე, ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც მას უნდა.-თქვა გიორგიმ
-ნუ წუწუნებ, გაეცინა ნინის.და საძინებელში შეუძღვა ქმარს. -ეს ჩემი ოთახია, უფრო სწორად იყო, ხომ ლამაზია?
-კი ძალიან ლამაზია,-უთხრა გიორგიმ, მაგრამ უცებ ნინის მოწყენილ სახეს შეხედა და მანც მოიწყინა -რა მოხდა ნინი ? ცუდად ხარ?
-არა საყვარელო უბრლოდ ის დღე გამახსენდა, აქ ვიყავი როცა ის ფოტოები მომიტანეს.
გიორგი ცოლს მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და უთხრა: -ნინი მომისმინე, ის დღე წარსულია, რომელიც სამუდამოდ უნდა დაივიწყო, გპირდები ისეთ ბედნიერ დღეებს გაჩუქებ, რომ სამუდამოდ ჩააბარებ წარსულს იმ ყველაფერს და ტკბილად გაიხსენებ, დათოს მადლიერი იქნები,რომ ჩემთან მოგიყვანა,მე კი შენთან და შენთან ვარ მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი,მხოლოდ შენთან. ახლა კი გაიღიმე და შენი ლამაზი ღიმილი დამანახე.
ნინის გაეცინა და გიორგი მიეხუტა.
-მადლობელი ვარ რომ ასე გიყვარვარ, ჩემი ცხოვრების აზრი ხარ და ძალიან მიყვარხარ.
გიორგის ღიმილმა გაუპი ბაგე,პირველად მოისმინა ცოლისგან ასეთი ხმამაღალი აღიარება სიყვარულის შესახებ,
თეკლა სამსახურიდან ბრუნდებოდა, სანდროც მასთან ერთად იყო, სახლს რომ მიუხლოვდა და მანქანა დაინახა, მიხვდა ვინ იყო სტუმარი და სიხარულისგან იყვირა
-სანდრო, ნინიკო ჩამოვიდა, წამოდი, შენც ნახე, შენც ხომ მისი მეგობარი ხარ. უთხრა სანდროს, ხელი ჩაკიდა ძალით შეიყვანა სახლში. მაგრამ ნინის მაგივრად მსახური დახვდა, რომელიც ვახშამს ამზადებდა.
-ნინი სად არის?-ჰკითხა თეკლამ მას
-თავის ოთახშია მეუღლესთან ერთად.
-დიდი ხანია მოვიდნენ?
-დაახლოებით ორი საათია,-უპასუხა მოახლემ
-კარგი ,შეგიძლია წახვიდე და განაგრძო ვახშმის მომზადება, მანამდე გაიღვიძებს ალბათ ჩვენი ქალბატონი. -გაეცინა თეკლას. მოახლემ ოთახი დატოვა. თეკლა ჩუმად მდგომ სანდროს მიუახლოვდა და უთხრა: -რა კარგია არა ნინი რომ დაბრუნდა?
-კი ძალიან მიხარია, მაგრამ მგონი მე უნდა წავიდე. მცხვენია მასთან შეხვედრა იმ ამბის გამო.
-სანდრო შენ არაფერში ხარ დამნაშავე, ყველაფერი დათოს ბრალია, თანაც შენ ხომ მარტო მისი მეგობარი არ იყავი? ჩვენ, ყველა ერთად გავიზარდეთ და შენ ვერ აგებ პასუხს მის საქციელზე, მხოლოდ დამპირდი რომ არაფერს ეტყვი დათოს მის დაბრუნებაზე.
-კარგი გპირდები,-დაეთანხმა ის....
საღამოს შინ დაბრუნებული გოგი სიხარულით ცას ეწია შვილის და სიძის დანახვაზე. ამხელა კაცი პატარა ბავშვივით ცქმუტავდა. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მათ იქ ყოფნას. სუფრას მიუსხდნენ და თან საუბრობდნენ.
-ძალიან გამახარეთ შვილებო თქვენი ჩამოსვლით. იმედია მომავალშიც ხშირად ჩამოხვალთ მერე უკვე შვილებთან ერთად.
-აუცილებლად ბატონო გოგი,-დაეთანხმა გიორგი. -როცა ნინის მოუნდება მაშინ ჩამოვალთ.
-ნინი რაღაც უცნაური ხარ შვილო. რა მოგივიდა? ცუდად ხომ არ ხარ?
-არა მამა, უბრალოდ დედას ველოდები, რატომ არ მოვიდა?
-იცი შვილო არ მინდოდა შენთვის დამემალა ეს ამბავი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა შენი მდგომარეობის გამო. მე და დედა განვქორწინდით, თავის სახლში დაბრუნდა ხუთი თვეა უკვე.
-კი, მაგრამ ამას ახლა რატომ უნდა ვიგებდე? რა მოხდა?-გაბრაზდა ნინი
-დამშვიდდი საყვარელო, შენი ნერვიულობა არ შეიძლება,-მისი დამშვიდება სცადა გიორგიმ
-მშვიდად ვარ, უბრალოდ ძალიან მეწყინა.
-მერე ყველაფერს აგიხსნი შვილო, ახლა კი მშვიდად ვივახშმოთ,-სთხოვა მამამ.
-მისი ნახვა მინდა.
-ხვალ ვნახოთ, ახლა კი მოდი უბრალოდ ვივახშმოთ კარგი?-სთხოვა გიორგიმ
-კარგი,-მოლბა ნინი.
-ესეგი მე კი არა მეუღლეს უჯერებ უკვე,-ჩაეცინა უფროს დილიძეს და ჭიქას დასწვდა სადღეგრძელოს სათქმელად..
*****************************************
დილით პირველმა ნინიმ გაიღვიძა. ერთხანს მძინარე ქმრის ბედნიერ სახეს უყურებდა, მერე სააბაზანოში შევიდა შხაპის მისაღებად, მაგრამ მუცელში ტკივილმა დაუარა და იყვირა:
-გიორგი, საყვარელო ცუდად ვარ. დამეხმარე.- მაგრამ მას ღრმად ეძინა და მხოლოდ ნინის ყვირილზე გაეღვიძა, ფეთიანივით წამოხტა და სააბაზანოში შევარდა.
-რა მოგივიდა ნინი? მშობიარობა დაგეწყო?
-არ ვიცი. ცუდად ვარ, მტკივა, -დაიკვნესა ნინიმ. გიორგიმ ცოლი საწოლამდე მიიყვანა, წამოაწვინა და ტელეფონს დასწვდა ექიმთან დასარეკად, მაგრამ ნინიმ გააჩერა.
-მგონი გადამიარა. კი ნამდვილად გადამიარა. არსად დარეკო.
-დარწმუნებული ხარ? -ჰკითხა გიორგიმ
-კი, დარწმუნებული ვარ. კარგად ვარ. -გიორგიმ შვებით ამოისუნთქა და მეუღლეს გვერდით მიუწვა, მერე ჩაეხუტა და ასე იყვნენ ცოტა ხანს.
-ავდგეთ ეხლა გვიანია, ხომ წამომყვები დღეს დედასთან?
-კი აუცილებლად, მაგრამ მეძინება, ცოტა ხანს ასე ვიყოთ რაა.. -შეეხვეწა ქმარი.
-ადექი გთხოვ.-ნინი წამოდგა და ტანსაცმლის არჩევას შეუდგა, მაგრამ არაფერი მოეწონა და ლოგინზე გულდაწყვეტილი ჩამოჯდა.
-ძალიან გავსუქდი, არაფერი აღარ მეტევა,ვერაფერს ვიხდენ.
-ასე არაა, მე ასეთიც მომწონხარ.- უთხრა გიორგიმ და ცოლს აკოცა -არავინ არ მინდა შენს გარდა, მხოლოდ შენ და ჩვენი შვილები. ძალიან მიყვარხარ.
-მეც ძალიან მიყვარხარ,-მიეხუტა ნინი.



№1  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგია მიხარია წყვილის ასეთი ბედნიერება წარმატებებიი

 


№2  offline მოდერი ენემი

აუ ახლა არაფერი ცუდი არ ჩააკვეხო რაა. დედამისს შეურიგდეს და ეგაა მომდევნო თავი დასასრული უნდა იყოს უკვე (წესით) innocent

 


№3  offline წევრი katiusha

ენემი
აუ ახლა არაფერი ცუდი არ ჩააკვეხო რაა. დედამისს შეურიგდეს და ეგაა მომდევნო თავი დასასრული უნდა იყოს უკვე (წესით) innocent

Ara arada araa :-D ver ganoicani :-D ragac mainc darcha gasarkvevi :-D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent